არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სოფიო ჯაფარიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: სოფიო ჯაფარიძე   Tue Aug 04, 2009 1:09 pm



სოფიო ჯაფარიძე



გ რ ო ტ ე ს კ ი ქ ა რ თ უ ლ ფ ო ლ კ ლ ო რ შ ი --- http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000193/Disertacia.pdf


flower


Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Tue Aug 04, 2009 1:17 pm

კეთილი იყოს შენი მობრძანება, სოფოოო
flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Tue Aug 04, 2009 3:22 pm

დიდი მადლობა თბილი დახვედრისათვის Smile კეთილი იყოს ჩემი მოსვლა თქვენს ვირტუალურ სამყაროში,დამხვდით მშვიდობით?! მე დიდხანს არ შეგაწყენთ, გმადლობთ ნება რომ დამრთეთ ქართული სიტყვის კიდევ ერთი მსახურის მოკრძალებული ნამოღვაწარიც გავაცნოთ თქვენი მშვენიერი ფორუმის მკითხველებს. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუკი ქეთევან დოლიძეც ღირსეულად ამოუდგებოდა გვერდით ჩვენს საამაყო პოეტებს თქვენს ფორუმზე. მისი ლექსები ბევრი წევრისთვის ნაცნობი და ახლობელიც კია,მაგრამ ვინც ჯერ არ იცნობს,ვიმედოვნებ მადლიერნი დაგვრჩებიან,თავიანთ აზრსაც გამოთქვამენ და კეთილ რჩევებსაც მიაწვდიან.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Tue Aug 04, 2009 5:26 pm

სოფო, აქ მართლაც კარგი იქნება ქეთი დოლიძის გვერდის გახსნა და უპრიანიც!!! მაგრამ ვინ დადებს მის ლექსებს?
შენ თუ თავად ქეთი?

ორივე შემთხვევაში , გაგვიხარდება და მადლობა პირველივე მოსვლისთანავედა უმალ ასეთი საქმიან-პროფესიონალურ-კეთილმყოფლობისათვის queen

ველითSmile
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Tue Aug 04, 2009 6:19 pm

მესამედ თუ მეოთხედ შემოვიჭყიტე დღეს ამ თემაში Smile კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, იმედია ლექსებსაც მალე შემოგვთავაზებთ Smile flower
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Tue Aug 04, 2009 11:20 pm

გაიხარეთ,ხალხო! ისეთი ყურადღებით მექცევით,დარჩენა არ მაფიქრებინოთ,მე დროებით მოვედი Smile .ისე გავთამამდი, მერე კიდევ ერთი ადამიანის ადგილსაც გამოვითხოვ, ალბათ. მარიამ, მურღვა არდოტელი არ მოვიყვანოთ აქა???? Very Happy bounce ქეთის 2 ლექსი უკვე დევს,ნელ-ნელ კიდევ მივამატებ,მისი სურვილის გათვალისწინებითაც, რა თქმა უნდა. გმადლობთ ყველას და დროებით study
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Tue Aug 04, 2009 11:33 pm

უნდა აღმენიშნა და გამომრჩა,დიდი მადლობა ბ-ნ მიხოს გულისხმიერებისათვის და დავეკითხოთ მურღვაზე, ანუ ნიკო ზვიადაურზე,ჩვენს მეციხოვნეზე მიღმახევში, მგონი ყველასთვის საინტერესო იქნება არდოტს ნებით გარჩენილი ხევსურის ლექსად გარდათქმული საფიქრალ-საწუხარი. არ დავიზარებ და მის ლექსებსაც სიამოვნებით მოვკრებ აქა.. თუკი საფიხვნოს მესვეურთა თანხმობა და სურვილი იქნება farao flower
Back to top Go down
View user profile
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Tue Aug 04, 2009 11:39 pm

აქ ყველანი დროებითა ვაართ, ჩემო სოფიო Razz (ღმერთო, მიშველე და ეს ენის გამოყოფა რაღა საკადრისი იყო, არ ვიცი Embarassed )
ჰოოოდა, ვიდრე რაიმე ვირუსი შეგვყრია და გავუფართხალებივართ H-ებსა და N–ებსა, ვიყოთ და ვიბაასოთ ამ კარგ ადამიანებზე, ხომ შეიძლება? flower
რაც შეეხება მურღვას, მეც შემოგიერთდები და ისეთებს მოვკრებ რომაააა sunny
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Wed Aug 05, 2009 3:46 pm

ბ-ნ მიხოს დიდი მადლობა მურღვას გვერდის მყისიერად გახსნისათვის,მადლია მართლაც იმ მოკრძალებული და კარგი ადამიანისათვის ეს ძღვენი. რომ იცოდეს, ძალიან შეწუხდებოდა და კადნიერებად ჩათვლიდა მის აქ ყოფნას. ახლა არდოტშია თავის ცოლ-შვილთან ერთად, შრომობს და წერს მოცალეობისას. როცა შევხვდები ყველაფერს ვუამბობ,გულის სიღრმეში მაინც გაიხარებს,დაძლევს მორიდებას. ძველ ლექსებთან ერთად, ახლებსაც მოგაწვდით პერიოდულად,კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა,გაიხარეთ. flower
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Fri Aug 07, 2009 12:16 am

Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Fri Aug 07, 2009 12:22 am

უმშვენიერესი ფოტოა
უმშვენიერესი საქალბატონესი
flower
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Fri Aug 07, 2009 10:50 am

bao wrote:
უმშვენიერესი ფოტოა
უმშვენიერესი საქალბატონესი
flower

დასტურ Embarassed flower
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Thu Aug 20, 2009 12:36 am

ეს რა ჭკვიანი და ლამაზი გოგო შემატებია ამ შესანიშნავ ფორუმს......
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Fri Sep 07, 2012 9:41 am

სოფიო ჯაფარიძე


"შენამც იაღი ხარიო..."


"დიდი მწუხარება, დიდი მდუმარებააო", – უთქვამთ. ფშაველი მოლექსე ქალის, ხვარამზეს მაგალითით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დიდი სადარდელი დიდი ამოძახილიცაა, თანაც ისეთი გენიალობით ნიშანდებული, სამუკათ ხვარამზეს ათიოდე ლექსი რომ ჰქვია.
საუბედუროდ, თანამედროვეთა გონების თვალი აგერ აქვე ჩავლილ მე-19 საუკუნესაც კი ვეღარ სწვდება, ჩვენი ჯავარიანი წინაპრებისა კი რამდენიმე ასწლეულსაც კვირის დღეებივით მიითვლიდა, უხსოვარ მამ-პაპათა ნაქნარს გუშინ ნანახივით იამბობდა _ ანდრეზად, ლექსად ან სიმღერად. ამით კერასაც გაითბობდა, თავსაც გაიფხიზლებდა და მომავალშიც მტკიცე ბიჯს შედგამდა.
გონებაწართმეულნი და სულმოჩლუნგებულნი კი ჩვენი ეპოქის ყორეს მომდგარ წინამორბედებსაც ვეღარ შევიცნობთ, დავიწყების ბურუსიდან გამონაკვთული მათი სიყვარულიან-ჯავრიანი სახეები აღარც კი გვემშობლიურება...
არადა... სიყვარულიც ჩვენზე დიდი იცოდნენ და სიძულვილიც, სიტყვის დაცვაც და სახელისაც, ჭირის წყენაც და ლხინის მოზიარობაც, ვაჟკაცობის ფასიც და ე
რთურთის დანდობისაც, ნანდობისაც და ნანდაური
სამუკათ ხვარამზეზე განსჯისას ხშირად მიფიქრია, რომ აი, ეგეთ წინაპრებზე დგას ჩვენი ქვეყანა, მისი უსწორო მთა-ბარითა და ხალხით, რომ აი, ეგეთი საქალებოა საქართველო. როგორ გინდა, თედო რაზიკაშვილს არ ერწმუნო, თორემ რა დაგაჯერებს, რომ "მთქმელო, ვერ ამსრულებელო, რაღა შენ სიცოცხლე არი?!".
ქალის ბაგეს დაცდენილია და არა პირგაუტეხელი, ომიდან გამოუსვლელი, ნაცადი და სახელიანი კაი ყმისა.
ხვარამზესეული ლექსითი გარდასახვანი ხომ საავტორო პოეზიის მართლაც სწორუპოვარი ნიმუშებია და უდიდესი პიროვნული გაბედულებითაცაა აღბეჭდილი. ამ ფშაველი ქალის მწირი, მაგრამ ტრაგიკული ბიოგრაფია რომ არ ვიცოდე, მისი სილაღითა და სითამამით მითოსურ ტრიკსტერ ქალებს მივაკუთვნებდი, თუმც არც იქნებოდა მკრეხელობა, ისევ ჩვენს ხალხს უთქვამს: `განა ლაღი ვარ, რომ ვმღერიო...~ ესეც სამყაროს ჭვრეტის მიუწვდომელი სიმაღლე... არც გროტესკული პასაჟებია ხვარამზეს ლექსისთვის უცხო, ამითაც ზედმიწევნით მისდევს ერთი დიდი, საერთო წინაპრის _ ხალხის ცნობიერების გზა-სავალს და თავისი გულ-გონის ბეღელში მოისთვლის ერის საუკუნეობრივ სათიბ-სამკალს:

"შაკმაზა მამის ლურჯაი,
ზედ თავად შეჯდა ქალიო,
სარბენლად არ ეყოფიან
თრიალეთისა გზანიო,
საძოვრად არ ეყოფიან
სამნი მარილის ქვანიო,
სასმელად არ ეყოფიან
ალაზანი და მტკვარიო.
მოვარდა გუმბრის წყალზედა,
ელვით ენათა თვალიო,
დაეწაფა და ზღვა გაშრა,
გაგლიჯა მოსართავიო".

ნეტავ, რა სანთელ-სახვეწარი უზიდა ფშავმა ლაშარის ჯვარს, რომ ამ აუწონავი მადლით გაივსო მეცხრამეტე ასწლეული _ ხვარამზეთი და ლუკა რაზიკაშვილით.


2 ივლისი, 2012 წელი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Fri Nov 16, 2012 9:14 pm

სოფიო ჯაფარიძე


ჩემი საყვარელი დევები

(მარიამ წიკლაურის საყმაწვილო წიგნის "ბრანდი-ბრუნდის” შთაბეჭდილებით)


რამდენიმე წლის წინ ეთნოგრაფიულ ექსპედიციასთან ერთად თუშეთში ვიყავი. ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ, ხალხურ საგანძურს ვკრებდით მთქმელისა თუ ავტორ-მთქმელისაგან. განსაკუთრებული გაფაციცებით კი მათ ნაამბობში დევებს, ალებსა და ქაჯებს დავეძებდით. გვინდოდა ისე მოგვეხელთებინა ადამიანების ეს `დაუძინებელი მტრები,” როგორც `ერთ მითოსურ დროს” ისინი მოიხელთებდნენ ხოლმე ჩვენი ჯიშისას და გამოულოცველ შიშს დასცემდნენ.
მეფიქრებოდა, რომ დევისა თუ გრძელთმიანი ალის მხილველს რომელიმე სოფელში უსათუოდ გადავეყრებოდი. ამგვარი იმედი ძველი გამოცდილებით მიღვიოდა, რადგან უფრო ადრინდელ, მთიულეთის ექსპედიციაში, ხადის ხეობის მკვიდრნი დიდი სიჯიუტით მოითხოვდნენ, ურყევლად გვერწმუნა მათი მონათხრობი და მეტი დამაჯერებლობისათვის მაქციებთან შეყრის გეოგრაფიულ არეალსაც გვითითებდნენ. ცოდვას ვერ ვიტყვი, რამდენიმე თუშმა მთხრობელმაც გაიხსენა ბებო-პაპებისგან განაგონარი წარსული ამბები – თებჟორიკას, ალისა თუ დევების არსებობაზე. მახსოვს გულიანადაც მაცინეს, როცა ომალოში ერთ ალაგზე მიმითითეს, _ მაგას `კუდიანთა კოპერატივს” ვეძახითო. საბოლოოდ კი ასე დამაშოშმინეს: `დევ-ქაჯნი ჩვენ თვითონა ვართ, ისინი არც არსებობდნენ და არც იარსებებენ, მაგის არ შეგეშინდესო,” – მთქმელიც მახსოვს, 56 წლის ქრისტო ბექურიძე სოფელ დიკლოდან.
ასე იყო თუ ისე, საველე მუშაობისას ეშხში შესული, ბეჯითად ვცდილობდი `შებრუნებულ ჭლიკს” ან უშველებელ ნაფეხურს მაინც გადავყროდი სადმე. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ასე ძალუმად ნაოცნებარი ჩემი ქვეყნის ხევხუვებში, ეხებსა და სათიბებში კი არა, წლების შემდგომ, სადაგ, ურბანულ გარემოში, სამუშაო მაგიდასთან ამიხდებოდა.
მოგახსენებთ რას ვგულისხმობ და რამ მომაგონა წლების წინანდელი ჩემი საექსპედიციო გამოცდილება. მაშინ ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ქართულ ფოლკლორში კარგად ცნობილ დევთმებრძოლებს, ღვთისშვილებად წოდებულ გმირებს კოპალასა და იახსარს ისე მოუწადინებიათ, დევები არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან, მის მკვიდრთა მეხსიერებიდანაც კი გაუდევნიათ. მაგრამ, არც ასე ყოფილა საქმე...
ჩვენს ბუმბერაზებს უხუვლიათ, აზავთებულან და თავი ერთი ჯადოსნური წიგნისთვის შეუფარებიათ. ალბათ, იცოდნენ, ჯადოსნური წიგნები სიცოცხლეს რომ ახანგრძლივებენ. ძვირფასო მკითხველო, იმგვარად აფერადებულ წიგნზე გიამბობ, რომ მასში შესაღწევად არც შენ დაიშურებ ძალისხმევას და არც დევებს შეუშინდები იახსარ-კოპალას, პირქუშისა თუ ნაცარქექიას დარად. ამ წიგნს `ბრანდი-ბრუნდი” ჰქვია, მის ავტორს კი _ მარიამ წიკლაური.
`ბრანდი-ბრუნდი” ძველი, `აბრაკადაბრული” შელოცვა თუა, სხვაგვარად როგორ შეძლებდა მარიამი, ქვეყნის დაუძინებელი მტრები – დევები, ერთ სივრცეში კეთილმეზობლურად დაესახლებინა კუს, ზღარბის, კალიების, ობობების, ყანჩას, ბუს, ციცქნა გოგონების, გველეშაპების, იებისა და ენძელების, ოჩოპინტრესა თუ ოჩოდალის გვერდით ისე, რომ ფრჩხილიც არავის წამოსტკივებოდა. თქვენ ალბათ ფიქრობთ: უშველებელი გალავნით არიან წიგნის მკვიდრი ბუმბერაზები დანარჩენი სამყაროსგან გამიჯნულნი და იმიტომაცო... არადა, მათ მხოლოდ ერთი წნელის ღობე ჰყოფთ, რომელსაც ასე აწერია: `დევების ამბები...” დიახ, ეს არის და ეს. არა, თანდათან ვრწმუნდები, ყველაფერი ჯადოსნური სიტყვების ბრალია, თორემ პოეტი, თანაც ქალბატონი, რა ძალით მოახერხებდა, ერთ დროს ქვეყნის ამომგდებნი ადამიანური წეს-კანონისთვის დაემორჩილებინა, და განა მხოლოდ დაემორჩილებინა _ მათი ჩაცმა-დახურვა და სწავლა-განათლებაც ეტვირთა.
მოკლედ, ძალიან მინდა ამ საოცარი წიგნის ბინადრებზე გიამბოთ და იმ ღობის იქით გადაგახედოთ, სადაც `წინიჟმის” პროტაგონისტები სახლობენ. წიგნის სხვა მკვიდრნი, იმედია, არ გაგვიწყრებიან მათი მეზობელი ბუმბერაზების ცხოვრებით გამორჩეულად რომ დავინტერესდით, ვგონებ, ავტორისთვისაც საკრალური უნდა იყოს დევებით კომპაქტურად დასახლებული ეს უბანი. ყდაც განსაკუთრებულად სწორედ ამიტომ გვაუწყებს _ წიგნი მელანიას, ბაჭიჭაურის, თადიას, შავშალიკას, მიგრისა და სხვა დევების ამბებს რომ გვპირდება. ამბებს კი აღარ იკითხავთ?! ეს ჩვენი ბაყბაყები ისე გალაღებულან და `გახვივებულან”, ტოლს არ უდებენ თავიანთ წინაპრებს, განსაკუთრებით კი მათ, `ქართული ხალხური პოეზიის” ორ მშვენიერ ნიმუშში რომ მკვიდრობენ. ეს ხალხური ლექსები _ `დევების ქორწილი” და `დევების ამომწყვეტი”, ა. შანიძეს როგორც ძალზე საყურადღებო და საინტერესო, თავის `ხევსურულ პოეზიაში” შეუტანია, მნიშვნელოვანი კომენტარებითა და მრავალი ვარიანტით. სხვათა შორის, `დევების ამომწყვეტის” ერთ-ერთი დევი, უცნაური და სახალისო სახელით – ბაჭიჭაური, მარიამ წიკლაურთანაც გვხვდება. ხალხური მთქმელი ასე აგვიწერს მას:
`წვერით ხკრა ბაჭიჭაურსა, ფართი-ფართ გაეგდებია
დაეცა ბაჭიჭაური, ტოტით ბღუნევდა ხევშია”.
მარიამის ბაჭიჭაურს კი _
`არც ჭკუა რამ აბადია, არც ფარჩა, არც ჭიჭნაური.
არც ლექსის რამ გაეგება, არც ფანდურის და წიგნის.”
გარდა სახელისა, საავტორო ლექსების პერსონაჟებს ხალხურ თვისტომთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვთ _ მკვიდრად შეზავებული კარნავალური და გროტესკული ელფერი. მეტი სიცხადისთვის, არ დავიზაროთ და უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ ეს სიახლოვე.
ხალხური ნიმუშების გროტესკულობა მუდმივ ორმაგობას, ოპოზიციასა და ალოგიკურობას გულისხმობს, თანადროულად, ამ ოპოზიციათა არსებობასაც შეიცავს. ეს პარადოქსი ქმნის კიდეც გროტესკულ მომენტებს, რაც უხვად იპოვება ქართულ ფოლკლორში. ჩვენი აზრით, ამგვარი გროტესკული მიდრეკილებით ხასიათდება `ცოცხალი ტყუილის” ნიშნით გაერთიანებული მრავალი ქართული ხალხური ნიმუში. ამ ნიმუშთა ინტეგრაციის უმთავრესი მასტიმულირებელი მათში ასახულ მოვლენათა `სასიცილო” ხასიათი და ამორფულობაა, უნივერსალური სტიგმა კი – რეალურობის, დამაჯერებლობისა და უტყუარობის დამკვიდრების მცდელობა. უტყუარობისკენ სწრაფვა წარმოშობს სწორედ იმ გროტესკულ ვითარებას, რომელთა ასპექტებიც გამოიკვეთება ჩვენთვის საინტერესო ნიმუშების მოხილვისას.
ხალხურ ლექსს, `დევების ქორწილს,” ამგვარი კომენტარი ამშვენებს: `როცა მთქმელმა `ლექსი” შეკრებილებაში წარმოთქვა, ხალხი `სიცილით იღუპებოდაო.” თავად მკვლევრის, აკაკი შანიძის შეფასება კი ასეთია: `ლექსი წარმოადგენს ფანტაზიას და საყურადღებოა იმით, თუ როგორი ცოცხალი სურათების დახატვა შეუძლია ხალხს დევების გარშემო არსებულ თქმულებათა ნიადაგზე”. მართალია,Aაღნიშნულია, რომ ლექსი ფანტაზიაა, მაგრამ ამავდროულად, ის `ცოცხალ სურათებსაც” გვთავაზობს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ამ ლექსთათვის ნიშნეულ გროტესკულობას.
უტყუარობის ეფექტი კი ხალხურ ქმნილებებში ამგვარი ფორმულებით მიიღწევა: `მარტუა არა გეგონასთ, _ ამხანიგებ მყავ სხვებიო”, ან კიდევ: `მე კი საკვმისას გამავძვერ, დევებს ვეკვლევი ვერასა;” `ამაგის მალექსობელი, დევების ძმობილ ვხდებია...”
ახლა ვნახოთ, მარიამ წიკლაური რა ხერხით ცდილობს დამაჯერებლობა მიანიჭოს `ბრანდი-ბრუნდის” დევების სამყაროს. ლექსი `სიზმარა”, რომლითაც დევების ჯადოსნური სამფლობელოს კარი განეხვნება პატარა მკითხველს, ასე იწყება:
`ჩიტი ჩიორა დასკუპდა ვაჟას სასთუმლის თავზეო:
ადე, ნუ გძინავს, ვაჟიკო, შეხე, ვინ მოდის გზაზეო!
ლექსის საწყისი უკვე პარადოქსული და გროტესკულია, რადგან მას `სიზმარა” ჰქვია, ავტორი კი გმირის `ძილ-სიზმრიდან” გამოფხიზლებას ცდილობს, რადგან `ზღაპრიდან გამოქცეულა ცხრათავიანი დევიო”, ბიჭი კი მასთან შესაყრელად უნდა შეემზადოს:
`ხევის თავს დახვდა ვაჟიკო, წამოაქცია მხარზეო,
იცოცხლე, დღე დააყენა, ლაფი დაასხა თავზეო.”
პატარა გმირმა კვლავ `ზღაპრეთს” აბრუნა გოლიათი, თავად კი ისევ ძილს მიეცა: `არ განძრეულა დილამდე, მკლავიც ზედ ედო ხმალზეო.”
მარიამ წიკლაურის ლექსის ამ სასრულ სტრიქონშიც ცხადად იკითხება ხალხური ვერსიების ფარდი უტყუარობის ავტორისეული მაგიური ფორმულა. სიზმარ-ცხადის მიჯნაზე მებრძოლ პატარა გმირს ხელთ ხმალი შერჩენია და ისე ჩასძინებია. ხმლით, ამ უტყუარი ალიბით, პოეტი მკითხველსა და `გამგონებელს” დაეჭვების საფუძველს ზუსტად ისევე უსპობს, როგორც ხალხური მთქმელი ამ სიტყვებით: `ეგ თქვენის გამარჯვებისა! სრუ მართალს ვამბობ ყველასა.”
დევების მარიამული სამყარო მართლაც მრავალფერია. რას აღარ მოიხილავს იქ დიდ-პატარა, თუკი რა თქმა უნდა, იყოჩაღებს და ფეხს აუქცევს ურჩთა უბანში მობორიალე ცხრათავიან დევს, ცხრაშვილიან დევქალსა თუ სანადიროდ გამოსულ, `ოქროსბუმბულა გვრიტის” მაძებარ ძმებ-დევებს. სამშვიდობომდე კი თავბრუდამხვევი თავგადასავლებია, თუკი მზად ხართ, ერთად გავეშუროთ...
მოდი, პირველად, ცელქი დევების დედას, მელანიას ვეწვიოთ:
`დევის ქალი მელანია
ორთავ თვალით ელამია.
ცხრა შვილისთვის ფაფას ხარშავს,
გარს ეხვევა ყველანია.”
დიდ საქმეშია ცხრა შვილის პატრონი, ვერ აუდის პატარა დევების დაპურებას. ვერც ფაფით და ვერც ზღაპრებით შეუქცევია გაუმაძღრები. როგორც შემთხვევით არ არიან მარიამ წიკლაურის დევები ცხრანი თუ ცხრათავიანნი, ასევე შემთხვევითი არ უნდა იყოს მელანიას ასე მხიარულად აღნიშნული `სიელმეც”. მავანი იფიქრებს, შვილების მრავალრიცხოვნობამ და მათმა მოურჯულებლობამ ხომ არ აურია გაძეძებულ დედას თავგზაც და თვალებიცო?! მე კი მგონია, ჩვენ მიერ უკვე დამოწმებულმა დევების ლექსებმა თუ შეახსენეს ავტორს თავი. `დევების ქორწილში” მთქმელი ასე აგვიწერს ერთ-ერთი დევის გარეგნობას:
`თვალ უზის შუა შუბლშია, საცრის ოდენ კი ვერ ასა,
მეორე კუჭულაშია, უკენისკენა ხენავსა.”
`ფეხნ რაიმ ედგეს მრუდადა, თვალნ ესხდეს ყურის ზეთია.”
სწორედ ამ ხსოვნის წილ, მსუბუქი, ბავშვებისთვის ნაკლებად საზარელი გარეგნობა შეურჩევია პოეტს დევქალისათვის, თუმც დევების დედისთვის ხასიათის სიმტკიცე მაინც შეუნარჩუნებია, ატირებული შვილებისგან გაბეზრებული:
`ადგა, ბოლოს, მელანია,
ორთავ თვალით ელამია,
და საშველი რომ ვერ ნახა,
კარგად ტყიპა ყველანი – ააა!”
არც დევთ გაუმაძღრობა უნდა იყოს შემთხვევით აღნიშნული მარიამის დევების ციკლის სხვადასხვა ლექსში. შევეცადოთ გავარკვიოთ, ამ მხრივ მითოსური გენები თუ იმემკვიდრეს `ბრანდი-ბრუნდის” ბინადარმა ხალხური სიტყვიერების განუყრელმა არსებებმა და გამოვკვეთოთ რა შეიძინეს მათ ყოფიერებიდან. აკი ცნობილია, რომ `დევებს წინათ უნავარდნიათ ხალხზე: უჟლეტიათ, უჭამიათ; წყალიც კი არ უსმევიათ არა სულიერისათვის. ქვეყანა შეწუხებული, შეძრწუნებული ყოფილა იმათგან”. აქაც თავს შეგვახსენებს მარიამ წიკლაურის პოეტური დიდოსტატობით აღწერილი პასაჟი ლექსიდან `ბაჭიჭაური”:
`ადლიან ხინკლებს გაღოჯავს,
მერე სიმაძღრით ხარობს,
საკლავის ძვლებით სავსე აქვს
ციხის ახლოში ხარო.
ციხეგორიდან ფშანივით
ჩამოდის ხინკლის წვენი.
ხალხი კი წყდება შიმშილით...
ესეც ამბავი ძველი.”
პოეტის ალღო და მისი ლექსების მხატვრული ღირსებაც ის გახლავთ, რომ ამ ლექსებთან ზიარება უფროს-უმცროსს მისთვის სასურველ და საცნაურ ამბავს თანაბრად წარმოუსახავს. ზრდასრულმა მკითხველებმა, შესაძლოა, ალეგორიულადაც დავსახოთ ეს ნიმუში და ჩვენი არცთუ დალხენილი ცხოვრებიდან მრავალგვარი პარალელის სურვილიც აღგვეძრას. დამეთანხმებით, ამონარიდი ფანტაზიის გამძაფრების საშუალებას ნამდვილად გვიტოვებს. ზემოთ ვამბობდი, საინტერესოა, რა შეიძინეს ყოფიდან ჩვენმა ბუმბერაზებმა-მეთქი და სწორედ ამას ვგულისხმობდი. ერთგვარ იგავურ საბურველში, ვფიქრობ, დევების ციკლის ყველა ლექსია გახვეული. პატარა მკითხველამდე კი, ბუნებრივია, ოდენ მითოსური დროის ანასხლეტები, `ძველი ამბები” აღწევს.
გახსოვთ ალბათ, გენეტიკურ გაუმაძღრობაზე მოგახსენებდით: `მუდამდღე აუღებელი სუფრა ედგათო”, _ ასე გვიმოწმებს `ამირანიანის” ხალხური გადმოცემა დევების ცხოვრების ნირს. `მაიღით სანაკვეთოი – ვერ ვაძღებთ ტატლაყვერასა”, `დიდდიდებ ყანწებ მოიღეს, ვერ აძღებს მამლაყვერასა”... `იმოდენ ჭურჭელ ჩამოდგეს, აქ მე ვერ ვათქმევ ენასა...” ასე კი ხალხური ლექსები გვიდასტურებენ ბუმბერაზთა უზომო მადასა და `მოუპირავი” მუცლების ამბავს. მარიამ წიკლაურმა კი ამგვარად განაგო:
` _ ვინ მიირთმევს მაწონს? შიგ ყუას ვინ აწობს?
_ მაწონს დევის ბიჭი ჭამს, - ძირი აღარ უჩანს ჯამს.
_ ჯამი იქცა ქვევრად, ცოტა იქცა ბევრად.
_ ჭამს და ჭამს, ჭამს და ჭამს, - ძირი? – ძირი არსად ჩანს.”
ამ ლექსკარნავალს Mმარიამი კიდევ ერთ მშვენიერ პოეტურ ნიმუშს მოაყოლებს ისე, რომ არც მითოსურ დრო-სივრცეს სცილდება და ლექსის სიუჟეტს უზადო დამაჯერებლობასაც უნარჩუნებს:
` _ მითხარი, დევო თადია, რამ აგაყენა ადრიან?
_ ბიჭი გვეყოლა წუხელის, რძით ამოივსო მუცელი.
_ დედის რძე რას ეყოფოდა, ახლა თეთრ ირემს ვუწველი.
_ თეთრი ირმისაც არ ჰყოფნის, არ ვიცი, რითი ვუშველი.”
სვანების წარმოდგენით, ირემს ქალღმერთი დალი მფარველობდა. თუკი ცხოველი თეთრი ფერით, შუბლზე თეთრი დაღით ან სხვა უჩვეულო ნიშნით ირჩეოდა, მას უსათუოდ ღვთაებრივი წარმომავლობა ჰქონდა, ან თავად ღვთაებას განასახიერებდა. მასთან მონადირის ისარიც უძლური ხდებოდა. მოდი, თავი იმით ვინუგეშოთ, რომ თადიას ირემიც ნადირთმფარველის წარმოგზავნილია და მისი რძე პატარა გოლიათს უცილობლად დაანაყრებს.
აი, დევის ქალს კი წარმოიდგინეთ, `ატრია” მოუნატრია. ჭამის სურვილს ისე აუტანია, რომ ადრიანად აუყენებია და უშველებელი კოცონიც დაუგზნია:
`ქვაბი შემოდგა ცხრა ფუთი, ჭერხოს ავარდა ნაფუტი.
ცეცხლს შეუძახა რაც რამე ებადა ძველი ნაბურდი.”
მაგრამ დახეთ ბედისწერას, კერძისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი – ფქვილი არ აღმოაჩნდა დელიკატესის სურვილით ჟინატანილ ბუმბერაზს. აი, სწორედ აქ იწყება მაქციობის ფეიერვერკი. ვნახოთ, როგორ უმკლავდება საკუთარ სურვილს ლექსის გმირი დევქალი:
`ხედავს, რომ ფქვილი არა აქვს, ადგა და... თოვლი გამოცრა,
ერბო ადინა არაგვს. ცომს ზელდა მერე სამი დღე,
ჭრა და აბრტყელა ყინჩად, ქვაბში ჩაყარა ნაჭრები,
ცხრა დღე ხარშავდა იჯრას. კეცეულებიც დააცხო,
იმდენი ცომი ჰქონდა, ყინულის ხაჭოს აყრიდა
მზითვში მოყოლილ ქონდარს.”
ალბათ, არც ისაა შემთხვევითი, `ატრიამონატრული” დევი რომ ქალია. მარიამი არც აქ უხვევს ხალხური ტრადიციით გამყარებულ გზას _ თუ არა ქალს, სხვას ვის უნდა დაკავშირებოდა ნაყოფიერება, სიუხვე და სიმრავლე? გონებაში, მყისვე, ქართული ფოლკლორის `ტრიკსტერი” ქალები ამოგვიტივტივდებიან, განსაკუთრებით _ სამძიმარი. გავიხსენოთ ხევსურთა სიტყვიერებაში დაცული ამ მეტად უცნაური და არაორდინარული, ქაჯად წოდებული ქალის მითურ-გროტესკული სახე. მრავალ `შაძლებასთან” ერთად, სამძიმარს მაქციობის უნარიც აქვს. საცოლე ჭაბუკებს ის ადგილობრივი, ნაცნობი ქალიშვილების სახით ეცხადება. ქალღმერთს უცოლო ხოლიგასთანაც უცხოვრია ჯუათ ელენეს `აღით”. ერთხელ ქალს დედამთილისათვის ხახმატის ხატში წასაღები მასანთო-ხმიადების გამოცხობა უთხოვია. მას კი უთქვამს – თვითონ გააკეთეო. სამძიმარს ერთი თითი ერბოთი დიდი ქვაბი ხავიწი მოუხარშავს. დედამთილი მიმხვდარა, ადამიანთან რომ არ ჰქონდა საქმე, ქალღმერთი კი საჩქაროდ გაფრენილა.
ბუნებრივია, ხალხური ვარიანტი ანალოგი არ არის ციტირებულ ლექსში აღწერილი ვითარებისა, მაგრამ პოეტი რომ ფერტილობის საოცრად ხატოვან სურათს და ხალხურ სინამდვილესთან ძალზე მიახლოებულ პასაჟს გვთავაზობს, ეს უდავოა. ჩვენი მოგზაურობა `ბრანდი-ბრუნდის” სამყაროში კვლავაც ქალთა თემით გრძელდება. ზემოთ აღწერილი ამბის შემდეგ, განსაკუთრებით დავინტერესდი, როგორ ცხოვრობენ დევთ უბნის ქალები, რას საქმიანობენ, რა უჭირთ, რა ულხინთ და რით შეძლებენ `ბატარაების” შექცევას. იმედი მაქვს, მკითხველო, შენც ფეხდაფეხ მომდევ, აქ ჩამორჩენა არ ეგების, შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი გამოგრჩეს. განა შეიძლება `დევთ ქორწილს” მიმავალ, უზომოდ მოწადინებულ A`ანგელინა-პრანჭიას” გვერდი ავუქციოთ ისე, რომ ერთი შემამკობელი სიტყვაც არ ვუთხრათ?!. საქორწილოდ ახალ ფარჩასა და ქოშებს ყიდულობს, თავზე კი ბასმის წასმა განუზრახავს. თურმე კლანჭებიც მისახედი აქვს:
`ანგელინა? – იმ კლანჭებს
ერთი წელი იშრობდა...
ამასობაში `დევთ ქორწილიც გასრულდა...” მაგრამ თქვენ არ იდარდოთ, თავის მორთვამ ფუჭად როდი ჩაუარა _Aანგელინა-პრანჭია მაინც მოხვდა საყოველთაო მხიარულებაში, მაგრამ მიზეზი ამჯერად ქორწილი კი არა, ძეობა იყო. გავიხსენოთ, რომ ქორწილი ძალზე აქტუალური მოვლენაა ხალხურ სივრცეში. ჩვენს მიერ უკვე არაერთგზის დამოწმებულ ლექსს ხომ ასეც ჰქვია _ `დევების ქორწილი”, ლექსში დევთმებრძოლ `იახსარზე” კი ვკითხულობთ: `დევებს ხქონია ქორწილი, უჩქვეფავ სიმურ წყალია”, ამირანიც ქორწილით გალაღებულ დევებს შეეყრება:
`დევებსა ჰქონდა ქორწილი, სიმღერა ამოდიოდა,
შეგვიპატიჟეს, შევედით, ამირანს პური ჰშიოდა.”
უნდა ისიც აღინიშნოს, რომ დევებთან დაკავშირებულ ხალხური სიტყვიერების ნიმუშებში ქალებიც აქტიურად პრევალირებენ. ხშირად ისინი მოამბე-მედიატორები არიან _ ოჯახს საეჭვო არსებების სტუმრობას ატყობინებენ და საჭიროების ჟამს, საომრადაც შეამზადებენ მამრ დევებს, ან კიდევ ერთგულად ირჯებიან საყოფიერო საქმეებით: `თხორს სძახდა დევების დედა, ჯარა-ხვიშტაკი ხვიოდა”... სიფხიზლე და სიფრთხილე კი არც ერთ შემთხვევაში აკლია დევის ქალს. ასეთივე აქტივობით ხასიათდებიან `ბრანდი-ბრუნდის” ბინადარი დევთქალებიც. მარიამ წიკლაურის მახვილ თვალს არც ოჯახისადმი მათი თავდადება გამოპარვია და ასე ეხმიანება ხალხურ პირველწყაროს:
`დედილა უზით ბანზე,
ბაწარს მშვილდისთვის უგრეხს,
ხვივის დევქალის ჯარა,
გული უსკდებათ ნუკრებს”.
აი `დევთბიჭების ბაბოს” კი რომელსაც `შვიდი კაბა აცვია და ცალ-ცალი საბო”, სხვა საქმიანობა მოუნახავს, უთვალავი ლექსითა და ზღაპრით ართობს პატარებს, თანაც გოზინაყს უმზადებს:
`შიგ ყრის ნიგოზს,
თხილს და ნუშს,
განა ცოტას, ათ-ათ მუჭს”.
საკვირველია, მაგრამ ამ მონდომების მიუხედავად, ბაბალემ მაინც ვერ მოასწრო ზამთრისათვის გოზინაყი, არა და განა არ ცდილობდა, თაფლს გამუდმებით ურევდა `ნელ-ნელა და მალ-მალე”...
შეუძლებელია რაბლეს `გარგანტუა და პანტაგრუელი” არ აესვეტოს თვალწინ ამ სტრიქონების მკითხველს. როგორც ხედავთ, `ცოცხალი ტყუილისთვის” ნიშანდობლივი კოლოსალური მასშტაბები არც `ბრანდი-ბრუნდის” პერსონაჟთათვისაა უცხო და უჩვეულო. ხალხურ სიუჟეტებშიც ხომ ვითარების გროტესკულობა, ხშირად, ჭამა-სმის ეპიზოდებით მიიღწევა. კვლავ მარიამულ სამყაროში დავბრუნდეთ და დავიმოწმოთ ამ კუთხით ძალზე საინტერესო ლექსი _ `როგორ გაჩნდა შავი არაგვი”:
` _ ერბო? – ასიოდ ქილა.
_ კვერცხი? – ათასი ცალი.
_ ცეცხლი? – ტკაცანით დაფრთხა
ტყეში ჭინკა და ალი.
ერბოკვერცხს უწვავს შვილებს
მელანო – დევის ქალი”.
გარდა იმისა, რომ პოეტური გადაწყვეტით ეს ნიმუში კონგენიალურია, ამავდროულად, ფანტაზიის ნამდვილი ფეიერვერკიცაა _ აქ მითისქმნადობა გვაქვს: ვიდრე პატარა დევები საოცარ ტაფამწვარს შეექცევიან, დედის ბრძანებით მათ ხელები უნდა დაიბანონ:
`დევები ჰქვიათ, მაგრამ ურჩობას ვერვინ ბედავს,
ვინ შეუბრუნებს სიტყვას ცხრა შვილის გამზრდელ დედას”.
ცხრავე დევს მყისვე არაგვისთვის მიუმართავს, ქვით დიდხანს უხეხიათ თავიანთი ჭუჭყიანი ტორები და აი, ახალი მითიც მზადაა:
`ჰოდა, გამუქდა თურმე ჭუჭყითAანკარა წყალი,
მას მერე მოდის ასე ამღვრეული და შავი.”
მარიამ წიკლაურს მართლაც ძალზე ორიგინალურ მიგნებად უნდა ჩაეთვალოს არაგვის სიშავის ეს საოცარი დეფინიცია. მისი მხატვრული ოსტატობა არათუ უმრწემესს, ზრდასრულ მკითხველსაც კი ვერ დააეჭვებს შემოთავაზებული ვერსიის უტყუარობაში. ამგვარი დამაჯერებლობითაა აღბეჭდილი ლექსი `მზის დაბნელებაც”. მკითხველს, მეყსეულად, თვალწინ წარმოუდგება დევის ქალის მიერ ზღვასავით დაგუბებული `შვიდი არაგვი”, სადაც ყველაფერი ერთად ირეცხება: `ჯუბა, ფარდაგი, წინდა.” მთელი საბადებლის რეცხა-ხეხვას დიასახლისისთვის გუნება მაინც არ აუმღვრევია, `ცხრა შვილის ცხრა-ცხრა შარვლის” თოკზე გაფენისას, თქვენ წარმოიდგინეთ, ღიღინიც კი მოსძალებია. მაგრამ საღიღინოდ ექნებოდა თუ არა საქმე ქვეყნიერებას, ეს თქვენ განსაჯეთ:
`სარეცხმა მზე დააბნელა ვაიმე, ჩვენი ბრალი!
კიდევ კარგი, რომ ხშირ-ხშირად არ რეცხავს დევის ქალი.”
ვფიქრობ, ამ ორ ლექსს, არც ჩვენ მიერ განხილულ დევების ციკლსა და არც `ბრანდი-ბრუნდის” წიაღში ბადალი არ მოეპოვება, ისინი წიგნის ნამდვილი სამკაულებია.
რაბლესეული ფორმებით გაჯერებული ეს ნიმუშები სამყაროს უვრცეს `ველებზე” კოსმიური გონის უსაზღვრო, დაუდგრომელ მიმოქცევას წარმოსახავენ. ამ დაუსაზღვრაობის არაერთი სახიერი მაგალითი იპოვება ხალხურ სიტყვიერებაშიც. თუნდაც ისეთი, მთქმელი მხოლოდ სამყაროს რომ არ სჯერდება და ის გალაქტიკის ბატონ-პატრონადაც გვევლინება. შეგახსენებთ ამგვარი ზესწრაფვის შემცველ ხალხურ ნიმუშებს:
`ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე, ვარსკვლავებსა დავენახე,
მთვარემ კაცი მომიგზავნა: _ თუ აქ იყავ, რათ არ მნახე!”
ამ ლექსის სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ერთ-ერთში კი რომელიც `ქართული ხალხური პოეზიის” X ტომში `სამკალის” ციკლში გვხვდება, კიდევ მეტად `უცერემონიო” დამოკიდებულება ინაკვთება ციურ სხეულსა და ადამიანს, კონკრეტულად, მზესა და მთქმელს შორის:
`ჰეკა, ოკა, ბიჭებო! მაღლა ვიყავ, ცანი ვნახე,
მასკვლავებს ჩამოვეძრახე,
მთვარემ კაცი მომიგზავნა, _ აქ იყავ და არა მნახე,
მზემ პირბადე გადიხადა – მოდი, ახლო დამენახე.”
ცნობილი ეთნოლოგი მირჩა ელიადე, შესანიშნავ წიგნში `მითის ასპექტები”, აღნიშნავს, რომ `ხთონურ სამყაროში ჩასვლა თუ ზეცაში აჭრა, სიკვდილი თუ აღდგომა, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა”. ასეთი ამბივალენტური ჭვრეტით გარესამყარო მეტად ხელშესახები და ახლობელი ხდება. ეს უნდა იყოს ხალხური სიტყვიერების ე.წ. `ცოცხალ ტყუილებში” დაუნჯებული სიბრძნეცა და საიდუმლოც.
ცასა და მიწას შორის მოციქულობის ასეთივე შთამბეჭდავ პასაჟს ვხვდებით მარიამის დევებთანაც. დევების ოჯახი მთლად სიცოცხლის ხეს დაუფლებია _ საახალწლო ნაძვის მორთვა განუზრახავს. ამ საოცრების სანახავად კი `დევები ცხრა მთის იქიდან მოდიან”. ვნახოთ, როგორ ეხმიანება მარიამი ხალხის სულისკვეთებას:
`დედიკო – მზეს და მამიკო –
მთვარეს რტოებზე უბნევენ.
და-ძმებმა წვრილი ვარსკვლავი
გირჩებზე ბღუჯად აყარეს.
რაც ნაძვზე არ დაეტია
უკანვე, ცაში აჰყარეს.”
შესაძლოა, ამ ლექსთან ყველაზე ახლოს მაინც საქვეყნოდ ცნობილი ეს ხალხური ვარიანტი იყოს: `მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამა ჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი.” მაგრამ ამას ალბათ, დიდი მნიშვნელობა არც აქვს. `დევების ამბებში” თავმოყრილი ყველა ლექსი უტყუარად გვემოწმება მწერლის მიერ ხალხური შემოქმედების სიღრმისეულად გააზრებასა და მის გონიერ დამუშავებას. ციურ სხეულებთან და საერთოდ, სამყაროსთან უშუალო, შინაურული და უჩვეულოდ მხიარული მიმართება კი აქაც იმგვარი ძალითაა წარმოჩენილი, რომ ტოლს არ უდებს თაურსაწყისს. პატარებისათვის კი ეს სამყარო ისეთივე ახლობელი და მოსახელთებელია, როგორც ხალხური გონისათვის მზე, მთვარე თუ ვარსკვლავები. თქმა არ უნდა, `დევთ მოდგმის” საარაკო ამბები ამით არ სრულდება, წინ კიდევ მრავალგვარი საოცრება ელის ნორჩ მკითხველს. ხომ გაფრთხილებდით კიდეც, არაფერი გამოგრჩენოდათ. თუკი გულისყურით ხართ, მაშინ განვაგრძოთ:
`დევს ერთი გოგო ეზრდება,
ნაწნავს ცხრა ქალი უწნის.
გადია ქერშვილს უფქვავს და
ოქროს საცერით უცრის.”
საოცარი, დევთ მოდგმისათვის უჩვეულო საქმიანობა შეჰყვარებია დევის გოგოს, ავტორი კი წინასწარ გვაფრთხილებს, შეიძლება ჩვენ ბევრი ვერც ვერა გავიგოთ რა მისი საქმიანობისგან, მაგრამ სიცილისა და ჭკუის სწავლებისაგან თავი მაინც მოვიზღუდოთო:
`ეს გოგო თურმე ლექსებს წერს,
ტინებზე ლურსმნით კაწრავს,
იმ ლურსმანს ძვრასაც ვერ უზამ,
როგორც იმ გოგოს ნაწნავს.
ამბობენ თურმე რკინისგან
გაუჭედია ას კაცს...”
თუკი დევის გოგო თავის ნაწერში არ ჩაგვახედებს და დევთდამწერლობას ვერას გამოვრჩებით, იქნებ ხალხური ვარიანტებიდან მაინც ამოვზიდოთ საინტერესო და დამაფიქრებელი პარალელები. უჩვეულო არსებათა სამყარო უბრალო მოკვდავთათვის რომ მიუღწეველია, ამას ხელწერის გარდა, მათი კუთვნილი საგნების არამიწიერი სიმძიმეც მოწმობს. დევის გოგოს საწერი ლურსმნისა და რკინისგან გაჭედილი მისი ნაწნავის უძრაობა, დაუძაბავად გვახსენებს გაბუდაყებული ამირანისა და მკვდარი ამბრი-არაბის მოულოდნელ შეხვედრას. როდესაც ღმერთის ნათლულს, ამირანს, მისი მომრევი ქვეყნად აღარავინ ეგულებოდა, სწორედ მაშინ, გზად მიმავალი, გადაეყარა თავის მტერს – ამბრის: `ამბრი მომკვდარიყო, იდვა ურემზედ და თორმეტი უღელი ხარ-კამეჩი ძლივს სძრავდა.”
`ამბრი ჩაჰქონდა დედასა, თორმეტ უღელა ხარსაო;
გადმოვარდნიყო ბარკალი, მიწას არღვევდა, მყარსაო”.
ამბრის დედის გამომცდელ თხოვნას: _ `შვილის ბარკალი გადმომივარდა მიწაზედ, დაბლა ეთრევა, უპატიურად ხდება, ასწიე, შედე ისევ დედაშვილობას ურემზედვეო!” ამირანი, მისდა გასაკვირად, ვერ ასრულებს: `ამირანმ მაგის ზიდილსა ასო აიგდო, მხარებიო”, _ ასეთი ირონიით დასძენს ხალხური მთქმელი ამირანის შერცხვენა-გაწბილებას, რომელმაც მიწასაც კი ვერ ააცილა მკვდარი ამბრის ფეხი.
ქართული ფოლკლორისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მარიამ წიკლაურს საოცარი ხერხიანობითა და გემოვნებით გარდაუთქვამს პატარებისათვის მისაწვდომ და შესაქცევარ ენაზე. ვერ დავიჟინებთ, რომ სწორედ `ამირანიანის” ხალხურმა ვერსიამ უბიძგა პოეტ ქალბატონს დევთგოგოს ორიგინალური აღწერილობისაკენ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი კარგად იცნობს ქართულ მითოსსა და ამ კონკრეტულ ეპიზოდს. მარიამის უდიდესი გამარჯვება ისიც არის, რომ იგი უტყუარად გრძნობს და სწვდება ხალხის სულის მოძრაობას, ხალხური შემოქმედებისთვის ესოდენ ნიშნეულ მოვლენას _ მათ კარნავალურ, სადღესასწაულო პათოსს, დაუფარავ, შეუნიღბავ იუმორს. თავისუფლების ეს დიდი ნაკადი კი პოეტმა ქვეყნად ყველაზე თავისუფალი და მხიარული არსებებისთვის, ბავშვებისათვის მოიმარჯვა და საოცარი დახვეწილობით თავის შემოქმედებაში გადმოიტანა. `კაცმა ისეთი უნდა სთქვას, შიგ ტყუილი არ ერიოსო...” _ ისევ ხალხი შეგვაგონებს. მართლაც რა უნდა იყოს იმაზე სარწმუნო, რაც შენს ხალხს სწამს და ეფიქრება, იმაზე მადლიანი და ახლობელი, რაც წინაპარს უსახსოვრებია, მრავალი კერიისა თუ ბუხრისპირგამოვლილ ანდრეზზე თბილი და მშობლიური, რომელსაც ახალმოთიბულ ბალახივით მოაქვს შენამდე მითის სურნელი?! ესპანელი ფილოსოფოსი მიგელ დე უნამუნო კითხულობს: `განა `ოდისეა”, ეს ეპოპეა, ნაკლებად რეალურია, რაკი მასში საოცარი სიზმრებია ნაამბობიო?!.”
ამ მარადიულ სიმართლეზე ესაუბრება მარიამ წიკლაური ამოჩემებულ მკითხველს _ პატარებს, რომელთაც ჩვენგან, დიდებისგან გასხვავებით, განუხრელად სწამთ სასწაულების.
`ბრანდი-ბრუნდის” სამყარო კი სასწაულების ნამდვილი სამჭედლოა. სამჭედლოზე გამახსენდა – ჩვენს ჯადოსნურ წიგნში ავტორს არც ის ხალხური თქმულებანი დავიწყებია, დევებს მჭედლობის მამამთავრებად რომ წარმოგვიდგენენ. ცნობილია, რომ ეს ბუმბერაზები რკინის წრთობისა და ჭედვის საიდუმლოს ფლობდნენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი კი ხშირად ესწრაფოდნენ მათგან ამ სიბრძნის მიღებას. არ ვიცი, ცოდნის დასაუფლებლად თუ მხოლოდ ცნობისწადილით მარიამსაც განუზრახავს მათი საქმიანობისათვის თვალის მიდევნება და სასწაულებიც მოუხილავს:
`ქვაბი ცხრა წელი ჭედეს,
ირმის ჯოგებით უხადეს
გასამრჯელოო, მჭედლებს.”
ან კიდევ:
`ბაჭიჭაურის ქვაბები
ხუთმა ძმა დევმა ჭედა...”
დევების გამოჭედილია დევის გოგოს ნაწნავიც: `ამბობენ თურმე რკინისგან გაუჭედია ას კაცს”. გიკვირთ, ალბათ, ამ დრომდე რომ მოჰყოლიათ წინაპრების ცოდნა-გამოცდილება ჩვენს დევებს?! მაგრამ საკვირველი რაღაა, გახედეთ, მელანოს `ცხრავე დევუკას” სკოლის ჩანთა ამშვენებს, დედა კი `წიგნის ყიდვას ვერ აუდის”. მაუდის ჯუბაში გამოწყობილი პატარები დევთმოდგმისთვის ჩვეულ ყველა საოცრებას `დევთა ლეგენდების” კვალდაკვალ ეუფლებიან:
`ირმის ჯოგების წველას,
ისეთ ფარდაგის ქსოვას,
ბაბო რომ ქსოვდა ძველად.
საღებავების ხარშვას,
მატყლისგან ძაფის დართვას...
გრდემლზე ფოლადის წრთობას,
ნათელ-მირონის ძმობას”.
აქაც მოწოდების სიმაღლეზეა მარიამ წიკლაური. წარმოიდგინეთ, სინამდვილეში მართლაც ასე გადაეცემოდა თაობებს ხალხური ცოდნა და სიბრძნე (მამ-პაპის ანდერძი). შემოქმედი უტყუარად სწვდება კოლექტიური გონის მიმოქცევა
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სოფიო ჯაფარიძე   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
სოფიო ჯაფარიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: