არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Thu Aug 06, 2009 2:05 pm

* * *

რა იქნებოდა პირისპირ
შევყროდით ერთურთს არღუნთან.
ან ერთად დავღამდებოდით,
ან ვითენებდით ახუნთან.
ერთმანეთს ავცდით... ეს ბედი
რატომ და რისთვის გვაწვალებს.
გული ლექსებით ნაფეთი
როგორ ჩავტიო საძვალეს?
Back to top Go down
View user profile
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Tue Nov 15, 2011 4:24 pm



მე და შატილი


როს რუსთაველზე შენ და აპრილი
დადიხართ ერთად და უხმობთ მთიებს,
ლოცვად გიგზავნით მე და შატილი
ფხოვის მთებიდან ლურჯთვალა იებს.

როცა აპრილის წვიმები მოვლენ
და მომიტანენ ძვირფას ბარათებს,
მე შენი თბილი თვალები მომკვლენ,
დაეღვენთება მთვარე ქარაფებს.

როცა ჩაიცვამ ტანზე გაზაფხულს,
ცად არ ივლიან რუხი ღრუბლები,
მე გავლაღდები... დღეს კი არაგვზე
აღარ ლაღობენ მოლაღურები.

როს რუსთაველზე შენ და აპრილი
დადიხართ ერთად და ცა არ ტირის,
შენს თბილ თვალებზე და ნაზ ღიმილზე
ვყვებით, ვსაუბრობთ მე და შატილი.


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Tue Nov 15, 2011 4:24 pm



ჩამოიყეფეს მთებზე ქარებმა


ჩამოიყეფეს მთებზე ქარებმა
და ქარაფიდან გაქანდა მთვარე.
რიჟრაჟზე ზეცა იყო მწუხარე,
უფლის კარებთან ცა მგლოვიარე.
ჩამოიარეს მღვრიე ტალღებმა,
მამის თვალებში დაიმსხვრა მთვარე.
მარტო ხარ, აბა რა გებალღება,
გზები აღმართზე ამოამთავრე...











ისევ შენი ჩურჩული


ისევ შენი ჩურჩული
და ამბორი ბაგეთა,
ვწევარ მზით გარუჯული
ვლოცავ ციხის ამგეთა.
მესიზმრე და იანვრის
თეთრი ღამე ილევა.
მთვარე ჩავა ალაზნის
ქარი გადაირევა
ეხ, გირევთან ჯანღები
ალბათ ისევ ირევა
შენი ქუმელაურთას
მწყემსი, მონადირე ვარ.







Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Tue Nov 15, 2011 4:25 pm



ტრისტანმახაურს, მიხეილღანიშაშვილს, სევარიონნადირაძეს,

ზურაბ ჯაფარიძეს, მანანა გოდერძაულს,
გოდერძი არაბულსა და სხვა პოეტებს
_________________________________
როგორც მგელი დაჭრილი ზამთრის დღეებს უყმუის
სული _ მთათა ფირალი, გული _ მწირი აულის.
მთვარე სანისლეთშია, როგორც ციხე მიზუის.
ნუ იქნება ეს სრბოლა ჩემგან დანაშაული.
თქვენ ქალაქის ხმაურით ალბათ გადაიღალეთ,
მე კი თქვენთვის ლოდინმა და სიჩუმემ დამლია.
ეს წუხილიც თენების ლექსად ჩამოვახველე,
ირგვლივ მთელი სამზეო მტვერია და კვამლია.
დაგთმეთ... თბილისის ქუჩებს უხმოდ დავემშვიდობე,
მწუხრის ღამე ეხურა სულს _ კენტობის მაყრიონს...
წავედი და მამულ-წყლის გადარჩენა ვინდომე,
ლექსს სტკიოდა ფხოვის ცა, როგორც სისხლი ბახტრიონს.
დაგთმეთ... თანამოძმენო, ლექსი არ დააბეროთ
(არაგვივით დიოდნენ თქვენთან პწკართა მილები),
გუროს მთებში მზეს ჩაჰყვა თოვლის დიდი ლანქერი,
მელხისტიდან მოდიან ცაზე ცეცხლის ღილები.
გათენდება, ალიონს ლოცვით მივეგებები,
სულში მონატრებაა, ცაში ნისლის რამლია.
თქვენ ქალაქის ხმაურში ალბათ ისევ “ვეფხდებით”,
მე კი ამ სიმარტოვემ _ უთქვენობამ დამლია.
მივატოვე ქალაქის და არმაზის დღეები,
როგორც სხვავის ჭალებზე მოფენილი აული.
სული ჩემი ფხოვეთის ვარსკვლავებმა დანაღმეს
ნუ იქნება ეს წასვლა ჩემგან დანაშაული.
ვიცი ღამე მთაწმინდის ფანტელს როგორ ჩამოჰყრის,
ვიცი როგორ ტირიან ტანშიშველი ხეები,
მაგრამ აქაც ლაღობენ ლურჯი საჯიხვეები,
ვაგლახ, გულს ვერ შველოდნენ მანდ დამავალ მზეები.
თუმცა ბევრჯერ გავტეხეთ ღამე _ ლექსის ხმიადი,
გვახსოვს შორს მწვერვალების უნაზესი ამბორი.
გული ფოლადისაა, კვლავაც ავხმიანდებით,
თუ იქნება კრწანისი, თუ იქნება შამქორი.
სად ხართ, ძმებო, მგოსნებო, ცას სად უმზერთ ხელებით,
იქნებ ზედაზნის მთაზე მზეს ეხებით ხელებით,
დგანან აქ შემოდგომის ფერშეცვილი დღეები
და მაყრაინ ხმელ ფოთლებს გაცრეცილი ხეები.
სული _ ცეცხლის ლამპარი, ლექსად ამონთებული
არ ისვენებს... ქალაქის სიშორე და რამლია.
როცა დაიბურება რუხი ღრუბლით ტებულო,
გიხმობთ, მაგრამ არ ჩანხართ, უთქვენობამ დამლია.





Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Tue Nov 15, 2011 4:27 pm



ამ მთებში როგორ ვიქნები...


ამ მთებში როგორ ვიქნები...
თოვს... მარტოობა მეძნელა,
აღარც დუმაცხო _ თბილისი,
აღარც შენ, ჩემო ენძელა...
შორსა ხარ, მოგონებებში
კელაპტარივით ილევი,
ხან თვალებს შემომანათებს
ცა _ სევდით ნამტირალევი,
თეთრი არაგვის ნაპირი
ლუთხუბის გზებით მთავრდება
და სული _ ფხოვის აპრილი
ლექსებად ამოავდრდება,
შენი ალალი ღიმილი
როდესაც გამახსენდება,
მთვარეს ჩამოვგლეჯ ღილივით,
სულში კვლავ ლურჯად თენდება.
აქ მთათა მარტოობაა,
მრუმე საწუთროს დილემი,
ცას ლოკვენ ხეთა რტოები,
ყვირის ქორბუდა ირემი.
შენ როგორა ხარ, ქალშავავ,
ჩვენები ხომ არ გხვდებიან?
მზით დაღალული დღეები
თქვენს მოლოდინში კვდებიან.





Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: