არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Tue Dec 02, 2008 7:40 pm

არ ვიცი,აქ მხოლოდ აკადემიური საუბრები უნდა იყოს?

მე ასეთი კითხვა გამიჩნდა ყველასთან:
ასე თუ ისე მიცნობთ.
რომელ წიგნში დამასახლებდით და რომელი ლიტერატურული პერსონაჟების საზოგადოებას აარჩევდით ჩემთვის?
პასუხი შეიძლება კეთილი სურვილით - მათთან თავი კარგად რომ ვიგრძნო,ან ამირჩიოთ ,მაგალითად - ჭკუის სასწავლებლად, გამოსასწორებლად...
მე , მაგალითად, ზღაპარში ბობო ბრძენის, ხელმწიფის, კეთილი და ჭკვიანი ჯადოქრის , ან ავტორის - რომელიც უშუალოდ მონაწილეობს თხრობის სიუჟეტში - ამპლუაში წარმომიდგენია.
სანათა - ჭკვიანი ქურუმი ქალის , მკურნალის, გრძნეულის - ბალახის, ყვავილების ენა რომ ესმის.
ნუციკო დეკანოზიშვილი - დედოფლის,
თეკლე ბატონიშვილი -ამორძალის და ასე...


Last edited by არჩანდა on Tue Dec 02, 2008 8:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Tue Dec 02, 2008 7:50 pm

ვახ, კაცო - ეს რა კაი თამაში გამოიგონა ნინიმ!
lol!
რომელ წიგნში დაგასახლებდი და რომელი ლიტერატურული პერსონაჟების საზოგადოებას ავარჩევდი შენთვის?

drunken

რომელ წიგნში და - "სამ მუშკეტერში".
დე ტრევილის მუშკეტერების მახლობლად და კარდინალ რიშელიეს გვარდიელებისგან შორს.
საერთოდ, მუშკეტერების ფორმას გადაგაცმევდი და ჩაგრიცხავდი კიდეც იმათთან.
რახან სიტყვით ფარიკაობა - კარგი იცი!..




და საერთოდ, დავაარსებდი ქალ-მუშკეტერთა რაზმს!
აი, ეგრე!!!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Tue Dec 02, 2008 8:17 pm

მხოლოდ მე არა,ერთმანეთს ამ ფორუმის წევრები რომელ წიგნში დაასახლებდნენ და რომელი ლიტერატურული გმირების გარემოცვას შეურჩევენ...(სხვა წიგნების გმირებიც შეიძლება რომ დაასახლოთ იქ)მოკლედ ლიტერატურულ სახლს და გარემოცვას ვურჩევთ ერთმანეთს..მოსულა?Smile

დიდი მადლობა,ბობო.ბავშვობის ოცნება ამისრულეთ..
კარგი მუშკეტერი ვიქნებოდი Smile აი, მაგალითად,დღეს ურაკზე ჩემი ანტიფანების კლუბს ვხსნი.ფანკლუბის გახსნა გაცვეთილი,შაბლონური იქნებოდა... ეჭვი მაქვს,რომ რიცხობრივად ძალიან დიდი გამოვა ჩემი ანტიფანების საზოგადოება მაგრამ.ვფიქრობ,მოვიგერიებ, უმრავლესობას მაინცSmile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Tue Dec 02, 2008 8:37 pm

შენ არ იდარდო, ნინი - მუშკეტერები ყოველთვის ცოტანი არიან, მაგრამ მაინც სჯობიან კარდინალ რიშელიეს გვარდიელებს!..
king
მერე სხვებსაც დავასახელებ სხვადასხვა წიგნებში...
jocolor scratch study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Tue Dec 02, 2008 9:14 pm

აი,ერთი თამაში კიდევ
რომელი ავტორის(ამ ფორუმზე მყოფი და საერთოდაც) რომელ ნაწარმოებს (ლექსს,მოთხრობას და ასე)''მოიპარავდი'',ან ''იჩუქებდი''(ბრჭყალებში,რასაკვირველია).Smile
რომ არ დამასწრონSmile ბობოს ''ფრენა უკასროდ ''და სიტყვითნახატები,ჩემია Smile
ვუსმენ სხვებსაც..
რა კარგი ლიტერატურული ნადავლი გამომივიდაSmileმერე დავწერ ყველას თითო ლექსს,''მითვისებულს''...
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Wed Dec 03, 2008 11:59 am

ნუციკოს ლიტერატურულ საფრანგეთში დავასახლებდი .... დედოფალი იქნებოდა და სახელმწიფოები წაეკიდებოდნენ მისი გულისთვის.
Smile
თეკლე ბატონიშვილს ლორკას ესპანეთში....Smile
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Wed Dec 03, 2008 3:33 pm

nini wrote:
ნუციკოს ლიტერატურულ საფრანგეთში დავასახლებდი .... დედოფალი იქნებოდა და სახელმწიფოები წაეკიდებოდნენ მისი გულისთვის.
Smile
თეკლე ბატონიშვილს ლორკას ესპანეთში....Smile

ნინი მე???????????? Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 04, 2008 2:27 am

ნელი არ ვიცი.ვინც ზუსტად ვიცი სად ''წავიყვანო'' ისინი ვთქვი Smile
და ზღაპარში კეთილი გოგონა იქნებოდი.Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 04, 2008 4:40 pm

აი, ხო ყველას ჰგონია, რომ სანათას დავასახლებდი ვაჟა-ფშაველასთანა!
და ბაობაბსაც!
არა!
სანათა უნდა დავასახლოთ ტომას ელიოტის "მკვდარ მიწაში" - თუ რააად დასწერა ელიოტმა ეგეთი რამე!..
და ირლანდილებიდან - იეიტსი! აი ვისთან უნდა მიიყვანო სანათა, რო ისწავლოს - როგორ უნდა შენი კულტურის აღონძინება!!!

და ბაო კიდევა - მოდი, ნინი, ავდგეთ მე და შენ და - ბაო მოვახვედროთ არტურ რემბოს წიგნში!
ძააან უშველის არტურ რემბო ბაობაბს!

ჰა? cyclops I love you Exclamation Question
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 04, 2008 6:20 pm

ვაი რა ''ცუდია'',ბობოოო Smile''ცუდიიიი''
შენ გგონია ბობო რომ შენსავით ჭკვიანები ვართ ...
ფოლკნერი როგორც მახსოვს პაპა სემის წერის სტილის როგორ ვთქვა ოპონენტი იყო...და საერთოდ საკმაოდ რთული მწერალია.''პატოკ საზნანიე'' მისი წერის სტილია და აისბერგები პაპა ჰემის...
ეეხ,ბობო...
ცოტა ჩვენთვის გასაგებიც იყავი რა .. და თაბაგარს რომ '''ხაფანგი''მოუწყვე ერუდიციაზე მახსოვს Smile
შენი ტყის კაცი ....ფოლკნერის ეს ''პატოკ საზნანიეა''იქაც ხომ?

და ხო ''ცუდია'' ხოლმე ბობოWink))))) აი ასეSmile
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 04, 2008 6:21 pm

ხომ არ გეგონა არჩანდას მიხოსერასა,იეტსის ირლანდიაში დასასახლებლად რომ გამიმიეტე, გული გამისკდებოდა?
მე მარგარეტ მიტჩელის "სკარლეტივით" ვარ და ზუსტად შემეფერება ირლანდია...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 04, 2008 6:32 pm

ნეტა მე რა როლი მერგება?! scratch
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 04, 2008 6:35 pm

ეეე, ნინი, სად იყო კონტრაბანდისტი ბილი ფოლკნერი, როცა პარიზში ჯეიმს ჯოისის ძმაკაცი იყო პაპა ჰემინგუეი!
და რასაც ჰემინგუეი წერს, სუ ჯოისიდან მოდის. რომ ვითომ პეიზაჟი - მოკლე და კომპაქტური, და ამ დროს პაპა - ჯოისის სტილში მუშაობს! იმიტომ ვერ მიუბაძიათ!
პაპა ჰემი - ესეც ცნობიერების ნაკადია და ისე, რომ ვერ ატყობენ!

მარტო ერთადერთი კაცი მიუხვდა ამას - და ისიც ფოლკნერი იყო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 04, 2008 7:40 pm

ელიოტის მკვდარი მიწა თუ უნაყოფო მიწა?ამ სათაურითაც შემხვედრია .ლიტერატურულ ჟურნალში მგონის ბერწი მიწა ასე იყო....სანათას იქ დასახლება რატომ?რაღაც გრაალის მითის ქვეტექსტია მგონის ახლებურად გააზრებული ..და შენი და სანათას რედაქტორ-ავტორის ურთიერთობის ქვეტექსტი ხომ არაა.სანათას იქ დასახლების მონდომებაში Smile ეზრა პაუნდივით შენც აპირებ სანათას ტექსტების რადიკალურ შემოკლებას და მერე სანათა შენს მიერ ამოჭრილ ტექსტებს ცალკე დაბეჭდავს Smile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 04, 2008 7:45 pm

იეტსის და ირლანდიის დაზუსტება მოგიწევს.ბობო და ბაო რატომ არტურ რემბოსთან?მის ბობოქარ ცხოვრებას მოაწესრიგებდა თუ ამ ცნობილი სიმბოლისტიდან პოეტური სიმბოლოების საიდუმლოს ისწავლიდა?:Wink
ტყის კაცზე რამე სისულელე გკიტხე.ხო Sad
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Sat Dec 06, 2008 10:12 am

nini wrote:
ვაი რა ''ცუდია'',ბობოოო Smile''ცუდიიიი''
შენ გგონია ბობო რომ შენსავით ჭკვიანები ვართ ...
ფოლკნერი როგორც მახსოვს პაპა ჰემის წერის სტილის, როგორ ვთქვა, ოპონენტი იყო...და საერთოდ, საკმაოდ რთული მწერალია.''პატოკ საზნანიე'' მისი წერის სტილია და აისბერგები პაპა ჰემის...
ეეხ,ბობო...
ცოტა ჩვენთვის გასაგებიც იყავი რა .. და თაბაგარს რომ '''ხაფანგი''მოუწყვე ერუდიციაზე მახსოვს Smile
შენი "ტყის კაცი" ....ფოლკნერის ეს ''პატოკ საზნანიეა''იქაც ხომ?

და ხო ''ცუდია'' ხოლმე ბობოWink))))) აი ასეSmile

პაპამ ჯოისის წერის მეთოდი აიღო და უფრო ნათელი გახადა თავისი "აისბერგის" მეთოდით. ჰემინგუეის დახატული პეიზაჟი - სულაც არ არის ისეთი, როგორსაც ჯოისამდელი მწერლები წერდნენ. პაპას პეიზაჟები - ცნობიერების ნაკადით არის შექმნილი, თუ კარგად დააკვირდები. და "მოხუცი და ზღვა", რომელიც ძალიან მოსწონდა იმ ყოფილ კონტრაბანდისტს, ფოლკნერზე გეუბნები, სულ ცნობიერების ნაკადია, ოღონდ პაპას სტილშია დაწერილი.
და ასევე ჯოისიდან გამოძებნა თავისი სტილი უილიამ ფოლკნერმაც, თუ შეიძლება მის ნაწერს რაიმე სტილი მიუყენო - თავად ფოლკნერი ამბობდა, მე სტილი სადა მაქვსო, არ მცალია სტილზე საფიქრალადო... და სინამდვილეში არც ეგრეა საქმე - მისი სტილიც ჯოისიდან მოდის.
მოკლედ, ჯეიმს ჯოისი იმ რანგის გენიოსია, როგორც ფიზიკაში არის ალბერტ აინშტაინი - ჯოისის მერე ისე წერა აღარ შეიძლებოდა, როგორც ჯოისამდე წერდნენ.
და ძალიან ბევრი მწერალი წამოვიდა ჯოისიდან და ძალიან ნიჭიერები...

"ტყის კაცი" - კი, ალბათ, ცნობიერების ნაკადია. ფოლკნერიც მოგაგონდება და სხვებიც.
აი, ნახე რუსულად თარგმნილი "ტყის კაცი" - Чудо лесное убито весною

Михо Мосулишвили: Чудо лесное убито весною.

Это прекрасная, мифическая и какая-то очень правдивая вещь, настолько прозрачная, что хочется смотреть сквозь нее, как сквозь бытие, через которое просачивается неземной свет. Ассоциации с сюжетом и персонажами Михо у меня почему-то строго философичные, хотя Михо не водит нас подобно, скажем, Тарасову, запутанными углами и равнодушными лабиринтами сотен экзистенциональных и "диалектическиматериализменных" учений, не скармливает в каждой строке по новой гениальной в своей ажурности мысли. Напротив, такие вещи кажутся мне далеки от живой философии, живущей в душе человека, пронизывающей каждое мгновение его существования, бесхитростного чувствования и быта. Михо Мосулишвили же можно назвать автором грузинской философской сказки "Чудо лесное убито весною". Родителем живых людей Вахо, Жанго, Тамты, в которых веришь, как в настоящих, не написанных. Это довольно большая редкость для любого современного писателя - создать персонажа, которого можно чувствовать, как будто это твой сосед или знакомый, живущий через дом.
Секрет, возможно, заключается в том, КАК написан "Чудо лесное убито весною". Есть такой роман-дилогия "Как все было" и "Любовь и так далее" британца( если не ошибаюсь) Джулиана Барнса. У Барнса я впервые столкнулась с приемом "допроса", когда персонажи предстают не искусственно нарисованными картинками, а раскрывают себя через живую речь со всеми ее недомолвками, ошибками, эмоциями, стилистическими погрешностями. В этом есть нечто магическое, ей богу. Чарующее. Читаешь - и не оторваться.
Один и тот же случай, один и тот же оригинальный сюжет глазами разных людей, с разными характерами и интересами, с разной историей. И все же никак не могла отделаться от воспоминаний о Барнсе в процессе чтения.

Редактор литературного журнала «Точка Зрения»,
Кэндис Ясперс

drunken

აქ კენდის იასპერსს ჯულიან ბარნსი გაახსენდა... Smile

და მე ამჟამად - კარგი ვარ...
cheers


Last edited by არჩანდა on Sat Dec 06, 2008 3:54 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Sat Dec 06, 2008 10:39 am

nini wrote:
ელიოტის "მკვდარი მიწა" თუ "უნაყოფო მიწა"? ამ სათაურითაც შემხვედრია ლიტერატურულ ჟურნალში, მგონი, "ბერწი მიწა" - ასე იყო....
სანათას იქ დასახლება რატომ? რაღაც გრაალის მითის ქვეტექსტია, მგონი, ახლებურად გააზრებული ... და შენი და სანათას რედაქტორ-ავტორის ურთიერთობის ქვეტექსტი ხომ არაა.სანათას იქ დასახლების მონდომებაში? Smile ეზრა პაუნდივით შენც აპირებ სანათას ტექსტების რადიკალურ შემოკლებას და მერე სანათა შენს მიერ ამოჭრილ ტექსტებს ცალკე დაბეჭდავს? Smile

The Waste Land - აი, ეგრე დაარქვა თავად ელიოტმა ამ პოემას.
WASTE - ეს სიტყვა კიდე ინგლისურში მრავალმნიშვნელოვანი არის - ზედმეტი, არასაჭირო, გადამუშვებული, გამოყენებული, უვარგისი, გამოუსადეგარი, უდაბური, ცარიელი, უშენი, ვერანი ადგილი, უკაცური, მყუდრო, მივარდნილი, განადგურებული, გაჩანაგებული, გატიალებული...
ჰოდა, ქართულად "მკვდარი მიწა" შეიძლება.
რუსებმა თარგმნეს, როგორც "ბესპლოდნაია ზემლია" და ამან ზოგიერთ ქართულ თარგმანზეც იმოქმედა.

სანათასთვის კარგი იქნებოდა ელიოტთან - იმდენ რამეს ასწავლიდა, რომ მეტი აღარ იქნება...

T. S. Eliot


Last edited by არჩანდა on Sat Dec 06, 2008 11:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Sat Dec 06, 2008 10:44 am

სანათა wrote:
ხომ არ გეგონა არჩანდას მიხოსერასა,იეტსის ირლანდიაში დასასახლებლად რომ გამიმიეტე, გული გამისკდებოდა?
მე მარგარეტ მიტჩელის "სკარლეტივით" ვარ და ზუსტად შემეფერება ირლანდია...

სკარლეტი???????? მეც სკარლეტი ვარ.....
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Sat Dec 06, 2008 11:10 am

nini wrote:
იეტსის და ირლანდიის დაზუსტება მოგიწევს.ბობო და

ბაო რატომ არტურ რემბოსთან?მის ბობოქარ ცხოვრებას მოაწესრიგებდა თუ ამ ცნობილი სიმბოლისტიდან პოეტური სიმბოლოების საიდუმლოს ისწავლიდა?:Wink
ტყის კაცზე რამე სისულელე გკიტხე.ხო Sad

ირლანდიის და იეიტსის დაზუსტება იქნება აი ეს - მთელ ირლანდიაში თოვს.
აქედან შენ დაინახავ, რომ თითქმის ქართველები არიან ეს ირლანდიელები.
და მე მაგათ ხუმრობით ფშავლებს ვეძახი - ინგლისური ლიტერატურის მეტიწილი წარმომადგენლები, სულ ირლანდიელები არიან...
alien
ბაო კიდეც არტურ რემბოს "მთვრალ ხომალდზე" რომ მოხვდება, და იმის ალბატროსს რომ დაინახავს, რომელსაც მეზღვაურები დასცინიან და კიდეც სხვა ლექსებსაც ნახავს, - კარგი იქნება, უკეთესებს დაწერს.
santa
"ტყის კაცზე" ხო უკვე გიპასუხე ზემოთ?
lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Sat Dec 06, 2008 11:19 am

Jalali wrote:
ნეტა მე რა როლი მერგება?! scratch

santa
ჯალალო, შენ განაწილებით მოხვდი მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა"-ში.
და თუ არ მოგეწონოს, მაშინ უნდა გაგიშვათ პირდაპირ აი ამ ლექსში:

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ტანო ტატანო

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Sat Dec 06, 2008 11:53 am

nel wrote:
სანათა wrote:
ხომ არ გეგონა არჩანდას მიხოსერასა,იეტსის ირლანდიაში დასასახლებლად რომ გამიმიეტე, გული გამისკდებოდა?
მე მარგარეტ მიტჩელის "სკარლეტივით" ვარ და ზუსტად შემეფერება ირლანდია...

სკარლეტი???????? მეც სკარლეტი ვარ.....

Wink
ნელიკო, კამათი არ მოგივიდეთ შენ და სანათასა, რო - არა მე ვარ სკარლეტ ო'ჰარა, არა მეო!..
მოდი, შენ გაგიშვებთ უმბერტო ეკოს რომანში - "ფუკოს ქანქარა"!
ძალიან საინტერესოა იქ!
ჰა?


Умберто Эко – Маятник Фуко

cheers Arrow Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Sat Dec 06, 2008 1:55 pm

საკვების მიღება ერთ-ერთი უმთავრესი რიტუალია.კვების კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ეთნოფსიქოლოგიური ,ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისებურებაა. .სწორედ შერჩეული პროდუქტები,მათი მომზადების წესი,მომზადებული საკვების მიღების წესი...ძალიან საინტერესი გამოსაკვლევია და კარგი სამეცნიერო-პოპულარული სტატიის თუ წიგნის დაწერის სტიმულიც ხდება.
რა თქმა უნდა ერის კვებით კულტურაზე გავლენას ახდენს ემპირიული ცოდნა, კულტურული ტრადიციები,რელიგიური შეხედულებები (თუ აკრძალვები),ამ ერების ასე ვთქვათ საბინადრო არეალი-გეოგრაფიული გარემო და იქ გავრცელებული მცენარეულ-ცხოველების სახეობრივი სიმდიდრე.უნდა ვთქვა რომ ბუნებრივად აბსოლიტურად ''დარეგულირებულია''ეს.
საერთოდ კერძების მომზადების და მრავალფეროვნების გარდა ,უმნივნელოვანესია ამ ტრაპეზის სხვასთან ერთად მიღების წესი,ტრაპეზის გაზიარების კულტურა.
თვითონ სადილის მომზადების პროცესი რაღაც მხრივ წააგავს მაგიურ რიტუალს,,ხოლო დიასახლისი ქურუმ ქალს.საოცრად დიდი მნიშვნელობა აქვს მზარეულის განწყობას,პროდუქტების ენერგეტიკას.დიახ,არის ასეთიც.მახსოვს ,სოფელში ბებია მხოლოდ ერთი ადამიანისგან ყიდულობდა ხილის გარკვეულ სახეობას,რომელიც ჩვენ არ გვქონდა.ის ადამანი კეთილი აურისააო და მისი მოწეული ხილის გემო არამხოლოდ სოფლისმეურნეობის წესების სწორი დაცვით არამედ ამითაც იყო განპირობებული.საკვების მომზადების პროცესში საკვები პროდუქტების და მზარეულის ენერგეტიკაც გადადის.
რატომ აქვს მხოლოდ დედის მომზადებულ სადილს ბავშვობის სურნელი, მისი ხელების სითბოა იქ ჩაღვრილი,ის სიყვარული რომლითაც ის გვიმზადებდა .არსებობს კვებითი მეხსიერებაც -გემოვნებითი რეცეპტორები და ყნოსვა მეხსიერებაში საშინელი სიცხადით აღბეჭდავს .(მაგალითად მე წამიკითხავს სტატია რუსულ პრესაში, ცნობილია რომ მაგალითად მამაკაცს, გარეგნულად აბსოლიტურად სხვადასხვა ტიპის ქალები მოსწონდა ,არადა საერთო ამ ქალებს ქონდათ ის ,რომ ზუსტად ისე ამზადებდნენ ''ბორშს'',როგორც მისი დედა,რომელიც ადრე დაიღუპა.და ფსიქოანალიზის სეანსებზე სრულიად შემთხვევით გაირკვა ეს.რომელიღაც სპეციფიკური სუნელის ხმარებაზე იყო ''აწყობილი'' ეს ურთიერთობები.ანუმართლა გადის ''კუჭზე'' ადამიანის გულისკენ გზა?Smile
მახსოვს ბებია დილით ძალიან ადრე არ დგებოდა, იმიტომ რომ გამოუძინებელი და გაღიზიანებული არ უნდა შედგომოდა საჭმლის მომზადებას.რადგან დიასახლისის (მზარეულის )განწყობაც კი აუცილებლად აისახება მომზადებულ კერძზე .საკვებთან ერთად ჩვენ ენერგიას-მზის ენერგიით ''აკუმულირებულ '' ქიმიურ ბმებს ' და 'საშენ მასალას'' კი არ ვიღებთ მხოლოდ.ის დედის ენერგეტიკით , მშობლიური მზითაა გამთბარი ,მშობლიური მიწის სურნელით და სითბოთია ''შენელებული''.


ამხელა პოსტი აი რისთვის1.სხვადასხვა კუთხის თუ ხალხის კვებითი კულტურული ტრადიციები (არა მხოლოდ კულინარული !!!)რა ვიცით ამაზე.
2.და ისეთი ფენომენი როგორიცაა ქართული სუფრა (დაუმახინჯებელი ფორმებით) არა მარტო ''სამზარეულოს მრავალფეროვნება'' არამედ ტრაპეზის სხვა ადამიანებთან გაზიარების კულტურა ,საკვების მიღების და ადამიანური ურთიერთობის ''სინთეზი''.
3. მთავარი-რომელ ლიტერატურულ გმირს,რა საკვებს შეურჩევდით ,რა მენიუს სტუმრად რომ გწვეოდათ (რაღაც ასოციაციობანას თამაშივით) ...Smile
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 32
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Tue Dec 16, 2008 5:31 pm

ისე ბობოს ინანიშვილის მოთხრობებში დავასახლებდი. რატომ? რავი ალბათ ძალიან უშუალოა და ქართული Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Tue Dec 16, 2008 5:57 pm

ხო მინდი და კიდევ ვაჟას გმირებთან ერთად.
ან დოჩანაშვილის ლიტერატურულ კარცერში,Smileოღონდ რომ ეწერა, მხოლოდ მაგისთვისSmile და ცხოვრებისეული პირობითობისა და რუტინისგან დაცული ყოფილიყო.
ვაი, და რა გვეშველებოდა მერე?
თან რომ ვერ ''ვიმეტებ''Smile

და ასევე ბევრი მწერლის მოთხრობებში ვამოგზაურებდი. ცოდვაა მიხოსნაირი ადამიანის შეზღუდვა, თუნდაც ლიტერატურულ სივრცეში.Smile ფართო დიაპაზონი სჭირდება.Smile მე ბობოს ყველა კარგ წიგნში ვამოგზაურებდი თითქმისSmile
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   Thu Dec 18, 2008 1:57 pm

არჩანდა wrote:
Jalali wrote:
ნეტა მე რა როლი მერგება?! scratch

santa
ჯალალო, შენ განაწილებით მოხვდი მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა"-ში.
და თუ არ მოგეწონოს, მაშინ უნდა გაგიშვათ პირდაპირ აი ამ ლექსში:

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ტანო ტატანო

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!


ოჰო,ვერ ვიუკადრისებ... bounce I love you
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად   

Back to top Go down
 
ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: სადისკუსიო კლუბი - სტუმრად ნინი მელივასთან-
Jump to: