არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ირმა შიოლაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sat Apr 30, 2016 5:35 pm



ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

წინაპარი

ჩემი დიდი წინაპარი - პაპაჩემის პაპის პაპა,
რომელიც მთაში ცხოვრობდა და იყო პოეტი, -
მითვალთვალებს წინა საუკუნეებიდან.
არ ვიცნობდი, მაგრამ ვმეგობრობთ.
ეს მისი სიმღერაა, რომელსაც
მიღმიერი სამყაროდან ვხრიალებ.
ეს მისი სიტყვებია, რომლისგანაც
თითები მაქვს დალურჯებული.
ამარჩია და ჩემში მჟღავნდება.
მისი ბრალია, რომ ასე სანახევროდ ვცხოვრობ.
და როცა მძინავს, ღია თვალებით ვებრძვი ღამეებს.
მისი ბრალია ჩემი აღტაცება ქვებისადმი, კლდეებისადმი.
მან დამიწესა, მყვარებოდა კლდესავით კაცი -
მდუმარე და ძლიერი და სიცხის ამტანი.
დიდი ხნის წინ გაურიგდა ღმერთს, რომ ჩემით
თავის მთა და თავის სიტყვა გადაერჩინა.
ჰოდა, ახლა ლაღად დადის ჩემს სისხლში და
სიტყვისგან დალურჯებულ თითებზე
შიგნიდან მიკაკუნებს.


30. 04. 2016.


study


Last edited by Admin on Wed Mar 29, 2017 1:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Mon Oct 10, 2016 9:30 am



ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

სამი სიტყვა

დიდი თვალები აქვს ჩემს სიყვარულს,_
ყოველდღე შეუძლია ახლიდან დამინახოს
და ახსოვდეს, რომ როცა ვდუმვარ
ერთდროულად სამ სიტყვაში ვნაწილდები:

პირველი სიტყვა მის თვალებში იკარგება,
მის ჯერ დაუღვრელ ცრემლებს ჰყვარობს,
მისი ცრემლის ხილვებს ჰყვარობს, -
ანუ გარბის რეალობიდან.

მეორე სიტყვა ძლიერია. კლდესავით არის.
დიდი ხნის წინ გადახარშა ძველი ტკივილი,
დიდი ხნის წინ ამოტუმბა ძველი ტკივილი
გულის ყველა ვარდისფერი კაპილარიდან
და ახლა კლდეზე სისხლით მუხის დახატვას ცდილობს.

მესამე სიტყვა ერთგულია. გულუბრყვილოა,
იმახსოვრებს გაწბილებებს, ცრემლებს, სახეებს,
გზებს, მოსახვევებს, სახლის ჭიშკარს, ჭიშკართან კიბეს
და კიბის თავში სინათლის ჭავლს-მზიდან ჩამოღვრილს.

დიდი თვალები აქვს ჩემს სიყვარულს.
ჩემში აღწევს.
დუმილს კითხულობს.

2016


study


Last edited by Admin on Tue Dec 20, 2016 3:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Mon Dec 05, 2016 8:43 am

რაინერ მარია რილკე

პოეტი

შენ ჩემგან წასვლას ცდილობ ჟამო, დროის საათო
და შენი ფრთები ჭრილობებზე შოლტივით მირტყამს,
ახლა რაღა ვქნა, ასე მარტომ როგორ გავართო
ეს ჩემი ღამე, ეს ჩემი დღე, ბაგე ან სიტყვა.

არა მყავს სატრფო, არც სახლი მაქვს, არც ის ადგილი
სადაც ცხოვრობენ, ყოფის სხივი მშვიდად უქრებათ,
საგნები, მე რომ საკუთარი თავი ვუძღვენი
მდიდრდებიან და ჩემით სხვებსაც ასაჩუქრებენ.


გერმანულიდან თარგმნა ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლმა


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Thu Jan 05, 2017 5:51 pm

რაინერ მარია რილკე

მეფე

მეფე თქვსმეტი წლის არის მხოლოდ,
თექვსმეტი წლისა ტახტზე ავიდა.
თვალს ისე ავლებს თავის სამეფოს,
თითქოს უმზერდეს სამალავიდან

საბჭოს უხუცესს, და მერე დარბაზს
და მერე სადღაც, გაღმა სივრცეთა
და გრძნობდეს მხოლოდ ძეწკვის სიცივეს
წაგრძელებული ნიკაპის წვერთან.

და სასიკვდილო მძიმე განაჩენს
უგვიანებდეს ბეჭდის დადებას.
სხვები ფიქრობდნენ, რომ იტანჯება.

იმ სხვებში ნეტავ ეჭვებს ბადებდეს,
შვიდგზის ათჯერ რომ ითვლის ზოზინით,
სანამ განაჩენს ხელს მოაწერდეს.

გერმანულიდან თარგმნა ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლმა.


ორიგინალი:

Der König

Der König ist sechzehn Jahre alt.
Sechzehn Jahre und schon der Staat.
Er schaut, wie aus einem Hinterhalt,
vorbei an den Greisen vom Rat

in den Saal hinein und irgendwohin
und fühlt vielleicht nur dies:
an dem schmalen langen harten Kinn
die kalte Kette vom Vlies.

Das Todesurteil vor ihm bleibt
lang ohne Namenszug.
Und sie denken: wie er sich quält.

Sie wüssten, kennten sie ihn genug,
dass er nur langsam bis siebzig zählt
eh er es unterschreibt.


Rainer Maria Rilke, um den 1.7.1906, Paris


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Fri Jan 27, 2017 11:01 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ცამეტი წელი

შეხედე, სარკე შევიძინე, ახალი სარკე შევიძინე,
ამ სარკეში გამოჩნდება შენი პროფილი
და შენი სიყრმის სათამაშო, შვილო.
შეხედე შენს ჩრდილს ვეფერები,
ულამაზეს ჩრდილს ვეფერები,
ხელის მოხვევას ვცდილობ,

შენ კი დედის ხელს გაურბიხარ,
დატეხილი ხმით გაურბიხარ
და საკუთარ თავს ეძებ,
მე ჩემს ღრმა გულში ვიხედები,
მერე სარკეში ვიხედები
და თავს უხმოდ ვწევ გვერდზე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Fri Mar 24, 2017 7:24 pm

ირმა შიოლაშვილი

მას მერე მჯერა, ღმერთო...

ყოველ კვირა დღეს, როცა ჩემი სიტყვებისგან აშენებულ
ტაძართან ვდგავარ
ვფიქრობ ხიდზე, ჩვენს შორის რომ გადებულა, ღმერთო,
ყველა ხიდი დაიწვება ამ ხიდის გარდა.
არადა მოხდა, _დიდი ხნის წინ ცეცხლი შეუნთეს
სათითაოდ ყველა სიტყვის პირველ ბგერას,
და ელოდნენ, რომ ტაძრის კედლებს
საძირკველი სანთელივით დაუდნებოდათ.
მაგრამ თითოეულ სიტყვას ეყო ბრძოლის ძალა,
აწრიალდნენ ხმოვნები და თანხმოვნები,
პირი შეკრეს და ჟანგბადი ამოახველეს
და გადავრჩი, და გადარჩა ყველა კედლელი.
მას მერე ვდგავარ გულუბრყვილო ბავშვივით და
ყველაზე მეტად მჯერა შენი სიყვარულის,
ჩემში მილიონ აყვავებულ სიტყვად რომ ჩარგე.

8 აპრილი, 2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sat May 06, 2017 10:13 pm

ირმა შიოლაშვილი

ჩემი ცხოვრება

ის ისტორიები,
ის ახალგაზრდობაში გადატანილი ისტორიები:
სარკეში არეკლილი მართალი ისტორიები,
ღამეებში ჩაწნული დაღლილი ისტორიები,
გათენებიდან ამოზრდილი ხასხასა ისტორიები
მზად არიან, აწმყოში შემომისახლდნენ,
მკლავზე ჯაჭვივით შემოეხვივნენ ჩემს ცხოვრებას და
ხელახლა დააწერინონ ლექსები ყველაფრზე,
რაც დამთავრდა და
რაც მაშინ ასე გულუბრყვილოდ გამომივიდა.
ჩემი ცხოვრება_დაფანტული ფერად ღილებად
წარსულს და აწმყოს ერთნაირი სისავსით იტანს,
ხოლო ხეები_ცხოვრებიდან ამოზრდილები
ამ მარადიულ გასაყართან ხეთქავენ კვირტებს,
საუბრობს მიწა,მადლით სავსე, მისი ბაგიდან,
ძველი სიტყვები ამოდიან ცოცხალ იებად,
მე კი ვდგავარ და აღარ ვიცი საით საით წავიდე
ჩემი სარკეში არეკლილი ისტორიებით.
ყველა ამბავი გაიზარდა,
ყველა იმედი გაიზარდა,
მაინც აქ ვდგავარ.

6.05.2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Fri May 19, 2017 3:15 pm

ირმა შიოლაშვილი

ალექსანდრე

შენი იყოს ყველაფერი, რაც მიწაზე ვერ მოვასწარი,
შენ შეინახე სისხლის ჯანმრთელ მოლეკულებში,
გაუნაწილე შვილებსა და შვილთაშვილებს ჩემი სიტყვა,
იმედი მაქვს გაიგებენ,_
ბუნებაში არაფერი არ იკარგება.

შენმა ხელებმა შეიფარონ ჩემი ზამთარი,
შენმა თვალებმა შეიფარონ ჩემი ზაფხული,
ეს ზღაპრები და ლეგენდები_ბებოს დავთარი
დედა _ბუნების სიბრძნეშია გადანახული,

შენ შეინახე ეს ბუნება, გადაგწვდეს საგზლად
ყველა სინათლე, სადაც ჩემი კოდი იდება,
მე მხოლოდ ჩრდილად გამოვყვები შენს ლამაზ აზრებს
და დედის ლოცვას გადაგიშლი გზებზე, ხიდებზე...

2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Tue Jun 06, 2017 12:51 pm

ირმა შიოლაშვილი

ქვა

ჩემს ხელებს მისი სუნი უდის,
ჩემს ტუჩებს მისი სუნი უდის,
შეუძლია დამშალოს და ისევ ამაწყოს,
შეუძლია სამჯერ მომკლას
და სამჯერვე გამაცოცხლოს
ჩემი კაცია.
მას ყველაფრის უფლებას ვაძლევ.

ის ქვა იყო. მე ვიპოვე, სული ჩავბერე
და დავიჯერე რომ მიყვარდა,
ჩემი გული გავუყავი, ჩემი სიტყვა გავუყავი
ის კი მაინც ქვა იყო და
საკუთარ თავს მესროდა ხოლმე.

მე კი ვიცმევდი ლამაზ კაბებს,
ერთი ღამისთვის ნაყიდ კაბებს,
ერთი კოცნისთვის ნაყიდ კაბებს,
ერთი ტანჯვისთვის ნაყიდ კაბებს.
გულს მის ქვის გულზე ვაწებებდი
და სიყვარულს ვეფიცებოდი.
ის კი საკუთარ თავს მესროდა,
გულზე საკუთარ გულს მესროდა,_
ასე ვუყვარდი.

2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sun Sep 10, 2017 11:08 pm

ირმა შიოლაშვილი

პოეტი

ბესიკ ხარანაულს


მიდიოდა.
ბეჭებში მოხრილი ამხელა ნიჭიერებით,
გუდასავით ეკიდა ზურგზე
ათასჯერ გადახარშული ცხოვრება,
რომელსაც ალღო ისედაც ვერ აუღო,
რომელიც მართალია,
მისი ნიჭიერებით იკვებებოდა,
მაგრამ სწორედ მსუყე ნიჭი ადგებოდა
გაბერილ გულზე.
რა ექნა, 21-ე საუკუნის პოეტი ერქვა,
თავი უნდა გაეტანა
ფერადთმიანი შეშლილების ჯგროში,
უჰაერო ქალაქის ყაყანში,
სოციალური მედიის ჯუნგლებში.
მიდიოდა.
ნაბიჯ ნაბიჯ იხდიდა ცხოვრებას,
რომ ცხოვრებისთვის არაფერი დაებრალებინა
რომ მის მწარე გულწრფელობას
ჰქონოდა მხოლოდ საკუთარი ნაღველის გემო.

2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sun Sep 10, 2017 11:10 pm

ირმა შიოლაშვილი

ჩემი ცხოვრება

ის ისტორიები,
ის ახალგაზრდობაში გადატანილი ისტორიები:
სარკეში არეკლილი მართალი ისტორიები,
ღამეებში ჩაწნული დაღლილი ისტორიები,
გათენებიდან ამოზრდილი ხასხასა ისტორიები
მზად არიან, აწმყოში შემომისახლდნენ,
მკლავზე ჯაჭვივით შემოეხვივნენ ჩემს ცხოვრებას და
ხელახლა დააწერინონ ლექსები ყველაფრზე,
რაც დამთავრდა და
რაც მაშინ ასე გულუბრყვილოდ გამომივიდა.

ჩემი ცხოვრება_დაფანტული ფერად ღილებად
წარსულს და აწმყოს ერთნაირი სისავსით იტევს,
ხოლო ხეები_ცხოვრებიდან ამოზრდილები
ამ მარადიულ გასაყართან ხეთქავენ კვირტებს,
საუბრობს მიწა,მადლით სავსე, მისი ბაგიდან,
ძველი სიტყვები ამოდიან ცოცხალ იებად,
მე კი ვდგავარ და აღარ ვიცი საით წავიდე
ჩემი სარკეში არეკლილი ისტორიებით.

ყველა ამბავი გაიზარდა,
ყველა იმედი გაიზარდა,
მაინც აქ ვდგავარ.

2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Thu Sep 21, 2017 10:29 pm

ირმა შიოლაშვილი

მკვდარი მეგობარი

კარებამდე გამომყვა ძველი მეგობარი,
გამომაცილა, თან მესაუბრა თავის წარსულზე
და უსიცოცხლო, მჩატე დღეებზე.
მინდოდა მალე დავმშვიდობებოდი,
გავქცეულიყავი სიცოცხლისკენ,
მაგრამ ის ახლა გაჩერებამდე მომაცილებდა.
მიყვებოდა, ერთმანეთში ურევდა აზრებს,
(მთავარ აზრსაც არაერთხელ გადაუხვია).
ვხედავდი, როგორ აკრობოდა ბაგეზე სიკვდილი,
როგორ მომკვდარიყო ოცი წლის წინ
და ახლა ჩრდილივით მომდევდა გვერდით
მეგობარი, რომელიც მივატოვე,
მაშინ, როცა თავი მოიკლა.

2017, 21 სექტემბერი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   

Back to top Go down
 
ირმა შიოლაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: