არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 9:07 am

Arrow
Back to top Go down
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 1:58 pm

ნიკო ზვიადაური, პოეტური თიკუნით - მურღვა არდოტელი, დაიბადა 1962 წელს დუშეთის რაიონის სოფელ არდოტში. 1980 წელს დაამთავრა ბარისახოს სკოლა-ინტერნატი, 1981-86 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რელიგიის განყოფილებაში. 1991 წლიდან დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს, ხევსურეთს და შატილის სკოლა-ინტერნატში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. შემდგომ, მის მიერვე არდოტში,საკუთარ სოფელში დაარსებული სკოლის გამგე-მასწავლებელი იყო. სამწუხაროდ, უსახსრობის, სახელმწიფოს მიერ სრული უყურადღებობისა და მიგრაციის გამო, არდოტის სკოლა დღეს უფუნქციოა.
ამჟამად, ნიკო ზვიადაური თავისი ქვეყნის მესაზღვრეა. იგი არის პოეტური ორდენის "მარად ახალი ქნარის" წევრი, გამოცემული აქვს ერთადერთი წიგნი -"თენების მთვარე"(1994წ).
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 2:15 pm

* * *

ერთი მლოცველი მეცა ვარ
შენი წყლისა და ქვიშისა.
ვინა ვარ? - სამასმეერთე
არაგველთა ვარ ჯიშისა!
შენი გაზრდილი ბოკვერი,
მტრისთვის შემკვლელი თავისა,
სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,
თუ არ სამშობლო თავისა.



ვგონებ, ეს ლექსი გამოდგება მურღვა არდოტელის სავიზიტო ბარათად...
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 2:29 pm

მურღვამ თქვა

მურღვამ თქვა, არდოტ გაზრდილმა,
სიყრმის დღეები მოვწვერე.
მთვარე, ცას დაკიდებული,
თხის ჯიქანივით მოვწველე.
დანდობა დაკარგულია,
უჟამო ჟამი წკრიალებს,
ქარქაშში ჩასძინებიათ
თეთრტარა ნაპერწკლიანებს.
ხანდიხან მოვა ოცნება,
ცეცხლივით ამაბრიალებს,
ესეა წუთისოფელი -
წაღმა-უკუღმა ტრიალებს,
გულში რომ შავი ღამეა,
ნეტა ვინ გაამზიანებს,
სიკვდილი რას მოგვერევა
არაგველ-ალაზნიანებს.
ბევრ მწარე გამოვიარე,
სულში ვინ ხედავს იარებს...
"დარდი არც უნდა ახსენო,
თუ არვინ გაგიზიარებს".
ესეა წუთისოფელი,
წაღმა-უკუღმა ტრიალებს.
როგორც ჰგონია საწუთროს,
ისე ვერ გამატიალებს.
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 2:47 pm

* * *

თვალში მძინარე ცრემლი ვარ,
მამულზე ჩამოსატირი.
ანატორ ჟამთა დენა ვარ,
პირღრუბლიანი შატილი.
მიცუს თორღვაის ციხე ვარ,
შავს ქარაფს გამოშატილი.
არდოტში - მურღვათ სიმაგრე,
უკლო ქარებს რომ შავტირი.
ხახაბოს ხახით ხირიმი ,
აწუნთის ქედზე მქუხარი.
ზენ, გორზე - თალაის ციხე,
მტრისაგან ნასულწუხარი.
ხმალი ვარ დავითფერული,
ყორნების სისხლში მდუღარი,
აიეხ სახლ-კრის ჩამოშლა,
აჭინჭრებული ბუხარი.
სიჩუმე სასაფლაოთა
და დანიუხე მძინარი.
ერთ დღეს სულთ ამოდენა ვარ,
ცა - მზეთ გამყოლი ვინ არი?!
შენ თეთრი მთების თრთოლვა ხარ,
ცა-ვარსკვლავების მანდილი,
გული ხარ, საჯიხვეებში
მკერდიდან ამოვარდნილი.
მზისპირნაბანი წვიმა ხარ,
ქარის - ბალახთად ქადილი,
ჩავლა ხარ, ჩამოღამება,
ვერ გამხელილი წადილი.
ნარ-ეკლიანი საწუთროს
ხან სათავე ხარ, ხან - ძირი.
შენ ის ხარ, ვინაც ამოკლა
ჩემი საწუთროს მანძილი.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 3:54 pm

Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 3:56 pm

რადიკალ.რუ-რა ადვილად ვდებ ფოტოებს!!!ჩემზეა ნათქვამი, კუ-ბაომ კომპიდან ფეხი გამოჰყო, მეც ვიცი ფოტოების დადებაო cheers
Back to top Go down
View user profile
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 4:16 pm

* * *
(ბაია შარაშიძეს)


ეს თეთრი ნისლი სულ შენ გგავს,
ახლა რომ გორებს ეხვევა,
არ იცის საით წავიდეს,
არ იცი რა შეემთხვევა.
ხან ზეცას აეტოტება,
ხან დედამიწას ემთხვევა,
ეს თეთრი ნისლი შენა გგავს,
ახლა რომ არდოტს ეხვევა.
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 4:17 pm

რა კარგი ლექსია, კატო flower
Back to top Go down
View user profile
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 4:19 pm

ბაო, ბაიაც ჩვენი კოლეგაა. ,,პიკის საათის" წამყვანი. სწორედ მაგ ადამიანს ვუმადლი, რომ ხევსურეთისკენ ამადგმევინა ფეხი და მურღვას კოშკთან მატირა კიდეც მუღრვასთან ერთად...
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 6:41 pm

მოკლედ შატილს მივალ და იმედია ვინახულებ კიდეც Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 6:43 pm

არაოც დაილევიან

არაოც დაილევიან
ადგილი ნაპირისანი,
არაოც დაიშლებიან
ციხენი ქვითკირისანი.
არაოც დადუმდებიან
ზარნი გუდანის ჯვრისანი,
არაოც დათავდებიან
საფიხვნოს _ ქადაგ-მისანნი.
არაოც დაიცლებიან
ხევსურ ვინა ვართ, ვისანი...
თუ ისევ მობრუნდებიან
ტალღანი დიდის ზღვისანი.
კვლავ აებმიან დროშანი
ცის კლიტე-კარავისანი,
ფარებით ჩაბნელდებიან
ჭალანი არაგვისანი.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 6:44 pm

აი ეს ლექსი კი ძალიან, ძალიან მიყვარს cheers cheers cheers


თაია არდოტელს


მამამ მოგწერე ნამცეცავ,
პატარა ბარათაია.
მე ქვენისაკენ მივდივარ,
აღმართი ამათაია.
თვალებს რომ შემომანათებ,
ვიფიქრებ: წაღმართაია.
საყდართ გორ ამომირბოლე
შენოდენ აღმართაია.
ჩემო პატარა გოგონა,
ჩემო პატარა თაია!
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 6:48 pm

და სული _ ფხოვის აპრილი
ლექსებად ამოავდრდება


ეს ცალკე ლექსია
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 10:39 pm

აქ რა ამბები დატრიალებულა lol! ძალიან გამეხარდა ასეთი რეზონანსი.ბაოს დიდი მადლობა,ეს ფოტო სად ნახეთ ნიკოსი,ძალიან კარგია, გაიხარეთ, მინდიას დიდი მადლობა, ესენი ჩემი საყვარელი ლექსებიცაა, ასევე კატოს. მოკლედ, ვინც რას მაჰხელავს ნიკოსას, იმედია არ დაგვზარდება შემატოს ამ გვერდს Smile
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 11:03 pm

დამეღარა, დამერამლა
შენზე ფიქრით ღაწვნი მარი.
შენ არ ჩანხარ და მე ახლა
ვარ ვით მუცო ნაწვიმარი.





სიზმარში მუცოს ლოდებზე
შავი არღუნი მრიყავდა.
შენ დანოს გზა-ბილიკებზე
თავის თეთრონი მიგყავდა.
ეხლა ის ქალა შინა მყავს,
მუცოს რომ გოგო მიყვარდა.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 11:05 pm

მოსისხლეს
მდინარე არღუნმა მომიკლა მამა.
ვიპოვეთ 69-ე დღეს.
უფროსი 8 წლის ძმაც არღუნმა გაგვტაცა სამზეოდან...

უფლის კურთხევით ამ კლდეთა რამლმა
თქვენთვის წყურვილის შვებად იაროს.
თუ კი არსებობს ფერისცვლება,
ეგ თქვენი სულიც ცას ეზიაროს.
ვერ მოასწარით, მოხფერებოდით
ამ წუთისოფელს _ უიალაღოს...
დედას ნუ ვნახავ უმზეოდ მყოფელს,
მამას არღუნთან უიარაღოს.





მოსისხლეს

ვერ შეგიქციე ხელი, ამიტომ
გულს მომდებია ჯავრის გრიგალი.
არღუნო, ჩემი მოსისხლე გქვია,
ვრჩები მე შენთან შეურიგალი...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 11:06 pm

არ იფიქროთ ლექსი დამელია
(ეს დღეები თუმცა ავად მყეფენ)
დრო იკითხავს: ნეტა რომელია
მიღმახევის პოეტების მეფე.
ჩამოასხით (ლურჯი სულის წვა ვარ)
ხელადაში ღვინო შემომრჩალა
მელოდება, სიმღერებით წავალ
დანიუხეს ჭალაურის ჭალა.
მარტოდმავალს გრიგალები მთათა
არდოტმყოფელს უჟმურთ ხმაზე მყეფენ
მზისგან ვისმენ მელოდიურ ხმათა
მიღმახევის პოეტების მეფე
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 11:15 pm

გაბრიელის ურვა!..

რადგან ხევსური კაცის სიცოცხლე
ქრისტე უფალმაც ვერ გაათენა,
ამიტომ არის ეს პოეზია
სისხლის წვიმები და ანათემა.
მიმზირე, მზექალ, დიდხანს მიმზირე,
შენი ღიმილით გული არ თბება,
არხვატით ჩემი დაღლილი სული
ბარუქისაკენ გაემართება.
გაემართება და მერე ვიცი,
ბევრს გული მწარედ დაუღონდება,
იტყვიან, გვყავდა ნაღდი პოეტი
და ჩემი ლექსი მოაგონდებათ.
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 11:28 pm

* * *
ფხოვის ცას თენების მთვარე,
თვალს როგორც ცრემლი, ჰკიდია,
ხოშარისაკენ ნისლები
მოტირლებივით მიდიან,
აქეთ ნისლში წევს სანათა,
იქით ჩაშლილა მინდია,
გოგოლაურთას მზე როა,
ბინდაურთაში ბინდია.
ხან პატარაა საწუთრო,
ხან უსაშველოდ დიდია...
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 11:35 pm

* * *

გაგახსენდები, როცა ქარები
სარკმლებს და კარებს გლოვით
დაღლიან.
როს შესტირებენ ცას ტირიფები
და ცივ ქვაფენილს შუბლებს ახლიან.
დაგესიზმრები: ღამე იანვრის,
როცა დაბარდნის ფანტელთა ბორანს,
როცა კენტობით გულგაყინული
მთვარე - ვეშაპის ცრემლი დაგორავს...
დაგავიწყდები: როცა სიბერე
მოვა... ყავარჯნით ჩაჰყვები ქუჩებს.
დაუწყებ ძახილს გაფრენილ დღეებს,
მაგრამ იმ დღეებს ვინ მოგიქუჩებს.
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Wed Aug 05, 2009 11:43 pm

"დამიკაწრავენ, როგორც სიპის ქვას,
სულს დაუწერი ლექსის პწკარები..."

ესეც მურღვას ლექსიდანაა,მაგრამ მგონი გაგრძელებას აღარც საჭიროებს...
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Thu Aug 06, 2009 12:37 am

* * *
სევდიანი მოლოდინი
და თვალებში ნაღველი.
დავიჯერო? - აღარა ვარ
მაგ ღიმილის მნახველი.
იმ დღეს შენი დამორცხვება
როგორ ჰგავდა ლემადეს.
განა ლექსებს დაგიწერდი,
გული რომ არ ღელავდეს.
ნეტავ მურღვას დარდის ციხეს
მალე მომიწვერავდე,
თორემ ვხედავ, მიღამდება
ბოლო ბედისწერამდე.
ხონისგორის ცირცელივით
რად იმორცხვებ დილამდე?
ჯერ ხომ შორს ვარ, - არ მოვსულვარ
მკერდის ოქროს ღილამდე.
რად გსურს ამ თეთრ ღამეებში
მთვარის შუქით მტორავდე.
ჩემო სევდის გზა-ბილიკო,
ცრემლო ანატორამდე.
განა მარტო ღიმილი ხარ,
ან ტკივილი სულამდე,
ცის სიმშვიდე რად წამართვი
მთების გაზაფხულამდე.
გირჩევ, ცოტა გამიწყერი,
ცოტა შემაგულადე,
მიღმახევში მთების დელგმავ,
ცოტა გამოიდარე,
თორემ წავალ, მართლა წავალ,
წავალ, როგორც მდინარე.
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Thu Aug 06, 2009 10:35 am

მზის ბარათები

ჩემო არდოტის წყალ-ჭალავ,
წავალ და გაგეშორები,
მერე სხვამ ზიდოს წისქვილში,
სადატიობო ფორები.
ბორბალოს გადაივლიან,
გადასერავენ ქორები;
ტანზე აღარვის ეცმევა
მამ-პაპათ ჯაჭვის თორები.
აღარც მანდილი იქნება
აღარც ჯარა და თხორები.
ციხენი დაიშლებიან,
აჭინჭრდებიან ხოლები.
ქორწილებ აღარ იქნება,
აღარ იდენენ მთხოვლები...
უფალო, გადაარჩინე
ყუნწზე მისულებ ფხოვლები.


უსმინოს უფალმა მურღვა არდოტელს და გადაურჩინოს საქართველოს მთა და მთიელნი...
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Thu Aug 06, 2009 11:54 am

*
* *

ცერად დახრილან გრილონი
მურღვაის ციხის კარზედა.
შევხედნებ მდუმარე სოფელს
ცრემლებ იწვიმებს თვალზედა.
აღარვინ მიდის თულუხით
ხევში - ბაიტის წყალზედა.
სიკვდილ ნუ წერებულიყოს
მურღვათ ჯამრულის ფარზედა.
ამახდას შვიდი ვარსკვლავი,
ამოიაროს ცაზედა.
რას დახვალ დაღონებული,
ნისლო, ტიალო, მთაზედა?!
აის დროც მოვა, რო ვისხდათ
ბევრან საფიხვნოს, ქავზედა.
მოკეთეს ვემაკეთენათ,
მტერს არ დავთანხმდათ ზავზედა.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: