არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რაულ ჩილაჩავა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: რაულ ჩილაჩავა   Tue Sep 22, 2009 9:41 am



რაულ ჩილაჩავა

დაიბადა 1948 წლის 15 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში. 1965-1970 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტი.
1967 წელს მიავლინეს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად.
1970 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტიცა და სტაჟირებაც. მას შემდეგ ცხოვრობს და მოღვაწეობს კიევში.
გამოცემული აქვს 94 საკუთარი და ნათარგმნი წიგნი.

Smile

მიპატიჟება ბიზანტიაში

გურამ ოდიშარიას

წავიდეთ ბიზანტიაში,
ვნახოთ მეორე რომი,
იქ შეჯიბრია ეტლების,
გუგუნებს იპოდრომი.

იქ უშქარ დამსვენებელთა
ფეხშიშვლად ტანტალია
და ატალია რომ ერქვა,
იხსენებს ანტალია.

იქ თავის დამწვარ ტაძარზე
ქვითინებს არტემიდა,
(მერე რა, რომ ავაზაკი
მოკვეთეს გვარ_თემიდან).

წავიდეთ ბიზანტიაში,
ერთად გავმართოთ რალი,
აკი ტაძრები იქ ჩვენც გვაქვს,
იქ ჩვენც გვაქვს სატირალი.

ოშკსაც, შატბერდსაც, ხახულსაც
პირჯვარი გადავსახოთ.
თურქმა რაც უნდა, ისა თქვას,
ჩვენ საქართველო ვნახოთ!


რაულ ჩილაჩავა ლიბ.ჯი-ზე - http://lib.ge/authors.php?1300

უბის წიგნაკიდან

"დღიური, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, არასოდეს მიწერია. ჩვეულებრივ, უბის წიგნაკში ვინიშნავდი ხოლმე ცალკეულ გამოთქმებს, დაკვირვებებს, შთაბეჭდილებებს. ...ვიფიქრე, ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტი სჯანი იქნებ სხვებისთვისაც საინტერესო იყოს-მეთქი!.."
რაულ ჩილაჩავა





ბუდე


ჩიტები საკუთარ ბუდეში არასოდეს იძინებენ. იქ ისინი მხოლოდ ბარტყებს აპურებენ. ჩემი პირადი უბედურება ის არის, რომ არც საკუთარ ბუდეში მძინავს და ბარტყების დაპურებაც სხვაგან მიწევს.



გერცენის ფრაზა


გერცენისა თუ ძმათა მისთა ნაწერებს დღეს არავინ კითხულობს, თუმცა მათი ბევრი გამონათქვამი ამჟამადაც ფრიად აქტუალურია. განა სუპერთანამედროვედ არ ჟღერს იმავე გერცენის ფრაზა: "მამულისადმი ჩემი სიყვარული რატომ უნდა ვრცელდებოდეს ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობაზე?"



ნაფეხურები


ერთი ინგლისური სიმღერა მოვისმინე, რომლის შინაარსი დაახლოებით ასეთია: "ო, ღმერთო, ღმერთო, ჩვენ ერთად მივაბიჯებდით ცხოვრების ოკეანის სანაპიროზე. მე ვგრძნობდი შენს სიახლოვეს, ვხედავდი შენს ნაფეხურებს. დღეს კი დამწუხრებული ვარ, რადგან მარტო დამტოვე, ქვიშაზე მხოლოდ საკუთარ ნაფეხურებს ვხედავ".

ღმერთი უპასუხებს: "მე შენ არ მიმიტოვებიხარ, უბრალოდ, ვნახე, რომ ცხოვრება გაგიჭირდა, ამიტომ ხელში აგიყვანე და მიმყავხარ. ნაფეხურები, შენ რომ ხედავ, შენი კი არა, ჩემი ნაფეხურებია".

ზოგჯერ მართლა ხომ არ გვეშლება უფლის ნაფეხურები ჩვენს ნაფეხურებში!



სამშობლო


"ყველაფერში დამჭირდა და არაფერში დავჭირდი", - თქვა ზაურ ბოლქვაძემ თავის ერთ-ერთ სალაღობოში საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეზე. მე ხშირად ვიმეორებ ამ სტრიქონებს არა რომელიმე ერთი ადამიანის, არამედ საკუთარი სამშობლოს მიმართაც. ამ დროს არ მავიწყდება, რომ სამშობლო ზოგადი ცნება კი არა, შენი სისხლხორცი კონკრეტული ადამიანების ერთობაა.



ობიექტური ანარეკლი


რამდენადაც ვიცი, რუსულ ეკლესიას თითქმის არა ჰყავს წმინდანი ქალები. მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ადრე რუსეთის სულიერ ცხოვრებაში ქალს მეტად მოკრძალებული ადგილი ეჭირა.

ქართველ მოწამეთა პანთეონში კარდინალურად განსხვავებულ სურათს ვხედავთ (ნინო, შუშანიკი, თამარი, ქეთევანი...), რაც ჩვენი საზოგადოებრივი და რელიგიური ყოფის ობიექტური ანარეკლია.



ორმაგი სტანდარტი საქართველოსთვის


უკრაინა, რომელსაც, ხატოვნად რომ ვთქვათ, სამი სრულიად საქართველოს ოდენა (14,5 მლნ კაცი) ეროვნული უმცირესობები ჰყავს, მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, არის უნიტარული სახელმწიფო. ყირიმის სპეციფიკური ავტონომიის გამოკლებით, კომპაქტურად მცხოვრებ არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს, მათ შორის რუსებს (11,3 მლნ), ბელორუსებს (440000), მოლდაველებს (324500), ბულგარელებს (233800), პოლონელებს (219200), უნგრელებს (163100), რუმინელებს (134800), ბერძნებს (98600) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული, მით უფრო ეროვნული ავტონომია არ ეძლევათ, გარდა კულტურულისა. მათ აქვთ გარკვეული სახელმწიფო გარანტიები ეთნიკური თვითმყოფობის, ენის, განათლების, რელიგიის, ტრადიციების შესანარჩუნებლად, რომელთა დაცვასაც სპეციალური კანონი ითვალისწინებს. ეს გარანტიები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გაეროს თუ ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინა ეცნოთ სამართლებრივ სახელმწიფოდ და ევროსაბჭოშიც მიეღოთ. მაშ, რატომ არსებობს ორმაგი სტანდარტი საქართველოსთვის, რომლის უცილო ტერიტორიაზე მცხოვრები და გაცილებით მეტი უფლებამოსილებებით აღჭურვილი უმცირესობების აგრესიულობამ (ე. წ. მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის წაყრუებით) ისედაც მოფამფალებული დამოუკიდებლობა ლამის არის ხელიდან გამოგვეცალოს!
Back to top Go down
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: რაულ ჩილაჩავა   Wed Sep 23, 2009 12:18 am

როგორ გამიხარდა აქ რომ გნახეთ, ბატონო რაულ
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რაულ ჩილაჩავა   Thu Feb 24, 2011 1:53 pm

რაულ ჩილაჩავა

აბსურდის აღლუმი

1

როგორც ორი განწირული, დგას აკაკი და ილია,
ამ საზარელ სისხლის ღვრაში მათი გული დაილია.
იწვის ფრესკა, იწვის ხატი, შაი კვამლი ზეცად ილტვის
და პროსპექტის სუნთქვა მოჰგავს სუნთქვას ჭლექიანი ფილტვის.
ანაბანა ვინც ისწავლა, ყველას უნდა თითო ტახტი,
თანაც დღესვე, თანაც ახლა, თანაც ურყევი და ნაღდი.

2

მოდის, როგორც მოჩვენება, გამჭვირვალე მოსასხამით,
მოძღვრის ჟესტი და იერი თუ მოპარა მოსეს ღამით...
ისე მოდის, თითქოს თვითონ არაფერი არ ეხება
და არც იცნობს მათ, ვინც ძმათა სისხლით არემარე ღება.
თითქოს ამბობს: “მე გიშველით, როგორც ადრე მიშველია!..”
ბავშვი არ ჩანს, რომ იყვიროს: “შეხეთ, მეფე შიშველია!”

3

მოდის, ვინაც იჯიბგირა, ითაღლითა, იორგია,
ვინაც გვარად კუჭატნელი და სახელად გიორგია.
მოდის თავხედური მზერით, ვინც არ არის მთლად იმანო,
ვინც გამცემთა ძახილს აჰყვა: “გვისარდლეო, შადიმანო!”
მოდის, მოდის ბატონი თუ გასპადინ თუ ჰერ ოსტატი,
მკრეხელობით ვინც დაჯაბნა თვით უკვდავი ჰეროსტატე.

4

მოდის იგი, ვინაც ჩუმად გააკეთა არჩევანი,
ერთხელ უკვე ყარაყორუმგამოვლილი თარჯიმანი,
ვინაც, თურმე, რახანია, სხვა ბანაკში გადავიდა,
თუმცა ადრე სუზერენი აღმერთა და ადავითა.
სუზერენო, რატომ შენაც არ გადადგი ბიჯი ფრთხილი,
თანამდგომი რომ ამბობდა: “გამოვიცვალოთ ადგილი!”

5

მოდის ლოიოლას სწორი ოპერ-ობერ-პროკურორი,
ისევ ელანდება მსხვერპლი, არა ერთი, არა ორი.
თუ ზემოდან უბრძანებენ, დაიჯერებს, რაც არ სჯერა,
უფრო მეტიც, გასცემს ორდერს ღვიძლი შვილის დასაჭერად.
თეთრზე იტყვის, შავიაო, ჩაიბრუნებს თავის ნახველს,
კადუდალის ქუდი შვენის კადუდალის თანამზრახველს.



6

მოდის დათა თუთაშხია, თან მოჰყვება პაპუასი,
პაპუასი იფიცება, ძმა ვარ თოვლის ბაბუასი.
დათა ამბობს: “მაგალითად, გამომარჩევს სხვაში ერი,
ვის სმენია თოვლის პაპა, პაპუასის ნაშიერი?
მოდის ციცქნა ბიჭუნა და უსტვენს, უსტვენს: “ჰაუ, ბიძა,
იქნებ სჯობდეს ჩააჩუმოთ ნაჩუქარი ჰაუბიცა!”

7

მოდის ბანჯგვლიანი ჯაყო, წინ გზა უდევს საჯაყჯაყო,
უტიფარმა ქალბატონის ძუძუებში ხელი ჩაყო.
შიდა ქართლში ჩვენი საქმე, მგონი, ისევ გლახად არი,
ოსთ ბატონი გაგვწყრომია, როგორც როსმე ბაყათარი.
ვითმენდით და ჩვენი ეტლი ლაფში სწორედ ამან ჩაფლო.
აკადემიკოსო ნაფი, თქვი, ვისია სამაჩაბლო?

8

მოდის ამღვრეული მზერით უძილარი ლუკაია,
“სხვა ცხოვრება რაღა არი, ეს ცხოვრება თუ კაია?
რა სიშმაგეს შევესწარი, ვეღარა სცნობს ძაღლი პატრონს,
კაცს ეყოფა, რამე უთხრა, რომ მუცელი გაგიფატროს.
აღარც თქვენი ქალაქი და აღარც თქვენი ოქრო მშია,
ჩემი საყვარელი სახლი ზუგდიდსა და ოქუმშია!”

9

მოდის გუშინდელი მოძმე, ხელთ უპყრია ალაბაშა,
შენ რას იტყვი, შენც მასავით გვიღალატებ, ალი-ფაშა?”
მოდის კენტი მედოლე და გაახურა განდაგანა
რომ მივუხვდეთ: ჩვენთანაა, სხვისკენ გადაქანდა განა!
მუხტავს ცეცხლოვანი რიტმი, თურმე მომხვდურსაც რომ ექო,
სივრცეს, როგორც ასლანური მრავალჟამიერის ექო.

10

უცაბედი ჩოჩქოლია რაღაც არაბუნებრივი,
ცეცხლში რკინის ქალამნებივთ მოდის ოთარაანთ ქვრივი.
სადავო თუ საკამათო დაელეა განა თემა,
ამ კოცონის გამჩაღებელს შეუთვალა ანათემა.
აფსუს, ძმებმა ვერ გაიყვეს მოუკლავი ხარის ტყავი.
ესეც შენი წუთისოფლის კრულვიანი საკითხავი!

11

მოდის მამაუფლის მონა, ნატრობს: “სხვებსაც დამამონა!”
ხარხარებენ ანტიქრისტე, ბელზებელი და მამონა.
მოდის შავკოლჰოტკიანთა გაალმასებული დასი,
გაოგნებულ ქართვლის დედას ლამის გაუვარდეს თასი.
თეძოების მიმორხევით მოდის ხარჭა რომეოსი,
თუმცა გავლით სხვაც ჰყოლია, რომე ქურთი, რომე ოსი.

12

მოდის კუდმოჭრილი ვირით სესიების ოქროპირი,
ვირი უკან-უკან იხევს, თითქოს შეაბრუნეს ფირი.
დიდყურა რომ დიდყურაა, მასაც უძნელდება გავლა
ფერფლში, სადაც სულ ახლახან ედგა საკუთარი თავლა.
მჭევრვეტყველი დიდასკალი ერის მამას უკვე არ ჰგავს,
ამდენ მოყაყანეს შორის ხმაც და რიხიც დაუკარგავს.

13

მოდის ნიღბოსანთა რაზმი და ურჩხულის კბილებს თესავს,
მათგან ამოზრდილი ჯარი შეცვლის საგანგებო დესანტს.
უნდათ ყველგან მოასწრონ და უნდათ ყველგან ინავარდონ,
მუქარასაც არ გვაკლებენ: “დაგანახებთ, ვინა ვართო!”
ნიღბოსანთა ატამანიც, მითხრეს, თურმე დანტისტია.
ამ როლისთვის მან ფეხდაფეხ ჯოჯოხეთში დანტეს სდია.

14

მოდის ბურძგლიანი ტიპი, მოჰყავს დანჯღრეული ჯიპი,
ნიკაპამდე ამოსვლია საჭეს მიჭყლეტილი ღიპი.
როგორც ბაზრის მკითხავ ბოშას, მხარზე თუთიყუში უზის.
კრთება შეცივნული ჩიტი ყოველ გასროლაზე “უზის”.
ნეტავ, ჩვენი ხოცვის ნება ვინ და როდის მიანიჭა
ბრიყვს და რეგვენს, ცრუს და თაღლითს, საჭურისს და იანიჩარს?

15

მოდის შაოსანი ბრბო და მოაქვს დაგმანული კუბო,
ყვირის კუბოს ბინადარი: “რატომ უნდა დავიღუპო?
ხურუშტიანების ხუნტავ, მძულდი, მძულხარ, მეძულები!..
“გვეძულები!..” _ პასუხობენ ძველი თანამებრძოლები.
ბათქი!. მაგრამ იქით უკვე არც არავინ მიიხედავს.
მოდის ბაღჩო და მთელი წლის ნაგავს ხვნეშით მიიხვეტავს.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რაულ ჩილაჩავა   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
რაულ ჩილაჩავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: