არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ეკა ბაქრაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ეკა ბაქრაძე   Sun Dec 20, 2009 4:20 pm



ეკა ბაქრაძე

დაბრუნება საკუთარ თავთან...

I
ნუ მოუნაცვლებ პირვანდელ ადგილს ნივთებს, რომლებმაც
დიდი ხანია მყუდროობაში დაისადგურეს.
დრო სინქრონული სიზუსტით ადგენს
სად, რას და როდის გამინადგურებს...
ჩარჩო სურათით, ვერცხლის შანდალი
და ფაიფურის ძველი თოჯინა...
ვით ბარიერი ჩემი შენდამი,
ისევ მყარად დგას,
მაგრამ... მორჩილად.
ლარნაკი გატყდა, სადაფის სარკეს
სალტე მთლიანად შემოეცალა,
ჩემი ბრალია, აქამდე უნდა
მიმეხედა და გამომეცვალა...
მაღალი სკივრი უამრავ წვრილმანს
ძველი ჭორივით გადაუვსია,
მონატრებული მზესა და წვიმას
ქოთნის ყვავილი უბრად ყუნცია.
სხვადასხვა ზომის ფერად ნიჟარებს
ზედ შეხმობიათ ზღვათა სიმლაშე,
ტალღებმა ხილვა ვერ წამიშალეს...
ძველი დარდივით მოდის სიზმარში პატარა გოგო...
სანაპიროსთან, ქვიშაზე მზეს რომ ჯიუტად ხატავს,
მერე ძალუმად მოვარდნილ ტალღას
ზღვასთან მზესა და სინათლეს ატანს!
ხატავს და ხატავს, ატანს და ატანს...
ვერ გაუთავდა, არ დაიღალა,
უკიდეგანო ტალღების მიღმა
ვიდრე მზესავით არ დაიღვარა!..


II
დრო ფეხაკრეფით შეუდგა აღმართს,
ჩასჭიდა ხელი და გაიყოლა,
იხეტიალეს აღმა და დაღმა,
თითქოს იყო და არა იყო რა...
ზღაპრებით სავსე გუდააკრული
სანაპიროსთან გამოირიყა,
ბოლოს ოცნების ჯვარზე გაკრული
სხეული სულმა შემოირიგა, რომელიც უკვე მრავალწერტილად
იყო ქვიშაში მიმოფანტული _
გავარვარებულ მზის ანაბეჭდი!
უკიდეგანო ზღვაში დანთქმული!
... ის იყო ყველგან, ყველგან და არსად...
როგორც ტკივილი, სულის წამგვრელი აკორდის შემდგომ
ხანგრძლივ პაუზად!
მთასავით ვერსად გადასადგმელი
იყო სათქმელი, მაგრამ სარქველი
ჯადოსნურ სურას არ აეხადა,
ჯინის მაგიერ ჭინკების სურათს
დახედა, შეცბა და გაეხარდა,
რომ დაუბრუნდა სიცოცხლის ჟინი,
როგორც სურაში გამომწყვდეული
და ყოვლის შემძლე ზღაპრული ჯინი...


III
სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში კაკლის ლებანი,
ეკალში _ ზღარბი და კუ _ ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი,
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი,
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი.
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი
და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ ქალი ვარ _
ადამის ნეკნი და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ,
ცოდვით დაცემის პირველი დღიდან
მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა _ ეს მე ვარ! მისატყუარი,
სამოთხის ბალში ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი...
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟნაგმა თოფი და მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი _ სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ ზღაპარი...


IV
ბებერი კატა მაღლა ხის ტოტზე
თვალებს ნაბავს და კუდს აქიცინებს,
საკუთარი რძით გაზრდილი ლომის
დიდი ტორების ახსოვს სიმძიმე...
_ ჩამოდი დაბლა, არაფერს გავნებ,
_ ბრდღვინავს ლომი და შესციცინებს კატას თვალებში,
_ ვინ იცის, ახლა, სად იქნებოდი, ამ სიმაღლეზე რომ არ ამეშვი!..
ხახადამზრალი ლომი მოსტირის,
უნდოდ კრუტუნებს ბებერი კატა
და ძველთაძველი, სიბრძნის მოტივი
ძვალსა და რბილში თანაბრად ატანს...


V
ის იყო ყველგან, ყველგან და არსად,
უკვე ქცეული არსობის არსად,
ტკივილის ფასად და ცრემლის ფასად
ცოდვილი სულის დახსნას ცდილობდა...
გამორიყული ყოფიერების უკიდეგანო სანაპიროდან,
გაორებული მისი არსება, როგორც საკუთარ თავთან მსგავსება
_ სარკის პრიზმაში გადამსხვრეული _
იძენდა ფორმას, როგორც გრძნეული,
მაგრამ არ ქონდა ფორმას სხეული...
ხედავდა, გრძნობდა, ეძებდა, რასაც
გაფაციცებით და გამალებით,
გამჭოლი მზერით წვდებოდა არსსაც,
მაგრამ არ ქონდა არსად თვალები!
იყო? არ იყო? - მაინც რა იყო
ასე რთული და ასე ადვილი,
ერთი არსება ორად გაიყო, ვინ მოუნაცლა
სივრცეს ადგილი?!
ნუ შეეხებით ხსოვნებს, რომლებმაც
სულში სინათლედ დაიბინადრეს...
რომ აგისრულდეს ოდესმე, სადმე,
მთელი არსებით რასაც ინატრებ...


Last edited by ბობო on Wed Dec 23, 2009 7:21 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Sun Dec 20, 2009 4:21 pm

***
(ის იყო ყველგან...)


ის იყო ყველგან, ყველგან და არსად,
უკვე ქცეული არსობის არსად,
ტკივილის ფასად და ცრემლის ფასად
ცოდვილი სულის დახსნას ცდილობდა...
გამორიყული ყოფიერების უკიდეგანო სანაპიროდან.
გაორებული მისი არსება,
როგორც საკუთარ თავთან მსგავსება —
სარკის პრიზმაში გადამსხვრეული —
იძენდა ფორმას, როგორც გრძნეული, მაგრამ არ ჰქონდა ფორმას სხეული...
ხედავდა, გრძნობდა, ეძებდა რასაც — გაფაციცებით და გამალებით,
გამჭოლი მზერით წვდებოდა არსსაც, მაგრამ არ ჰქონდა არსად თვალები!
იყო? არ იყო? მაინც რა იყო
ასე რთული და ასე ადვილი,
ერთი არსება ორად გაიყო,
ვინ მოუნაცვლა სივრცეს ადგილი?!.
ნუ შეეხებით ხსოვნებს, რომლებმაც
სულში სინათლედ დაიბინადრეს...
რომ აგისრულდეს ოდესმე, სადმე
მთელი არსებით რასაც ინატრებ...
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Mon Dec 21, 2009 2:30 am

ბობო wrote:
ეკა ბაქრაძე

დაბრუნება საკუთარ თავთან


ნუ მოუნაცვლებ პირვანდელ ადგილს ნივთებს, რომლებმაც დიდი ხანია მყუდროობაში დაისადგურეს.
დრო სინქრონული სიზუსტით ადგენს
სად, რას და როდის გამინადგურებს...
ჩარჩო სურათით, ვერცხლის შანდალი და ფაიფურის ძველი თოჯინა...
ვით ბარიერი ჩემი შენდამი,
ისევ მყარად დგას,
მაგრამ... მორჩილად.
ლარნაკი გატყდა, სარდაფის სარკეს სალტე
მთლიანად შემოეცალა,
ჩემი ბრალია, აქამდე უნდა მიმეხედა
და გამომეცვალა...
მაღალი სკივრი უამრავ წვრილმანს
ძველი ჭორივით გადაუვსია,
მონატრებული მზესა და წვიმას
ქოთნის ყვავილი უბრად ყუნცია.
სხვადასხვა ზომის ფერად ნიჟარებს ზედ შეხმობიათ ზღვათა სიმლაშე.
ტალღებმა ხილვა ვერ წამიშალეს...
ძველი დარდივით მოდის სიზმარში
პატარა გოგო...
სანაპიროსთან, ქვიშაზე მზეს რომ ჯიუტად ხატავს, მერე ძალუმად მოვარდნილ ტალღას ზღვასთან მზესა და
სინათლეს ატანს!..
ხატავს და ხატავს,
ატანს და ატანს...
ვერ გაუთავდა, არ დაიღალა,
უკიდეგანო ტალღების მიღმა
ვიდრე მზესავით არ დაიღვარა!...


mixo, didi madloba ekas gverdis gaxsnisTvis. rogorc Cans, axladdabadebuli wigni Sen ukve Cagivarda xelSi. albaT ori dRis win prezentaciazec iyavi:-)
kidev dade ra wignidan leqsebi.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Mon Dec 21, 2009 1:01 pm

არა, არა ვყოფილვარ და არც წიგნი მინახავს.
ესენი ინტერნეტშია ნაპოვნი.
თუ კიდე ვიპოვნი, დავდებ.
იქნებ, თვითონ ეკაც მოსულიყო აქ?
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Mon Dec 21, 2009 2:57 pm

ბობო wrote:
არა, არა ვყოფილვარ და არც წიგნი მინახავს.
ესენი ინტერნეტშია ნაპოვნი.
თუ კიდე ვიპოვნი, დავდებ.
იქნებ, თვითონ ეკაც მოსულიყო აქ?



ho, mixo, ekas axal wigns am lexis saTauri hqvia da megona gverdis gaxsna mis axal wigns daamTxvie...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Mon Dec 21, 2009 3:02 pm

***
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 6:51 pm

როცა აღარავის არ სჭირდები

თუ წუთისოფლის ლაბირინთები
უღრანი სიტყვის ტევრში დაინთქა,
თუ სანთელივით აღარ ინთები,
ალბათ, სათქმელი სრულად არ ითქვა...
ცხოვრების პირქუშ, მღვრიე მორევში
ხავსს როგორ უნდა ჩასჭიდებოდი?..
და შენც გაჩუმდი, დათმე, მოეშვი,
რადგან არავის არ სჭირდებოდი...
- უმადურია კაცის ბუნება-თქო,
გქონდა ათასერთი სამხილი,
მაინც გააშიშვლე უნებართვოდ
მკაცრი ბედისწერის მახვილი!
სიტყვას, ქარქაშიდან ამოწვდილი
ხმალივით უკან ვერ ჩააგებდი,
იცოდი? ბოლო რაუნდს, ვალმოხდილი
საკუთარ თავთან რომ წააგებდი!...
როცა ყოველივეს გაიგებ და
საწუთროს ორომტრიალს გაცილდები,
გულის კარს სამუდამოდ გაიკეტავ,
რადგან სულ არავის არ სჭირდები!
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 6:53 pm

"The Raven"
INSPIRED BY E.A. POE
Responded by Eka Bakradze

Maximum courage is necessary to let yourself and answer hundred years later to such a great spirit as E.A.POE.
But I did it!

1
Once upon a midnight dreary, while I wandered weak and weary,
The gate of heaven opened wide and glory spirit came inside.
Over many forgotten being I was touched by invisible wing...
Archangel sent me back to earth beyond darkness to misty shore...
I was tapping on your heart, rapping on your chamber door...
Only this and nothing more!!!
2
Ah, distinctly you remember... It was dark and cold December...
Fire-place, gray ember, ghostly shadows on the floor...
No present, past or future, time passed beyond the bounds...
Grief and sorrow, no tomorrow, sorrow for the lost Lenore
Soundless soul was annoyed, the final chord was just minor...
That was me your Lenore!!! Timeless love for evermore!!!
3
Your foreboding uncertain, was just pain, ruthless pain...
Thrilling feelings so fantastic overwhelmed me everlasting...
So, that now, I still hear rapid beating of your heart...
That's me darling that's my spirit entreating entrance on your heart...
I am here, can you hear? Late visitor!!! Open the door!
That's me always your Lenore!!! That it is and nothing more!!!
4
If your soul grew stronger, hesitating then no longer.
Recognize me!!! No forgiveness could be accepted or improved.
But the fact is I arrived, I am tapping on your heart,
It is so very sad and hard... I am here! Can you hear?!
Rapping on your chamber door...
Darkness there and nothing more!!!
5
Deep in love and out of time, how long should I stay sublime?
With no hopes and dreams no mortal ever dared to dream before...
Eternal love is still unbroken, as tender feelings ever spoken...
Mirage already disappeared... Just an echo was whispered,
Only that magic word, Lenore!
Merely this and nothing more!!!
6
Life is gone, but time still turning, all my soul within me burning...
Soon again new pain, somewhat sharper than before...
Will distinctly re-appear,
And prepare new space for mystery to explore
My heart now willing nothing... But fantastic, everlasting
Lusting love and nothing more!!!
7
I returned almost for ever from the Saintly days of past...
Yea,the raven returned out of century's of loneliness, pain and dust...
That's great! Don't wait! Warm your heart and your cold mind!
Unlock for ever that bolted door...
Let me inside!!! Let me inside!!!
Let me inside and nothing more!!!
8
My sad face still beguiling, somehow fancy into smiling...
All my essence is rarely shaped... I escaped down from heaven ...
In any case; time and space, once and for ever should be restored!!!
Ghastly grim and ancient raven that being of beyond down from heaven,
From a far off nightly shore, is a shadow of Lenore...
Just the shadow, nothing more!!!
9
Don't be surprised if ungainly all my soul discourses so plainly.
Though its mystic transformation persist patience against the boor...
No human being before was blessed with seeing the lost spirit,
As amazing as a labyrinth,
As a ghost near the chamber door
With such a name - Nevermore...
10
I am so sad and lonely... All I have is pure words only,
But that one(!) into which for sure, my whole soul will outpour
Couldn't be found anymore... Help me have it!!! O my Lord!
Since the creation of the world, I am searching for this word!!!
Which was sentenced long before,
With such a verdict-as Nevermore...
11
Centuries of stillness are almost broken, by magic words
So boldly spoken against the sorrow of a dreadful bore...
Veritable master acknowledges faster the reason of disaster...
If truly believe an absolute truth, life after life.
What do you say, if one nice day love appears at your door?
Would you pray in your mind to let it inside for evermore?
12
If the raven is still beguiling your sad fancy into smiling.
Keep your anger, so distinctly don't unleash a veiled war...
It is a shadow, nothing more... just a lost spirit, the ghostly being.
Late visitor touched by angels' eternal love, by heavenly wing.
It's a ghost from shade of yore...
With strange name of "nevermore"
13
Who knows, may be you are guessing, with one word
So deeply impressing is impossible, just unreal! I do not care!
Somewhere there must be a question without an answer....
I do not mention new dimension.
Fiery eyes extinguish light, in darkest nights gloated o'er...
Is it still bright?! For Evermore!!!
14
Ah, the air grew denser... Perfumed from an unseen censer...
Swung by Seraphim's, across your chamber door...
Damn! You screamed... Ah my Angel! My timeless love Lenore!!!!
Tell me raven, out of heaven did you see my lost Lenore?!
But just air grew denser... There was not any answer....
Just a whisper - Nevermore....
15
"Prophet" Said you." Things of evil"... No my dear, how can a devil
Create a soul so undaunted. I am enchanted even unwanted.
This is a mystery, charm, temptation, reincarnation, a new turn...
Destiny tossed me on your door. On this home by horror hunted.
Tell me truly I implore. Am I still wanted?! Or forgotten? Let me know...
There was an accord - Nevermore.
16
I was sent by that heaven, which bends above us, to your shore...
I was created by that God, we worship and truly adore...
I am rare, so radiant, your happiness and your sorrow...
Eternal spirit, whom the angels name always your Lenore...
Now and forever! Now and forever! Now and forever!
For Evermore!!!
17
Meeting and parting... So up starting... Ending and starting life again...
Boundless pain healing but hurting More than whenever, than before...
Strolling spirit, stuck in a labyrinth, beyond the night's misty shore...
Ruthless time broke unspoken... Silence was broken...
Silence was spoken!!! Resting loneliness on your door...
Now and forever, For Evermore!!!
18
If love is a freedom of the soul and mind,
That heavenly kingdom always reminds
A little paradise! True love never dies...
The spark of the eyes is incredible art.
Open your heart! Eternal love is tapping, rapping on your door!
That's me, always your Lenore! Now and forever, For Evermore!!!


Last edited by ბობო on Wed Dec 23, 2009 7:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 6:54 pm

ამეთვისტო

ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა,
ცრემლი იყო და გადმომეღვარა,
აღარ იყო და თვალში დამაკლდა,
იყო და ახლოს არ მომეკარა.
გული იყო და ამიყოლია,
ქარი იყო და გამიყოლია,
დარდი იყო და გადამიყოლა,
ზღაპარ იყო და არა იყო რა...
ათასმეერთე ფიქრით გავერთე,
ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე,
ხატი იყო და სანთლად ავენთე,
ლოცვა იყო და სული ვიცხონე.
დარდი იყო და ვერ შეველიე,
მარტო იყო და ვერ შევერიე,
მარტი იყო და გამომეპარა,
კერპი იყო და არ მომეკარა!
ცრემლი იყო და გულზე დამაკვდა,
სიზმრად ჩამყვა და ჩამიყოლია,
ცეცხლი იყო და ქარი დამაკლდა,
ქალი ვიყავ და... დამიყოლია!

study



ლინა ბარათაშვილი

(12.10.2009) – http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=6&id_artc=310

"კაპიკია დიდი სიბრძნის ფასი, სიჩუმე კი ხმაურობს"
ანუ სად არის ეკა ბაქრაძე


რა ზუსტად ამბობს პოეტი თითოეული ჩვენთაგანის, ეკას ნიჭის თაყვანისმცემელთა განცდილსა და სათქმელს. გადავყავართ იმ დროში, როცა საქართველოში პოეზია ზეობდა. პოეტი დაფასებული იყო და მაღალი სულიერებით იყო დამუხტული ერი. სწორედ მაშინ, ამ არაჩვეულებრივი პოეტური ფონის მქონე საქართველოში, ქართულ პოეზიაში ლეგენდად შემოვიდა 10 წლის ხაშურელი გოგონა ეკა ბაქრაძე. მისმა ნიჭიერებამ ვულკანივით ამოხეთქა, გაგვაოცა და სასიამოვნოდ გაგვაოგნა. "მე არ ვიცი, საიდან, როგორ, რატომ ან რისთვის გესაუბრები", გულუბრყვილოდ ტიტინებდა გოგონა. ჩვენ, უფროსებმა, კარგად ვიცოდით, რომ ეს იყო უფლის წყალობა, ნიჭის ზეობა და ქართული პოეზიის ცის გაბრწყინება.
მაღალმხატვრულობა, ნიჭიერება, ბავშვური გულუბრყვილობა, ფილოსოფიური სიღრმე, იშვიათი სინაზე და სიფაქიზე, მუსიკალობა, ტრადიციულობისა და თანამედროვეობის განცდა, აი, რითი გამოირჩეოდა ეკას პოეზია. გოგონას ნიჭიერებამ ბევრი გააოცა და მათ შორის ირაკლი აბაშიძე! აი, რას წერდა პოეტი: "გაკვირვებული და გახარებული ვწერ ამ სტრიქონებს: "ჩვენ მშვენიერი ქრიზანთემა აღმოვაჩინეთ" - მიმართავს პატარა ეკა ბაქრაძე - პოეტი, პატარა რუსუდან ფეტვიაშვილს - მხატვარს. ნამდვილად! ტალანტის, ნიჭიერების უამრავი საკვირველება გაგვიგია მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში, ჩვენი ცხოვრების ათასგვარ დარგსა თუ სფეროში, მაგრამ ჭეშმარიტი პოეზია ელვარე ნიჭიერებასთან ერთად, სიტყვასთან ჭიდილის დიდ გამოცდილებასაც მოითხოვს. და აი, 10 წლის ეკა ბაქრაძეს ეს გამოცდილებაც გააჩნია.
საიდან, როგორ!
"მე არ ვიცი საიდან, როგორ, რატომ და რისთვის გესაუბრებით".
10 წლის გოგონა, 10 წლის ბავშვი!..
მეც არ ვიცი, რა დავარქვა ამ მოვლენას; ოდესღაც მას "ღვთაებრივ ინსპირაციას" ეძახდნენ.
წაიკითხეთ, წაიკითხეთ ეს ლექსები.
მოდით, წუთით ეკას ბავშვობაში გადავინაცვლოთ, გავიხსენოთ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. წყნარ ქალაქში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში, პატარა, ლამაზი გოგონა იზრდება. მისდამი მშობლების სიყვარულს, ბებიასა და პაპას სიყვარულიც ემატება. გოგონა ძალიან ცნობისმოყვარეა. ეს-ესაა აღიქვამს სამყაროს და უამრავი შეკითხვა უჩნდება, ყველაფერზე პასუხს მოითხოვს. მხოლოდ ბებოა ის ერთადერთი, რომელიც არასოდეს ტოვებს უპასუხოდ. (შემდეგში ეკა დაწერს "გვანან ერთმანეთს პოეტები და ბებიები" და კიდევ - "ბებო, ვინა ვარ? - თვალის სინათლე"). გოგონა თავის თავზე მესამე პირში ლაპარაკობს, "ეკას წყალი სწყურია".. "მიხედეთ ბავშვს", "ეკას შია". უამრავი ზღაპარი იცის ზეპირად. ბებომ თითქმის ყველა ზღაპარი რომ წაუკითხა, თვითონ ითავა მეზღაპრეობა. წლების შემდეგ გოგონა ვერც ერთ წიგნში ვერ პოულობს ამ ზღაპრებს, რადგან ისინი ბებოს სულის თაროზე შემოდებული ზღაპრებია. ბებო პროფესიით პედაგოგია, წერა-კითხვასაც იგი ასწავლის.
გოგონა მეოცნებეა, უყვარს განმარტოება, მაგრამ მარტო არასდროს არის... საოცრად ლამაზი ხილვები აქვს, უსმენს ბეღურების ორკესტრს, ხედავს წვიმა მავთულზე ნოტებს როგორ წერს, ბუერას ფოთოლს როგორ ეთამაშება წვიმის წვეთი. შემდეგ ხვდება, რომ ეს ყველაფერი პოეტური ხილვებია.
მოიცათ, რაღაც ხდება გოგონას სულში, სიტყვები გროვდება, ერთმანეთს ერითმება, გოგონა სათქმელს ლექსად ამბობს. თავიდან ამას ყურადღებას არავინ აქცევს, იგი ხომ მხოლოდ 4 წლისაა. დეიდას თბილისში მოჰყავს, გოგონა მატარებელში მოფიქრებულ ლექსს ეუბნება ქარის წისქვილზე. დეიდა მარიკა, თავად მშვენიერი პოეტი, ალღოთი ხვდება, რა ხდება გოგონას სულში და სწრაფად იწერს ლექსს. ასე გრძელდება სკოლში შესვლამდე. 5 წლისამ წერა-კითხვა უკვე იცის და ლექსებს პირდაპირ კედლებზე წერს, მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე პატარა ლექსს წერს, შემდეგ უნდა შეაგროვოს და კითხულობს, სად არის ჩემი ნაკუწ-ნაკუწა ლექსებიო. ენა ებმება და კუწი-კუწიო, ამბობს. ნათქვამი თვითონვე მოსწონს და ლექსების ციკლს "კუწი-კუწი ლექსებს" არქმევს. ხაშურის ადგილობრივ გაზეთში გოგონას რამდენიმე ლექსს ბეჭდავს პოეტი და მეცნიერი მურად მთვარელიძე და შემოქმდებით გზას ულოცავს.
მოიცათ, ისევ რაღაც ხდება, ლექსები ბობოქრობენ, ჯანყდებიან - რა არის, ამ პატარა ქალაქში რომ დაგვამწყვდიე, არსად გვიშვებ, წაგვიყვანე დედაქალაქში, ხალხმა გაგვიცნოს, ჩვენი სათქმელი ვუთხრათო.
დეიდა მარიკას გოგონა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში მიჰყავს. აქ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ზღაპარში. გოგონას მეზღაპრე, მისი ლექსებით მოხიბლული პოეტი და რედაქტორი პაატა ნაცვლიშვილი ხვდება. სწორედ მისი დიდი მცდელობით იბეჭდება გოგონას პირველი პოეტური კრებული "ბეღურების ორკესტრი". ეს არის 1987 წელი. ეკა ბაქრაძის პოეტური ნათლობის წელიწადი. "ბეღურების ორკესტრი" რუსუდან ფეტვიაშვილმა გააფორმა. ეს იყო ორი ვუნდერკინდის შემოქმედებითი შეხვედრა. წიგნს უდიდესი წარმატება მოჰყვა. (დღეს "ბეღურების ორკესტრი" ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა). უამრავ საღამოს უწყობდნენ ეკას, მასზე კეთდებოდა ტელეგადაცემები, უამრავი წერილი მოდიოდა მის სახელზე საქართველოს კუთხეებიდან. ხაშურში, ბაქრაძეების ოჯახში მთელი დღის განმავლობაში სუფრა იყო გაშლილი, მოდიოდნენ ადამიანები, ხელი რომ შეეხოთ ეკასთვის და დარწმუნებულიყვნენ, რომ ნამდვილად ხორციელი გოგონა იყო.
ეს გაზაფხული კი არ მოვიდა,
კი არ მოვიდა - მე მოვიყვანე,
ჯერ არნახული სიმარტოვიდან
მზის სინათლეზე გამოვიყვანე.
ეკა ბაქარაძემ თავისი გაზაფხული მოიყვანა ქართულ პოეზიაში. ულამაზესი მინდვრის ყვავილებით სავსე გაზაფხული.
კვლავ "ბეღურების ორკესტრს" დავუბრუნდეთ. ერთხელ კიდევ გავიხსენოთ გენიალური მხატვრული სახეები, "ისევ დამსაჯეს, რატომ გააცდინეო მუსიკის გაკვეთილი. ვინ დამიჯერებს, რომ მთელი საათი ბეღურების ორკესტრს ვუსმენდი, უცნაური სკუპ-სკუპით მავთულებზე ათასნაირ ნოტებს რომ წერდნენ". თურმე ლექსის წერისთვის საჭიროა, "მზის სხივი, შემოდგომის ფოთლები, მწვანე ბალახი, ოქროს თევზი"! ნახეთ, როგორი პოეტური ხილვაა, "მდინარე უხვად მიგზავნის თევზებს, მე მათში მხოლოდ ოქროს თევზს ვეძებ". ან კიდევ "ყველგან ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ჩემს როლს ვასრულებ". ეკასთვის "ლექსი სულის სარკმელია, გამოაღებ და დაგუბებული ფიქრისაგან განიწმინდები. სამაგიეროდ ჰაერივით გამჭვირვალე ფიქრი შემოვა". "ნუ შემისწორებთ, თორემ... ერთხელ თუ დავრწმუნდი, რა ადვილია შეცდომების გასწორება, ავდგები და... უსასრულოდ გავიმეორებ". ამ და კიდევ მრავალი სტროფის წაკითხვისას იყო დიდი აღტაცება და ზოგჯერ სკეპტიციზმიც. ეჭვი, იყო თუ არა ყოველივე 10 წლის გოგონას ნააზრევი.
არ მიჯერებენ...
ლექსს კი არა, სათქმელს მართმევენ,
ხშირად ეჭვითაც გამკეწლავენ
სხვისას არქმევენ
ჩემს პაწაწინა, დარდიან ლექსებს.
კარგით, თუ გინდათ მე არ ვწერ ლექსებს!
სიტყვები ჩემი ჩანჩქერებია,
ისინი თვითონ მოდიან ჩემთან, მე
მხოლოდ ფურცელს ჩავჩერებივარ.
წერდა ეკა. საბედნიეროდ მან დაამტკიცა თავისი ნიჭიერება და თვითმყოფადობა. ბევრი ეცადა, იმ წლებში აეხსნა ეკას ფენომენი, მაგრამ ამის გარკვევა მომავალს გადააბარეს... "ბეღურების ორკესტრს" მოჰყვა პოეტური კრებულები, "ბილიკი ზღაპრიდან", "თბილი სევდა", გამოსაცემად მზადაა "დაბრუნება საკუთარ თავთან".
1990-94-იანი, ტკივილიანი წლები საქართველოსთვის. 9 აპრილი, ძმათამკვლელი ომი, დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო. და თუ "პოეტი ერთი ცრემლით მეტია, მძიმედ განიცდის ყოველივე ამას. მისი ფაქიზი სული ირეკლავს იმჟამინდელ გარემოს, ეს წლები ეკასთვის დუმილის, სევდის, გულგატეხილობის, იმედის ძებნის წლები იყო. მისი ლექსები სევდიანი და ცრემლიანი გახდა. "გამოდი გარეთ, გახსენი პეშვი, ნახე ცხოვრების მღვრიე ზვირთები. ვერ გაიხარებ, როცა სამშობლოს უჭირს. "ვერ დავიპურე სული ზღაპრებით, ახალი კაბაც აღარ მახარებს, თეთრი ხომალდი დიდი აფრებით, სანაპიროზე მოსვლას ახანებს". და კიდევ, "ვით პატიმარი ვიწრო საკანში, ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში", წერს ეკა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ შეუძლია ულექსოდ ცხოვრება, რადგან "უსიტყვოდ დარჩენა ნიშნავს არყოფნას". ეკა წერს ლექსებს, მაგრამ იშვიათად აქვეყნებს, რადგან ფიქრობს, რომ დღეს პოეზიის ქვეყანას პოეზია არ სჭირდება...
და მაინც წერს ისეთ სულისშემძვრელ ლექსს, როგორიცაა "ღმერთო".
როცა ბავშვი ხელგაწვდილი
მოწყალებას ითხოვს,
ნუ იტყვი, რომ ლამაზად და
ხვავრიელად თოვს!
როცა სულით დამაშვრალთა იმედის ჭერს ახდი,
სისხლის ტბაში გიდგას როცა "კურთხეული" ტახტი...
როცა ერის ზეობას და სიამაყეს კლავენ
მომავლის ფესვს ახმობენ და წინაპრის ძვლებს ხნავენ!
როცა სისხლით დაშრეტილი ისევ სისხლში ცურავს,
ნუ იტყვი, რომ საქართველოს ლამაზი ცა ხურავს!
დაზაფრული გაზაფხული კალთას იგლეჯს როცა,
პაწაწინა მათხოვარი წყალობისთვის გლოცავს...
ღმერთო! ვისთვის...
მომავალშიც ხვავრიელად ითოვს,
ხელგაწვდილი საქართველო
მოწყალებას ითხოვს.
აი, ასეთია პოეტის თვალით დანახული დღევანდელობა. ძალიან უნდა ეკას, არსებული რეალობა შეიცვალოს და ამაში თვითონაც ჰქონდეს წილი. "მაჩუქეთ მარტი და გაზაფხულს უმალ გავაჩენ, მაჩუქეთ მარტი გამოვუტან ზამთარს განაჩენს", წერს იგი.
სად არის ეკა ბაქრაძე? ხშირად ისმის ეს კითხვა. კარგია ეს თუ ცუდი? უეჭველად - კარგი და ვიტყვი, რომ დიდი ბედნიერებაა, როცა მკითხველი მოგიკითხავს, ენატრები, გიხმობს. ასეთ გულშემტკივრებს უპასუხებ, ეკა არსად არ წასულა, აქაა. ცხოვრობს ისევე შეჭირვებულად, როგორც ბევრი ჭეშმარიტი შემოქმედი, როგორც საქართველო... წერს მშვენიერ ლექსებს, მაგრამ პანტა-პუნტით არ ბეჭდავს, რადგან იგივე პრინციპით ცხოვრობს, როგორც ბავშვობაში, "მდინარე უხვად მიგზავნის თევზებს, მე მათში მხოლოდ ოქროს თევზს ვეძებ". ხშირად პაუზა შემოქმედს დიდი სათქმელისთვის ამზადებს, "დუმილის ხელოვნებას არსად აღარ ასწავლიან, იგი მეტყველების კულტურამ შეცვალა, კაპიკია დიდი სიბრძნის ფასი, სიჩუმე კი ხმაურობს". არ შეიძლება, არ დაეთანხმო ეკას. იქნებ, არც ღირს ხმის ამოღება, როცა მარადიული ღირებულებები გადაფასებულია, იგნორირებულია ნიჭი და სიბრძნე, უანგარობა, თავდადება და თავმდაბლობა. შემოქმედებითი პაუზის ჟამს ეკას ურჩევნია, რომელიმე უცხოური ენის შესწავლა დაიწყოს, (აღარაფერს ვამბობ რუსულისა და ინგლისურის ცოდნაზე), იყოს ჩუმად და განიცადოს ცოდნის შეძენით გამოწვეული ტკბობა. ან ლიტერატურულ სალონში ღირსეული ხელოვანი მოიწვიოს და უმასპინძლოს, იზეოს მაღალმა სულიერებამ. თუმცა ეს დიდებული საღამოები მხოლოდ ვიწრო წრისთვისაა მისაწვდომი და თვალსაჩინო. და არა სრულიად საქართველოსთვის. რადგან ჩვენს ტელევიზიებს ასეთი, სულიერებით სავსე საღამოები არ სჭირდება. სამაგიეროდ სიამოვნებით უთმობენ ეკრანს არაფრისმთქმელ, უგემოვნოდ დადგმულ შოუებს, სენსაციებს, ჭორებს.
ტელევიზიაში მწერლის ავტორიტეტული სიტყვა იგნორირებულია, არადა, ერის სულიერების წარმმართველი ეკლესია და მწერლობა, ზოგადად ხელოვნებაა!
საოცრება ხდება, დღემდე გამოუყენებელია ეკა ბაქრაძის ნიჭი და ერუდიცია. არადა, ბევრჯერ სცადა, ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო. სამწუხაროდ, ხელისუფლების ახალ "პროგრამებსა და პროექტებში" მისთვის ადგილი არ აღმოჩნდა...
როგორც ამბობენ, იმ ავადმოსაგონარ წლებში, როცა 10 წლის ეკა ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩნდა, იმჟამინდელმა მთავრობამ ქალაქის ცენტრში ოროთახიანი ბინა აჩუქა (ეს ბინა დღევანდელი სიდუხჭირის გამო გაყიდა). დღეს კი პოეტის ბედი არავის აინტერესებს. პოეტს, შემოქმედს, სიმდიდრეზე არასოდეს უფიქრია. მისთვის მთავარია სულიერი ღირებულება და არა მატერიალური, მაგრამ სჭირდება მინიმალური საარსებო პირობები. არავითარი მხარდაჭერა, არავითარი წახალისება. საოცარია, "ბეღურების ორკესტრისა" და შემდეგში მრავალი მშვენიერი ლექსის ავტორს ქართულ პოეზიაში ლეგენდად შემოსულ ეკა ბაქრაძეს, დღემდე არც ერთი ლიტერატურული პრემია არ მიუღია. მაშინ, როცა მავანნი რამდენიმეგზის ლაურეატები გახდნენ, წამდაუწუმ იდაფნავენ ჯილდოებით საკუთარ მკერდებს. მაგრამ საქმე არც ამ პრემიებშია, რადგან შემოქმედისათვის მთავარია ნიჭი და ხალხის სიყვარული, ესაა ყველაზე დიდი პრემია. ეკა ბაქრაძეს ორივე ეს სიკეთე უხვად აქვს!
მწერლისთვის ყველაზე დიდი ტრიბუნა საკუთარი საწერი მაგიდაა. შემდეგში კი თავისი სათქმელი წიგნის საშუალებით უნდა მიიტანოს მკითხველამდე. ვინ იცის, როდის იხილავს მზის სინათლეს ეკას ახალი პოეტური კრებული "დაბრუნება საკუთარ თავთან"... არადა, ეს წიგნი ძალიან გაახარებს პოეტის ნიჭის თაყვანისმცემლებს, სკეპტიკოსებს კი იმედს გაუცრუებს.
ისევ ხმაურია ეკას სახელის ირგვლივ. არის აზრთა სხვადასხვაობა. ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, ეკა ბაქრაძემ პოეზიის დედოფლის შლეიფი ბავშვობაშივე დატოვაო. მიუხედავად ამ ქალბატონისადმი პატივისცემისა, ვერ დავეთანხმები, რამეთუ შეიძლება შლეიფი გაცვდეს, მაგრამ დედოფალი დედოფლად რჩება... ისიც ითქვა, ეკა, როგორც პოეტი, ჩაქრაო, მაგრამ ეკამ სამი პოეტური კრებული გამოსცა, მეოთხე მზად აქვს და მომავალშიც გვპირდება...
არავინ იფიქროს, ეკა ბაქრაძეს ვიცავდე. მას არც ჩემი და არც არავის დაცვა არ სჭირდება. მე მხოლოდ ჩემს სათქმელს ვამბობ შემოქმედზე. ქართულ პოეზიაში ანა კალანდაძის შემდეგ ისეთი ხმაურით არავინ შემოსულა - როგორც 10 წლის ეკა ბაქრაძე. ეს იყო ნიჭის გენიალური ამოფრქვევა, თავისი ძალით დღესაც რომ გვახარებს და გვაოცებს. ქართული პოეზიის ცის კაბადონზე ეკამ გამოჩენისთანავე დაიმკვიდრა ადგილი და ვფიქრობ, სამუდამოდ. ჩემი აზრი, კვლავ რეზო ამაშუკელის სიტყვებით მინდა დავადასტურო. "ეკა ბაქრაძე ქართული ლიტერატურეს ისტორიის, მისი დღევანდელობის კუთვნილებაა".

geek
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:06 pm

თბილისი
(ექსპრომტი)

მაინც სხვა არის,
როცა თბილისი თბილისობს,
როცა გული ხალისობს,
როცა მთაწმინდა
შემოდგომის მზეს
მიმინოსავით მკლავზე დაისვამს...
მაინც სხვა არის,
როცა მეტეხთან
დედაქალაქი გულში გიკონებს,
სიონის ახლოს
უფლის ლოცვას და
დედო ზარის ხმას
რომ გაიგონებ...
თბილისი ისევ თბილისქალაქობს,
ისევ სავსეა მზით და ბარაქით,
თბილისი - ჩემი სულის ალაგი,
ჩემი ოცნების დედაქალაქი.
მაინც სხვა არის,
როცა თბილისი თბილისობს,
როცა გული ხალისობს,
როცა მთაწმინდა
შემოდგომის მზეს
მიმინოსავით მკლავზე დაისვამს...

2002წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:10 pm

ხმელი წიფელი
(კოლეგას)

დაბურულ ტყეში განიმქრა ბინდი,
ჯანღმა დატოვა ტევრი უღრანი,
გამთენიის ჟამს ესოდენ მშვიდი
ძილ-ბურანიდან გაკრთა მუხნარი.
ნაძვებმა დილა გაიხალისეს,
მარადიული სიმწვანით მორთეს,
იებმა ნამით უბე აივსეს
და დაუკოცნეს კალთები კორდებს...
ისევ დაიმშვენა მიწამ გაზაფხული...
მაღალ ფერდობზე კი დაზაფრული,
ნამეხარი და განძარცვული
ხმელი წიფელი განზე გამდგარიყო.
ოდესღაც ამაყად აღმართული
იმ ნატვრისფერი აღარ იყო...
უსმენდა ქარის მოტანილ მოტივს,
ხასხასა ფერებს ვეღარ ფერავდა
და დაკვირტული ხეების ტოტებს
ჭმუნვაშეყრილი მზერით ზვერავდა.
მიწიდან ახლადამოზრდილ ყლორტებს
დამზრალი ტანით მზეს უჩრდილავდა,
დადგა დილა და... პატარა ნერგმა
აივსო პეშვი ზეცის ბადაგით,
ადგილის დედამ უკურთხა გენი,
გაუთბო ფესვი და ნიადაგი...

როდესაც შენი ყლორტი და ჯიში
მზისკენ ისწრაფვის და ნაირფერობს,
ნუ ჩაუდგები გაზაფხულს ჯიბრში,
სულს ნუ წაიწყმედ, ხმელო წიფელო!

2004წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:12 pm

შენ!..

საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს,
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!...
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!!!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოსდაბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!...

7 მარტი 2005 წ.


* * *
შენ შემოდგომის სიჩუმეში დაეხეტები,
შენ - ღამესავით მდუმარი და გაუმხელელი,
სინათლისაკენ წამითაც რომ არ იხედები,
შენ ხარ სტუმარი, ვით ქეიფში მოულხენელი.
შენ ყურს არიდებ ცეცხლოვანი ბურთების ძახილს,
ქარიშხლის ბუბუნს - უსაშველოდ მკაცრს და საოცარს,
მერე ჯიუტად გამოიხმობ ყოველგვარ სამხილს,
რომ გადაღლილი სიტყვასავით ცივად გამოსცრა...
შეშლილი ქუჩა ათამაშებს გაცრეცილ ფოთლებს,
(მხოლოდ შენა ხარ ამ ყრუ ქუჩის გვიანი მგზავრი)
ვით ძველი მარნის მივიწყებულ, ჭუჭყისფერ ბოთლებს,
მონუმენტალურ მდუმარებას წყვდიადში გზავნი...
(...მზერა, რომელიც აღარაფერს არ ამბობს ახლა,
სულმოუთქმელად სვამს სამსალას თიხის სასმისით)
ამ მდუმარებას სიყვარულის გამხელა ახლავს,
გაუმხელელი სიტყვასავით გაუსაძლისი...
დაელოდები იმ სიყვარულს, დაელოდები,
(ვიღაც მაცხოვარს ჭრილობებს ბანს მწარე ეკლიდან)
ან დაიმსხვრევა ეს ლოდინიც მძიმე ლოდებით,
მეც ხომ ქალი ვარ - ასხლეტილი შენი ნეკნიდან...

1994



* * *
ცა აღარ ჩანდა,
ცა გაიპარა,
როგორც თავახდილ
ქვაბიდან ორთქლი...
ცამ არაფერიც
არ დაიბარა,
ცა აქვითინდა
მწარედ და მოთქმით...
ცამ დაიოსა
ტირილით თვალი,
მერე ერთბაშად
გადაიკარა,
დარდის ღრუბელი გადაიყარა
და გაიბზარა...
ცა აღარ ჩანდა,
ცა გაიპარა,
ცამ არაფერიც
არ დაიბარა...

1997
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:13 pm

უღირსებო კაცი
(ანუ არც მთლად ფემინისტური ლექსი)

არ მიგიწვდება ხელი და მაინც
ეპოტინები ცაში ვარსკვლავებს,
დღემდე სიკეთე _ ბოროტისაგან,
თეთრი შავისგან ვერ განასხვავე.
კაცმა რომ გკითხოს, კარგად ერკვევი
ყველა წვრილმანში ხარ ჩახედული,
წინდახედული და გამჭრიახი,
იცოდე მაინც, როგორ მაცინებს
მამლაყინწების ფუჭი კრიახი!..
სარკეში მაინც ჩაიხედავდი
თავში რომ ტვინის ნასახი გედოს,
სად შენ და სად იიის - კაცურ-კაცობის,
სიმართლისა და ღირსების კრედო!
რაც თვალთმაქცობის მიზეზს მიგიხვდი
და უკაცობის კაცი გიწოდე,
ამოვისუნთქე ღრმად და დიდი ხნით,
როგორ ვერ გიტან, ნეტავ იცოდე!

2003წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:14 pm

ანა კალანდაძეს

ვინ დაუბრუნა ქარებს სინაზე?
ტყეებს - სიმწვანე და სილაზათე?
თითქოს, ოლიმპოს მთაზე ღმერთებმა
მუზის ქალღმერთის ძეგლი აღმართეს.
თუ პირველთაგან სიტყვა გრძნეული
სამყაროს უხვად დაეფრქვეოდა,
ვერ იქნებოდა ჭეშმარიტ საქმედ,
თუ პოეზია არ ერქმეოდა.
მარადიული ნათლით მოსული
იმ სიტყვის მადლით გეკურთხა კალთა.
შენ ხარ პოეტი და მარტოსული,
ცამდე მართალი საკუთარ თავთან!
კვლავ შეიძელი წვა და ნათება,
გაცემა გულის სალაროითგან,
რომ პოეზიის თაკარა მზის ქვეშ
შენი ლექსებით სული მოითქვან!..

2004წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:15 pm

ყოფილ საქმროს

ვუსმენ სიჩუმეს გულხელ დაკრეფილს
ფეხაკრეფით რომ მეპარება თავსასთუმალთან...
ისევ მონოლოგს წამოვიწყებ ენად გაკრეფილს,
რა გამაჩუმებს ძვირფას სტუმართან..
სულში სათუთად დაივანებს დიდი სიმშვიდე,
გადამაფარებს თანაგრძნობის დუმილი კალთას,
ჩამოიღვრება მოლოდინი ასე ხანგრძლივი,
ასე დამღლელი მონოლოგით დანაღმულ კართან.
ამოგიჩემებ, როგორც ბავშვი ამოიჩემებს
ალმოდებული ასანთის ღერებს,
რომ ჩემი სულის დიდი ხანძარი
ნაკვერჩხლებივით გიწვავდეს ხელებს...
მონოლოგებად გაბმული სევდა,
დუმილის მიღმა სულის ვნებანი,
მე გაპატიე დიდი და მცირე
და უნებლიე შეცოდებანი!!!
მოლოდინივით დამღლელ სიჩუმეს -
მონოლოგებით დანაღმულ კართან
თავიდან ვუსმენ, როცა მარტო ვარ,
როცა ახლო ვარ საკუთარ თავთან...

2004წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:17 pm

წინასწარმეტყველება

შენი გაზაფხული ისევ იგვიანებს,
როგორც ბედისწერის კამათელი.
მაინც ეფერები გვიმრებს და ლიანებს,
ვარდებს _ მოლოდინით გადათელილს.
იქნებ გაზაფხულმა ვერ დაგიყოლია,
/თეთრი აპრილი თეთრ კაბას ლანდავს/
ალბათ, გაწვიმდება და ჩემო თოლია,
თრთოლვით მიამბობ სევდიან ამბავს...
თითქოს შთაგონებად იქცა არითმია,
/ისევ მოგონება არნახული/
ჩემი თეთრი კაბა შენთვის დამითმია,
სულში მოღიმილე გაზაფხულიც!..

1997


განწყობილება

თავნებ წვიმას ქვაფენილი დაეღარა,
ცის სილურჯე ბღუჯა_ბღუჯა დაეღვარა,
ღრუბელს დარდი გაეყარა,
მიწას გულით გაეხარა...
ქარს ფარ_ხმალი დაეყარა,
ქარი გვერდზე გამდგარიყო...
მერე როცა გადიკარა,
როცა წვიმამ გადაიღო,
ცისარტყელამ შვიდი პეშვი
ცა ლამბაქზე გადაიღო,
თითქოს ღმერთმა უკვდავების
ბოლო კადრი გადაიღო...
სულში ქარი ჩამდგარიყო,
თვალში ცრემლი ჩამცხრალიყო,
უმიზეზო სიხარულის
ამინდები დამდგარიყო,
დალოცვილი ეს ქვეყანა
ზღაპრად თქმული ზღაპარ იყო...

1998



* * *
ღვინობისთვე შემოახსნის სარქველს
წლიდან წლამდე გ ჭურებს,
გოდრებივით შემოუწყობს ჭორებს
ქარვის მტევნებს... მზით დანაღმულ ჭურვებს.
ბედისწერის მარდი თითისტარი
გულებს შორის ლაბირინთებს ხლართავს,
არ გაბრიყვდე, სიცრუეა მტკნარი,
ყველა ჭორი როდი მოჰგავს მართალს!
/მაჭანკალი იხტიბარს არ იცვლის/
საწნახელში აბუზღუნდა ჭაჭა,
ყველა ჩემი საიდუმლო იცის,
პირზე ქაფი მოერია მაჭარს...
- ბედი კარზე მოგადგაო, ღმერთო -
სიტყვასავით გადაკრულმა მზერამ,
ჭორია-თქო, არაფერი მკითხო,
რა ბავშვივით ყველაფერი გჯერა!
ჭიგო მკლავზე გადაიწვენს ვაზებს,
მკერდქვეშ ნაზად შეუცურებს თითებს,
ქარვის მტევნებს - მზით დანაღმულ ვაზნებს
ღვინობისთვე საწნახელში ისვრის...
შენ კი ისევ უჩემობას ითმენ,
ნუთუ მართლა გამიმეტებ სხვისთვის?..
ჭორია-თქო, დაიჯერე ჭორი,
როგორ ენდე შემოდგომის ქარებს?!
უ ყ ვ ა რ ხ ა რ ო - ამომძახებს ჭური,
ბედს რომ ცხვირწინ მივუხურავ კარებს!

2002



ლაშას

რატომ გეცვლება განწყობილება
ასე მკვეთრად და წარა-მარაო?!
მკითხე ერთხელ და ვერ გიპასუხე
- ჩემმა დანახვამ გაგახარაო? -
- ან ხო მითხარი, ანდა არაო!..
ა მ ო მ ი ჩ ე მ ე... ა მ ო მ ი ხ ი რ ე...
ჩემი ფიქრების ჭრელი მარაო
ვერასდიდებით ვერ გაგიმხილე...

2001
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:18 pm

ფადიშაჰ

ნამგალა მთვარე - ღრუბლის უღლით გადაჯეგილი,
ცა - მოელვარე ვარსკვლავებით გადაჭედილი,
დაუსვი ღამეს ბებერ შუბლზე
იდუმალების მრავალწერტილი -
უსამანო ფიქრის ჯებირი.
ფადიშაჰ!!!
სავსეა ღვინით ბროლის თასი,
ოქროს ზარდახშა,
ოქრო-ცურვილით შესამკობელი ლამაზმანები -
შიშველი ვნებით დამაშვრალი ვნების წყურვილი...
სავსეა წყევლით - ვნების კათხა
და დალურსული და მიბნედილი,
მიბინდული მზერა მაცდური,
ბნელ დერეფანთა ლაბირინთებს
შეხიზნულ ჩადრქვეშ
ჩაყუდებული მოლოდინით გადაქანცული...
სად ხარ ფადიშაჰ?
დარბაზონში შემოეხეტე,
ორნამენტებში ჩაგუბებულ სივრცეს შეხედე.
დაიმსხვრა შენი ძლიერების ურყევი მითი.
ერთ დროს თავს თვლიდი
ყოვლისშემძლედ ყოვლისმმუსვრელ ჟამსაწიერზე...
ვერ გაუძელი მზის მცხუნვარებას,
ვერც ცის ტატნობზე გადასწიე მზე,
ნამგალა მთვარით რომ მოგეცელა...
ვინც შენ გეცილა - მტრად შეგეძინა
და შეგეწირა...
ფადიშაჰ!!!
თუმცა, მტრობასაც გაუდის ყავლი,
ბუხრიდან ისევ ამოდის კვამლი.
გინდა თუ არა ნამგალა მთვარე
მაინც ჩამოხსნეს ვარსკვლავთ ზეციდან...
მზე შეაშველეთ გამხელილ არეს,
სიცარიელე ზეცას შესცივდა...

2003
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:23 pm

* * *
სიბრძნის კბილივით ამოუვიდა
ღამეს მთვარე და. . . მე განვასხვავე,
როგორ განათდა ბნელეთის ხახა...
ცა პროთეზივით იძრობს ვარსკვლავებს,
ცა სულში ნატვრის კონტურებს ჩმახავს.
მთვარეულივით დაყუდებულა
მთვარე გალეწილ ღრუბლის კალოზე,
ცის შარავანდებს ჩახუტებული
ღამე მირაჟებს იავგაროზებს.
სიბრძნის კბილივით ასტკივდა ღამეს
მთვარის ამოსვლა და მე ვიგრძენი,
როგორ დაიხშო ბნელეთის ზღუდე...
ცა დიდი დათვის თანავარსკვლავედს
ხახაში მტკივან კბილივით უდევს.
ჩამოწვა სულში მიმწუხრის ჟამი
(ამ ტკივილებსაც დათმენა მართებს)
და მთვარის შუქზე დაჭრილი ღამე
მურა დათვივით ილოკავს თათებს.

1993


queen


აკობიძე ნანა


გზა პოეზიის დედოფლიდან მარტოხელა დედობამდე

ეკა ბაქრაძე - პოეტი-ვუნდერკინდი 20 წლის წინ «ახალგაზრდა კომუნისტის» ფურცლებიდან გაიცნო ქართველმა მკითხველმა. იმ პერიოდშივე (1987-92 წლები) დიდი ტირაჟით გამოიცა ეკას ლექსების კრებულები, პატარა პოეტზე კეთდებოდა ტელეგადაცემები, უწყობდნენ საღამოებს, შეხვედრებს ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან - სოფელში... შემდეგ ეკა გაიზარდა და გაჩუმდა. სად წავიდა ეკა ბაქრაძე, დღემდე აინტერესებს მას, ვისაც ეკრანიდან თუ გაზეთის ფურცლებიდან დაამახსოვრდა უცნაურად მოაზროვნე პატარა გოგო.
«ეკა ბაქრაძე 10 წლის ხაშურელი მოსწავლეა. იგი 1986 წლის მარტში გაზეთ «ახალგაზრდა კომუნისტის» ფურცლებიდან გაიცნო ფართო საზოგადოებამ, გაიცნო, როგორც ჭეშმარიტი ფენომენი, რომლის ლექსებმაც იმთავითვე მიიქცია ლიტერატურის მოყვარულთა და არა მხოლოდ ლიტერატურის მოყვარულთა, ყურადღება. «ბეღურების ორკესტრი» ეკა ბაქრაძის ლექსების პირველი კრებულია».

ამ ანოტაციის ავტორი პაატა ნაცვლიშვილია - «ახალგაზრდა კომუნისტის» რედაქტორი, რომელმაც ეკა აღმოაჩინა და გამოაჩინა, ვისგანაც, «ახკომის» ფურცლებზე, ყოველ 27 თებერვალს, დაბადების დღეზე, ეკას საჩუქარივით ჰქონდა თავისი გვერდი, მკითხველი თვალს ადევნებდა 10, 11, 12, 13... წლის ეკა ბაქრაძის პოეტურ ზრდას.
ეკა ბაქრაძე, როგორც ყველა ბავშვი, უამრავ კითხვას სვამდა, ოღონდ ეს კითხვები, სხვებისგან განსხვავებით, ლექსად უჩნდებოდა, თან ისეთი მხატვრული სახეებით, რომ დაუჯერებელი იყო ასეთი პოეტური ოსტატობა 10, გნებავთ, 12 წლის ბავშვისგან. ამის გამო ხშირად უწევდა ახსნა-განმარტება თუ თავისმართლება, ოღონდ ესეც ლექსად გამოსდიოდა:«იღვიძებს დილა და მე არ ვიცი, ვინ, რატომ, რისთვის მალაპარაკებს.» ან კიდევ:
«კარგი, თუ გინდათ, მე არ ვწერ ლექსებს, სიტყვები ჩემი ჩანჩქერებია, ისინი თვითონ მოდიან ჩემთან, მე მხოლოდ ფურცელს ჩავჩერებივარ.» ასე, ფურცელჩაჩერებული სვამდა უამრავ შეკითხვას, რომელთა პასუხი, ბავშვობაში კი არა, დიდობაშიც ვერავისგან მიიღო. სამაგიეროდ, მიიღო არაბავშვური, მოუსვენარი ბავშვობა. «მას მოსვენება აღარ აქვს, იძულებულია, გამოვიდეს სხვადასხვა შეხვედრაზე ხაშურში თუ თბილისში. ეს კრებულიც გაზრდის ეკას პოპულარობას და მის თაყვანისმცემელთა რიცხვს. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მომავალი შეხვედრებისა და საღამოების პოტენციურ მასპინძლებსა თუ ორგანიზატორებს, რომ ეკა ჯერ ბავშვია და ასეთი გამოსვლები მისგან დიდი ფიზიკური, ნერვული და თუ გნებავთ, პოეტური ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, რაც მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისა და შემოქმედებითი სრულყოფის საზიანოდ ხდება. ეკა ბაქრაძე გაცილებით ღრმა და სერიოზული მოვლენაა, ვიდრე ასეთი ღონისძიებების მომწყობთ წარმოუდგენიათ და უფრო ფრთხილ და აწონილ მოპყრობას საჭიროებს» - წერდა ისევ პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც, შეიძლება, ნანობდა კიდეც, რომ ეს პატარა გოგო ასე გადასცა ხელში საზოგადოებას, რომელსაც ყველა დროში სენსაცია უფრო აინტერესებს.

ამ სენსაციის მოლოდინს შეიცავს ბევრის დღევანდელი ინტერესიც - სად დაიკარგა, რატომ გაჩუმდა ეკა ბაქრაძე? საინტერესოა, რომ ეკამ, თითქოს ელოდაო, ბავშვობაშივე, ისევ ლექსად გასცა პასუხი მათ:

«განა იმიტომ გავჩუმდი, რომ
მართალი არ ვარ?
ისე, უბრალოდ, მაინტერესებს,
როდის მიხვდებით,
რომ ჩემს წინაშე მართლები არ ხართ.»

ასე წაუყენა ეკა ბაქრაძემ ბრალი საზოგადოებას და მეც, როცა ჩემი სტატის სათაური წინასწარ მოვიაზრე - «გზა პოეზიის დედოფლიდან მარტოხელა დედობამდე,» წინასწარვე მქონდა უმკაცრესი კითხვები გამზადებული ეკას მაშინდელი გარემოცვისთვის და გზის დამლოცველებისთვის: ბატონებო და ქალბატონებო, გქონდათ შეგნებული, რამხელა ტვირთს ჰკიდებდით მხრებზე ამ პატარა გოგოს? გავუსწრებ სტატის შემდგომ შინაარსს და გეტყვით, რომ ეკა ბაქრაძემ პოეზიის დედოფლის შლეიფი ბავშვობაშივე დატოვა (როგორც ბანკებში - თავისი ხუთიათასტირაჟიანი კრებულების გაუფასურებული ჰონორარები). ამის დაჯერება კატეგორიულად არ უნდოდა საზოგადოებას (ძირითადად - ისევ გარემოცვას). ეკა კი: «რამდენი ხანია, რაღაცის თქმას ვაპირებ. თითქოს ენის ძირში მიკრული სათქმელი წინ ვეღარ გადმოდის, ადგილიდან ვერ იძვრის. ღამის თორმეტი საათიდან სამ საათამდე ვწერ, ათასი ფრაზა მომდის თავში. სამ საათზე კი ამ ყველაფერს მთლიანად ვჩხაპნი და ვიძინებ. მშვენიერია პირდაპირ. და სასაცილო. თურმე იმისთვის ვწერ, რომ სამ საათში სულმოუთქმელად დაუნანებლად, საბოლოოდ გავანადგურო,» - წერდა დღიურში. არ მალავდა, რომ უჭირდა, შეგუებოდა ციდან მიწაზე დაშვებას. თუმცა ცოტა ხნის წინ თვითონვე იხვეწებოდა ლექსში: «როგორც გინდოდეთ, ჯავრი იყარეთ, ოღონდაც ცის ქვეშ, მიწაზე დამსვითო.» დღეს, როცა ეკას ბავშვობის კრებულები სხვა თვალით გადავიკითხე, დამრჩა განცდა, თითქოს ამ ლექსებში უკვე ჩანს, რაც ელის ამ ლექსების პატრონს. სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ:

«ჩემი სიზმრების ფერადებიდან
დარჩა მბჟუტავი ცივი ნათება,
მალე ჩამოთოვს უნაზეს ხილვებს,
მალე ფერებიც გაიფანტება
და ზამთრისფერი მკაცრი სიმშვიდით
დაიფიფქება რაღაც ფერადი.
რატომ მიშლიდით? რატომ მიშლიდით?
რა შორი გზაა ახლა თქვენამდი.»

ვშიშობ, ამდენი ლექსის მოხმობით რაღაც რეცენზიისმაგვარი გამომდის («ნათელხილვა ეკა ბაქრაძის შემოქმედებაში»), არადა, მე მხოლოდ ისტორია მინდა გიამბოთ ერთი პატარა გოგოსი, რომელიც დაიკარგა, როგორც პოეტი და მიწაზეც მყარად ვერ დადგა, რადგან დღენიადაგ ჩაესმოდა ყურში, რომ მისი ადგილი ცაშია.
მოკლედ, პასუხი კითხვაზე: სად წავიდა ეკა ბაქრაძე: არსადაც არ წასულა, გაიზარდა, ის პოეტური ნაკადი, რაც ჭარბად ჰქონდა ბავშვობაში, გამოელია და უცებ რომ მოიხედა, აღმოაჩინა, რომ ამდენ აპლოდისმენტში, საღამოდან საღამოში, შეხვედრიდან შეხვედრაში წლები გაფრენილა. მერე რა, რომ განათლების მიღება მოასწრო (უცხო ენები დაამთავრა), თვალისდახამხამებაში შეცვლილ სამყაროში (პირდაპირი გაგებითაც) ფეხის მოკიდება არ აღმოჩნდა იოლი. ვისაც ახსოვდა, როგორც პოეტი, ისევ პოეტობას ითხოვდა მისგან, ვისაც არ ახსოვდა, მათ კიდევ სხვა კრიტერიუმები აღმოაჩნდათ მის სამსახურში მისაღებად. თუმცა იყო პერიოდული სამსახურები, მათ შორის უცხოეთშიც, პოეტური სალონის (უფრო - თეატრის) შექმნის მცდელობაც (ამ საქმისთვის კეთილი ადამიანებისგან გაღებულ მცირეოდენ დაფინანსებას თავისასაც ამატებდა)... წლები კი მიდიოდა, ცხოვრება უფრო და უფრო რთულდებოდა და ერთ არამშვენიერ დღეს ბინაც, რომელიც ბავშვობაში აჩუქა ცეკამ (კოსტავაზე, ოროთახიანი) და ბინაზე მეტი იყო მისთვის, გასაყიდი გაუხდა. საყოფაცხოვრებო პრობლემებს არაყოფითი პრობლემებიც დაერთო, ისეთი, რასაც ლექსებში არ აწყდებოდა, მერე უცნაური სიყვარულიც დაემართა (ალბათ დამართება უფრო ჰქვია ამას) და გადაწყვიტა, საყვარელი ადამიანისგან შვილი გაეჩინა, თუნდაც - მისგან მალულად.

ასე დაიწყო ეკა ბაქრაძის ცხოვრებაში მეორე ეტაპი - მარტოხელა დედობა. «რაც ბავშვი გავაჩინე, ერთი ლექსიც არ დამიწერიაო,» - სხვათაშორის მითხრა ერთხელ და ამით თითქოს თვითონ გააკეთა ჩემი წერილის რეზიუმე. წერილისა, რომელსაც სხვანაირად ვგეგმავდი: მაინტერესებდა ფსიქოლოგების აზრი ვუნდერკინდების სულიერ სამყაროში არსებული ძვრების შესახებ, მაინტერესებდა პაატა ნაცვლიშვილის აზრი, რომელსაც ბავშვობიდან დიდობამდე, გამუდმებით ჰყავდა თავის თვალსაწიერზე ეკა, მაინტერესებდა, საკმაოდ ლამაზ ქალს რატომ უნდა გაუჩნდეს უქმროდ შვილის გაჩენის სურვილი, იმ ბიჭის აზრიც მაინტერესებდა, ვისაც ეკამ ძალიან ლამაზი ბიჭი გაუჩინა... მოხდა ისე, რომ ძალიან დიდხანს ვწერდი ამ წერილს - თითქმის წელიწადი («სახე(ლ)ების» პერიოდულობა მაძლევდა ამის საშუალებას). ამასობაში გადავიკითხე ეკას ლექსები, დღიურები, ერთად გავიხსენეთ ყველაფერი - 1987 წლიდან დღემდე... თვითონაც მომწერა წერილი («შენ მე საპნიანი იატაკის სუნით დაგამახსოვრდი. საწოლზე წამომჯდარი, გაზეთში დაბეჭდილ ჩემს ლექსებს რომ კითხულობდი, შენი და კი საპნიანი წყლით რეცხავდა იატაკს... მე უნივერსიტეტის წლებიდან მახსოვხარ - ბევრისგან განსხვავებული, თავისებური, სიმართლე გითხრა, რაღაცით მაღიზიანებდი, თუმცა ახლოს არ გიცნობდი, მაღიზიანებდა შენი უცნაური, ზოგჯერ ზედმეტად თამამი მანერები, ჩაცმის სტილი»...). ფოტოგადაღებაც გვქონდა ტაბახმელაში, ბევრი ვისაუბრეთ კაცებზე, ქალებზეც - წესიერებზე, უწესოებზე,... ნაკლებად ვსაუბრობდით პოეზიაზე - ძალიან არადელიკატური და უხეში ვარ ალბათ, მაგრამ დაახლოებით ის პოზა გვქონდა, ორი მოსაუბრიდან ერთ-ერთს ძალიან ახლობელი რომ ჰყავს გარდაცვლილი და ერიდებიან მის გახსენებას.

ამდენი შეხვედრების მერე გადავწყვიტე: ამ წერილისთვის, რომელიც ბოლოს მაინც ორ საათში დაიწერა, არ იყო საჭირო ძვირფასი ფსიქოლოგების შეწუხება, არც - პაატა ნაცვლიშვილის (მისი საფუძვლიანი, ეკას მომავალზე გათვლილი შეშფოთება და პოზიცია კარგად ჩანს ზემოთმოყვანილ ანოტაციაში). დანარჩენი კი მოკლედ მოგიყევით, თავისი მიზეზებით და შედეგებით. ჰო, ლექსიც აქვს ამაზე ეკას (მიზეზებზე და შედეგებზე) 12 წლისას: «ვიღაც ჯიუტად მომჩერებია, ვიღაცას მოსწონს ჩემი სახის მკაცრი პროფილი და ცხადია, თავგამოდებით ცდილობს, როგორმე დამრწმუნოს... რომ დროა უკვე, გულისყურით მოვეკიდო საკუთარ საქმეს, რომ აქამდე რაც იყო, იყო... რომ ხვალ უფრო ბევრი მმართებს საზრუნავი და საფიქრალი... მაგრამ ვიღაცას ავიწყდება, რომ საკუთარ თავს ნაბიჯითაც ვერ გადავასწრებ, რომ ყველაფერი ელოდება გამომწვევ მიზეზს...ხოლო შედეგი არასოდეს იქნება გვიან, თუკი მიზანს რაღაცით მაინც მივუსადაგებთ... მე მირჩევნია, რაღაცით მაინც მიგახვედროთ, რომ უსაფუძვლოდ არ ჩამითვალოთ გულისტკივილი და სხვანაირად არ ჩამომართვათ.»

ერთადერთი, ფსიქოლოგის აზრი იმაზე კი იქნებოდა საინტერესო, რითი აიხსნება, როცა ადამიანს (ეკას, ამ შემთხვევაში) შორეულ ბავშვობაში დაწერილი ყველა პწკარი, აბსოლუტურად ყველა ლექსი ახსოვს ზეპირად, უგრძესებიც კი. «სხვანაირად არ ჩამომართვათ» და შემშურდა - მე ჩემი ლექსებიდან ერთი სტროფიც არ ვიცი ზეპირად. ისე შემშურდა, როგორც ბავშვობაში, ჩემი და რომ საპნიანი წყლით წმენდდა იატაკს, მე კი, თითქმის ეკასხელა, საწოლზე ვიჯექი, «ახკომში» ეკას ლექსებს ვკითხულობდი და ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა, მეც მეწერა ასეთი მაგარი ლექსები.

მიუხედავად იმისა, რომ რეზიუმე რამდენჯერმე გავაკეთე ამ წერილში, მაინც ეკას ფრაზით, ეკასთვის მინდა დავასრულო: «ხოლო შედეგი არასოდეს იქნება გვიან, თუკი მიზანს რაღაცით მაინც მივუსადაგებთ...» - რაც დაუწერია, ყველაფერი აუხდა და ეს რატომ არ უნდა აუხდეს?!

study
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:24 pm

ეს გაზაფხული

ეს გაზაფხული კი არ მოვიდა,
კი არ მოვიდა - მე მოვიყვანე,
ჯერ არნახული სიმარტოვიდან
მზის სინათლეზე გამოვიყვანე...
ეს გაზაფხული კი არ გამენდო,
ძალის-ძალათი გადმოვიბირე.
ისევ აპრილის ვალი დამედო,
მარტი ჭკუიდან შეშლას მიპირებს...
ეს გაზაფხული ჯერ არნახული
სიზმრის სიცხადით ხსოვნას მიბრუებს,
ეს გაზაფხული ძველი ვალივით
ბოლოსდაბოლოს, მე დამიბრუნებს...
ეს გაზაფხული კი არ მოვიდა,
კი არ მოვიდა-- მე მოვიყვანე,
ჩემი ჯვარცმული სიმარტოვიდან
სააშკარაოდ გამოვიტანე...

1998
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Wed Dec 23, 2009 7:26 pm

ისევ ის ძალა!

მოედო ღვარძლი ყანას და მომკალს
ყანას თავთუხის თავთავიანებს
იგივე ძალა გვთიშავს და გვბორკავს
რაც აგრე რიგად გვაერთმთლიანებს...
ჭილყვავი კორტნის დაფლეთილ გულ-ღვიძლს,
ძერა მრისხანედ თვალებს აცეცებს
რამდენ ავაზაკს,
მუხთალს და გულღრძოს
ძვალსა და რბილში გამდჯდარ სიბეცეს,
ითმენს ქვეყანა
ავად თუ კარგად...
და სახვალიო იმედს იტოვებს
რა ძალაც ისრის კონებად შეგვკრებს
ისევ ის ძალა დაგვათითოვებს....
თუ გონზე დროზე არ მოვეგებით
თუ თეთრს შავისგან ვეღარ გავარჩევთ
ხეირი უკვე აღარ ეგების
ვერავინ შეცვლის სასტიკ განაჩენს.
საკუთარ თავს რომ გამოვუტანეთ.
თუ აღვირახსნილთ
ქვეყნის სადავეს
ჩავუგდებთ ხელში...
სულთა მხუთავებს
მერე ვერასგზით ვერ მოვიშორებთ...
რა ძალაც ღარში იღებს სათავეს
იგივე ძალა გვაშორიშორებს...
რა ძალაც აღმართს ხავდა ნიადაგ
იგივე ძალა ჩაფარცხავს ნიადაგს!!!
ყანას ვერ შემუსრავს კუტ-კალია,
ზნე-ავი-მაქცევარი
და სულით წ არწყმედილი.
სარეველათაგან განწმედილი
ჩემი ოქრო ყანა მარად იშრიალებს!!
მავანი გზებს ხლართავს,
ბორგავს და ღრიალებს
-ამაოდ დაშვრებიანო!
"წყალნი წავლენ და წამოვლენ
ქვიშანი დარჩებიანო!!!
-წსინაპარს უბრძანებია...
იცოდე ხალხი ბრძენია,
მრავალთა ჭირთა მთმენია,
მრავალთა ჭირთა მნახველი!!!
თავის გატეხა გერჩიოს
ვიდრე გატეხა სახელის!!!
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას
ჩამოაგლიჯეს კალთები
რა ცოდო-ბრალით აივსო
ზეცის და მიწის დავთრები!!
ვინ მოსთვლის...
ფიქრიც მზარავსო...
რაც აქობამდე გვიცავდა
ისევ ის დაგვიფარავსო...
-წინაპარს უბრძანებია...
არეულია ქვეყანა,
მრუმედ სავალი გზებია,
რაც მტრობას დაუნგრევია
სიყვარულს უშენებია!!!
გახსოვდეს
უფლის წყალობა
არც ოდეს დაიგვიანებს
რაც ასე გვაშორიშორებს
ისევ ის გვაერთმთლიანებს!!!
შებრუნდი უფლის ტაძარში,
კაცო, რა ღმერთი გიწყრება!!
ერი არც შენით მთავდრება,
ერი არც შენით იწყება...

დგას საქართველო!!
მეხგამძლე მუხა!!!
დგას და ამაყად კვლავ იშრიალებს!!!
რადგან რა ძალაც გვაშორიშორებს,
ისევ ის ძალა გაგვამთლიანებს!!!
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Thu Dec 24, 2009 12:47 am

(ჩანახატი)

პატარა გოგოს მოჰყავდა ჩვილი
გულზე სათუთად ატატებული,
პატარა დედის პატარა შვილი
ბედის ვარსკვლავზე დაბადებული —
ჰგავდა ოცნებას — უკვე ახდენილს,
მასში განგების ხელი ერია,
ნაზი ფერია ანგელოზითურთ
ისე საოცრად მშვენიერია...
დიდება, ღმერთო! მადლის მომფენი
წყალობა რომ არ დააგვიანე
და მარადიულ სიცოცხლის კვირტი
ერთ არსებაში გაამთლიანე...
პატარა გოგოს სამყაროსხელა
ღიმილი ჰქონდა — სანდო და თბილი
და ახდენილი ოცნებასავით
ხელში ეჭირა პატარა შვილი!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Mon Nov 15, 2010 8:31 am

გუშინ ქალაქში რომ ბიჭი დადიოდა

(გიოს და ყველა იმ პატარა მზეჭაბუკს , ვისაც თვალებში ქართული გენი უტკარცალებთ)


გუშინ ქალაქში რომ ბიჭი დადიოდა,
თხემით ტერფამდე ჩაუქი, ქართველი,
ღვთისმშობელს სიხარულის ცრემლები სდიოდა,
სამების სამრეკვლოს თავს ადგა ნათელი.
ქართული ხალხური ზღაპრიდან გადმოსული
პატარა მზეჭაბუკი, ბიჭი დამწყაზრული
წმიდა გიორგივით მადლმოსხმული,
თეთრი მხედარივით აღკაზმული.
ჩოხის კალთას რომ აიკაპიწებს და
ცის ტატნობზე, მზეს მზერას თამამად გაუმართავს,
ტაძართან მონაზონი პირჯვარს გადიწერს და:
-"ჰოი, საქართველოს მართლა გაუმართლა!
-ეს ვინ მოსულაო" იტყვის დარდიანად...
ლოცვას საგზალივით უხვად გააყოლებს...
ისეთი ალერსით და ისე მადლიანად...
მეტი სასწაული ღმერთო გამაგონე!
-"ნეტავ შენს დედასაო" ცის კარი გაიღო,
უფლის ანგელოზი კვლავ ალაპარაკდა!
-აქ რა მოგიყვანდა, ასე რომ არ იყოს,
ამ მოლოდინივით გადაღლილ ქალაქთან...
გუშინ რომ ქალაქში ბიჭი დადიოდა
ქუჩა თან მოჰქონდა, გზა-გზა აკენკილი,
სიყვარულითა და ნათელი ღიმილით,
სავსე ბოღჩასავით მზერით დაკემკილი.
მეტეხს ხერხემალზე ააცოცდა,
მამა დავითი რომ მოიხილა,
კარგა გვარიანად მოილხინა.
დაიღალა და ჩაიძინა...
ვაჟას რომ ლექსი გაუბედა,
ილიამ ულვაშებში ჩაიცინა.
აკაკის საფიქრალი გაუბევრდა,
გალაქტიონმა ხომ გულით გაიხარა!
ბიჭი რომ საფლავთან დაიხარა,
მთაწმიდამ ჯანღი გადიყარა.
ცა იყო საოცრად მეწამული.
-"მაგას ვეღარაფერს უშველითო
სისხლი ლექსით აქვსო მოწამლული"
გოგლა თავისთვის ხითხითებდა,
თანაც რაღაცას მითითებდა.
-"ეს ვინ მოსულაო!
-ეს ვინ მოსულაო!"
-თეთრი ანგელოზის სადარიო!!!"
ბიჭი შფოთავდა და აღარ ისვენებდა:
-"რუსთველის საფლავი სად არიო!!!"
გუშინ ქალაქში რომ ბიჭი დადიოდა,
პატარა მზეჭაბუკი, ჩაუქი ქართველი,
ღვთისმშობელს სიხარულის ცრემლები სდიოდა,
სამების სამრეკვლოს თავს ადგა ნათელი...


P.S.
გუშინ რომ ქალაქში ბიჭი დადიოდა...
ქართული ხალხური ზღაპრიდან გადმოსული...
ჩემი უნაზესი დარდია და...
ჩემსავით... ჩემზე უფრო მარტოსული...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Mon Nov 15, 2010 8:35 am

ჩვენ, საქართველოს ამორძალები

(მაიკოს)

გავყიდი ლერწმისბწკარისფერ კაბას,
მერე იმ ფულით გიყიდი ანბანს.
როცა გადაშლი ცხოვრების დავთარს,
თავად განარჩევ მტყუანს და მართალს.
მიხვდები ვინ ხარ, ვისი რა გმართებს...
გავყიდი მძივებს, ვიყიდი სანთლებს...
და დავუკოცნი ღვთისმშობელს კალთებს
შენი ამ ქვეყნად მოვლინებისთვის,
განგებისა და უფლის ნებისთვის!!!
გავყიდი ბეჭედს და დაგიმშვენებ
ახალი ჩოხით განიერ ბეჭებს.
ვიცი რა რიგად სჭირდებათ ბიჭებს
იმ ნაპერწკალის ახანძარებით
ქართული სულის მოხდენის ნიჭი
და მოგუგუნე დედო ზარების
ხმა -იდუმალი და ახლობელი,
როგორც ჰაერი, როგორც მშობელი,
წყალი, საკვები, მთები, ველები
და მოამაგე, თბილი ხელები.
სულ ხელუხლებელს გავყიდი პალტოს,
გიყიდი რასაც ამდენ ხანს ნატრობ.
გავყიდი შანდალს, სადაფის სარკეს
და ძალიან ბევრს გიყიდი "კაკებს".
ხო, რა თქმა უნდა ძველთაძველ სკივრსაც
გავყიდი, როგორც ლერწმისფერ კაბას
და მოვუნათლავთ მაიკოს შვილსაც
სახელად ალბათ დავარქმევთ საბას.
გავყიდი ალბათ (რომ მქონდეს) სახლსაც
ოქრო-ვერცხლსაც და ერთადერთ დახლსაც,
შენ რომ დაგჭირდეს და გაგიჭირდეს,
შენს განკაცებას რომ მოვახმარო!!!
მაგრამ ვერასდროს მე ვერ გავყიდი
წინ რომც აღმიდგეს მთელი სამყარო
სულსა და სინდისს, მშობლიურ მიწას,
რომ არ დამირჩე როგორც ხიზანი
შენსავ მამულში,რომ არ დაჰკარგოს
სიცოცხლემ აზრი, აზრმა მიზანი.
ბოლოსდაბოლოს გავყიდი წიგნებს,
მათთვის, ვინც ქვეყნად გზას ვეღარ იგნებს.
მას, ვინც საკუთარ ღირსებას იცავს
საგულდაგულოდ გადამალული,
გადასარჩენი უფლის შვილებით
-იმედის ჭიგოდ შევეშველები!
ის, ვინც საკუთარ ღირსებას იცავს
-იცავს სიცოცხლეს, რწმენას და მიწას!!!
ჭირთა დათმენით და მოკრძლებით,
სულთმოფენობის ღვთიურ ძალებით,
ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე
ჩვენ, საქართველოს ამორძალები!!!
გავყიდი ლერწმისბწკარისფერ კაბას,
და უსათუოდ გიყიდი ანბანს.
მერე გიამბობ ჯადოსნურ ზღაპარს
ლექსს წავუკითხავთ კახეთში პაპას.
ჯერ რას გაიგებ ბარისას, მთისას...
და იმედებით გაძეძგილ ქისას
ბალიშქვეშ ვმალავ...
გისწორებ საბანს...
ხვალ უსათუოდ მოვნათლავთ საბას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ეკა ბაქრაძე   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
ეკა ბაქრაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: