| | ომარ ხაიამი | |
| Author | Message |
---|
Guest Guest
 | Subject: ომარ ხაიამი Wed Jul 08, 2009 10:54 pm | |
| ანა კალანდაძე
ამ სურით სვამენ
"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს, ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს..." ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო, ომარ ხაიამ! გული თელილი ბედის ფლოქვებით მოკვდა, დადუმდა დიდი ხანია.. სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით, ომარ ხაიამ! სურები შექმნეს შენი ტალახით, ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს... შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს. გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები, ხეებს შეარხევს ქარი ავყია... ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან.. ლოყაწითელი ვარდის ყვავილი ფხიზლობს?! ჩურჩულებს, როგორც მისანი.. ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი, ბალღებრ ტიროდა, თურმე, ნიზამი... ეს სურა შექმნეს შენი ტალახით, - ქართულ მარანში დანახანია ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით... და, რა ხანია, ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები, ომარ ხაიამ!..
Last edited by ბობო on Wed Jul 08, 2009 11:04 pm; edited 1 time in total |
|  | | Guest Guest
 | |  | | Guest Guest
 | |  | | Guest Guest
 | Subject: Re: ომარ ხაიამი Wed Jul 08, 2009 11:57 pm | |
| http://ka.wikipedia.org/wiki/ომარ_ხაიამი - ომარ ხაიამი, სრული სახელი - ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბურელი (*1048 – † 1122) - ირანელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი. *** ქვეყანა ნახე და რაც ნახე - არაფერია, რაც თქვი, რაც გულში ჩაიმარხე - არაფერია, გინდ დამწყვდეულმა ივაგლახე - არაფერია, თუ გინდ ქვეყანა გადალახე - არაფერია.თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა.  |
|  | | Guest Guest
 | |  | | Guest Guest
 | |  | | Guest Guest
 | |  | | Guest Guest
 | |  | | სოსო მეშველიანი Into Armury

 Number of posts : 100 Age : 43 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: ომარ ხაიამი Sun Jul 19, 2009 6:10 pm | |
| რა საოცარი ნახატებია......... |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ომარ ხაიამი Sun Jul 19, 2009 7:51 pm | |
| - სოსო მეშველიანი wrote:
- რა საოცარი ნახატებია.........
ეს ნახატები ასე თუ ისე გამოხატავს ომარ ხაიამის პოეზიას და - რაკი ომარ ხაიამის პოეზია არ არის მხოლოდ ”ღვინო, დუდუკი, ქალები”, იმიტომ გამოსდით ეგეთი ნახატები... სუფიები - არის ეგეთი ორდენი მუსულმანურ სამყაროში, რომლის წევრებიც დერვიშებად დახეტიალობენ ინდოეთიდან გიბრლატარის სრუტემდე და თავიანთსას ქადაგებენ... ომარ ხაიამი კიდევ - თავისას ფიქრობს... თავისას რომ ფიქრობს და სუფიებისგან განზე გამდგარა - ამიტომაც არის დიდი პოეტი... ომარ ხაიამი მე ერთადერთ პოეტს მაგონებს ევროპიდან - ფრანსუა ვიიონს. და თუ რატომ მაგონებს, დავწერ მერე ამაზე...  და მე მგონია, რომ ეს ძალიან კარგი თარგმანებია ქართულად...  |
|  | | irma shiolashvili Front of Armury


 Number of posts : 53 Age : 44 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
 | Subject: Re: ომარ ხაიამი Thu Dec 24, 2009 3:02 am | |
| mixo, aq iqneb giorgi lobJaniZis TargmanebiC mogeZia da dagedo. kargada aqvs xaiami naTargmni. |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 4528 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ომარ ხაიამი Wed Jun 13, 2012 3:36 pm | |
|
ომარ ხაიამი
*** უქონლობისა არა მჭირს საფიქრალ-სავაგლახო რამ, ან განა მიტომ არ ვთვრები, ვინმეს არ შევუძრახო რამ. ღვინოა გულის სალბუნი, მოსალხენ-საინახო რამ. მე, ჩემო, შენგნით დავბრმავდი, შენ იქნებ დაინახო რამ.
(სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ).
|
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 4528 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ომარ ხაიამი Tue Aug 25, 2015 8:41 pm | |
| ომარ ხაიამი
***
მარადისობას ვერ შევიცნობთ მძიმე წიგნებით, ვერ გავიხარებთ ამოუხსნელ გზათა მიგნებით, ჩვენ მარტოოდენ ფარდის მიღმა ვმსჯელობთ და ვდაობთ და ოდეს ფარდა აიხსნება, აღარ ვიქნებით.
სპარსულიდან თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა 118-ე რობაი
|
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ომარ ხაიამი  | |
| |
|  | | | ომარ ხაიამი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) |  |
Statistics | We have 502 registered users The newest registered user is iamnoone1111
Our users have posted a total of 12463 messages in 851 subjects
|
|