არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ვაჟა-ფშაველა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ვაჟა-ფშაველა   Thu Jul 09, 2009 7:57 pm

ვაჟა-ფშაველა და
------------------
მეტოქე
-----------

მეტოქე

თოფი მე მომე,ვაჟაო,
ახლა მე წავალ ტყეშია.

ვაჟა

ჰო,შენმა გამარჯვებამა,
ორ-სამს კი მაჰკლავ დღეშია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Thu Jul 09, 2009 9:36 pm

No

თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ არ შეეძლო კაფიების თქმა ვაჟა-ფშაველას...
ისედაც იმდენი რამე ჰქონდა სათქმელი, რომ არც გამოუვიდოდა.
ეს კაფიაც - ამის მაგალითია...
ბოლობოლო, ძმაკაცი იყო მერცხალასი, თავად მერცხალა კი არა...

მე ეგრე მგონია.

Neutral
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Thu Jul 09, 2009 10:49 pm

ბობო wrote:
No

თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ არ შეეძლო კაფიების თქმა ვაჟა-ფშაველას...
ისედაც იმდენი რამე ჰქონდა სათქმელი, რომ არც გამოუვიდოდა.
ეს კაფიაც - ამის მაგალითია...
ბოლობოლო, ძმაკაცი იყო მერცხალასი, თავად მერცხალა კი არა...

მე ეგრე მგონია.

Neutral

ეგრეა.
ვაჟასთვის კაფიაობა იგივეა,რაც ბურთით კენწლაობა დიდი ფეხბურთელისათვის:პელემ შეიძლება,ვერ აკენწლოს ზოგიერთი საშუალო ფეხბურთელივით ათასჯერ,მაგრამ იმისთანა გოლებს გაიტანს,კენწლაობის რეკორდსმენს რომ არ დაესიზმრება.

ისე ვაჟა აქაც საინტერესოა_ამას შემდეგ ”პუბლიკაციებში” დავინახავთ...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Fri Jul 10, 2009 1:37 am

ამონარიდები გულქანის ნაამბობიდან, რომელიც ჩაიწერა ეთერ თათარაიძემ
..........................

ქორწილი იყო ხეხერაისი, მეორე ცოლზე ჰქონდა ქორწილი. ერთი ბიჭი რამ იყო სოფლივნელი, იმ ხეხერაის ცოლის ძმა, ძაან მოლექსე, ფრუშკა ექვივნა...
უკვე ხალხი მოქუჩდაო, - დათქვა მამამ შინა. ჩემ ნათლიმამის ქორწილში უნდა გავიდეო. წავიდა მამაი ქორწილში.
იმ დროს მისულა, რო მღერიან.

მამამ პირადად ლექსობა ვერ იცოდა. იმ ბალღისთვინ შეუმღერია ერთი-ორი სიტყვა:

ჩემთან მოდი, სოფლივნელო,
ბიძამ გითხრას არაკებიო...


იმას უპასუხია:

მე უბრალო მოლექსე ვარ,
პოეტებთან რას გავხდებიო.
არცა მაქვ საწერ-კალამი,
არც დავიღალავ მაჯასაო,
მაგრამ არ დაუვარდები
რაზიკაშვილსა ვაჟასაო...

...............................................................

მისულა მამაჩემი ქორწილშია, ჰოდა, იქაც მღერიან, გაბმულია სმა-ჭამა და მღერიან. შაჩნდა მამაი და შაუმღერა:

ფშავ-ხევსურეთის პოეტიო
ეხლა ქორწილშიც მოედიო,
ოცდახუთ მანათს მაძლევენ,
კაცი ცხოვრებას მოვებიო...


“ბახტრიონი” რო დაიბეჭდა, მაშინ თუ მისცეს ოცდახუთი მანათი. ფული მაქვ და ქორწილშიაც მოვედიო. ბეჩავი მამაი...

...........................................................

მამასა ლექსი გამაეთქვა. ქალი ვიყავ, ე წესქვილი რო გაამართვია ქოთილათ მიხასა.

მიხამ გაგმართა, წისქვილო,
გაგმართა, გაგაძგრიალაო,
ეს სარერღელი კი მოგცა,
სამბილობელი კი არაო.


ეგ იმაზე ეთქო, რო თურმე ღერღდა, წმინდად ვერა ფქავდა ახალგაკეთებული წისქვილი.
მიხას რო გაეგო, მალექსეაო, ეპასუხნა:

მაგასაც ისევ აგირევს,
თუ კიდევ ჩამაიარეო...

.......................................

ე, კაფიაობა მამამ ვერ იცოდა, ვერა. მამაჩემი საკიაფოდ ორ სიტყვას ვერ აჯამებდა. საიდან ეცოდინებოდა მამასა ეგა, შვილო, მამა ბუნების მგოსანი იყო, ბუნებისა...
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Fri Jul 10, 2009 8:27 am


ვაჟა-ფშაველა და
----------------
თორღვა ქისტაური
-----------------

ვ ა ჟ ა
------
თქვენთან მწადია ბაასი,
ეხლა ძლივ შაგხვდით სწორთაო;
ერწოა დილის ბაღდადი,
ნეტა,რა ძალამ მორთაო.
იქ ყოფნა აღარ მწადიან,
გულს მემატება შფოთვაო;
ხელმწიფის მოხელეებსა
გუშინაც ვცემე ორთაო.

თ ო რ ღ ვ ა
--------------
დიდი ხარ,ვაჟა-ფშაველავ,
მხარ-ბეჭიანი, კოხტაო;
ხელმწიფეს უნდა უმღერდე,
რო თამარ მეფეს შოთაო!

ვ ა ჟ ა
------
დიდსთან დიდია ვაჟაი,
პატარიასთან ცოტაო;
მოსისხლეს არას ვუმღერებ,
მეცა ვსცნობ თავის სწორთაო.

...
ვაჟა-მოკაფიავე ვაჟა-პოეტის ფონზე აშკარად მკრთალად გამოიყურება,თორემ მთლად ხელმოცარულიც არ უნდა იყოს მისთვის ”უხერხულ” სფეროში_ორაგული მძიმედ,მაგრამ მაინც ლამაზად მოძრაობს ვიწრო მდინარეში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Fri Jul 10, 2009 9:26 am

ვაჟა ხორნაული wrote:

ვაჟა-მოკაფიავე ვაჟა-პოეტის ფონზე აშკარად მკრთალად გამოიყურება,თორემ მთლად ხელმოცარულიც არ უნდა იყოს მისთვის ”უხერხულ” სფეროში_ორაგული მძიმედ,მაგრამ მაინც ლამაზად მოძრაობს ვიწრო მდინარეში.

მთის წესი ეგრეა, ვაჟიკავ, რო - კაი მოკაფიე რო ამაჩნდებისა, შაიყვარებს ხალხი, ყველგან გაიმეორებს იმის ამათქმულებსა და დააქვივნებს რამე მეტსახელსა - ან "მერცალასა", ან "ხაჩით ჯაბანსა" და ასე შემდეგ... ესა, ხო იცი, როგორც პოეტური ნათლობა, ეგეთი რამე არი იქა. გინდა მეტსახელი დაგიქვივნებია მოლექსისთვისა და გინდა ოფიცრის წოდება მიგინიჭებია ჯარისკაცისთვის ან გროსმაისტერად გიღიარებია მოჭადრაკე...

ჰოდა, აბა, რაღა უნდა შეერქვათ რაზიკაანთ ლუკასთვი, როცა უკვე ვაჟა-ფშაველა იყო?..

აგერ, გიომაც ხო დაგვიდო გულქანის მოყოლილები - ვიცნობდი მე გულქანსა, 1986 წლიდან ვიცნობდი და ისეთი უბრალო და ნაღდი იყო, რომ პირველი ნახვისთანავე გაიფიქრებდი - ვახ, შე უტვინო ჩემო თაო, რაად ვერ ჰხვდები, რადა, - აეს ხო დიდი ქალბატონია იმ დიდი საქართველოდანო, სუ რო გვეკარგება ხოლმე და ვეღარ მიგვიგნიაო...

მქონდა მე ის წიგნი, მეც მაჩუქა ეთერომ და ვეღარ მიპოვნია...

Shocked
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Fri Jul 10, 2009 1:09 pm

ვაჟა და ბაჩანა
----------------------
ვ ა ჟ ა

ერთხელის მე და ბაჩანა
ერთად დავსხედით ძმანია.

ბ ა ჩ ა ნ ა

წინ გვედგა გაშლილი სუფრა,
თითო კაპრიან ჯამია.

ვ ა ჟ ა

ვგზავნენით არაყისადა
ხან ქალი,ხანაც რძალია.

ბ ა ჩ ა ნ ა

ერთმანეთს ვეუბნებოდით:
”ეგ ხომ კაცისთვის მავნეა?”

ვ ა ჟ ა

ნამეტნავად კი მაშინა,
როცა ის აღარ არია.

...
კაპრი_ბურახისნაირი სასმელია.

...
ვაჟა დიდი სივრცეების ბინადარია,ხანდახან სულის მოსათქმელად თუ წაიკაფიავებს...ხანდახან...სად სცალია საკაფიაოდ?!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   Wed Jul 15, 2009 4:35 pm

ვაჟა-ფშაველა და
მთიული ხელოსანი

ვ ა ჟ ა
-------
ეს კაცი მთიულ ეტყობა,
მგონი იქნება ხვედელი;
გადმაახდინეთ ზემოთა,
ქალი მოჰგვარეთ ბებერი.

მ თ ი უ ლ ი
-------------
მე,მართლაც,მთიულ კაცი ვარ,
ნუ გეგონებით ხვედელი;
ბოსლების კალატოზი ვარ,
ბალღების ოქრომჭედელი!
ჯეილი ქალი მომგვარეთ,
რა ჭირად მინდა ბებერი,
ისევ თქვენ გამოგადგებათ,
ბალღ გაგეზრდებათ ჩემფერი.

...
ძალიან ბევრი მოკაფიავე ვაჟას ადგილზე არ გაჩერდებოდა და ”ბრძოლას” გააგრძელებდა,რითაც დაამტკიცებდა,რომ კაფიაობის წესები არა სცოდნია.
მთიულმა ხელოსანმა,როგორც იტყვიან,”ათიანში” მოარტყა_ეს იგრძნო ვაჟამ და დროული დადუმებით მეტოქეს გამარჯვება მიულოცა...”დუმილი ოქროაო”,_
ამაზეა ნათქვამი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა-ფშაველა   

Back to top Go down
 
ვაჟა-ფშაველა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: