არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხა ხელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
ვიღაცა



Female
Number of posts : 12
Age : 116
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Feb 23, 2010 9:29 pm

მიხა ხელაშვილი

ფიქრნო ოხერნო!

ოხერნი ფიქრნი, მაფიქრებთ,
გულს მიკლავთ დაღონებულსა,
ვინღა დამიხსნის, წყეულნო,
მე თქვენგან დამონებულსა.
სულ მუდამ უნდა მატიროთ,
აროდისა მყოფთ შვებულსა.
მუდამ ფეხს მადგამთ, ძირსა მწევთ,
არა მყოფთ განდიდებულსა.
დღეს ყველა ჩემზედ იცინის,
მე, ნამდვილ ასე მგონია,
თავმოსაწონი საქმეი
ახლა აღარა მგონია.
არვის ვყოფილვარ ბატონი,
არც არვინ დამიმონია,
მერმე მონობით დავლიენ
ჩემის სიცოცხლის დრონია,
შემდეგაც მონა ვიქნები
მე საწყალს ასე მგონია.
თუმც მითხრეს გზები გაგეხსნა
გექნა სავალი ფონია,
მეტს მონობას კი ვერ შევსძლებ
ვაჰმე, აღარ მაქვს ღონია.
მგონავ, ეს ჩემი სიცოცხლე
ასაწონ-დასაწონია,
ზოგ ახლად შესაკერავი
მოსაჭრელ-გასაზომია;
მაგრამ ვინ მოსჭრის, ვინ გაზომს,
და ვინ ჩამაცომს ტანზედა,
არავინ, თუ მე არ შევსძელ,
თვითონ არ მოველ ჯანზედა,
რაღა ვარ მტრისგან გაცრცვილი,
ნაცნობ მძლივთა მცნობ ხმაზედა;
ტყვეობის ნიშნად ყველა მცნობს
სამგლოვიარო თმაზედა,
მოკრეჭის ნება არ მომცეს
ას წელს იზარდა თავზედა.
ახლა თმას ვიკრეჭ, ტანს ვიბან
თავისუფლების წყალზედა.
ღონეს მოვიკრეფ ყოველმხრით
მოვალ იმ ძველსავ ძალზედა,
და მტერს მოვუქნევ ფრანგულ ხმალს
სამშობლო მოედანზედა.
Back to top Go down
View user profile http://www.armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Feb 28, 2010 9:57 am



***

არც წვერს მოვიპარსავ, არ გავიკრეჭ თმასა,
სანამდისინ არა ვნახავ მე ჩემს მიწა-წყალსა
თავისუფლად მოკაზმულსა, როგორც პატარძალსა,
ხელში ეროვნული დროშით ლაღად მომღიმარსა.
მაშინ ხელში თუ ავიღებ სავსე ფიალასა,
ვადღეგრძელებ ჩემს სამშობლოს კეთილ მომავალსა
და წარსულსაც მოვიგონებ, შოთას ენას მტკბარსა
და ვადიდებ დავითსა და თამარ დედოფალსა.


1918 წელი. ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Thu Mar 18, 2010 7:09 pm

ვუძღვნი მეგობრებს

ჯერ არ ჩამქრალა,გვინათებს
სხივი ნატეხი მთვარისა,
ხმაურობს,ნელად იღვიძებს
სიჩუმე ტყისა წყნარისა,
ნისლი მოცურავს ქედებზე,
გადმოტანილი ქარისა,
ტყე იძრვის,თრთიან ფოთოლნი
წვიმის მომლოდნი ჩქარისა,
იმედიცა აქვს-მიღება
სრულისა სანუკვარისა.
საამო არის საცქერლად
ჭალას გავარდნა ღვარისა,
ვით სარდლისათვის ვაშაზე
მისვლა ურიცხვის ჯარისა.

1923,წელი,ალავერდი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Mar 23, 2010 1:56 am

ლილე

მარტი. სუსხიანი ღამეა,
სვანი გოგო ჩუმად იმღერს "ლილე"-ს.
ღამეს ცამდე გადასწვდება არაყი
მეტი რაღა, რაღა გვინდა ბიჭებს,

რომ დილამდე მივიტანოთ სულები,
რომ დილამდე ვიხსენებდეთ ლექსებს...
სამი ტყვია დაასვესო ხელაშვილს
ზედ გულმკერდზე... ბოლშე-მენშევიკებს

"ბოლშე-მენშედ" მოვუკითხეთ დედები,
ვიფხანთ გულებს, ხელებს, ენებს... ფილტვებს
ისევ ავსებს სვანი გოგოს სიმღერა
"ლილე", "ლილე"...
სხვა ვერ აგვარიდებს -

ჩვენი კოშკის დანგრევას
ჩვენი კაცის ღალატს...

მარტი. სუსხიანი ღამეა,
სუნთქვა, სუნთქვა უჭირს ქალაქს.


იოჰან ხევსური
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Wed Mar 31, 2010 9:13 am

***
ოხერო წუთისოფელო,
ბალახადა ვარ,ღეროდა.
რაც რომ ვიხილე თვალითა,
მე ხო ეგ არა მჯეროდა.
ჩამოვიარე კუდოსა,
ჩემი დის დასაფეროდა.
წამომიყვანა რიგშია,
ძმა ვყვანდი სასახელოდა.
გიქებენთ გიჟათ ნინოსა,
მამეცით გასამჯელოდა.
ზოგისა მქონდა გულს ჯავრი,
ზოგისად გული მთელოდა.
წამოვედ უპატიჟოდა,
მე მანდ არავინ მელოდა-
სამოკეთეოდ არ ვარგვარ,
არც კიდევ ასამტეროდა.
ეს მიკვირს,სხვა არაფერი-
კლდენი ისხამდენ მდელოთა,
ქვეყანა რად იქცეოდა,
რომელიც ცასა ჰფეროდა?!

1919 წელი,ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sat Aug 28, 2010 6:44 pm


აზნაურთა სტუმრობა

არვის ეგონოს ხუმრობა სტუმრობა აზნაურისა,
თუ ვისმე დაეპქტიჟოს,ღვინო ხამს მზრდელი გულისა,
მაგრამ აწ წახდა ქვეყანა გადამავალი რჯულისა,
ვინ არის მქები სამშობლოს ან კიდევ თავის სულისა?
ღმერთო,ნუ გჯერავ,ნურც კაცო,ხალხის ჭკვადაფანტულისა.
იფიქრეთ,ვინ უნდა გახდეს მპოვნელი დაკარგულისა?

1919წ.,ხევსურეთის "დედაქალაქში"(ბარისახო).

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sat Jul 30, 2011 9:52 pm

მიხა ხელაშვილი

***
იმასაც მოკლედ უვლია,
გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია,
კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
მიხა ხელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: