არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 შოთა ჩანტლაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: შოთა ჩანტლაძე   Thu Jul 23, 2009 2:19 pm

გულანშარო

გულანშარო, გულანშარო, - სამეფოო ვაჭართა...
ყველა ქალმა ჩაიარა, - ნესტანი კი არ ჩანდა.
ვინახულე ნავსადგური, - ყველა გემის ბაქანი,
ყველა ბაზრის დუქანი და ყველა საქულბაქონი.
ლხინი იყო, - ამოჰქონდათ ლოთებს სიტყვა გულიდან:
ზოგი ღვინით მთვრალი იყო,ზოგი - სიყვარულითა.
გლოვა მესმა, - ალბათ, სადმე აზიელნი მღეროდნენ:
უმღეროდნენ ტანად ალვას,ქალას - არა ცეროდენს.
უმღეროდნენ და მღეროდნენ ასე გულდამწვარები: -
გულანშაროს ეწვიაო ანგელოსი ყარიბი.
მეფის კარზე მიიყვანეს, მეფისავე ბრძანებით;
მეფის კარის ფატმანები გახდნენ ნაფატმანები.
გაიოცეს, არ იცოდნენ, ასე თუ რამ დალოცა,
გააოცა მეფეცა და მთელი გულანშაროცა.
შემდეგ, თურმე, უჩინარი სადღაც გაპარულიყო...
დაეძებდნენ, დაეძებდნენ, როგორც ჩვენში სულიკოს,
გულანშარო, გულანშარო, - სამეფოო ვაჭართა...
ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა.

1949
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Fri Jul 24, 2009 8:01 am

***
მაღალი შუბლი,უცხო თვალები,
უცხო თვალები_გაჭრილი ცერად,
სად ოკეანის იყო წვალება
და თვალებიდან მწუხარე მზერა.

მაღალი ყელი,თეთრი საყელო
და ფერმიხდილი,სათნო იერი,
მისუსტებული ხმით ჩაახველა
და იგრძნობოდა ზღვა სიძლიერე.

დინჯი ნაბიჯით ქუჩა გალია,
გამზირთან შედგა უძლურ ხველებით,
თქვა:რა სივრცეა,რა სიგანეა!
და საკუთარი იგრძნო ხელები.

1952
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Sun Jul 26, 2009 8:33 am

***
მე ახლა დავდივარ რედაქციაში,
სადაც კედლების ჰაერია,
სადაც ჭერი იატაკზე მაღლაა,
სადაც მაგიდები თავს გრძნობენ ბუნებრივად,
სადაც კალამი მუდამ მელნიანია,
სადაც გახსენდება,რომ მილიციაში გამოცვალე პასპორტი,
სადაც გახსენდება,რომ ამბულატორიაში ამოგიღეს ჭიანი კბილი,
სადაც ისე უკიდებ პაპიროსს,
რომ ვერ ამჩნევ
ასანთზე წარწერას:”გამარჯვება”.
სადაც რედაქტორი თავს ისე გრძნობს,
როგორც საკუთარ სახლში
და ისე გელაპარაკება,
როგორც ტრამვაის გაჩერებასთან,
როდესაც ტრამვაი უკვე ახლოვდება.

1956
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Mon Jul 27, 2009 4:42 pm




***
მახსოვს,იგრძენი ხეივანი,მთვარის დუმილი
და სიყვარული შემომფიცე ღიმილით მერე,
მე დაგიჯერე,რადგან არის ქვეყნად ტყუილი,
რომელიც გინდა დაიჯერო და დაიჯერებ.

და,აი,ახლა,როს უმთვარო ღამეს მინათებ,
შენ გაიღიმე და ის ფიცი უარყავ მერე,
არ დაგიჯერე,რადგან არის ქვეყნად სიმართლე,
რომელიც გინდა არ გჯეროდეს და არ იჯერებ.


1952
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Mon Aug 10, 2009 5:56 pm

წავიდა თოვლი,
მოვიდა მიწა.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Wed Aug 12, 2009 8:33 am



აქ ერთ დროს

აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამი
და თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების,
აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანი
და ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.

და ბოლოს დასტოვეს მონასტრის არენი_
სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა,
ქარსა და ქვიშაზე უმიზნოდ ნარენი,
ქარმა და ქვიშამვე წალეკა.

დაინგრა მონასტრის ზეცა და გუმბათი,
დაინგრა კარები აღსავლის,
დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატეს
და ხმა არ ისმოდა არსაით.

წავიდა წვიმა და მოვიდნენ ქარები,
წვიმები,ქარები მეასედ,
ციოდა მარიამს და დედის მკლავებში
ციოდა პატარა იესოს.

1952
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Thu Aug 20, 2009 11:45 am

მე არც თამადას ვირჩევ ჟინიანს,
რომ გადარევით არ დაიგეშოს,
თუმცა ლექსებში მუდამ ლხინია,
ერთი სტრიქონიც ვერ გაილეშოს.

ცეცხლი გამომყვა ძველთა მამათა,
ლექსებს მივსდევდი მუდამ მადიანს,
ლექსებში გრძნობა დავსვი თამადად
და სამუდამოდ უთამადია.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Sun Feb 07, 2010 7:32 pm

 ჭადრაკის მსხვერპლი


უხსოვარ დროში, ერთმა მოხეტიალე ფაკირმა გამოიგონა უკვდავი თამაში — ჭადრაკი. ამ საოცარმა ხელოვნებამ, როგორცციებ — ცხელებამ, ისე შეიბყრო მთელი ინდოეთი. ყველანი, დაწყებული მეფიდან, გათავებული დაძონძილ მათხოვრამდე, თამაშობდა ჭადრაკს. თამაშის ათასგვარი შესაძლებლობანი აღაფრთოვანებდა და აღაგზნებდა როგორც ჰაშიში, აღმოსავლეთის მცხუნვარე მზისგან დასიცხულ გონებას.

ბრძენმა მოჭადრაკეებმა, ათი წლის განმავლობაში, მოახდინეს ათობით სხვადასხვა აღმოჩენა და უკვე არსებობდნენ ჩემპიონები, რომლებიც ათ პარტიას ერთდროულად თამაშობდნენ და არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც დაფაზე დაუხედავად თამაშობდნენ. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული მაინც აბუ-კაირი იყო, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონი გახდა. მთელი თავისი სიცოცხლე მან ჭადრაკის საიდუმლოებათა ამოხსნას მიუძღვნა.

ოთხი წლის ასაკში მან უკვე იცოდა თამაშის ძირითადი წესები, ხოლო ათი წლისამ დაამარცხა მოხუცი ჰასანი, რომელიც მანამდე საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა მთელს აღმოსავლეთში. აბუ-კაირი მთელი დღეების განმავლობაში იჯდა ჭადრაკის დაფასთან, სწავლობდა სხვადასხვა მდგომარეობებს და ემზადებოდა მოწინააღმდეგის ყველა მოსალოდნელი სვლისათვის.

25 წლის აბუ-კაირი უკვე დაუმარცხებელ ჩემპიონად ითვლებოდა. მისთვის ყველაფერი ჭადრაკი იყო. მან არ იცოდა რა იყო ქალი, ანდა კარტი. ფერმკრთაკი სახით და ანთებული თვალებით იჯდა იგი ჭადრაკის დაფასთან.

იგი მოკვდა 36 წლის ასაკში უცნაური და სამწუხარო, მაგრამ მისი ცხოვრებისათვის დამახასიათებელ პირობებში.

სწორედ იმ დროს ბაღდადში გაიმართა მსოფლიო ტურნირი და აბუ-კაირმა შეუსვენებლად ითამაშა 15 პარტია 4 დღე-ღამის განმავლობაში. მეოთხე დღეს მიმწუხრისას, იგი წამოდგა, შუბლზე ყინული დაიდო და გამოვიდა ოთახიდან, რათა ესუნთქა სუფთა ჰაერით. საღამო ხანი იყო თბილი. აბუ-კაირი მივიდა მდინარესთან. ქარი არხევდა ფოთლებს, მაგრამ აბუ-კაირი ვერ გრძნობდა ქარს. მისი თვალები ანათებდნენ უცნაური ცხელებიანი ცეცხლით. იგი ნახევრად ხურავდა ქუთუთოებს და იცქირებოდა ირგვლივ. მისი მარჯვენა ხელის ორი თითი ფრთხილად ირხეოდა ჰაერში. ბაგეები რაღაცას ჩურჩულებდნენ.

ქვევით, მდინარის პირას, იჯდა ახალგაზრდა გლეხი. მისგან მოშორებით ბალახებზე იწვა ლამაზი ქალიშვილი და ყვავილებიდან გვირგვინს წნავდა. ახალგაზრდა ხშირად იხედებოდა უკან. უეცრად იგი წამოხტა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალიშვილს. მისი თვალები მხიარულად ბრწყინავდნენ. მან დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ უეცრად ვიღაცამ ძლიერი ხელი ჩაავლო ყელში და დასწია უკან. მისი შეშინებული გამოხედვა შეისრუტა აბუ-კაირის ცხელებიანმა თვალებმა. “უკან“, — ჟინიანად წაიჩურჩულა აბუ-კაირმა. “ხომ არ შეიშალე? პაიკი უკან არ დადის!“

ახალგაზრდამ რაღაც წაიბურტყუნა.

— დარჩი იქ, სადაც იჯექი, — ჩურჩულებდა აბუ-კაირი: — იქ შენთვის უმჯობესია. შენს წინ მოძრავი მდინარეა. მას არ შეუძლია შენი მოკვლა,რადგან ეტლი დარბის და კვლავ მხოლოდ სწორ ხაზზე. მეფეს არ შეუძლია უკნიდან შენი მოკვლა, რადგან მას არა აქვს უფლება იმოძრაოს არათავისი გზით. შენ კი შეგიძლია მეფეს გაუკეთო ქიში, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მე დაგიცავ შენ. დარჩი შენს ადგილზე და მე შენ გარდაგაქცევ დედოფლად!

ახალგაზრდა არ იძვროდა. მას ეგონა, რომ ჯადოქარი მოევლინა. მან არ იცოდა ჭადრაკის წესები და მისთვის უცნობი იყო, რომ პაიკი, როდესაც ჭადრაკის დაფის ბოლო რიგში მოხვდა, გარდაიქცევა დედოფლად. აბუ-კაირი იდგა ახალგაზრდასთან. მისი თვალები ანთებულიყვნენ, ხელი უკანკალებდა და იგი ველურად იცქირებოდა ირგვლივ.

— აჰა! — სთქვა მან და მჭახედ გადაიხარხარა.

— ერთი გახედე იმ ნაპირს, ხომ არ ამჩნევ რაიმეს?

მაგრამ ახალგაზრდა ვერაფერს ვერ ამჩნევდა.

— ეს იმიტომ, რომ შენ ახალბედა ხარ... მაგრამ ჩემი მოტყვილება კი არ შეიძლება... აი, იმ ნაპირზე... აი, იქ... ბუჩქებთან, ისინი ფიქრობენ, რომ მე ვერ ვხედავ, იქ დგას ფიგურა... ღაღადებდა აბუ-კაირი.

მაშინ ახალგაზრდამ უფრო გულმოდგინედ გაიხედა იქით და საზარელი ღრიალი აღმოსკდა მისი პირიდან. საწინააღმდეგო ნაპირზე ბუჩქებთან მიმალულიყო ძლევამოსილი ვეფხვი. ვეფხვი მოემზადა ნახტომისათვის, მისი ელვარე თვალები მიებჯინა ორივე მამაკაცს.

აბუ-კაირისაგან შეშინებული ქალიშვილი კარგა ხნის უკან გაქცეულიყო. ეხლა არც ახალგაზრდა კაცი იტყოდა გაქცევაზე უარს.

— შენ აქ დარჩები, შენ აქ უნდა დარჩე... — წაიჩურჩულა აბუ-კაირმა და სწვდა მას ხელში. რისი გეშინია? მართალია ის ცხენია, რომელსაც შეუძლია შენი მოკვლა, იმიტომ, რომ იგი აკეთებს ორ ნახტომს წინ და ერთს კი გვერდით, მაგრამ შენ ნუ შეგეშინდება, იგი ვერ მოგკლავს შენ, იგი ხედავს, რომ მე, მეფე, გიცავ შენ, ხოლო კუს პაიკში არავინ გასცვლის. ეს ყველაზე საძაგელი კომბინაციაა. მაგრამ თუ სხვა გზა არ იქნება, უარეს შემთხვევაში მე შეგწირავ შენ და მაშინ ნამდვილად მოვიგებ. მთავარი ხომ პარტიაა. არა ფიგურა, არამედ პარტია.

ახალგაზრდისათვის ეს საკმარისი იყო. მას სრულიადაც არ უნდოდა თავის შეწირვა. მან ფეხი დაუდო აბუ- კაირს, გაუსხლტა ხელიდან და კურდღელივით მოკურცხლა იქვე მდგომ ციხე — სიმაგრისკენ.

— წყეულო ვირო! რისი გეშინია? შენ იქით არ გარბიხარ, საითაც საჭიროა. ეტლი უსათუოდ მოგკლავს შენ და ამით ვერაფერსაც ვერ მოიგებ!— მიაძახა მას აბუ — კაირმა.

ამ დროს ვეფხვმა ჰაერში შეკრა კამარა და აბუ — კაირისაკენ გააკეთა ნახტომი.

— აა... — წარმოსთქვა ჭადრაკის ჩემპიონმა დამცინავად.

— ახალი სვლა! ქიში? ქიში მე? ბავშვური სვლაა!

— სუსტი თამაშია! — მან მშვიდად ჩაიქნია ხელი და ნაბიჯი გადადგა გვერდით.

— ეხლა რაღას იზამ? ეხლა როგორ მეტყვი ქიშს? არავითარ შემთხვევაში არ გამოგივა. ხომ ხედავ, მეგობარო, თამაშის უფრო კარგი ცოდნაა საჭირო. ჯობია დამნებდე. შენი საქმე გათავებულია.

მაგრამ ვეფხვი ეცა აბუ — კაირს, ამოაქცია და გამოღადრა ყელი.



1951წ
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Fri Feb 12, 2010 10:33 am




 ერთი შემთხვევა


გაზაფხულის გრილი ღამეა. ბაღის ბოლოში ვზივარ. გავცქერი თითქმის მიძინებულ ქალაქს და ვოცნებობ. ოცნებაში აღიმართა ჩემი ფიგურა, რომელმაც ტუჩები აამოძრავა და ვიღაცის მიმართ წარმოსთქვა: ,,უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ უკვე კომუნიზმი დავამყარეთ მთელი მსოფლიოს 1/6 ნაწილზე“, მაგრამ ეს არცთუ ისე საოცნებოა — ვფიქრობ ეხლა.

ავხედე ცას, რომელზედაც მთვარე ენთო და ვარსკვლავები ციმციმებდნენ. კარგად დავაკვირდი და მომეჩვენა, თითქოს მთვარე გულივით ძგერდა, ქართველის გულივით. რომელი ქართველის გულივით? ვეკითხები ჩემს თავს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი მადლიანი ქართველის გული ძგერდა სამშობლოსათვის. ვინ იცის ვისი გული ავიყვანე ეხლა მე ცაზე და სამუდამო ბინა გაუჩინე იქ.

ქვევით მტკვარი გარბის, თითქოს უნდა რომ ქვეყნებს ამცნოს ქართველი ხალხის “საქმენი საგმირონია“. მაგრამ, ალბათ ღონდება, როცა დასასრულს უახლოვდება და გულში ფიქრობს: — რა ამაოდ გამოვიარე ამდენი გზა, მაინც ვერ შევძელი წადილის ასრულება და ვინ იცის ამდენ ფიქრსაც ვერ მოასწრებს და მოწინავე ტალღა გულდაწყვეტილი ეშვება აქაფებულ “პონტოს“ ზღვაში. იქაც ჩაიტანს გულის ტკივილს, შეუერთდება და მასთან ერთად კვლავ განაგრძობს უნაყოფო ბრძოლას.

ეს ყოველივე თუ მართლაც ასეა, მაშინ რა მიამიტი ყოფილხარ მტკვარო. რა გაქვთ სადარდელი, ეხლა ის დრო კი არ არის , როდესაც ქართველ ხალხს პირში წყალი ეგუბა. ეხლა მას თამამად შეუძლია ამცნოს მსოფლიოს, რომ ჩვენ, ქართველებს დიადი წარსული გვქონდა და უდიდესი მომავალი გვექნება, რომ ჩვენში ყველაფერი “ქართულია — კარგია.“

ეხლა სხვა დრო დადგა. ეხლა ჩვენ მტრებს ჩაუდგათ პირში წყალი. ცდილობენ ლაპარაკს, ისვრიან სიტყვებს, მაგრამ წყლიან სიტყვებს რა ფასი ექნებათ.

მტკვარი გარბის და მახსენდება არა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი: „ფიქრნი მტკვრის პირას“, არამედ თანამედროვე ქართული პოეტის ლექსიდან ერთ-ერთი ტაეპი...

ამ ოცნებაში ვარ, რომ შეუმნევლად მომიახლოვდა მხარზე თოფგადაგდებული მილიციელი, მომესალმა, შემდეგ საქმიანი ხმით მომმართა: “თქვენი საბუთები, ამხანაგო.“ მე ოცნებიდან ვერკვევი და საბუთებს ვეძებ, მაგრამ ამაოდ.

— რას აკეთებთ ამ ღამეში აქ? — მკითხა მილიციელმა.

— მე პოეტი გახლავარ და ლექსს ვიგონებდი. — მივუგე ნაძალადევი ღიმილით და თან ვფიქრობდი რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება თავის დახსნისა. მან მაზარის ჯიბიდან ამოიღო ასანთი და გაჰკრა. ასანთის ღერი აენთო და მე დავინახე საშუალო ტანის კაცი შავი ულვაშებით და სახის ქართული ნაკვთებით.

მან ამხედ — დამხედა და გაეღიმა, თითქოს დარწმუნდა ჩემს პოეტობაში.

— თქვენ, რაც უნდა იყოს, კანონს არღვევთ და ეხლა ამიტომ მილიციაში უნდა წამობრძანდეთ — შერბილებული ხმით თქვა მან.
მეც დავემორჩილე.
მივედით მილიციაში. ჩემი თანამგზავრი მილიციელი გამოცხადდა მორიგე მილიციელთან, მხედრულად გამოეჭიმა, შემდეგ ჩემზე მიუთითა და უთხრა: „აი, მოგიყვანეთ უსაბუთო პოეტი“. იგი მალე გავიდა ოთახიდან და ჩვენ მარტონი დავრჩით.

— თქვენ ლექსებს სწერთ? — შემეკითხა მორიგე მილიციელი.

— დიახ! — რიხიანად მივუგე მე.

— კი მაგრამ, თქვენ არ იცით, რომ არ შეიძლება უსაბუთოდ სიარული ქალაქში?

მე მინდა უთხრა, რომ მე უსაბუთოდ არ დავდივარ და მას წინ დაუდო ჩემი ლექსები საბუთების ნაცვლად.

უცებ ტელეფონის ზარმა დარეკა რამდენჯერმე. მან ხელში აიღო ყურმილი და მომიგო:

“თავისუფალი ხართ, მეგობარო, ეხლა კი ძილი ნებისა.“

მილიციიდან გახარებული გამოვედი. გული სიხარულით ძგერდა, შევხედე ცას და ამ დროს მის მკერდზე მცურავი მთვარე ვიღაც მიუგნებელ და უცნობ ქართველის გულივით კი არ ძგერდა, არამედ საკუთარ გულივით.

სადღაც გამიგონია ასეთი ფრაზები: მე საბჭოთა საქართველოში ვცხოვრობ და ამიტომ მე გამიგებს ყველა, ვისაც კი საბჭოთა ქვეყნის ბედნიერება სურს. მე გამიგებს ყველა, ვისაც ქვეყნის დიადი წარსული და უდიდესი მომავალი სწამს — ესევე შემიძლია გავიმეორო მეც.

უთქვამთ: საქართველო ულამაზესი პოემააო და მეც ვუმატებ: ხოლო ადამიანები კი ამ პოემის დაწყობილი მგრძნობიარე სტრიქონებია. მგრძნობიარე კი ყველაფერს გრძნობს. აი, კიდევ მიზეზი იმისა, თუ რატომ გამიგეს მე.






Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Sun Feb 14, 2010 5:57 pm

შოთა ჩანტლაძე

მანიფესტი
- - - - -- -


ბატონებო და ქალბატონებო,
ეს გახლავთ ჩვენი უკანასკნელი სიტყვა,
ჩვენი პირველი და უკანასკნელი სიტყვა გახლავთ ეს:
პოეტები დაეშვნენ ოლიმპოდან.

იმათთვის, ვინაც წინ მიგვიძღვოდა ჩვენ,
პოეზია გახლდათ ფუფუნება;
ჩვენთვის კი იგი — პური და წყალია
და წარმოუდგენელია ცხოვრება უმისოდ.

პატივისცემით უნდა მოგახსენოთ -
წინაპრებისგან განსხვავებით -
ჩვენ მიგვაჩნია:
ალქიმიკოსი როდია პოეტი,
იგიც სხვასავით ადამიანია,
იგი კალატოზია სახლის მშენებელი,
იგია მშენებელი, რომელიც კედელში
ფართო კარებს და ფანჯარას ჰკვეთს.

ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ
ჩვენი დღეების უბრალო ენაზე,
კაბალისტიკის არ გვწამს არაფერი.
და კიდევ ერთი:
დედამიწაზე იმისათვის არსებობს პოეტი,
რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს.

ჩვენ ამით მოგმართავთ თქვენ
და ვდგებით გზაზე
პოეტ-დემიურგის,
იაფი პოეტის,
წიგნთსაცავის ვირთხას რომ გავს.
პატივისცემით მოგახსენებთ —
ყველა ეს ვაჟბატონი
უნდა გასამართლდეს,
რამეთუ აგებენ ჰაეროვან კოშკებს
და უმოწყალოდ ფლანგავენ სივრცესა და დროს.
უძღვნიან სონეტებს მთვარეს,
სიტყვებს აწყობენ ალალბედზე,
იცავენ პარიზის უკანასკნელ მოდას,
ხოლო ჩვენებურად კი ასე არ არის:
აზრი იბადება არა ბაგეებზე,
არამედ გულისგულში იბადება აზრი.

გადაჭრით უარვყოფთ —
მზის სათვალეების პოეზიას,
პლაშჩის და ხანჯლის,
ფრთიანი შლიაპის პოეზიას.
სამაგიეროდ, გთავაზობთ —
ნათელი თვალის პოეზიას,
გაშიშვლებული სულის,
შიშველი თავის პოეზიას.
არ გვწამს არაფერი ალის და ფერიების.
პოეზია არის ასული,
ერთი იღლია მწიფე თავთავებით
ანდა პოეზია საერთოდ არ არის.

სად არიან ისინი, ვინც წინ მიდიოდნენ,
ჩვენი კეთილი და უახლოესი წინაპრები...
მე ვიცი ერთი:
მათგან მხოლოდ ცოტანი აღწევდნენ
ხალხის გულამდე
და ცხოვრობენ ამ გულში.
სხვები კი მუდამ, როცა კი შეეძლოთ,
გამოდიოდნენ სიტყვით და საქმით
პოეზიის არსის წინააღმდეგ...

მით უფრო მწარეა აღიარება,
რომ მათი პოეზია — კატასტროფაა,
ზეიმი მეორეხარისხოვანი სიურრეალიზმის,
დეკადენტობა მესამე ხარისხის,
ნაპირზე,ზღვისაგან, მოგდებული ძველი ფიცრები.

ზედსართავი ლექსები,
ცხვირისა და ხორხის პოეზია,
თვითნებური,
წიგნებიდან გადმოწერილი,
რომლის საფუძველში ძევს სიტყვის რევოლუცია.
თუმცა, პირობის თანახმად,
იგი უნდა დადგეს
გრძნობისა და იდეის რევოლუციის საფუძველზე.
ნახევარდუჟინი რჩეულების მოჯადოებული წრე:
აბსოლიტურად თავისუფალი სიტყვა!
და დღეს ჩვენ ვიკითხავთ გაოცებით:
რისთვის იწერებოდა ყოველივე ეს?
მისთვის, რომ დაეშინებინათ წვრილი ბურჟუაზია?
რა ტყუილა დაკარგულა დრო!
ბურჟუა რეაგირებს მხოლოდ მაშინ,
როდესაც საქმე ეხება საჭმლის მონელებას.
შეეცადეთ შეაწუხოთ იგი ლექსებით!

ასეთია ვითარება:
სანამ ისინი აფუძნებდნენ
შებინდების პოეზიას,
ღამის პოეზიას,
ჩვენ ვიცავდით
განთიადის ლექსებს,
ცისკრის პოეზიას.
პოეზიის სინათლე უნდა უნათებდეს
ყველას დედამიწაზე,
ყველგან დედამიწაზე,
ყველამდე აღწევდეს.


1952
Back to top Go down
View user profile
ვიღაცა



Female
Number of posts : 12
Age : 116
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Tue Feb 23, 2010 6:01 pm

შოთა ჩანტლაძე

***
მახსოვს სიფითრე და ჩურჩული თქვენი ბაგისა,
მეუბნებოდნენ - ჩამოგყვებით სამარეშიცო,
სად სიყვარული შეიძლება უსპეტაკესად -
სამარადისოდ...
ყველამ დამტოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა
და ახლა ვხედავ - საიქიოს ვლიან ლანდები;
დიდი ხანია მე მიმელის ჩემი სამარე,
წამობრძანდებით?
Back to top Go down
View user profile http://www.armuri.4forum.biz
nika ciklauri



Male
Number of posts : 5
Age : 26
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : poetry
Registration date : 18.03.11

PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Fri Mar 18, 2011 9:37 pm

ქალაქი იყო ჩვეულებრივი:
ქუჩებით, ადამიანებით, სახლებით,
რომლებიც ერთმანეთს დაცილებულნი იყვნენ საჭირო
დისტანციით.

ზამთრის დღე იდგა ქალაქში.
დღე იყო შეუმჩნეველი,
როგორც ტრამვაის გაჩერებასთან მდგარი ხის შემდეგ
მდგარი ხე.

არ იყო თოვლი.
არ იყო სიცივე.
არ იყო სითბოც.

ქალაქი იყო ისე ჩვეულებრივი,
რომ ვერ იფიქრებდი ქალაქზე ვერასგზით
უეცრად ქალაქში მოვიდა თოვლი...
ფიფქები იყო ძალიან ფართო.
ფიფქები იყო ძალიან ხშირი.
ფიფქებსა და ფიფქებს შორის აღარ იყო ადგილი
ფიფქებისათვის.

ფიფქები იყო ძალიან მძიმე,
სიმძიმის გამო ძლივს იძროდნენ ფიფქები,
დიდი ცდისა და ტანჯვის შემდეგ
აღწევდნენ ასფალტსა და სახლებს.

ასეთი იყო თოვლი...

თანდათან შეიცვალა ქალაქიც;
ქალაქი აღარ იყო ჩვეულებრივი:
ქალაქის ქუჩებმა მიიწიეს ერთმანეთთან.
ქალაქის ქუჩებმა დაჰგმეს საჭირო დისტანცია.
ქალაქის ქუჩები შეერთდნენ ერთ ქუჩად.
ქალაქში იყო ქუჩა ერთადერთი.

სახლებმა დაჰგმეს საჭირო დისტანცია.
მიუჩოჩდნენ ერთმანეთს და გადაიზარდნენ ერთმანეთში
და ქალაქში იყო სახლი ერთადერთი.
ადამიანებმაც დაჰგმეს საჭირო დისტანცია, —
გადაიზარდნენ ერთმანეთში და გაერთიანდნენ ორ ადამიანად.

ქალაქში იყო ერთადერთი ქალი
და ქალაქში იყო ერთადერთი კაცი...
ქალაქში იყო ერთადერთი სახლი,
ქალაქში იყო ერთადერთი ქუჩა.
ეს ქუჩა შეიკუმშა, დაპატარავდა
და შეიპარა ამ სახლში იატაკად
და თან შეიტანა ამ სახლში
ერთადერთი ქალი და ერთადერთი კაცი.
ქალაქი გახდა ერთადერთი სახლი ორი ადამიანით.
ამ სახლში თოვდა;
ჭერიდან ეშვებოდა თოვლი იატაკზე.
ამ ოთახში თბილოდა სანეტაროდ.
ამ ოთახში იყო ორი ადამიანი.
და ამ ორ ადამიანს, ალბათ, უყვარდათ ერთმანეთი

Back to top Go down
View user profile http://www.literatura.ge
Sponsored content




PostSubject: Re: შოთა ჩანტლაძე   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
შოთა ჩანტლაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: