არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 პროზაიკოსი - პროზაიკოსს

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: პროზაიკოსი - პროზაიკოსს   Sun Jul 05, 2009 11:13 am

Arrow

ისე, სწორია რენუარის წინადადება: მწერლები უფრო საინტერესოდ წერენ მწერლებზე, ვიდრე სხვები...
იციან, როგორ უინდა წერონ და იმიტომ...

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს   Sun Jul 05, 2009 12:00 pm

ზაალ სამადაშვილი

ჩემი მწერალი

ნუგზარ შატაიძე ჩემი მწერალია...
"ჩემ მწერლებს" ვუწოდებ მათ, ვის წიგნებსაც, რამდენჯერმე წაკითხულებს, ხშირად ვუბრუნდები, წელიწადში სულ ცოტა, ორ-სამჯერ მაინც. მომენატრება ხოლმე სამყარო, რომელოშიც არაერთხელ მიგრძვნია თავი კარგად, ვიღებ თაროდან კრებულს და ვიწყებ კითხვას. როგორც წესი, ვკითხულობ ხოლმე ძალიან გულდასმით და ძალიან ნელა - მაქსიმალურად ვიხანგრძლივებ სიამოვნებას.
ლიტერატურამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ხშირად ვიმეორებ ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ორმოცს რომ გადავაბიჯე, მერე - კარგმა წიგნებმა გადამარჩინეს, კარგ მწერლებთან, ძველებთან და ახლებთან, ქართველებთან და უცხოელებთან ვალში ვარ-მეთქი...
ნუგზარ შატაიძე ერთ-ერთი მათგანია...
ნუგზარ შატაიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძვრების, ხელოვნებაში მომხდარი ბუნებრივი და არაბუნებრივი ცვლილებების მიუხედავად, მხნედ და ჯიუტად მიუყვება გზას, ბილიკს თუ აღმართს, რომელზე სიარულიც, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე ძნელია. ეს გახლავთ გზა, რომელსაც მიუყვებოდნენ და დღემდე მიუყვებიან მწერლები, რომლებიც კი არ აფიქსირებენ ცხოვრებას ფოტოგრაფებივით, კი არ აკვირდებიან მას, როგორც ექსპერიმენტისთვის გამეტებულ საბრალო ცხოველს, უკვე დაწერილის ინტერპრეტაციებს კი არ სთავაზობენ მკითხველს, არამედ თანაუგრძნობენ ადამიანს, უყვართ ადამიანი და იმ დიდი ამერიკელისა არ იყოს, მწერლობას მშვენივრად რომ უთავსებდა ფერმერობას - სჯერათ, რომ ის არათუ გაუძლებს და გადარჩება, არამედ გაიმარჯვებს კიდეც!
"მეოცე საუკუნის ქართული მოთხრობა". როგორი სახელია?.. რაც გნებავთ, ის წარმოიდგინეთ ამ სახელის მიღმა - გნებავთ ფანტასტიური წიგნი, გნებავთ ტირეთი დაბოლოებული სტრიქონი სქელ, ლორდთა პალატის წევრივით სოლიდურ ენციკლოპედიაში... ამ სახელის ერთ-ერთი შემქმნელია ნუგზარ შატაიძე - "ჩემი მწერალი".


Idea
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს   Sun Jul 05, 2009 8:32 pm

რევაზ ინანიშვილის ”სამაგიდო რვეულიდან”
------------------------------------------------

*
ნუთუ მართლა არაფერს კითხულობენ ერთმანეთისას ჩვენს საძმოში?და თუ კითხულობენ,ნუთუ არაფერი აღაფრთოვანებთ?
აი,”ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა ჯემალ თოფურიძის უმშვენიერესი მოთხრობა ”მათთვის,ვინც მამებმა მიატოვეს”,ეს მოთხრობა გაუძლებს უმაღლესი დონის ევროპულ ანთოლოგიებს.ვეკითხები ხან ერთს,ხან მეორეს,_წაიკითხეთ?წაიკითხეთ?ერთნი:გამომრჩა.მეორენი,_წასაკითხი იყო?მესამენი,_არა უშავს,არა?!_ესაა და ეს.
ვაი,საბრალო,საცოდავო ჯემალ!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს   Mon Jul 06, 2009 9:19 am

რევაზ ინანიშვილი - "ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან"

***
"პასუხის მაგივრად ხელი წამავლო, თერთმეტ გრადუსიან სიცივეში კარში გამიყვანა და გამახედა: იქ მხოლოდ თოვლის არზნით (ხვავით - რ.ი.) ჩამოლესილი და ჯანღჩახვეული მთები მოჩანდნენ ცაზედ მიკრულები, თითქოს გოლიათები თავისავით საკვირველ დედას მკერდზედ საწოვნელად მიჰხვევიანო" - ეს ვაჟაა. აი, ასე შეეძლო დანახვა და ხატვა მას!


Last edited by ბობო on Sun Dec 06, 2009 1:15 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს   Mon Jul 06, 2009 12:33 pm

რევაზ ინანიშვილის
”სამაგიდო რვეულიდან.” sunny king flower


რამდენი ლიტერატურული გმირი წამძღოლია წინ!რამდენს გავყოლილვარ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაზე სულგაკანკული კი მაშინ ვიყავი,ვაჟას თვალებით რომ შევდიოდი ვენახებსა და ჭალებში!როგორ დავყურებდი ხოლმე იებს!”იას უთხარით ტურფასა,მოვა და შეგჭამს ჭიაო”...მთის წყარო?ხმელი წიფელი?მთანი მაღალნი?არა,ჩემთვის ცნობილ მწერლობაში ვერავინ შეედრება ვაჟას_დედამიწაზე სიცოცხლის არსის ყველაზე მტკივნეულად შემგრძნობს.შეიძლება ვაჟა(ქვეშეცნეულად)ჯერ კიდევ ასი წლის წინათვე გრძნობდა,რომ რაღაც გლობალური საფრთხე მოელოდა ამ სიცოცხლეს!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს   

Back to top Go down
 
პროზაიკოსი - პროზაიკოსს
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მწერლები - მწერლებზე-
Jump to: