არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჯარჯი ფხოველი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ჯარჯი ფხოველი   Sun Aug 02, 2009 9:42 pm



„იახსრის გორზე შუადღისას დაკლული ხარის
თვალები დადის ჩემი ქოხის ჩათვლემილ ჭერზე“. (1993)

ჯარჯი ფხოველი

https://ka.wikipedia.org/wiki/ჯარჯი_ფხოველი

ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი) დაიბადა 1943 წლის 18 ოქტომბერს, ფშავში, სოფელ არახიჯაში. საშუალო სკოლა იქვე დაამთავრა, ხოლო შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
1968–1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობებში, ჟურნალის რედაქციაში.
მუშაობას მალე თავი მიანება. ბოლო 10 წელიწადია თავის მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა და მოღვაწეობას იქედან განაგრძობს. ბოლო წიგნი, რომელსაც სახელად „უდაბნოს წიგნი" ჰქვია, სწორედ ამ პერიოდში შექმნილი პოეზიია შესული.
ჯარჯი ფხოველს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების წინაშე. მან შეძლო სოციალისტური რეალიზმის კლიშეებს გაქცეოდა, ის ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
ნათარგმნი აქვს ძველი ჩინური პოეზია.
გამოცემული აქვს ლექსებისა და თარგმანების რამდენიმე წიგნი.
2013 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული "უდაბნოს წიგნი".
"ეს არის ჩემი ბოლო წიგნი : ჩემი წამისოფლის ბოლოკუდა...
მე არ ვჩქარობ, მაგრამ მომავალში შესაძლოა ერთი წიგნიც დავწერო", - ამბობს პოეტი ამ წიგნის შესავალში.

წიგნები
* ლექსები. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1971
* კვირადღე : [ლექსები] / ჯარჯი ფხოველი (ციგროშვილი დავით). - თბ. : ნაკადული, 1973
* 43 ლექსი : 1 პოემა. - თბ. : მერანი, 1974
* დუმილის ტყე : [ლექსები] / საგამომც. მონაც. ავტ.: დავით ციგროშვილი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1975
* მკურნალი მიწა : [ლექსები]. - თბ. : მერანი, 1977
* სამი წელიწადი : [ლექსები] / ჯარჯი ფხოველი. - თბ. : მერანი, 1980
* ძველი წიგნებიდან ამოკრებილი ლექსები. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1982
* ჩაძირული არქიპელაგია და სხვა ლექსები. - თბ. : მერანი, 1984
* ლექსები / [სარედ. კოლ.: გრიგოლ აბაშიძე და სხვ.]. - მე-2 გამოც.. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1986
* გული ყველაფერს ხედავს : ლექსები. - თბ. : მერანი, 1987
* ჭრილობები : [ლექსები / რედ.: ლეილა მესხი]. - თბ. : მერანი, 1990
* ლოცვა გულის გადასარჩენად : [ლექსები]. - თბ. : საქართველო, 1992
* ლირიკა, 1989-1997 / [რედ.: ზვიად რატიანი ; მხატვ.: ჯემალ ზენაიშვილი]. - თბ. : მერანი, 1998
* მარტოობის მზე : ლექსები / [რედ.: ზაურ კალანდია ; მხატვ.: გოგი წერეთელი]. - თბ. : მერანი, 2002 (შ.პ.ს. "მერანი"-ს სტ.). - 204გვ. ; 18სმ.. - ISBN 99928-946-1-X
* ფურცლები : პროზა / ჯარჯი ფხოველი ; [რედ. ზაურ კალანდია]. - თბ. : [ჯისიაი], 2005, ISBN 99940-17-59-4
* დილის არაყი : პოეზია / ჯარჯი ფხოველი ; [რედ. ლერი ალიმონაკი ; მხატვ. გოგი წერეთელი]. - თბ. : [ჯისიაი], 2005. - 168 გვ. ; 18 სმ.. - ISBN 99940-17-56-X
* 100 ლექსი / ჯარჯი ფხოველი ; შემდგ. ზაურ კალანდია. - თბ. : ინტელექტი, 2012. - 137 გვ. ; 20 სმ.. - (100 ლექსი, ISSN 1512-455X / საგამომც. პროექტის ავტ. კახმეგ კუდავა ; წ. 63). - ISBN 978-9941-440-16-8
* შავი რვეული : პოეზია / ჯარჯი ფხოველი ; რედ. ბაღათერ არაბული ; მხატვ. გიორგი წერეთელი. - თბ. : მერანი-ს გამ-ბა და სტ., 2012. - 112 გვ. ; 19 სმ.. - ISBN 978-9941-9269-8-3
* უდაბნოს წიგნი : პოეზია / ჯარჯი ფხოველი ; რედ. ილო ფხოველი. - თბ. : საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, 2013. - 224 გვ. ; 18 სმ.. - ISBN 978-9941-442-72-8

თარგმანი
* ყვავილი სარკეში : ძვ. ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია... / თარგმნა ჯარჯი ფხოველმა ; [მხატვ.: გ. წერეთელი] ; საქ. მწერ. კავშ. არსებ. მხატვრ. თარგმ. და ლიტ. ურთიერთობების მთ. სარედ. კოლეგია. - თბ. : მერანი, 1990


Jarji Pkhoveli, 2008 © SanataPhoto

ბმული - http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aფხოველი+ჯარჯი

* http://lib.ge/books.php?author=247


Last edited by ბობო on Sun Aug 02, 2009 10:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Sun Aug 02, 2009 9:54 pm



აქ სულ ფშავლები არიან და აბა, რომელია ჯარჯი ფხოველი?

sunny


მარცხნიდან:
როსტომ მაჩხოშვილი,ვანო ბერიძიაშვილი,ჯარჯი ფხოველი და ...ეს კოხტა ქალი ვინ არის?
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Sun Aug 02, 2009 9:59 pm

სანათოა, ეგ კოხტა და კოხტას მჯობი

cyclops

Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Mon Aug 03, 2009 8:13 am

***
და შენც წახვედი და დამტოვე უკუნეთში ობლადმავალი,
ვინც ქვეყნიური ჭეშმარიტის ნატამალი_მწარე კენჭი
კიდევ ერთხელ აღმოაჩინა,
რომ საკუთარი ნათლის წვეთი ყველამ მარტომ უნდა ეძებოს,
როცა წყვდიადში
ხმის გამცემიც არ ეგულება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Tue Aug 04, 2009 10:53 pm

ამ შემოძარცვულ, ამ მიუკარებ
ხეებზე თმებით აბამდი ქარებს...

ამ გულღორღიან, ამ განუკვეთელ
ღამეში ნათლის ეძებდი წვეთებს...


flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Mon Mar 15, 2010 6:04 pm

შენი ცხოვრება, ქანცგამწყვეტავი, შემკვრივდა მწარე ეპიგრამაში!


* * *
სიტყვამ დაგათრო მწარე ბანგივით:

ცლიდი სასმისებს, დარდის მრეკავებს...

წინ დაგხვდა, როგორც სამგლე ხაფანგი:

ცხოვრება, შენ რომ კბილით ეკავე.


ვინ იცის, ბედი იყო თუ არა,

ფიქრი შორეთის ცაში გაწირე...

შენ წარსულს გულზე გადაუარე:

ფეხი დაადგი ძვირფას ნაწილებს...


ბოლოს დაგეცა ფლოქვი კენტავრის:

დასრულდა გზებზე სისხლით თამაში...

შენი ცხოვრება, ქანცგამწყვეტავი,

შემკვრივდა მწარე ეპიგრამაში!


2001


ის მიდიოდა...

ის მიდიოდა და ტიტველ ქუჩას

გულზე თავის ჩრდილს აფარებდა...


და კაცების ხარბი თვალები

კვალზე მისდევდენ და კორტნიდენ იმის მშვენებას

მშიერ ყორნების ნისკარტებივით...


მიდიოდა, როგორც დილა გაზაფხულისა,

გულში რომ იკრავს

სიზმრებიდან გამოქცეულ ადამიანებს,

ერთურთს დილის არაყივით რომ უწვდიან

სანდო სიტყვებს მისალმებისა...


ის მიდიოდა და გაშლილი თმებით ფარავდა

კაცების დაღლილ და ტიტველ გულებს,

რომლებზეც ომში დალეწილი ხმლები იყო

ამოტვიფრული

და ზედ მოჭრილი მტრის მკლავები

სისხლით ეხატა...


2002




* * *


იმისი ცხენის ნაკვალევი

დიდგორს გულზე ისევ ატყვია...


და იმისი მწარე სიტყვები

ცას აჩნია ნახმლევებივით...


ის ნახმლევები ცასაც სტკივა

და ჩვენც გვტკივა,

გარდასულის პირშავ ნისლში თვალჩაყოფილებს...


და ჩვენც გვტკივა...

და გზას მივდევთ, სადაც ომის ცეცხლი ანთია,

იმ გზას მივდევთ,

იმ გზას მივდევთ

ბნელში

ქრისტეს მეომრებივით...


2002




* * *


მეც ცოდვილი ვარ,

რადგან გრძელი ცხოვრების გზაზე,

ჩემს განუჭვრეტავ შუაღამეში

იმ ქალის ცოდვა ვერ შევიყვარე,

ვინც ფეხები ცრემლით დაგბანა,

ვინც თმები ფერხთით დაგიფინა პატიების ყრუ ქვითინივით...


2001




ცას დაეკიდა


ცას დაეკიდა რქებით ხარჯიხვი.

შენც შენი კვალი ცაში არიე...

იმ წლებს მთლიანად დაუხარჯიხარ:

ჰგავხარ ბოგანოს, ჯიბეცარიელს...


მოგწვდა სამყაროს დარდი იაფი,

მოდგა დღეშავი, გასაჯანჯლები...

შენ საქართველოს ბარელიეფი

ამოგათალეს გულზე ხანჯლებით.


სულში ჩაგიძვრა სიტყვა ჯაშუში,

შეხველ შავეთში, როგორც წარსულში...

სულ მალე ცეცხლში გამონაშუში,

ჩამოგემსხვრევა თავზე ცა შუშის!


2002




* * *


წამი ვერავინ გააჩერა,

თუმცა ბევრნი იმის გზაზე კედლებს აგებდნენ...

ჯებირებიც აღმართეს და

ხაფანგებიც დაუგეს და

ღვთაებრივი სახილველიც დაუხატეს გზისნაპირებზე...


მაცდური ქალიც მიუგზავნეს...

და სასმისშიც ჩაუყარეს ძილის წამალი...

და ტყვიითაც დაემუქრნენ...

და ხელებიც გადაუგრიხეს...

ისე ევედრნენ,

რომ ენები დაუფლითეს სიტყვის ხანჯლებმა...


მაინც ვერავინ გააჩერა,

თავის დარდის მოღობილში ვერ დაამწყვდია...

ვერ ჩაუდვა რკინის საყელე...


აჰა, ჩვენც უკვე ჩაგვიარა

მუხლმოდრეკილებს,

როგორც ფიცხელი ბედაური ჩაუქროლებს

გზისნაპირის ყრუ-მუნჯ ლოდებს და

ოფლს მიაშხეფებს

და მტვერს შეაყრის!


2002




* * *


მომძლავრებულა დუშმანი: ყელყელაობს და შმაგობს.

მაცილის ენის მონაწურს წინ დაგიღვრიან ჟარგონს...


დიდგორის ომში ნაცვეთო, ხმალო, არ დაიჟანგო!


1999




* * *


პოეტის ცრემლს გადმოჰყვება სამშობლოს მიწა,

შავი დარდით გარემოსილი...


ის ვერ ეტევა სიტყვაში და

ვერ ეტევა გულებში და

ვერ ეტევა სტრიქონში და

ვერ ეტევა მწარე ცრემლში, დაუშრობელში...


2002




* * *


გადამდებია დარდი კეთრივით,

მაგის სუნთქვაში წლები ოხრავენ...

დადიხარ, ქუჩის მტვერში ეთრევი:

შავმა ფიქრებმა გული გამოხრეს...


მწარე სიტყვები გისხეპენ თითებს,

კვალდაკვალ მოგდევს ჟრჟოლა ავი თვის...

ბედი თუ არ გაქვს, დაწერე თვითონ:

ადუღე შხამი თავის თავისთვის!


2001




* * *


გმარხავენ და ცრემლებს გაწვეთებენ

გულები, მიწაზე მიბმულები...

გზები, ათასწლობით ნაცვეთები,

შენს დარდს უკანვე გიბრუნებენ.


რომ გფლეთდა, ის ფიქრი წაიშალა,

სიზმარო, ზღაპარო, არაკო და...

სტრიქონო, შენა ხარ ქარიშხალი,

ტანზე დახვეული ანაკონდა.


წყვდიადი წამწამებს ახამხამებს,

ეშვება სიბნელე ახოვანი...

თვალი ვეღარ სწვდება ახმახ ღამეს,

ტანმაღალ ვარსკვლავებს: თანხმოვანებს...


იგრძენი წყურვილის აბოლება,

სიტყვების წრიალი, ფეთიანი...

წერტილი, ამ ლექსს რომ აბოლოებს,

გულმწარე წყვდიადის წვეთი არი!


2001




* * *


ის ოდესღაც ხმა იყო ჩემი...


ახლა, როცა ხორცი შეისხა

და სამოსი ჩაიცვა ტანზე,

უცხო გახდა საქარავნო გზების მგზავრივით,

ვისაც თვალები ამოუშრო უდაბნოს ქარმა

და ჩოქზე დგომამ

დაუხეთქა მუხლისთავები...


ის ოდესღაც ხმა იყო ჩემი...


2001




* * *


ქარი ჩადგა...


ქალაქის ხეებს

ცელოფანის ყვავილები გამოუბიათ...


2002




* * *


ჰოდა, ის იყო უცხო გზის მგზავრი,

ვინც პოეზიის საიდუმლოს სამოსელი შემოახია,

ვინც ფეხებზე დაიკიდა ტაშისცემა ამქვეყნიური...


ვინც ამოიცნო შენი გული,

დაფარული მძიმე ფოთლებით...

ვინც ბევრჯერ სცოდა

და ძირმწარე წუთისოფელში

შეიყვარა წყალწაღებულ ყარიბთა საქმე:

შეცდომების გამეორება...


2002




* * *


გულს რომ გიფლეთდა, დღესაც იგივე

დარდისა ისმის შორით ამო ხმა...

წასვლის ამბავი მოჩანს იგავად,

გრძელი ლოდინით გული ამოხმა...

ბედნიერია, გაღმა ვინც გავა,

საბრალო არის, ვინც დგას გამოღმა!


2000




მაშინ, როცა...


მაშინ,

როცა მღვრიე ქუჩამ

მწარე წყევლა შემომაფურთხა,

ჩემი თვალებიდან გამოძვრნენ

გველები ასპიტები...

ჩემი ხელები გადაიქცნენ ფოლადის ზამბარებად

და შეკრეს მუშტები, როგორც ჩაქუჩები...

და ჩემი ტანი ეკლებმა დაფარეს...


2002




* * *


ლექსს ჩაუჯდები (დილის არაყს) ჩამხრჩვალ ლოთივით

და ჩანხარ ისე, ბნელში კაცი რო

სიყვარულს ძერწავს და აცოცხლებს მარმარილოთი...

დაიბრჭყალები ცეცხლით, ქვაცივო!


ხედავ: მიწისპირს, სადაც შენი ჯავრი მოკრიფე,

დრო დასწოლია, დანაფეთები:

საფლავის ლოდებს და სიკვდილის იეროგლიფებს

ზედ რომ აცხია სისხლის წვეთები...


ცად აიწურა სიტყვის ლანდი, შენით დაღლილი,

და, სანამ იგი მზემდე არ ავა,

კვალდაკვალ მისდევ შენ ქსანტიპეს ერთგულ ძაღლივით,

აეტოტები ღამის გალავანს...


ცის ფსკერზე მოჩანს შორეული ჩრდილი აკვნისა.

და ვარსკვლავების ცვივა მარილი...

წარსულს, სისხლიანს, შენს სიტყვაში ვიღაც აკვნესებს.

გულს დრო ეტყობა ნახანჯლარივით...


ლექსს ჩაუჯდები (დილის არაყს) ჩამხრჩვალ ლოთივით

და ჩანხარ ისე, ბნელში კაცი რო

სიყვარულს ძერწავს და აცოცხლებს მარმარილოთი...

დაიბრჭყალები ცეცხლით, ქვაცივო!..


2002




* * *


და ის სიტყვა ფურცელს აამღვრევს...

თითქოს თვალებში ღამე ჩაგიძვრა,

თითქოს კამკამა ტბორს დაეცა ტალახის შხეფი...


2001




* * *


დიდი მდინარე,

უძილობით გაბეზრებული...

უთვალავი ხელისგულით

რომ გიზეპირებს...

შენს მრუდე ტანზე რომ დაცოცავს -

თითქოს ბრმაა -

ხელისცეცებით...


ერთადერთია,

ვისაც ქვეყნად სიძულვილი არ შეუძლია...

უარს არავის ეუბნება:

კარს სუყველას ღიად ახვედრებს...


ზოგი ისე შეიყვარა და ჩაიკრა,

სიყვარულით ლამის დაახრჩო!


2001




* * *


აქ დავმარხეთ მოგონებები...


ჩვენს სამყოფ ქვიშას

გულმავიწყი ქარი ახლა მუჭით მოიტანს...


ხომ უნდა წაიშალოს ის გზა, რომელმაც

სასაფლაოსთან მიგვიყვანა

ხელისკიდებით...


დავიწყებაც ხომ უკვდავების ნათესავია.


ხომ უნდა წაიშალოს ის გზა...

საფლავებზე ხომ ბალახი უნდა ამოვიდეს,

ცასაც ხომ უნდა შეხედოს ვინმემ

და ღრუბლების თეთრი ლექსი გადაიკითხოს...


ხსოვნა რომ არა,

უფრო მსუბუქად

იძგერებდა ჩვენი გულები...

და კვნესასაც ასე ხშირად არ გამოვცრიდით

ახეული ნესტოებიდან!


2001




თვალი


შენი თვალი გაფართოვდა:

სივრცით გაივსო...


და დაეტია შიგ ღრუბლების

გაშლილი ფრთები...

შიგ დაეტია ქართლის მინდვრები...

შიგ დაეტია მწვერვალები,

შენ რომ გიყვარდა;

შიგ დაეტია ის საქართველო,

ამოვარდნილ გულივით რომ სცემს,

უთვალავ დარდით დაზნექილი

და შავბნელი ეჭვებით სავსე...


2001
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Mon Feb 28, 2011 9:16 pm

ჯარჯი ფხოველი

***
ფურცელი მწარედ ამოიკვნესებს,
იმის ხორკლიან პირისახეზე
ცივსისხლიანი სტრიქონი რომ გაიკლაკნება...


* * *
წარსულმა დარდით უნდა გაგთელოს:
იმის შავ დღეებს ცრემლებს მიაშლი!
იქ შაჰ-აბაზი გულ-საქართველოს
სისხლს დალევს ჭროღა ისტორიაში!
მოდი, წარსულზე ჯავრი ვიყაროთ,
აქ როსმე ფრენდი ნისლში ნამალი,
დღეს ფრთებდალეწილს გავხარ იკაროსს,
უფრთებოდ ფრენა ძნელი რამ არის!
სისხლმა დაშალა ძველი ქვითკირი,
აქ აგმართავენ, სულ სხვა ქვითკირო!..
გულო, რამდენი რამე იტკინე,
შენ ის წარსულიც უნდა იტკინო!
აქ გადაგიწვეს გულის ადგილი,
შენი დღეშავი: მიწა უნამო...
მიდი, ჩვენს წარსულს ფეხი დაადგი,
გეპატიჟები აქეთ, ცუნამო!


მარტყოფი: მანანას საფლავთან

მთვარის ცაზე
დედამიწა მიახატა
უცხო ვინმე პოეტის ხელმა...
ელავს ღამეში სხივ-ანბანი, სხვაპლანეტური.
დედამიწის ღრუბლები და ვარსკვლავები
სავსე მთვარის ფერმიხილ ცაზე...
დედამიწის ყელგამშრალი მდინარეები...
The Rawen:
ყორნის შავი ყრანტალი,
მთვარის ცაზე გადაფენილი...
ვისი კვნესა მოდის ჩემამდე,
ვისი სიტყვა: ცადმავალი, დაუხშობელი?
შავო ფრინველო,
შეხედე ერთი:
მთვარის ცაზეც ირეკლება
დედამიწის შური, მტრობა და სისხლისდენა...
და ისიც აღარ გამიკვირდება,
რომ სადმე
მთვარის უღრუბლო ცაზე,
მისი სახელი რომ გაილანდოს:
დედა ნანა, თვალცრემლიანი,
მთვარის პოეტის ლექსებს რომ უსმენს
ჯარჯი ფხოველის
პოეზიის უარმყოფელი...
ვიცი: შეგაკრთობს მთვარის თეთრ გულზე
ჩემი სიტყვის ანარეკლი, ცისიქითური...
ეხლა ჩემს სახელს რომ ახსენებ,
გაიხსენე შუაზამთარი:
პირმოკუმული და უპირქუბო...
მარტყოფის მიწას რომ დავუტოვე
ჩემი გულის ბაგაბუგი, ბედისწერული!
აჰა, ყორანი: ჩემი ბედის შავი მიმინო
მთვარის ციდან დამჩერებია...
რა გინდა-მეთქი, ვეკითხები
და ხმას არ იღებს!
ხომ წაიყვანე ის, ვინც ქვეყნად
დამიკეტა გულისკარები!
ის, ვინც ეხლა მთვარის ციდან დამყურებს და
მესაუბრება
მთვარის პირთეთრ პოეზიაზე.
რა გინდა-მეთქი, ვეკითხები
და ხმას არ იღებს!
შავი მიმინო, კლანჭსისხლიანი,
დამყაშყაშებს
აქ მარტყოფის სისხლისღვრის მაცნე...
თითქოს მამადლის მარტყოფის მიწას:
იქ დატოვებულ ძვირფას სამარეს!..
რა გინდა-მეთქი, ვეკითხები,
გადაიფრენს და ხმას არ იღებს!
ოღონდ არ მითხრა: nevermore,
ჩემთვის ცაში გადანახული
ეს მწარე სიტყვა არ მომიგდო:
შავი კვნესა ბედისწერისა...
გეუბნები: აღარ მითხრა: nevermore...
ისედაც ხომ ნათელია სუყველაფერი!


P.S.
აქ გადატყდა ლერწმის ღერო,
იყო ბედის გულთან შებმა...
აქ გადატყდა ლერწმის ღერო,
მთვარის ცაზე მოკვდა წერო,
მე კი შენზე უნდა ვწერო:
გადმოვხატო, გადმოვწერო
ავი ბედის გულთან შებმა...
მთვარეზე ხარ: შენ გიმღერონ
ეხლა მთვარის პოეტებმა!


ვინც ამაღლდა

აქ რომ იტყოდენ სადღეგრძელოს გულისჩამჯიღვით:
ვინც ჩაიარა და ვეღარ ამოიარაო...
ვინც ჩაივლის და ვეღარ ამოივლისო...
მაგრამ არწივს არ ჩაუვლია,
ის ამაღლდა საკუთარი ფრთების წრეებზე...
ასცდა დიდბორბალოს,
ასცდა ღრუბლებს,
ასცდა სამშობლოს მაღალ ზეცას...
ასცდა ცაში ტოტებგადგმულ უღრანის წვერებს...
არა, არწივს არ ჩაუვლია:
ის ამაღლდა, ის ამაღლდა, ის ამაღლდა და...
ეხლა ჟიპიტაურით სავსე ყანწზე
თვალებდახრილი წამებულისაგან
ამგვარ რამეს თუ გაიგონებ:
ვინც ამაღლდა, ეხლა იმას გაუმარჯოსო,
ვინც ამაღლდა, ეხლა იმას გაუმარჯოსო...
ვინც ამაღლდა,
ვინც ამაღლდა,
ვინც ამაღლდა,
მოდი,
იმას გაუმარჯოსო!..


ეს საარაგვო

და კურუმკურუმ... და ოკრობოკრო...
ეს საარაგვო ოქროა, ოქრო!..
დავესესხები რითმას ილიონს,
დავესესხები ბებერ ბარაკონს...
საშოთაოა და საილიო,
საარაკოა და საარაგვო!
ბოლს დააყენებს ძველი ვარამი,
მტერს დააბრუებ ცეცხლით, მაჟარო!
საგურამოა და საგვარამო,
საყაზბეგოა და სავაჟაო!..
და კურუმკურუმ... და ოკრობოკრო...
ეს საარაგვო ოქროა, ოქრო!..
საგურამოა და სასაბაო,
საგივარგიო და სადავითო...
ხედავ: ვიღაცის ცხენი აბია
აქ ისტორიის გრძელი სადავით...
გულო, ძველისძველ დარდთან საუბრობ:
აქ ძველი დარდით უნდა დავითრო!
მიწა: სამზეო. მიწა: საუფლო.
საფარნავაზე და სადავითო!..
და კურუმკურუმ... და ოკრობოკრო...
ეს საარაგვო ოქროა, ოქრო!


* * *
ჩემს ზოგიერთ ლექსს,
ყმუილით ნათქვამს,
ვიცი, მხეცებიც წაიკითხავენ!
და იგრძნობენ
და გაიგებენ,
როდის ყმუიან პოეტები
და მგლის ხახა როდის ეხსნებათ!
ჩემს ზოგიერთ ლექსს,
სინანულის ცრემლებით ნათქვამს,
შენც წაიკითხავ მაშინ,
როცა ჩემი ცხვირი
ეშმაკის სახნისივით
შენს სიზმარში გაილანდება!
როდის ყმუიან პოეტები,
სინანულის მწარე ცრემლებს
როდის თესავენ
თავის პირქუშ გზისნაპირებზე?!


სხვა არწივი

დღეს შენ ხარ სულ სხვა არწივი:
ტკივილს ითმენ: არ წივი!..
ძველს იხსენებ დაჯახებას:
შესული ხარ ომში ასჯერ!..
ეხლა ფრთები დაგაჭრეს და:
საქათმეში იხდი სასჯელს!..
ეხლა სულ სხვა არწივი ხარ!..


წლებმა

წლებმა მოგახვიეს თოვლიანი ღრუბლები:
შენი ნიღაბი თეთრად გადაღებეს...
ძილიც გაძვირდა თრიაქივით...
შეგძულდა შემზარავი სიზმრების ყურება.
ხანდახან ნაცნობ სიტყვასთან წაიყბედებ:
გაიხსენებთ პოეტების მიუსაფრობას,
იმათ ცრემლებს,
იმათ კვნესას,
სისხლის დენას, დაუსრულებელს...
ხანაც შხამიან მოგონებებს დაემგზავრები:
დრო დაგადევნებს
ჩანაცრული წარსულის ამბავს...
და კიდევ ერთხელ სისხლის ცრემლით დაიბწკალები
და შენს გულშიც კიდევ ერთხელ ჩაიღვრება
გამდნარი სიტყვა...
წლებმა მოგახვიეს თოვლიანი ღრუბლები:
შენი ნიღაბი თეთრად გადაღებეს...


პოემა: ვითომ ოპტიმისტური

აქ მოვლენ, მაგრამ ვერ დაანგრევენ
ქართული სიტყვის ციხესიმაგრეს:
მარტო ის დარჩა
საბოლოოდ აუღებელი!
ისტორიის პირშავ ურდოებს
ის კავკასიის კედლებივით
წინ ეღობება!
ისტორიის ნატერფალში დაყრილო ქვიშავ:
მძივო,
ასხმულო ჩემი გულის არტერიებზე! -
დამივიწყეო,
რომ მეხვეწები,
ვცდილობ,
მაგრამ ვეღარ გივიწყებ!..
არაგვმა გუშინ ცა გამორიყა:
გამორიყა ჩემი გულის არტერიები...
გამორიყა უხილავი სტრიქონები:
ცის ფურცლებზე მიწერილები –
ისინი ხომ
ისტორიის დარდს აცხადებენ!
თან რომ მოაქვს ერთი ბრძანება:
სამშობლოს მიწის ქურდო, შენ
გიხმობენ ოქროს ურდოში!
კარგად ვიცი, რომ არ შეხორცდება
ამ ლექსის ტანზე
ძველისძველი ნაბზარები:
ძველი ნახმლევი,
ნახანჯლარი,
ნაღაჯიევი!..
ანდა: არაგვის გამორიყულ ცას
რა გაამთელებს, ერთი მითხარი!
დაჭრილი გული შევანჯღრიოთ,
გავიხსენოთ
გურამ ციხელაშვილის
ღვთაებრივი ბალახები:
ნაგროვები შორს,
უდაბურ არაბიჯაში...
კიდევ უფრო შორს,
კიდევ უფრო შორს:
ცასთან ახლოს
და ცაზე მაღლა!..
იქ, სადაც ბავშვი არაგვი მღერის
და თვალებს იბანს
მთების ნიავით...
სამშობლოს მიწის ქურდო, შენ
გიხმობენ ოქროს ურდოში!
ეს სტრიქონებიც ხომ არაგვმა გამორიყა,
ეს სტრიქონებიც და კიდევ სხვებიც...
ეხლა გულში
ისტორიის შემოდგომაა...
მოდი, ეს სიტყვები წავაწეროთ
საქართველოს ერთერთ დროშაზე:
სამშობლოს მიწის ქურდო, შენ
გიხმობენ ოქროს ურდოში!
თან მივახატოთ დავითის ხმალი:
საქართველოს შემრიგებელი!!!


აქ აღარ ხარ...

ხმალი ლესე, გული ხარშე
ამ ნანგრევში, ნაციხარში...
სულ ამაოდ დაგეძებ და:
აქ აღარ ხარ, ცაში ხარ შენ!
იმ ცაში ხარ, სადაც სიზმრის
უცხო გზები მოგძებნიან...
სად ვარსკვლავის,
სადაც მთვარის
და ღრუბლების ძონძებია...
ამ მიწაზე გული ხარშე,
ამ ნანგრევში ნაციხარში...
სულ ამაოდ დაგეძებ და:
აქ აღარ ხარ: ცაში ხარ შენ!


ნაკაფი

სულ მცირე ჟამი გეკუთვნის:
არ მოგცეს წელი ასიო!
აქ ძველებს რო ჩაუვარდათ,
ის სიტყვა უნდა ასწიო!
აიღე, თარგმნე ბასიო,
რომ დარდმა არ დაგასიოს!
ჟამი გაქვს ერთი წინწკალი:
არ მოგცეს წელი ასიო!..


ბებერ პოეტებს

და პოეტები წარსულს გასცქერენ,
ტბორავს, ედება ნისლი ცას ხშირი...
გულო, შენც ძველი დარდი გაძგერებს,
სავსე ხარ, სავსე ძველი ნახშირით!..
წინ აიმართა სულ სხვა ჯებირი,
სისხლით აემღვრა ცრემლებს სათავე:
კვნესენ ლექსდამშრალ პოეტებივით,
მაგრამ ძველ დარდებს ვეღარ ხატავენ!

2 - 15 სექტემბერი 2011 "ლიტერატურული გაზეთი"

study


Last edited by Admin on Sat Oct 01, 2011 1:15 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Tue Mar 01, 2011 2:26 pm

ჯარჯი ფხოველი


***
სიტყვა ხელს შემოგიბრუნებს:
იმისი მზერის პირბასრ ხანჯლებს
თვალებით დაეხევი...

სიტყვა აგიჯანყდება:
თავის მწარე ხვედრს
მხრებიდან გადაიგდებს...

თავის ნაღველს,
ათასწლობით რომ აგროვა,
შენს ფურცელზე ამოაზიდვებს...
შენს ძველისძველ და ბრმა სურვილს აუხირდება:
შენს სისხლს დალევს ამ ბნელ მინდორზე
და დაგმარხავს ფოთლებთან
და
მიწასთან
და
დრო-ჟამთან ერთად...

და მწვანე ხავსის ფარდაგს მოქსოვს
შენს სამარეზე...

1997


აქვე: სულ ახლოს

ამ გულგველიან, ამ განუჭვრეტელ
წყვდიადში მწარე კენჭები ხვეტე...

ამ შემოძარცვულ, ამ მიუკარებ
ხეებზე თმებით აბამდი ქარებს...

ამ გულღორღიან, ამ განუკვეთელ
ღამეში ნათლის ეძებდი წვეთებს...

აქვე: სულ ახლოს გშორდება მტკვარი,
აქვე: სულ ახლოს ღრიალებს ლეთე!

1997

დახატე ღამე

დახატე პირშავი ღამე,
სადაც სიტყვები
ვარსკვლავებივით იკამკამებენ...

დახატე კაცი,
ღამის გულში ცეცხლს რომ უკეთებს,
ღამის ამოცნობას რომ მიელმის,
ღამის ფიქრის ამოხსნა რომ სწყურია...

დახატე პირშავი ღამე...
დახატე პირშავი კაცი,
ღამის ტყუპისცალი, ღამის მოწილე:
გამოხატე დიდი სიბნელე...

ამოიცანი შენი თავი ღამის მორევში:
გადმოხატე პირშავი ღამე...


***
ახლოა ჟამი სულის ამოსვლის...
აქ შენს წარსულს ჩაეყეფები...

შუაზამთარმა უკვე მოქსოვა
კავკასიონის თეთრი სამოსი:
ალაგ–ალაგ ნახმლევები რომ აჩნია,
ალაგ–ალაგ სისხლის შხეფები...

აქ შენს წარსულს ჩაეყეფები...

კვალდაკვალ მოგდევს დარდი გერივით...
არ გავიწყდება, სისხლში გერევა
ცრემლის წინწკალი
ვარსკვლავის სიმსხო,
ცრემლი, საუფლო და საამსოფლო,
დიდგორის ველზე დაღვრილო სისხლო,
დიდგორის ველზე დაღვრილო ოფლო!

აჰა: გულიდან დარდი ამოვსვი...
მოდიხარ, წარსულს ჩაეყეფები...
გაილანდება თეთრი სამოსი,
კავკასიონის სისხლის შხეფები...

2010


study


Last edited by Admin on Sun Oct 23, 2011 12:29 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Sat Oct 01, 2011 12:15 am

ჯარჯი ფხოველი

ჩემი წინაპრები

ამ მთებს შეადნენ თქვენი ხმები, თქვენი სიტყვები
არახიჯის ღრმა ხევებში
და ვანხევის უღრანებში,
მიჩხის ტყეებში...

აქ ბალახსა რწყავს თქვენი სიტყვა,
გზებსა ღორღავს,
კედლებს ამაგრებს...
ლოცვად გაისმის კვრივ ადგილებში,
ლოცვად ისმის ხატის კარებზე.

თქვენ აქა ხართ: ჩუმნი, უხმონი;
თვალმოწკურულნი, ეჭვით მზირალნი
მომჩერებიხართ და ჩემ ბილიკს თვალს არ აშორებთ...

ჩამომძახეთო, რომ დაიბარეთ,
თავისუფლება ჩამომძახეთო!

ეს სიტყვები მიყინულია
მისელურის კლდეებზე ხავსად...
ჩანჩქერებად იმსხვრევა არახიჯის ღრმა ხევებში,
მიჩხის ტყეებში...

დიდო ციგრო ქისტაურო,
გვარის ლეგენდად ქცეულო...
გუთნისდედებო შიოშ და შერმაზან,
გივო და მარტიავ, ცხვარბევრო,
ბახავ და ხიზანავ!..

შუაგზაზე რომ შემოგაღამდათ:
ზოგი მტრის ჯავრით მახვილს დაეგეთ!..
ზოგმა ყულფში რომ გაჰყავით თავი!..
სამწვერის გორი ჩაიარეთ,
მაგრამ ვეღარ ამოიარეთ!

ნეტავ, ვინმემ თუ ჩამოგძახათ
საქართველოს ეს ნახევართავისუფლება!

თქვენი ხმები, თქვენი სიტყვები
შერჩენილია მისელურის კლდეებზე ხავსად...
ქარის ქვითინად გამოისმის
უბისთავის ფერდობებზე, თეთრკაბიან არყიანებში...

ხოლო თვითონ აქა დგეხართ:
ჩუმნი, უხმონი...
მომჩერებიხართ
და ჩემ ბილიკს თვალს არ აშორებთ!

დიდი სოფელი არახიჯა,
ბედისწერამ რომ წაშალა,
თქვენით არის დასახლებული...

და გაისმის თქვენი სიტყვები
თქვენს დარგულ ხეთა მერქნის წრეებში...

და, თუ კარგად მივაყურადებ,
თქვენი მერნების ფეხისხმას ვიცნობ:
ზოგნი დიდგორის გზას ადგეხართ,
ზოგნი კიდევ კრწანისისკე მიეშურებით!

ამ ლექსში რომ შეგაყოვნეთ,
პატიებას მოვითხოვ, ძმებო,
აბა, რა გითხრათ, თქვენნაირი სიცოცხლე და
თქვენნაირი სიკვდილი მინდა!

2011

"ცისკარი", 2011 წლის # 9


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Sat Oct 22, 2011 10:59 pm

ჯარჯი ფხოველი

შავი მდინარე

ღმუოდა დროის შავი მდინარე,
ხოლო შენ ეგდე ფსკერზე თევზივით...
და წყალი, ჯავრის შეუსმინარი,
გადადიოდა მაღლა, თავზევით...

წლების ჯირითი და სიჩაუქე:
შავმა დღეებმაც სული დალიეს!
წარსულის ღამეს შუქი ჩაუქრა:
ხმლით მოგდევს დარდი, მედღეხვალიე!..

ჩამოგყურებენ მთების წვერები,
ხელს გიწვდის ჭალა, მდინარე, ხიდი...
შენ გზა ხარ: მალე აგამტვერებენ
სხვები, ვისთვისაც არაფრად ღირდი!

ხელს მოგხვევს სიტყვა, დარდის დამტევი,
შავეთის ქარი ღრუბლებს გადარეკს...
შენ ცაში აკრეფ სარკის ნამტვრევებს
და დედამიწის დაშლილ ანარეკლს...

გადაიყოლებს შავი მდინარე
ტანაყრილ ღრუბლებს ლეთის ხიდამდე...
დაფარავს, ჯავრის შეუსმინარი,
იმ დღეებს, მაშინ შენ რომ იდარდე!

2011
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Mon Nov 07, 2011 3:14 pm


ჩამოგყურებენ მთების წვერები,
ხელს გიწვდის ჭალა, მდინარე, ხიდი...
შენ გზა ხარ: მალე აგამტვერებენ
სხვები, ვისთვისაც არაფრად ღირდი!

ხელს მოგხვევს სიტყვა, დარდის დამტევი,
შავეთის ქარი ღრუბლებს გადარეკს...
შენ ცაში აკრეფ სარკის ნამტვრევებს
და დედამიწის დაშლილ ანარეკლს...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Fri Aug 10, 2012 12:11 pm

ჯარჯი ფხოველი

მთვარის აპოლოგია

მე ვუმღერი რეალურ მთვარეს!
მე ვადიდებ ღამის მანათობელს!
ვადიდებ მთვარეს: უკვდავი სულების სამკვიდროს!
ვუმღერი მთვარეს, ვარსკვლავების წინამავალს
და გზების გამნათებელს, ვარსკვლავების ხელისმკიდეს!
მე ვწერ მთვარეზე, მთვარის სიყვარულზე, მთვარის
იმედებზე...
მე ვარ მთვარის მეხოტბე ვინმე...
და ვინც ამქვეყნად ღამის მნათობს ჰიმნები უძღვნა,
მე ვარ იმისი პლაგიატორი და მიყვარს
ყველა საოცნებო მთვარესთან ერთად!
მე ვწერ მთვარედან წამოღებული მელნით და კალამი ჩემი
მთვარის ცაზე გადაფრენილ არწივის ფრთაა!
ხოლო ჩემი მკითხველია სავსე მთვარის მოსახლეობა!
მე ვუმღერი მთვარეს;
მე ვარ მისი ღამეული სხივებით ნაწერი პოემების
გადამკითხველი,
მისი ანბანის აღმომჩენელი!
მე ვწერ მთვარეზე!
მე ვადიდებ მთვარეს!
მე ვუმღერი მთვარეს: ვარსკვლავების წინამავალს,
გზების გამნათებელს, ვარსკვლავების ხელისმკიდეს!
მე ვწერ მთვარეზე!
ხოლო ჩემი მკითხველია სავსე მთვარის მოსახლეობა!
მთვარის ყვავილები:
ეს არის თეთრი სიზმარი სავსემთვარეობისას!
მთვარის აპოლოგია იწერება მათთვის,
ვისაც თავის გრძელ ღამეებში ეს სიზმარი დასიზმრებია!
ჩემი წიგნია სავსე მთვარის აპოლოგია!
მე ვადიდებ მთვარეს!
მე ვუმღერი მთვარეს!
მე ვდგევარ მთვარით განათებულ უდაბნოში:
აქ პოეზია ერთადერთი ოაზისია,
სადაც უკვდავების წყარონი ჩუხჩუხებენ...
ვიცი: გინახავს უდაბნოში ღამის წყარო, მთვარის რძეში
პირდაბანილი!
ვიცი: შეგისვამს შენ ეს წყარო, კბილისმტეხავი.
და სიტყვა გითქვამს, როგორც მთვარის სამადლობელი!
თვით მთვარესაც ჟრჟოლა აიტანს,
ამ წყაროს რომ დაეწაფება!
და ახედავს ვარსკვლავების ფეიერვერკს ირმის ნახტომის
კარმიდამოში...
ახედავს და კოსმიური სითბო აიტანს,
შორეულ ძმათა თანამლმობელი!
მოენატრება პოეზიის სამოთხის ნახვა:
იქ შვება და სიყვარულის ცეცხლის დანთება!
ვერავინ იტყვის, პოეზიის სამოთხედან პოეტებმა
რატომ გააგდეს!
პოეზიაში მთვარის შუქი ნუთუ მართლა ბანალურია!
გააგდეს მთვარე და ესღა დარჩათ:
მთვარის ალაგას კოსმიური სიცარიელე!
მე ვწერ მთვარის აპოლოგიას!
მთვარე უნდა დავაბრუნო თავის ადგილზე:
ძველისძველ ქართულ პოეზიაში!
არ ვიცი, ჩემი მკითხველები იცნობენ, თუ ვეღარ იცნობენ:
მიიღებენ თუ არ მიიღებენ!
მათ ხომ მთვარე დაივიწყეს დიდიხანია!
და აჰა: მე ვარ ერთადერთი, ამ უმთვარო ღამის სტუმარი...
და მე ვწერ მთვარის აპოლოგიას!
პოეზიის ძველისძველ და გაკვალულ გზაზე მე მთვარის
შუქს წინ მივუძღვები:
პოეტებო, გაგახსენებთ მთვარის თამაშებს!
გაგახსენებთ მთვარის ყვავილებს, რომ იზრდება
სიყვარულის ძველისძველ გზაზე!
მე ვარ ერთი პოეტი ვინმე, პოეზიიდან მგლის ბილეთით
გაგდებულ მთვარის გუშაგი!
და მე ვწერ მთვარის აპოლოგიას!
მთვარის ყვავილები იშლება მისთვის,
ვინც სავსე მთვარის სიზმრები ნახა,
ვინც სიყვარულის ცეცხლი იგრძნო გულში
სავსე მთვარეობისას!
მე ვადიდებ განდევნილ მთვარეს!
მე ვეუბნები პოეტებს: ლექსში შემოუშვით მთვარე:
ლექსი ხარობს და ფესვებს იდგამს მთვარით
განათებულ უდაბნოში...
ლექსი და მთვარე ორი ტყუპისცალია...
მთვარე ანათებს ოხერ დედამიწას,
როგორც ირმის ნახტომის გულისგულს...
ხოლო ლექსი კაცის გულს ანათებს მთვარიდან აკრეფილი
სინათლით...
გეუბნებით: ლექსში შემოუშვით მთვარე:
გახსენით კარი და გახსენით ფანჯრები
და გახსენით გულისკარები: ლექსში შემოუშვით მთვარე!
დაე, გაიხსენოს თავისი ადგილი: გაიხსენოს ის ძველი ჟამი,
როცა სიყვარულის გზებს ანათებდა...
მე ვუმღერი განდევნილ მთვარეს!
მე ვწერ მთვარის აპოლოგიას!
სავსე მთვარის ყვავილები დღეს ჩემს წიგნში იშრიალებენ!

study

უსინათლო პოეტებს

გულით სიბრმავეს
თქვენ არჩიეთ თვალით სიბრმავე!
ამქვეყნიური ყვავილები დაგიმალეს და:
სამაგიეროდ თქვენ სამოთხის ყვავილებს რგავთ და
სამაგიეროდ თქვენ სამოთხის ყვავილებს ხატავთ!
და გულით ხედავთ
იმას,
რასაც თვალხილულნი ვერ იხილავენ...
გულით ხედავდა დიდი ხორხე ლუის ბორხესიც,
ისიც ხომ თქვენი ერთი ძმა იყო:
იმასაც ერგო
ბედისწერის ღვთაებრივი, შავი სიბრმავე...
მაგრამ მზე ენთო იმის ღამეში
და ვარსკვლავების ბრაილით წერდა!..
და იყო კიდევ ერთი პოეტი,
ვინც ტროას ომი უსინათლო თვალებით ნახა
და გადმოხატა ხსოვნის ღრუბლებით
და გადმოწერა დარდის ანბანით...
ბრაილის შრიფტი არა ჰქონდა,
აბა, მეტი რა უნდა ექნა!
თქვენზე რომ ვფიქრობ,
მომაგონდება
ჩემი დიდედის დიდი სიბრმავე:
იმისი დილა თენდებოდა
ხელუხლებელ და რძისფერი ქაღალდივითა
შორს, შორს: მაღალ არახიჯაში...
ვიცი, სულ მალე ჩემი დილაც გათენდება
ამ ქაღალდივით,
ეხლა ჩემი კალამი რომ ებღაუჭება...
და თქვენ რომ ხატავთ,
მეც ვიხილავ იმ ყვავილებს,
ცით მოფრენილებს
და სამოთხის ყვავილების დახატვაში
დაგეხმარებით...
უსინათლო დიდი აედო:
ჰომეროსო, გულდარდიანო,
ბორხესო, ღამის მესაიდუმლევ,
მითხარით,
როგორ შევიყვარო მე წყვდიადი, გულშემზარავი;
ღამეს როგორ გამოვტაცო
უკვდავების მწარე წვეთები
და გულმოკლულმა მტკივან გულში
სიმღერები როგორა ვთქვა
მაშინ,
როცა სიყვარულის ცაში აწვდილ მთებს
და იმათ ღრუბლებს ვერ დავინახავ!

study

"ლიტერატურული გაზეთი", 22 ივნისი - 5 ივლისი, 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Wed Nov 14, 2012 11:28 am



ჯარჯი ფხოველი

ერთი ჩანაწერი "ხელის-გულის ანაბეჭდებიდან"

* * *
მაშარელაის ლეგენდა. სოფელი მაშარა ჩემი სოფლის არახიჯის მომიჯნავე იყო... მაშარა ეხლა ნასოფლარია: ძველისძველი, ჩაქცეული კედლები ასწლოვან ხეებს დაუფარია. აქ თითქმის წაშლილია მაშარელთა ყოფნის კვალი, მაგრამ მეხსიერებაში არ გამქრალა ამ სოფლის შემზარავი ტრაგედიის შორეული ექო...
მახსოვს: დედაჩემის მოყოლილ ზღაპრებში ხშირად გამოერეოდა "მაშარელაის ლეგენდა": ეს ზეპირი მოთხრობა ბავშვობიდანვე მეც მთლიანად ვიცოდი. გამოხდა ხანი: ყოფიერების ბურუსმა ჩემს ხსოვნაში გადაფარა "მაშარელაის ლეგენდა"...
და აჰა: მარიამ წიკლაურის პოეტურმა კრებულმა "მარადისობის რიტუალმა" კვლავ გააღვიძა ის უკვდავი მოთხრობა: აქ შთამბეჭდავ პოეტურ სტრიქონების კვალდაკვალ დაბეჭდილია მარიამ წიკლაურის გამოკვლევა "საგზალი". ეს პროზაული ტექსტი უფრო ლექსია: ამ წიგნის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი, პროზად ნათქვამი! დიდი გვარის წიკლაურის წარმომავლობის და სხვადასხვა კუთხეებში განფენის შორეული ამბავი. მონათხრობია თავის ძველისძველ, ძირხატ ლაღ იახსართან დაბრუნების, წარსულთან შეხვედრის ემოციური განცდები... ვფიქრობ: გულმოდგინე შრომაა საჭირო, ყოველ მეტნაკლებად ცნობილ ქართულ გვარზე ამგვარი გამოკვლევა რომ შეიქმნას!.. როცა პოეტზე და პოეზიაზე წერ, შესაძლოა შენშიც იფეთქოს პოეტურმა სულისკვეთებამ: ამის გამო თუ არის, წიგნის რედაქტორის, ასევე პოეტის მარიამ ხუცურაულის ბოლოთქმა პოეტურ განზომილებაში რომ თავსდება: თითქოს ესეა, მაგრამ ლექსია!.. წიგნში პოეზიის თანამდევად გაისმის იმ დროის მონატრება, როცა "ხატს და კაცს ერთმანეთის ესმოდათ"... ეს იყო მოსეს ეპოქა: მოსე ხომ ცხადლივ ელაპარაკებოდა ღმერთებს!.. ჯვარ-ხატების სადიდებლების და ფშაური ფოლკლორის ენა და სტილია ის ნიადაგი, სადაც განფესვილა მარიამ წიკლაურის პოემა. მთების ჰაერს სუნთქავს ის: მთების ცა ირეკლება ქვეტექსტების ტეხილ სარკეებში...
ამ ჩანაწერის ბოლოკუდა: ლექსების წიგნია, მაგრამ ეს არის ერთი ნაღვლიანი პოემა, წვრილი ლექსებით აკინძული... ლიტერატურაში ამის მაგალითები ბევრია... გავიხსენებ თაგორის უკვდავ პოემას "გიტანჯალს", წვრილ-წვრილი ლექსებით აკინძულს, ინდური სულის მარადიულ დარდს რომ აცხადებს და ერთარსად ჩამოძერწავს... "მარადისობის რიტუალის" სარჩევს ამაოდ მოძებნით: წიგნი ერთიანი პოემაა და სარჩევიც არ ჭირდება!.. ასე მთავრდება მაშარელაის ლეგენდა. პოეტი გვეუბნება, რომ ღვთისშვილისაგან ოტებული განერიდა წინაპართა ადგილს, თემსოფელს, სალოცავს... და იმასაც გვიცხადებს, რომ გამოხდა ჟამი და მისი მოდგმა კვლავ დაბრუნდა, თან მოიყოლა ნაშიერი, მოიყოლა ხსოვნა წარუდინელი და მოიტანა ეს წიგნი: დროის განწმენდილი სულის ანარეკლი, გულით ნაწერი!


"ლიტერატურული გაზეთი", # 83, 5 - 18 ოქტომბერი, 2012 - http://www.mcs.gov.ge/misc/topic/1350558478.pdf

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Mon Jan 28, 2013 3:59 pm

ჯარჯი ფხოველი

ავტოპორტრეტი. 2012

მთებმა წაგართვეს ცის ნახევარი:
შენ იმათ ჩრდილში ღამე იშოვე...
თვალში ჩაგივა ღრუბლის ნახევი:
აიმღვრევიან სიშორეები...
გულში ჩაიკრავ თრობას ლოთივით
შენ ისტორიის ჭალების გაღმა
და იქ წაიღებ ლოდებს ლოდინის,
სადაც სიზიფე მიკვალავს აღმართს...
და ივლი შავი დარდით ნამუსრი,
გულს ამოგწვავენ ვარსკვლავ-ხანძრებით
წამისოფელის ყრუ ჟრიამულში
შენი დღეები, დასახანჯრები!..
ვერ დაიბრუნებ ზეცის ნახევარს,
არ გეყო დარდი და კილოკავი...
იტყვი: სიტყვების ძველი მახე ვარ,
ძველპოეტების ცრემლის მლოკავი!


* * *
წავიდნენ მთები აღმა და აღმა:
მთებმა მთები გადაიარეს,
მთებმა ლურჯი ცისნაპირი გადაიარეს...
მათი ჯოგი
სამყაროს იქით:
გალაქტიკის ხეობებში გაუჩინარდა...
შენ დაგრჩა დარდის ხე, ფოთლოვანი,
ობლად რომ დგას გულის მიწაზე:
მწარე სიმღერებს რომ შრიალებს
მთების წმინდა ნამოსახლარზე...


ეს მთები

ეს მთები, როგორც მამაშვილები:
კაცები, თავი ვინც გაიმეტა,
მოვლენ და იმედს მომაშველებენ:
ეს მთები მყვანან ბოლო იმედად!

თქვენ ამარიდეთ სიტყვა უცადი,
თქვენ დამასიზმრეთ გზები, ხიდები...
ფიქრი, გულიდან მწვანე ფურცლამდი
თქვენ მოიტანეთ ხელისკიდებით...

მთებო, გადამხვევთ სავსე მთვარის ხელს,
ჩემს გულში თოვლი უნდა გაკვალოთ,
მოდით, დათვალეთ, დაახარისხეთ
სტრიქონი, წმინდა და სააკვანო!..

ეს მთები: მთების გულში ეტევი...
ეს მთები: მდგარნი მაშველებივით...
ეს მთები: მთები და იმედები...
ეს მთები, როგორც მამაშვილები...


და შავნაღველი...

და საუკუნე, ძრწოლით დაღლილი,
ცეცხლს რომ გიკიდებს, გულის მდაღველი...
და შუაღამე ერთგულ ძაღლივით
კვალდაკვალ მოგდევს... და შავნაღველი:

ესეც ერთგული, გულზე დახლილი,
ესეც მწვერვალი, ზედ რომ ახველი...
და შუაღამე ერთგულ ძაღლივით...
და შუაღამე... და შავნაღველი!


ვალი სამოთხის

განაღე გული ვინმე მესხივით,
ცას მისწვდი, სადაც ქარნი ხვივიან...
მოდი, სტრიქონებს ცეცხლი ასესხე:
აღანთე ალხი და ალქიმია!..

ყოფნა-არყოფნა ბედის ბადეა:
შენ ეს წყვდიადი თვალებს წამოგთხრის...
საქართველოში რომ დაიბადე:
თან არ წაიღო ვალი სამოთხის!


ქაღალდის უდაბნო

უდაბნო: ქვიშის და მზის ნამცეცების აღრევით შობილი.
ხოლო მზის ნამცეცი უკვდავი ბალახია, მზის ნამცეცი
უკვდავი ტყეა, მზის ნამცეცები ხომ ჩვენ ვართ: მე და
შენ... მზის ნამცეცებზე სამყარო დგას და ჩვენც
ვდგევართ. მზის ნამცეცებით ცარგვალია მოფენილი.
მზის ნამცეცები ვარსკვლავკრიალა ღამეს აღვიძებენ.
მზის ნამცეცები ჩვენს სიზმრებს ეფინება შემოდგომის
ფოთლებივით... მზის ნამცეცები დედამიწის თვალებს
ბასრავენ...

ქაღალდის უდაბნო სულ სხვა რამ არის: მზის
ნამცეცები, ქაღალდის ფერფლი, ნაკუწები, კაბინეტების
და ბიბლიოთეკების მტვერი და თებო... და ფოთლები
სულ სხვა ჯიშის ბაობაბების... ქაღალდის უდაბნო:
მატერიკი თვალუწიერი.... თეთრი, თეთრი ისე, როგორც
იანვრის თოვლი...

შენ ქაღალდის უდაბნო თუ გიგრძვნია; იქ ოაზისიც
შეგხვდება და, ალაგ-ალაგ, პირგამშრალი წყაროების
ჩურჩულიც ისმის და ქაღალდის უდაბნოში პოეტი დგას
ათასწლოვან ბაობაბივით... აქ ოდესღაც უღრანი ტყე
ხარობდაო, ეგრე ამბობენ... ეხლა ხეთა ნატერფალებზე
თეთრი ფოთლები ყრია უკიდეო ველის კიდეგან _ მზის
ნამცეცებში არეული, კაცთა ყოფნის ნარჩენებში
ალუფხული, შერეული ისტორიის ხავსმოდებულ
ხარახურაში.... აქ უცხო მგზავრი გაივლის და – ველზე
რჩება დინოზავრის ნატერფალები... აქ პოეტი დგას
ათსწლოვან ბაობაბივით: თვალებს უბნელებს უდაბნოს
ლიბრი და ტოტებზე შერჩენია ენის ხავსი, ენის ფესვთა
ნაგლეჯები, არეული თიხაში და ცელოფანის
ყვავილებში, დროის კვამლში, დროის ნაცარში...

თუ გაგივლია ამ უდაბნოში, თუ გინახია აქ ქაღალდის
ციხე-კოშკები: და დღეები და ღამეები და გამქრალი
ეპოქები, აკინძული ხავსგადაკრულ ტომეულებად... და
სნეული დრო, აქ ქაღალდის ფურცლებს რომ ყლაპავს
მაცოცხლებელ ტაბლეტებივით... და სიცოცხლის
ხანგრძლივობით უკვდავ ქვიშას რომ ეჯიბრება!

ჩვენ ავაგეთ აქ ქაღალდის ქალაქები, ცადაწვდილი
ცათამბჯენები და ისტორია დავამწყვდიეთ
გამოქვაბულში, რომლის კედლებზეც,
მჭვარტლნასვამებზე, დავკიდეთ ცეცხლზე
გამოსაშრობად სტრიქონები: წავაწერეთ აქ პირველი
სიყვარულის გრძელი ამბავი... პირველი ლოცვა და
პირველი სავედრებელი და ვაღიარეთ უწინარეს ჩვენი
მშობლები: დედა ენა და მამა ენა

შენ კი რატომ გაგიკვირდა, შენს ოთახში უდაბნომ რომ
შემოაბიჯა: ბიბლიოთეკის დარბაზებში რომ წევს ის და
იმის მტვერში ჩაძირული სახელები რომ ქვითინებენ:
გენიოსები, საკუთარი გულის გვირგვინოვანი
არტერიები ამ უდაბნოს რომ აჩუქეს და მიმოაბნიეს
ბაგეებგამშრალ და მოწყენილ ოაზისებში, თეთრი
ქვიშით გადათოვლილ გორაკებზე და ხეობებში...

ირმის ნახტომის რძისფერი თებო ყრია ქაღალდის
უდაბნოში და გადმოისმის კოსმიური ქარის ქვითინი:
სწორედ ისეთი სიმღერაა, რომ გესმოდა შენ იმ რძისფერ
გზისნაპირებზე მაშინ, როცა აქ მოდიოდი გზაშეშლილი
და გულღორღიანი და გალაქტიკის მჭრელი ქარი
შუბლს გიგრილებდა.

და ქაღალდის უდაბნოში პოეტი დგას ათასწლოვან
ბაობაბივით... იმის ფოთლებზე, ცხელ ქვიშაში
დაფენილებზე, ყოველჟამიერ ვიღაც ხატავს ცინცხალ
სტრიქონებს... და გადიან საუკუნენი: ქვიშა ქვიშას
ემატება, ფოთოლს ემატება ისევ ფოთოლი...

უნდა გითხრათ მე სიმართლე გულშემზარავი: თქვენ
ქაღალდის უდაბნოთა მგზავრები ხართ, ჯიგიტებო
მზედაკრულებო; მე ვიცი მწარედ შეათამაშებთ მზის
ისრებით დაჩხვლეტილ ზურგებს... დაჭიმავთ უღლის
კამეჩებივით გადაქლეტილ, დაჭმუჭნილ კისრებს,
რკინის უღელი და ტაბიკები ჯერაც რომ არ
დავიწყებიათ... და ხანდახან წინ გაიშვერთ გაძვალულ
ხელებს: ხელისჩამორთმის და მოხვევის სურვილი რომ
დავიწყებიათ!.. ირმისნახტომის მათხოვრებო,
ვარსკვლავების თეთრ მუხლებთან დაჩოქილებო, აქ,
ქაღალდის უდაბნოში ხომ ეძებეთ ბედნიერება, იმის
მიბაძვით, ვინც დალახა ძველისძველი უდაბნოები და
ვერაფერი ვერ იპოვა და მისი კვნესა პირგამშრალ ცას
აეტოტა და შეერია მზედალეულ დუინებს და ბაობაბის
დამჭკნარ ფოთლოვანს...

აქ ძველპოეტებს გზა აერიათ: და მრავალი წელიწადია
და მრავალი საუკუნეა გზას მიიკვლევენ უდაბნოთა
ბალახბულახში... აქა ყრია კრატერების დაცლილ
ჯამებში ძველპოეტების დარდის ნაცარი... ისინი დიან
უდაბნოს კარად სისხლისგამღებ დონორებივით... და
ოაზისებს მათი დიდი ცრემლი აცოცხლებს.

ო, მზეო, მზეო, შენ ქაღალდის უდაბნოში უფრო მწველი
ხარ! კევრად ტრიალებ ჩვენს დაპობილ და დაჩეხილ
თავისქალებზე... უდაბნოთა დიდო დედავ, შენ
ქაღალდის უდაბნოც ხომ მკლავზე არწიე... ო, მზეო,
მზეო, შენ დახატე ეს უდაბნო: ჩვენს გულებში
დაამწყვდიე ქვიშრობის კვნესა!

გამოიღვიძეთ, ჯიგიტებო უდაბნოსანო! თქვენ ვერ
იცხოვრებთ ამ უდაბნოში: სულ სხვა უდაბნო უნდა
ეძებოთ! შორს წასვლა სულაც არ მოგიწევთ, ის ახლოს
არის: ინტერნეტის პირგამშრალი, შავი უდაბნო... აქვე,
ახლო სამეზობლოში... და ჩვენ, ქაღალდის უდაბნოს
შვილებს მოსახდენი გვაქვს მოსახდენელი: ამ ქვიშას
უნდა დავუტოვოთ ჩვენი გულის ნაფლეთები და წიგნები
და ფურცლები და ფურცლები აურაცხელი... და, ვინც
ქაღალდის ერთგულები ვართ, ვაღიაროთ რომ ეს
უდაბნო შავნაღველის და მწუხარების შავი გზა არის:
სიკვდილის გზაა გულშემზარავი!

მაკულატურას არ დაგარქმევ: ხელი მომტყდება! შენ
ქაღალდის უდაბნო ხარ, კეთილი, წმინდა... წმინდა
უდაბნოს წმინდა ქვებზე ჩვენ წავაწერთ წმინდა
სახელებს: ისინი, მართლაც, ბევრნი არიან. იმათი
ლოცვა გადმოისმის დუინების განდაგან, შორით,
უდაბნოს წმინდა ვარსკვლავებიდან...

ერთი პოეტის სამარეზე ყორანი ზის ამ უდაბნოში...
ხოლო მეორე პოეტის დარდს გააცხადებს დაჭრილი და
გულმოკლული არწივის ლანდი... სხვა პოეტები
ჩაძირულან ენის საღვთო მდუმარებაში... ეს უდაბნო ხომ
ყველას ეკუთვნის...
ინტერნეტის გულდახშული, შავი უდაბნო... და
ქაღალდის უდაბნოდან იმ უდაბნომდე მხოლოდ ერთი
დღის სავალი არის... იმ უდაბნოში კოსმიური ბუქია და
ნოუტბუქია!

მე ვარ ქაღალდის და სიკვდილის უდაბნოელი: მგზავრი,
ვინც გულის ნაფლეთები ამ უდაბნოს დაუტოვა და, ვინც
წიგნები და ფურცლები და სტრიქონები და თვალისჩინი
უდაბნოს მზეს აჩუქა და უგულოდ და უსინათლოდ
თეთრ ქვიშაზე მიიცრემლება...

მე ვარ ქაღალდის უდაბნოელი: ის გადავლახე და იმისი
მზე დავლიე და გული მეწვის... და მტკივა, მტკივა მზის
ისრებით დაჩხვლეტილი ხელისგულები... ეს სიკვდილის
უდაბნო იყო! გამოვაღწიე კიდეც, მაგრამ წინ დამიხვდა
სულ სხვა უდაბნო: ინტერნეტის პირშეკრული
გამოქვაბული, შავი უდაბნო... ის მთხოვს ყველაფერს,
რაც ქაღალდის უდაბნოში გამოვატარე: ის სტრიქონები,
ის წიგნები, ის ძვირფასი სახელები... თუმცა არ ვიცი შავ
უდაბნოს ხრიოკ ველებზე ფესვებს როგორ გაიდგამს და
განედლდება ჩემი დარდი, სხვა უდაბნოს
შხამდალეული...

პოეტის გულის საიდუმლოს მე გავანდობ
დაუშურველად და დავუხატავ თეთრ ქვიშაზე
სიყვარულის ცეცხლში ჩამდგარ ადამიანებს, გავანდობ
იმ დარდს იქ, სიკვდილის უდაბნოში მე რომ ვატარე.

რაღაც დამთავრდა, რასაც გადაჰყვა ჩემი ნაწყენი
გულისტკივილი. მშვიდობით, ჩემო თეთრო უდაბნოვ!
შენი ქვიშა და სიმხურვალე თვით საჰარის უდაბნოსაც
შეშურდებოდა! მშვიდობით, დიდო პოეტებო,
წამებულებო, სანახევროდ ღმერთებო და სანახევროდ
პოეტებო!.. ამ უდაბნოში თქვენს ღვთაებრივ
კვალზე ვიარე...

აქ ჩვენ ვიყავით: პოეტების წყეული კასტა და ჩვენ
მუხლამდე დავეფალით თეთრ უდაბნოში...
პირველმამებო, ერთი მითხარით და თქვენც,
პირველპოეტებო, ერთი მითხარით, რატომ დამტოვეთ
ამ უდაბნოში, ამ ცხელი მზის და ამ ხორშაკი ქარის
პირისპირ!.. თქვენგან აშლილი ქაღალდის მტვერში მე
ვეფლობი ეხლა წელამდე!.. ისიც კი არ დაიბარეთ,
პირველმამებო, რაც გველოდა ჩვენ, ქაღალდის
უდაბნოში მიტოვებულებს!.. აბა, რა ვუთხრა ეხლა იმას,
ვინც ამ გზაზე მოემართება, რა წავუწერო მე უდაბნოს
გზისნაპირებზე!?

ვინც ობლად დარჩა თეთრ უდაბნოში, ეს ჩვენ ვიყავით:
პოეტების წყეული კასტა... და იმდენი ვითავცემეთ და
გულები ამოვიგლიჯეთ... და იმდენი ვიღრიალეთ, რომ
სიზმრები გავუფანტეთ გალაქტიკის მოსახლეობას!

უდაბნოების ღმერთო მაღალო, შენ დაიფარე ის
უკვდავი სახელები, ვინც ქაღალდის უდაბნოში ფეხი
შედგა თავდაპირველად... უდაბნოების ღმერთო
მაღალო, აქ ბევრს, მართლაც გზა აერია და ოაზისს
ვეღარ მიაგნო, ვერ იგემა ცივი წყარო, კბილისმტეხავი!

აი, ისიც, დიდი მოხუცი: ჩვენზე მლოცველი, კავკასიის
მთების შვილი უპირველესი: ამ ქაღალდის და
სიკვდილის უდაბნოში ჩვენი დაღლილი სულების
მწყემსი... ის ლუხუმივით აიმართა ლაშარის გორზე და
მოისმინა ღმერთის სიტყვა, თავდაპირველი... და ჩვენ
მივდივართ უდაბნოში მისი მზერის მიმართულებით...
იმისმა ლოცვამ გაანედლა ჩვენი კვნესა, შემაძრწუნები...

დიდო ლუხუმო, შენ დალოცე საკვირველი ენა
ქართული: ჩვენი სამოთხე, ძველისძველი აღთქმული
მიწა!.. დალოცე ის დღე, როცა წმინდა მოსეს აჩრდილი
წინ წაგვიძღვება ჩვენ, ქაღალდის უდაბნოდან
გამოქცეულებს!..

მე ვარ ქაღალდის და სიკვდილის უდაბნოელი: ბაობაბის
ხმელი ფოთოლი... და უდაბნოს ერთგულებაში მე
ვერავინ შემეჯიბრება! მე ვარ ის მგზავრი, ვინც პოეტის
დიდი დარდი უდაბნოს მზეს აჩუქა და უგულოდ და
უსინათლოდ თეთრ ქვიშაზე მიდის არსაით...

დიდო ლუხუმო, შენ დალოცე ენა ქართული, შენ
დალოცე ვინმე მგზავრი, ამ ქაღალდის უდაბნოში
გზაარეული!


"ლიტერატურული გაზეთი", 18 - 31 იანვარი, 2013, # 90


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Thu Jun 06, 2013 9:24 am



წიგნის დასახელება – "უდაბნოს წიგნი”
ავტორი – ჯარჯი ფხოველი
რედაქტორი - ილო ფხოველი
მხატვარი - თეა აკობია
კომპიუტერული უზრუნველყოფა – ნიკა ხვედელიძე
ISBN 978-9941-442-72-8
გამომცემლობა – "საუნჯე"
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
ყდა - მაგარი
გვერდები – 224
ენა – ქართული



ჯარჯი ფხოველი

მთაწმინდა: ვაჟა-ფშაველას საფლავთან

(ვერბლანი)

და ეს მეორე პანთეონია:
მეორე ცრემლი და მეორე სალოცავი,
უფლისაკე მიმავალ გზაზე...

შენ ხომ პანთეონებს მაღლიდან დაჰყურებდი:
სასოვეთავის და დიდბორბალოს მწვერვალებიდან!..
ბედისწერა კი სიმაღლეებს არ ეპუება:
ბედისწერა მოულოდნელობითაა სავსე!

შენ, აბა, როგორ იაზრებდი,
რომ ორივე პანთეონს მოივლიდი:
მთაწმინდისაკე მიმავალი,
მცირე ხანს რომ დიდუბეში შეისვენებდი...
ხოლო გულით ჩარგლის მიწა გენატრებოდა!

მაგრამ არავინ ეს არ გაღირსა!
და არავინ წაგიძღვა შუბლშეკრული ქედებისაკენ.
არ დაალტო
ჩარგლელ დედის წმინდა ცრემლებმა
შენი კუბო...
და ჩარგლის ცა, უპირქუბო,
არ ატირა შენს სამარეზე!

აი, კაცი: ვინც სამშობლოს ენატრებოდა,
ვისაც არ უყვარს ტაშისცემა ამქვეყნიური!
შენ ხომ მეტყვი, ვაჟა-ფშაველავ,
როცა შეგხვდები ლეთეს გადაღმა,
მისაყვედურებ და დამკოდავ სიტყვის ისრითა...

და ასე მეტყვი:
რატომ სიტყვა არ შეაშველე,
დიდი ქართველი რომ გამოჩნდა დროის ნისლიდან!

ვიცი, არწივის ფრთას მომიქნევ:
ეს წარსულის სილა იყოს,
აქ დამეცეს საყვედური მაღლით ცის რიდად!

არა, ჩემს ქებას ვერ მოისმენს,
ვერც ტაშის დაკვრას
ეს იმედი,
რომ გამოჩნდა დროის ნისლიდან!

შენ მაპატიე, წმინდა ვაჟავ, დარდით ნაფერი
ეს გამხელა და ეს საუბარი...
იმას ეკუთვნის ლექსიც, გულიც და ყველაფერი,
ვინც არის ერის ტკივილების ჭირისუფალი!

ვიცი, არ მოგწონს ეს ნახევართავისუფლება,
ეს ნახევარსიყვარული
და გულებში: ნახევარღმერთი...

ვიცი, ნახევარპოეზია ცხარე ცრემლებს
არ გაღვრევინებს.
და ისიც ვიცი, რომ გენატრება
ლექსის ამოთქმა არწივული...
და ჩვენი ცის სიმაღლეებში
ქართული სიტყვის ღვთაებრივი ანავარდება!

და ეს მეორე პანთეონი გულებს ირეკლავს,
ფხიკლეანთ ქალის ცრემლივით...

და ეს ლოდი, გულზე რომ გადევს,
რაზიკაშვილთა ძველი ჯავრია:
მძიმე და მრავალწახნაგიანი,
საქართველოს დიდი დარდივით!

2010


study


Last edited by Admin on Thu Mar 12, 2015 3:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Fri Nov 29, 2013 11:31 pm

http://www.youtube.com/watch?v=jzX6xnB-t8E


კითხულობს ავტორი – ჯარჯი ფხოველი


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Mon Dec 23, 2013 2:06 am

http://youtu.be/h7Zkm_GZl98

Published on Dec 10, 2013

pres-cavcasia.ge.TV განაგრძობს გადაცემათა ციკლს რუბრიკით: ''კაცი, რომელიც ამშვენებს ქალაქს''... დღეს გთავაზობთ ინტერვიუ--დიალოგს დიდ ქართველ პოეტთან, ვერლიბრის ერთ--ერთ ფუძემდებელთან ქართულ პოეზიაში, ძველიჩინური კლასიკური პოეზიის მთარგმნელთან ბატონ ჯარჯი ფხოველთან (დავით ციგროშვილთან), რომელსაც ა/წლის 18 ოქტომბერს 70 წელი შეუსრულდა. მწერალთა კავშირმა ბატონ ჯარჯის 1 ნოემბერს ულამაზესი საიუბილეო საღამო გაუმართა, სადაც ვაჟა--ფშაველა პრემიის ლაურეატი ახლა დიდი გალაკტიონის პრემიით დაჯილდოვდა. გილოცავთ ბატონო ჯარჯი , დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს ოჯახთან და ახლობლებთან, მეგობრებთან და თქვენს მკითხველთან ერთად. ღმერთს ებარებოდეთ. მრავალ შობა--ახალ წელს დასწრებოდეთ, გფარავდეთ დედა ღვთისა, ამინ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Mon May 19, 2014 6:57 pm

ჯარჯი ფხოველი


შენზე იტყვიან

შენზე იტყვიან: ჰგავდა განდეგილს
და დროის ქაფი ფეხზე ეკიდა!
ბოლოს უფსკრულის პირას დადექი,
ცა გამოთალე მთვარის ნეკნიდან;
და მზეს მიეცი, რაც შენ გერგება,
ამქვეყნად შენთვის რაც გაიმეტეს:
ცაში ნაკრები ლექსის ნერგები,
ისიც, რაც კლავდა კაცის იმედებს:
ის სიძულვილი და ის ღალატი,
დაბადებიდან თავს რომ დაგწივის,
ეკლით ნაკერი შენი ხალათი
და უიღბლობის შავი არწივი!
საცაა თვალი უნდა მილულო,
თქვი ბოლოსიტყვა, მზის საზიარო:
მშვიდობით, ყოფავ განდეგილურო,
მშვიდობით, ჭალავ არაგვიანო!

***
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Sat Nov 22, 2014 10:41 pm

ჯარჯი ფხოველი

არწივები

წამწამებს უწეწს წვიმა არწივებს,
ლექსის ცაზე შემოფრენილებს...
ლექსიც ხომ იმ ცის ნაფლეთი არის,
დიდბორბალოს რომ თავზე ახურავს...
იმ ლაჟვარდის ანათალია,
პოეტის გულმა ოდესღაც რო დაისაკუთრა,
ცოტა ცრემლი რო მიუმატა,
ცოტა ჯავრი იმ სამყაროსი,
სადაც არწივებს ცის წყურვილი
სისხლს აღვრევინებს –
ფრინველთა გზებზე: ცის ნაპირებზე...
იქ მწველი წვიმა ასპეტაკებს
არწივის თვალებს:
წამწამებს უწეწს
და უვარცხნის ფრთების გრილოებს...
ვერ დავამშვიდებ
ქართულ ლექსში შემოფრენილებს:
ეს გრილი სიტყვა
სისხლის წყურვილს ვერ დაუამებს...
ჩვეულება ხომ დიდი რამ არის:
სისხლითა ბანს არწივის თვალებს
და გამოწრთობილ ჭანგებს უღებავს...
ზოგჯერ სიტყვაც არწივებს ბაძავს:
პოეტის გულს ერჭობა და სისხლს ანთხევინებს...
ბოლოს სიტყვა: სისხლდალეული
დიდბორბალოს ცას აეტოტება...
თითქოს იხსენებს, რომ მისი ხმა და გულისცემა
ამ ლაჟვარდის ნაწილი არის...
და მაღლდება,
და მაღლდება,
და მაღლდება ციდან ცაზე სახეტიალოდ...
მზეც ახატია მხრებზე და მთვარეც...
და ფრთებს უსველებს
დიდბორბალოს ცრემლი, ტიალი!


* * *
იფანტებიან წლები მტვერივით.
და ცის სარკეში ცხოვრობს წარსული.
და შენ ამ სარკეს თუკი დაამტვრევ,
დაგხვდება მთვარე, გადაპარსული,
და სისხლი მოსდის ნისლში არეულს...
დაგხვდება კიდევ ვინმე სხვა სული:
სიზმრების დედა: ცა უმთვარეო...
და კაცის კვნესა, ცამდე ასული!

2014

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Wed Nov 26, 2014 8:51 pm

ჯარჯი ფხოველი

...კადაბრა

დალიე, თორემ აბი დაობდა,
დალიე დროის ჩქარი ჩქერები!..
დალიე სიტყვის ეს აბდაუბდა:
დალიე დარდი, დაუჯერები...
ნუ გაჩერდები ცრემლის ჭაობთან,
ვარსკვლავებს უნდა შეემუდარო!
ვის მისტიროდი, ვისთან დაობდი,
ვინ გდია, გულო, ნაბებუთარო!
დალიე, თორემ აბი დაობდა:
დალიე დროის დარდი, უდარო!


მინაწერი

რითაც სიკვდილი გავრითმე,
დავდივარ იმავ ჯავრითვე...
გულის დუღილი, ჩივილი
თან გავატანე ჩავლილ თვეს...
მწარე დღეწვრილთა წრიალი
გავზომე დროსთან დავითვე...
დავწყიე ყოფის სიმუხთლე
დავჯე და დარდით დავითვერ!..



***
მაშინ მთვარის იატაგანით
დაკეჭნილ ცაში
მე დავკარგე საქართველოს მდინარეები:
დღეს იმათ წყლებში
სიცხიანი ვარსკვლავები ტანს იგრილებენ...
და ნაპირებზე
ცეცხლმოდებულ სამოსელს ყრიან...
და ცისგადაღმა
კიდევ ვიღაც მკერდს იმჯიღავს და
გულით სწყურია
ჩემი წყლების ნაპირებს რომ ფეხი დაადგას...
ის ჩემს თვალებშიც შემოდის და
მდინარეთა მესაკუთრის უფლებას მართმევს,
სამაგიეროდ
ცისგადაღმა გასამგზავრებ ბილეთს მიტოვებს!


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Thu Mar 12, 2015 3:11 pm

ჯარჯი ფხოველი

შურისძიება იცის ბალახმა

მწვანე დუმილი აწევთ საფლავებს.
მოკვდა წარსული. ველიც გადახმა.
ო, საბოლოო და დამზაფრავი
შურისძიება იცის ბალახმა!..
წლები იმედებს ბნელში ხაფრავენ.
არა ნათელი ცისა... არა ხმა!..
ო, საბოლოო და დამზაფრავი
შურისძიება იცის ბალახმა!..

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Tue Dec 15, 2015 1:53 pm

ჯარჯი ფხოველი

წუხელ

წუხელ არაგვზე ნახეს ქაქუცა,
ის შეფიცულებს ეძებდა თითქოს!...

დღეს გულებს ხანჯლავ და ანაკუწებ,
სამშობლოს დარდო, წარსულის ფიქრო!

წუხელ არაგვზე ნახეს ქაქუცა,
ის საქართველოს ეძებდა თითქოს!..

Arrow


Last edited by Admin on Tue Dec 15, 2015 2:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Tue Dec 15, 2015 1:59 pm

ჯარჯი ფხოველი


ხსოვნა

წარსულის ხსოვნა მიწყდა ტაშივით:
საითაც მოველ, ისევ იქ წავალ!
ციდან მოსული მიდის ცაშივე,
მიწიდან მოსულს ითხოვს მიწავე!
იქ მიმიყვანა მრუდე ნაბიჯმა,
სადაც გზა შხამით შემომიხაზეს...
ხელს ვაშველებდი სიტყვას ნაბიჭვარს:
ფეხს იკიდებდა გულის თიხაზე...
აქ გამომიშვეს თითქოს თავდებით:
თითქოს დავბრუნდი სულ ერთი წამით...
ვხედავ, ჩემი დღე როგორ თავდება:
სასმისში როგორ თავდება შხამი!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ჯარჯი ფხოველი   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ჯარჯი ფხოველი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: