არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კობა ჭუმბურიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:33 pm

ცარგვალი

მოდით, გავჩხრიკოთ, ჩემო ბატონო, რაა ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ვერ გამოაცხობს ქოსატყუილა ყველაზე ფლიდი.
იქნებ ეს არის ტყუილი მწარე, რომ დედამიწა გახდება მწირი, რომ მოისპობა ყოველი მწვანე და მეტეორის გავხდებით წერა…
იქნებ ეს არის ტყუილი ტკბილი, რომ არ იქნება მერმის ომები, დაგვავიწყდება ტანჯვა, ტკივილი, თხებს გაუყოფენ ლუკმას ლომები….
და თუ დაგეცა ღამე უძილო, იქნებ მიენდო და არ უგანო, სცადე შეიცნო სივრცე უძირო, უასაკო და უკიდეგანო,
თვალუწვდენია სიდიდე მისი და რაც არ უნდა აღგიძრას რიდი, სწორედ იგია, ჩემო იმანო, ამქვეყნად ყველა ტყუილზე დიდი.
ჩვენ ამ სამყაროს წარსულს ავცქერით და მომავლიდან ჩვენ დაგვცქერიან. შემზარავია განცდა ამგვარი და მით უმეტეს მშვენიერია.
ეს მოჩითული ცარგვალი ღამის და ვარსკვლავების შუქი არქატი მხოლოდ ლანდია საკუთარ თავის, დროის უფსკრულში გამქრალი ხატი.
კარგა ხანია უმეტეს მათგანს მინავლებია ალმური მწველი, თუმცა, მომდევნო ათასი წელი ამას ვერ ნახავს დედამიწელი.
თუნდაც ზღაპრული სურათი ხომლის, თითოეული ვარსკვლავი რომლის ცივი ციაგით იტაცებს მზერას, უკვე ქცეულა კოსმიურ მტვერად ან შავი ხვრელის გამხდარა წერა,
შენ კი ამგვარი გგონია ჯერაც და ცის გუმბათის სიმყარის გჯერა…
რისთვის გვებოძა უნარი განსჯის ჩვენ, ამ სამყაროს ნამცეცა მღილებს, ეს ნიჭს კი არა, მაგონებს სასჯელს, როდესაც ძალი არ გაქვს ცვლილების.
მიგვერეკება დროის დინება, და რაკი ბედმა ასე ინება, რა დაგვრჩენია, მოთმინება და ვარსკვლავმრიცხველის გულმოდგინება.
დამთრგუნველია მისი ყოველი ამოუცნობი ხრიკი და ფანდი, და აღარც პასუხს არსით მოველი, ისევე, როგორც მოხუცი კანტი, თუმც გაოცებით მასავით მავსებს, და ამის განცდაც მასავით შემშლის - ვარსკვლავიანი ზეცა ჩემს თავზე და მორალური კოდექსი ჩემში.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:38 pm

ცას ახედე

სითაც უნდა მიმართო თვალი, ჩხრეკას ნაწაფი, ირგვლივ მხოლოდ უსულო კაჟია და ქარწაბი, არსაით გეგულება სულიერის ნასახი, თუნდაც ცოცხალ ფორმათა ადრეული ასაკი…
ჩვენი კენტი რასა კი, ქვეშე შავი კამარის, სასოებით ასცქერის უსამანო სამარეს, სადაც აბურდულია წესი და ცდომილება, სადაც ყალყზე შემდგარა ყველა განზომილება, დროს და სივრცეს ერთურთში გაუმართავთ ცილობა, ცრუ და სასაცილოა ბრძენთა მიხვედრილობა.
ნუთუ მარტოკანი ვართ, აი კითხვა მთავარი, ნუთუ კაცის მოდგმაა ამ სამყაროს ჯავარი, მხოლოდ დედამიწაა სულიერთა სავანე და არსაით ბოგინებს გონიერი მავანი.
მაგრამ სადარდებელი არის არა მარტო ეს, ვარსკვლავთა მოდარაჯეს ერთი წუთით არ ტოვებს განცდა დიდი ქაოსის, დიდი არამწყობრობის, სევდა უსევდაესი ობლობ-უმეზობლობის.
თუმცა, ვიდრე ატარებს იმედს, თუნდაც პატარას, ცაზე ამონადირებს ნაირ-ნაირ რადარებს.
მთებზე ტელესკოპები, ფხიზელი ციკლოპები, ზეცას შეყუდებიან მოთმინებით ატლანტის, ვარსკვლავეთის კუნჭული გაუჩხრიკავთ ყოველი და სიცოცხლის ნიშატიც ვერ უნახავთ აქნამდის.
ალალბედზე გასროლილ მაცნეს დედამიწელთა გზა უძევს უსასრულო, ცივი, ჩუმი და ბნელი, საგანძური ზღაპრული მიაქვს გულში ჩაკრული - ბეთჰოვენი, სტრავინსკი, მოცარტი და ჩაკრულო.
ჩვენს მიამიტ გზავნილებს არვინ ეხმაურება, არავის ეყურება ნუთუ ჩვენი ძახილი, იქნებ უკვე მოგვაგნო, მაგრამ არ სურს გამხელა, რადგან ვერ ამოიცნო ადამის ძის ბუნება.
იქნებ სულაც ყრუ არის, ანდა ჯერაც ველური, იქნებ მისი არსება არის ეფემერული, სადღაც ახლო-მახლოა უჩინარ-უფერული და ვერ გამოარღვია სივრცე პარალელური.
***
თუკი შენი მაგვანი ვერ ჰპოვო ვერასოდეს, უებრობა შეიშნე, ოღონდ მარად გახსოვდეს – განდიდების სიგიჟემ თუ გაჩვია შეცდომას, ცას ახედე ჟამი-ჟამ, შეგახსენებს შენს ზომას.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:41 pm

აჯა სოლომონ ბრძენისა

უფალო, მომეცი იმისი შეძლება,
შევცვალო ის, რისი შეცვლაც შეიძლება,
იმას შევეგუო, რაც ვერ შეიცვლება,
თან, რა რომელია, შემეძლოს შეცნობა.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:43 pm

იმერეთი, დილა

დილა ტყეში, გრილი ლეშხი, სიო ღამენათევი,
ბალახებში დაფიონის ჩვილი ათინათები,
ჟიჟრიბანდის შარავანდით ხვამლის შემონათება.
ტოტზე წკირი, წკირზე ცვარი, ცვარზე მწკერი ციატი,
ტყეს მოადგა განთიადი ფერთა დარაიათი,
იცრიცება მდუმარება ჩიტთა რია-რიათი.
მოჭიკჭიკეს ყველა ჯურის მოუყრია აქ თავი,
გაუბიათ ჭრინი ჭრელი, ერთად ყველა ოქტავა,
ღმერთო, ნუთუ ამ სამოთხეს იმსახურებს მოკვდავი…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:45 pm

კაკოლისთან სტუმარია

ბუხარი რის ბუხარია, ცეცხლი თუ არ უხარია, ხმელი შეშა თუკი ნახა, მაშინ უფრო უხურს ხახა, ნეკერჩხალის ნაკვერჩხალი ქოცოს მათუხთუხარია, კეცი უკვე მხურალია და კარდალაც მდუღარია.
აგერ ხელი წეიბანეთ, პირსახოციც უხმარია, სანთლის ოტკა გაგვისინჯეთ, უჰ, რა ჩასახუხარია, ხაჭაპური მიატანეთ, ახალგანახუხარია, სტუმარმა თუ მეიწყინა, მაინძელიც მწუხარია.
ე ქალებო, პრასის წნილი, გეინძერით პაწა აწი, ბაძგარია, ჭურს მოხადე, ნუ დამიხჩვე აი კაცი, შალიკოსთან რო სტუმრობენ ქალაქელი გოგონები, დაგვეწვიონ, წამეიღონ თავ-თავისი ბოკონები, შალიკოსაც დამიძახეთ, დამდურება იცის მაგან, აქანა თუ ვერ ვეტევით, გადევიდოთ სადმე სხვაგან.
სამზადისი ფაცი-ფუცი, ყველა საცხა მიდი-მოდის, ვინცხა პუტავს ვარიკას და უბლაყუნებს ვინცხა როდინს, ვინცხა ფხალზე აკიპკიპებს, უტყაპუნებს ჭადებს ვინცხა, ვინცხამ კიდო თორნის პური ბუხრისპირზე მიაფიცხა…
ქეიფია კაკოლისთან, აიწევა მალე ჭერი,
კაცი თუა ქვეყნად ნეტავ ახლა მასზე ბედნიერი…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:47 pm

გინდა ღიმილის დაფარვა

გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ,
ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ,
ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ,
ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ,
ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ,
აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…


Last edited by კობა (მატეკარი) on Fri Aug 21, 2009 9:51 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:48 pm

ხვამლისა

მიზანს მივატანეთ კვირას.
ჯილდოა რაოდენი
ხვამლის ძირას,
ცეცხლის პირას,
განთიადის ლოდინი.
არე–მარე, ფერი ქარცის, ღამის ბინდში ჩაწნულა, გაუშლია ფრთები ქარცივს, სათარეშოდ აძრულა, აათრთოლებს დიდრონ ცაცხვებს და ალერსით დაქანცავს, ნისლებს წეწავს, ვერხვებს არწევს, ბოლო ფოთოლს აძარცვავს.
ზეცა ისე იღრუბლება და ისე იქუფრება, უნდა მიწის დაუფლება, შუშპარი და შუფრობა, სატრფიალოდ შეყრა ნებავს, სული დუღს ლაბარნასი, ითრუჯანის მხურვალებას უსალბუნებს არმაზი.
ურანუსმა შხივი იხმო, ეჭვი ხრავს მოაბადის, გასუსულა მთვარე მიღმა ღრუბლის ლეგა ნაბადის.
აღმა აეხუტა კვამლი, კოცონს თქორი ეპკურა, სფინქსად გაწოლილა ხვამლი, იდუმალი ებგური.
ხვამლო, არამ–ხუტის ხამლო, დღემდის არვის ეღირსა დაიურვოს საიდუმლო შენი კალთის, რეხისა.
გულს ჩაგიკრავს მონაბარი ერისა და მეფისა, თავს გვირგვინად დაგდგომია მაყრიონი ზეცისა,
ღვთაებათა მთელი დასი, ვისაც აქ ეგულება ერთი ძველთაძველი თასი, ყოვლის დამარწყულები, რაის ხიბლიც არასოდეს ხუნდება და ძველდება…
წვიმა მოდის, წვიმა მოდის, მთა და ბარი სველდება.
დილეულა, როს ნაშფოთარ ღამეს მიეძინება, როს ცრიატი რიბირაბო შხერებს წაეფინება, როს ბარბალიც აღმოხდება, მეწამულის ფერისა, რით მიხვდება, რა დახვდება კვალად ცისიერისა…
ოდენ ქიზის, ონავარის, ღამეული სიგრილე, გაცრეცილი ნაშთი მთვარის და ბინულის კირკილი, ნაწვიმარზე ნამასხმული აბლაბუდას ლაპლაპი
და წვეთების
ფოთოლ–ფოთოლ
კანტი–კუნტი კაპკაპი…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:53 pm

არა ვყოფილვართ მგლები

ვაგლახ, თაობა ჩემი სულ წუწუნებს და მოთქვამს,
გააგდებინა ლოკვით ძირი ცარიელ ქოთანს,
ითმენს ძალიან ბევრს და ყოფინობს ძალზე ცოტას,
უჯობს ნარჩენით ძღომა თავისუფლებით შფოთვას.
არ გვსურს განძრევა ხელის დასამკვიდრებლად ახლის,
არა ვყოფილვართ მგლები, სული გვქონია ძაღლის.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:54 pm

კესანეს გაღვიძებისა

ამ გორისა, კორკორისა, მშვენებაა კესანეო, პაწაწინა სარკე ცისა, საფირონად მკვესარეო, თითქო სიოც მისად ქრისა, ნამიც მისად გადმოდისა, იმოდენა იმაქნისა, ლექსად გამაქეზა მეო.
დედოფალი სიტურფისა და ფერია სინაზისა, გაგაქეზებს, მა რას იზამს, ცვარნამს მძივად რომ აისხამს და იმ ჟანტის ანაბზინით შემოგცინებს დილასისხამს, სიკამკამით მინანქრისა, პაწაწინა კესანეო.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:59 pm

წისქვილისა

ვიდრე ხანდარა მარტი დაიბეჩავებს ავდარს, ტყემლის ფიორა კვირტი ედიდგულება ზამთარს.
ქრის აბეზარი ქარი, თებერვლის ავი კუდი, ამღვრეულია დარი, თქეშს ენაცვლება ფრუტი.
ხან რომ შხაპუნა წვიმა დაუჭაქუნებს კრამიტს, ხანაც ჭიატი მცირე შემოაბრუნებს ამინდს.
ნიავს ჭორივით დააქვს ფთილა ფოშფოში ნისლის.
რა საამური ხმა აქვს ხევში გამართულ წისქვილს, უძირო გუდას ზღაპრის, თავადაც ლამაზ ზღაპარს, გზას შერჩენილი მგზავრის იმედს და თავშესაფარს.
ღარს დასხლეტილი წყალი ჩაუხვევია ბორბალს, კოტრიალობს და ბორგავს, როგორც აშიკი ცხარი. თავბრუდახვეულ დოლაბს კრიჭა უზოგავს ხორბალს, საკვამურს ცაში ბოლის აუკლაკნია ხიდი, მოღონიერდა ბინდი, ბორცვები გადახუნდა, ზის მეწისქვილე ბონდო, ბევრი არც არა უნდა, ცოტაოდენი მინდი, ორი იმდენი – ჭორი, აჰა, ეშველა მგონი, მგზავრი გამოჩნდა შორი.
მალე გუზგუზა ბუხარს მიუცუცქდება ორი და მონდომებით გაჩხრეკს ყოფიერების ავ-კარგს, მოიგონებენ ამბებს, გარდასულსა და გამქრალს, და ამ დუდუნის მიღმა სევდის ელფერი დაკრავს ღარში ნაკადის რაკრაკს და სარეკელას რიკრიკს,
წისქვილმა ფიქრი იცის, ფიქრი შორეთში მიქრის…
საიდუმლოსი, დიდის, მოგეძალება განცდა, წუთისოფელი, ფლიდი, რა დაუნდობლად გძარცვავს, როცა სიცოცხლეს შენსას ისე ღერღავს და ნაცრავს, როგორც ბუხარი წკირს და როგორც დოლაბი მარცვალს…
სმენას მოგტაცებს წამით შურშული ხმელი ისლის, ამ ბურდებიდან ღამით ჭინკის ფხაკურიც ისმის, ბუხარში ფიჩხი, სველი, ბრაზობს, ნაპერწკალს ისვრის, მოჰყვება ხიბლი ძველი ხევში გამართულ წისქვილს, სადაც ფიქრი და განსჯა ხანდახან ლექსად იშვის და იწრიტება ხვიმრა, როგორც საათი ქვიშის, სადაც დოლაბის ღირღილს უხამებს გული ძგერას და გაუმხელი შიშით ეპოტინება მზერა ნისლეულების გროვას, შორეულ ცაში მბოლავს
და თვალსაწიერს ჩვენსას,
ერთ უზარმაზარ დოლაბს.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:03 pm

ბზარშეპარული მაჟორი

თვალწინ წამიერ ცხადივით გაელვებული ბავშვობა, საყდრის გორიდან ჭრელი და დიდრონი ფრანის გაშვება, ურიკით თავქვე დაშვება, კოჭი, ჩიკორი, ჩილიკა, შეთვალებული მოცვისკენ შეგულებული ბილიკი, შაირი, დროზე მომდგარი, ჩამორჩენილის ქილიკი, მაყვლის, ასკილის, ეკალას ბარდებით სავსე ფერდობი, ბურდიდან ბურთის ქაჩვაში შემოკაწრული ფერდები, ვენახის ბოლოს წნელებით შემორაგული ბოსტანი, ქალების ნაჭორავები – კრეპჟუჟეტი და ბოსტონი, კერას მიმჯდარი კაცების პოლიტიკაზე ჩურჩული – მაო ძე დუნი, დე გოლი, ჩან კაიში და ჩერჩილი, ბებიას შალის თავსაფარს ჩასაფრებული ჩირჩილი, ლობიო გამოსარჩევი, გამოსაკუჭი კაკალი, კვერცხმადებარი ჯუჯულას გაგულისებით კაკანი
და ბაფთიანი გიტარის ბზარშეპარული მაჟორი – რაშორი, რაშორი, რაშორი, ბიჭო, ავქსენტი, რაშობი…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:05 pm

შობა დილა

აისის მზე ბორცვებს შეუფაკლავს ღაწვებს, ბიბა თოვლი აძევს გარინდებულ ნაძვებს, სუსხი გიჟმაჟ ბინულს კისკისს შეაყინავს, შობის დილას ყოველს უშფოთველად სძინავს,
არე–მარე ბზინავს.
საღამოს კი ისევ იქუფრება ზეცა, უნდა მოგვანატროს მთვარეცა და მზეცა, გაუშლია ღრუბელს კულულები მრუმე, ო, რა იდუმალი არის ეს სიჩუმე, საცა არის ბინდი გზაზე უნდა გაწვეს და ტოტები უფრო დადრეკია ნაძვებს, ხოლო მიწა თითქოს თოვლის რიდეს ითხოვს, პირგაზაფხულამდე დაგვიმალავს ხვითოს,
ხვავრიელად გვითოვს.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:07 pm

ერეკლეს ხმალისა

თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ერთხელაც, რომელსამე ფიცხელ ბრძოლაში რომ ემტყუნებინა პატარა კახისთვინ იმ თავის ხმალსა…
ახლა მითხარით, რაა მისი ფასი საქართველოსთვის.
ჰოდა, ლექსად მოფერების ღირსი არ არის განა?
აი, ასე:
მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს, გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს, კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!”


Last edited by კობა (მატეკარი) on Thu Aug 20, 2009 8:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:11 pm

რუბიკონი
გურამას და რუბიკას გაბაასება


გურამა - რუბიკ ჩემო, გინდა გითხრა ვით შეიცნო კაცის სახე?
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისთე გამონახე.
რუბიკა - ეგ კი კაი სავეტია, თუმც პატარა მაქს ვაპროსი,
მამა - ლოთი, დედა - ბოზი, ვინ გამოდის კირაკოზი?
გურამა - რუსთაველი შეგვახსენებს პლატონისგან სწავლად თქმულსა:
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.
რუბიკა - მე კი ვფიქრობ, ეგ მუდროსტი შეცდომაა, თანაც გრუბი,
თუ მართალი იქნებოდა, იყროლებდი, როგორც ტრუპი.
გურამა - ერთი რამის თქმაც მინდოდა, შენთვის კარგად გასაგების:
“სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”.
რუბიკა - ჩემთითონაც კარგა ვიცი, განა ეგრე ვგავარ დებილს?
სინამ კერვა ვისწავლებდი, ტანჯვა მქონდა ამ თითების.
გურამა - დაუჯერე ილიას და შენც ეს წესი წესად დარგე,
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე – აბა მე დღეს ვის რა ვარგე?
რუბიკა - რაც მე შენზე ფული გსესხე, მითომ ამით ცოტა გარგე?
უფრო მეტი უნდა გსესხო? წადი ახპერ, დამეკარგე!
გურამა - წინაპართა დაკვირვებას, კიდევ გეტყვი ამასაო,
ურჩევნია მამულსაო, შვილი სჯობდეს მამასაო.
რუბიკა - ორ ბოთლს სვამდა მამამისი, სამ ბოთლსა სვამს კარაპეტა,
მითომ ამით შამშობლოსთვინ დიდი საქმე გააკეთა?
გურამა - ეს სიბრძნე კი აუხსენი შენს ბიძაშვილს, შავ რობასო,
კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დოუწყებს ჯავრობასო.
რუბიკა - რობას ცოლიც გკიდია და უფრო მეტად - შავი რობა,
პროსტა რითმა გჭირდებოდა, რო განაგრძო შაირობა.
გურამა - ერთ ამბავსაც მოგახსენებ, გასაგებად ცოტა რთულსა,
დიდი შოთა გვასწავლის, რომ “შიში შეიქმს სიყვარულსა”.
რუბიკა - არც ეგ მამწონს, ცავატანემ, რად მიმატებ გულის დარდებს,
თუ სიდედრის მეშინია, თანაც უნდა შამიყვარდეს?
გურამა - ეს ანდაზაც დაიხსომე რუბიკ, ჩემი წყალობითო,
შავი ცხვარი ბანვით მოკლეს, თეთრი - დაუბანლობითო.
რუბიკა - ჩემ და შენზე თუ იძახი, ეს ხო უფრო მოგვიხდება -
თეთრი ტრაკი, შავი ტრაკი აბანოში გამოჩნდება.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:19 pm

რუბიკონი
მუხამბოზი


ჩემო ქალაქო, შენს უკნიდან მე არ მივლია,
ვინ არის, შენთვის გულის კარი ფართოდ არ გაღოს,
სხვაგან სად ნახამ, რო გარიკა ნახალოვკელი
ლუკმა გაუყოფს ავლაბრელ მახოს.
აი მაგებზე უმღერია თავის დუდუკით
ზახაროვ გლახოს.
განა პარიჟზე შენ რითა ხარ მითომ ნაკლები,
როგორც მონმარტრზე, გამოვფინამთ ჩვენაც გრაფიკა,
საპოჟნიკები ყველა გახდა მადელიორი,
პარტნოი იყო, კუტურიე გახდა რაფიკა.
ჩვენი მესროპა დაგიწერა ანაბანები,
ღმერთი უმრავლის ჩვენი ქალაქს მაგისთანები,
საიათნავა აქ დაუკრა პირველი საზი,
მაგის პაპამაც გაახარა პირველი ვაზი.
ფარაჯანოვი გადაგიღო შენ სურმის ციხე,
ჩვენი არამაც აქ წერამდა შენთვის ბალეტებს,
ჩვენი ტიგრანა აქ ასწავლა ყველას შახმატი,
ჩვენი ლოვიკაც მალე ნახამთ რა გააკეთებს.
სხვა ქალაქებში სად დაფრინავს ამდენი ტრედი,
ანდაც ჩვენსავით ვინ ატანებს არაყზე წვადი,
რა ლამაზია მრავალტანჯვილი თბილისი ჩემი,
თუ არა გჯერა, ერთი მარტო ბაზარში წადი,
მაინც არ გჯერა? ფნიკულორზე ტრამვაით ადი.
სხვაგან სად ნახამ შენ ეგეთი კუკლა ბალკონებს,
ავლაბრისავით ვინ წაიყვანს ქალაქში სტოსი,
ხაჩიკას ზურნა ჩვენსნაირად ვის დააღონებს,
თბილისო ჩემო, შემ გიმღერებ ეს მუხამბოზი.
ჩემ წინაპრების ოფლითა ხარ აშენებული,
მაგითი ძვალით სავსე არის შენი მთაბარი,
შენ სიყვარულში მიყვარს ღამე გათენებული,
განა ქალაქი, ფაიზაღი შენ ხარ ზღაპარი,
სხვაგან სად არის ეშხიანი ქალი ამდენი,
ნეტავ სად არის სხვა ჰავლაბარი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:20 pm

რუბიკონი
რატომ ნატომ


ჩემ შამშობლოს უჟე რული ნატოსაკენ აუღია,
ნატოს კიდე თავის კარი ჩვენთვის ფართოდ გაუღია,
რუსმაც ქართველ იმიგრანტებს პასპორტები დაუხია,
ადრე რაც რომ ძმობა იყო, მითომ წყალსაც წაუღია.
ბუინობენ ნატაშები, ნეტავ რატომ მითომ ნატომ,
მოგვტირიან, არ იციან დარდი როგორ გამოხატონ,
უმადური ქართველები რატომ უნდა გვიღალატონ,
ა ვდრუგ ნი სავსემ ზახოჩეშ, ჩტო უ ნატო პოდ ხალატომ,
ნო ტაგდა უჟ პოზდნა ბუდეტ, ოჩენ პოზდნა ბუდეტ პატომ,
სუპ სკატომ პატომ პალუჩიშ, ი კამპოტ ს გნილიმ ცუკატომ,
ქართველს ოღონდ უდარდელი მომავალი დაუხატონ,
დახოდები გაუზარდონ, პენსიები მოუმატონ,
აღარ ახსომთ, კაკ ნატაშა სპიტ ნა გრუდე ვალასატომ,
აი ეგრე დაასირა ფულიანი ნატოს ჯადომ,
ესლი ანი ოპტამ სტანუტ პრაზაპადნიმ დემოკრატომ,
იხ ნატაშა ვსეხ ზამენიტ ხასბულატომ, ჯამბულატომ,
ტილაგო, ტაგლი ტაგო, დუმპ-ტაუტამ, დიმპტი-ტატომ…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:23 pm

რუბიკონი
ამ ქალაქის გრაჟდანი ვარ


ვინა თქვა, რომ ჩემი საქმე მარტო ჩემი მახათია
და ამ ქვეყნის მომავალი ჭიპის ქვემოთ მახატია.
ვარ თბილისის ერთი შვილი და ბულბული ვარ მაგისი,
სულ მაგისთვის გავაცვითე ეს მახათი და სადგისი.
ერთი ნახეთ, რარიგ შვენის ბალკონი და ქვაფენილი,
ან სარეცხი რაზნაცვეტნი, ჩემ როზასგან გაფენილი.
ამ ქალაქის გრაჟდანი ვარ, მეც მაქ ჩემი უფლებები,
რადგანაც რომ ყველასათვის მე ვაკერებ ტუფლებები.
ოცი წელი ჩემ ბუტკაში წყნარად ვზივარ, როგორც უტკა,
მაგრამ თბილისს თუ დასჭირდეს, ენაცვალოს ჩემი ბუტკა.
ვინც ფიქრობს, რო ეს სიტყვები ცარიელი არი შუტკა,
არ აუდგა გვერდები და არც სხვა რამე არ აუდგა.
მშობელ მიწას ეძღვნერება ჩემი შრომა–გარჯილობა,
თუმცა ზოგი რას გამიგებს სამშობლოსთვის ტანჯვილობა.
ვერც მე ვუგებ, ამ ქვეყანას უნამუსოდ ვინც რომ ყიდებს,
რომელიც რომ ნაპარავით მუთაქები გაიდიდებს.
ვენაცვალე შენი მტკვარს და ზედ გადებულ ყველა ხიდებს,
და იმასაც ვენაცვალე, უფრო დიდებს ვინც გაგვიდებს.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:29 pm

რუბიკონი
შენ გიმღერდნენ ბულბულები


ჩემ ქალაქის სილამაზე მთვარის შუქზედ სულ სხვა არი,
ცხადი სიზმარს ეხუტება და იშლება ვაბშე ზღვარი,
მახათადან მთაწმინდამდე ვარსკლავების დგება ჯარი,
თეთრ კიტელში თავს იწონებს მთვარე, მათი გენერალი,
ქვემოთ, ვერცხლის ქამარივით მოციმციმებს დინჯი მტკვარი,
ეს ხომ ჩემი თბილისია, სამღერელი, საფიცარი,
ქიციც იცის, ქიცმაცუნიც, წყნარიც არი, ცქაფიც არი,
ჩემსნაირ კაცს რო ამღერებს, მა არ არი საოცარი,
აქ ვერავინ დაგიკავოს სიყვარული, შენი წილი,
და ჰალალი შრომის შემდეგ ყარაჩოღლის ტკბილი ძილი,
ვინც რომ ერთხელ გინახულებს, უნდა შენზედ ლოცვილობა,
ღმერთმა უფრო მეტი მოგცეს დღეობა და ქორწილობა,
თუმც ვინ მამცა შენს სამღერლად მაგოდენა მოცლილობა,
ჩემი საქმე კერვა არის, ტრადიციის მორჩილობა,
პირველ რიგში მევალება ჩემი დანის ლესვილობა,
ამ მახათის წვეტილობა, მისი ძაფის გოზვილობა,
შენ გიმღერდნენ ბულბულები, იეთიმი და საიათნოვა,
ერთი ორი კარგი ლექსი გრიშაშვილიც დაგვიტოვა,
გული მიგრძნობს, კიდე ვნახამ პურმარილით სამსე ტივებს,
სულ გიმღერებ, სააქაო სანამდინაც მატივტივებს.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:30 pm

რუბიკონი
სიყვარული ბრმაა?


როზა, ნეტავ რამ დაგბადა ეგრე საყვარელოვანი,
ვკუსნი, როგორც ლაღიძევსკი ხაჭაპური ფენოვანი,
ინდის ხურმის სიტკბო გაქ და ანანასის არამატი,
მაგრამ ჩემგან ეგრე შორს ხარ, როგორაც რომ არარატი,
დუთმა ნესვზე სოჩნი ხარ და სპელი, როგორც აბრიკოსი,
ნეტავ ცხვირიც გქონებოდა კბილის ექიმ თამრიკოსი,
ჩვენი უბნის ლამაზებში წაიყვანდი ვაბშეე სტოსი,
ფეხებიც რო გქონებოდა ბაღის გამგე ქეთინოსი,
ბიუსტი რო გქონებოდა ბუღალტერი მედიკოსი,
ტალია რო გქონებოდა ნოტარიუს ლიზიკოსი,
ყელ–კისერი მანანასი, თვალ–წარბები ნინიკოსი,
კანის ფერი იზოსი და ტუჩ–ნიკაპი თინიკოსი…
გურამ, რატომ შენ იცინი, რად ხარ ეგრე ცინიკოსი?
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 8:32 pm

რუბიკონი
დაშანც ტუხტ
(თანხმობის სიგელი)

რუბიკა – გურამ, ლამის დამავიწყდა, რაც რომ შენთვის უნდა მეთქვა,
წუხელ ღმერთი დამესიზმრა, ლამის გული გამიხეთქა,
მეთქი – ასტვაწ, სად მიგყევარ, ნახე ჩემი პულსის ფეთქვა,
ჯერ ვირრივით ზდაროვი ვარ, ძლივას მიძლებს ტაბურეტკა,
ღმერთიც მითხრამს – წამო რუბიკ, არ მოგბეზრდა ეს ქვეყანა?
ანგელოზებს დავავალე ჩემთან შენი წამოყვანა,
შენ კი რატომ არ მოჰყვები, არის ჩემთვინ გამოცანა,
ზეცისაკენ რო არ ჩქარობ, ეგრე გიყვარს მიწა განა?
სამოთხესაც გირჩევნია შენი ბუტკა–ჯაბახანა?
აბა, შუსტრად აიბარგე, მაგდენი დრო არ მაქს, ჯანა.
მეთქი – როგორ წამოვიდე, მე რა ვიცი, მანდ რა ხდება,
ან ამაზე უკეთესი მითომ რატომ მანდ დამხვდება?
ტურისტებიც არ არიან ეგრე მწარე დუპლეტები,
სინამ წავლენ, ჯერ ნახამენ ბრაშურები, ბუკლეტები.
ღმერთი მითხრამს – სამოთხეში, კაკ აბიჩნა, ჭამენ, სვამენ,
ფულიც კეთვენ, დანაზოგიც სბერკასაში ინახამენ,
თვრალები და ავჩარკები შენს ბუტკაზე არ აფსამენ,
კლიენტებიც უფრო წყნარად შენიშვნები გამოთქვამენ,
აღარც ბუტკა გატეხამენ, აღარც თითონ გაგლახამენ,
სიდედრი და კონცერნები ატმასფერა არა შხამენ,
მეთქი – მაშინ თან წამიღე, ოღონდ ერთი მაქს ზამეტკა,
ცოტა დიდი ბუტკა მამე, ცოტა რბილიც – ტაბურეტკა,
ღმერთი მითხრამს – რახანც ნატრობ, მოვალე ვარ გითხრა – ამენ!
თუმც იცოდე, ტაბურეტკას ჯოჯოხეთშიც აღარ დგამენ.
მეთქი – ცოლიც ჯერ აქ დარჩეს, ბავშს მიხედოს, ცავატანემ,
მაგიტომაც მირჩევნია იქ თუ როზას გამატანემ.
ღმერთი მითხრამს – შენ თუქსუსო, რა დროს ბოზი როზას დარდი!
და ეგეთი ჩამათხლიშა, კრავატიდან გადმოვვარდი…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 9:20 am

ჯონ ტოლკიენ
ლექსი 1
გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ


ო! ნეტავ საით გაგიწევიათ,
რომელ კუთხისკენ გიჭირავთ თვალი,
საბრალო პონებს დააცვდათ ნალი,
ხოლო მდინარის კამკამა წყალი
ო, დელი დელა
ველისაკენ ილტვის ცელქი და მალი.
ო! ამ მხარეში რას ეძებთ ნეტა,
რა ჩალიჩია, რა სუნი დგება,
ფიჩხი ხრჩოლავს და კვერები ცხვება,
ო, დელი დელა
ველზე კი სუფევს მხიარულება
ჰა! ჰა!
ო! საით ილტვით წვერის ცანცარით,
განურჩეველად ავდრის და დარის,
ან ბილბოს რა აქვს ჩამოტანილი,
ამისი მცოდნეც არავინ არის.
გაუწევიათ ბალინს და დვალინს
დაღმა, ველისკენ, ოხვრით და ხვნეშით,
ივნისის თვეში,
ჰა! ჰა!
ო!, აქ დარჩენას აპირებთ ნეტავ,
თუ გასაფრენად გიჭირავთ თვალი,
დღის შუქი ხდება სულ უფრო მკრთალი,
და არევიათ პონებს გზაკვალი,
ახლა გაფრენა სიგიჟე არის,
ხოლო დარჩენა – შეგმატებთ ხალისს
ალიონამდე მიუგდეთ ყური
ჩვენებურ ჰანგებს,
ჰა-ჰა!


Last edited by კობა (მატეკარი) on Fri Aug 21, 2009 9:41 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 9:33 am

ჯონ ტოლკიენ
ლექსი 2
გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ


ჭიქების მსხვრევა, დაფშვნა თეფშების,
ჟანგვა დანების, გრეხვა ჩანგლების,
ბოთლების ლეწვა, დაწვა საცობის
ბილბო თოფრაკელს ძლიერ აცოფებს.
სუფრის დაფხრეწა, გაგლესვა ქონის,
საკუჭნაოში დაღვრა ნაღების,
საძინებელში მოფანტვა ძვლების,
ღვინით გაწუწვა ყველა კარების,
მდუღარე წყალში ჩათხლეშა ჭურჭლის,
შემდეგ კი მძლავრად ჩაძნეყვა კეტით,
და თუ რაიმე გადარჩა მთელი,
დარბაზისაკენ წაღება ხვეტით…
ჩვენს ბილბოს ამის ატანა უჭირს,
ამიტომ ფრთხილად მოეპყარ ჭურჭელს.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 9:43 am

ჯონ ტოლკიენ
ლექსი 3
გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ


ძუყნა და ძნეყა, ძაგრა-ძგერება,
ტკაცუნ-ტყლაშანი, ტუკვა, ტაცება,
ძირს! დაღმით! გობლინ-ქალაქისაკენ
გასწი ჭაბუკო!
ჯახი და ჯუხი, ბათქი და ბუთქი,
ურო, მარწუხი, ხათქი და ხუთქი,
მოგელის ქუფრი ქვესკნელის მხუთრი,
მიდი! ჭაბუკო.
შოლტის შლაპუნი, შხუილ-წუილი,
ზერგნა, ზრიალი, ზრინი, ზმუილი,
ორმაგი ჯაფით ისჯება ურჩი,
ისმის გობლინთა ბოყინ-ყაყანი,
აჰა შავბნელი სკნელი საზარი,
დაღმა, ჭაბუკო!


Last edited by კობა (მატეკარი) on Fri Aug 21, 2009 9:48 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 9:46 am

ჯონ ტოლკიენ
ლექსი 4
გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ


შორს, ყინულოვან და ნისლა მთებში,
ღრმა ჯურღმულებში და ქვაბულებში,
გარიჟრაჟამდე უნდა ვეძებოთ
ოქრო უძველეს სამალავებში.
იქ მუშაკობდნენ ძველად ჯუჯები,
ჯადო ხელობას ნაზიარები,
გრდემლები რეკდნენ, როგორც ზარები,
იქ, სადაც თვლემენ ბნელი ძალები.
ელფთა მეუფის სუფევსო განძი,
და იდუმალი შუქით ანთია,
აუკრეფია თითქოს სხივები
და ვარაყებში ჩაუფანტია.
ვერცხლის უნაზეს ყელსაბამიდან
გნუსხავს ვარსკვლავის ცივი ნათება,
გვირგვინში ელავს დრაკონის ცეცხლი,
მზისა და მთვარის ათინათები.
შორს, ყინულოვან და ნისლა მთებში,
ქვაბულში გველის განძი ქებული,
გარიჟრაჟამდე უნდა ვეძებოთ
ოქრო დიდი ხნის მივიწყებული.
სად უცხო ფეხი ჯერ არ დადგმულა,
იდგა ოქროსგან ნაკვეთი ქნარი
და იქ ნამღერი ბევრი სიმღერა
არც ვისგან იყო განაგონარი.
ზემოთ ფიჭვების ისმოდა კვნესა,
ქარის ღმუილში ქროდნენ დღეები,
კოცონთა ალის ცახცახს და შფოთვას
იმეორებდნენ თითქოს ხეები.
ველიანში კი რეკდნენ ზარები,
და ფერშეცვლილი იდგნენ კაცები,
და შესცქეროდნენ დრაკონის ძვინვას
სახლების ლეწვას, კოშკთა დაცემას.
და მთვარისაკენ ილტვოდა კვამლი,
და დაებინდა ნათელი მთვარის…
ახლა კი დროა ჩვენც გავისარჯოთ
დასაბრუნებლად განძის და ქნარის.


Last edited by კობა (მატეკარი) on Fri Aug 21, 2009 1:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Fri Aug 21, 2009 9:50 am

ჯონ ტოლკიენ

მატიანე I
გუშაგნი
წიგნი I


სამი ბეჭედი ბრძენთაბრძენ ელფებს - სასიქადულო სიკეთისათვის,
შვიდი ბეჭედი ქვაბულის ჯუჯებს, მთის გულში მიწყივ მუშაკობისთვის,
ცხრა კი უშიშარ ხმელთაშუელებს პირქუშის ერთგულ მსახურებისთვის
და დაუნდობელ შერკინებებში ენითუთქმელი სიმამაცისთვის,
ხოლო ის ერთი, ყოვლადძლიერი – თავად მორდორის მეუფისათვის,
რათა ყოველი განაცალკევოს და ყოველ მათგანს დაუხშოს ნება,
ხოლო შემდეგ კი ერთად შეჰყაროს, ერთ საცხოვრისში გაამთლიანოს
განუსაზღვრელი მეუფების ქვეშ მორდორის დიდი მბრძანებელისა.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Sponsored content




PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
კობა ჭუმბურიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: