არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თედო ბექიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: თედო ბექიშვილი   Sun Aug 02, 2009 1:14 pm



***

ნისლო,მთით გადმომავალო,
რა ამბავ მოგაქვ, ნეტაი?
რასა იქმს ჩემი დაღლილი,
ჩემი მწუხარე დედაი?

ხომ არ ჩაკეტა ნამქერმა
გზა-ვიწროები სავალი?
კვამლი თუ ადის ერდოზე,
ისევ თუ ყივის მამალი?

ნისლო,მთით გადმომავალო,
რა ამბავს მეტყვი,ნეტაი?
რასა იქმს ჩემი მწუხარე,
ჩემი ბეჩავი დედაი?
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Sun Aug 02, 2009 8:53 pm

Arrow
მე ნამყოფი ვარ თედო ბექიშვილის ულამაზეს ეზოში - ზვიად რატიანმა და იმისმა მეუღლემ, თედოს ქალიშვილმა დაგვპატიჟეს იქ თედოს წლისთავზე.
ჯარჯი ფხოველიც იყო, ბაღათერ არაბული, გივი ალხაზიშვილიც და კიდევ სხვა მწერლები...
სამოთხეში გეგონებოდა თავი, ისეთი ეზო-ყურე ჰქონია თედოს...
ეჰ...
ნაადრევად წაგვივიდა თედო...

Crying or Very sad

ამ ლექსზე სიმღერა აქვს დაწერილი თეონა ქუმსიაშვილს და თავადვე მღერის, ისე მღერის, რო... მეტი აღარ იქნება...

sunny
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Sun Aug 02, 2009 9:09 pm

ბობო wrote:
Arrow
მე ნამყოფი ვარ თედო ბექიშვილის ულამაზეს ეზოში - ზვიად რატიანმა და იმისმა მეუღლემ, თედოს ქალიშვილმა დაგვპატიჟეს იქ თედოს წლისთავზე.
ჯარჯი ფხოველიც იყო, ბაღათერ არაბული, გივი ალხაზიშვილიც და კიდევ სხვა მწერლები...
სამოთხეში გეგონებოდა თავი, ისეთი ეზო-ყურე ჰქონია თედოს...
ეჰ...
ნაადრევად წაგვივიდა თედო...

Crying or Very sad

ამ ლექსზე სიმღერა აქვს დაწერილი თეონა ქუმსიაშვილს და თავადვე მღერის, ისე მღერის, რო... მეტი აღარ იქნება...

sunny

იმ უმშვენიერეს ეზო-ყურეში მეცა ვარ ნამყოფი ორჯერ:
ერთხელ ლხინის დღე იყო,მეორედ_ჭირისა...თედოს ვემშვიდობებოდით სამუდამოდ...
ჯარჯი ფხოველის ხსენებაზე გამახსენდა:ღირსია ეს პოეტი(საოცრად თავისებური)
”პოეტების ქვეყანაში” გამოჩენისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Tue Aug 04, 2009 11:00 pm

ვეძებდი თეონას ამ სიმღერას ინტერნეტში, მგრამ ვერ ვიპოვე Neutral
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Wed Aug 05, 2009 9:00 am

მეგობარ პოეტს
----------------------------


თავფეხშიშველი დავდივარ,
ცოლს არ მიცვია კაბაო...
ვაჟა-ფშაველა



ჭკუა ხომ როგორ უჭრიდა,
როგორ უჭრიდა მაჯაც,
მაინც,ეტყობ,უჭირდა
იმ სულცხონებულ ვაჟას.

სხვა დრო იყოო,იტყვიან,
დაგიბრუნებენ ხურდას.
ვინც ამას იტყვის ბრიყვია:
კაცს კაცურს უჭირს მუდამ.

თორემ რა ისე ძნელია
თავის სტომაქის მოვლა,
სული თუ გამოგელია,
კი,დააგროვებ დოვლათს.

რამდენი ვიცით უჯიშო,
ვინც ცოდვის კუზი ზიდა...
აწ გვიანია,ნუ შიშობ,
ჩვენი გადასვლა გზიდან.

შეკრული არის კამარა,
სხვას ვეწირებით ვარამს:
ორიოდ ლექსის ამარა
მივალთ სამარის კარად!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Wed Aug 05, 2009 11:12 pm

საუბარი გარდაცვლილ მეგობართან
გოგი კვირკველიას ხსოვნას

ქენჯნის მტანჯველი გრძნობა არ მტოვებს
სულ ყოველთვის, როცა გიხსენებ.
თუ ვჭამ _ ლუკმა ყელზე მადგება.
თუ ვსვამ _ უცებ სუნთქვა მეკვრება.
თუ ვიცინი _ ღიმილი მეყინება.
თუ ვსაუბრობ _ სიტყვა მიწყდება.

შემინდე, მეც რომ მანდ არა ვარ.
შემინდე, როცა მეცოდები.
შემინდე, როცა არ მახსოვხარ,
როცა ჭიქას თავს არ წავუქცევ...
მხოლოდ ცოცხლებს გვინდა შენდობა,
მხოლოდ ჩვენ, ვისაც ცხოვრების გზებზე
მრავალი ცოდვა ჩაგვსაფრებია,
ვინც ჩალურჯებულ მუხლისთავებით
უნდა გავლიოთ ჩვენი წილი გზა.

ისევ შენ უნდა გთხოვო შენდობა.
ცოცხლები აბა რას შეგვინდობენ?
არავინ,
თითქოს პირი შევკარით,
თითქოს ერთმანეთს ჯიბრში ვუდგავართ
და თვალიც თითქოს იმიტომ გვიჭრის,
რომ ერთმანეთის ნაკლი ვეძებოთ.
არ გამოგვრჩება არაფერი,
სულ მისხალ-მისხალ გვაქვს აწონილი
ერთმანეთის ფიქრი და საქმე.
რასაც ვერ ვხედავთ _ ვვარაუდობთ,
განაჩენი მაინც გამოგვაქვს.
შენც ხომ გახსოვს
აქაური ყველა ამბავი,
დავიწყებული არ გექნება,
ჩემს ხვეწნასაც _ ‘შემინდე მეთქი~,
ვიცი, აუგად არ გამიგებ_
მიმტევებელი შენი ღიმილი
ჩემს ხსოვნაში ჯერ არ ჩამქრალა...

ამქვეყნად მოსულს
ზოგს საქმე რჩება,
ზოგს _ ცოლ-შვილი,
ზოგს კი ცოდვები.
შენგან დარჩა მხოლოდ ღიმილი,
სუფთა, ნათელი, მიმტევებელი.
მაგ ღიმილისთვის ღირდა, ძმაო,
ამქვეყნად მოსვლა.
შემინდე ისევ შენი ღიმილით
და შესაშური უშურველობით.
ჩემი ფიქრის მღვრიე მდინარე
შენი ხსენებით კვლავ იწმინდება...

ადამიანი,
ცოდვის წყაროზე მიდგმული კოკა,
ნეტავ რითი განსპეტაკდება?
ასე მგონია, შენ იცოდი ამის პასუხი,
მაგრამ არავის გაგვიმხილე,
ალბათ, ძალა არვის შეგვწევდა
ამ დიდი ტვირთის აწევისა.
დაგვიქნიე ხელი და წახველ,
შეგვატოვე ამხელა ნაღველს,
ამქვეყნიურ ცოდვა-მადლს და დავიდარაბას.
ბრმა ბედისწერის არა მჯერა,
ყველაფერი წესრიგით ხდება.
ვინ ცოცხლობს და ვინ ცოცხლად კვდება...
შენ დაგიბერა ქარმა უეცრად,
რომ არ გეცქირა
უნიათოდ როგორა ხრჩოლავს
ბევრის სანთელი...

მიიბრუნე პირი და წახველ,
შეგვატოვე ცრემლსა და ნაღველს,
ფიქრს და ჯახირს დაუსრულებელს
წასასვლელთ და წასულთა გამო...

მანდ როცა მოვალ...
მაგრამ მანამ... ძნელია მანამ...
მანამ შემინდე,
შემინდე, რომ ისევ აქა ვარ,
შემინდე, როცა უფრო ბედნიერი მგონიხარ,
შემინდე, როცა მეცოდები,
შემინდე, როცა არ მახსოვხარ..
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Wed Aug 05, 2009 11:14 pm

მივაშრიალებ ქვიშას და სილას
შEნს ნაფეხურბეს დაეძებს თვალი
წუხელის ზღვიდან ზღვა გამოსულა
და წაუშლია ძვირფასი კვალი


ახლა მარტო ვარ ზღვასთან და ქართან
ერთად ვიყავით ჯერ კიდევ გუშინ
მაგრამ რა წაშლის სიკვდილის გარდა
იმ კვალს,რომელსაც მიტოვებ გულში!
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Wed Aug 05, 2009 11:17 pm

(..შრიალებს ჩემი არაგვი)


შრიალებს ჩემი არაგვი,
ჩემი ძმა დაუძინარი.
მიდის, სულ მიდის... ნეტა მას,
მიდის და მაინც შინ არი...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Wed Aug 05, 2009 11:20 pm

***

როგორ თოვს, ჩემო თეთრო დედილა,
როგორი თეთრი ფიფქები გფარავს!
როგორი მძიმე და ჩახერგილი
ზამთარი მალე მოგადგა კარად.

თარეშობს ქარი და ქარბორბალა.
ზიხარ მოწყენით. ცოტაა საქმე.
გადაუყარე ჩიტებს ხორბალი
და ერეკები საბძელში ქათმებს.

დღეს მზესაც თეთრი სიცივე ფარავს,
თოვამ ჩაკეტა სამზერი არე.
ამაოდ გასცქერ დათოვლილ შარას,
არ შემოაღებს არავინ კარებს...

შინ შეხვალ, შენი სამოსის მსგავსი
შემოდის ბინდი და ბინას ავსებს...
მაგრამ სურათი მაღალი კაცის
კვლავ ზეცასავით გახურავს თავზე.

Idea
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Tekle



Female
Number of posts : 9
Age : 24
Location : Tbilisi
Job/hobbies : moscavle var :)
Humor : ...
Registration date : 29.09.09

PostSubject: თედო ბექიშვილი   Tue Sep 29, 2009 8:38 pm

მთიულეთი
ჯერ კიდევ შეგრჩა, მხარევ ბებერო,
რაღაც მართალი და გულუბრყვილო,
მინდა, მოვიდე და მოგეფერო
და სული ფრთხილად გადავუბერო
დროს, მტვერივით რომ ნელა გედება.

მინდა ქალაქის სიცხით გათანგულს
გრილო დამხურონ შენმა მუხებმა.
მოვედი ახლა, უხმოდ ვდგავარ და
ვგრძნობ, ჩემი ჩრდილიც გეხამუშება...

რა უნდა გითხრა,
როგორ გიამბო!
ნათქვამი სათქმელს მაინც არა ჰგავს;
აი, არაგვი, მთებს ხომ მიაოპბს
და მაინც აქვე რჩება არაგვად...

და მეც ასევე...
მხარევ ბებერო,
მხარევ მართალო და გულუბრყვილო,
მოვედი ახლა, რომ მოგეფერო
და სული ფრთხილად გადავუბერო
დროს, მტვერივით რომ ნელა გედება.
Back to top Go down
View user profile
Tekle



Female
Number of posts : 9
Age : 24
Location : Tbilisi
Job/hobbies : moscavle var :)
Humor : ...
Registration date : 29.09.09

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Sat Oct 17, 2009 7:59 pm

ალოე
დგას ფანჯარაზე მწარე ყვავილი,
ალოე, მწარე, მკაცრი ყვავილი.
და მუდამ, როცა აქეთ ჩავივლი,
ამოღებული იგი ხმალივით -
ულმობლად ბასრავს ჩემს ქურდულ მზერას,
თითქოს რაიმე იცის და მიხვდა...
მაგრამ მე მაინც ჯიუტად, მალვით,
ვცდილობ ეგების შევავლო თვალი
გოგოს,
რომ ცხოვრობს
ამ ფანჯრის მიღმა...
Back to top Go down
View user profile
Tekle



Female
Number of posts : 9
Age : 24
Location : Tbilisi
Job/hobbies : moscavle var :)
Humor : ...
Registration date : 29.09.09

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Sat Oct 17, 2009 8:00 pm

ძმა
ვიგონებ სიმშვიდეს.
ვიგონებ სიხარულს.
ბედნიერებასაც ვიგონებ ხანდახან...
ხოლო ტკივილის მოგონება
არა მჭირდება.
იგი არსებობს ბუნებრივად,
მოუგონებლად.
თანამდევს მუდამ
და ჩემს ცხოვრებას -
როგორც ხეობას მდინარის დენა-
ავსებს სიფხიზლით...
ის ძმაა ჩემი.
Back to top Go down
View user profile
Tekle



Female
Number of posts : 9
Age : 24
Location : Tbilisi
Job/hobbies : moscavle var :)
Humor : ...
Registration date : 29.09.09

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Sat Oct 17, 2009 8:04 pm

(...რა უბრალოა ყველაფერი, როგორ ნათელი)

რა უბრალოა ყველაფერი, როგორ ნათელი,
მოცვივა დაბლა მოფარფატე თოვლის ფანტელი.
ბაღებს და მინდვრებს ეფინება ნაზად და ლბილად,
რაღაც სპეტაკი, იდუმალი თენდება დილა.
გასცქერი თოვლს და რას უღიმი თვითონ არ იცი,
საიდან მოდის, რად ფოფინობს გულში ხალისი?
რა უამური ნაკვალევი წაშალა თოვლმა?
ტყუილად ცდილობ გადათოვლილ ბილიკის პოვნას...
გადაბარდნილი, დაზნექილი რტო აიხარა,
თოვლი შრიალით ჩამოშლილი ძირს დაიყარა
და ტოტთან ერთად თითქოს გულიც ქანაობს შვებით...
ხოლო შორს ზვავთა მრისხანებით სავსეა მთები.
მიაყურადებ, მთები ზარებს როგორ რეკავენ,
მიეფერები ამაყებს და მოუდრეკავებს...
მხოლოდღა ხსოვნაც იმა მთების-გულს ახალისებს:
იქაურ საგზლით ჯერჯერობით მიხვალ ხვალისკენ.
ვით მთები ზვავებს - შენ ცხოვრების ტალახს ირიდებ-
ირგვლივ რომ უხვად, ჯილდოსავით ჩამოირიგეს...
ჩამოდის თოვლი... ადის ფიქრი... ელავს ფანტელი...
რა უბრალოა ყველაფერი, როგორც ნათელი!...
Back to top Go down
View user profile
Tekle



Female
Number of posts : 9
Age : 24
Location : Tbilisi
Job/hobbies : moscavle var :)
Humor : ...
Registration date : 29.09.09

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Sat Oct 17, 2009 11:31 pm

თედოს ლექსების კითხვა აარასდროს მომბეზრდება... I love you
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Thu Oct 29, 2009 11:39 pm

მინაწერი შოთა არაბულის წიგნზე "მტრების წუთისფელი" (წიგნი, რომელიც შოთამ თედოს აჩუქა)

* * *

რაც იყოს-იყოს, მივართმევ
ამ წიგნს ბექიშვილს თედოსა,
სიყვარულითა ძმურითა -
ძმას, - ქართველს, საიმედოსა!..
იქნება გადაშალოს და
იქნება ჩაიხედოსა,
იქნება მოხდეს ისეცა -
წაკითხვად შაიბედოსა,
...იქნება დამწერისადა
მადლის თქმაც გაიმეტოსა...

შოთა არაბული
8.VIII.86წ.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Tekle



Female
Number of posts : 9
Age : 24
Location : Tbilisi
Job/hobbies : moscavle var :)
Humor : ...
Registration date : 29.09.09

PostSubject: თედო ბექიშვილი   Sat Oct 31, 2009 11:55 pm

ორი მდინარე
I

"სამშობლო ჩემი - უსახელო გმირების მხარე...
იმათი მხოლოდ საფლავი შემორჩა ხსოვნას!..

სულ ბოლოს - სამასნი იყვნენ.

თუმცა ძნელია ითქვას - "სულ ბოლოს" ...
სულ ბოლოს
რამდენი იქნება, არავინ იცის...

და მე ვამაყობ!
ჩემს გულუბრყვილო სიამაყეს
ვერავინ ვერ გააქილიკებს -
ამ მთებზე დაქნილ ვიწრო ბილიკებს
საწუთროს გზებზე
ღირსეული გაჰყავდა ხალხი!

იმათ უხილავ
სამსჯავროზე მოხვედრის შიში
გამჯდარი მაქვს ზვალსა და რბილში...

იქედან, წმინდა მდინარის გარდა
კამკამა ჰაერი ჩამიაქვს ქარებს.

მე იმ ქარების სურნელსაცა ვცნობ
და მოდიდებულ მტკვრის ზვირთებში
არაგვის ფერსაც...

(ხანდახან ვფიქრობ,
გზაარეული შვილების ძებნად
ხომ არ ჰგზავნიან მთები ამ ქარებს?)

მხარე, სხვათაგან გამორჩეული
არ დაერქმევა ჩემს საარაგვოს...
იქ, სხვათაშორის...
ამ სიტყვასაც - "გამორჩეული" -
სულ სხვაგვარი შინაარსი აქვს:
გამორჩეულს ეზახიან უღირსს და უგვანს,
რადგან ფიქრობენ - კაი ყმობა, კაი კაცობა
ჩვეულებრივგად ყველას ვალია,
ხოლო ვინც ყველას გზიდან გადუხვევს -
გამორჩეულიც მხოლოდ ის არის.


აი, ასეთი,
ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს
ჩემს ხრიოკ მთებში.
უცნაურია, ჯერ კიდევ ცხოვრობს!
თუმცა საკმაოდ ჩამოივაკეს -
გზისპირებზე, ჭალისპირებზე...
ზოგიც ნისლივით გადაიკარგა
შორ ტრამალებში...

მაგრამ ჯერ ცხოვრობს
ჰაერივით შეუმჩნეველი,
თავის ჩამოშლილ ციხეებით,
სალოცავებით, ახოებით, ნაყარნარებით,
სათიბებით, ხატის ტყეებით,
დარდიანი, გზის გამცქერი ბერიკაცებით,
გაქსუებული ახალგაზრდობით,
შაბათ დილას
ერთ ავტობუსში რომ ჩამოლაგდება,
ხოლო კვირას
იგივე ავტობუსში რომ ვეღარ ეტევა..."

......

study I love you
Back to top Go down
View user profile
Tekle



Female
Number of posts : 9
Age : 24
Location : Tbilisi
Job/hobbies : moscavle var :)
Humor : ...
Registration date : 29.09.09

PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Wed Nov 24, 2010 1:08 pm

ვეძებდი თეონას ამ სიმღერას ინტერნეტში, მგრამ ვერ ვიპოვე Neutral



http://www.youtube.com/watch?v=uIdiLkPE46Q&feature=related
ამ ლინკზეა თეონას ის სიმღერა, სადაც თედოს ლექსიდანაა ნაწყვეტი
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: თედო ბექიშვილი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
თედო ბექიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: