არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლინგვისტუსი - ვახტანგ ელერდაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლინგვისტუსი - ვახტანგ ელერდაშვილი   Tue Aug 18, 2009 5:36 pm

არტურ რემბო – ძველი კარადა

Le Buffet

C’est un large buffet sculpté; le chêne sombre,
Très vieux, a pris cet air si bon des vieilles gens;
Le buffet est ouvert, et verse dans son ombre
Comme un flot de vin vieux, des parfums engageant;

Tout plein, c’est un fouillis de vieilles vieilleries,
De linges odorants et jaunes, de chiffons
De femmes ou d’enfants, de dentelles flétries,
De fichus de grand-mère où sont peints des griffons;

- C’est là qu’on trouverait les médaillons, les mèches
De cheveux blancs ou blonds, les portraits, les fleurs sèches
Dont le parfum se mêle à des parfums de fruits.

- O buffet du vieux temps, tu sais bien des histoires,
Et tu voudrais conter tes contes, et tu bruis
Quand s’ouvrent lentement tes grandes portes noire.

ძველი კარადა

მუხის კარადის ჩუქურთმები, ხეში ნაკვეთი,
დიდი ხანია დაემსგავსა წარსულ ზმანებებს.
ღია კარიდან სურნელება სასოწარმკვეთი
უზომოდ გვათრობს, გვიზიდავს და თავს არ გვანებებს.

ბოხჩად შეკრული ძველმანების ალიაქოთი
ყვითელ თეთრეულს სიბნელეში თეთრად იგონებს.
გადაავიწყდათ დრომოჭმული დროის წალკოტი
ბებოს თავშალზე ამოქარგულ ციცქნა გრიფონებს…

აქ თქვენ შეხვდებით თმის ხვეულებს და გულსაბამებს,
ყვითელ სურათებს და თოჯინებს დაულამბავებს –
სიბნელეში რომ გვიყურებენ ნაჭრის თვალებით.

კარადას ბევრი ჭორ-მართალი ეცოდინება
და, ზანტად, მუხის შავი კარის აჭრიალებით
წარსულის ზღაპრებს მოგვიყვება, თუკი ინება.

ფრანგულიდან თარგმნა ვახტანგ ელერდაშვილმა.

გადმოტანილია აქედან - http://linguistuss.wordpress.com/2009/07/22/buffet/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლინგვისტუსი - ვახტანგ ელერდაშვილი   Thu Dec 30, 2010 10:47 am

ორანგუტანი, ანუ ტყის კაცი

with 4 comments


მიხო მოსულიშვილის ლიტერატურული დებიუტი 1984 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ მისი პირველი მოთხრობა “ტყის კაცი” გამოქვეყნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოთხრობა მალაურ ენაზე ჯერ თარგმნილი არ არის, თუმცა თუკი ამისი საჭიროება ოდესმე იქნება, მთარგმნელები რეალური პრობლემის წინაშე დადგებიან, ვინაიდან შეუძლებელია ის ღვთისნიერი კაცი, რომელზეც მოთხრობაშია საუბარი იმ სიტყვით მოიხსენიებოდეს, ქვემოთ რომ გვექნება საუბარი…

მალაურ ენაზე “ორანგ” ადამიანს აღნიშნავს. ადამიანები კი მალაურად “ორანგ–ორანგ”–ად იწოდებიან. ამ სიტყვის დაგუგვლა საკმარისი იქნება, იმის გასარკვევად თუ რაოდენ მრავალ რთულ კომპოზიტს ქმნის მალაურ ენაში ეს სიტყვა, თუმცა ყველაზე საინტერესო მოცემულ შემთხვევაში “ორანგ ჰუტან”–ია, რომელიც მალაურად სიტყვასიტყვით “ტყის კაცს” აღნიშნავს. საინტერესო ის არის, რომ თავად მალაელები ორანგუტანს “mawa”-ს უწოდებენ, Orang hutan-ები კი მათ ენაზე მალაის არქიპელაგის უსიერ ტყეებში მობინადრე განდეგილებს ჰქვიათ.

ისტორია მოგვითხრობს ჰოლანდიელ ექიმზე და ნატურალისტზე ჯეიკობ დე ბონდტზე (ლათინურ ვარიანტში Jacobus Bontius-ზე), რომელმაც იმოგზაურა კუნძულ იავაზე, მაშინდელ ჰოლანდიურ კუნძულ ბატავიაზე და იქაური დაკვირვებები რამდენიმე წიგნად გამოსცა, მათ შორის ერთ–ერთი 1658 წელს გამოცემული Historiae naturalis იყო, სადაც მან წითურბალნიანი დიდი, ადამიანის ზომების მაიმუნები აღწერა და უწოდა მათ “ორანგუტანი”, სიტყვა რომელიც მას მალაის არქიპელაგში ჰქონდა გაგონილი. სწორად იაკობუს დე ბონტიუსის წყალობით ეძახის მთელი მსოფლიო ამ უწყინარ მხეცებს ორანგუტანებს, რაც თარგმანში როგორც ზემოთ ავღნიშნე “ტყის კაცს” ნიშნავს.

მალაურ ადამიანთან, ანუ “ორანგ”–თან კიდევ ერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული, რომელიც ენტონი ბერჯესის რომანს, “მექანიკურ ფორთოხალს” უკავშირდება. ზოგი ამ რომანს “დასაქოქ ფორთოხლადაც” თარგმნის, ვინაიდან თავად რომანის ინგლისური ორიგინალი იძლევა ამის საშუალებას (clockwork orange), რაც თავის მხრივ ლონდონურ ქოქნიზე არსებულ ფრაზეოლოგიზმს უკავშირდება – როცა დედაქალაქელებს სურთ უცნაური ადამიანის დახასიათება, ისინი ამბობენ ისეთი უცნაურია, როგორც მექანიკური ფორთოხალიო (as queer as a clockwork orange).

რომანის სათაურს სხვა წაკითხვაც აქვს, რომელიც ენტონი ბერჯესის სამხედრო სამსახურს უკავშირდება. იგი ახალგაზრდობაში მალაიზიაში მსახურობდა და სიტყვა “ორანგ”–ის მნიშვნელობა რომ სცოდნოდა არ არის გასაკვირი. გასაკვირი სხვა რამ არის, თუ როგორი ოსტატური კალამბური გამოაცხო ბერჯესმა, რომელიც ერთი მხრივ უცნაურ ადამიანს უკავშირდება, მეორე მხრივ კი მექანიკურ ადამიანს, ანუ ადამიან–რობოტს. თავდაპირველად ზუსტად ასე უნდოდა თურმე დაერქმია მწერალს რომანისათვის, “ადამიანი რობოტი”, თუმცა შემდგომში მალაიზიაში გატარებული წლები გაუხსენებია და clockwork orange–ში ჩაუშიფრავს როგორც ფორთოხალი, ასევე მალაური “ორანგი” – ადამიანი.


Written by linguistuss

July 30, 2009 at 1:02 pm

Posted in სიტყვები

Tagged with ენტონი ბერჯესი, მალაური ენა, მიხო მოსულიშვილი, ორანგუტანი




4 Responses



აღარც კი ვიცი რა ვთქვა. აღფრთოვანებული ვარ.

sandro

July 30, 2009 at 5:43 pm



ოჰ, ვერა და ვერ წავიკითხე ეს “მექანიკური ფორთოხალი”. შევცდი, ჯერ ფილმისათვის არ უნდა მეყურებინა. ახლა მისი პეროსნაჟების მეხსიერებიდან ამოშლას ველოდები, რომ ხელახლა შევიდე მათს სამყაროში. ამჯერად, ლიტერატურის დახმარებით Wink

zurriuss

August 11, 2009 at 9:16 pm



როუალდ დალის ერთ-ერთი გენიარული ზღაპარი გამახსენდა – BFG (Big Friendly Giant), სადაც მოთხრობილია პატარა ობოლი გოგო სოფის და კაციჭამია გოლიათების ქვეყანაში მცხოვრები უწყინარი და არაკაციჭამია გოლიათის შესახებ. ძალიან სახალისო ამბავია, განსაკუთრებით კი – კეთილი გოლიათის მიერ გამოგონილი სიტყვები, ან სიტყვებთან მიახლოების მცდელობები, მაგალითად ადამიანს, ანუ human being-ს human bean-ს უწოდებს Smile)) არ დაგავიწყდეთ, რომ ამ human bean-ებს მისი თანამოძმეები გემრიელად მიირთმევდნენ Smile

Jessica de Rider

August 13, 2009 at 2:34 pm



ეს მოთხრობა თხუთმეტი-ოცი წელი ითარგმნებოდა რუსულად და არ გამოსდიოდა არავის – ამისი თარგმნა არ შეიძლებაო, – ამბობდნენ… მერე მოსკოველი მწერლების დახმარებით და ჩემი ჩარევით ითარგმნა აი, ასე – http://lito.ru/text/50747

მალაურად ამისი თარგმნა – ძალიან ხალისიანი და უტოპიური აზრია… სათაური კი – მართლა შესაცვლელი იქნება… Smile))

არმური

August 19, 2009 at 12:27 pm


მოთხრობა ოცდაშვიდი წლის დაძველებით – http://armuri1.blogspot.com/2009/10/blog-post_22.html

Archanda

December 30, 2010 at 10:50 am


წყარო – http://linguistuss.com/2009/07/30/orangutan/#comments
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ლინგვისტუსი - ვახტანგ ელერდაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: