არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გასათხოვ უნდა გათხოვდეს...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   Sun Dec 07, 2008 1:10 am

ახლა მე მკითხე, - მეცინება?

წავალ მე ეხლა და სუ გავწყვიტავ რაქვიაანთებსა - რაქვიაშვილებს დავუვლი და გავაგორებ სუყველასა!
ვა!
დედაჩემმა დამირეკა, რო - შენი ეშინიანთო!
ვისა მეთქვი, კაცოო!
და რაქვიაშვილებსაო!
რათა მეთქი?
და - როგორ თუ რათა? - წაუყვანიათ ჩემი ძმიშვილი!
და დავხოცავ სუყველასა მაგათა!
ვინ არიან ეგენი!
რათ წაიყვანეს?!
და დედაჩემმა მითხრა, შენი ძმა და მაგისი ცოლი მთელი ღამე იმათ სახლთან იდგნენ, რახან იმათმა ბიჭმა ბექამა მაიტაცა ჩვენი გოგოო!
და - აბა, როგორ არ უნდა დავხოცო, კაცოო!!!
და დედაჩემი იძახის, რო შენ არ გითხრეს, რო დეერეოდი იმათაო.
და რათ უნდა მაკადრო, კაცოო, რო ჩემი გოგო მიგყავ მოტაცებითა - ესა, ეს ნინო მოსულიშვილი უნივერსიტეტის ჟურნალკისტიკაზე სწავლობს, მესამე კურსზედა და თავისით მეეწყო უფასოზედა და ეხლა მტაცებ არა?!
სად არი ჩემი "კალაშნიკოვი" - და გადაგცხრილავთ სუყველასა!..
ვახ!
ვინა ხართ თქვენა?!
მამაჩემი იძახის, რო ეგაო, ეგ ბიჭი კარგიაო, მაგრამ ჩვენნაირი ვერ არიან ეგენიოო...
და სწორედ მანდა ვარ მეცა, რო - მოსულაანი ჯიშიანები არიან და აბა, ჩვენნაირები სადღა არიან? და რათა მტაცებ, რათა, რო დაგანგრიო თავ-პირი, შე... შე... ვიღაცა ხარ, მე რავი, ვინ ოხერი ხარ და რა ჯიშისა გამასდგები?!
მოკლედ, ავიღე ჩემი იარაღი და მივდივარ უკვე და ეს ჩემი ძმა მირეკამს, რო - მოვიდნენ და აქა ვლაპარაკობთო...
ვახ, შენი!
და რას ამბობს, ნინო, უნდა ეგ ბიჭი თუ არა, მარტო ეგ მითხარი მეთქი.
და ზაზა ამბობსა, რო - ნინო არ მამდევს შინაო, კაცოო, აემასთან უნდა დავრჩე მეო...
და წამიხდა ხასიათი, რო - თვითონ გაჰყოლია და მე რაღა ვქნა?..
თორე - რამდენი რაქვიაშვილი მეყოლებოდა ეხლა დასახოცი, - უუუჰ!..

და ამ სანათას რო ვუთხარი, ძმიშვილი გამითხოვდა მეთქვი, აეს კაფიები დამიწერა:

***
გასათხოვ უნდა გათხოვდეს,
მაიხმაროს დრო სრულადა,
შინაბერებ ცოტებია,
არ შაჰმატონ მოსულათა.

***
სამოყვროდ გაემზადოდე,
მაიშალოდეთ ტმუკები,
ერთიანად ნუ დააფრთხობ,
თუ სადმე რამ გყავ ფხუკები.


შენ გეცინება, სანათო, და ახლა მე მკითხე, - მეცინება?
სუ უნდა გამეწყვიტნა რაქვიაშვილები და...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   Sun Dec 07, 2008 1:16 am

***
ჩემ ძმიშვილი გაგვითხოვდა,
ოცნებების ახდენითა,
დაბრუნებას არ ითხოვსა...
ეკლებ დაგვრჩა ვარდებიდან.


affraid

აჰა, და იძახე შენა, სანათო, რო კაფიები წერა არ იციო!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   Sun Dec 07, 2008 1:18 pm

სანათა

***
გიხაროდეთ მოსულათა,
არ დაგირჩათ სახლში ქალი.
გადაგჭამდათ შინაბერა,
მერე იქნებოდით ბრალი.


bounce rabbit alien

***
მა ხმალ-ხანჯალ რას ეძებდი,
ნაოცნებარ თუ ეთქმოდა.
არც კარგ სიძე იშოვნება,
მიხოსერავ, უეკლოდა
.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   Sun Dec 07, 2008 1:35 pm

***
რა გედარდება, სანათავ,
სიტყვა არ მიგდის ალთასა.
ზოგი მაშინაც იცინე,
რო გაათხოვებ თამთასა.


Shocked affraid cyclops
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   Sun Dec 07, 2008 1:50 pm

სანათა

***
ეგ დროც მალე მამივალის,
არც რას გვკითხავს არცა ვისა,
თამთას ვინმეს თავად მივგვრი,
ცხრამეტ-ოცს თუ გადამიცდა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   Sun Dec 07, 2008 1:55 pm

***
ისე მიჰგვრი, თითქოს იყო,
თითქოს კიდეც სულ არ იყო?
ეგრე მაშინ მოიქცევი,
დააძინებ თუ პავლიკოს...


შენიშვნა -
პავლიკო ხუცურაული, სანათას ძმა და თამთას ბიძა არის.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   Sun Dec 07, 2008 2:04 pm

სანათა

***
მძახლებს მოვძებნი ფშავლებსა,
ზედ მივაყოლებ პავლესაც.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   Sun Dec 07, 2008 2:05 pm

***
ახლა პავლიკო აყვირე, -
"გად, დიიკარგე, გამეცა!"


cheers king lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...   

Back to top Go down
 
გასათხოვ უნდა გათხოვდეს...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: