არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ირმა შიოლაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Thu Jan 21, 2010 4:16 pm

ფრაგმენტი პოემიდან

...არ შეიძლება ლექსებს წერდე ძველი ინტიმით,
ძველი ცოდვებით მიდიოდე ტაძრის კარებთან
და სიკვდილივით გაშინებდეს რაღაც მარტივი-
ბრმად მოდებული სიყვარული გულისგარეთა,
არ შეიძლება მოწესრიგდე, როცა სახელად
გქვია პოეტი და ფოთლებში ეძებ სინაზეს...
აჰა, საღამომ ძველი ბოღმა ამოახველა
და დასჯილივით მიგაჯაჭვა ფანჯრის მინაზე.
რა მარტივია ყველაფერი, როცა ხმაურობ
და ყველა ხდება მოყვარული და შენიანი
და ტკივილამდე აჯადოვებს შენი აურა
ადამიანებს...მომლოდინე ადამიანებს
და რა რთულია ყველაფერი, როცა იღლები,
როცა მთიები მკერდზე აკრულ დაღებს იჩენენ,
როცა შენიდან, როგორც ჭიდან, ამოიღებენ
წყალს, რომ გვალვისგან მშრალი გვამი გადაირჩინონ.
რა უცნაურად იტვირთები...თუმცა ფარულად
რაღაც მარადი ჩაუქრობი ცეცხლივით გათბობს...
და სიმარტოვე-ერთადერთი თავშესაფარი
ისე მიგელის, როგორც მზისგან დასიცხულ სატრფოს.
1995.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Mon Apr 19, 2010 2:20 am

ჩემი დაბადების დღე

მზერაში ყვავის მიწის ეკლები,
ზეცის ეკლები-
ახლა მწვანედ უნდა მფერავდე.
დღეს შეცვლილი ვარ,
თანაც მახსოვს, ცხელი ნეკნიდან
დიდი ცხნის წინათ ზეიმით რომ ამოგეზარდე,
ამიტომ, ალბათ, მტვრიან სიტყვებს ვეღარ ავიტან.

-----
-ნუ მეტყვი, მხრებზე მარტის ბოლოდან
ჩამონაწრეტი ხავსი მაწევსო.
ოცნება ისეც ღრუბლით სავსე მაქვს,
მუჭრები ისეც ნამით ამევსო.
თვალები ისეც ზეპირად გსწავლობს
ასე ძალიან მთასავით მაღალს,
მზე რომ გაცხუნებს, ყოველი სხივი
ჩემს მკლავებს დანის წვერივით დაღავს.
რომ გაწვიმს, ჩემი თვალების ეკლებს,
ან უფრო სწორედ ეკლიან სასწორს
ხავსიან მხარზე მდუმარედ გადგამ
და სანამ მიწის ნაპრალი გასწოვს
წვიმის ნახევრად სევდიან რაკრაკს-
ნახევრად ვდგები და გიწვდი მკლავებს,
რომელზეც მარტის ფერები დამკრავს.
2010.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Mon Apr 19, 2010 2:21 am

დედას

ქვეყანა, შენ რომ მაჩუქე
პატარაა ჩემი ხელებისთვის.
თანაც არ ვიცი, ასეთი ჭრელი სიცოცხლე
მიწიდან ჩემს შუბლამდე როგორ ავწიო.
სადღაც შორს ვდგავარ,
პატარაა ქვეყნის თვალი -შენ რომ მაჩუქე.
10.2.2010

***
თითქოს სიზმარია ყველაფერი-
ვცდილობ, შვილებიდან იმედები ჩამოვასხა
და მერე თაიგულად გავუწოდო ცხოვრებას.
შვილების მამა უცხოელია.
ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი მაინც ნახევრად ესმის.
მეც საიდუმლოდ ვიტოვებ რომ
გულში მწიფე ბროწეულის მარცვლებს ვინახავ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Mon Apr 19, 2010 2:23 am

სიტყვების თოკით

სიტყვების თოკით თუ გამნასკვავ სახრჩობელაზე-
სკამს ფეხს თუ აჰკრავ და ჰაერში თმასავით შემჭრი
სიცოცხლისფრად გადაღებილ ბოლო სურვილებს
წამწამით ალბათ შენს საყელოს დავეკიდები...
და ჩემს გრძელ სევდას შემოგახვევ ყელის გარშემო....
.....................................
როცა დუმილი ოქროდ ფასობს- ხიდებს ვაშენებ
როცა ვხმაურობ-იშლებიან ჩემი ხიდები
ვეღარ ვპოულობ საგანძურში ბგერას საშენოს
და ვცდილობ -ხელზე მზის აკიდოს ჩამოკიდებით
განიშნო როგორ დავიღალე...როგორ გავდივარ
იმ წვიმის წრიდან-შენ რომ ერთ დროს თეთრ ზღვას ადრიდი
როცა გვერდიგვერდ ვთევზაობდით და ერთდროულად
ხელში ვიყვანდით ოქროს თევზებს ნისლის ბადიდან
და ისევ ზღვაში ვაბრუნებდით...და მერე ბადეს
ისევ ვისროდით ოქროს თევზის ამოსაყვანად...
----------------------------------------------------------
ახლა მაჯაზე მზის აკიდო ბოქლომად მადევს
მკლავებზე რწმენის ნამსხვრევებმა გამომაყარა
და მეშინია, არ დავმთავრდეთ, არ შეეწიროს
ჩვენი წარსული გრძელი თოკის შავ-თეთრ განაჩენს
და ღრუბლებს გიწყობ ბრმა თვალებში, რომ შენი სულის
თითქმის გამომშრალ ნაპრალებში წვიმად გადავრჩე.
2010.თებერვალი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Tue Mar 29, 2011 12:30 pm

ირმა შიოლაშვილი

ვინ შემიბრალებს

ვინ შემიბრალებს უცხო მიწაზე
ბეღურასავით მცივანს და ამტანს,
მე გულს ავყევი და ახლა სიტყვებს
შენს მშრალ კალთაზე ხმაურით ვფანტავ
და თრთის კედლები, რომელშიც ასე
მოჩვენებითი სიმშვიდით ვცხოვრობ
და მხოლოდ შენი სიცილი მავსებს
ამ გადაღლილი საღამოს ბოლოს.

იმ სურვილებით უნდა გავქვავდე

იმ სურვილებით უნდა გავქვავდე
ხეს რომ დაადნა წვიმის წვეთებად,
ყველას წვიმების მადლი გფარავდეთ
მე... ჩემი მადლიც მეიმედება.

და გდარდობთ. თუმცა შეშლილი მარტი
როცა ტკივილებს აცლის მზეტიალს,
მე გამოვდივარ სახლიდან მარტო
და დაღლილ ცრემლში ვიწყებ ხეტიალს.

1994 წ.

ის ამბობს...

ის ამბობს: უცნაურია, სად ისწავლე
უნიღბო სახეებზე ამგვარი მსჯელობა.
ეს ევროპის შუაგულია,
სიყალბით დაღვარჭლული
და ადამიანებს გონება
ფერების შერჩევისკენ აქვთ მომართული,
რომ აკრულ ნიღბებზე
მომცინარი მზეები აიხატონ,
ან ფერადი ვარსკვლავების ყალბი ნათება.
შენ კი რამდენად გულუბრყვილოდ
ჩდილობ ხოლმე
ამტკიცო რაღაც სიკვდილიდან წამოყოლილი.

მე, რა თქმა უნდა

მე, რა თქმა უნდა, მთავარს ვმალავდი...
და, თუმცა, ნაბიჯს დგამდი გაბედულს,
სიყვარულს როგორ მოიპარავდი
ჩემს სულში შვიდი ბეჭდით დაბეჭდულს.
ღამეს ართობდა მთვარის ბალადა,
თუ... ნაგროვები ტკივილი პეშვით;
ან ღამეს როგორ მოიპარავდი
ჩემი სიზმრებით ბოლომდე შეშლილს.
ტკივილი იყო... და, რა თქმა უნდა,
მე ტკივილს მთელი გულით ვმალავდი,
შენ კი... შენ მიწის მტვრიდან მოხვედი
და ტკივილს როგორ მოიპარავდი.

1996 წ.

ზამთრის სიმღერა

ჩემს შვილს-ძალიან ლამაზს და ნათელს
უყვარს ფანჯრებზე ცხვირის მიდება,
ზამთარი-ღამეს თეთრად რომ ათევს,
ბედნიერებას სადად მპირდება,
ჩემი პატარის თვალის გუგებში
მოჩანს სინათლის ფართო თვალები
და, ყოფის მტვერი რომ შემაწუხებს,
ვიცი, ამ თვალებს შევეფარები.

კითხვა

საიდან, საიდან დაიწყო რაღაცა...
მე ახლა მარტო ვარ და თრთოლვით ვივსები,
მიწის მდუმარება უსახოდ ბარბაცებს
და ყველა, და ყველა ბრმად მეთავისებით.
ბრმად... ჩემი მიწიდან იწყება ბავშვობა,
ჩემია, ვიბნევი და მაინც ვმთლიანობ,
იცდიან, დარდობენ და ცრემლებს აშრობენ
რომ თქვენი სინედლე შეიგრძნონ, იანო,
რომ თქვენი ცრემლიდან დაიწყონ ბარბაცი
ხეებმა, რომელნიც სიმაღლით ძალობენ...
როგორ შევიშალეთ, როდესაც გაგვძარცვეს
სინათლედ მოსული მზის ნიაღვარებით,
როდესაც გაგვძარცვეს და ყველა წერტილში
ჩაგვტოვეს დუმილად და მარადისობად,
მე ქვების სურნელიც რაღაცად მენიშნა
და ქვა შევიყვარე შიშველი ღირსებით
და ყველა იმედი საფლავთან დამებნა...
რა მერე, თუ გული ლოდინით ხმიანობს,
მე ალბათ იმიტომ მოვედი ამქვეყნად
რომ თქვენი სინედლე შემეგრძნო, იანო.

ნოსტალგია

დღეს ნახევრად ვარ შენი ნაწილი.
ჩემი ქართული სისხლი და
ლექსით გათანგული პოეტის ბაგე
ჯიუტად გარბის შენი ღამიდან
და კოშკებს თავის მიწაზე აგებს.
თუ მიუხვდები იდუმალ სევდას
ძვირფასი ცოლის ბაგეს და თითებს
და მზერას ღამის ფსკერზე რომ ხედავ
და ამ მზერაში ჩამსხვრეულ მითებს
თუ იგრძნობს შენი ამაყი სისხლი
სხვა მითებით და ზღაპრებით სავსე...
დაფარულია ეს ღამე ნისლით
და წვიმა დასდის ლოდებს და ხავსებს.

მე მღვრიე მზერით გავრბივარ შენგან
და ხელი მთვარის სხივად გაწვდილი
სხეულში წარსულ ტკივილებს ნერგავს...
დღეს ნახევრად ვარ შენი ნაწილი.

ორი სიტყვა ცრემლზე და პოეტზე

მე ვარ ცრემლი, რომელიც
მეგობრებმა მიატოვეს
იმიტომ, რომ ბავშვობა ვერ დატოვა.
ვიცი, მზარდია ინტერესი,
როცა ცხოვრებაზე მსჯელობენ პოეტები;
მე მიყვარს პოეტები,
რომელნიც ბავშვობას ვერ ტოვებენ
და რჩებიან ცხოვრებაში
აუხსნელ განტოლებად.
მე მიყვარს ყვავილებიც,
რომლებიც პოეტებს ეჭირათ ოდესღაც,
მერე კი ქუჩაში ვიღაცას აჩუქეს,
რადგან არ შეეძლოთ,
აღტაცება არ გაებნიათ და
არ შეეკრთოთ მიწიერები
და ხელები... პოეტის ხელები
მთვარეაკრული და გაცრეცილი,
მარჯვენა შუათითი აქერცლილი
(მთვარის სიზმრებისგან)
მიყვარს, დამიჯერეთ!
სიზმარი დილამ გამიჩერა,
როდესაც ჩემი დაჭორფლილი მარტოობიდან
ამოშალეს მზის აღტაცება
და განმეორდა რაღაც მარადი...
ბავშვობას მუდამ სიზმრებს ვპარავდი
რომ არ გავეძევებინე თავის სამფლობელოდან,
ყელზე ბავშვობის სიზმრებმოხვეული,
თმებზე ვარსკვლავებით,
ხელში საკრავით, რომელიც
იასამნის ჩურჩულს გამოსცემდა
ვდარაჯობდი გულუბრყვილობას
და ცხოვრებაში ვბრუნდებოდი
ჭრელი პირობით
რომ არასოდეს შევმტვერავდი
შემოქმედის დიდ მარტოობას,
არ უარვყოფდი მარადიულ შინაგან გვემას...
და დღეს, გაზრდილმა მეგობრებმა
უხმოდ დამტოვეს
მარადიული ბავშვობის და სინათლის გამო.

ფრაგმენტი პოემიდან

...არ შეიძლება ლექსებს წერდე ძველი ინტიმით,
ძველი ცოდვებით მიდიოდე ტაძრის კარებთან
და სიკვდილივით გაშინებდეს რაღაც მარტივი
ბრმად მოდებული სიყვარული გულისგარეთა.
არ შეიძლება მოწესრიგდე, როცა სახელად
გქვია პოეტი და ფოთლებში ეძებ სინაზეს,
აჰა, საღამომ ძველი ბოღმა ამოახველა
და დასჯილივით მიგაჯაჭვა ფანჯრის მინაზე.
რა მარტივია ყველაფერი, როცა ხმაურობ
და ყველა ხდება მოყვარული და შენიანი
და ტკივილამდე აჯადოვებს შენი აურა
ადამიანებს...მომლოდინე ადამიანებს
და რა რთულია ყველაფერი, როცა იღლები,
როცა მთიები მკერდზე აკრულ დაღებს იჩენენ,
როცა შენიდან, როგორც ჭიდან, ამოიღებენ
წყალს, რომ გვალვისგან მშრალი გვამი გადაირჩინონ.
რა უცნაურად იტვირთები...თუმცა ფარულად
რაღაც მარადი ჩაუქრობი ცეცხლივით გათბობს...
და სიმარტოვე ერთადერთი თავშესაფარი
ისე მიგელის, როგორც მზისგან დასიცხულ სატრფოს.

1995 წ.

ვერ გამოვდივარ იმ წარსულიდან

ვერ გამოვდივარ იმ წარსულიდან!
სასაცილოა, მაგრამ ახლა ჩემი წარსული
ჰგავს აფეთქებულ იასამნის მოტეხილ რტოებს
და წვიმას ბრძენს და ცაში საწყლად გამოკიდებულს.
სასაცილოა, მაგრამ ახლა წვიმაც მაღელვებს,
რომელიც, თუმცა ბრძენი არის, მაგრამ საწყალი.
ვარ დაფოთლილი აუხსნელი კითხვის ნიშნებით
და მდაღავს შენი ძველისძველი ხმის მცხუნვარება
და წრეში, სადაც წლების უკან რიალებდნენ
ჩვენი ჩრდილები,
მეშინია, საწყალ წვიმას არ ჩაეძინოს.
სასაცილოა, მაგრამ ვიცი, ჩემი წარსული
ნისლში ბოგინობს და ბავშვობას ეხვევა ყელზე
და, მეშინია, სიყვარული არ მაპოვნინოს
ნისლმა, რომელსაც სახელიც კი ვერ შევურჩიე.
მე აუხსნელი სიყვარული მაპურებს დღესაც,
რომელიც ჩემზე დიდია და ჩემზე ნათელი.
შემომაბრუნებთ? ვიმარტოვებ სიყვარულისთვის
რომ ცხოვრებაში ყოფის მტვერმა არ გამითელოს
ამოხეთქილი ენძელების სადა ზმანება
(ჩემი ბალღური აღტაცების დიდი ნიშანი),
ხვალ, ალბათ, ხმაში მონატრება შემეპარება
და გამიზნულად დავარიგებ ფერად ნიჟარებს
(რომელთაც ერთხელ გამიმჟღავნეს საიდუმლონი),
მე კი, რა მშვიდად მეგონა რომ სურვილს ვტოვებდი...
სასაცილოა, შეიყვარო ქალი-პოეტი,
სასაცილოა და რისკია უმისამართო.
ვიცი, გავგიჟდი, ახლა ძველი როკვა გამართობს
და წარსულიდან გამოვიხმობ ფერად კლავიშებს,
გესმის? შეშლილი წვიმა მართავს ღამის მარათონს,
საწყალი წვიმა... საპატიო სტუმრად მპატიჟებს.
სისულელეა, მაგრამ მართლა მპატიჟებს წვიმა.
ჩემი წარსული, როგორც თეთრი იასამანი
ჰგავს სიცოცხლიდან გამოპარულ მარადისობას.

1996 წ.

წყარო - http://literatura.mcvane.ge/main/literatura/poezia/283-bebbbbbebbbb-bbbb.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Tue Mar 29, 2011 12:36 pm

ირმა შიოლაშვილი

"როცა პატრიარქზე ვფიქრობ, განსაკუთრებით მიხარია, რომ შიოლაშვილად დავიბადე..."

"ბარათი საქართველოს" და ორ ქვეყანას შორის გადებული "ფოთლების ხიდი"

პოეტი ირმა შიოლაშვილი წლების წინ გაემგზავრა გერმანიაში. თავის დროზე მისი ლექსები რუსულ ენაზე ითარგმნა და რუსეთში გამოიცა, ამიტომ ირმას არც უფიქრია, რომ ეს ლექსები გერმანელთა ყურადღებას მიიპყრობდა (რამდენიმე წლის წინ ირმა ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" ავტორიც გახლდათ).
პოეტი ირმა შიოლაშვილი წლების წინ გაემგზავრა გერმანიაში. თავის დროზე მისი ლექსები რუსულ ენაზე ითარგმნა და რუსეთში გამოიცა, ამიტომ ირმას არც უფიქრია, რომ ეს ლექსები გერმანელთა ყურადღებას მიიპყრობდა (რამდენიმე წლის წინ ირმა ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" ავტორიც გახლდათ). ცნობილ გერმანელ პოეტს, აგნეს გისბრეხტს კი იმდენად მოეწონა ეს ლექსები, რომ რუსულიდან გერმანულად თარგმნა. სულ მალე კი ქართველ პოეტ ქალსა და გერმანელ პოეზიის მოყვარულთა შორის უხილავი ხიდი გაიდო... ლექსის სიყვარულმა ირმას გულის სწორიც შუაგულ გერმანიაში აპოვნინა. იოაჰიმ ბრიტცესა და ირმას ორ შვილს, ლუკას და ალექსანდრეს დღეს ორი სამშობლო აქვთ - საქართველო და გერმანია!

ირმა შიოლაშვილი უკვე 10 წელია, რადიო "ბონ-რაინ-ზიგ"-ის მეშვეობით გერმანელ მსმენელს აცნობს ქართულ კულტურას.

ირმა შარშან, აგვისტოს დასაწყისში სამშობლოში ჩამოვიდა, მეოთხე პოეტური კრებულის "ფოთლების ხიდის" გამოცემას აპირებდა, თუმცა ომის გამო შვილებთან ერთად ქვეყნის დატოვება და ბონში დაბრუნება მოუხდა. თავისი ჩანაფიქრის განხორციელება წელს შეძლო, კრებულს კი აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ლექსიც "ბარათი საქართველოს" შეემატა. ირმა შიოლაშვილს გერმანიაში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ.

- შარშანდელი ზაფხული ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ძალზე მძიმე იყო. სინდისიც კი მქენჯნის იმის გამო, რომ სხვებზე "იღბლიანი" აღმოვჩნდი და გერმანიაში წასვლით შვილები საფრთხეს გავარიდე... მახსოვს, გერმანიაში დაბრუნებულმა მეუღლეს შევჩივლე, - ასეთი ძნელია ქართველობა!

- და ალბათ მიგიხვდათ, რატომაა ძნელი ქართველობა...

- მიმიხვდა... თუმცა, ამის ბოლომდე აღქმას ქართველობაც სჭირდება. ჩვენს ერს მძიმე ჯვრის ტარება ერგო წილად და ძნელია, ეს სხვა ეროვნების ადამიანმა მთელი სიგრძე-სიგანით გაიზიაროს... არადა, კაცი თუ ამ ჯვრის ტარების თანაზიარი თვითონაც ხდება, შეიძლება ვთქვათ, რომ აქედან იწყება მისი ქართველობა...

- ირმა, თქვენ უცხოელ ჟურნალისტებს ხვდებით. როგორი განწყობა ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან დაკავშირებით?

- ბონში ჩასვლისთანავე ელექტრონული ფოსტა გავხსენი, უამრავი უცხოელი მეგობრის გამამხნევებელი წერილი დამხვდა. ჩემი მთავარი რედაქტორი აღელვებული მწერდა: "ირმა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ხარ და ეცადე მშვიდობიანად დაბრუნდე... დაუბრუნდი ჩვენი რადიოს ოჯახს! ძალიან ბევრი ჟურნალისტი შენ გამო ღელავს". 3-4 დღის მანძილზე პირდაპირ ეთერში ვხვდებოდი მსმენელს გერმანიის მრავალ ტელე-რადიოარხზე. ვყვებოდი, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, რა გადავიტანე... ვსაუბრობდი რუსულ აგრესიაზე... ინტერესი ძალიან დიდი იყო.A აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემთვის ძალზე გულისამაჩუყებელი გახლდათ რუსი მეგობრების რეაქცია აგვისტოს ომზე, შეწუხებულები მირეკავდნენ, ზოგი ტელეფონთან ტიროდა... ისინი ან გერმანიაში მცხოვრები რუსები იყვნენ, ან რუსი გერმანელები (რუსეთში ადრე გადასახლებულ გერმანელთა შთამომავლები, რომლებიც შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდნენ). სხვათა შორის, ბონის ერთ-ერთ რადიოგადაცემაში მონაწილეობა მიიღო აფხაზმა ქალმა, რომელსაც ჩემსავით გერმანელი მეუღლე ჰყავს. თქვა, რომ იყო აფხაზეთის "საგანგებო წარმომადგენელი" და სულ ტყუილები ილაპარაკა... მან განაცხადა, - სამაჩაბლო არასოდეს ყოფილა საქართველოს ნაწილი, მისი საქართველოსთვის შეერთება სტალინის დამსახურებაა, რადგანაც ის ქართველი იყოო. ბოლოს, აფხაზეთის "საგანგებო წარმომადგენელმა" თანაგრძნობა გამოუცხადა ოს ერს და აღნიშნა, რომ აფხაზი და ოსი ერი ერთ ბედქვეშ იმყოფება, აფხაზებსა და ოსებს უყვართ თავისუფლება და რუსეთს ენდობიანო. მომდევნო გადაცემაში ეთერი მე დამეთმო და ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრე, თანაც აღვნიშნე, რომ კავკასიელ ერთა ლტოლვას თავისუფლებისადმი რუსეთი მხარს არასოდეს დაუჭერს. რა დასამალია და ომის დღეებში, გერმანულ პოპულარულ ტელეარხებზე პრორუსული განწყობა იგრძნობოდა, რომელიც თანდათან ჩვენდა სასიკეთოდ შეიცვალა. გერმანიამ და საერთოდ ევროპამ, გადაწყვიტა სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა, თანაც ისე, რომ რუსულ საფრთხეებზეც დაფიქრებულიყო...

5 თვის წინ გერმანიაში პოპულარულმა ტელეარხმა ზდფ-მა აგვისტოს მოვლენებზე დოკუმენტური ფილმი აჩვენა, სადაც ობიექტურობა იგრძნობოდა. ერთი ასეთი ეპიზოდიც აჩვენეს: ოსმა მილიციელებმა თავიანთ მოძმეთა სახლებს შიგნიდან ცეცხლი წაუკიდეს, რათა მერე ეს ქართველთა სისასტიკისთვის მიეწერათ. აღნიშნული ფაქტი (ქართველ ჯარისკაცს მობილური ტელეფონით გადაუღია!) სააშკარაოზე ევროპელმა ჟურნალისტებმა გამოიტანეს.

- გერმანიაში მყოფი ქართველები თუ გეხმიანებიან გადაცემის მსვლელობისას?

- იშვიათად... გაგიკვირდებათ და უფრო გერმანელი მსმენელი აქტიურობს. რეკავენ ისინი, ვინც ერთხელ მაინც ყოფილან საქართველოში, ასევე მამაკაცები, რომლებსაც ქართველი ცოლები ჰყავთ (ეღიმება). ამ გადაცემას ერთგვარი ხიდის ფუნქცია დაეკისრა.

- რამდენადაც ვიცი, თქვენი სადისერტაციო ნაშრომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკის განხილვას მიეძღვნა, სადაც გამარჯვებული და დამარცხებული ერების ომის შემდგომ ფსიქიკაზე საუბრობთ...

- დამარცხებული, გაწბილებული გერმანელის ერთ დროს მიძინებული გონება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთბაშად გამოფხიზლდა და თავისუფალ, მებრძოლ გონებად გარდაიქმნა. პროტესტმა და ძველის უარყოფამ გერმანულ ლიტერატურაში ახალ მიმდინარეობათა ფუძემდებლები წარმოშვა. ომში გამარჯვებამ კი საბჭოთა საქართველოში კიდევ უფრო გაამძაფრა არსებული წყობისადმი მორჩილება და ნდობა, მოადუნა ყოველგვარი პროტესტის გრძნობა საბჭოთა მოქალაქის აზროვნებაში, რამაც საბჭოთა იდეოლოგიას უფრო მეტად მისცა გასაქანი და ამ უკანასკნელმაც ფრთები გაშალა...

- დაბოლოს, ალბათ მკითხველისთვის საინტერესოა, ხართ თუ არა საქართველოს პატრიარქის ნათესავი?

- თავის დროზე ჩემი პაპის პაპა სნოდან თავის ორ ძმასთან ერთად ფშავში გადმოსულა... ამიტომ აღარ ვიცი, ჩემი ოჯახი შიოლაშვილების რომელ შტოს ეკუთვნის. თუმცა, ჩვენი გვარი იმდენად პატარაა, ერთმანეთს ვეძებთ და ვნათესაობთ. თავად პატრიარქმა რამდენჯერმე სწორედ ასე მომმართა, - ბიძაშვილოო... უწმინდესს არაერთხელ შევხვდი. მახსოვს, ბავშვობაში წერილი მივწერე და არასოდეს დამავიწყდება იმ ბედნიერების განცდა, რაც მის პასუხს მოჰყვა... სტუდენტობისას უწმინდესი საპატრიარქოში ორჯერ ვნახე... ბოლოს კი მას გერმანიაში, ბონში შევხვდი. ნოემბერი იყო... პატრიარქს უცხო მიწაზე ისე გაუხარდა ჩემი ნახვა, რომ მთელი დღე გვერდიდან აღარ მომიშორა. ის რომ არაჩვეულებრივი ადამიანია, მთელმა საქართველომ იცის და ახალს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გაგიმხელთ, როცა პატრიარქზე ვფიქრობ, განსაკუთრებით მიხარია, რომ შიოლაშვილად დავიბადე...

ეკა ასათიანი
”კვირის პალიტრა”

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/8975-asethi-dznelia-qarthveloba.html#ixzz1HyYPbbgo
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Tue Mar 29, 2011 12:43 pm



წიგნის დასახელება – "ფოთლების ხიდი" (ლექსები)
ავტორი – ირმა შიოლაშვილი
გვერდების რაოდენობა – 158
ყდა – რბილი
ISBN – 978-99940-60-75-7
რედაქტორი – მიხო მოსულიშვილი
ნახატი ყდაზე – ქეთევან საბიაშვილი
დიზაინერი – სანდრო ჩხეტიანი
დაკაბადონება – საგამომცემლო სახლი "სახელები"
გამოცემის წელი: 2009



flower

ამ წიგნის გადმოტვირთვა და წაკითხვა შეგიძლიათ აქედან – http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000456/



Last edited by Admin on Wed Jul 11, 2012 9:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Wed Mar 30, 2011 1:44 am

ირმა შიოლაშვილი

ჩემი დაბადების დღე

მზერაში ჰყვავის მიწის ეკლები,
ზეცის ეკლები -
ახლა მწვანედ უნდა მფერავდე.
დღეს შეცვლილი ვარ,
თანაც მახსოვს, ცხელი ნეკნიდან
დიდი ხნის წინათ ზეიმით რომ ამოგეზარდე,
ამიტომ, ალბათ, მტვრიან სიტყვებს ვეღარ ავიტან.

---
ნუ მეტყვი, - მხრებზე მარტის ბოლოდან
ჩამონაწრეტი ხავსი მაწევსო...
ოცნება ისეც ღრუბლით სავსე მაქვს,
მუჭრები ისეც ნამით ამევსო.
თვალები ისეც ზეპირად გსწავლობს,
ასე ძალიან მთასავით მაღალს,
მზე რომ გაცხუნებს, ყოველი სხივი
ჩემს მკლავებს დანის წვერივით დაღავს.
რომ გაწვიმს, ჩემი თვალების ეკლებს
ან, უფრო სწორედ, ეკლიან სასწორს
ხავსიან მხარზე მდუმარედ გადგამ
და სანამ მიწის ნაპრალი გასწოვს
წვიმის ნახევრად სევდიან რაკრაკს -
ნახევრად ვდგები და გიწვდი მკლავებს,
რომელზეც მარტის ფერები დამკრავს.

2010, 29 მარტი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Fri Apr 08, 2011 2:02 am

სიყვარულის ახსნა



***
ყველაფრისთვის მზად ვიყავი-
მეღეჭა დუმილი,
მესვა შენი სულის წვიმა,
გამემეორებინე გაკვეთილივით,
მცოდნოდი ზეპირად,
გავწითლებულიყავი-
როცა სიყვარულზე წამასწრებდი,
მეცვალა სიზმრები ჭრელი კაბებივით
შენთვის,
ოღონდ არ გეთქვა რომ
ცოლის თითებიდან
ამოზრდილ ეკალზე სახე გაგეკაწრა.
----
ძვირფასო, მე ისევ პატარა გოგო ვარ,
შენ რომ გაგიცნო და დანამულ ღაწვებზე
ცეცხლი მოეკიდა და თქვა რომ მძივების
ასხმულებს ერთბაშად დაგიბნევს გზაწვრილზე
და შენთან დარჩება, და შენი კარავის
კალთაზე მიაყრდნობს მხრებს-სველს და მიწიანს,
ძვირფასო, ყოველთვის შევძლებ და ხელებით
ქოლგას გამოვძერწავ-როდესაც იწვიმებს,
ყოველთვის მოგიქსოვ წინდებს და ჯავშანსაც
დროისგან შეფერილს, საბძელში მიგდებულს
უსიტყვოდ ავაცლი მტვრის ფენას, და მერე
თუ კი მოისურვებ გზის თავში ვიდგები
და ისე გაგიშვებ საომრად-არცერთი
ცრემლი არ დამცდება ხმამაღლა, არ გავყოფ
გულს და სინამდვილეს და დავწერ ქვიშაზე
რომ შენით ძალიან, ძალიან ვამაყობ.
------
და შენი სულიდან წამოსულ წვიმაში
ვივლი უსასრულოდ სიცოცხლის ბოლომდე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Wed Aug 01, 2012 5:16 pm



2012 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ირმა შიოლაშვილის ლექსების კრებულის "ფოთლების ხიდის" პრეზენტაცია გაიმართა.

ლექსების კრებული "ფოთლების ხიდი" ითარგმნა გერმანულად და რამდენიმე ხნის წინათ გერმანიაში "კავკასიური ლიტერატურის" მესამე ტომად გამოიცა. "ეს ოცნებების წიგნია, წიგნი შინაგანი ხატ-სურათებით, რომელსაც მოგონებებთან, მონატრებასთან, გამოუთქმელ, მაგრამ არსებულ სურვილებთან აქვს მყარი კავშირი. ... ირმა შიოლაშვილს აქვს საოცარი, ახალი პოეტური ხმა, ხმა, რომელიც მომაჯადოვებელია და ამავდროულად ცნობილი, რომელიც გიჩენს სურვილს ღრმად შესცურო ამ უცნობ-ნაცნობი კულტურის ტალღებში" - წერს წინასიტყვაობაში გამომცემელი ული როტფუსი.

ირმა შიოლაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ლიტერატურული პროგრამების მთავარ რედაქციაში წამყვანად. 1999 წელს გაემგზავრა გერმანიაში. 2005 წელს ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "პოლიტიკური ომისშემდგომი ლირიკა საქართველოსა და გერმანიაში". დღეს ცხოვრობს ბონში ოჯახთან ერთად. მუშაობს თავისუფალ ჟურნალისტად რეგიონალურ რადიოში (Bonn/Rhein-Sieg). უძღვება გადაცემებს ქართულ კულტურაზე. 2007 წლიდან არის ევროპულ მწერალთა გაერთიანება "კოგეს" წევრი. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: "არარსებული სიტყვა", "მოლურჯო თაღი", "ცრემლის ნაფეხური", "ფოთლების ხიდი". მისი წიგნები თარგმნილია რუსულ და გერმანულ ენებზე.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Fri Jan 25, 2013 12:26 am

"ქართულმა სულმა ამ მძიმე კაპიტალიზმში ლექსის სიყვარული შეინარჩუნა. ეს ყველა ერმა ვერ შეძლო..."

თამარ შაიშმელაშვილს ესაუბრება ირმა შიოლაშვილი

_ ირმა, გილოცავ! შენ ჩემთან საუბარში აღნიშნე, რომ შენი ლექსების გერმანულენოვანი წიგნი `ფოთლების ხიდი~ კავკასიური ბიბლიოთეკის მესამე გამოცემაა, გამომცემლის, პროფესსორ ული როტფუსის ძალიან საინტერესო წინასიტყვაობით. ვიცი, რომ დიდხანს იმუშავეთ თარგმანზე, დიდხანს ელოდე მის დაბადებას...ირმა, როგორ დაიბადა მისი თარგმნის იდეა და რატომაა მნიშვნელოვანი ამ წიგნის გერმანულად გამოცემა?
_ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წლების წინ გერმანელი პროფესორი და მწერალი ული როტფუსი კავკასიით დაინტერესდა და ქართულ კულტურასა და ისტორიაზე მასალებისYძიებისას ჩემი ლექსები აღმოაჩინა, რომელიც უკვე იყო გერმანულად თარგმნილი. მერე ჩვენ ერთმანეთი პირადად გავიცანით და ბატონმა როტფუსმა მითხრა, რომ ჩაფიქრებული ჰქონდა კავკასიური ბიბლიოთეკის სერიით წიგნების გამოცემა და კარგი იქნებოდა, ჩემი ლექსების თარგმანებით სერიოზულად თუ დავკავდებოდით. თარგმანებზე დიდხანს ვიმუშავეთ მე, ჩემმა მეუღლემ და რამდენიმ ეთანამედროვე გერმანელმა პოეტმა და წიგნი ასე შეიკრა.
ეს გამოცემაYძალიან საინტერესო სერიაა, რადგან გამომცემელმა ამ სერიით თანამედროვე კავკასიის რაღაც ნაწილის ევროპაში გამოტანა განიზრახა. ული როტფუსი ევროპელ მწერალთა გაერთიანება „Dიე Kოგგე“-ს თავჯდომარეა და გერმანულ ლიტერატურულ წრეებში საკმაო წონა აქვს. ამიტომ მისი საინტერესო რეცენზია კრებულს უფრო მიმზიდველს ხდის. ძალიან მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ ჩემი ლექსები პირველად ამ ფორმით წარსდგა გერმანელი მკითხველის წინაშე.
_ რომელი იყო წინა ორი გამოცემა?
_ ჩემამდე აზერბაიჯანელ მერკეზ გულიჯევის და დათო ბარბაქაძის წიგნები გამოიცა, მეოთხე გამოცემაში ჩეჩენი ავტორის მოთხრობები შევა.
_ კმაყოფილი ხარ თარგმანით? _ ხშირად პოეტებს უკმაყოფილების გრძნობა უჩნდებათ ხოლმე. და, ზოგადად, როდისაა ლექსის თარგმნის ხელოვნება სრულყოფილი? ეს პროცესი ავტორისა და მთარგმნელის უშუალო კონტაქტსაც მოიაზრებს?
_ დიდხანს ვფიქრობდი, რომ ჩემი ლექსების თარგმნა შეუძლებელი იყო. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი ლექსი შეიძლება ითარგმნოს, თუ შეველევი ზოგიერთ სახეს და რითმას; რადგან თარგმანებში თავად ჩავერიე და რადგან ლექსებს ნიჭიერმა გერმანელმა პოეტებმა მისცეს ლექსის ფორმა, ჩემი ქართული „მე“ ნაწილობრივ შენარჩუნებულია. ავტორისა და მთარგმნელის ერთობლივი ნამუშევარი ხშირად მიზანს აღწევს.
_ შენ გარკვეული ხნით მოწყდი ქართულ ლიტერატურულ სივრცეს, მაგრამ ეს შეიძლება, ერთი მხრივ, კარგიც იყოს _ როგორი მოჩანს ეს სივრცე შორიდან?
_ ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებას ინტერნეტსივრციდან ვადევნებ თვალს და თავს ბოლომდე მოწყვეტილად არ ვგრძნობ, მართალია, დამკვირვებლის როლი უფრო მაქვს, ვიდრე თანამონაწილის, მაგრამ, ჩემთვის სიშორიდან ესეც ბევრს ნიშნავს... ვხედავ, რომ ბევრი ნიჭიერი ავტორი გამოვიდა ასპარეზზე, ბევრიც მწერლობას ცდილობს, მაგრამ უფრო მთავარი ის არის, რომ ქართველ ახალგაზრდებს წერის და კითხვის სურვილი შემორჩათ, ქართულმა სულმა ამ მძიმე კაპიტალიზმში ლექსის სიყვარული შეინარჩუნა, ეს ყველა ერმა ვერ შეძლო.
_ გერმანია ძალიან კარგი ქვეყანაა საცხოვრებლად, მაგრამ იქ სილაღე მაკლია, რაც საქართველოში ჩამოსვლისას მიბრუნდებაო, ამბობ ერთ ინტერვიუში. სამაგიეროდ, ვფიქრობ, რომ განშორებამ შენს პოეზიას სხვა მუხტი შესძინა და ემოცია გაამძაფრა, რაც თანამედროვე პოეზიას აკლია... არ მეთანხმები?
_ ვფიქრობ, რომ როცა ზვიად რატიანის და რეზო გეთიაშვილის თაობა ხარ, ემოციის ნაკლებობას არ უნდა განიცდიდე. საქართველოში ნიჭიერი ხალხის პრობლემა არასდროს ყოფილა, არც ემოციური და კარგი პოეზიის; პრობლემა ისაა, რომ ნიჭიერები ხშირად ჩრდილში დგანან და მათი სახელი ვიწრო ლიტერატურულ წრეებს ვერ სცდება.
ჩემთვის პოეზია ადრეული ასაკიდან ემოციის გამოხატვა იყო. უცხოეთში ცხოვრება აქ არაფერ შუაშია. უცნაურია, რომ ბოლო წლებში ჩემს საყოველთაო ტკივილს ხშირად ნოსტალგიას აწერენ, რაც უხერხულობის და უსამართლობის განცდას მიქმნის. მე ვწერ, რაც თავი მახსოვს, ჩემი პიროვნება ბავშვობიდანვე წერით ჩამოყალიბდა და ტკივილის ან ემოციის დაკავშირება სიტყვა „უცხოეთთან“ გადაჭარბებად მიმაჩნია. ყველა ავტორი იზრდება, იცვლება, სხვა განზომილებებში გადადის და ასეა ჩემს შემოქმედებით გზაზეც. დაახლოებით ასეთ შემოქმედებით ზრდას და მსხვრევებს განვიცდიდი ალბათ, საქართველოში რომ მეცხოვრა, რადგან ჩემი შინაგანი გზები ნებისმიერ ქვეყანაში ჩემი გასავლელი იქნებოდა.
_ საინტერესოა გერმანული ლიტრატურული პროცესები. რა ხდება ამ თვალსაზრისით გერმანულ პოეზიაში?
_ საქართველო პოეზიის ქვეყანაა. საქართველო ემოციის ქვეყანაა და ამის ფონზე, გერმანული ლიტერატურული ცხოვრება სრულიად სხვა განზომილებაში იმყოფება. გერმანიაში ლექსი გარკვეული წრეებისთვის იწერება, პოეტის ხმა იქ ხალხამდე ვერ აღწევს და არც აღწევს. გერმანელი ინტელექტუალი თავის სამყაროში ცხოვრობს და ერის საშუალო ფენა პოეზიის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას.
_ როგორ შეაფასებთ ვერლიბრის დომინანტობას ქართულ პოეზიაში? ქართულ სინამდვილეში მომრავლდა ე. წ. ტექსტები, რომელთაც ვერლიბრთან საერთო არაფერი აქვთ. იქნებ გაავლო პარალელი გერმანულ პოეზიასთან. რა ხდება მანდ ამ თვალსაზრისით? იქაც არ სწყალობენ რითმიან ლექსს? თუ ასეა, რატომ?
_ გერმანიაშიც, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში, იწერება რითმიანი და ურითმო ლექსები. მაგრამ უფრო ხშირია ტექსტები, არც თუ იშვიათად რამდენიმე წინადადებიანი ლექსი, რომელიც მოდურ თანამდროვე პოეზიას ქმნის. თუმცა, რითმიანი ლექსებიც ჩვეულებისამებრ იწერება და მას თავისი დამფასებელი ჰყავს. მახსოვს, როგორ სინანულით საუბრობდა ამას წინათ გერმანული მწერალთა კავშირის ერთ-ერთი აღიარებული და თავდაჯერებული წევრი იმაზე, რომ თანამედროვე ავტორების დიდი ნაწილი რითმაზე უარს ამბობს; ასე რომ, ამ თემაზე გერმანიაშიც მსჯელობენ და კამათობენ. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია ნიჭიერად დაწერილი ლექსი და სათქმელის სიმძაფრე, და არა რითმის აუცილებლობა. კარგ ლექსს სინამდვილე ეტყობა, რა ფორმითაც არ უნდა იყოს დაწერილი.
_ ზოგი ფიქრობს, რომ ქართულ პოეტურ სივრცეში ახალი არაფერი იქმნება, ზოგი კი პირიქით _ დარწმუნებულია, რომ ქართული პოეზია ახალ საფეხურზე ადის და ამის შეფასებას წლები სჭირდება. შენ რას სიტყოდი?
_ ჩემი აზრით, საინტერესო ექსპერიმენტული გზები ქართულმა პოეზიამ დღესაც ისევე უნდა გაიაროს, როგორც ოციან და ოთხმოცდაათიან წლებში, მაგრამ საერთო ჯამში, არ დაივიწყოს ფესვები, რადგან, უფესვებოდ ქართული პოეზია ნახევრად მიმზიდველი იქნება. _ ისევე, როგორც ქართველი ერი ქართული თვალების და მზერის გარეშე იქნება უსახური.
დრო ქართულ პოეტურ სივრცეზეც თავის სიტყვას იტყვის, წყალნი რომ წავლენ და წამოვლენ და ქვიშანი დარჩებიან...


ჟურნალი "ხელეური"~, #2, 2012 წელი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Fri Jan 25, 2013 12:29 am

ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი კრე­ბუ­ლი

ბელა ჩეკურიშვილი
24 საათი 13.07.12



პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც გუ­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ი­მარ­თა, იმით იყო უჩ­ვე­უ­ლო, რომ აუდი­ტო­რი­ას გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რის წიგ­ნ­თან მო­უ­წია შეხ­ვედ­რა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სენ­სა­ცი­უ­რი არა­ფე­რია, მაგ­რამ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში პო­ე­ზი­ი­სა და უცხო­ე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის წარ­მოდ­გე­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მე­ტად ჭირს.

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლის კრე­ბუ­ლი “ფე­რა­დი ფოთ­ლე­ბის ხი­დი” გა­სულ თვეს გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პოპ­ფერ­ლაგ­მა” და იგი მე­სა­მე ტო­მია კავ­კა­სი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა, რო­მელ­საც ევ­რო­პელ ავ­ტორ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “კოგ­გეს” ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, მწე­რა­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რის მკვლე­ვა­რი ული როთ­ფუ­სი გა­მოს­ცემს. რო­გორც წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი, ული როთ­ფუ­სი წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, “ეს ოც­ნე­ბე­ბის წიგ­ნია, ში­ნა­გა­ნი ხატ-სუ­რა­ტე­ბით, რო­მელ­საც მო­გო­ნე­ბებ­თან, მო­ნატ­რე­ბას­თან, გა­მო­უთ­ქ­მელ, მაგ­რამ არ­სე­ბულ სურ­ვი­ლებ­თან აქვს მყა­რი კავ­ში­რი. ეს პო­ე­ზია გვა­ახ­ლო­ვებს ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას­თან, რო­მე­ლიც ნე­ბას რთავს გა­რე სამ­ყა­როს, ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მას­ზე, და ამა­ვე დროს, გას­ცემს სა­კუ­თარ­საც გა­რე სამ­ყა­რო­ში. ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი სა­ა­მი­სოდ პო­უ­ლობს ულა­მა­ზეს, პო­ე­ტურ ხმას, რო­მე­ლიც გვა­ჯა­დო­ებს და ამავ­დ­რო­უ­ლად აღ­გ­ვიძ­რავს სურ­ვილს, ჩა­ვი­ძი­როთ ამ უცხო ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ ტალ­ღებ­ში”.

მინ­და გითხ­რათ, რომ პო­ე­ზია არც გერ­მა­ნი­ა­შია მა­სობ­რი­ვი ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გი და გა­მომ­ცემ­ლებს კი­დევ უფ­რო მე­ტად ეთა­ნაღ­რე­ბათ გუ­ლი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ცე­მა­ზე, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამ ფონ­ზე ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი კრე­ბუ­ლი, მარ­თ­ლაც რომ უჩ­ვე­უ­ლოდ ჟღერს, თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბი­სა, იგი კვლავ ქარ­თულ ენა­ზე წერს და ქარ­თუ­ლი პო­ე­ტუ­რი სივ­რ­ცი­სათ­ვის ქარ­თ­ველ ავ­ტო­რად რჩე­ბა.

კრე­ბუ­ლი “ფე­რა­დი ფოთ­ლე­ბის ხი­დი” 80-მდე ლექსს მო­ი­ცავს, რომ­ლის თარ­გ­მან­ზეც ოთხ­მა გერ­მა­ნელ­მა ავ­ტორ­მა იმუ­შა­ვა. რო­გორც ირ­მა ში­ო­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ენის ცოდ­ნა მას და­ეხ­მა­რა იმა­ში, რომ თარ­გ­მა­ნის თა­ნა­ავ­ტო­რი ყო­ფი­ლი­ყო.

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი: “გერ­მა­ნე­ლი პო­ე­ტის, ჰა­ი­დე რი­კეს რჩე­ვით, რო­მელ­თან ერ­თა­დაც კრე­ბულ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, უარი ვთქვი რით­მა­ზე, რა­თა სათ­ქ­მე­ლი ორი­გი­ნალ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო. ვფიქ­რობ, გო­ნივ­რუ­ლია, რით­მას შე­ე­ლიო, ვიდ­რე ამის გა­მო მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი და­ი­კარ­გოს. თა­ნა­მედ­რო­ვე გერ­მა­ნუ­ლი პო­ე­ზია ნაკ­ლე­ბად გუ­ლის­ხ­მობს კონ­ვენ­ცი­ურ ლექსს, ის ძი­რი­თა­დად, პა­ტარ-პა­ტა­რა ბწკა­რე­დე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა და შორს არის ნი­აღ­ვ­რად წა­მო­სუ­ლი ქა­არ­თუ­ლი ემო­ცი­ი­სა­გან. მე ვეს­წ­რე­ბი ხოლ­მე ბო­ნის მწე­რალ­თა კავ­ში­რის შეხ­ვედ­რებს, სა­დაც ძვე­ლი თა­ო­ბის მწერ­ლე­ბი სი­ნა­ნუ­ლით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ი­დან რით­მა გაქ­რა. თა­ვად ისი­ნი, კვლა­ვაც კონ­ვენ­ცი­ურ ლექსს წე­რენ და ამას ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ”.

გერ­მა­ნელ მთარ­გ­მ­ნე­ლებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ ქარ­თ­ველ პო­ეტს და­ა­ნახ­ვა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის გერ­მა­ნულ ენა­ზე ამეტყ­ვე­ლე­ბა, ისე რომ მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი თარ­გ­მა­ნი მი­ვი­ღოთ. გერ­მა­ნე­ლი პო­ე­ტის ჰა­ი­დე რი­კეს, აგ­ნეს გის­ბ­რეხ­ტის, ირ­მა ბერ­შა­იდ-ქი­მე­რი­ძი­სა და თო­მას ბერ­შა­ი­დის თარ­გ­მა­ნებ­მა მოგ­ვ­ცა ის ნა­ყო­ფი, რა­საც დღეს “ფე­რა­დი ფოთ­ლე­ბის ხი­დი ჰქვია”. თუ­კი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნ­და, რომ ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე წარ­დ­გეს, მან უნ­და წა­რად­გი­ნოს პო­ე­ზი­აც, რად­გან ეს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ფას­და­უ­დე­ბე­ლი ნა­წი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პე­ლი მკითხ­ვე­ლის ინ­ტე­რესს, რო­გორც ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ქარ­თუ­ლი ლექ­სი მის­ტი­უ­რი ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც წარ­სულ­თან, ფეს­ვებ­თან აბ­რუ­ნებს მკითხ­ველს, რაც ევ­რო­პა­ში და­კარ­გუ­ლია და რომ­ლის აღ­მო­ჩე­ნაც ასე აღაფ­რ­თო­ვა­ნებთ მათ. “მთა­ვა­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლო სწო­რი კუთხით წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ და ამა­ში უკ­ვე სა­ხელ­მ­წი­ფოს დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო,- ამ­ბობს ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი. - ხში­რად ცდი­ლო­ბენ, ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ევ­რო­პას ისე და­ა­ნა­ხონ, რო­გორც მი­სი ნა­წი­ლი, მი­სი მსგავ­სი, რაც არას­წო­რია. ამით მათ­ში ინ­ტე­რესს ვერ გა­ვაღ­ვი­ძებთ. ჩე­მი აზ­რით, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ხი­დი წარ­სულ­სა და აწ­მ­ყოს შო­რის, ასე­თი­ვე ხი­დია მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რაც. და ამ ხი­დად უნ­და ვაჩ­ვე­ნოთ ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­აც, მი­სი ხმა­მა­ღა­ლი თე­მე­ბით, ნი­აღ­ვა­რად წა­მო­სუ­ლი ენერ­გი­ით. მა­შინ დაგ­ვი­ნა­ხავს ევ­რო­პა, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვე­ყა­ნას, რაც რე­ა­ლუ­რად ვართ. დღეს უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რია ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში”.

მა­ინც რა აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თულ ლექსს, რაც გერ­მა­ნი­ამ და­კარ­გა? პრობ­ლე­მა, რა­საც ისი­ნი ასა­ხე­ლე­ბენ, წარ­სულ­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბას შო­რის კავ­ში­რის გაწყ­ვე­ტაა. ხალ­ხუ­რი პო­ე­ზია თუ სიმ­ღე­რა, რი­თაც გა­ჯე­რე­ბუ­ლია ჯერ კი­დევ ქა­თუ­ლი ყო­ფა, ევ­რო­პელ­თა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში სან­თ­ლით სა­ძე­ბა­რია. პო­ე­ზია ცალ­კე­უ­ლი წრე­ე­ბი­სათ­ვის იწ­რე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პელ­მა მწერ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს, პო­ე­ზია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან არ გამ­ქ­რა­ლი­ყო. ამ მხრივ ქარ­თ­ვე­ლე­ბი აშ­კა­რად სხვა რე­ა­ლო­ბა­ში დავ­ფ­რი­ნავთ და ვი­სურ­ვოთ, რომ რაც შე­ი­ძე­ბა გვი­ან დავ­ნარ­ცხე­ბუ­ლი­ყა­ვით მი­წა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან კრე­ბულს, მი­სი პრე­ზენ­ტა­ცია გერ­მა­ნი­ა­ში სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვი­საა და­გეგ­მი­ლი ქა­ლაქ მინ­დენ­ში, სა­დაც “კოგ­გეს” ყო­ველ­წ­ლი­უ­რი შეკ­რე­ბა გა­ი­ამ­რ­თე­ბა. ვნა­ხოთ, რო­გორ მი­ი­ღებს ევ­რო­პე­ლი მკითხ­ვე­ლი უცხო მი­წი­დან წა­სულ სათ­მელ­სა და მე­ტა­ფო­რებს.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2012-07-13/30579.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Wed Feb 06, 2013 9:16 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ლუკას

უზარმაზარი სიყვარული მომისაჯეს
შენი ქალაქის თოვლიანმა ქუჩებმა.
მაშინ, როდესაც სხეულიდან
თოვლის გუნდად ჩამომიგორდი.

უკვე ვიცოდი,
რომ უსიტყვოდ უნდა მებრძოლა
ყველა ქუჩასთან, სადაც ლამაზ ტერფებს დადგამდი.
უნდა გამეყო შენი მზერა, შენი სიცილი
ყველა დაღმართთან, მოსახვევთან,
და გრძელი სიტყვით მოგწვდომოდი ჩემგან გაქცეულს.

დღესაც ასეა - სიტყვის ლაგამს გამოგდებ-ხოლმე
და ჩემთვის უცხო დედა-ქალაქს ვეჯიბრები
ხასხასა ხმებით, დედის ხმებით..
რომ მოგახედო წუთით მაინც ჩემი მუცლისკენ,
სადაც თოვლის და სიყვარულის გუნდები დნება.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sun Apr 14, 2013 9:07 pm

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

წრე - თოვლის გუნდით შემოხაზული

აბა რა მექნა,
როცა მამაჩემი თვალებიდან მეღვრებოდა და
დედა ჩემს სიტყვებში ყვაოდა,
საძინებელში ვიკეტებოდი და ვწერდი.
დიდი იყო ჩემი ბავშვობა.
კედლის მარჯვენა ფერდიდან წიგნები sცვიოდა და
ყველა წიგნის ჩემიან გმირს
გულზე და ხელებზე ცრემლივით დასდიოდა
მარტოობისა და ცხოვრების სურნელი.
ცხოვრება მაშინ მეც ასეთი მეგონა:
ჩემიანი გმირებით სავსე, ნათელი და გულუბრყვილო
და ვწერდი რომ მომავალი შეიძლებოდა წარსულში აგვრეოდა,
და რომ წარსული დიდი თოვლის გუნდა იყო მომავლისათვის.
___
და ვწერდი:
რომ სანამ სიტყვებს წამართმევდნენ
შენი ძველისძველი მზე უნდა მენახა.
მიყვარდი და ღამეს მანამდე ვათევდი
სანამ ჩემს თვალებზე სინათლე შეახმა
განთიადს, და ახლა, როდესაც ხელები
სავსეა მომავლით მე უნდა წავიდე
შენ კი მეათასედ უნდა მაპატიო
რომ თვალებს გარიდებ.
-------------------
დიდი იყო ჩემი ბავშვობა.
წინასწარ გრძნობდა, რომ წარსული
შეიძლებოდა გამხდარიყო მომავალი და
მტელი ცხოვრება ტყუპისცალის ნაბიჯით ევლო
მის გვერდით, ვისაც ვერასოდეს დაეწეოდა.
ნინასწარ გრძნობდა,
რომ თვალებში ჩატეული მამის გენი
და სიტყვებში მოყვავილე დედის სევდა
დიდი წრე იყო, თოვლის გუნდით შემოხაზული.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Wed Oct 08, 2014 11:50 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ეს ჩანაწერი სამი წლის წინ ერთი კარგი ლიტერატურული პროექტისთვის დავწერე. ახლა კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ და ამ ფორმით საჯაროდ ვუხდი მადლობას გივი ალხაზიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გზაზე სინათლე გამომაყოლა....


ჩემი ჯილდო და სასჯელი

ჯერ კიდევ ბავშვმა აღმოვაჩინე, რომ წერა ჩემთვის გატაცებაზე მეტი იყო. ერთადერთი, რასთან ჭიდილშიც არასდროს ვიღლებოდი და რაც ბოლომდე მიყვარდა-იყო ქართული სიტყვა.
მუდმივად ვწერდი;
დედა პედაგოგი იყო და ჩემი კარგად ესმოდა- გარემოს მიქმნიდა საამისოდ; დედისგან გამომყვა სიღრმე და წიგნის სიყვარული.
მამა- გონიერი, მყარი, პროფესიით და მოწოდებით ვეტექიმი- ადამიანების და ცხოველების სიყვარულს თანაბრად მინერგავდა; მამისგან გამომყვა ნიჭი-ვყოფილიყავი თამამი და გახსნილი.
მყავდა ლამაზი, შინაგანად ძლიერი და მოწესრიგებული ერთადერთი და, რომელიც ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ მიზეზების გამო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა და მერე ჟურნალისტიკას ისეთივე წარმატებით მიჰყო ხელი, როგორც სკოლაში სწავლობდა რთულ და ნახევრად რთულ საგნებს. მე მას ბავშვობიდან გაუცნობიერებლად ვეყრდნობოდი;
დღესაც ასეა.
***
დავიბადე 1974 წლის 29 მარტს, დედოფლისწყაროს რაიონში. მქონდა ბედნიერი და ჯანმრთელი ბავშვობა. დავდიოდი წითელი ყელსახვევით, დაუსრულებლად ვწერდი სტატიებს რაიონულ და პიონერულ ჟურნალ-გაზეთებისთვის, ხშირად ვმონაწილეობდი სატელევიზიო საბავშვო გადაცემებში და ძალიან მიყვარდა ჩემი ცხოვრება.
სკოლაში მეგობრები არ მყოლია, სულ ვფიქრობდი, რომ ვერავინ მიგებდა (სამეგობრო უნივერსიტეტში ვიპოვე.) ამხელა მარტოობის მიუხედავად, მაინც ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, რადგან, ჩემს მასწავლებლებს და თანაკლასელებს, ასე გაუწონასწორებელი და დაფანტული ნიჭის მიუხედავად, მაინც ძალიან სჯეროდათ ჩემი; მახსოვს, მეათე კლასში წლის საუკეთესო მოსწავლედ დამასახელეს და რუსთაველის საზოგადოების ჯილდო გადმომცეს, რასაც, დღემდე ვფიქრობ, რომ სხვა ბეჯითი და ფრიადოსანი მოსწავლე უფრო იმსახურებდა. მაგრამ, უცნაური ის იყო, რომ გარშემო მყოფნი ჩემს შესაძლებლობებს ერთგვარად ამთლიანებდნენ და მათემათიკის მასწავლებელსაც კი გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ კი არ მესმოდა, უბრალოდ არ მიყვარდა მათემატიკა.
ნიჭმა-ჩემი ნიჭი დროულად აღმომეჩინა, არაერთი რთული გამოცდა ჩამაბარებინა; დაბადებით შემოქმედი ვიყავი და ბავშვობიდანვე აღქმაზე მეტად შექმნის პროცესი მეხერხებოდა. მიყვარდა სცენა, სადაც არასდროს ვიბნეოდი და მიკროფონი-რომელთან შეხებისასაც სიცოცხლეს ყოველდღე ახლიდან ვიწყებდი.
მიკროფონის და სიტყვის სიყვარულმა მიმიყვანა უნივერსიტეტის ჟურნალისტილის ფაკულტეტზე, სადაც ყველაფერი ვისწავლე ზედაპირულად და არამეცნიერულად და, თუმცა, მოგვიანებით შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში დისერტაცია დავიცავი,- ჩემგან მეცნიერი მაინც არ გამოვიდა.
ჟურნალისტიკამ უფრო მეტად გამხსნა და მაპოვნინა გზა საინტერესო ადამიანებისკენ, ათიათასსჯერ დამეხმარა,- გამოვსულიყავი სიმარტოვიდან.
თავიდანვე ვიცოდი, რომ პოლიტიკაზე წერა ჩემი საქმე არ იყო, მეორე კურსის სტუდენტმა ტელევიზიის 1 არხის ლიტერატურული პროგრამების მთავარ რეგდაქციასთან-(რომელიც დღეს აღარ არსებობს) დავიწყე თანამშრომლობა და თანამედროვე მწერლებზე გადაცემების კეთება, უფრო მოგვიანებით დილის პროგრამაში: “ცხრიდან თორმეტამდე“ მიმყავდა რუბრიკა ქართულ მწერლობაზე. მიუხედავად უამრავი უარყოფითი ნიუანსისა, რასაც 90-იანი წლების სახელმწიფო ტელევიზიაში წააწყდებოდა კაცი, პირველ არხზე გატარებული წლები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ულამაზეს მოგონებად დარჩა. შეხვედრებმა, რომლებიც მიკროფონის წყალობით მქონდა, უსაზღვროდ გაამდიდრეს ჩემი სამყარო. მაშინ დავიწყე ადამიანების წიგნებივით კითხვა... ვმეგობრობდი მწერლებთან, მსახიობებთან და ვიყავი ძალიან მდიდარი.
წლების მერე, როცა უცხოეთში ცხოვრებისას ძალიან მენატრებოდა ქართული ეთერი, ისევ ცხოვრების საჩუქრად ჩავთვალე ოთარ შაორშაძის შემოთავაზება, დილის საინფორმაციო პროგრამა “ალიონისთვის” ინფორმაციები მომეწოდებინა გერმანიიდან.
უცხო ქვეყნიდან დილის ეთერში პირდაპირი ჩართვები ჩემი ცხოვრების უმძაფრესი და უსაინტერესოესი ჟურნალისტური გამოცდილება იყო.
***
ჩემი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა მძიმე წლებს დაემთხვა-სამოქალაქო ომს, სიცივეს, შიმშილს... მაგრამ მაინც გამყვა საგზლად ის სიყვარული, გამომცემლობა "მერანიდან" რომ გამატანეს; მაშინ 17 წლის ვიყავი და ყველაფერი სუფთა გულზე ლაქებად მეკრობოდა-აღიარებაც, გულის ტკენაც...…
“არარსებული სიტყვა”-ასე ერქვა პირველ პოეტურ კრებულს, რომელიც “მერანში” დაისტამბა და რომლის შესავალშიც ვწერდი, რომ არარსებულს და არყოფილს მთელი ცხოვრებაა ვეძებ...
***
საოცრად გულისხმიერები იყვნენ ჩემდამი სამოციანელი პოეტები. 90-იანი წლების დასაწყისი იყო და საბჭოური ჩარჩოები იმსხვრეოდა, თავად ძალიან წარმატებული და პრივილეგირებული სამოციანელები ინტერესით გვაკვირდებოდნენ ახალ თაობას და კოლეგიალურად გვექცეოდნენ; მაშინ მწერალთა კავშირის ტრიბუნაზე დადგომას და კავშირის წევრობასაც სულ სხვა ფასი ჰქონდა და მეც ვიყავი ძალიან ამაყი, როცა მურმან ლებანიძემ ჩემი და ჩემი რამდენიმე ნიჭიერი თანათაობელის კავშირში მიღების საკითხი დასვა.
90იანი წლების თბილისში დამხვდა მწერალთა გაერთიანება “გულანი”, “ლიტერატორთა რესპუბლიკური ცენტრი” და გაზეთი “მესამე გზა”, სადაც თავს ძირითადად ავანგარდისტები იყრიდნენ და, სადაც უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ მე ჩარჩოების მსხვრევაზე მეტად სიღრმეების ძიება მეხერხება.
მეორე წიგნი,- “მოლურჯო თაღი” ქართულ-რუსულ ენაზე გამოვიდა და მეტისმეტად იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან პრეზენტაცია ბონის უნივერსიტეტის სლავისტიკის სემინარზე შედგა და ამ ერთმა საღამომ ჩემი მომავალი განსაზღვრა გერმანიაში...
წიგნის ქართული ნაწილის რედაქტორობას შოთა ნიშნიანიძემ მოჰკიდა ხელი, მასთან ურთიერთობამ და მუშაობამ ძალიან გაამდიდრა ჩემი მაშინდელი სამყარო; ბატონი შოთა იყო გულიანი, გახსნილი, ამავდროულად გაწონასწორებული და დინჯი ადამიანი. წიგნზე მუშაობის დროს ხშირად ვსტუმრობდი ოჯახში, დღემდე მომყვება მისი სამუშაო ოთახის სუნი, მისი მზრუნველი მზერა...…
არაჩვეულებრივი და საინტერესო, მაგრამ სრულიად განსხვავებული ბუნების იყო ანა კალანდაზე, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდი სტუდენტობისას და რომელმაც ასევე თავისი სიტყვიერი კურთხევა გამატანა შემოქმედებით გზაზე. ანაი იყო ყოველდღიურობაშიც იდუმალებით მოსილი, ჩაკეტილი ბუნების პოეტი ქალი, მაგრამ ხასიათით ძალიან მზრუნველი და გულუხვი.…
ჩემი ცხოვრების ჯილდო იყო ლევან სანიკიძესთან მეგობრობა, .რომელიც ჯერ კიდევ მოსწავლეობისას დაიწყო.
მახსოვს, როგორც მისმა რიგითმა მკითხველმა, წერილი მივწერე და გულისხმიერი პასუხის შემდეგ, თბილისიდან ასე მოშორებით მდებარე სკოლაში მომაკითხა და ახალი წიგნი მაჩუქა. უნივერსიტეტში სწავლის წლებში მის მეზობლად ვცხოვრობდი და ამიტომ ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთსბარნოვის ქუჩაზე. ყოველთვის გამოხატავდა არაბუნებრივ მოწიწებას პოეტების მიმართ. Eრთხელ, მე და ბაჩანა ჩაბრაძე ერთად ვესტუმრეთ სახლში;-კარი ფართოდ გააღო და ომახიანად გვითხრა: “მობრძანდით, პოეტებო!”
უცნაური ბედი დაჰყვა ჩემს მესამე პოეტურ კრებულს –“ცრემლის ნაფეხურს”, რომლის გამოცემაც 1997 წელს, “მერანში” მომუშავე გივი ალხაზიშვილმა ითავა: წიგნს რედაქტორად ზვიად რატიანი მიუჩინეს, დედანი გამზადდა და მე რამდენიმე წლით გერმანიაში წავედი. წიგნის დაბადება გამომცემლობის ფინანსური პრობლემების გამო ისე გაჭიანურდა, რომ 5 წლის შემდეგ, თბილისში დროებით ჩამოსულმა, ნაწყენმა და გაბუტულმა, გამომცემლობაში დედანი მოვითხოვე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც წიგნი გამოცემული და გაყიდვაში ერთი წლის წინ გატანილი დამხვდა. ეს იყო გივი ალხაზიშვილის მიერ მოძღვნილი არაჩვეულებრივი საჩუქარი ჩემდამი, რომელიც დღემდე ჩემი ცხოვრების ულამაზეს სიურპრიზად დარჩა. გივი ალხაზიშვილი დღესდღეობითაც ახალგაზრდა კოლეგების დიდი მეგობარი და ქომაგია, რაც ძალიან ამშვენებს მის ნიჭიერ და კეთილშობილ პორტრეტს.
ნიჭიერების ქომაგად დარჩნენ ასევე ჩემს ცხოვრებაში და მეხსიერებაში არაჩვეულებრივი მზია ხეთაგური, (რომელთანაც დღემდე უმშვენიერესი მეგობრობა მაკავშირებს), თამაზ ხმალაძე, შარლოტა კვანტალიანი და დავით მჭედლური,- რომლისგანაც დიდი მზრუნველობა და ადამიანობა მახსოვს, და რომელმაც იმ საშინელი ტრაგედიით, თავს რომ დაიტეხა, გული უსაზღვროდ მატკინა.
მომიტევეთ, ბევრი თუ გამომრჩა.
ჩემი ცხოვრების მოვლენა იყო ასევე თბილისში მცხოვრები ნიჭიერი მთარგმნელი ბექა ლაშხია, რომელმაც პირველი წიგნით აღმომაჩინა და ლექსები რუსულად თარგმნა. მერე თავადვე იზრუნა ამ ლექსების წიგნად გამოცემაზე და მარტო თარგმანები კი არა, უაღრესად კეთილი სურვილებიც გამატანა ცხოვრების გზაზე, რადგან სწორედ ამ წიგნმა მაპოვნინა უცხო ქვეყანაში ჩემი მომავალი მეუღლე...
***
გერმანია და ბონის უნივერსიტეტში გატარებული წლები ძველ, ახდენილ ოცნებას გავდა:- მშვიდობიანი ქვეყანა, ლაღი სახეები და ფერადკანიანი საინტერესო ამხანაგები,... აქაურობა არ ჰგავდა ჩაღამებულ თბილისს, სადაც უაზროდ ისროდნენ ქუჩაში და სადაც გზა სახლიდან უნივერსიტეტამდე საშიშიც კი იყო...
ეს მშვიდობიანი ქვეყანა ჩემი ბავშვობის საქართველოს ჰგავდა-ნათელს, ლაღს, მტრისთვის თვალისმომჭრელს. მეც გაფართოებული თვალებით ვსვამდი ევროპას, სანამ ჭის სიღრმეში ჩავიხედავდი და დავინახავდი, რომ ჩემს ერს ვერავინ ვერაფრით გააკვირვებს...
სადისერტაციო ნაშრომი, რომელსაც სახელად ერქვა “მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა” და რომელზეც ბონის უნივერსიტეტში ვიმუშავე, შედარებითი ხასიათის იყო და გამარჯვებული და დამარცხებული ერების ომისშემდგომ ფსიქიკას, მათ პოეზიაში გადმოცემულ სულიერ განწყობას ასახავდა. მყავდა ერთდროულად ორი ძალიან საინტერესო და ღვაწლმოსილი გერმანელი და ქართველი პროფესორი, ქართულ მეცნიერებაში ცნობილი დავით თევზაძე და ბონის უნივერსიტეტის შედარებით ლიტერატურათმცოდნეობის კათედრის გამგე- როლფ ოელერი, რომელთაც ჩემთვის, გარკვეული მიზეზების გამო, თითქმის არ ეცალათ და ნაშრომის კვლევა და დაწერა სრულიად მარტოს მომიხდა. ეს იყო უდიდესი ბრძოლის წლები საკუთარი თავისა და გარე სამყაროს წინაშე და მიხარია, რომ არ დავმარცხდი...
მოგვიანებით, როცა შვილები გავაჩინე, თავი მათ მივუძღვენი, გარესამყაროს თითქმის მოვწყდი და ძალიან გამიჭირდა, წაუგებელი ომების გახსენება წარსულიდან ძალიან დამეხმარა დავდაჯერების გადარჩენაში...
შვილების ზრდის პროცესში ყოველდღიურობამ ისე ჩამითრია, რომ წერა შევწყვიტე, მთლიანად მოვწყდი თანამედროვე ქართულ გონებრივ ცხოვრებას და რომ არა ინტერნეტი, ალბათ ვერ გადავრჩებოდი. ამ მძიმე წლებში საჩუქარივით გამოჩნდა ჩემს ცხოვრბაში ნიჭიერი პროზაიკოსი მიხო მოსულიშვილი, რომელმაც გზა მიჩვენა თანამედროვე ვირტუალურ ლიტერატურულ სივრცისკენ.
“ებლიტბო”-ასე ერქვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ საიტს, სადაც ყველა თაობის მწერალს მოეყარა თავი. მეც ისევ მათ ქვერდით აღმოვჩნდი, ჩემს თავს დავუბრუნდი და წერა დავიწყე...
მალე მეოთხე წიგნი “ფოთლების ხიდი” გავამზადე, რომლის რედაქტორობაც მიხო მოსულიშვილმა იტვირთა.
***
გერმანიაში ჩემი შემოქმედება ჯერ კიდევ 90-იან წლებში აღმოაჩინა და თარგმნა ნიჭიერმა და დიდმა ადამიანმა-აგნეს გიესბრეხტ-გოსენმა, მერე სხვა გერმანელი მწერლებიც დაინტერესდნენ ჩემი ნაწერებით და ასე აღმოვჩნდი ევროპელ ავტორთა გაერთიანება “კოგგე”-ში, სადაც ჩემი “ემიგრანტული ცხოვრების” ახალი, უსაინტერესოესი ნაწილი დაიწყო. გერმანელ კოლეგებთან ურთიერთობამ კიდევ ერთხელ გამიმყარა დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ქართველი გლეხივით დიდი ფენომენია გერმანელი ინტელიგენცია.
ამ არაჩვეულებრივი ინტელიგენციის ნაწილნი არიან ადამიანები, რომელთაც გერმანული რადიოეთერისკენ გამიკვალეს გზა და საშუალება მომცეს, ქართული სიტყვა წლების მანძილზე გამეჟღერებინა უცხოენოვან ეთერში; ამ არაჩვეულებრივი ინტელიგენციის ნაწილია ჩემი მეუღლე, რომელმაც დღემდე შემიწყო ხელი იმაში, რომ “მედ” გადავჩენილიყავი;
და მიუხედავად უსაზღვროდ სევდიანი წლებისა უცხოეთში, მადლობელი ვარ გერმანიის, რომ საშუალება მომცა, მეცხოვრა ორ კულტურას შორის და ვყოფილიყავი ასე მდიდარი.
მადლობელი ვარ ჩემი ქვეყნის, რომ მაჩუქა სიტყვა,-როგორც ჯილდო და სასჯელი, რადგან ვიცი, სწორედ სიტყვის წყალობით გადავრჩები და დავბრუნდები თქვენთან ნაცნობ ნაწილად;
დადგება დრო და აუცილებლად დავბრუნდები.

ირმა შიოლაშვილი,
24.02.2011 წელი.
study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Wed Oct 22, 2014 9:02 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ლექსი ჩემი დობილების ბედზე


მერე რა რომ ეს ბეჭედი უკვე მესამედ
ჩავარდა წყალში,
სამმა მდინარემ ჩარეცხა და
სამიათასჯერ
შემოუარეს გარშემო წყლის მოლეკულებმა.
დრომ სიმართლე ვერ ჩარეცხა მდინარეებით.
დრომ იცის, რომ გონიერი ქალის ბედია
თავის თავს უფრო ერთგულებდეს,
ვიდრე სიყვარულს.
ჩემს დობილებს მზე უყვარდათ ოქროზე მეტად,
მზე მოაქციეს საქორწინო ბეჭდის ბრჭყვიალში
და მოყვითალო თაფლის კვერებს ასე აცხობდნენ.
(თავიდან, თითქოს, ბედისწერაც ანებივრებდათ).
ეს თავიდან, თორემ მერე, როცა თვალები
გაახილეს და ოქტომბერი აღმოაჩინეს,
პატარა ჩანდა ბედისწერის ბრჭყვიალა თვალი.
უცნაურად აწრიალდნენ შემოდგომები,
გააშიშვლეს ხეები და შუაღამისას
დაუნდობლად ააცალეს სიგიჟე მთვარეს,
და ნოემბრის სიმართლესთან ჩამოამწკრივეს
მხრებზე ყველა შემოდგომაშემოხვეული.
და იდგნენ ასე, ნოემბრის და სიმართლის ზღვართან
ქალები, -ერთ დროს მეოცნებე ჭრილობებიდან
ცეცხლი სისხლად რომ დაიდინეს,
მერე ასწიეს თავი და მიხვდნენ,
თვალებიდან მიწამდე მანძილს
თავის დახრა აბა როგორ შეამცირებდა.
და იდგნენ ასე, ნოემბრის და სიმართლის ზღვართან
კაცები,- თითის წვერებზე რომ დგებოდნენ ხოლმე,-
ოღონდ საყვარელ ქალს კეფამდე მიტოლებოდნენ;
ისინიც მიხვდნენ, რომ რატომღაც აზრი არ ჰქონდა
ცხოვრება მუდმივად მწვანედ ეღებათ და
ორი აბზაცით მეტი ეთამაშათ
და ისე სტკეპნიდნენ მიწას გზასაყარზე,
ვეღარ გაუძლეს ჩემმა თავაწეულმა დობილებმა
და
თავი მარტოობისკენ უკრეს.


მზის ბეჭედი კიდევ ერთხელ ჩავარდა წყალში,
სამმა მდინარემ ჩარეცხა და
სამიათასჯერ
შემოუარეს გარშემო წყლის მოლეკულებმა.


2013


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sun Jan 18, 2015 10:19 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

***
რაც დრო გადის-უფრო ხშირად ვხედავ ჩემს თავს
ოთხმოცდაათიანი წლების თბილისში.
ვაკეში. მეცხრე საავადმყოფოსთან
გაჩერებაზე მდგომ ჩვიდმეტი წლის გოგოს.
ახლადჩამოსულს დედაქალაქში.
დედაქალაქში, რომელიც იწვის.
მას კი გულში მიზნები და იმედები მაინც უნთია.
რაც დრო გადის, უფრო ვუახლოვდები უშუქო ღამეებს,
ლამფის შუქზე დაწერილ ღამეებს და ლექსებს.
არადა, უნდა ვშორდებოდე,
არადა, უნდა დამავიწყდეს;
არადა, აქამდე უნდა მომენელებინა
გაყინულ აუდიტორიებში ჩამქრალი ახალგაზრდობა,
ახალგაზრდობა, რომელიც წაგვართვეს,
რომელიც დაკარგული ბეჭედივით იყო-
თავისთვის ანათებდა, მაგრამ უმიზნოდ.
რომელიც ხიდად იქცა მომავალი თაობისთვის და
მომავალმა თაობამ ზედ კისკისით გადაიარა.
ახლა აქედან, აი აქედან, ამ საუკუნიდან და
უპრობლემო ქვეყნიდან
ტირილამდე მებრალება ჩემი თავი,
რომელიც ხიდად იქცა,
რომელსაც მოატყუეს და მომავლის ნაცვლად
გაყინული აუდიტორიები შესთავაზეს.


25. 08. 2014.

ბმული - https://www.facebook.com/notes/irma-shiolashvili-britze/8a7ab20e/10153022725859894


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Mon Feb 09, 2015 12:37 pm

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

გადარჩენა

აი ასე გადავრჩები:
მთავარია გადარჩენა დავიჯერო,
მთავარია ეს კედლები სამოთხედ მეჩვენებოდეს,
მთავარია, სიყვარული (რომელშიც მომკლეს),
თავზე არავის მოვახვიო
და არც მე მოვიხვიო თავზე…
არადა, მაშინ დავმთავრდი, როცა ყველაზე კარგად მახსოვდა
ერთგულების გულუბრყვილო ლოცვები,
არ მავიწყდებოდა
ფანჯარაზე შემოდგმული ყვავილის მორწყვა,
მაშინ დავმთავრდი
როცა შენსა და მიწის სურნელს ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან
და თავი ბოლომდე გაჩუქე.
და ახლა, ასე, დროში და მცენარეებში აცდენილმა,
შემიძლია ათასნაირად ვაბრუნო სიტყვები,
წყლის ძალა მივცე,
წყლის ჭავლივით გადავასხა თავზე ყვავილებს,
ფესვები და მოლოდინი გამოვუკვებო.
და არ დამცდეს, რომ დავმძიმდი
რომ ჩემს ფესვზე სასჯელივით გამოვიბი
სიყვარული, რომელშიც მომკლეს.
___
ესაა ჩემი გადარჩენა_მთავარია, დეპრესიააყვავებულმა
სიმძიმეზე არასოდეს ვილაპარაკო.


8 თებერვალი, 2015 წელი.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sun Apr 05, 2015 10:10 pm

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ქვის ნატეხი

დიდი გმირობაა, -გულმა შეგინახოს,
როგორც მთაში ნისლები ინახავენ ქვის ნატეხს,
გაახვევენ თავიანთ ლაბადაში და ავ თვალს არ აჩვენებენ.
ზუსტად ასე მინდა, გულში გახვეული გადარჩე.
დიდი გმირობაა, გერქვას ჩემი უკანსკნელი სიყვარული, _
ნაღმი ჩემს გულში-
ქვის ნატეხში შენახული ნაღმი,
შენახული გულტიალას ნისლიანებში.
დიდი გმირობაა,
თუ დამიგორდები გულის მთიდან არაფერი შევიმჩნიო,
მწყემსივით ვიდგე და მწყემსივით გადევნო თვალი,
რომ, უნებურად, უფსკრულისკენ არ გადაგორდე,
და ასე, გულში ჩაბრუნებული მზერით,
უფრო სწორედ, მზერაზე გამობმული საცეცებით ვცადო
სისხლის გავლით, ძარღვების გავლით
დაგაბრუნო გულის მთაზე
და ხელახლა გაგახვიო ნისლის ნაბადში.

5 აპრილი, 2015 წელი.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sun May 17, 2015 8:41 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ხეები

ეს ხეები, აი ეს ხეები
როგორ შეიძლება ვერ დაინახოს კაცმა,
როგორ შეიძლება ბრმად ჩაყლაპოს სიმწვანე,
იაროს და არ უკვირდეს,
თავი ასწიოს და არ უკვირდეს,
თვალებში სიხასხასე აიყვავოს და
ჩვეულებრივი ეჩვენებოდეს სამყარო.
მეც ამ ხეებივით ავიყარე ტანი
ჩვენი სახლის წინ რომ დარგე,
ამ ხეებივით მინდა
მთელი დღე ცისკენ მეჭიროს თვალი,
მიხდებოდეს ბეჭებზე მწვანე
და ოდნავი ყავისფერი ფეხებთან,
ფეხები მიწიანი მქონდეს.
მიწისგან გავრბოდე და არც გავრბოდე,
გარშმო ბალახები დავიმეგობრო
და მიწიანი პირით მოვუთხრობდე
სიყვარულმა როგორ გამზარდა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Sat Oct 03, 2015 12:56 am



ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

20 წელი გერმანულ სცენაზე


ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი გერმანულ სახელმწიფო თეატრში 1994 წელს მიიწვიეს. სტუმრად ჩასულ მსახიობს უცხო ქვეყანაში სტუმრობა 20 წლით გაუგრძელდა. დღეს ეს უცხო ქვეყანა და ქალაქი ესენი მისი მეორე სამშობლოა, ესენის თეატრი კი - მისი მშობლიური თეატრი.


ესენის ,,გრილო თეატრში" რეზო ჩხიკვიშვილი ოცი წელია, შეუცვლელი მსახიობია. ოცი წლის მანძილზე თეატრმა სამი ინტენდანტი გამოიცვალა. სამჯერ ცვლილებამ ათობით გერმანელი მსახიობის სამუშაო ადგილი იმსხვერპლა. ქართველმა მსახიობმა კი თეატრის ყველა ,,ეპოქას" გაუძლო.
ექიმების ოჯახში გაზრდილმა რეზო ჩხიკვიშვილმა სამსახიობო კარიერა 1974 წელს დაიწყო, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. 1978 წელს ახალგაზრდა მსახიობი რუსთაველის თეატრში მიიწვიეს, მის მიერ შესრულებულმა მთავარმა როლმა სპექტაკლში ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ახალგაზრდა მსახიობს საყოველთაო აღიარება მოუტანა, მოგვიანებით ცნობილმა მსახიობმა მარჯანიშვილის თეატრში განაგრძო ქართულ სცენაზე თამაში, მანამდე, სანამ მის არაჩვეულებრივ ნიჭს გერმანელი რეჟისორი არმოაჩენდა.
რეზო ჩხიკვიშვილი გერმანულ სახელმწიფო თეატრში 1994 წელს მიიწვიეს,მას შემდეგ, რაც, ქართველი მსახიობების მიერ განხორციელებულ ქართულ-გერმანულ პროექტში: ,,ოიდიპოს მეფე" ახალგაზრდა რეზო ჩხიკვიშვილმა მთავარი როლი ითამაშა. გერმანული ენის ჯერ კიდევ უცოდინარ ქართველ მსახიობს გრილო თეატრის მმართველმა, იურგენ ბოსემ ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და გერმანულ სცენაზე ადგილი დაუთმო. რეზო დღემდე ემოციით საუბრობს პირველ დაძაბულ წელიწადზე, როცა უცხო გარემოში სულიერად ძალიან გაუჭირდა; ქართულ სცენაზე აღიარებული ქართველი მსახიობი ხშირად ეკითხებოდა საკუთარ თავს, შეძლებდა თუ არა გერმანული ენის ისე შესწავლას, რომ გერმანული სცენის სტანდარტები დაეკმაყოფილებინა. მას შემდეგ, რაც მისმა პირველმა გერმანულმა როლმა სოლო სპექტაკლში ,,ჭუჭყი" თეატრში ფურორი მოახდინა და უდიდესი წარმატება მოუტანა, მიხვდა, რომ შეუძლებელი არაფერია და რეზოობას გერმანულ სცენაზეც შეძლებდა.
მას შემდეგ გერმანულ გარემოში დააქვს თავისი წილი საქართველო; მას შემდეგ ცდილობს, კულტურული ხიდი გადოს ორ ქვეყანას შორის და მადლიერია გერმანიის, რომ საშუალება მისცა, თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები უცხო ქვეყნის სცენაზეც ეჩვენებინა. მადლიერია, რომ გერმანულმა გარემომ ნიჭიერი უცხოელი მსახიობი ღირსეულად მიიღო და გულწრფელად აღიარა.
რეზო ჩხიკვიშვილი ინტერვიუებში და პირად საუბრებში დაუფრავად საუბრობს ნოსტალგიაზე და თავისი ქვეყნის სიყვარულზე, საუბრობს იმაზეც, რომ გული წყდება, ბოლო ოცი წლის მანძილზე მისი ნიჭი ქართულ სცენაზე რომ აღარ იხარჯება. ამბობს, რომ უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ მისი ენერგია, ანუ ის დიდი გზავნილი, რასაც სცენიდან მსახიობი მაყურებელს აწვდის, ქართველ ერს, ქართველ ხალხს მოხმარდებოდა.
მიუხედავად ამისა, რეზო ჩხიკვიშვილი მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში მაინც არაფერს შეცვლიდა. მადლობელია ბედის, რომ ოთხმოცდაათიან წლებში, მაშინ, როცა ხელოვნებისთვის მძიმე და გაყინული დრო იყო, გერმანიაში წასვლით გადაარჩინა თავისი პროფესიული ღირსება; რომ საშუალება მიეცა, პატიოსნად ეცხოვრა, პატიოსნად ერჩინა ოჯახი და შვილებისთვის შესაფერისი განათლება მიეცა. ერთადერთი, რაზეც გული წყდება, ისაა, რომ ქართულ სცენაზე ჰამლეტი ვერ განასახიერა. თემურ ჩხეიძე სთავაზობდა როლს, რაზეც უპასუხა: ,,ერთი წლით გერმანიაში მივემგზავრები, ჩამოვალ და მერე იყოსო". ქართულ სცენაზე ჰამლეტი ვერა, მაგრამ გერმანულ სცენაზე და ტელეფილმებში დღემდე უამრავი როლი ითამაშა, დიდი გამოცდილება დააგროვა და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ელოდება დროს, როცა სამუდამოდ დაბრუნდება საქართველოში და დარჩენილ წლებს თავის ქვეყანაში, თავის საყვარელ ქართველ ხალხთან გაატარებს.
ქართველ ხალხთან ურთიერთობა გერმანიაშიც ძალიან მნიშვნელოვანია რეზოსთვის. მისი გული ყველა ქართველი თაყვანისმცემლისთვის ღიაა, მის სპექტაკლებზე ქართველი სტუდენტები პრივილეგირებულ მაყურებლებად ითვლებიან. თანამემამულეებთან ურთიერთობა ხშირად კურიოზულ და გაუთვალისწინებელ სიტუაციაშიც აყენებს მსახიობს, მაგრამ მისი იუმორი და დიდბუნოვნება ასეთ სიტუაციებსაც ადვილად ართმევს თავს.
ერთხელ, როცა რეზო მიუზიკლში ,,კაბარე" ენტენცეინერს თამაშობდა, ორმა ქართველმა სტუდენტმა დაურეკა და სპექტაკლზე დასწრება სთხოვა. ყველა ბილეთი გაყიდული იყო და რეზო ჩხიკვიშვილმა სტუდენტებს შესთავაზა, მსახიობთა შესასვლელთან მოსულიყვნენ. იფიქრა, ორი სტუდენტის ასისტენტისთვის გადაბარება და მათვის დარბაზში ადგილების მონახვა პრობლემა არ იქნებოდა. დანიშნულ დროს, ანუ სპექტაკლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, გრიმწასმული მსახიობი დათქმულ ადგილას გამოვიდა და, ოი, საოცრებავ, 2 ქართველი სტუდენტის ნაცვლად 16 ქართველი ელოდა შესასვლელში: ქართველები ერთმანეთს ,,ჩანგალზე" წამოჰყოლოდნენ. დიდბუნოვან ქართველ მსახიობს თავიდან გაოცებისგან ენა ჩაუვარდა, მაგრამ შემდეგ არ დაიბნა და თექვსმეტივე დაუპატიჟებელი სტუმარი სხვადასხვა შესასვლელიდან შეიყვანა დარბაზში. თანაც სპექტაკლი მისი როლით იხსნებოდა და ჩქარობდა, გული ამოვარდნამდე უცემდა. ეს იყო რეზოს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი სპექტაკლი. თამაშის დროს სულ იმაზე ფიქრობდა, რა ბედი ეწია დარბაზში მის ქართველ სტუმრებს, იმაზეც წუხდა, რა ბედი ეწეოდა თავად მას, თუ გამჟღავნდებოდა, რომ ამდენი უბილეთო მაყურებელი შემოიყვანა სპექტაკლზე. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და წარმოდგენის შემდეგ ქართველმა მსახიობმა თანამემამულეებთან ერთად ლუდის კათხით ხელში კარგადაც მოილხინა.
მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და საქართველოს დამსახურებული არტისტი რეზო ჩხიკვიშვილი თავისი ქართული, გახსნილი ხასიათით და ტემპერამენტით ოცი წელია, ესენის კოლორიტად ითვლება. მას არასოდეს უცდია, დამსგავსებოდა გერმანელებს. მართალია, გერმანული თვისებები: შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა შეისისხლხორცა, მაგრამ ქართული ხასიათი, ქართული რეზოობა საკუთარ თავში ბოლომდე გადაარჩინა.





study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Mon Jan 04, 2016 9:17 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ღია გაკვეთილები

არადა ცეცხლის სუნი ჰქონდა მაშინ ყველაფერს,
თვალებსაც, ხელზე ნაოჭებსაც, გზებსაც, ჩრდილებსაც,
თუმცა ვამჩნევდი მომავლიდან როგორ მზვერავდნენ
ცხოვრების გრძელი, ხშირად ღია გაკვეთილები,
მომწონდა ცეცხლი, და ამიტომ ხელის კანკალით
ვიწვავდი ხელებს და ნაოჭებს ხელისგულებზე
სულს ვუბერავდი და ვეძებდი ჩვენს ღრმა ნაკვალევს
თითებზე, გულზე, ნაოჭებზე, თვალის გუგებში
აცრილი იყო მომავალი ცეცხლის ალებით
მზეს ვინახავდი პერანგებზე, გულის ღილებზე
და არ ვამხელდი, რომ ფეხები მიკანკალებდა
ცხოვრების ღია, დაუნდობელ გაკვეთილებზე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Fri Mar 11, 2016 12:33 pm

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი



***
(ბონის დღიურიდან)

რაინს გულამდე ჩასდის მოწყენა
და ჩემი მზერაც გულამდე ჩასდის
და თვალის ანკესს – ღრმას და ორწვერას
მოსდევს თევზების სიბრძნე და დარდი,
„ჩემი მდინარე“- ვამბობ და მიკვირს
რომ უცხოს ასე უტიფრად ვჩემობ,
ის კი – მშვიდი და ბებერი წიწკვი
იხდენს დრო-ჟამის სუნსა და გემოს.



ომარს

როგორ გათეთრებულა,
როგორ დაბერებულა ჩემი მეგობარი,
ასაკში შესულა და ასაკიდან მშვიდად მიყურებს;
თითქოს სათქმელიც კანივით დაჭკნობია,
სათქმელივით სავსედ იმზირება სიბერიდან -
ჭრელი და ნაცხოვრები თვალებით მიყურებს.

მე კი არ ვიცი, ტალანების ცივ ნოხებზე
რომელი მდუღარე დუმილი გავუფინო,
რომელი გაწბილება დავუბნიო მძივივით,
რომელი ნათენები ღამიდან ამოვულაგო
დატეხილი მზის სხივები და ვუთხრა,
რომ
სანამ ის ასაკში შევიდოდა,
მე ცხოვრება შუბლზე უშნოდ ჩამოვიფხატე.




ლურჯი

ლურჯები იყო მოდაში.

ვწერდი ლურჯ სინამდვილეზე,
ვიცმევდი ლურჯ კაბებს და
ლურჯად ვუყურებდი სამყაროს,
რომელსაც
ცისფერი მოსწყინდა
და მოდად სილურჯე -
ბებერი ცისფერი -
შემოდო ფანჯრის და
სიცოცხლის რაფაზე.
სილურჯეს ვიცმევდი.
კაბებს ვყიდულობდი „სეკენდჰენდ“-ში,
ან სარდაფიდან ამომქონდა ძველი,
დამტვერილი
ჯინსები და პიჯაკები
და მზეზე ვფენდი -
ხელისგულზე არ მეტეოდა.
ლურჯები იყო მოდაში.
გიგზავნიდი ყოველ დილით ლურჯ გამარჯობას,
საგანგებოდ ნაყიდ ლურჯ ფინჯანს
ვავსებდი ცხელი, თუხთუხა ყავით
და ყავაში ვყრიდი შაქარს
ხელით, რომელზეც
მანიკური ლურჯად ყვაოდა.

მოდას ავყევი და ერთხელაც არ მიკითხავს
ამ ლურჯ ჩრდილებში
ასე სადად როგორ მხედავდი.



***
ზამთარი მოდის, მეგობარო,
ჩემო მართალო მეგობარო,
მე შარშანდელ ქურთუკს ჩავიცმევ,
შარშანდელ ყინვებს გამოვლილი ჩემი სხეული
შემოიხვევს სიკვდილის წინ მოცახცახე ცხოველის სითბოს
და გაივლის ნაადრევად შებნელებულ საღამოებში,
ნათელ, მაგრამ მობუზღუნე შუადღეში,
და მოვა შენთან,
კარს შემოხსნის,
კართან დადგმულ სკამზე დაჯდება
და მხრებს მიაყრდნობს
შენი მზერით დანაღმულ კედელს.

შემხედე, ჩემო მეგობარო,
ჩემო ჭკვიანო მეგობარო,
გაატარე შენი ორი
ბალახისფრად მოყვავილე სამართებელი
ჩემს ზამთარივით დაუნდობელ
სიცოცხლის ხაზზე.
არაფერს ვიტყვი.
არც ავდგები
უხმოდ ავიტან
წარსულის მსუსხავ ნამტვრევებზე როგორ სრიალებს
შენი თვალები შუადღიდან შაღამებამდე.

ხომ ასე მსურდა, შენი მზერა ბასრად მხედავდეს
და მაინც, მაინც, სიცივეში, როცა სახეებს
წითლად აყვავებს ყინვის ასე უშნო თითები,
მაშინებს ფიქრი იმაზე, რომ… რომ აცივდება
ორივე გრძელი ყინულიდან ჩამოვითლებით
და მერე, ალბათ, ერთმანეთს რომ არ გავუწოდოთ
ხელები – ღმერთის საჩუქრები – ვერ გადავიტანთ
ამ სითეთრეებს, ამ სიცოცხლეს, ყოველ საღამოს
რომ გამოჟონავს ძველ ქურთუკში ჩვენი ტანიდან.



აკუპუნქტურა

კვირაზე მეტია, ნემსებით დასჯილი
ძველისძველი მწიფე ნერვიდან
ბობოქრობს ჩემი წარსული და
ასე, მდუღარედ
იბურცებიან კანქვეშ ეჭვის მოლეკულები;
(ეჭვი ისეთი რამაა რომ გადაგიბრუნებს
ნახევრად დაცლილ ფიალებს და მერე სრულებით
აუღელვებლად აგიხსნის რომ სისულელეა
ამ ჭრელა-ჭრულა სიცოცხლეზე დარდი და დავა).
მე მაინც ვწუხვარ – ვფიქრობ: ”ნეტავ თუ გადარჩება
ნერვებზე მჭიდროდ დახვეული ყრმობის სიბერე,
ან, თუ უშველის და ჩააქრობს ამდენი ნემსი
ტანში წლების წინ შესახლებულ წარსულის ლავას”…

ექიმს მოსწონს, რომ როგორც იქნა, მიაგნო წამალს
რაც მატკენს, მაგრამ არაფერსაც არ ამატკივებს…
როგორც რეალურ ცხოვრებაში ამბობდა მამა -
სიტყვებს – წლებისგან გამოწვრთნილს და ბრძნულს და მარტივებს
(სისხლში თრთოლვით რომ შემდიოდა და მიბერებდა
ლამაზ ბავშვობას, მიკიდებდა ძველი ასანთით
ცეცხლის ენებს და ვერ ამჩნევდა ვერვინ გარედან
ვერც მაშინ, ვერც დღეს – სიტყვის ნემსი როგორ ანათებს
სხეულში, სადაც ყველა ნერვი ჰკიდია გამად.).

ძალიან მყარად და მარტივად ამბობდა მამა:
“- როდესაც გვჯერა, ყველა ტკივილს კარგად გავართმევთ
თავს და თითებშიც მოყვავილე სიტყვა გაჟონავს -
არა სისხლად და არა ცრემლად – სულის ბარათად”.

მამაც – ექიმი,
კეთილი და სხვებზე მზრუნველი,
ალბათ ამ ნემსებს გულისხმობდა,
რომ მაფრთხილებდა:
დადგება დრო და ათასები გატკენენ, მაგრამ
ათიათასი მადლობებით აგავსებენო.

© არილი -- http://arilimag.ge/ირმა-შიოლაშვილი-ომარს-და/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Mon Mar 28, 2016 9:10 am

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

სამამულო ომის გამოძახილი გერმანულ და ქართულ პოეზიაში


მეორე მსოფლიო ომით გამოწვეულ ტკივილს საუკუნეები ვერ დაიტევენ. მრავალ ერს დააჩნდა ამ არაგონივრული და არადამიანური ნაბიჯის დაღი. არაერთი ერის ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ცრემლით, სისხლით და შურისძიებით სავსე ომის თემაზე შექმნილმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ.

თითოეული შემოქმედი, თითოეული პიროვნება, რომელსაც ომის საშინელება ჰქონდა ნანახი და განცდილი, ლექსებში თუ პროზაულ ნაწარმოებებში სწყევლიდა და გმობდა ომს, ფაშიზმს, გერმანელ ერს და მის სისხლიან ხელებს. მაგრამ, დაფიქრებულა კი ვინმე დამარცხებულის ტკივილსა და სინანულზე, დამარცხებულის მიერ ნათქვამ წყევლაზე და ზიზღზე იმ სამშობლოსადმი, „ფაშისტური გერმანია” რომ ერქვა. წინამდებარე წერილში ომისშემდგომ გერმანულ პოეზიაში ასახული ტკივილის და ქართულ ლექსში გამოხატული საზეიმო განწყობის შედარება გვინდა.

განსხვავებულიც იყო და მსგავსიც დამარცხებული გერმანიის და გამარჯვებული საბჭოთა საქართველოს ომისშემდგომი განცდები.დამარცხებული სისხლიანი სამშობლო ომის შემდეგ მთელმა ერმა შეიძულა. დანგრეულ, დარცხვენილ ომის შემდგომ გერმანიაში ადამიანი უფსკრულის წინ იდგა, შიშველი და მარტო. წარსულთან ძაფი ერთიანად გაწყვეტილიყო. ძველი აღარ ფასობდა და ახალი ჯერ არ იყო საჩინო... როგორც კრტიტიკოსი იუნგერ შრიოდერი წერდა: „ეს იყო დრო დაბნეულობის და ორიენტირების გარეშე. ეს იყო დრო, „როცა ყველაფერი დამთავრებული იყო და ამავდროულად არაფერი იყო გარკვეული“.1[1][1]

ადამიანი ცხოვრობდა ორ დროს შუა, ორ რეალობას შორის. ქაოსი და ნანგრევები იყო ყოველდღიურობა. ხალხს ჰქონდა გრძნობა, რომ ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობდნენ, მათ არ ეკუთვნოდათ, „არც დრო ეკუთვნოდა არავის, რომელშიც ცხოვრობდნენ“. 1[2][2]

ამ ნისლიან დროს გერმანული ლიტერატურის ისტორიაში „ნული საათი დაერქვა“

ომის დასრულება ბევრი გერმანელისთვის ნიშნავდა შინაგან და გარეგან ფასეულობათა ნგრევას და ამიტომ იგი დიდ მატერიალურ და მორალურ კატასტროფად აღიმქებოდა. ნანგრევებადქცეულ ქვეყანაში მხოლოდ აპოკალიფსური სურათები იშლებოდა თვალწინ.

სწორედ ამ დროს იყო საჭირო ავტორიტეტული პიროვნების მიერ ნათქვამი სიტყვა, რომელიც უბედურ ხალხს შოკიდან გამოიყვანდა და იმედისკენ მოაბრუნებდა. პირველი იმედიანი სიტყვა თ. მანმა წარმოსთქვა 1945 წლის 10 მაისს, გერმანიის კაპიტულაციიდან 2 დღის შემდეგ, მან BBC რადიოსადგურის მეშვეობით ამგვარი სიტყვებით მიმართა გერმანელ ერს: „მე ვამბობ: ყველაფრის მიუხედავად ეს მაინც დიდი და მნიშვნელოვანი საათია, საათი გერმანიის უკან დაბრუნებისა ადამიანობისკენ. იგი მკაცრია და დარდის აღმძვრელი, რადგან გერმანიამ მისი გვერდის ავლა ვერ შეძლო. გერმანიის სახელს გამანადგურებელი ვნება მიეყენა და ძალაუფლება თამაშის ქვეშ მოექცა. მაგრამ ძალაუფლება ყველაფერს არ ნიშნავს. იგი არასოდეს ყოფილა გერმანიის მთავარი მიზანი და გერმანული ღირსება არასოდეს ყოფილა მხოლოდ ძალაუფლებასთან გადაჯაჭვული. გერმანია ძლიერი იყო ერთ დროს და დაე, მომავალშიც იყოს იგი ძლიერი ადამიანური ღირსებების, ურთიერთობებისა და თავისუფალი გონების წყალობით.1[3]. [3]

ეს ე.წ. „თავისუფალი გონება“, გერმანელმა ერმა ხომ ომის დროს დაკარგა. ნაციონალ-სოციალიზმის დროს, როცა მწერალს სიტყვა არავინ ათქმევინა. როგორ შეიძლებოდა, იმ ენაზე, რომელზეც სასიკვდილო განაჩენები იწერებოდა, თავისუფალ გონებას ეარსება.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ მოაზროვნეს სიტყვა არ ეთქმოდა. მას არავინ უსმენდა და ამიტომ მწერალთა უმეტესობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა. მხოლოდ ომის შემდეგ დაედო ფასი მწერლის სიტყვას. ე.წ. „ნული საათის“ დროს, ახალი ერა დაიწყო გერმანელი ხალხის აზროვნებაში. თავისუფალი გონების ყვავილობის ერა.

განსხვავებული სიტუაცია იყო ომისშემდგომ საქართველოში. საქართველოშიც „ახალი ერას“ დაწყებას ნიშნაცდა ომის დამთავრება. ოღონდ ქართული, საბჭოური „ახალი ერა“ საგრძნობლად განსხვავდებოდა გერმანულისგან. მიუხედავად იმისა, რომ ომმა უამრავი მოუშუშებული ჭრილობა დაუტოვა საქართველოს, 1945 წლის 9 მაისს თითოეული მოქალაქე ბედნიერებით იყო აღსავსე.

„ახალი ერა“ საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ამაყი, თავდაჯერებით სავსე მიმართვებით და ლექსებით დაიწყო.

„დიადი გამარჯვებით აღტაცებულ ქართველ ხალხს ამგვარი სიტყვებით მიმართა სტალინმა:1[4] [4]

„დაემხო ბნელეთის შავი ძალა, რომელიც მაჯლაჯუნასავით აწვა კაცობრიობას, ძალა, რომელმაც თავისი მხეცობითა და გაუგონარი დანაშაულით ათეული მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალა, რომელმაც მხეცური ვერაგობით ბევრად გადააჭარბა ისტორიაში დღემდე ცნობილ ყველა დიდ დამპყრობლის ყველაზე უფრო სისხლიან, ყველაზე უფრო შემაძრწუნებელ საზიზღარ სახეებს. (აბზ 6)... მაგრამ მტარვალი დაეცა. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ (აბზ 7).

...„დიდ მსხვერპლს, რაც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გავიღეთ, აურაცხელ გაჭირვებას და ტანჯვას, რაც ჩვენმა ხალხმა ომის მსვლელობაში გადაიტანა, დაძაბულ შრომას ზურგში და ფრონტზე, რაც სამშობლოს საკურთხეველზე მოვიტანეთ, ამაოდ არ ჩაუვლია და მტერზე სრული გამარჯვებით დაგვირგვინდა. ჩვენი სამართლიანი სამამულო ომი გერმანიის იმპერიალიზმზე საბჭოთა ხალხის გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან ევროპაში იფრიალებს ხალხთა თავისუფლებისა და ხალხთა შორის მშვიდობიანობის დიდი დროშა... ევროპაში ომის პერიოდი დამთავრდა. დაიწყო მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. (აბზ 21)

გამარჯვებული ბელადის თავდაჯერებულ მიმართვას მთელი მოსახლეობა უერთდებოდა. სწორედაც რომ სიმართლის გამარჯვებით ამაყობდა ხალხი, სწორედაც რომ ნიშნისგებით იმეორებდა რუსთველის სიტყვებს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელიაო“. ეს მოარული ფრაზა ხომ ომის დროსაც ბევრს ამოებეჭდა გულის ფიცარზე.

ომის დამთავრება ქართველისთვის პირველ რიგში იმ შინაგანი ფასეულობების კიდევ ერთხელ გადარჩენას და განმტკიცებას ნიშნავდა, რომელნიც საბრძოლო ტრადიციებზე იყვნენ ჩამოყალიბებულნი და რომელნიც საუკუნეების მანძილზე ერის უმთავრეს სულიერ ღირებულებებს წარმოადგენდნენ.

უფრო რომ დავაზუსტოთ, „კაი ყმის“ მიერ სიმართლისთვის მოქნეულმა ხმალმა გამარჯვების შედეგი გამოიღო და ქართული სულიც ეროვნული ფესვებიდან აღმოცენებული სიამაყით ზეიმობდა.

ომისშემდგომ საქართველოშიც და გერმანიაშიც ხალხი პოეტის სიტყვას განსაკუთრებით მიენდო. კულტურას მიშიებული გერმანელი ერისთვის განსაკუთრებული შვება იყო მწერლობაში თავის შეფარება. ბევრმა რიგითმა მოქალაქემაც აიღო იმ პერიოდისთვის ხელში კალამი და გულწრფელ ლექსებში სცადა თავისი ტკივილის და სირცხვილის გამოხატვა. უბრალო ხალხისგან შექმნილმა ნაწერებმა ე.წ. „ნანგრევების ლიტერატურა” წარმოშვა. „ნანგრევების ლიტერატურას“ წინამდებარე სახელი იმიტომ უწოდეს, რომ მასში ომის შემდგომი რეალური ყოფა - ნანგრევები, უბედურება, შიმშილი შიშვლად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე იყო აღწერილი. მათში წარსულის ნანგრევების ნამწვავთა სუნიც იგრძნობოდა.

ადამიანები, რომელნიც „ნანგრევების ლიტერატურას“ ქმნიდნენ, თავად ცხოვრობდნენ ნანგრევებში. ისინი ომიდან იყვნენ მოსულნი. აუწერ ტკივილგამოვლილნი, რომელნიც ყველაფერს ხედავდნენ. - „ჩვენ ვბრუნდებოდით სახლში ომიდან. ვპოულობდით ნანგრევებს და ვწერდით მასზე. თუმცა კი ჩვენ ომისთვის და ნანგრევებისთვის, იმისთვის, რაც მოხდა, არავინ გვთხოვდა პასუხს. მხოლოდ მიტომ იყვნენ ჩვენზე განაწყენებულნი,რომ ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახეთ და ახლაც ვხედავდით. წერდა ჰაინრიხ ბიოლი.1[5] [5]

ომი ყველასთვის ერთდროულად არ დამთავრებულა ისინი, რომელთაც ახლობელი დაკარგეს, ანდა დანგრეული შენობები დაუტოვა ომმა, 45 წელს ვერ დაამთავრებდნენ ომზე წუხილს; ასე რომ, თითოეული პიროვნება 1945 წლის 8 მაისს საკუთრივ აღიქვამდა და საკუთარი ტკივილით დაატარებდა. ყველას საკუთარი შინაგანი და გარეგანი 8 მაისი ჰქონდა. უამრავი ლექსი დარჩა გერმანულ ლიტერატურაში, რომელიც თითოეული პიროვნების მიერ 8 მაისით გამოწვეულ ტკივილს გვიჩვენებს. იმ ე.წ. „ნანგრევების ლიტერატურაში“ წინწამოწეული განცდა იყო შეძრწუნება და სინანული:

„როდესაც ადამიანი
თავისი დაბომბილი სახლის
ნანგრევების წინ იდგა
თავს სინანულით აქნევდა
და ამბობდა
აღარასოდეს.
ყოველ შემთხვევისთვის,
ახლო მომავალში არა.

ვკითხულობთ გუნთერ კურენტის ერთ-ერთ პატარა ლექსში („მათ შესახებ, ვინც იქიდან დაბრუნდა“) 1[6][6].

ამ ლექსში პოეტი ძალიან მოკლედ, მარტივად და ცხოვრებისეულად აგვიწერს ომიდან დაბრუნებული ადამიანის განცდას - სინანულით და დანაშაულის შეგრძნებით სავსეს. ეს ლექსი მიძღვნილია ყველასადმი, რომელთაც საკუთარი ხელებით დაანგრიეს თავიანთი მომავალი და მერე, დამარცხების შემდეგ, შიშით სავსენი და დაბნეულნი კითხულობენ „რისთვის გაიღო გერმანიამ ამდენი სისხლიო!“

ეს სიტვები იოჰანეს ბეხერის ლექსიდანაა, რომელსაც „დროისცემა” ჰქვია და რომელშიც გვიანმიხვედრილ შეცდომაზე ბობოქრობს პოეტი.

„კიდევ ერთი საათი და მერე,
შუაღამისასღა გაიღვიძებს
გერმანელი ერი“ -

ირონიით აღნიშნავს იგი და აფრთხილებს ხალხს, რომ გერმანელი ერი მარტო კი არ გამოფხიზლდება, ყველაფერზე აგებს პასუხს:

„არავითარი დანაშაული

არ იქნება დავიწყებული,

ყველაფერი აიწონება

და გაიზომება“.

ეს ლექსი დაწერილია გაორების და დაბნეულობის დროს, როცა ყოველი მხრიდან ისმოდა კითხვები: რისთვის და რატომ?

იმ დროს, სინანულით სავსე აღსარებებიც ხშირად ისმოდა.

ისეთი, ჰანს ეგონ ჰოლთუზენის ლექსში „ტაბულა რაზა“. 1[7][7] რომ ვკითხულობთ:

„ჩვენ აღარა ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ბრბოდქცეულნი,
ჩვენ ვართ მთის ზვავი,
ვულკანი, ღამე...”

ამ სიტყვებით აღწერს ომისშემდგომი გერმანიის სახეს პოეტი და ტკივილით აგრძელებს:

„ეს რა დემონია, რომელიც
ასე შეუბრალებლად გტაცებს ხელს
და აქეთ-იქით გვატრიალებს.
ჩვენ ვაგროვებთ მკვდრებს,
რჩევის გარეშე,
ჩვენ ვღარიბდებით
წლიდან წლამდე.
ჩვენ დავანგრიეთ ყველა ხიდი,
ვანგრევდით თვალის დახამხამებაში.
იმას, რაც სიმშვიდეს გვანიჭებდა.
ჩვენ ვიფიცებდით მომავალს,
რომელიც ახლა
ეჭვით სავსე გვიახლოვდება

ასე რჩებოდა გერნმანულ პოეზიაში ადამიანთა შერეული რწმენა, დამსხვრეული იმედები და გვიან მიხვედრილი დანაშაულის დიდი სინანული.

სრულიად სხვა ელფერი დაჰკრავდა საქართველოში ომის შემდეგ შექმნილ პოეტურ ნიმუშებს. ქართველის სულში არსებული საზეიმო განწყობა პოეზიაშიც საზეიმოდ აისახა. ქართველი პოეტები 1945 წლის გაზაფხულს უჩვეულო, ჯერ არყოფილ გაზაფხულად აღიქვამდნენ. ზეიმობდა სიამაყით ანთებული ქართული სული:

„გაზაფხულის საოცნებო, ცა-ფირუზო მაისო,

დამანათე, დამაფრქვიე შუქი ვარდის ფერების,

დამაყარე ყვავილთ თოვლი, რომ ყელამდე ავივსო,

გამარჯვების უნდა ვთქვა სიმღერები!“ -

წერდა ალეკო შენგელია ლექსში „გამარჯვებული მაისი“.1[8] [8]

სამაისო, საზეიმო განწყობა იყო გამოხატული გრიგოლ აბაშიძის ლექსში „მაისი და გამარჯვება“1[9] [9]

ლექსში პოეტი აღგვიწერს მაისის ბრწყინვალებას. პოეტური სახეებით გვიხატავს, როგორ აბამენ ხეები ფერხულს, როგორ მწვანდებიან მინდვრები და როგორ იღერებენ „ბუმბულასხმული ბახალები ყელს წამოსაფრენად“. თანდათან გაქრა ზამთარი, გაიმარჯვა გაზაფხულის მზემ და მზესთან ერთად სიკეთემ და სიმართლემაც გაიმარჯვა.

„როგორ თანდათან გაქრა ზამთარი,
ასე იმარჯვებს მზე გაზაფხულის,
ჩვენ ვვნახეთ ომი უზარმაზარი
და განსაცდელი ჯერ არნახული.
ომი - ნაღმებით ზღვა გაბზარული
ცასე ღრუბლები ხანძრებით ბოლად,
ჭიდილი ზამთრის და გაზაფხულის
ომი - ბოროტთან კეთილის ბრძოლა.

მაისის თვე პოეტის აზრით უფრო ბრწყინვალე გახდა, ჩვენ ახალ მაისებს ვეგებებით, ჩვენი მაისი სჭექს და რისხვით ჰქუხს დამარცხებული ბერლინის კართან, ჩვენი მაისი, ახალი მაისი, „ახალი ერას“ დამწყები, მართლაც რომ ქების ღირსია.

„ეს ხმა მარადის ქებად დარჩება,
ჰიმნად დარჩება მზის, გაზაფხულის
და იგუგუნებს ეს გამარჯვება,
მარად დიდი და მარად ზღაპრული“

საქართველოს სახალხო პოეტმა - გალაკტიონ ტაბიძემ თავისი აღტაცება სტრიქონებად შეუერთა საყოველთაო სიხარულს. გალაკტიონისთვის ომის გამარჯვებით დასრულება „მრავალჟამიერის“ და „მუმლი მუხას“ გადარჩენა იყო. ეროვნული ცნობიერების და ეროვნულ სიმდიდრეთა გადარჩენა.

„მრავალჟამიერ, გუგუნებდეს ხმა
მუმლი მუხასა და ლილეოსი,
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, -
ეს სიმღერაა საქართველოსი! 1[10][10]

წერდა პოეტი 1945 წლის 9 მაისს.

ომმა საქართველოში (ისევე, როგორც გერმანიაში) ბევრ მოქალაქეს ააღებინა ხელში კალამი. იმდროინდელ პრესაში ერთდროუალდ ბეჭდავდა ცნობილი თუ დამწყები პოეტი. ყველა ლექსი როდი იყო ლიტერატურულად დახვეწილი და ნიჭიერი. მაგრამ ყველა ლექსს ჰქონდა პათოსი და ჭარბი მგრძნობელობა.

ომის შემდგომ პრესაში გამოქვეყნებულ ბევრ ლექსში წინწამოწეული თემატიკა იყო მადლიერება და დაფასება მათი, ვინც ძალ-ღონე არ დაიშურა მშვიდობისთვის ბრძოლაში:

„ვინც დალეწა მტრების ბუდე
იხსნა ჩვენი ბაღნარები,
გადათელა მათი ზღუდე,
დევგმირული გაქანებით!
ვინც მოხადა ზეცას თასი,
რომ დაეხსნა ცა და მდელო,
გაახარა ჩვენი ხალხი,
შევსვათ მისი სადღეგრძელო!“ - წერდა სიო ხიდისთაველი ლექსში „სიმღერა“1[11] [11]

ამ ლექსში პოეტი ადიდებდა ყველას, ვინც ზეიმით შეახვედრა მოქალაქენი ამ გაზაფხულს. ვინც ეს გამარჯვების დღესასწაული მოუპოვა მოსახელობას. თან მადლიერება დიდი ბელადისადმი, რომელმაც თაობები გმირობით აღზარდა:

„ჩვენი ვაშა, ვინც დაჰხარის
აყვავებულ ველს და მდელოს,
ჩვენი ვაშა დიად სტალინს,
შევსვათ მისი სადღეგრძელო!“

მთავარი, დიდი სამადლობელი სტალინს ეკუთვნის, რომელსაც ადამიანიც და ბუნებაც მოწიწებით შეჰყურებს:

„მაგრამ ბელადს, ხალხის მარად გაზაფხულს,
ჩვენც მადლობით შევყურებთ და ბუნებაც,
ვისით ხეხილს, ველს და ჯეჯილს დანამულს,
მზე ჰკოცნის და ნისლი არ ებურება,
ვისი სიბრძნით დაეფლითა მტერს გული,
ჩვენ ძალ-ღონე, ვაჟკაცურად გვეზრდება,

გმირს დაცემულს, კვლავ სიცოცხლე ეძლევა,
და სიკვდილი რჩება დამარცხებული“

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებს გერმანელებისგან განსხვავებით მაღალი იდეალებისადმი რწმენა არ დამსხვრევიათ. დიდი ბელადის სახელით ანთებული საბრძოლო შემართება გამარჯვებულის სიხარულით დაგვირგვინდა და რწმენა ბელადისადმი უფრო გაიზარდა. ამიტომ ეძღვნებოდა ამდენი ნდობით და სიყვარულით სავსე სტრიქონები სტალინს.

პოეტი ალექსანდრე ქუთათელი „ბელადისადმი“1[12] [12] მიძღვნილ ლექსში ამგვარად გამოხატავდა პატივისცემას ქვეყნის მმართველისადმი:

„შენა ხარ ყველა გმირთა შორის გმირი წინარე.
შენზე ფიქრის ჟამს ეუფლება კაცს დამშვიდება,
რადგან გალიე ბრძოლით მიწა, ზღვა და მდინარე
და მოგიტანეს არწივებმა სრული დიდება“

სტალინისადმი ამხელა ნდობა მხოლოდ ომში გამარჯვებას არ მოუტანია. სტალინი ხალხთა მასების ქომაგი იყო. უბრალო ადამიანთა გულისთქმის გამომხატველი ამასვე ამბობს წინამდებარე სტრიქონებში ავტორი:

„შენი მოძღვრების სანეტარო ჟღერენ ჰანგები,
ხალხის სიმართლის და გულისხმის გამომხატველი,
არვინ ყოფილა ხალხთა ტანჯვის შენებრ გამგები
და ამ დიდების მწვერვალზედაც მიტომ ახველი.“

ომის შემდგომ ქართულ განწყობას სტალინის ნდობასთან ერთად თან სდევდა თავდაჯერება და ნიშნის გება მტრისადმი.

ანდრო თევზაძის ბედნიერი განცდებით სავსე ლექსში „გამარჯვება გვწამდა მუდამ“1[13] [13] აღნიშნულია რომ მთელი ოთხწლიანი ბრძოლის მანძილზე ყველა საბჭოთა ადამიანს გამარჯვება სწამდა. გამარჯვების რწმენა აძლევდა ხალხს ძალას, ამდენი სისხლი და უბედურება გადაეტანა და ეს ბედნიერი გამარჯვების დილაც არ ყოფილა შემთხვევითი არ ბელადის მოლოცვა ყოფილა შემთხვევითი და დაუმსახურებელი.

„წმინდა სისხლი ავაქუხეთ და შევლეწეთ მტრის კარები,
გამარჯვება ვგწამდა მუდამ, შიშს არასდროს ვიკარებდით.
და იმ დილით დიდმა ბრძენმა, მზე ბურანში იწვა როცა
კრემლის ნათელ დარბაზიდან გამარჯვება მოგვილოცა.
- მოგილოცავთ! მოგილოცავთ! მორჩა ჩვენი გულის ურვა!
წამით შედგა ყველაფერი, თითქოს შეწყდა მიწის ბრუნვა.
ხმა ქუხილად ცას მოედო, მთებიც შესძრა თმაჭაღარა,
ხალხის გულში სიხარული ჩანჩქერივით ჩაიღვარა“.

ამ ბედნიერებისთვის პოეტი სტალინს ემადლიერება. სტალინს ასხამს ხოტბას, სტალინის სახელს ადიდებს.

„დღეგრძელობა!
ვინაც გულში სჭედდა რწმენის ბასრ იარაღს,
ვინც დაგვიხსნა მტრის ხელიდან, ვინც ისევ მზეს გვაზიარა,
ვინც გვიკაფავს ცხოვრების გზას,
ვინც გვაშორებს ქარს და ავდარს,
დღეგრძელობა! დღეგრძელობა!
ჩვენს ბელადს და მთავარსარდალს!

როგორც ზმოთ აღვნიშნეთ, ომის შემდგომ პოეზიას თავდაჯერებასთან ერთად ნიშნისგება ახლდა დამარცხებული მტრისადმი. სანდრო ეული ლექსში „ბერლინზე ჩვენი გამარჯვების დროშა ფრიალებს“1[14] [14] გერმანელებს „კაცობრიობის ჯალათებს“ და „მსუნაგ ცოფიან მხეცებს“ უწოდებს, რომელნიც სამართლიანად დაისაჯნენ.

„დაეცა მხეცი, ცოფიანი,
მხეცი დაეცა, -
ვინც რომ გაჰხვია ცეცხლის ალში
მიწა და ზეცა,
ვისი ბუნაგიც ამოვქოლეთ,
იგი ბუნაგი,
სადაც თვრებოდა ჩვენი სისხლით
მხეცი მსუნაგი.”

და აი, ახლა, ამაყად ფრიალებს გამარჯვების საბჭოური დროშა ბერლინის თავზე და ყველა ულმობელია დამარცხებული კაცობრიობის ჯალათის მიმართ, რომელმაც სისხლში გაახვია მთელი სამყარო.

როგორც ვხედავთ, ომის შემდგომ ქართულ-გერმანულ სინამდვილეში აფსოლუტურად განსხვავებული განწყობა სუფევდა. ქართველის გული გამარჯვებას ზეიმობდა და ნიშნს უგებდა დამარცხებულ ფაშისტებს.დამარცხებული გერმანელი კი ცოდვით დამძიმებული, სირცხვილით სავსე იდგა სამყაროს წინაშე. განსხვავებული ბედის მიუხედავად მაინც ჰქონდა ორივე ერს რაღაც საერთო: ომით გამოწვეული ტკივილი და მშვიდობის დიდი სურვილი.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. Schroeder,Jurgen u.a.(Hrsg) „Die Stunde Null in der deutschen Literatur“, Stuttgart 1995(Philipp Reclam Jun), S.105. 2. Ebenda, S.106. 3. Rundfunkrede in der BBC. 10.05. 1945. in: Mann, Thomas: „An die gesittete Welt. Politische Schriften und Reden im Exil“, Frankfurt/M. 1946, (Fischer),S.615-618. 4. გაზეთი „კომუნისტი“, 1945 წლის 11 მაისი, პარასკევი, ,93. გვ.1. 5. „Bekenntnis zur Truemmerliteratur“ in: Boell, Heinrich(Hrsg Bernd Balzer) „Essaystische Schriften und Baende,“1, Koeln, „Kiperheuer&witsch“ Verlag, 1952, S.31. 6. Tuecke des Feindes“, in: Kunert, Guenter, „Warnung von Spiegeln. Gedichte“, Muenchen, 1970, S.72. 7. Schroeder, J.u.a.(hrsg) „Die Stunde Null in der deutschen Literatur“, Stuttgart 1995, (Philipp Reclam Jun), S. 185. 8. ლიტერატურა და ხელოვნება, ,15, 1 მაისი, 1945 წ., გვ. 3. 9. კომუნისტი, 1 მაისი, 1945 წ., , 86, გვ. 3. 10. გ. ტაბიძე, V, ლექსები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართცელო“, 1967 წ., გვ. 245. 11. კომუნისტი. 20 მაისი, 1945 წ., 99. გვ. 3. 12. ლიტერატურა და ხელოვნება, , 24, 25 ივლისი, 1945 წ., გვ. 3. 13. ლიტერატურა და ხელოვნება, , 42, 14 დეკემბერი, 1945 წ., გვ. 2. 14. ლიტერატურა და ხელოვნება, , 15, 1 მაისი, 1945 წ., გვ. 1


Irma Shiolashvili

The echo of the native war in German and Georgoan poetry

Each man cursed the passed war and fascism, and this all was described in many publications. During the war there was no „free spirit“ in Germany. Only after the war free opinions could be expressed. Because of that German post-war-literature was so important and trustworthy for the confused people.

In Soviet Georgia they celebrated victory. There people were proud of their country, of their past and history. This pride and this joy were expressed in Georgian post-war-literature.

In spite of the different results and the different destiny there was something common for both people: the pain about the fallen persons and the wish and the striving after peace.

ბმული -- http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1.25&d=HASH9c2e0e93f425d262f855b7.42

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Tue Mar 29, 2016 7:36 pm

ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი

ზღვა

აი ჩემი სიყვარული,
სამშობლოდ დაბადებული სიყვარული
წინაპრის ძვლებით შემოღობილი სიყვარული,
წინაპრის ლეგენდებით ნაკვები სიყვარული,
მუხის ფოთლებით ავსებული სიყვარული
მუხის ფოთლებივით მოშრიალე სიყვარული,
ორ დიდ მუჭაში ჩავტიე და ტალღებს მივანდე.
აი გულიდან გამოვდევნე ყველა მდინარე,
აი ბაგიდან გამოვდევნე ყველა მდინარე,
აი ხსოვნიდან გამოვდევნე ყველა მდინარე
და ზღვისაკენ ვუკარი პირი!
ზღვა იქცა ჩემი მოთმინების უხმო მსაჯულად
და დიდ მეგობრად, მენდობა და გულამდე მიშვებს
მეც ასე სადა, ცარიელი და გარუჯული
ვკოცნი მის კაბას და ტუჩებზე მეკრობა ქვიშა
და ვწვები მისი გულის ფსკერზე და ვეძებ ჩემი
სამშობლოს ღობეს და ვიბრუნებ წართმეულ სასჯელს
ნიჟარის სუნთქვად, ხავსის სუნთქვად, და ასე თხემით
ტერფამდე მტკივა ჩემი ქვეყნის დამწვარი მაჯა.
აი ჩემი სიყვარული.
აი ჩემი მოთმინება.
ზღვას ქვიშად ჰქონდეს.

29.03.2016

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ირმა შიოლაშვილი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ირმა შიოლაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: