არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხა ხელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 1:20 pm

პოეტი იყავი, ხელაშვილო, ფანქარმომარჯვებული, ტყის სიღრმეში ხეზე მიყრდნობილი ლექსებად კინძავდი შენს ნაფიქრალსა და განცდილს, ლურჯ იებსა და ეკლიან ასკილებს ეფერებოდი. გტანჯავდა ძლიერი ადამიანური გრძნობა სიცოცხლის სიყვარულისა, მონატრებისა, ისევ და ისევ სამშობლოს თავისუფლებისა.
წინასწარმეტყველური იერი, როგორც ყველა პოეტს, მუდამ თან გდევდა, აკი უთხარი კიდეც ერთ ლექსში დედას:
”სხვას კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო”.
სულ მალე, ”ახალი ცხოვრების” დასამკვიდრებლად მებრძოლი ხელისუფალნი წამებით ამოხდიან სულს შენს მოხუც დედას.

...

”საჯენ,უფალო,მავნებელნი ჩემნი,და ჰბრძოდე მებრძოლთა მათ ჩემთა,აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა”.
ფსალმუნი დავითისი

აღსდეგ,უფალო, ხელითა,დაუძლეველის მკლავითა,
და მტერნი ჩემნი შემუსრენ,ვითარცა ბრძანა დავითმა.
მისმინე ლოცვა-ვედრება ცოდვით მორტყმულსა ავითა,
შეუნანელსა,ულოცველს,შეუმოსველსა შავითა,
მცხოვრებელს ამ ქვეყანაზე საქმითა საძრახავითა,
უნანელი ვარ,გულგრილი,ცოდვანი მქონან რა-ვითა;
არ ვინან,ცრემლთა არა ვღვრი,მოვილხენ დასაკრავითა,
ვიცი,მიმელის სამყოფი ცეცხლითა მარად მწვავითა
და ზღვაი მარილიანი,მაში ვერ გავალ ნავითა,
მელის მარცხენა ნაწილი,სახემქონესა კრავისა.
1917 წელი,ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 1:31 pm

ამ მცირე პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, გიგი ხორნაულის შედგენილ და სანდრო შანიძის მცდელობით 2006 წელს გამოცემულ მიხა ხელაშვილის ლექსების ყველაზე სრულ კრებულს რომ გადაიკითხავ(ვინ იცის მერამდენედ!), წიგნების თაროდან რომ ულამაზესი, ლეგაჩოხიანი ვაჟკაცის სურათი დაგყურებს, კომპიუტერის ეკრანზე რომ ახადისწვერიდან დანახული უკანაფშავის ზღაპრული პეიზაჟი გხვევს წაწადას ადენილ ნისლებში და "დედას ვუყვარვართ შვილები..." გიცრემლებს თვალს, სულ ნახევარი ნაბიჯი გრჩება რეალობას აცდნილმა დაინახო
"ახადის მთით (როგორ) მოივაკებს,
პოეტი და დიაკონი..."

მოდი და, გაუძელი! მოდი და, ნუ იქნები ამაყი!

_________________
ფშავისკე მივლენ ღრუბლები
ჩემი ტკივილის გამგები…

სანათა

...

დ ე დ ა ნ ო

----------------------

გაცოცხლოსთ ქართვლისა ქალნო და ანუ ქართველთ დედანო,
შვილებისათვის მომთხრობნო წარსულთა სიტურფეთანო,
სამშობლოსათვის საშველად სუსტი ძალ-ღონით მჩქეფავნო,
შეგასწროსთ თავისუფლებას სულით და ხორცით ნეტარნო,
ამათ იცოცხლონ და თქვენაც-მათგან ნაშობნო მხედარნო!
ამინ!


1923 წელი
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 1:40 pm

შენ რო სამშობლო იცოდი, შენ რო იმისი ფიქრი სუ ნისლებად გეფიქრებოდა და გეწერინებოდა, აბა, ისე ვისა? - აექ სიკვდილი ირჩიე და აექა ტრიალებ ეხლაცა, რო - მამისსახლს მაინც მიმიხედოდეთაო...
ავაჰმე, მიხავ...
ვერ ვივარგეთა, თორო...
რა იმდენი დასჭირდებისა იმ შენი კალობნიანი პატარა სახლის აღდგენასა, რომ ვერა და ვერ მოგვიფიქრებია...
არადა, გეკუთვნის, მიხავ, შენი სულის სახლი გეკუთვნის და მარტო შენ კი არა, ჩვენც გვეკუთვნისა, ჩვენცა...
ის შენი ნაფიქრი ნისლები მაინც არ მიატოვებენ იმ შენ ჩამოშლილ სახლსა, დასტიალებენ სულა და...
ავაჰმე, მიხავ...
სიზმარად ნანახ ახადის ნისლებს რო გაიხსნებ კაცი, მარტო ამასღა თუ ამაიგმინებ:

ახადს უნისლოდ, დარდიანს,
დარჩენა არა სწადიან...

ავაჰმე, მიხავ...
ავაჰმე...
შენ მაინც შაიწყალოდე, პირქუშო - მჭედელო მაღალახადისაო, მკლავცეცხლო და ლაღის იახსრის დახსნილო დევთა ტყვეობიდამა, ლაღის იახსრისთვის დედო-ზარის ჩამამსხმელო, ხრმალ-ხანჯლების, ქვაბ-ჯამების და თას-ფიალების გამამჭედო ოქრო-ვერცხლისაგანა...
მიხა შაიწყალოდე, პირქუშო, მიხა ხელაშვილი...

...

ხელაშვილი ვარ,მიხაი,კომუნისტების მტერია,
საცა კომუნისტს შავხვდები,უნდა გამოვჭრა ყელია.
შავვარდი მაღაროსკართა,როგორც მშიერა მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი,სამოცივ კავალერია,
სამოცსავ თოფებ ავყარე,მაუკალ კამისერია,
შევჯექ და გამოვაქციე მისრიაშვილის ცხენია.
მხარიღლივ გადავიკიდე კამისრის მაუზერია,
მივყვები არაგვის პირსა,მხართა ვშლი როგორც ძერია.
1923 წელი
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 5:01 pm

Sad
Back to top Go down
View user profile
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 5:15 pm

აჰა, მარიამო,
Sad ერთიც
Sad Sad ორიც და
Sad Sad Sad ...
აბა, სატირლად როგორ არა გვაქვს საქმე?..
ალიევის მემორიალსაო, ყოველ ცისმარე დღეო, ყვავილებს უცვლიან და ლამის არის ვარდის წყლით წმენდენო, ესენიო...
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 5:22 pm

bao wrote:
Sad



სიჩუმე ბაოსებური
(ისმის ტკივილის გალობა).

მაგ ცრემლის დანაწვეთარზე
თეთრი ყვავილი ამოვა.

king Sad queen sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Wed Jul 29, 2009 12:28 pm



ბ უ ნ ე ბ ა
---------------


ბუნება ხარობს,კეკლუცობს,თავისის წესით მტკბარია,
მაგრამ ზაფხული აღარ სჩანს,მოხეთქოს ნიაღვარია.
ჩემთვის აღარსად ზაფხული,ვაი,აღარსად არია,
მე ვეღარ გამახარებენ ვერც დარი,ვერც ავდარია!
ჩემი გული და გონება სუ მუდამ მწარე არია,
ჩემთვის არ დაირეკება სასიხარულო ზარია.
ხანდხან თავს სიკვდილს გადვუწყვეტ_მამივა აბეზარია.
სუ მუდამ მტრობა და შური,სუ მუდამ ჯარი,ჯარია.

1918 წელი,ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Aug 02, 2009 11:45 pm


მიხა ხელაშვილის შვილი, ოთხმოცდარვა წლის თამარი - ”სანათაფოტო”

თამარ ხელაშვილი

ლეგენდად ქცეული ცხოვრება

შუაფხოს რომ გავივლით, არაგვის ხეობა საგრძნობლად ვიწროვდება. გზა მიდის გაღმაგამოღმა აყუდებულ ფრიალოებს შორის. გვხვდება დასახლებული ადგილები და სალოცავები: ზარისჭალა, გოგოლაურთა, მუქო, ხოშარა, ლაშარი. მის მოპირდაპირედ ღელის (თამარის) სალოცავია. ღელისა და ახადის გორს შუა მდინარე წაწადა მიიკვ ლევს გზას. ხეობაში ისეთი ფრიალოებია, ყორანი ვერ დაეკარება. წაწადას მარჯვენა ნაპირას, ტყიან გორზე, მიემართება ახადში ასასვლელი, ძნელად სავალი ბილიკი. ხამი კაცი შიშელდით თუ აივლის ამ კლდოვან, კიბისებურ, ორ კილომეტ რამდე მანძილს. ტყის მერე იწყება ალპური ზონა გაშლილი სახ ნავსათესი მამულებით. ზედ გორის თავზე მოედანია პირქუშის სა ლო ცავით, ცოტა ქვემოთ უზარმაზარი ლოდებია – გოდერძაულთა მიწასთან გასწორე ბული ციხის ნაშალი. ციხის ზემოთ ძველ დროში ხალხმრავალი სოფელი იწყებოდა. ახლა იქ ნასახლარებია, ძლივს შესამჩნევი სა ძირკვ ლებით. სოფ ლის ზემოთ, ახადელთა სალოცავის _ პირქუშის ნა ბინავარ-ნასამჭედლო ვარზე იდგა ხელაშვილების ორსართულიანი სახ ლი. შენობა უხსოვარი დროისა იყო, მშრალი ყორით ნაგები, ბანიანი, მაგ რამ ახადელთა სახლებს არ ჰგავდა. მას არ ჰქონდა კუთხეები, არც ფანჯრები. ახადში ასასვლელ გზასა და სოფელს გადაჰ ყურებდა მისი ერთადერთი შუკუმი, რომელშიც კაცის თავიც არ გაეტეოდა. კაცის სიმსხო მორები ეწყო ჭერის კოჭებად. ერთიანი სქელი ფიცრის, ლოდებით ამოშენებული და თაღოვანი კარი კედელში გასაყრელი კეტით იკეტებოდა. ახადელთა გადმოცემით, სახლის საფუძველში ოქროს ძუძუები ყოფილა ჩატანებული. ალბათ, ამიტომ დაანგრიეს საძირკვ ლამდის ის უკვდავ უბერებელი შენობა, რომლის ნადგომზეც ახლა მხოლოდ სიპია გაშლილი. იქ დაიბადა მიხა ხელაშვილი, უფრო სწორად, ხელაიშვილი.

ძველ დროში ახადის მკვიდრნი მხოლოდ გოდერძაულნი ყოფილან. მათ გვარში ჰყოლიათ ერთი ძლიერი, თავნება, ვაჟკაცობით განთქმული კაცი _ ბეწუნა, რომელსაც თიკუნად (მეტსახელად) ხელაი რქმევია. მისი შთამომავლობისანი იყვნენ ხელაიშვილები. არ იციან, რამდენი თაობა წავიდა ბეწუნას შემდეგ. მიხას მამა – ზურაბი უკვე ხელაშვილად დაწერილა. პაპას – ჯუღურას ერთი ქალი ჰყოლია და ორი ვაჟი: თი ნიბექი და ზურაბი.

ზურაბის ცოლი, თამარი, თხისტყავიან მათურელ გმირთა შთამომავლის, თავადაც გმირული თვისებების მქონე გაგნა თადიაურის ქალი იყო. მათ სამი შვილი შეეძინათ: მიხეილი, პელაგია და პავლე. თამარი მეტად შრომისმოყვარე, ზნეკეთილი, ოჯახის ერთგული და ოთხ შვილზე გადამკვდარი დედა იყო (პირველი ქმრისაგან ჰყავდა უფროსი ასული – სალომე კაკაბ ლიშვილი-ჟამიაშვილისა).

მიხეილ ხელაშვილი დაიბადა 1900 წლის იანვარში. ბედნიერმა მამამ ხატს ზვარაკი შეუთქვა შვილის ბედკეთილობისათვის. ბავშვობა ახადში გაატარა მიხამ. არ სჩვეოდა სხვისი დაჩაგვრა, არავის იბრიყვებდა, თუმცა თანატოლებში ყველაზე ღონიერი და სწრაფი იყო. ბუნებით გულ კეთილს, ხალისიანსა და მოძრავს უყვარდა ლექსობა-შაირობა, გართობა, შეჯიბრი სროლასა და ჭიდაობაში. შრომისმოყვარე და დამჯერე მიხა ათი-თორმეტი წლისა საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდა მშობლებს. ღვთისნიერი და ხატ-ღმერთის მლოცველი ზურაბი ცდილობდა, რომ მისი შვილებიც მორწ მუნენი და ღვთისმსახურნი გამხდარიყვნენ. გონიერსა და დაუზარელ მიხას მამამ ექვსი წლის ასაკში დააწყებინა წერა-კითხვა. მან ძალიან სწრაფად, ადვილად ისწავლა მხედრული და წიგნის კითხვაც შეიყვარა. ზურაბს სახლში კარგი ბიბლიოთეკაც ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით მიხას მადევარი მილიციელების მიერ განადგურებულა არაერთი დარბევის დროს. ღელის სალოცავში ყოფილა დაყუდებული ბერი ილარიონ მოსანთლიშვილი, რომელსაც ზურაბთან, როგორც მორწმუნე და წიგნიერ კაცთან, დიდი მეგობრობა ჰქონია. იგი ხუცური წიგნებით ამარაგებდა ხელაშვილებს. მიხას ხუცურიც უსწავლია. ზურაბმა, ბერის რჩევით, თავისი სწავლისმოყვარე შვილი მღვდლებს მიაბარა მცხე თაში, რათა საღმრთო რჯული ესწავლებინათ და ეკლესიის მსახურად გაეწვრთნათ. სამი-ოთხი წელი სწავლობდა იქ მიხა.

ნიჭიერმა მოწაფემ კარ გად შეითვისა საღმრთო სჯული, ყოველი წეს-კანონი ეკლესიისა, გა ერკვა ქვეყნის ავ-კარგში და აღმზრდელთა სიყვარულიც დაიმსახურა. მას თავისუფლად შეეძლო მღვდლობა, სურვილიც ჰქონდა, რომ ახადის მახ ლობლად, სოფელ მუქოში წასულიყო მღვდლად, მაგრამ ხელი შეუშალა საამისო ასაკის სიმცირემ და სათანადო საბუთის უქონლობამ. ამის გამო იგი დიაკვნად გაუმწესებიათ ბარისახოში. იქ დავაჟკაცდა მიხა. სამსახურის დაწყებიდან ორი-სამი წლის განმავლობაში თავისი კარგი ხასიათისა და ქცევის წყალობით დაიმსახურა სიყვარული, დაიახლოვა ტოლ-სწორები: თათარა, დათვია და გიგია ლიქოკელები, ალექსი ოჩიაური, გიგია ჭინჭარაული, სულხანაური და სხვანი. ბევრი მათგანი ნათელ მირონით დაუკავშირდა, ზოგი ძმად შეეფიცა. რაინდული სულისა და სწრაფვის, მომლხენ-მოლექსე ახალგაზდა მოსწონდათ ხევსურებს. თანა ტოლებთან შეჯიბრში ეჩვეოდა მიხა სავაჟკაცო ზნესა და საქმეს, თითქოს იცოდა, თუ გრძნობდა, რომ ყოვე ლივე ეს მალე დასჭირდებოდა. ხევსურეთში კარგი იარაღიც შეიძინა. ბარისახოს მღვდელი საყვედურობდა, მეომარივით რომ დადიოდა ღვთის მსახური.

_ ხო არას ვაშავებ, რა გაწუხებსო? _ აშოშმინებდა მიხა.

სხვათა მსგავსად, სამშობლოსათვის თავდადებული, ქვეყნის ბედიღბალზე დაფიქრებული იყო ბარისახოს სამღვდელოება. ბჭობდნენ რუსეთ-საქართ ვე ლოს ურთიერთობისა და მამულის განთავისუფლების გზების შესა ხებ. მიხაც ამ სულისკვეთებით განიმსჭვალა, განიმტკიცა თანდაყოლილი ზნე-ხასიათი, თავისუფლებისმოყვარე, მებრძოლი, ბობოქარი სული.

1920 წლიდან და-სიძის, თევდორე მღვდლისა და სალომეს რჩევა დახმარებით მიხა დიაკვნად გაამწესეს ჩარგლის ეკლესიაში. იქაურებსაც ჩქარა შეეთვისა იგი, ზრუნავდა მათთვის და საქვეყნო საქმეებზე ესაუბრებოდა ხალხს. დიდხანს მადლიერებით იგონებდა იოსებ გურასპაული, მიხამ წერა-კითხვა რომ შეასწავლა. ჩარგალში დიაკვანს დაუახლოვდნენ ახალგაზრდები: ლუკაანთ ლევანი (ვაჟა-ფშაველას შვილი), ივანე მთიბელაშილი, მისი და პარასკო, ვანო და ნიკო ხორნაულები კაწალხევიდან, იაკოფ მარწყვაშვილი, გიორგი მგელაშვილი მიგრაულთიდან და სხვანი. დაოჯახებას ურჩევდნენ თავისიანები მიხას. ჩარგალში ყოფნიდან მეორე წელს მან საცოლედ შე არჩია იქაური მდიდარი მეცხვარის, ფოცხვერა ბაჩიაშვილის უმცროსი ქალი, სხვებისაგან თვალტანადობით გამორჩეული დე დუნა.

ფოცხვერას ოჯახი ვაჟა-ფშაველას მეზობლად სახლობდა, წყალგაღმა. _ ქალი ჯერ პატარაა და ვერ გავათხოვებო, _მოიმიზეზა ფოცხვერამ და უარით გაისტუმრა დედუნას სათხოვნელად მისულნი. სინამდვილეში კი ჯანმრთელობადარღვეულს თავისი ფანდი კაცი უნდოდა თავისი ცხვარ-ძროხის მეპატრონედ და საქმის გამძღოლად. ფოცხვერა მალე გარდაიცვალა. ქალის ოჯახის დამწუხრებამ მიხას ხელი შეუშა ლა დაოჯახებაში.

შემოდგომა იყო. ფოცხვერას ცხვარი ყორუღში იდგა ქალების ამარა. ვაჟა-ფშაველას შვილს, ლევანს კომისარი კოლა ჯაგნელიძე ესტუმრა მილიციელებით. იქ თანასოფლელი ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სროლაში. ეს არ მოეწონა კომისარს.

_ რა სროლა გაგიმართავთ, რა ამბავია?! _უსაყვედურა მასპინძელს.

_ შეჯიბრება-გართობა გვაქვსო, _ თავი იმართლა ლევანმა.

მილიციელები ყორუღის მახლობლად აძოვებდნენ ცხენებს და ქალებს ლაზღანდარობა დაუწყს. მათი ხმამაღლობა რომ გაიგო, მიხამ თოფი სახლში შეიტანა, ბუხარში მაღლა გახირა და ჭალაში ჩაიარა. იგი ქა ლებს გამოესარჩლა და მილიციელებს შეეკამათა. შელაპარაკებას წა ჩხუ ბება მოჰყვა. ხმაური რომ გაიგონეს, კოლა და ლევანიც ჭალაში ჩავიდნენ. კომისარი მიხას მიუხტა და მაუზერი წაართვა, თან ლევანს ჰკითხა:

_ ვინ არის ეს ახალგაზრდა, ჩემს ხალხს რომ აწუხებს?

_ საშიში კაცი არ არის, სოფლის დიაკვანია, _ მიუგო მან.

_ რას თამამობ, ვინა ხარ? თოფიც თუ გაქვს, მოიტანე, თორემ აქაურობას მოგაცილებ! _ დაემუქრა ჯაგნელიძე მილიციელებთან მოდავე დიაკვანს.

_ მიხა ხელაშვილი ვარ, ფშაველი, ჩემს ალაგზე ვარ, შენ და შენი მილიციელები კი წესრიგის დაცვის მაგივრად უწესობას შვებით, ქალები ცხვართან არიან, მათთან რა ხელი აქვს უცხო ხალხს! _ შეეპასუხა იგი.

_ ეს რა დიაკვანია? ამისთანა კაცი დასაჭერია, სოფელს ააბუნტებს,

– განრისხდა კომისარი.

ლევანმა დააშოშომინა იგი და თავისთან წაიყვანა პურის საჭმელად. მიხას მაუზერის დაბრუნება ეწადა.

_ უთხარი, დამიბრუნოს! _ შეეხვეწა იგი ლევანს, მაგრამ მან ანიშნა, რომ იქაურობას გასცლოდა და თოფიც თან წაეღო.

იმედგადაწურული მიხა თავისი თოფით ტყეში მიიმალა. საუბარში გართულმა კოლამ მისი წასვლა ვერ შენიშნა.

_ მაგ დიაკვნის წაყვანა ახლავე სჯობს, _ ამცნო მასპინძელს თავისი გადაწყვეტილება ჯაგნელიძემ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ტყეში გასული მიხა მთავრობას ერიდებოდა, ხალხს კი არას უშავებდა. მის ოჯახს რამდენჯერმე მიუვარდნენ მილიციიდან, ეძებდნენ მიხას, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა ხელაშვილი. მოსახლეობაც უჯერებდა მას, ენდობოდა კაცთ მოყ ვარეობითა და მხიარული ხასიათით თანატოლებში გამორჩეულს.

მიხა ხელაშვილი კარგი მოსაუბრე, ლაღი, მოსიმღერე, მიმზიდველი ქცევა-მანერების მქონე ახალგაზრდა გახლდათ. სახით მომხიბვლელი მიხა, გოლიათური აგებულების ზურაბსა და მის სხვა შვილებთან შე დარებით, დაბალი იყო. საშუალო ტანისას მსხვილი და ძალოვანი აღნაგობა ჰქონდა. ტყეში გასულს ორი-სამი დღეც რომ ეშიმშილა, საჭმლის თხოვნა არ შეეძლო, მწყემსები და მგზავრები თვითონ აწვდიდნენ სარჩოს. ასეთი გახლდათ “ის ქვეყნის დამაქცევარი ყაჩაღი”, პირადი ცხოვრება და ბედნი ერება შორს რომ დარჩა. ჩუმი და მოპარული გახდა მისთვის წუთისოფლის ლხენა და ნეტარება. მიხა ხელაშვილს აშკარად არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი, მათ მეტწილად ჭოგრიტით უყურებდა ტყიდან, ფრთხილობდა, რომ მის გამო ათასჯერ აწიოკებული ოჯახი კიდევ არ შეეწუხებინათ.

ავტორიტეტით, გარეგნობით, ძალ-ღონით, სისწრაფით, სროლითა თუ მოლექსეობით გამორჩეულმა დიაკვანმა მისდაუნებურად დაჩრდილა, დაჯაბნა ჩარგლის ახალგაზრდობა. ამიტომ ექიშპებოდა მას ზოგიერთი მათ განი. მაღაროსკარში იმხანად კომისრად იყო ალექსი მისრიაშვილი, მიხას კარგი მეგობარი. ის აფრთხილებდა ხელაშვილს ჩარგლელთაგან მოსალოდნელი ღალატის შესახებ. ერთხანს ლუკა მარცვალაშვილი გავიდა მიხასთან ტყეში, მაგრამ იგი ცოტა ხნის შემდეგ მთავრობას შე ურიგდა. მიხა ადრევე მიხვდა ლუკას განზრახვას, ფრთხილობდა, არ ენ დობოდა. ივანე გარსევანაშვილი და ვახტანგ რაზიკაშვილიც მისი მო ქიშპეები იყვნენ, ცდილობდნენ, როგორმე მთავრობის ხელში ჩაეგდოთ იგი. მისრიაშვილმა შეატყობინა მიხას, რომ ჯაგნელიძე სამოცი მი ლი ცი ელით მასზე თავდასხმას აპირებდა და ურჩია, იქაურობას გარიდებოდა. ხელაშვილი კი არ გაერიდა, ერთ დილას თვითონვე მიუხტა ჯაგნელიძეს და მოკლა. მიხამ მილიციელებს იარაღი აჰყარა და მაღაროულაში გადაყარა. დაშინებულებმა აქეთ-იქით გაქცევით უშველეს თავს, ეგონათ, ტყვია მართლა არ ეკარებოდა მიხას.

კანცელარიაში შეჭრილ ხელაშვილს კედელზე აკრული კაცი დაუნახავს, იარაღი მიუღერებია შესაშინებლად.

_ აქ რას აკეთებ? სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ ძმებს არა ვხო ცავ!

_ უთქვამს დამფრთხალისათვის და კაბინეტის გაღება დაუვალებია. მას კი ვერც ფეხი მოუცვლია და ვერც კარი გაუღია. მიხას შეუმტვრევია კარი, კარადებიც გაუხეტავს, ლენინის სურათი ჩამოუგდია და ფეხით გაუთელავს, მერე ზანდუკიდან თავისი მაუზერი ამოუღია.

_ მისრიაშვილის ცხენი მომგვარე! _დაჰკივლა თურმე იოსებ ბოძაშვილს მიხამ. მანამდე კი წასულა და თურმანაულების სახლის სახურავზე საქართველოს დროშა დაუმაგრებია. შემდეგ ამხედრებული გასულა არაგვზე ხელაშვილი, ცხენი იქვე დაუტოვებია და ტყეს შეჰფარებია. ეს ამბავი თვით იოსებ ბოძაშვილს გაულექსავს:

“მაღაროსკარში ვმსახურობდი ერთ დროს მენაცაო,
მამაძაღლმა ხელაშვილმა, დახე, რა გვიყვაო:
ჩვენი კოლა კომისარი კარზე მოგვიკლაო,
მე კედელს ვეფარებოდი, ის მე მომადგაო,
ნაგანი და მაუზერი ორივ მომაპყრაო:
– ჯაგნელიძეს მაუზერი, მითხარ რა იქნაო?
ცივი ატკაზი მოუსვი: _ არ მინახიაო.
_ ხელაშვილ მოგაძებნინებს, ბალღო, მაიცაო.
კაბინეტისაკ წასულმა წინ გამიმძღვარაო,
მისი შკაფი და კამოდი, ორივ გატეხაო,
ლენინის სურათი ნახა, ზედ გაიარაო,
მაუზერი ამოიღო, გადაიკიდაო,
კარებზე ჩამოიარა, ჩამოთამაშდაო,
მისრიაშვილის ლურჯაი მამაყვანინაო,
შეჯდა და გამოაჭენა, წყალგაღმ გავიდაო.
ახ, ნეტავი, ბოძაშვილო, შენ ტყვია მოგცაო,
რომ მოგეკლა ხელაშვილი, სახელ გაგეთქვაო”.

მაღაროსკარიდან აფხუშოში წავიდა მიხა, დედა და და-სიძე გააფრთხილა, ბინას გასცლოდნენ. პატარა ბალღები კოდში ჩასხეს და ზედ ფლასი გადააფარეს. სალომე და თევდორე მახლობელ ტყეში გავიდნენ, მოხუცი კი ხოდისაკენ გაემართა, თან წაიღო თავისი ტანსაცმელი და სხვა რამეებიც, რაც ვირზე აეკიდებოდა. რაზმელებმა _ იოსებ ჯანა შვილ მა, ლევან ბოძა შვილმა, ჩოხელაშვილმა და სხვებმა დაინახეს მი მავალი. ჯერ შორიდანვე ესროლეს მიხას დედას, მერე კი მისცვივდნენ და წამებით მოკლეს.

ნადავლი ჯანაშვილსა და ჩოხელაშვილს გაუნა წი ლებიათ (სალომე თავის ტანსაცმელს ჯანაშვილის ცოლ-შვილის ტანზე ხედავდა მოგვიანებით). დედის დასაფ ლავებისათვის მივიდნენ სო ფელში მიხა და მისი და-სიძე. მანამდე სოფლის თავკაცს, ოსა ზუ რაბაშვილს მისწერა მიხამ მუქარის წერილი. ხელაშვილი მოითხოვდა ეკლესიის გალავანში დაეკრძალათ დედამისი და ისე მოეხერ ხებინათ, რომ მილიციას ხელი არ შეეშალა დასაფლავებისათვის. მოხუცი წესისა და რიგის მიხედვით დაკრძალეს დათქმულზე ერთი დღით ადრე, რადგან სო ფელს მილიციისა მაინც ეშინოდა. დასაფლავებას მიხაც დაესწრო. ხმა არავის ამოუღია, არც ვინმეს უსროლია, იმის მიუხედავად, რომ ხალხში გადაცმული მილიციელებიც იყვნენ. ჩარგალში აღარ ედგომებოდა მიხას. ხევისჭალელი ლევან ხავაზურის რჩევით, ჩოლოყაშვილის რაზმთან შე ერთება გადაწყვიტა და ეს თავისიანებსაც შეატყობინა. ტანსაცმელი მოუმ ზადა სალომემ. წასვლის წინ მიხამ საცოლე მოინახულა, უნდოდა ახად ში თავის მამასთან მიეყვანა, მაგრამ მოხუცი დედის მარტო დატოვება არ ინდომა დედუნამ.

_ არ გათხოვდე! _ ეს იყო მიხას უკანასკნელი თხოვნა სატრფოსადმი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილს გამორჩეულად ჰყვარებია მიხა. ენდობოდა და ფშავ-ხევსურეთში გზავნიდა ხალხის მისამხრობად. იგი ყოველთვის სიხარულით ასრულებდა ამ დავალებას. დროდადრო ახერხებდა ფშავში გადასვლას შინაურებისა და სატრფოს სანახავად. მიხა ფოცხვერას სიძე გახდა დაფარულად. გაუცხადებლად, საიდუმლოდ მოეწყო ყველაფერი. გაუგებარი მაინც არაფერი რჩებოდა, მილიცია აწუხებდა დედუნას. ხუმრობით კარის პოეტს უწოდებდა ჩოლოყაშვილი მიხას. ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში კარგ სწავლა-განათლებას მიაღებინებდა.

_ კარის კი არა, ველის პოეტი ვარ, _ ხუმრობდა ისიც.

სულხანი შვილის მოგონებებიც ადასტურებს მათ კარგ ურთიერთობას.

ორი წელი დაჰყო მიხა ხელაშვილმა ჩოლოყაშვილის რაზმში.

1924 წლის ზაფხულში, როცა დამარცხებული ქაქუცა თანამოაზრეებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა, მიხა და ლევან ხავაზური კახეთში დარჩნენ. სამშობლოში მოსალოდნელი სიკვდილი ამჯობინეს უცხოეთში ყოფნას. ერთხანს შირაქი და ცივ-გომბორი მოიარეს მეგობრებმა. საიმედო ადგილი უნდა მოენახათ გამოსაზამთრებლად. ხელაშვილს ჩარგლისაკენ მიუწევდა გული და მცირე ხნით იქ წასვლა გადაწყვიტეს. მიხა ჩარგალში რომ დაიგულეს, კვლავ თავიანთ ბნელ საქმეებს შეუდგნენ მისი მოქიშპენი.

ლუკა მარცვალაშვილმა განაახლა მასთან “მეგობრობა”. ერთხელ ლუკა პირს ჰპარსავდა თურმე მიხას. მას ალბათ გული უგრძნობდა მოსალოდნელ ღალატს:

_ რაღა სხვას დარჩეს ჩემი მკვლელისათვის მთავრობის დაწესებული ჯილდო, შენზე უფრო ალალია. აი, ახლა შეგიძლია სამართებელი ყელში გამომისვა და მომკლა, _ უთქვამს მიხას ლუკასათვის.

_ მაგას როგორ ვიზამ, ძმასავით მიყვარხარ, შენ რომ ჩოხა მაჩუქე, იმისთანა საჩუქარი ძმას არ მოუცია ჩემთვის, _ უპასუხნია ატირებულ
მარცვალაშვილს.

მიხა ხელაშვილის მკვლელს ჰპირდებოდნენ იარაღს, სამსახურს, 100 მანეთსა და ყოველგვარი გადასახადისაგან განთავისუფლებას. მილიცია დევნიდა, არბევდა მის დახმარებაში შემჩნეულებს. არაერთგზის ააწიოკეს ფოცხვერას ოჯახიც, მაგრამ მიხა თადარიგიანად იქცეოდა, არ ეკარებოდა დედუნას სახლს, ცოლ-შვილს ჭოგრიტით უჭვრეტდა. დევნილს ახ ლოდან არც უნახავს თავისი ქალიშვილი, დედამისის სახელი _ თა მარი რომ დაარქვეს. ლევან ხავაზური გვერდიდან არ შორდებოდა მი ხას, მოქიშპეთა ამარა არ ტოვებდა და ცდილობდა ისევ კახეთში წა ეყვანა, მაგრამ ვერ დაითანხმა. იმ წელს, გვიან შემოდგომაზე წავიდა კახეთში ხავაზური (1940 წლამდე იმალებოდა ტყეში, მერე შეურიგდა მთვარობას). მიხა ჩარგალში დარჩა. იანვრის გასულისათვის გადაწყვიტა ხევისჭალაში წასვლა.

მიხა ხელაშვილის მკვლელობა 1925 წლის იანვრის ბოლოს მოხდა. ნაქეიფარმა მიხამ მარცვალაშვილის საბძელში დაიძინა, კახეთში უნდა წასულიყო მეორე დღეს. მტრებმა დრო იხელთეს, მძინარე მიხას ლევან გარსევანაშვილმა დაახალა ტყვია თავში, ლუკა მარცვალაშვილმა ვერ გაბედა. მკვლელი იმავე ღამეს ჩავიდა ჭალისსოფელში (ჩარგლის უბანი) ვახტან რაზიკაშვილთან. მან კი მაღაროსკარში მილიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ. მკვლელობის ადგილას, მარცვალაშვილის სახლთან მისულმა მილიციელებმა სროლა დაიწყეს, რათა ხალხს მათი მოკლული ჰგონებოდა ხელაშვილი. მეორე დღეს დუშეთში ჩაიტანეს მარხილზე დადებული მიხას ცხედარი და მილიციის შენობის წინ დააგდეს, ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად. რამდენიმე ხანს იქვე დატოვეს, შემდეგ დაუმარხავად ჩააგდეს თხრილში. არავის ანებებდნენ მის დაკრძალვას. ცხედარი თითქმის დაიშალა. დამ და სიძემ მოიპარეს მიხას ნეშტი, ხევსური მილიციელის დახმარებით, ცხენს გადაჰკიდეს, ჩარგალში აიტანე და მეორე ღამეს ფარულად დამარხეს დედამისის საფლავის თავთით, წმიდა გიორგის ეკლესიის გალავანში. არ ეღირსა მიხა ხელაშვილს საკუთარი სამარე და “შინ გათლილი კუბოს ფიცარი”. ეს ნატვრა ხომ დაღუპული მეგობრებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში გამოხატა.

მიხა ხელაშვილის მეგობარ-თანამოაზრეთა ნაწილი ადრევე დახოცა მილიციამ. გადარჩენილებმა დაიტირეს ვაჟკაცი, საფლავთან კი ვერა, თავისსავე კერაზე: ვანო ხორნაულმა _ კაწალხევში, ლევან ხავაზურმა – ბაწარას ტყეებში, თავისიანებმა კი ახადსა და ჩარგალში. ასე წავიდა საწუთროდან სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდა, შეეწირა თავისუფლებისა და ღირსების დაცვას, იმას, რაც სწამდა და თავზე მეტად უღირდა. უგვან სიცოცხლეს წინაპრებთან სახელოვანი მისვლა ამჯობინა საქართ ველოს მთის ტრადიციებზე აღზრდილმა კაიყმამ, მიხა ხელაშვილმა..

დაიცარა მიხას მტრების ბედიც: მარტო თოფი მიუღია მთავრობისაგან ლევან გარსევანაშვილს. იგი მოსისხლეებმა მოკლეს იმავე ზაფხულს. ლუკა მარცვალაშვილი გამოცდილ ძებნილს, გოგია ჭიჭოშვილს მოუკლავს შირაქში, ტარიბანაში. წამებად იქცა ვახტან რაზიკაშვილის ცხოვრებაც, საოცრად დახლართული ჯაჭვით გადაბმული მიხა ხელაშვილის ბედთან.

25 წლის ასაკში გამოასალმეს მიხა ხელაშვილი სიცოცხლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან არაერთი დარბევა-განადგურების მიუხედავად გადარჩა მისი ლექსების ნაწილი. ამან, ღირსეულ სიცოცხლესთან ერთად, ლეგენდად აქცია, უკვდავყო მიხა ხელაშვილის სახელი. მიხას მამისეულ სახლში, ახადში, მილიციას სულ გაუნადგურებია პოეტის ბავშვობის დრო ინდელი ნაწერები. კახეთში შექმნილი ჩოლოყაშვილის რაზმელობის პერიოდის ლექსთა ნაწილი, რომელიც მის მეგობარ ივანე ყაყი და შვილ თან ინახებოდა, მან ძმის მეგობარსა და მიხას შემოქმედების თაყვანის მცემელს, ვანო ხორნაულს გადასცა. ვანომ ლექსები კლდეში და მალა, რამაც გარკვეულწილად დააზიანა ისინი. გარკვეული ხნის შემდეგ მან მიხა ხელაშვილის ლექსები ფსევდონიმებით _ “მიხა ახადელი” და “მიხეილ ზურაბაშვილი” _ გამოაქვეყნა თავის მიერ გამოცემულ ხალხური სი ტყვიერების კრებულში.

თამარ ხელაშვილი



sunny

გიორგი ალავერდაშვილი

მიხა ხელაშვილი

2007 წლის 21 ოქტომბერს გავემგზავრე დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში, მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილის, 86 წლის ქალბატონ თამარის მოსანახულებლად. თვით სოფელი საკმაოდ ღონივრად გამოიყურებოდა, რომელიც გზის გასწვრივ, 7 კილომეტრზეა გადაჭიმული. ქალბატონ თამარის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ კი სულ წამიხდა შთაბეჭდილება... ეს არა მარტო ქვემო ქედის, არამედ მთლიანი საქართველოს სირცხვილია! საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილია, დანგრევის პირზეა მისული... ქალბატონი თამარი კი უკვე რამდენიმე წელია, ღამეს ეზოში რაღაც სასწაულით მიტანილ თუ ატანილ გადატიხრულ ვაგონში ათევს, ფაქტიურად ვაგონში ცხოვრობს...
− ბეჩავადა ვდგევარ, ბეჩავად... ფშავური კილოთი მომიბოდიშა ქალბატონმა თამარმა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის ”ქალბატონოთი” არ მიმემართა, ბებო დამიძახე, ასე უფრო მირჩევიაო, მე კი ჩემი ასაკი − 51 წელი გავუმხილე და ბოლოს შევთანხმდით, რომ ასე მივმართავდი − ”დეიდა თამარ!” − ეს მიმართვა უფრო თბილია, რადგან დედასთან ახლოა.
დეიდა თამარმა მოკლედ მომიყვა თავისი წარსული... პირველი, რაც ახსოვს, ეს არის 2 წლის ბავშვის კოშმარი, თუ როგორ შეუცვივდნენ წითელი მილიციონერები, როგორ სცემდნენ დედამისს და ბებიას წიხლებით, თვით თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ... თოფის კონდახებით დაუმტვრევიათ კიდობანი, სადაც იარაღს ეძებდნენ, ან იარაღზე უფრო ძლიერ იარაღს − მიხა ხელაშვილის ლექსებს...

ბმული – http://www.fereidani.ge/61_sandro/61_sandro.html
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Aug 03, 2009 7:53 am



თამარ ხელაშვილის წრილიდან:
”მიხა ხელაშვილის მკვლელობა 1925 წლის ბოლოს მოხდა.ნაქეიფარმა მიხამ მარცვალაშვილის საბძელში დაიძინა,კახეთში უნდა წასულიყო მეორე დღეს.მტრებმა დრო იხელთეს,მძინარე მიხას ლევან გარსევანაშვილმა დაახალა ტყვია თავში,ლუკა მარცვალაშვილმა ვერ გაბედა.მკვლელი იმავე ღამეს ჩავიდა ჭალისსოფელში(ჩარგლის უბანი)ვახტანგ რაზიკაშვილთან.მან კი მაღაროსკარში მილიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ.მკვლელობის ადგილას,მარცვალაშვილის სახლთან მისულმა მილიციელებმა სროლა დაიწყეს,რათა ხალხს მათი მოკლული ჰგონებოდა ხელაშვილი...”
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Aug 04, 2009 11:07 pm

დავსევდიანდი აქაურობის შემყურე... Crying or Very sad
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Aug 11, 2009 3:30 pm

ხოდით მოისმა ძახილი

ღრუბელნო,გეყოთ მუქარა,ახლა კი გაიდარეთა,
თქვენ,ჩემო სალოცავებო,ახლა მე შამიბრალეთა,
დილას მეძინა კარგადა,არ გავსულიყავ გარეთა,
ხოდით მოისმა ძახილი:-რა კარებ დაიჯარეთა,
გამოდით,გასაწყვეტლებო,ე ცხენი გამამგვარეთა,
რა თავის დედ-მამას აკლავთ,ცხენ რაად გააწყალეთა,
ნალებიც ააყრეინეთ,მუხლითაც დააშავეთა?
ე ჩოხაც გამამიტანეთ,რა ეშმაკს შააფარეთა,
გაშინჯეთ სიგანეზედა,ამასაც დააზმანეთა.

1921 წელი,ჩარგალი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Sep 01, 2009 8:19 pm



***

უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ლეონიდეს!


ვიკადნიერეთ მოწერად გახარებულთა გულითა,
ვუწყით,არ იწყენთ ჩვენიდან მოლოცვას სიხარულითა,
გავბედეთ,გავკადნიერდით სამშობლოს სიყვარულითა.
ვმადლობთ ღმერთს,ყოველთ შემქმნელსა_მოგვხედა სიბრალულითა,
მტერთ შებოჭილნი ვიყვენით,მძიმედ გვეძინა,რულითა
და ეხლა გახარებულთა მონობის დასასრულითა
თქვენ_უწმინდესსა მოგმართეთ სასოებითა სრულითა.
ვგონებთ,არ ვიქამთ წინაღმდეგს ჩვენ საქართველოს რჯულითა,
წინ აღუდგებით ყოველ მტერს მახვილით გამახულითა.




1919 წელი,ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Sep 13, 2009 8:44 am



ზამთრის სამდურავი
---------------------------


ზამთარო,ღვთისგან წყეულო,რაად მისდიხარ ნელადა?!
ჰყინავ და აზრობ ქვეყანას,აღარც მე მიშვებ ველადა,
მიწაც ქვა_რიყედ გამხდარა,შენგან ნაყინი ხმელადა,
ეხლა ნელ-ნელა მისდიხარ,მიგაქვის გზები ჭრელადა,
იანვარ ისევ მოგელის,აპრილ დაგხვდების ძნელადა,
მის უკეთესი მაისიც მოვა შენს სატანჯველადა.
ისე კი ვეღარ გაჰყინავ,როგორც ჰყინავდი ძველადა,
თიბათვე უფრო დაგცინებს,ყვავილნი ჰქონან ხელადა,
გაჰქრები,დაიკარგები,ლამად იქცევი სველადა,
მიწაზე გართხმულ დარჩები,ფუტკრების საწუწნელადა.



1917 წელი,ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Wed Sep 23, 2009 8:52 pm

ი მ ე დ ი

უკვდავი არი იმედი,თუმც ზამთარია ტიალი,
ეს თოვლი მალე დადნება,წყლებმა მოიღოს ჩხრიალი.
თეთრმა მანდილმა მთებისამ მწვანედ გაიღოს ბრიალი
და თბილისისკენ ქართულმა ჯარმა მიიღოს რიალი.
ამ დროსთვის ვიყოდ გმირულად,ვნახოთ მარჯვენის ტრიალი,
ვუჩვენოთ ყველა ორგულებს ეროვნულ დროშის ფრიალი.

1924 წელი,ჩარგალი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Sep 27, 2009 9:24 am

კაცის გუნება
--------------------------

კაცი სუ მუდამ ლაღია,
აროდის მაიწყინებსა,
რაც უნდა საქმე შეემთხვას,
სუყველას დაითმინებსა,
მუდამ სჭამს პურსა,წყალსაც სომს
და ძილსაც დაიძინებსა,
მხოლოდ სადარდო ნიშნადა
ხანდახან დაიქშინებსა,
ბოლოს სულ დაავიწყდება,
ლამაზად მაილხინებსა,
მალე დაუსომს თითებსა
თავის ჩონგურის სიმებსა.

1917 წელი,ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Jan 24, 2010 10:09 am

თ ო ვ ლ ი

თოვლი მოვიდა,ზამთარი თავზე დაგვყივის ყველათა,
საწყალი კაცის ცხოვრება მიიყრის ფლასის ძველათა,
აკეთებს შვინდის მჟავეთა,ვინ მისცემს ერბო-ყველათა?
შვინდიც ცოტაი ჰქონიყო,არც ის დარჩება ძველათა.
მშიერი ძროხები ჰყავის,თვითონაც არის მშიერი,
ყოველთვის დაღონებული,ყოველთვის მშიერ-მწიერი,
დასნეულებულ ცოლი ჰყავს,ვერ არის ხელმადლიერი.
დაგლეჯილ ჩოხას ვინ იტყვის,ფლასიც არა აქვს ტანზედა,
დადის სუ მუდამ საწყალი,ხელაღებული თავზედა,
არის უცნობი ყოველთა,ვინა ჰყავს ქვეყანაზედა?

1920 წელი
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Jan 24, 2010 8:28 pm

tetri_giorgi Today at 11:12


*******
მოვა სიკვდილი უჩინო
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,
კაცის გულს - ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.

___________________________
მიხა ხელაშვილი დიდ მოღვაწე და პოეტია...
ღრმა სულიერების ადამიანი!
ძალიან მიყვარს მიხა ხელაშვილის პოეზია.

გაიხარეთ ბატონო ვაჟა.


Arrow

"თეთრი გიორგი" – თუ გინდა გამოეპასუხო ვაჟა ხორნაულს, იმის პოსტში მარჯვნივ პოულობ წარწერას "Quote", დაუწკაპებ იმას და რაც იმ ფანჯარაში გამოჩნდება, იმას წაშლი და შენსას ჩაწერ და სულ ეგ არის...

scratch
დასტურო ვაჟავ, რატო არ ასწავლი, პასუხის მაგიერ რომ ახალ თემებს ხსნის? Shocked
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Jan 24, 2010 9:29 pm

"თეთრი გიორგი" – თუ გინდა გამოეპასუხო ვაჟა ხორნაულს, იმის პოსტში მარჯვნივ პოულობ წარწერას "Quote", დაუწკაპებ იმას და რაც იმ ფანჯარაში გამოჩნდება, იმას წაშლი და შენსას ჩაწერ და სულ ეგ არის...

scratch
დასტურო ვაჟავ, რატო არ ასწავლი, პასუხის მაგიერ რომ ახალ თემებს ხსნის? Shocked
olor=blue]

მკითხეს და არ ვასწავლე?! bounce
თანაც:
საგუნდაოდ ვიყავი გასული და ვიღაცას თოვლის გუნდაში გაუქმებული მაუსი "ჩაუსაფრებია" და- რახ-ეგრევე თავში:ბეწვზე ხართ გადარჩენილები უდასტუროდ დარჩენას.
lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
tetri_giorgi



Male
Number of posts : 15
Age : 28
Location : BATUMI
Job/hobbies : წერა/კითხვა
Humor : ...
Registration date : 01.12.09

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jan 25, 2010 3:34 am

*******
მოვა სიკვდილი უჩინო
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,
კაცის გულს - ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.

___________________________
მიხა ხელაშვილი დიდ მოღვაწე და პოეტია...
ღრმა სულიერების ადამიანი!
ძალიან მიყვარს მიხა ხელაშვილის პოეზია.

გაიხარეთ ბატონო ვაჟა.

(აი ასე Very Happy )
Back to top Go down
View user profile http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძ
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jan 25, 2010 10:02 am


ცაო, მიყვარხარ


ცაო, მიყვარხარ, მზე-მთვარე
შენზედა ვლიან, ცხრებიან,
დღისით მზე ხარობს შენს გულზე,
ღამით ვარსკვლავნი სხდებიან.

ცაო, ფიქრისა ტალღანი
შენს უფსრულს ვერა სწვდებიან,
მზე-მთვარე-მასკვლავთა ჯარნი
ყველანი დაბლა რჩებიან.

მაღალო ცაო, უსაზღვროვ,
შენ თვალნი ვერ აგწვდებიან,
დასწვიმს ჰაერი ზეცითა,
ღრუბელნი შაიყრებიან.

ხმა საშინელი გამოვა,
როდისღა დაიჯრებიან.
გადაჰყრის ქარის სიმძლავრე,
მუხებიც მიიხრებიან,

არსნი შენ ქვეშე მდგომარნი,
ცაო, შენ გელოდებიან.
ნუ დაუზოგავ შენს მადლსა,
წყალობას გეთხოვებიან,

საღამოს ხანსა ნისლები
ნელ-ნელ დაინთქმებიან.
ცაო, ეგ შენი უფსკრულნი
მაკვლავით გაივსებიან.

ცისკარი ნათობს დილასა,
ჰაერნი სხვაფერდებიან,
საღამოს მობრწყინვალენი
ცთომილნი მიმქრალდებიან.

მალე მზეც მოჰფენს სხივებსა,
მთის წვერნი დაწითლდებიან
და ცვარნი, დილის ნამცვრევნი
ბალახზე დაიდებიან.


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jan 25, 2010 10:11 pm

ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925)

„პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა, აგრე იტყოდით,
დიდება ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა ჩვენს მიხა ხელაშვილს“.
ფშაველი ვაჟი-კაცის, ილო ფხოველის
მიერ თქმული შესანდობარიდან

საქართველო პოეზიის ქვეყანაა, მაგრამ მელექსეობით განთქმულ ქვეყნიერების ამ კუთხეშიც კი გამორჩეულნი არიან ფშაველნი. თითქმის ყველა ფშაველმა ზეპირად იცის მშობლიური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ლამის ყოველი ფშაველი პოეტია; და თვით ფშავშიც კი, რომლის წიაღშიც იშვნენ ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა და მრავალნი და მრავალნი შესანიშნავნი სახალხო მთქმელნი, განსაკუთრებით უყვართ მიხა ხელაშვილი, მისი დიდებული ლექსის და დიდებით მოსილი ცხოვრების გამო; მისი ლექსისა - რაიც მოჰგავდა მის ცხოვრებას, მისი ცხოვრებისა - რაიც მოჰგავდა მისსავე ლექსს, ლექსი მისი და ცხოვრება მისი ხომ ერთიმეორის ექო-გამოძახილი გახლავთ.

სოფელ ახადის მკვიდრი იყო ეს ფშაველი პოეტი. ექვსი წლის მიხა მიაბარეს თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს. ეს მან გაუღვივა მომავალ პოეტს ღვთისმოსავობის სახმილი, რაც მიხა ხელაშვილს აროდეს ჩაუქრვია თვისი, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე.

პატარა მიხა, ვისაც თავიდანვე დაჰყვა რაინდული სული და პოეტური ნიჭი, ნიადაგ ტრიალებს იმ არე-მიდამოში მდგარ გოდერძაულის ციხე-კოშკთან, იმსჭვალება და აღენთება ციხის კედლებში დაუნჯებული მეომრული სულისკვეთებით. ცნობისწადილით შეპყრობილ ბალღს გოდარძაულის თემის წინამძღოლმა, ბაჩანას აღზრდილმა, გრიგოლ აფშინაშვილმა, ისე ასწავლა და შეაყვარა წერა-კითხვა, რომ ბიჭს თამაშის დროსაც კი ანბანი ახსოვდა და სიპ ქვებზე გამოჰყავდა ასოები.

ახადის თემი ერთ-ერთი რჩეული თემი იყო მთელს უკანა ფშავში. ხატობასა და საფიხვნოზე იმართებოდა ერთგვარი შეჯიბრი ლექსაობასა, ლეგენდების მოთხრობა-გამოცემასა თუ მახვილსიტყვაობაში. ამ თავყრილობებზე ახალგაზრდებს მოძღვრავდნენ მხცოვანი ხევისბერები. აქ იწვრთნებოდა მიხა ხელაშვილიც. ის ძალზე გაწაფული იყო ფანდურისა და სალამურის დაკვრაში, რომლებზეც საკუთარ ლექსებს ამღერებდა, კაფიაობაში კი ტოლს არ უდებდა თვით განთქმულ ფშაველ მელექსეებს. ამასთან ის იყო უებრო მოჭიდავე, იშვიათი მხედარი, თოფის მიზანაუცდენელი მსროლელი.

მამამ მიხა მალე თბილისში წაიყვანა სასწავლებლად; შეელია თავის მარჩენალ ხარებს, „პატიოსანასა“ და „თვირთვილას“, ოღონდ კი მის ნიჭით აღვსილ შვილს არ დახშობოდა სწავლა-განათლების გზა. მოსანთლიაშვილის გონებახსნილი შეგირდი თავს გამოიჩენს საქართველოს დედაქალაქში. განსაკუთრებით კარგად ეუფლება ქართულსა და რუსულ სალიტერატურო ენებს. მშობლიურ კუთხეში მობრუნებული მიხა ხელაშვილი, მისმა სიძემ, მღვდელმა თევდორე ჟამიაშვილმა, ხევსურეთში გაამწესა დიაკვნად და საყდრების მცველად. ახალგაზრდა კაცს, ვის სულშიაც ანთია ღვთისადმი რწმენისა და პოეზიის ცეცხლი, მუდამ გარს ახვევია ხალხი. ხელაშვილი მთის მკვიდრთ აცნობს ქართულ კლასიკურ მწერლობას, უნერგავს რელიგიისადმი სიყვარულს და უკითხავს თავის სმენაწარმტაც ლექსებს.

იგი იმდენად სასურველი სტუმარია ყველა ოჯახში, რომ მთაში იტყვიან: მიხას მოსვლაზე - მზე მოვა, რომ წავა - შავი ღრუბელი.

ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება ბარისახოს დიაკვანს. ეს გახლდათ ყოველგვარ ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ხდება მთის ლაღი ხალხის თავისუფლების ხელყოფა. თავზე ქუდს აშვლეპენ და პირზე და წვერს აგლეჯენ ხევისბერებს, მუსრავენ საყდრებს, იავარჰყოფენ ხატებს. თიანეთის მაზრის უფროსი დიაკვანს ართმევს მგლების მოსაგერიებელ შენახულ იარაღს. კომკავშირელი აქტივისტები ყოველმხრივ ავიწროებენ მიხა ხელაშვილს, აიძულებენ დატოვოს ეკლესია და იგიც ემშვიდობება ღვთის ტაძარს; ცოდვის ტრიალის შემყურე მიხას აღარც შინ ედგომება, თუმც კარგი მეოჯახე და მხვნელ-მთესველია. იგი ტყეს აფარებს თავს, ოღონდ ნურავის ჰგონებს, რომ ხელაშვილი დაადგა შარაგზის ყაჩაღთა კვალს. ეს მეამბოხე სული ტყეში მხოლოდ იმად გადის, რათა არ გაიზიაროს ცხოვრების ის ეშმაკეული წესი, იმჟამად ფეხს რომ იდგამს ყველგან.

მთიელნი ბუნების შვილნი არიან და მათთვის ბუნების წიაღი საკუთარი სახლ-კარის ტოლდარია. ამიტომაც ტყეში იოლად ძლებს ეს სამფად ნაქსოვი ვაჟკაცი.

„შაირ-მაიღის ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ეხლა ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა“.

ამბობს იგი ერთ-ერთ თავის ლექსში.

მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხილველნი გვამცნობენ: „არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდი - წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ - უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზე კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო“. მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და როგორც თავად იტყოდა, უკან გადაესროლა მუთქასავით; ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და, როგორც თავად იტყოდა, იქვე გააციებდა.

მიხა ხელაშვილმა ეს ღონე და შეძლება იმაში გამოიყენა, თუკი ტყეში ვინმე ყაჩაღ-თული ბუდობდა, ქისტი იქნებოდა თუ ფშაველი, ყველას მოუსპო სარბიელი.

ტყის წიაღში სრულ განმარტოებისას, როცა მიხა ხელაშვილის წარმოსახვას ეძლეოდა უკიდეგანო გასაქანი, გამახვილდა და ჩამოიქნა მისი პოეტური ნიჭი. სწორედ აქ იბადებოდა ბუნების ძალისადმი მიძღვნილი მისმიერი შესანიშნავი სტროფები:

„მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს, სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი - ფიქრნი ღვთიურნი, სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი, მთის გულმკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელს ზღაპარსა, ეტყვიან, დასჩურჩულებენ“.

ხელაშვილის შემოქმედებაში იმთავითვე მკვიდრად იკიდებს ფეხს პატრიოტული მოტივი - თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ თარგზე აჭრილი მისი ლექსები, მართლაც რომ გამორჩეულია ძალუმი მუხტით:

„მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი“.

ტყეში გასული ხელაშვილი არავის ერჩის, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ ითმენს მის არსებობას, რამეთუ იგი ხალხის თვალში გმირად არის შერაცხილი, თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ და ასე ვთქვთ, იდეალადაც. მიხას მოსაკლავად ფშავში ადგენენ მილიციელთა და კომკავშირელთა მთელ რაზმებს, მაგრამ გულოვანი, საზრიანი და ძალოვანი ხელაშვილის შეპყრობა იოლი როდი შეიქნა.

ამ სტრიქონების ავტორს წილად ხვდა მის დასთან, პელაგიასთან საუბრისა. აი რა მოგვითხრო მან:

„ერთხელ ღამით მიხამ მომინახულა, მოისვენა, პური გატეხა. მცირედი სანოვაგე ჩავუწყე ხურჯინში და გამოვაცილე. ხიდზე რომ გადავდიოდით, საიდანაც რამდენჯერმე გვესროლეს. მიხამ გზისპირა თხრილისაკენ მიბიძგა, თავადაც გადმომყვა, ზედ გადამეფარა, გასროლას გასროლითვე უპასუხა, მერე სწრაფად გამომიცვალა ადგილი, დაბლა ჩამწია, თვითონ კი ტყეში შევარდა და მალიმალ ადგილმონაცვლეობით ატეხა სროლა. მდევართ ასე ეგონათ, მიხას მთელი რაზმი ახლავსო თან და სასწრაფოთ გაგვეცალნენ“.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიხა ხელაშვილი დიდი მამაცობითა და ალღოიანობით გამოირჩეოდა.

ერთხელ სოფელ რუსიანის ტყეში იგი პურს ჭამდა თავის კეთილისმყოფელებთან ერთად.

იმ დროს სოფელში ქორწილი ყოფილა.

იქ მყოფ მილიციის კომისარს, დავით ბელიაურს შეატყობინეს, მიხა ტყეში ქეიფსა სწევსო. ბალიაურმა მოუხმო მილიციელ თირილა ქისტაურს, - „წადი და დაიჭირე ხელაშვილი, მაშ რისად მყავხარ მილიციელიო“. ქისტაურმა თურმე თოფი მიუგდო კომისარს, „წადი და შენ თვითონ დაიჭირეო“.

ამასობაში ხელაშვილს ამბავი მიაწვდინეს მისმა დოსტებმა. მიხა აფაფრებულა და თოფშემართული მიჰხდომია ქვებუდან ვაჟბატონებს. ორივე გარეთ გამოუყვანია ტყეში წაუსხამს და ყასიდად უთქვამს: „ახლა რომელი დაგხვრიტოთ წინწინაო? თირილას კომისარზე მიუთითებია - „ეს არის უფროსი, მაგან მიბრძანა, ჯერ მაგას გაუსწორდიო“. კომისარს კიდევ მილიციელზე უჩვენებია - „იარაღი ამასა აქვს და ჯერ ეს გაისტუმრე საიქიოს“.

ბოლოს მიხას გასცინებია და ასეთი სიტყვებით გამოუშვა ორივე: „წადით, მომშორდით, თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო“.

რაკიღა შეუძლებელი გახდა მიხას ხელში ჩაგდება, ხელისუფალთ ასეთ ხერხს მიმართეს. ჩადენილ იქნა გაუგონარი ცოდვა.

მიხას დედა მიემგზავრებოდა აფხუმოდან ხოდაში. ვირზე ეკიდა მცირე ბარგი. მილიციელ-კომკავშირელნი, თუ კომკავშირელ-მილიცილენი, იოსებ ჯანაშვილი, ლევან ხომაშვილი და ბასილ ჩოხელაშვილი დაუხვდნენ მას. ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, მერმე ტყვია ჰკრეს და მოკლეს.

ამ საზარელმა ამბავმა მწარე სიტყვები ათქმევინა ლექსად მიხა ხელაშვილს:

„სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო“.

სოფლის მესვეურნი არ აპირებდნენ მიხას დედის დაკრძალვას წესი და რიგისამებრ, მაშინ მიხამ დაიმარტოხელა იქაური ოსა ზურაბაშვილი და ასე უთხრა: „გადაეცი მაგათ, აქნობამდის ისე მივლია, კაცისშვილისათვის ნამცეცის ოდენი არა მივნია რა, თუ დედაჩემს ჯეროვან პატივს არ მიაგებთ, ცუდ საქმეს დაგმართებთ, მოგეჭრებით უწყებაში და ამ უღმერთობის მოთავეთ ერთიანად ამოგჟუჟავთო“.

გადმოცემის მიხედვით თავით ფერხამდე იარაღში ჩამჯდარი მიხა, ვისაც წელზედ ყუმბარები ჰქონდა შემორტყმული (ამ ვითარებისთვის საგანგებოდ მოხაზირებული), ცხენით მიადგა სატირალს, ასე ჰქონდა განზრახული. თუკი მის ხელყოფას დააპირებდნენ, მოძალადეებთან ერთად საკუთარ თავსაც აიფეთქებდა. ეს კარგად უწყოდნენ იქ ცხადად თუ ფარულად დამსწრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამიტომაც ვერავინ შეჰბედა ხელაშვილს. მიხამ სულ ორიოდ წუთი დაჰყო დედის ცხედართან, გამოეთხოვა მას და მსწრაფლ გაუჩინარდა.

ხელაშვილმა, ტყეში გასულმა და ასე ვთქვათ, ყაჩაღად წოდებულმა კაცმა, გამოიჩინა იმგვარი კეთილშობილება, რომლის მაგალითიც უთუოდ იშვიათად მოიძებნება ადამისშვილთა არსებობის მთელს ისტორიაში. მან არ აიღო შური დედის სისხლი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს იოლზე იოლი იყო. შემდგომ მან თავის შესანიშნავ ლექსში „დედის სიკვდილზედ“ ის აზრი დასტია, ყოველი ფშაველი მანდილოსანი, ყველა აქაურს ჯერ არს საკუთარ დედად უჩნდესო, ხოლო საკუთარი სამშობლოს, საკუთარი კუთხის შვილის, თუნდაც მტრის მოკვდინება რაინდის ღირსებისათვის უკადრისად ჩათვალა:

„მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!“

ასე ამთავრებს იგი თავის ლექსს „დედის სიკვდილზედ“.

ამ საქციელმა უზომოდ აამაღლა ხალხის თვალში რაინდი პოეტის ავტორიტეტი, ამიტომაც მთავრობა ყოველი ღონით ცდილობს მის თავიდან მოცილებას.

იქმნება ახალი, საგანგებო რაზმი, რომელიც დაბანაკდება მაღაროსკარში. მისი რაოდენობა აღწევს აქვს ათეულ კაცს.

ერთ დილით რაზმის უფროსი ჯაგნელიძე გარეთ გამოვიდა მაღაროულაზე პირის დასაბანად. სად იყო, სად არა, მის წინ აღიმართა მიხა ხელაშვილი.

- თქვენ მე ვერ დამძლევთ, თუნდ ათასი კაცი შეიყაროთ. გამერიდენით, და მეც გაგერიდებით, - მიმართა მიხამ კომისარს.

ჯაგნელიძემ ხელი წაიღო მაუზერისკენ, რომელიც მან პირის დაბანის წინ წყაროს თავზე შემოსდო, მაგრამ ხელაშვილმა დაასწრო და იქვე აუგო წესი. მერმე შევარდა რაზმის სადგომში. - „მესროლეთ თქვე ლაჩრებო!“ - შესძახა მიხამ. ექვსი ათეული კაციდან ვერც ერთმა ვერ გაბედა თოფი მიეშვირა იმ ლეგენდად ქცეულ კაცისთვის, ვისაც ხალხის თქმით ტყვია არ ეკარებოდა; მაშინ ხელაშვილი ზურგით შებრუნდა თურმე მათკენ და მეორედ შესძახა: - „რაკი პირისპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო“. მაგრამ რაზმელები კვლავ მონუსხულებივით იდგნენ. მაშინ მიხამ მათ იარაღი აჰყარა და ღელეში გადაუძახა. ამ რაზმში იმყოფებოდა მილიციელი ალექსი მისრიაშვილი, ვინც ადრე მეგობრობდა ხელაშვილთან, და ტყეში გასვლის შემდგომაც მფარველობდა მას. ამ რაზმში მისრიაშვილი იძულებით იყო შეყვანილი და ის არც აპირებდა მიხას შევიწროებასა და დევნას. მისრიაშვილმა კარგად უწყოდა კომისრის მოკვლისა და რაზმის განიარაღების ცნობა, უმალ რომ ააშფოთებდა იმ ცენტრებს, სადაც მილიციისა და შინსახკომის დიდი ძალები იყო თავმოყრილი, ამიტომაც ურჩია მიხას, რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას და თავისი ცხენიც შესთავაზა.

ხალხმა ხელაშვილის მიერ ჯაგნელიძის მოკვლა და რაზმის განიარაღება გამოხატა ლექსით, სადაც თავად მიხას მოათხრობინა მისი გმირობის ამბავი:

„მაღაროსკარში შევვარდი,
როგორც მშიერი მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი,
სამოცივ კავალერია:
სამოცივ თოფი ავყარე,
დავშალე მთელი ჯარია,
ავი და შეუსმინარი
მოვკალი კომისარია.
იარაღს ხელი არ ვახელ,
რად მინდა სხვის ნახმარია,
ხელაშვილს მუდამ თავისი
აქვს კარგი თოფ-ისარია.
შევჯექ და გამოვაქციე
მისრიაშვილის ცხენია,
თან მივაძახე, ხელა ვარ,
კომუნისტების მტერია!“

მისრიაშვილს ხელისუფლებამ ძვირად დაუსვა ხელაშვილისთვის სამსახურის გაწევა. იგი შეიპყრეს თანამოაზრეებთან ერთად, ჩაიყვანეს დუშეთში და ჩააყენეს მილიციის წინ გათხრილ ორმოში. მათ თან მიწას აყრიდნენ, თან ჩასძახოდნენ, სად არის მიხა ხელაშვილიო. ბოლოს, რაკიღა ვერავის სიტყვაც ვერ დააძვრევინეს, თოფები დაახალეს და ჩახოცეს.

მიხა ხელაშვილი შესძრა მისი მოკეთის ასეთმა უღვთო სიკვდილმა და ეს ამბავი ტრაგიკულ პასაჟებად გახმიანდა პოეტის მიერ მისრიაშვილებისადმი მიძღვნილ შესანიშნავ ლექსში, რომელასაც განასრულებს შურისძიების მძაფრი გრძნობით გამსჭვალული სტროფი:

„შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო“.

ასეთ მძიმე ვითარებათა გარდამხდელ ადამიანს გული აღარ უდგება მარტოს და იგი უერთდება სახელოვანი ქართველი მხედრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმს“, რომელმაც იმ დროს ფშავში გადმოაირა ხევსურეთიდან.

„შეფიცულთა რაზმის“ წევრები, ალექსანდრე სულხანიშვილი და ალექსანდრე ბადურაშვილი დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ მიხა ხელაშვილს.

მათ მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ის იყოი ზებუნებრივი პოეტური ნიჭით და უსაზღვრო ვაჟკაცობით დაჯილდოებული პიროვნება; რომ იგი იმ საძნელო ვითარებაშიც კი გვერდიდან არ იშორებდა თავის ჩანთას, რომელშიც ლექსებს ინახავდა; რომ იგი იმ საძმო პირობებშიც კი, თუ კარგი ამინდი იდგა, წამოწვებოდა სამე მყუდროზე და სულ ცოტა ხნის მერე ახალ ლექსებს უკითხავდა რაზმელებს; რომ მას თითქმის ყველა რაზმელზე აქვს შეთხზული ლექსი, მათ შორის სახუმაროც; რომ მასზე ქაქუცამ თქვა: „თუ მშვიდობა იქნება, მიხას აუცილებლად უნივერისტეტი უნდა დავამთავრებინოთ, ცოდოა ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო“.

ცნობილია აგრეთვე ხალხური ლექსი, გამოთქმული ჩოლოყაშვილსა და ხელაშვილზე:

„რო ნახავს ჩოლოყაშვილი,
იმის პირ იზამს ღმინსაო,
ერთი ჰყავს, ათის ბადალი,
შიში არა აქვს მტრისაო“.

ხელაშვილი თან ახლდა ჩოლოყაშვილს საქართველოს მთებში და მან ბევრგზის ისახელა თავი „შეფიცულთა რაზმში“.

არსებობს გადმოცემა, თუ როგორ წააწყდა იგი ერთხელ სოფელ ბანაკას განაპირას, დიდ გომურში თავშეყრილ კომკავშირლებს, რომელთაც ქაქუცას დატყვევება განეზრახათ, როგორ შეიჭრა იგი ამ სადგომში, აჰყარა მათ იარაღი და მიჰგვარა „შეფიცულთა რაზმის“ ბელადს, ვინაც ჭკუა დაარიგა ამ გზიდან აცდენილ ახალგაზრდებს და გაუშვა.

მიხა ხელაშვილს არაერთი გმირული საქციელი აქვს ამ რაზმში ყოფნის დროს ჩადენილი. ტყუილად როდი უთქვამს მასზე ხალხს:

მიხაი გვყავის ჯეილი
ფასი მთელ ფშავეთისაო,
ტანად კი დაბალაია,
ხნით ოცდახუთი წლისაო,
გაუდრის ბატალიონსა
თუ მტრულად დახვდებისაო“.

ხელაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს უცხოეთში არ გაჰყოლია. ასე უთქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს არ მივატოვებო; და იგი კვლავ ფშავ-ხევსურეთის მთა-ტყეს აფარებს თავს.

მარტოსულ ხელაშვილს თავისთან უხმობს მისი ძმობილი, კახეთის ტყეებში გაჭრილი ვანო ხაფაზური და ისინი ერთხანობას მყოფობენ, როგორც იტყვიან, ზურგი ზურგს მიყრდნობილნი. ხაფაზურს ისე უყვარდა ხელაშვილი, შემდგომში სინათლედაკარგულს, ლამის შუქი უდგებოდა თვალში მის ხსენებაზე.

ცოტა ხნის მერმე იგი კვლავ, ამჯერად საიდუმლოდ, უბრუნდება თავის მშობლიურ კუთხეს.

მიხას კიდევ ერთი დიდი სიმძიმილი შეხვდა. მოკლეს 22-24 წლების აჯანყების მონაწილე, მისი ძმადნაფიცი ხევსური გიგია. მიხა წერს ბრწყინვალე ლექსს გიგიას სიკვდილზე, სადაც ძმა-კაცს დასტირის მისი დედის პირით.

დიდებულია ამ ლექსის ყოველი სტრიქონი, ყოველი სტროფი და ასევე მისი ფინალური პასაჟიც:

„ყველას ვიქმოდი რო საით გამთელდებოდეს წყლულია,
მაგრამ შენ ვერა გიშველის, სუყველა დაკარგულია,
მენაც ბევრს ვბოდავ, ბევრ აზრი გამივლის დაფანტულია,
შენ ვერას გარგებ შავ მეცვას, თუ გინდა დაქარგულია,
ღმერთმა გაცხონოს გიგიავ, აკურთხოს შენი სულია“.

ღრუბლები იქუფრება თვით მიხა ხელაშვილის თავზეც. ამას იგი თავადაც გრძნობს:

„დუშმანიც არის ბიჭებო
დიაკონ მიხასავითა“.

იტყვი იგი ერთ-ერთ ლექსში.

„მენაც თქვენსაებს მაღირსოს
შინ გათლილ კუბოს ფიცარსა,
სამუდმოდ ჩასაბარებლად
სამარეს ახადისასა“.

იტყვის მეორეგან ეს განწირული სული.

ოღონდაც ხელაშვილს როდის ეშინის სიკვდილისა. მას ღრმად აქვს გაცნობიერებული თავისი ბედ-იღბალი და სიამაყითაც არის აღვისილი იმის გამო, რომ სამშობლოს უნდა შესწიროს სიცოცხლე.

ეს ცხადლივ ჩანს ერთი მისი დახვრეტილი მეგობრის დის, პარასკოსადმი მიწერილ, 1924 წლის დათარიღებულ ბარათში:

„ნუ იფიქრებ რომ შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შაეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. მრავალ ვაჟკაცთ თავის ნებით გადადვეს თავი სამშობლოსათვის და სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცეს პირში. განა ეს ამოდენა სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულია? არა! იმათ სახელი მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის... აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა კი ამ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო...

გუშინ შენი ძმა მოკლეს და ხვალ ჩემსაც იგივეს გაიგონებ. ჩვენი გზა ერთია, ხოლო იმედი მაქვს ჩვენი დები არ დაგვივიწყებენ და არც დაგვაღონებენ თავისი კაეშნით, მეტისმეტი დარდით“.

ნათელმხილველივით იწინასწარმეტყველა მიხა ხელაშვილმა თავისი აღსასრული:

„მე მამკლავს ძმისა მამკლავი,
იქნება სახელიანი?!
ჩამსხდარა ხევის ჭალასა
მთავრობა აგენტიანი“.

ეს თავისუფლებისათვის მებრძოლი სული მართლაც აგრე ჩაკლეს.

მას ძმობის ნიშნად ტყვიები ჰქონდა გაცვლილი ჩარგალელ ლუკა მარცვალაშვილთან. ხელისუფალთ კი იგი მოისყიდეს, მისცეს ფული და შაშხანა იმის საფასურად, თუკი მოკლავდა ხელაშვილს.

აი, როგორ მოხდა ეს:

ერთ დღეს მიხა ხელაშვილი ეწვია ლუკა მარცვალაშვილს შინ, ჩარგალში. ამ უკანასკნელმა გადამეტებული მასპინძლობა გასწია. ყველანაირი პატივი სცა; რაღა თქმა უნდა, ხინკალიც მიართვა მიხას და არაყიც. მერე კი ძმა-კაცთა ადათისამებრ პირიც გაპარსა.

„გული ცუდს მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის. ბარემ გამომისვი ყელში ეგ სამართებელი, ლუკავ. არც დავინანებ, რაღაა ჩემი სიცოცხლე“.

ასე უთქვამს მიხას მარცვალაშვილისათვის.

ლუკამ იტკიცა ეს სიტყვები და მოჩვენებითად განაწყენდა კიდეც.

ბახუსმორეული ლომგმირი საბძელში დააძინეს მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა.

როცა მიხა ღრმა ძილმა წაიღო, ეს ორნი თავზე დაადგნენ მოსაკლავად. მარცვალაშვილს შიშით ხელი აუტოკდა, მაშინ გარსევანიშვილმა დაახალა მიხას ტყვია შუბლში. საბძელის გარშემო მილიციის რაზმელები იყვნენ ჩასაფრებულნი. მათ ატეხეს სროლა, რათა ხალხს ეფიქრა, ხელაშვილი ხელისუფლებამ მოკლაო და შური არ იძიებინათ მარცვალაშვილსა და გარსევანიშვილზე.

რაზმელებმა თავი მოუყარეს ჩარგალში მცხოვრებ ხელაშვილის ახლობელთ, შეაბეს ისინი მარხილში, რომელზეც შეაგდეს მიხას ცხედარი, ჩააცურეს ეს მარხილი დუშეთში და მიხას ნეშტი გაშოტეს მილიციის წინ.

მიხას დამ, სალომემ, მიაკითხა მისი ძმის მკვლელობის ადგილს, სათუთად მოკრიბა იქ დანთხეული ტვინი და დამარხა.

მერმე მან ხელაშვილის ლექსისა და კაცობის პატივმცემელი ხევსური მილიციელის ხელშეწყობით მოიპარა ცხედარი, რომელიც უკვე დასახსრულიყო, რადგან ხალხის დასაზაფრად ლამის ორი კვირა მყოფობდა მილიციის კედელთან. ნაწილ-ნაწილ ჩააწყო ხურჯინში ეს დევური მხარ-მკლავი, ბევრი რამ ვაჟკაცურის შემძლე, ქართველი ერის სასიკეთოდ და დაფლა იმ ტვინთან ერთად, რომელს ასევე ძალედვა კიდევ ბევრი რამ შეეძინა ქართველი ერის პოეზიის საგანძურისათვის.

ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს.

აგრე გაეყარა ერთურთს მთიელთ პოეზიის მშვენებისა და სიამაყის სულ-ხორცი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 25 წლის მიხა ხელაშვილი საფლავში ჩავიდა სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ის გაჩნდა ამ ქვეყნად.

ხალხმა არ დაინდო და საკადრისი მიუზღო მისი საყვარელი პოეტისა და რაინდის მკვლელებს. გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ატრიაში და იგი საშინელი წამებით მოკვდა. (იმდენად საზარი იყო გარსევანიშვილის დანაშაული, რომ ამბობენ, შემდგომში ცნობილმა ექიმმა ივანე სიხარულიძემ, ვინც იმჟამად მთაში იმყოფებოდა, დაარღვია მკურნალის ეთიკა და თვალი აარიდა შურისმაძიებელ ფშაველს, ვისაც ამ საქმისათვის საწამლავი გაჰქონდა აფთიაქიდან.)

მარცვალაშვილი კი კარგა ხნის შემდგომ თრიალეთიდან გაამგზავრა მოუსავლეთში ტყეში ყაჩაღად გასულმა გაბედულმა ვაჟკაცმა და განთქმულმა მელექსემ გოგია ჭიჭოშვილმა.

თრიალეთის მიდამოებში ხელისუფლებას გარიდებულ, ტყეს თავშეფარებულ ხალხის დასახოცად გაიგზავნა ამ საქმეში უკვე გაწვრთნილი მარცვალაშვილი.

ერთ დღეს იგი თეძოზე იყო წამოწოლილი, ძალას იკრებდა ახალი კაცთმკვლელობისათვის. ამ დროს ტყიდან უეცრივ გამოეცხადა ჭიჭოშვილი.

- შენ მოჰკალ მიხა? - ჯიქურ შეეკითხა იგი მარცვალაშვილს.

ამ უკანასკნელმა წამით ვერ გაიგო რა ხდებოდა, მერე კი მიხვდა საქმის ვითარებას და უტიფრად მიუგო:

- მე მოვკალ, მე და ახლა შენც ზედ მიგაყოლებ!

ამ სიტყვებთან ერთად მან ხელი გააცოცმანა ავბედითი შაშხანისკენ, მაგრამ გოგია ჭიჭოშვილმა მყის იძორ მაუზერი და სამი ტყვია დაახალა შუბლში ქველი ქართველი მამულიშვილის მკვლელს.

ასეთია ქარგა მართლაცდა კაი ყმის, მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა. ასეთია, ვითარ პოეტი იტყვის, შეთხზულიცა და სინამდვილეც მისი პიროვნების გამო.

ჩაქრა ამ შფოთიერი კაცის სიცოცხლე, მაგრამ დაშთა მისი პოეზია. ოღონდ ეგ არის, არც ხელაშვილის ლექსებს ხვდა ვარდით ფენილი გზა!

ზოგმა ვერ სძლია ხელისუფალთა შიშს და მოსპო ისინი. ასე მაგალითად, მისმა ახლობელმა ყაყიტელაშვილმა ბუხარში ჩანაცრა მისი ლექსებით სავსე რვეულების დასტა; მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს შეეპუენ. ერთმა ფშაველმა თურმე კლდის ნაპრალში შეინახა სამომავლოდ ხელაშვილისეული სტრიქონებით დაშაშრული ფურცლების კონა. მიხას ლექსები შემორჩათ მის დებს სალომესა და პელაგიას, რომელთაც ისინი გადაულოცეს მის ქალიშვილს, თამარს. უმთავრესი კი ის იყო, რომ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ (თუმცკი მრავალგვარ ვარიანტებად) უხვად შემოინახა ხელაშვილის პოეტური მემკვიდრეობა.

ქართველმა ლიტერატორებმა ჯეროვანი პატივი მიაგეს რამ მანქანებით გადარჩენილ დაფლეთილ ფურცლებს - პოეზიის კაშკაშა მთიების ემაგ მეტეორიტებს. ღვაწლმოსილმა სწავლულმა ვახტანგ კოტეტიშვილმა ხალხური სიტყვიერების ლართსაუნჯეში დაამკვიდრა ხელაშვილის მართლაცდა ბაჯაღლო ოქროსდარი „ლექსო ამოგთქომ ოხერო“. ახადელ ხელაი შემონაქმედს აქუჩებდნენ და მის დვრიტას განჩხრეკდნენ კალმოსანი მამულიშვილნი - გიორგი თურმანაული, ივანე ქართველიშვილი, ჯარჯი ფხოველი, ტრისტან მახაური და სხვანიც მრავალნი. ოღონდ, ჟამთა სიავის გამო, ჯერაც არ იყო შედგენილი მისი ბიოგრაფია და არ იპოვებოდა არცერთი კრებული მეტნაკლებად მაინც რომ წარმოაჩენდა ამ ძვირუხსენებლ პოეტსა და კაცად-კაცს.

ამბობენ, უკანა ფშავის დიდ ხევისბერს, პაპა ბიჭურის, ტყეში დაუფლავს ამ კუთხის ხალხის განძეული, ძვირფასი ხატები, შანდლები, საცეცხლურები, ისტორიული ნივთები. იგი არჩევდა თურმე იმ კაცს, ვისთვისაც შეეძლო მიენდო ეს ყოველივე. პაპა ბიჭური ისე აღესრულა, რომ ვერ მოასწრო ამის გაკეთება და განძი უკვალოდ გაქრა.

ჩვენის ფიქრით დიდი დანაკარგი იქნებოდა, თუკი დავიწყების მდინარე წაიღებდა დიდებული ქართველი მამულიშვილის, კრულ ვარსკვლავზე შობილი მიხა ხელაშვილის ცხოვრების ამბავსა და პოეზიას.

აი მიზეზი, თუ რატომაც მიმოვდიოდი წელთა მანძილზე ფშავ-ხევსურეთში; თუ რად დავიდე დიდხანობით ბინა მიხა ხელაშვილის სამშობლო კუთხეში; თუ რისთვის ვუჯექ გვიანობამდე იქაურ მკვიდრთა, ირაკლი და ბელა ციგროშვილების სახლს მოდგმულ ჯარგვალში ხის ძველ მაგიდას და ჭრაქის შუქზე ქაღალდზე გადამქონდა ბერიკაცთაგან განაგონი ფრიად სანიაზო ამბავნი განდეგილი პოეტის ცხოვრების გამო; მერმე და მერმე მასპინძლის ხანჯლისშვილათი წევერწათლილ ფანქრით ვაზუსტებდი ხელაშვილის ლექსთა სტრიქონებს, რა მივუგდებდი ყურს არაგივ ტალღებს, რომელთ ხმიანობისთვისაც ალბათ არაერთხელ მიუდევნებია მარტოსულ მეკალმეს ლექსიც და თხრობაც.

აგრე ჩამოიქნა ეს ბიოგრაფია და შეიკონა ლექსთა ეს რვეულიც, შემოსილი და წარმართებული პოეტის სულის ევოლუციის გამომსახველი წყობით და გეზით.

ბუნების მშვიდი სურათები, ნაზი და ალალი სატრფიალო და სალაღობო ლირიკა, მძაფრი პატრიოტული თუ პოლიტიკური მოტივები, ღმრად ფილოსოფიური თუ რელიგიური სტრიქონები, საზარი ზმანებითა და წინათგრძნობით ნამსჭვალი სტროფები.

ასეთნაირად არის აღნაგი ეს კრებული; ამგვარივეა პოეტის განწყობათა crescendo (ზეაღმავალი ჟღერადობა), რომ გვარონინებს ყარიბის მიერ თლილ გზაზედ, იდილიიდან - ტრაგედიამდე.

ვაგლახ, რომ აუხდა ავი სიზმარი აბრაგ ქრისტიანს.

იმა დროებამ ბევრი ასეთი ადამიანის თავზე მრუდედ მოაბრუნა განგების ბორბალი, საქართველოს ბევრ ღირსეულ შვილს უკუღმა დაუტრიალა ცხოვრების ჩარხი, მაგრამ მათ შორისაც კი გამორჩეულია მიხა ხელაშვილი, რომლის პიროვნებაში ერთმანეთს შეეზავა-შეედუღაბა ბრწყინვალე მელექსე და მედგარი მამულიშვილი.

უმძიმესი გახლდათ ის შავ-ბნელი ხანა, რომლის ერთ-ერთი სიმბოლური გამოხატულებაა სიცოცხლეცა და სიკვდილიც დია ჩინებული ქართველი პოეტისა და მოქალაქის, მიხა ხელაშვილისა, ვინაც ეს ვითარება თავად გამოთქვა სულ რაღაც ორიოდ, მაგრამ ძალზედ მრავლისმეტყველი სიტყვით:

„დროის მოგონება არის
ბარისახოს დიაკონი!!!“
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jan 25, 2010 10:20 pm

ხევსურთა მხარე

ამ ჩვენს გუდელა ხევსურეთს
მთები აქვს შამოხვეული,
ჰყარაულობენ გულადნი
სუ მაღლა თავაწეულნი
მათის გმირულის თვალიდან
ცრემლ-წყაროდ გადმოთხეული,
არაგვი მირბის კვეხნითა
როგორც ქორწილში წვეული.
მთებსა და ჭალებს დაუქრის
ნიავი გადარეული,
შემოდგომისა ხეები -
- ფერადის ფოთლით ხვეული.
მთათ ტყის ნადები ახვევავ,
თავებ აქვ ჩამონგრეული,
ისევ ამ წესით ცას სჭვრეტენ
ვით წინათ იყვნენ ჩვეული.
ღმერთსა მოუცავ იმათთვის
სუყველა მზა-მზარეული,
ფარად კლდენი ჰქონ გმირებსა,
ხმლად - ღელენ ბაწაეული,
ქიმთ ყაბალახად დეკა აქვთ
შავ ფერად გადახვეული
დეკა-რომელსა ფოთოლი
ზედა აქვს მრავალწლეული,
და ესე შემოსილები
წევს მთები როგორც სნეული,
გვერდებშია აქვს თოვლები
ქარისგან გადმოთხეული,
ქარ არ ასვენებთ დღე-ღამეს
ისი ჰყავთ გადასეული.
ზოგს რო შაჰხედო წყრული სჭირს,
გვერდი აქვს ჩამორღვეული,
ზოგისად იტყვი, მთვრალია
ისრ არის გადაწეული.
თოვლით შალესავს გლუვადა
ზამთარ რო მოვა წყეული.
ისიც უკანვე წავალის
ზაფხულით გადახრწნეული.
მოვა ზაფხული ლამაზი,
ჯადომქმნელი და გრძნეული.

bounce bounce bounce bounce bounce bounce
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Guest
Guest



PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jan 26, 2010 11:41 am

ვაკე-საბურთალოს რაიონში უსახელო ქუჩას ქართველი სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის სახელი მიენიჭა


ვაკე-საბურთალოს რაიონში, უსახელო ქუჩას ქართველი სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის სახელი მიენიჭა. გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
"მიხა ხელაშვილი არის სახალხო გმირი, რომლის სახელმა და გვარმა ხალხის გულში დაიდო ბინა. იმისათვის, რომ ფოლკლორისტებს მისი ლექსები გადაერჩინათ, საბჭოთა პერიოდში ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ისინი ავტორის მითითების გარეშე იბეჭდებოდა. 85 წლის შემდეგ სამართალმა პური ჭამა და ის მაინც გაბრწყინდა”, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა.
მიხა ხელაშვილი 1920-იან წლებში ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და "შეფიცულთა რაზმის” წევრი იყო. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. მიხა ხელაშვილი 25 წლის ასაკში დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს დაიღუპა.
---
გადმოტანილია აქედან. (ამას უნდა დაუწკაპო და ნახავ, საიდანაც არის გადმოტანილი).


Last edited by ბობო on Wed Jan 27, 2010 10:26 am; edited 1 time in total
Back to top Go down
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Wed Jan 27, 2010 12:31 am

ბობო wrote:
გადმოტანილია აქედან.[/size][/url]

da saidan aris gadmotanili?
bounce bounce bounce bounce bounce bounce
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Wed Jan 27, 2010 9:29 am

ვახ.. მე კიდევ ხალხური მეგონა რამდენიმე ლექსი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
მიხა ხელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: