არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 კაწალხეველი და მატეკარი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 10:29 am

აქ დაუწერეთ ხოლმე ერთი მეორეს, სხვა თემაში ნუ სწერთ.


Last edited by გამრიგე on Sat Dec 19, 2009 11:25 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 10:31 am

ვაჟა ხორნაული on Sun 29 Nov 2009 - 12:10

კაწალხეველი

***
ამ ამღვრეულ ეპოქაში
ეშმაკია დირიჟორი.

ეკრანს ზედა ტრიბუნაა,
ტრიბუნაზე_დიდი ჯორი.

ორმოცდასამნომრიანებს
ფეხებს მომჭამს გრიპი ღორის_
ოღონდ იყოს კაფია და
პოეზიის დილიხორი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 10:33 am

კობა (მატეკარი) on Sun 29 Nov 2009 - 23:24

***
ამ ამღვრეულ ეპოქაში
ეშმაკია დირიჟორი.
აღარა ჟღერს დღეს მაჟორი
სულს გვიხუთავს ფორს–მაჟორი.

ოღონდ იყოს კაფია და
პოეზიის დილიხორი,
აპლოდისმენტს არ მოგაკლებთ
მოყვარულთა დიდი ხორი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 10:40 am

ვაჟა ხორნაული on Mon 30 Nov 2009 - 9:36

***
დილა მშვიდობისა,ძმაო,
დაგელოცოს გზა და გორი,
ჩვენ რომ გვიყვარს,ის ვარსკვლავი,
შორია და როგორ შორი!
ჭაღარებმა შევუბეროთ
(ახალგაზრდებს ხუთავს ქონი),
რუსის კარში,ნემცის კარში
გოლი!გოლი!კიდევ გოლი!

ახლა ერთსაც დაგიმატებ_
არ გეგონოს მონაჭორი:
ეს კაფია ვინც დაიწყო,
კოშკი ავუშენოთ ბროლის,
დედაა და პოეტია,
კიდევ შემოგვივლის,მგონი!

კობა (მატეკარი) on Mon 30 Nov 2009 - 16:25


დედაა და პოეტია,
კიდევ შემოგვივლის,მგონი!

***
ვაჟავ, დავერიოთ ჯოხით
ყველა მიეთ-მოეთებსა,
თაყვანი ვსცეთ მუხლისჩოქით
დედებსა და პოეტებსა.

კაფიას რო გეტყვის ქალი,
ლექსად როცა გაგენდობა,
გაგითბება გულ-ჯიგარი,
გობრიალად დაგენთება.

და ეს განცდა საოცარი
დიდხანს, დიდხანს არ გეთმობა,
თუმც, ვიღაცას ურჩევნია
მედვედევის აგენტობა.

ვაჟა ხორნაული on Mon 30 Nov 2009 - 18:32

+
----
-


ძმაო ჩემო,თუკი ქალმა
დაგამარცხა კაფიაში,
გაიხარე, შამოსძახე
ხან "კარგი" და ხან "იახში."

მაგრამ შენ თუ დაამეტე,
არის რაღაც უხერხული,
"ქალს ვაჯობე" როგორ იტყვი,
ცერად ამოგხედავს გული.

მოვიდნენ და კვლავ დავუთმობთ
ჩემპიონის ხალათასა
მზეებს შაირ-კაფიისას_
ბაოსა და სანათასა.

კობა (მატეკარი) on Mon 30 Nov 2009 - 21:36

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"][color=blue]

ვეტყვი ყველას, ვინც ამ გვერდზე
კაფიები განათავსა:
– არ სჭირდებათ შეღავათი
ბაოსა და სანათასა.

ვაჟა ხორნაული on Mon 30 Nov 2009 - 22:03

+
----
-


გაიხარე_მართალს ამბობ,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა.

კაფიებით ვინ გაათბობს
ჩვენს პატარა ქალაქასა?!

კობა (მატეკარი) on Mon 30 Nov 2009 - 22:19

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"][color=blue]

გაიხარე_მართალს ამბობ,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა.

კაფიებით ვინ გაათბობს
ჩვენს პატარა ქალაქასა?

ჩვენს პატარა ქალაქასა,
განა მადრიდ–მალაგასა.
კაფიების შადრევანი
შვენის ა ემ ალაგასა,
იმერელი გავერიე
ამერელთა მარაქასა,
ისე ვქარგავ კაფიასა
ვით ტალავრის ფარაგასა.

ვაჟა ხორნაული on Mon 30 Nov 2009 - 22:39

+
----
-

მე ცოლი მყავს იმერელი,
მობრძანდი და ნახავ დასა.

ვიღაცა თუ აგვემტერა,
ღმერთი გვერდით გადადგამსა.

ხაშიან პურს გავურბივარ,
ვერიდები კარაქასა...

ფშაურ ქოჩორს ვაკრეჭინებ
კოხტა ქალსა-დალაქასა.

ახლა იქით მეძახიან,
ხვალე მოგწერ ბალადასა.

***

გაიხარე,კობა ძმაო,
ძალიან გვიხარია,ჩვენს თემებს რომ ეხმიანები("უკვდავებისა წყაროო").

კობა (მატეკარი) on Mon 30 Nov 2009 - 23:00

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"][color=blue]


აბა ჩვენთან რა ხელი აქვს
არაკაცს და არაქალსა,
ჩავესებსა, ორტეგებსა,
გინა პუტინ-სალაგასა.

აპარეკას ნაჭედი სჭრის
დამასკოს და ხვარასანსა,
სხვა სად ნახავ ამხედრებულ
დედოფალსა ხვარაშანსა.

მათი სისხლი უჩქეფს ძარღვში
სანათას და ბაოსაო,
ამათ ქართულს ვენაცვალე,
ამათ სიტყვის ხაოსაო.

ვაჟა ხორნაული on Tue 1 Dec 2009 - 10:04

+
----
-

ახლა ჩუმად არიან და
გვიყურებენ შორიდანა,
მაგრამ უცებ იფეთქებენ
(იისფერი ორი დანა),
მე მაგათთან "ჩხუბმა" ერთხელ
პულსის რყევა მომიტანა.

ფერწასული გამოვედი
კაფიების ომიდანა.

კობა (მატეკარი) on Tue 1 Dec 2009 - 19:23

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"][color=blue]

ფერწასული გამოვედი
კაფიების ომიდანა.

რაც მე თქვენთან კაფიობამ
სიხარული მომიტანა,
რაღაც მაინც გამოდნება
ჩვენი ამო შრომიდანა

იქნებ რამე მოიზილოს
ჩემაირი ცომიდანა,
სხვა რა უნდა ვიხეირო
ამ ლეპტოპთან ჯდომიდანა.

და თუ კიდევ იფეთქებენ,
ვაჟავ ჩემო, დავხვდეთ მშვიდი,
ამ ვეფხებთან დამარცხებაც
წარმატება არის დიდი.

ვაჟა ხორნაული on Tue 1 Dec 2009 - 19:46

+
----
-


მგონი,უკვე მოახლოვდნენ,
მოსდგომიან ღობესაო,
ყუმბარები არ გეგონოს_
გვიმზადებენ ბომბებსაო,
ისეთ "დაჰკას" გავაჩაღებთ,
გავაოცებთ სოფელსაო...

ერთი-ერთზე აჯობებდა_
აირჩევდი რომელსაო?!

კობა (მატეკარი) on Tue 1 Dec 2009 - 22:03

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"][color=blue]

ერთი-ერთზე აჯობებდა
აირჩევდი რომელსაო?!

ვაჟავ, მაგრად დეერხევა
მათთან ომის მდომელსაო,
შიშისაგან დავემსგავსე
სორო–სორო მძრომელსაო.

მირჩევნია შაირს ვწერდე
თავის მოსაქონელსაო,
წყალობასაც ველოდები
გულის მოსაფონელსაო.

შენ კი ეხლავ დაგიტირებ
ე მაგ აზრის მქონელსაო...

ვაჟა ხორნაული on Tue 1 Dec 2009 - 22:11

+
----
-
სორო-სორო რას დაეძებ_
შენგან ეს რა მომესმაო,
ბევრი-ბევრი წაგაქციონ
(ბრავო იმათ ღონესაო),
მე მოგირჩენ "სინიაკებს"
და გაივლი ფონებსაო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 10:53 am

კობა (მატეკარი) on Tue 1 Dec 2009 - 23:10

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"][color=blue]

მე მოგირჩენ "სინიაკებს"
და გაივლი ფონებსაო.

ერთმანეთის სამკურნალოდ
ნუ დავხარჯავთ ღონესაო,
იმედია ამ ჩემს ლიქნებს
ორთავ გაიგონებსაო,

შენც გაფასებ, ჩემო ვაჟავ,
რკინის გულის მქონესაო,
მაგრამ ვატყობ ვერ ასცდები
გახურებულ თონესაო.

ვაჟა ხორნაული on Wed 2 Dec 2009 - 9:18

+
----
-


ანგელოზებმა ჩამწერეს
უიღბლო ტიპთა სიაში.

მოწყენამ მომიხიჩინა
ხან შუბლზე,ხან იღლიაში.

ბებია გარდამეცვალა,
მივფრინავ ბრაზილიაში.

კობა (მატეკარი) on Sun 6 Dec 2009 - 13:51

+
----
-
[quote="ბობო"]

იისფერი ორი დანა

ბობო, მგონი ტაქტიკურად
გვამარცხებენ ქალებიო,
სადღაც აქვე გატრუნულან,
რომ არ ხარჯონ ძალებიო.

ჩვენ კი სრულად გავიშიფრეთ
მათგან ნათვალთვალებიო,
სულ ერთმანეთს შევალეწეთ
კალმები და ხმალებიო...

ვაჟა ხორნაული on Sun 6 Dec 2009 - 16:09

+
----
-


როდესაც ხმალი აღარ სჭრის
და მიიძინეს ფარებმა,_
ქვეყანა უნდა დაიხსნან
ამ იისფერმა დანებმა_
ლელა_სანათას გენებმა,
ნიადაგ სათაყვანებმა.


მერე ამათ სანათაც შემოუერთდათ:
სანათა on Sun 6 Dec 2009 - 16:52

+
----
-
დამსხდარან "მოკაფიენი"
თვალით არსანახონია,
ემათ ფშაური კაფია
ლობიოობა ჰგონიათ.



კობა (მატეკარი) on Sun 6 Dec 2009 - 18:58

+
----
-
[quote="სანათა"]

ქებით ვერ მოგინადირეთ,
და ვერ გაამეთ ლიქნითა,
გულის ნადებიც გაგანდეთ,
არ ჩავიტოვე შიგნითა,
ვერც სიტყვით მოგიგერიეთ,
ვერცა ფარითა, ვიგრითა,
ავტორიტეტიც არა ვარ,
ვერ ვქაჩავ ოდენ ჯიგრითა,
სახელი მაინც გამეთქო
გამოცემული წიგნითა,
ენა რად წაგიმწვეტიათ,
დავშვრი ამაზე ფიქრითა,
ეტყობა თავში მუზები
წაღმა-უკუღმა გიქრითა...

კაწალხეველი

***
ხომ ხედავ,კობავ,ძმობილო_
ასე იციან ფშავშია:
ათას ყვავილს რომ მიუძღვნი,
კეტს ჩაგარტყამენ თავშია,
თან დაგლოცავენ გულშია,
ღმერთი იხარებს ცაშია.

ყინულს ასხივებს "ვარსკვლავი",
მაჟრუანტელებს ტანშია.

კობა (მატეკარი) on Mon 7 Dec 2009 - 10:54

+
----
-


ემათ ფშაური კაფია
ლობიოობა ჰგონიათ.


ინტერნეტს ვენაცვალები,
ხმას გაწვდით ამსიშორესა,
თორო ვერ გამოვცდებოდი
მაგათი შიშით ყორესა,

რადგან აღარა კმარობენ
ინტელექტების ჩენასა,
მალიმალ დაგაღერებენ
წიწაკიანსა ენასა,

არის ფშაური კაფია
ერთი მეორის მჯობიო,
იმერლობაში გამოვტყდი,
უმალ მიხსენეს ლობიო,

თუმცა მერჩივნა, ხინკალით
რო დამხვედროდით სტუმარსა
(ხინკალს ჩინგიზ ხანს ვესესხეთ,
ლობიოს - მონტესუმასა). ''

ვაჟა ხორნაული on Mon 7 Dec 2009 - 15:26

+
----
-
ძმაო კობა,იქნება იცოდე,რატომ გაქრა ამ გვერდიდან ბობოს ლირიკული პოემა "იისფერი ორი დანა"_ს შესახებ? ? ?

მატეკარი

ჰაჰაჰა! მგონი ორი დანა ამუშავდა. მე სხვა კონტაქტი არ მაქვს ბობოსთან და იქნებ მოიკითხო ვაჟავ, ან სისხლის გადასხმა უნდოდეს, ან შაშინებულის გამოლოცვა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 10:56 am

ბობოს ”იისფერი ორი დანა” - წაიშალა უსუსურობის გამო!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 11:05 am

ვაჟა ხორნაული Yesterday at 9:17

+
----
-


კობა-ძმაო,როგორა ხარ-
საქეიფო დრო თუ ასა,
ვაჟა ხიფათს გადაურჩა-
დიდსა განა ცოტუასა:
ზღვიდან თავქვე ჩამორბოდა,
თავი დაჰკრა ტროტუარსა,
ლამის დარდი მოუმრავლა
მეგობარს და მორდუასა
და წაუღო წერილები
გალასა და გოთუასა...

კობა (მატეკარი) Yesterday at 14:48

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"][color=blue]

ეს რა მითხარ, ვაჟა, ძმაო,
ვინა გკიდა თვალი თარსად,
ახლა ისეთ ასაკში ვართ,
მოუფრთხილდი ცოტა თავსა.
უშენოდ თუ ეს საფიხვნო
უმარილოს დაემსგავსა,
რა პასუხი უნდა გაგვცე
ამდენ გულშემატკივარსა?

კაწალხეველი

***

[color=blue]
ძმაო,დუბლი ხომ არსებობს
სათადარიგოთა სკამსა,
კაციც ეგრე უნდა იყოს-
დუქარდ-მაკრატლისა მსგავსად,
ორი თავი უნდა ებას,
აღარ წაიქცევა არსად,
თუმცა ორი კი აბია,
მაგრამ გაბნეულან თარსად-
ერთი ჭიპის მინდორს შვენის,
ერთიც ალამაზებს ცასა,
ზემოთასა მეფეს ვარქმევ
და ქვემოთას_ამირბარსა.

კობა (მატეკარი) Yesterday at 17:33

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"]

ჭიპსქვემოთა ზომას იცვლის,
ხან თართია, ხან კი ხამსა,
მის ჭკუაზე მოარული
სახსენებლად არც კი ხამსა,
დაცუნდრუკებს, დაღლაბუცებს,
ბოზანდარობს, არცხვენს გვარსა
და ზემოთაც თავს ატარებს
იმ ქვემოთას დამაგვარსა,

კაწალხეველი

***
ზომებს მაღლაურიც იცვლის,
მოსდებია მთა და ბარსა,
კოსმოსშიაც დააბოტებს,
უფრო მაღლაც აღებს კარსა,
ქვენაური ეშმაკია
(ხომ გაგონებს თოხის ტარსა),
ეგ არის,რომ ანეტარებს
უჭკუო და ჭკვიან ქალსა,
ზოგჯერ ისეთ უდარზეა,
ლავაშივით ხვრეტავს ფარსა.

მატეკარი

დედ-მამაიმც დასტიროდეს, ქალსა, მისთვის მინაბარსა,
ამნაირი, არა მგონივ, გაუმკლავდეს თავში ქარსა,
”თოხიტარას” აყოლილი მოიხეტებს მთა და ბარსა,
ქვემო ტვინის ანაბარა გადეყრება სადმე შარსა.

***
ზოგჯერ ერთად ბუინობენ.
ვინც გაიგებს იმათ ხმასა,
შორიახლოს დაუდიან
და უვლიან შიშით გარსა,
მერე ზავი ჩამოდგება,
ამშვენებენ კერა-ბანსა,
ძალიანაც რომ გინდოდეს,
ვერ დაარქმევ კატაბანსა.

შენც მაგარი,მეც მაგარი_
გამოვდივართ ბარი-ბარსა. .


კობა ძმაო,გილოცავ გუშინდელსა თუ დღევანდელ დღესასწაულებს.ახლა ზარს ველი ევროპიდან(შვილიშვილებისაგან) დროებით გავიდეთ "რინგიდან."

ვაჟა ხორნაული Today at 10:14

+
----
-


მოგვიმრავლდა სატკივარი
ქვეყნის_ელფერმიხდილისა,
ღორის გრიპი ახიპიშდა-
სუნი დააქვ სიკვდილისა,
ფრთხილად,კობა მატეკარო,
დრო არაა ღიღინისა...

ჟამი მიდის ღრუტუნისა,
მაგრამ მოვა კიკინისა.

თხის გრიპიო...ხომ გაიგე,
ფიქრი დარდით მიცინისა.

კობა (მატეკარი) Today at 10:37

+
----
-
[quote="ვაჟა ხორნაული"][color=blue]

კაკანიდან კიკინამდე
დაგვეტაკა ღრუტუნიო,
კონცერტებით გვამხნევებენ
შაკირა და კუტუნიო.
სათავეშიც მოგვიმრავლდა
ბევრი ბუზიყლაპიაო
ვაჟა, ძამო, არც მათ აწყენს
შენებული კაფიაო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 11:17 am

გამრიგე wrote:
აქ დაუწერეთ ხოლმე ერთი მეორეს, სხვა თემაში ნუ სწერთ.

საღორისგრიპოები და სათხისგრიპოები სად დავწეროთ_აქა თუ იქა?
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 11:22 am



ხალხს კაფია რომ შველოდეს,
მოწამლულსა მაფიითა-
საქართველოს მოვივლიდი
შაირით და კაფიითა, king sunny
თან ერთ ქალსაც მოვიბამდი
ხელზე ოქროს ძაფიითა,
მაგარ_მაგარს რომ აკვესებს-
შასამკობი დაფნიითა.
queen cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 11:23 am

ვაჟა ხორნაული wrote:
გამრიგე wrote:
აქ დაუწერეთ ხოლმე ერთი მეორეს, სხვა თემაში ნუ სწერთ.

საღორისგრიპოები და სათხისგრიპოები სად დავწეროთ_აქა თუ იქა?

Arrow

იქ, კაწალხეველო, იქ.

თემების მიხედვით რომ იყოს.
ეგრე არა სჯობია?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 11:30 am

ეგრე სჯობია.
გილოცავ დღევანდელ დღეს_გფარავდეთ ყველგანა და მარადის! sunny sunny sunny
...[/color]

[color=blue]ჰოდა,"კაწალხეველას და მატეკარში" რომ საღორ-სათხეო კაფიებია,ხომ არ გადაგველაგებინა საღორე-სათხეში? drunken
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 12:25 pm

მრავალ ნიკოლოზობას ბიჭებო.
იმედია ,არ მიწყენთ ასეთ მომართვას.
დიდი მადლობა,რომ ასე ალამაზებთ ამ ფორუმს საინტერესო პოსტებით და კაცობით და ღირსებით...

ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენი საუბრები,კაფიები და ეს მამაკაცური ,ძალიან ძუნწი მოფერება ერთმანეთის...ძალიან კაცური მეგობრობა...

მადლობა ღირსებისთვის...
და მადლობა,რომ ამ ფორუმზე ასე უდგახართ გვერდით ბატონ მიხოს!

და პატარა საყვედურიც-სხვა ლიტერატურულ თემებშიც სიამოვნებით მოვისმენდი თქვენ ჭკვიანურ საუბრებს...

მრავალ ნიკოლოზობას,ყველა სიკეთით...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Dec 19, 2009 12:46 pm

დღევანდელ დღეს გილოცავთ,ნინი ძვირფასო,მრავალს დაესწარი. queen king
ღმერთმა ყველა ქალს მისცეს შენი საოცარი ენერგია და ხალისი(კაცებსაც არ აწყენდა!Smile.

***
გვერდით ვუდგევართ მიხოსა
იმად, რომ იმსახურებსო, cheers
თვითონ კი ამის სანაცვლოდ
გვერდებში გვირახუნებსო,
მერე მოვა და კაცურად
ყანწს ყანწზე გვიჭახუნებსო!
lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Jan 16, 2010 12:45 pm

მატეკარ,ძმაო ჯიგარო,
ანუ ქართველო კობაო,
ყანწით და მერე კაფიით
ვერ მოგილოცე შობაო-
ეს არაფერი...ამქვეყნად
მთავარი არის ნდობაო,
მერე-ღვთის გასახარებლად
კაი ლექსების ცხობაო,
მერე-ლამაზი წაწლისა
ზღაპრის იებით მკობაო,
იმის თვალების მუსიკით
და სურნელებით თრობაო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   Sat Jan 30, 2010 4:50 pm



კაფიებით მეომარი
აღარა ჩანს მატეკარი,
მოვიძიე-
სად არ შევხსენ
ვიწრო,ზოგჯერ ფართე კარი,
ჰორიზონტიც მოვიარე,
ღრუბლებს ფრთებით ავეკარი,
წრიაპებით ჩამოვკაწრე
ქარაფების ნარეკალი...

კაცი გაქრა-აღარა სჩანს,
დავალ ასე სახემკრთალი,
ძმის ძებნაში თუ დავეცი,
დამიტირებს აშექალი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: კაწალხეველი და მატეკარი   

Back to top Go down
 
კაწალხეველი და მატეკარი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: