არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბორენა ჯაჭვლიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ბორენა ჯაჭვლიანი   Wed Aug 05, 2009 11:03 am


Borena Jachvliani

ბორენა ჯაჭვლიანი


***
”რისთვის, რისთვის,
ამდენი ტანჯვა, ამდენი ცრემლები?!”
გაიფიქრა და ფანჯარასთან მივიდა.
ის უყურებდა:
ქუჩაში ხეები
უკანასკნელ ფოთლებს
როგორ ეთხოვებოდნენ.


***
შენ აღარაფერი გქონდა სათქმელი
და წახვედი.
მე კი აქ დავრჩი.
როგორც მდინარის ორი ნაპირი_
განუწყვეტლივ ვლაპარაკობთ
მე და ტკივილი.

study
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   Wed Aug 05, 2009 4:02 pm

ძალიან მიყვარდა ბორენა Sad

აქ დავდე მისდამი მიძღვნილი ლექსი, სიცოცხლეშივე ადრე, ადრე, მიძღვნილი თემაში "პოეტი პოეტზე".
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   Wed Aug 05, 2009 7:50 pm

bao wrote:
ძალიან მიყვარდა ბორენა Sad

აქ დავდე მისდამი მიძღვნილი ლექსი, სიცოცხლეშივე ადრე, ადრე, მიძღვნილი თემაში "პოეტი პოეტზე".


გიყვარდა და ახლაც გიყვარს,
გიყვარს და გტკივა...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   Wed Aug 05, 2009 10:56 pm

მონოლოგები

ისე დიდიხანია გელი,-
რომ მოკვდა მოლოდინი...
რომელიღაც უნდა მომკვდარიყო
ჩვენს შორის...
მე გადამარჩინა შენმა სიყვარულმა.

მომეცი, ღმერთო,ძალა,
რომ მის გვერდით ამოვისუნთქო!
შენ მაინც იცი-
ჩემი მარტოობის უდაბნოზე
რა ყვავილად ამოიზრდება ის წამი.

შენ მთვარის შუქი ხარ,
მე კი ბალახის ჩრდილი...
როგორ მიპოვი,
როგორ დამინახავ
ერთთავად გაბრწყინებული,
შორეული და ზვიადი?..
როგორ შეამჩნევ-
წვეთებს ბალახის ჩრდილზე?

არ დაიჩოქებს ჩემი ფიქრი
შენს აჩრდილთან,
არც ქვაფენილზე დაცემული ფოთოლი
აჰყვება ქარის ალერსს...
ორივ დაღლილი სულივით
მიიცვალა,გაზაფხულო,შენს ლოდინში.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3963
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   Tue Jul 03, 2012 2:23 pm

ბორენა ჯაჭვლიანი

არ მინდა

არ მინდა ამ ლექსს გამოჰყვეს სევდა,
სიხარულისთვის ვწერდი და ვრთავდი...
ვწერდი და ვრთავდი, და მაინც, ვხედავ,
ყოველ სიტყვიდან მოჟონავს დარდი.
მიდიან... დღეებს ოქროცურვილი
შემოვლებია შენზე ოცნება...
კენჭივით ფსკერზე გდია სურვილი
და ჩემი მხრები ლოდინით თბება.
ეს სექტემბერიც გადავა მალე,
ჩამოიღვრება თაფლივით დარდი
და ნაღვლიანი ფერები თვალებს
გაახსენებენ - როგორ მიყვარდი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3963
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   Tue Jul 03, 2012 2:28 pm

ბორენა ჯაჭვლიანი

წერილი


მე მოგწერ: როცა ზამთარი მობრუნდება
და მკვდარი ხეები თოვლისგან გშობენ...
ფიფქებად, ცრემლებად და თოვლის გუნდებად -
მიუხვალ დეკემბერს, დაკარგულ მშობელს.

მე მოგწერ: წინდები მაინც რომ წაგეღო,
ქუდი ან ხელთათმანი, კაშნე ან ჯემპრი...
რა ცივი ზამთარია, ცას უბე გაერღვა
და მოდის ფიფქებად... "ნეტა, რას შვრები..."

მე მოგწერ: სიყვარულს კვლავ ნუღარ დაუჯერებ,
არა ღირს... თოვლია... ცრემლია ფარად...
მშვიდობით, სამხრეთის ქარებმა დაუბერეს...
მშვიდობით... მშვიდობით... მშვიდობით მარად.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3963
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   Tue Jul 03, 2012 2:31 pm

ბორენა ჯაჭვლიანი

* * *
გარდაცვალების შემდეგაც მეყვარები?
დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ
როგორ გაუჯდება ძვლებს შენი სიყვარული;
მერე მიწად იქცევა
და გაზაფხულობით
ყვავილებს ამოიზრდის,
და სიყვარულის ფერადი მინდვრებით
მოიჩითება ყოველი გაზაფხული...
გარდაცვალების მერეც მეყვარები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3963
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   Mon Dec 19, 2016 8:33 pm

ბორენა ჯაჭვლიანი

ოთახი

ოთახი - მე რომ მიყვარს და ვცხოვრობ
ოთახი - სადაც მოვკვდები ბოლოს.
და ვიდრე მკვდარი შევხვდები ოთახს -
ოთახი - სადაც ვხარობ და ვშფოთავ.
ოთახი - სადაც ძვირფასი ქალი
მე შემომცქერის პოეტის თვალით;
ოთახი - ქარით ნალეწი ფრთებით,
ოთახი - სადაც მცივა და ვთბები;
ოთახი - ჩემი ცხოვრების გემი,
ოთახი - საცსე ფიქრით და წლებით;
ოთახი - რომლის დაღარულ მკერდზე
თავს ჩამოვდებ და სიმშვიდეს ვეძებ;
ოთახი - იქნებ სიცოცხლის სუნთქვა
ოთახი - ვრცელი სამყარო სულმთლად;
ოთახი - ოდენ მტკივანი სულით
ვწერ ლექსებს, ვხატავ, ვიოკებ სურვილს;
ოთახი - ჩემი მუსიკის სახლი,
ოთახი - სცენა, ოთახი - თაღი,
სადაც ათასი მეფე და პრინცი
მიყვარდა... მიყვარს... დავკარგე... მიცდის...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3963
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   Mon Dec 19, 2016 8:39 pm

ბორენა ჯაჭვლიანი

შეშლილის რექვიემი

მე სიყვარულით სული დავღალე
და ახლა მხოლოდ სიზმრებს ვენდობი.
ნუ დამიბრუნებთ გაცემულ ვალებს,
ნუ გეჩქარებათ მითხრათ შენდობა.
სადღაც ნათდება ცა განთიადის
და ნაწვიმარი მიწა ბოლდება,
თითქოს ახლოა რაღაც დიადი,
რაღაც დიადი თითქოს მშორდება.
წამოიმართა ყველა ტკივილი,
რაც დასაბამით ასტკივებიათ.
დარდი მოცურავს ჩემსკენ ტივივით,
დღეები თითქოს თეთრი ქვებია.
ნუ გეფიქრებათ, სიტყვით მოკლული
ისევ სიტყვებში შვებას დაეძებს,
როცა დაღლილი ეშვება სული
და ფოთოლივით შრება ჰაერზე.
თითქოს სიზმრიდან გამოდის ბავშვი,
სულიც იმგვარად მიემართება,
მიემართება წამებით ქარში
და საუკუნოდ ზეცას ბარდება.
რად გავიხსენო მშვიდი დღეები?
და თუ მახსოვან, უნდა დავმარხო,
როცა სიგიჟე სხეულს შეება,
ვით დრო და ჟამი გრძნეულ სამარხებს.
აქ აღარავინ აღარ დამხვდება,
გაქურდულია ჩემი ედემი
და ზეთისხილის ბაღიც გახმება
ცრუ სიყვარულით, ცრუ იმედებით.
შორი ფიქრებით მხრები დამძიმდა...
ჩხავის ყორანი: `აღარასოდეს!”
გამომაძევეს თითქოს ტაძრიდან,
ასე ინება _ აღარ მახსოვდეს.
მე კი, სიგიჟის ფოთლებდაყრილი,
შიშველი სულით ქარში ვკვდებოდი,
არც გაზაფხული, აღარც აპრილი
და არსაიდან შუქი შემოდის.
რა სიმართლეა ბოლო ნაბიჯში,
ბოლო სიტყვაში, ბოლო მზერაში.
ერთი სიცოცხლით უკვე დავიწვი
და სიყვარულის ცრემლი შემაშრა.
თვალებს აწყდება დღე ელდასავით,
ჩემი ყვავილის ტოტებიც ხმება.
მზე მიუყვება უკვე დასავალს
და სული კვდება... სხეულიც კვდება...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი   

Back to top Go down
 
ბორენა ჯაჭვლიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: