არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კობა ჭუმბურიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 9:57 am

დესაუ

პატარა კახთან ერთ ვაჭარს მიუტანია დესაუ – ევროპელობა თუ გინდა, უნდა დაიდგა ესაო.
უთქვია ერეკლესაო – შარი არ მინდა დღესაო, რა ოხრად მინდა დესაუ, დღე და ღამ ხმალსა ვლესავო…
ვაჭარი ეტყვის – მეფე–ჯან, ეგრე მეგონა მეცაო, მაგრამ ფრიდრიხის დვარეცში ეგრევე თვალში მეცაო, ნაპალეონიც აგროვებს ათასგვარ–ათასფერსაო,
მასალის პასტავშიკია გვინეა, ჰამაც ბისაუ.
პატარა კახი გაბრაზდა, თვალები დააკვესაო, ტახტიდან წამოფრინდება, მათრახს გაივლებს ხელსაო – ვიდრე მე ეგ არ დავიდგა, არ გესმას ჩემი კვნესაო, ზარბაზნის ფასი რად მივცე გაპრიალებულ ხესაო, კარს ომი შამამდგომია, მაგით შევასკდე მტერსაო?
გამასწარ, სინამ გამსგავსე აღა–მახმადის … წვერსაო…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:00 am

მე ვარ შაჰი თამაზი

მე ვარ შაჰი თამაზი,
მიყვარს დილის ნამაზი,
ნადირობაც მიტაცებს, მიმინო და გავაზი, აქეთ რუხი ნაგაზი, იქით შავი ავაზა, ცხენი ინალიფასი, მშვილდი ოჩიგავასი.
წინ გაიგდე მარეკი პოწოლიკა ფესითა, აჩუ-აჩუს ხანდახან წაეშველე დეზითა, ჟუჟე ნადირ-ფრინველი, მდელო სისხლით დახაზე, შაჰი ვის უნახია გამოზრდილი ფაფაზე.
შეისვენე პაწახანს, როცა მოხვალ მადაზე, ტახი გასვი შამფურზე, გნოლი პერტყე ტაფაზე…
ახლა მოვინახულებ იტალიელ ხუროსა, დღეს ახალი სასახლე უნდა დამიხუროსა. ხარაჩოზე მიმორბის, ხელთ უპყრია თარაზო და თავისად ასაღებს ფასადს, მონაპარავსო.
იდეების პარვაში მარდია და მალხაზი, ტაჯ-მახალის ხუროსთვის აუწაპნავს ნახაზი.
თან ხალისით აწვალებს დურგალს კაფანდარასა, მერამდენედ უწუნებს საწყალს კარ-ფანჯარასა, თუმცა, დარდი არა მაქვს ასიოდე ევროსი, მართლა დედა ვატირე საქმის, სანახევროსი.
ამ ქოშების ჭრაჭუნმაც გამიჩინა ნევროზი, თურმე ამას მოუკლავს კიროსი და პეროზი,
თუმცა, მგონი მეშველა, ახალი მყავს ხარაზი, მიფეშქაშა შირვანშამ ოგანოვი ვარაზა.
თუ ვარაზას წაღაში ფეხის წაკვრა მეღირსა, ნუღარავის გექნებათ დარდი ჩემი ფეხისა.
მემრე მელის ჰარემი, ასი ცოლი ლამაზი, მათთან ერთად ნადიმი, მთები შაქარლამასი, ოხშივარი სუფრაზე, ცივი ნამი სურაზე, ხელით გაჭმევს ჩიჩიას შენი გულის მურაზი, იქნებ დაიმსახუროს მოსასხამი მურასა, რათა მერე აჩუქოს აშიკს, ყურპანტურასა.
ცოტა თავიც დაზოგე, უარი თქვი ქამაზე, თორემ ძლიერ ინანებ, ჩაროზი რომ გამაზე, გინდ გიტევდეს ჰამაზი, ალაყაფი ჩარაზე, და უარი არა თქვა ალვახაზის ჭამაზე,
ჭამის მერე, ამბობენ, არ არიო საშიში, გუნებასაც აამებს კანაფი და ჰაშიში. მროკავ ქალთა საჭვრეტად, შემოსკუპდი რაფაზე და დასტყუე ყალიონს ერთი-ორი ნაფაზი. რომელიმემ შუშპარით თავი თუ დაგავასა, ხელიც მოუთათუნე მის ნაჯაფარ გავასა.
იქვე იხმე სარდალი ანდუყაფარ ჩაფიძე და სიქის გაძრობამდე ერთგულება აფიცე.
თან უსმინე ბაიათს კაცის, ენამჭევრისა, ვისაც ამოუცვნია საიდუმლო ქვევრისა, და თუ ჩაუჩხრიალე რამდენიმე აბაზი, სულ სიმღერად დადნება დაშაქრული ჰაფიზი.
სანამ მოგეძალება სიბერე და მარაზმი, ინავარდე, გაერთე, ნუ გადარდებს ხვარაზმი.
თუკი, ჩემო დიოგენ, უარს ამბობ ამაზე, უკეთესი რაც იცი, თავად შემომთავაზე.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:03 am

იმერული დიალოგი

- ტონიკო თუ გახსოვს შენე, ქე რო უფშტვენს მგონი პაწა, აგრაფინას ქორწილში რო გალუსტიკით მეიწლაწა, ფილდიკოსის ჩულქებიან ქალს რო თვალი დოუპრაწა, ერთი ხელით ხაჭაპური ჩანგალზე რო წამოაცვა, მეორეთი ბარკალს წაწვდა და ტყემალში ამოგნაწა, თელი სუფრა მოწრაწა და გალუსტიკზეც დეიწრაწა…
- ბეჩა! მახსოვს, აპა არა? ორი ჭიქა ჩაყლურწა და სუფრიდანაც გეიპარა, ფეხი ისთე ეშლებოდა, ჭიშკრამდე ვერ გეიარა, იქვე ბჟოლას მიეყუდა და ხმამაღლა გააქარა, ბოლოს, სახში წასაყვანათ პოლიკარპემ ჩეიბარა.
- ხოდა აწი მაგ ტონიკო გამოსულა დიდი კაცი. ახლა თითვან მიპასუხე, ვის აცხია თქვენში წრაწი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:06 am

ზოგი მოხელის მორალი

“პრო დომო სუა” (საკუთარი სახლისთვის)
ლათინური გამოთქმა

თავდავიწყებით მოვქაფოთ ფული, შესაძლებლობა ამისი თუა,
არ მივიკაროთ თვალებზე რული
პრო დომო სუა.
მოყვასს არათუ ვარგუნოთ ძღვენი, არ მოვუტეხოთ თვით პურის ყუა,
გამოვიყენოთ უნარი ჩვენი,
პრო დომო სუა.
ხალხმა, რაც უნდა, ის დამიძახოს, ძაღლისშვილი თუ ჯოღორისკუა,
ოღონდ ყველაფრის გაზიდვა შევძლო
პრო დომო სუა.
ასე ირჯება ჩვენში ყოველი, მოეკითხება ვისაც კი ჭკუა,
სხვისი ჭირისგან ხეირს მოველი
პრო დომო სუა.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:08 am

სუფრული შაირი

თუ ვართ ნაღდი კახელები, მეგრელები, რაჭველები,
პირველ რიგში უნდა ვიხსნათ ეროვნული საჭმელები.
შენსას შენ თუ არ მიხედე, დროზე თუ არ გაინძერი,
ქართულ სუფრას წაგვილეკავს სენდვიჩი და ჩისბურგერი.
ან ხაშლამას რა ფასი აქვს, ჭაჭამ თუ არ აგაყროლა,
პირის გემო ვინც დაჰკარგა, იმან ცეცხლოს კოკა-კოლა.
სტუმარს სუფრას ვინღა უშლის, ვინ დაგიცხობს ხაჭაპურებს,
მადლობა თქვი, თუ ყავით და კრიკერებით დაგაპურეს.
ბიგმაკების ყურებაში დრომ რა უცებ ჩაგვირბინა,
ბალღებს არც კი გაუსინჯავთ კუპდარი და ხაბიზგინა.
რაჟიკუნას მოდგმის თუ ხარ, სულმთლად თუ არ გადაგვარდი,
სალობიეს მიმიხედე, რას მიქვია მაკდონალდი,
ისიც კარგად დაითვალეთ, რომელია მეტი ხარჯი,
არტალა თუ ანტრეკოტი, ვინეგრეტი თუ ელარჯი.
თუ ქართველებს გაძლება და გადარჩენა გვიწერია,
სახინკლეთა ნაფესვარზე ვერ იხარებს პიცერია.
კიდევ ერთი შაირი მაქვს, საამურად გასაგონი:
სად ქაბაბი, სად – ჰოთდოგი, სად ერეკლე, სად – კლინტონი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:11 am

პური მშივა
იცვლებიან მთავრობები და ეს 20 წლის ლექსი კი, სამწუხაროდ, კვლავაც აქტუალურია


ჩემს საყვარელ მთავრობასთან შეკითხვა მაქვს პაწია –
დაპირების შესანახად თუ ივარგებს კვაწია.
გეკითხებით, რადგან არ მაქვს სხვა რამე შესანახი,
ნატვრაშიაც აღარ შემრჩა ხაშლამა და ჩანახი.
პური მშივა, ვისღა ახსოვს ჩიხირთმა და არტალა,
გამოვფხიკე, გამოვლოკე ქვაბი, ქოცო, კარდალა.
აღარც ყველი მიჭამია, აღარც მისი მაგვანი,
დამავიწყდა, რისთვის მედგა ხალამი და დაგვანი.
გულს მიღონებს ცარიელი თანგირა და გვადრაკი,
თქვენ ამივსებთ? არ გაიშვა ისემც თქვენი ნატ….
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:13 am

მომავალი ჩვენია, მაგრამ…

დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ ოცი წელია,
სახლის ნულიდან აგება, რაღა თქმა უნდა, ძნელია,
შენობა თითქმის მზადაა, სჭირდება მხოლოდ გაგაჯვა,
რა მაგის პასუხია და, მექრთამემ თავზე დაგვა…

ექსპორტ-იმპორტმა იმატა, საქონელბრუნვა გახურდა,
კეთილდღეობის იმედით ყველა პრობლემა გახუნდა,
თუმცა საქონელს საზღვარზე სჭირდება რთული განბაჟვა,
მე კიდევ ერთხელ გახსენებთ – ბიუროკრატმაც დაგვა…

თაობა მოდის ჯანსაღი, გონიერი და ძლიერი,
ამ ქვეყანაში, სულ მალე, არვინ იქნება მშიერი,
თვალსაჩინოა ნაციის სულით და ხორცით გაკაჟვა,
ოღონდ ფაქტია, რომ თავზე ხაზინის ქურდმაც დაგვა…

განა რა გაგვიჭირდება, გვაქვს რესურსები ულევი,
მდინარეები, ტყეები და ტერმინალი “ყულევი”,
თვითონ ამოსჩქეფს “ბორჯომი”, სჭირდება მხოლოდ დაგაზვა,
მაგრამ რად გინდა, გოგრაზე შავმა ბიზნესმაც დაგვა…

აღარ გვსურს თითოკაცობა, ლელოს გავიტანთ ერთობით,
ხან საქეიფოდ ვქუჩდებით, ხან მიტინგებზე ვერთობით,
ვისწავლეთ ერთად დადგომა, ერთიმეორის გაქაჩვა,
თუმც, საკუთარმა სიბრიყვემ ყველაზე მეტი დაგვა…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:18 am

სიდონიასი

სიდონია, სიდონია, ქალო ფერმიმქრალო,
შენ, ასულო ჰურიათა და იბერთა თვალო,

განგებისგან მოგენიჭა მისტერია დიდი,
იბერთათვის ზეცისაკენ გაგიდია ხიდი,

სათუთ მხრებზე გიტვირთია მწარე ცოდვის დარდი,
სიფრიფანა თითებს შენსას ჩაუბღუჯავს კვართი,

ვერ რა წაშლის სევდას შენსას, ასე სულშესაძარს,
ძალუმ ფესვად გატოტვიხარ სვეტიცხოვლის ტაძარს,

და მას უკან საუკუნო გადგას სვეტი ნათლის,
ძეგლად შენი სულის მადლის, შენი ცრემლის მართლის,

სიდონია, სიდონია, სიფრიფანა ქალო,
ზეციური საქართველოს დედა-დედოფალო.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:22 am

ტყე შეუნახე შვილებსა

კაცი მუდამდღე მიელტვის ახალს,
აფორიაქებს ნიადაგ რაღაც,
გონების საზღვარს არასდროს სახავს,
აშენებს სახლებს, დიდრონს და მაღალს
და უფრო დიდრონ კაშხალს და ანგარს,
„გერნიკას“ ხატავს და არხი გაჰყავს,
ზღვას გადალახავს, აგებს „ტაჯ-მახალს“,
„დონ კიხოტს“ წერს და „მაინ კამპს“ ჩმახავს,
ხან გამოიყვანს უკურკო მაყვალს,
ხან აკოწიწებს ელექტრო მაყალს,
სანაყს, რომელიც თავისით ნაყავს,
რობოტს, რომელიც ვარსკვლავეთს ნახავს…

და, მათთან ერთად, შთამომავლობას
მიწის წამბილწავს უტოვებს ნაგავს…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 10:25 am

თამარისა

ცხრა კუთხივ მიაქვთ ცხრა ოქროს კუბო
და რომელშია ნეშტი თამარის,
არც ვინმემ უწყის, რამეთუ კვალიც
ვერ უნდა ჰპოვონ მისი სამარის.

ერთ რამედა ღირს ცქერა ამალის,
ბრძოლებში მახვილნათამამარის,
თავდადებულის, გმირის და ქველის
და თუმცა სული ტკბილი რამ არის,
დღეს ყველა მათგანს სიკვდილი ელის…

მზადაა მისი მსახვრალი ცელი,
რომ ეს საფლავი არვის ახსოვდეს,
სიკვდილი არის უებრო მცველი,
რათა ვერავინ და ვერასოდეს
ვერ შეძლოს პოვნა მეფე თამარის.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Sun Aug 23, 2009 7:59 pm

ჰოდა, მაგას ვიძახდი, რო რა დანტე ალერგიერი, რის რასულ გამზადოვი, აბა ეგ უზკაგლაზიკები ყოფილან ნაღდი პოეტები – ტაკუბოკუ, ხახა, ნარიხირა და მიცუნე.
არა, ძმაო, ნეუჟელი ეგეთი უზკი რაზრეზიდან, როგორიც მაგების თვალი, ჩვენი ცხოვრება უფრო კარგადა ჩანს?
მეც ავდექი და მთელი დღე ჩემ ბუტკიდან მოჭუტვილი ვიცქერდი, რო იქნებ რამე ტანკა დავწერო.
ერთი უსმინე, რაები გამამივიდა

***
დილით შამხვდი ხუდადოვზე,
რათა მჩუქო სიყვარულის
თუნდაც ერთი მშვენიერი წამი,
გაგიმუქებს ზამშის ბაშმაკს
ბალახებზე მოკიაფე ნამი.

***
როზასაებრ გაფურჩქვნილი როზა,
ჩემს წინ დგას და ინტიმებზე ფიქრობს,
სოფი ლორენივით ეროტიჩნა რო გაიძრო ბლუზკა
და ნებრეჟნა რო მიაგდო სკამზე,
თან მორცხვობაც გაატანა თითქოს.

***
როცა როზას დეკოლტეს
ეს თვალები ხედამენ,
მაშინ ხვდები, თუ რარიგად ძნელია
საწყალ ლუსიკასათვინ
ერთგულობის შანახვა.

***
როზამ მითხრა – დაჟე მურტალ ავდარშიც,
ჩემო რუბიკ, მუდამ შენ გელოდები,
ოღონდ, შინ შემოსვლამდე,
მანდვე, პოლის ტილოზე,
გაიწმინდე ბოტები.

***
სულ ერთი წამით, მთვარიან ღამით,
არარატისკენ მივაპყრობ მზერას,
ო, ღმერთო ჩემო,
რო მეგონა მე ერთი წამი,
მთელი სიცოცხლე გავიდა თურმე.


Arrow

ბატონო კობა, იაპონელ პოეტებთან ნუ ვიხუმრებთ ასე. აქ გადმოვიტანე თქვენი ლექსები...

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Sun Aug 23, 2009 8:44 pm

გამრიგე wrote:


ბატონო კობა, იაპონელ პოეტებთან ნუ ვიხუმრებთ ასე. აქ გადმოვიტანე თქვენი ლექსები...

Idea


მე მაპატიეთ! შეცდომებზე ვსწავლობ!
ისე კი, მეც უნდა გამიგოთ. ჯერ ქართველი ვარ, მერე - წარმოშობით იმერელი, და ბოლოს - 4 თაობის თბილისელი და ორიოდე იაპონელსაც საკმაოდ ახლო ვიცნობდი. მეცინება მათ რამე-რუმეზე და რა ვქნა? თან სულაც არ ვარ ლიტერატორი, რომ ასეთ განცდამდე ჩავუღრმავდე ტანკას.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს ტანკები რჩეულ იაპონურ ტანკებში ამოვიკითხე და მხოლოდ მსუბუქად გავკარი ხელი.
გმადლობთ ჩემი გამწვანებისთვის (პირდაპირი გაგებით)
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Mon Aug 24, 2009 4:31 pm


სამთავრობო როტაცია, ანუ -

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,
ახალ ტოტზეც რო დატოვოს სკლინტი
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Tue Sep 15, 2009 8:06 am

მათხოვრების დიალოგი

- კოტე! ნუთუ ეს შენა ხარ! სულ დაგთოვლია თმა,
- შენ თამრიკო ხარ, გიცანი, სულ არ შეგცვლია ხმა,
- შენთან ამნაირ შეხვედრას არ მოველოდი დღეს,
მახსოვს სულ კარგად სწავლობდი, სხვასაც უწვდიდი ხელს,
- რას იზამ, ჩვენი ცხოვრება დაემთხვა უშნო ჟამს,
ყველა ვერ წაეპოტინა გაფეტიშებულ სკამს,
მომასწრო მეთქი, ვნატრობდი, ნეტავ ცხოვრებას სხვას,
ჩემს თავისუფალ ქვეყანას და აღმავლობის გზას,
წელში რომ გაიმართება, ბალასტს მოისვრის ძველს...
ის ძველი თურმე ჩვენა ვართ, თურმე ჩვენ ვუშლით ხელს.
ჯერ გამოცდები მოგვიწყეს და ერთ მშვენიერ დღეს,
თავაზიანი ღიმილით ყველას პანღური გვკრეს,
მას მერე ვზივარ მეტროსთან, ჩემი სახლიდან შორს,
ვერ მივაგენი ბედკრულმა არჩევანს უფრო სწორს,
შვილიშვილს ლუკმას არ ვუყოფ, ჩემსას ვშოულობ წილს,
უმუშევარი დავრჩი-თქო – როგორ გავუმხელ შვილს,
- მეც კარგ ადგილზე მოვეწყე, აღარ ვუჩივი ბედს,
ამ ჩვენს აწეწილ ყოფაში ვერც ვინატრებდი მეტს,
ჩემს გარდა გადასასვლელში სულ ორი ქალი ზის,
ერთი ეგ არი - მუდამჟამს გამჭოლი ქარი ქრის,
--------
იღვაწეთ პარლამენტარნო, ერთურთზე ლაფის სხმას,
რაც არჩევნებზე მოგელით, ნუ დააბრალებთ სხვას,
ე მაშინ გაგიხსენებენ დაპირებების ზღვას,
ნუთუ ვცდები და ეს ხალხი ისევ თქვენ მოგცემთ ხმას?
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Tue Sep 15, 2009 10:54 am

საინტერესო გვერდია.. წავიკითხე და მოვალ კიდევ..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Sat Sep 19, 2009 8:32 pm

კობა (მატეკარი) wrote:
იმერეთი, დილა

დილა ტყეში, გრილი ლეშხი, სიო ღამენათევი,
ბალახებში დაფიონის ჩვილი ათინათები,
ჟიჟრიბანდის შარავანდით ხვამლის შემონათება.
ტოტზე წკირი, წკირზე ცვარი, ცვარზე მწკერი ციატი,
ტყეს მოადგა განთიადი ფერთა დარაიათი,
იცრიცება მდუმარება ჩიტთა რია-რიათი.
მოჭიკჭიკეს ყველა ჯურის მოუყრია აქ თავი,
გაუბიათ ჭრინი ჭრელი, ერთად ყველა ოქტავა,
ღმერთო, ნუთუ ამ სამოთხეს იმსახურებს მოკვდავი…


მშვენიერია... flower

გავეცანი თქვენი მრავალფეროვანი შემოქმედბის ნაწილს (ამჯერად, მხოლოდ ლექსებს) და მოვიხიბლე...

გმადლობთ!
Back to top Go down
View user profile
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Sat Sep 19, 2009 8:57 pm

გმადლობ თეა.

აქ ძალიან ბევრი კარგი მოლექსეა. მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით ახლობელი გახდა ჩემთვის.
მე ვთვლი, რომ შენს თაობას განსაკუთრებული სილამაზის ლექსი მოაქვს და თუ ეს ლექსები დღეს ისე არ ჰქუხს, როგორც საუკუნის წინ, ეს მხოლოდ ტექნიკური პროგრესისგან მოყენებული ნოკდაუნისა და ჩვენი გარდამავალი პერიოდის ბრალია.

თუმცა, ვისაც ლექსი უყვარს, შეუძლებელია ვერ შენიშნოს შენი თაობის ნაბიჯი წინ.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Sat Sep 19, 2009 9:14 pm

გაიხარეთ! მსგავსი შეფასება ნამდვილად დიდი სტიმულია ჩვენთვის...
Back to top Go down
View user profile
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Sun Sep 20, 2009 10:07 pm

My Svanetian hat

Once,
When I decided to buy hat,
Patriotic senses filled my heart,
Because I am not like rat,
Who try to change ancestors’ blood
If only to test European nut...
I went to shop and ask to seller
- I am just common man, not speller
And I want some traditional hat...

When Seller gave me Svanetian skull-cap
In my veins boiled up the sap.

But suddenly somebody, sensible old,
Gave me nudge to rib and loudly told:
- O, guy, this winter will be so cold...

But I was so blind drunk by my pride
That forgot about problems of my poor hide.

Now, as I see, winter in fact is cold
More, then enough for man of mould
And I really don’t know how
to keep and rescue my ears now.

Anyway I like
My strange hat
But,
I'm tired by
My wife’s cry
– Why!?
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Mon Sep 21, 2009 9:17 am

drunken

აი, სუ ეგრე იციან ცოლებმა რაა...

რა გინდა, ქალო, რას მერჩი - მე თუ მინდა სვანურ ქუდს დავიხურავ და თუ მინდა, თუშურს...
ვა...
თან თუ ამბობ, რო ცივი ზამთარი იქნება, ესე იგი, იცი კაცმა...
და ძალია?..

lol!
Back to top Go down
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Mon Sep 21, 2009 9:57 am

Rock

Unruly crowd
Of nuclear age,
Joke,
Smoke
And beverage,

Noise and jar
And Newborn star
On miracle stage,
Loud guitar
In hands of mage
Like magic mace

And violent race
With killing pace
To praise
Our souls,
sinfuls and fouls
To cosmic space
With galaxies lace.

Lightning stroke
For all our life
Cultural shock
Rock!
From young, from old
From wealthy or broke
Thank you
Woodstock!
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Tue Sep 22, 2009 9:34 am

ვარიაციები თემაზე

“Sun was said to die, and be born again…”
this is foolish lie, as says Einstein.

“sun was said to die and be born again…”
(not tomorrow, cos was forecasted rain)
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Wed Sep 23, 2009 9:21 pm

ერთი ვაჟასაც მივეფეროთ

ვაჟას მეუღლე იგონებს, თურმე ერთხელ, გაგანია მკაში, ვაჟას დაუყრია ნამგალ-სათითენი და სირბილით დაშვებულა თავდაღმართში.
თამარს უფიქრია მალე მობრუნდებაო და თავზე კი დაღამებია. ვერც მიატოვა მკა…
გაცეცხლებული მობრუნებულა სახლში და დაუნახავს – მიმჯდარა ვაჟა მაგიდასთან და გამალებული აწრიპინებს კალამს.
რაღაც პოემასა სწერდა, არ მახსოვსო…
მე კი წარმოვიდგინე, რომ „გველისმჭამელი“ მოაწვა და აღარ მოასვენა.
ახლა დავყვეთ თავიდან, ვინ მონაწილეობს ამ პატარა მისტერიაში.
- ჩვენი ხალხის კრებსითი სახის ერთი მშვენიერი წახნაგი – მინდია, ვაჟას შთამაგონებელი;
- ვაჟა, ანუ კაცი, რომელმაც ცოლი გაგანია მკაში მარტო დააგდო, რათა თავში დატრიალებული ამ გრიგალის ჩაწერა მოესწრო;
- ცოლი, რომელმაც საქმე არ გააცივა, რათა, უცნაური ქმრის გადამკიდეს, ბავშვები უქერისპუროდ არ დარჩენოდა;
- მე, რომელსაც „გველისმჭამელის“ დაწერა თუ არა, განცდა ხომ შემძლებია და ამ განცდის შენთვის გაზიარება;
- შენ, რომელიც კითხულობ ასი წლის წინანდელ ამ საოცარ ამბავს და ვინძლო ჩემზე მძაფრადაც განიცდი, ისემც გაგიმარჯვოს.
ახლა კი ერთად დავასრულოთ ეს მისტერია – მინდიას ვაჟას ხელი ჩაუბღუჯავს, ვაჟას თამარისა, თამარს ჩემი, მე შენი.
შენ კი მინდიას ჩაავლე და ერთი საფერხულე წრეც შეიკვრება.
ახლა თავები მივუახლოვოთ ერთმანეთს და ავიძრათ წაღმა, ბორჯღალივით.
ვბრუნავთ და ვიცით, რომ ცა დაგვცქერის. ცამაც იცის, რომ ეს ცეკვა მას ეძღვნება, რომ სამისო სატყუარაა ჩვენს მიერ მიწაზე გამოხატული ქალური საწყისი – ეს პატარა, მბორგავი წრე.
პასუხად კი ცვარ-ნამსაც არ დაგვამადლის და მარჩენალ მიწას დაგვირწყულებს.
და არ მოაკლდება ჩვენს შვილებს ხმიადი…
ჩვენ კი, ჩვენივე განწმენდისთვის, ჩვენი წილი ცრემლი დავაპკუროთ მიწას.
ერთი ცრემლი მინდიას წილ, მისი მარტოობის გასაზიარებელი.
მეორე ვაჟას წილ, უფრო კი იმ სტროფებისა, ჩასაწერად რომ ვერ მოიცალა.
მესამე თამარის წილ, მიუხედავად სიბრაზისა, ვაჟას ფიქრი რომ არ გაუფანტა.
თითოც ჩვენი თავისა, ე მაგითანა მამის მჯობნი რო ვერ დავიზარდენით.
დანარჩენიც, რაკიღა ცრემლი მარილიანია, გემოვნების მიხედვით.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Mon Sep 28, 2009 8:57 pm

Black Knight’s song
in black night

O, my fairy,
my beautiful lady,
I am your minstrel,
who always ready
be tireless singer of
your shining eyes
which can each man
to kill and slay twice
just by one glance.
by one searching glance…
I will be happy
to have same chance.

But if my chance is
paltry or zero
and if I never be
in rings your arms,
who is so lucky?
Who is your hero?
Who will be victim of
such magic charms.

For one your smile
and for one your kiss
knights are wrestling
and breaking peace,
please, please,
in this magic night
present one kiss
to sorrowful knight.

Now hear my song
and don’t be so strong
if in this poetry
something is wrong,
just listen tinkling of
bells in my soul:
Ding! Ding! Doung!
Ding! Ding! Doung!
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Jan 17, 2013 10:21 pm



წიგნის დასახელება – "მეფეთა წიგნი" (ლექსები)
ავტორი – კობა ჭუმბურიძე
წიგნის გამოსცა - ნინი მესხიძემ
ილუსტრაციები - ლევან კიკალიშვილი
გარეკანი - "თამარი" ნახატი ავტორისა.
გარეკანის დიზაინი - თინა ჭუმბურიძე
გვერდების რაოდენობა – 112
ყდა – რბილი
გამოცემის წელი - 2012
წიგნი არ იყიდება, საქველმოქმედოა

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
კობა ჭუმბურიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: