არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 53
Age : 43
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   Wed Feb 03, 2010 5:23 pm

ეს ლექსი ჩემს თანათაობელ ნიჭიერ პოეტს ეძღვნება, რომელიც ჩემსავით შერჩა ევროპას...

ბაჩუკი ჩაბრაძეს
„ალბათ სული უფრო მალე მოაღწევს შენამდე,
ვიდრე ჩემი ბარათი“
მეგობრის წერილიდან
ბარათი იყო ისეთი თბილი,
ისეთი სავსე და ცრემლნარევი,
შემომრჩა სულზე ცისფერი თრთვილი
Dდა აღსარებით სავსე თვალები
ვიხილე ცხადად... ახლა ვრწმუნდები,
სულმა ნამდვილად მოასწრო ბარათს...
დამეწევიან თეთრი გუნდები,
დღეებს გამითბობს ფიქრების ფარა
და იმ მესამე გზის ძიებაში
დაფარავს სული ცისფერ გზაწვრილებს.
ჩვენ ხელმეორედ დავიბადებით
თუ მზის სხივებმა არ გაგვაწბილეს.
1990.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 82
Age : 29
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   Sun Mar 06, 2011 7:40 pm

გიორგი გიგაური-ფრიდონ ხალვაშს.

როცა ტკივილი ტკივილს აჯობებს,
დაეფინება თმა-წვერს ჭირხლივით,
მშიერ ძაღლივით როცა მაცოფებს
დაუნდობელი ბედის ჭიხვინი.

დარდის ქარტეხილს რა ვუყო ფრიდონ,
ან ვის შევჩივლო უძმოდ დარჩენა?
რწმენის პოეტო,იმედო დიდო,
დაგტირი,როგორც მოჭრილ მარჯვენას.

თავზე გევლება გუნდი არწივთა,
უგულოებზე ნუღარ ინაღვლებ,
მოგეფერება შენი მთაწმინდა,
შენი აჭარის მზე და სიმაღლე
.
2010
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 82
Age : 29
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   Sun Mar 06, 2011 7:45 pm

ნინო ჭინჭარაული-მაია ჭინჭარაულსSmile
შინში

შენ შინში გქვია,მეც...
ერთი ხელის
ორი თითი ვართ ასხმული მკლავზე,
ვინ იცის,იქნებ რამდენჯერ შენში
სული ილხენდეს,
მე ჯავრი მკლავდეს.
ვიცი,მიფარებ..
რკინა-რვალივით აისხლეტ ჩემსკენ მოქცეულ ხანჯალს.
მეტყვი-"რას გოდებ სუსტი ქალივით.
ან ძვირფას ცრემლებს რა ფუჭად ხარჯავ?!"
ან მიაფურთხებ ცხოვრების კანონს,
რომ გაჩენილა ტანჯვისთვის კაცი,
"დამდუღრულ" ლექსებს ავაკრავთ პანოს
და ორ ტკბილ სიტყვას კბილებში გავცრით.
მერე ვიცინებთ(ჰო) გიჟებივით,
ლუდს კაფიებად ამოვამღერებთ,
თავს მოვიტყუებთ,(გულებს კი ვეღარ)
რომ სატკივარი აღარ გვაღელვებს.
რომ აღარ გვტკივა წარსული, აწმყო
და მომავალი,მტვრად რომ გვიქციეს.
რომ ვეღარ ვამჩნევთ გარშემო ამდენ
სიცრუეს,სპექტაკლს,შირმას,ფიქციას
და გულისტკენას!
უზომოს,რამდენს,
(თმას არ ასხია ამდენი ღერი!)
რომ არ გვიტოვებს ცხოვრება სამღერს
და გიჟებივით ჩვენ მაინც ვმღერით.
რომ იღბლიანიც,უიღბლოც,კაცი
სულით ყოველთვის მარტოა,მარტო(!)
და
წლების შემდეგ,როდესაც დაცლილ
ცხოვრების გზაზე გადაშლილს,ფართოს
და უსახელოს ავყვებით აღმართს,
(თუ სახელიანს-ვიწროს და ქვიანს)
არ მოვიხედავთ ზურგსუკან და ღმერთს
უსიტყვოდ ვეტყვით მადლობას,რომ კვლავ
ორი თითი ვართ,
შინშები გვქვია..
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   

Back to top Go down
 
”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მწერლები - მწერლებზე-
Jump to: