არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხა ხელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: მიხა ხელაშვილი   Sat Jul 04, 2009 11:02 pm



მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, სოფ. ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, სოფ. ჩარგალი), ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წწ. ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.
ავტორია პოპულარული ლექსებისა (მ.შ. „ლექსო ამოგთქომ“, „ბინდისფერია სოფელი“), რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წწ. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

ბმული:
* http://ka.wikipedia.org/wiki/მიხა_ხელაშვილი
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Jul 05, 2009 9:51 am

მიხა ხელაშვილი

***
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემს სამახსოვროდ სააქაოზე რჩებოდე.
გიმღერდენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
ჩემო სახელო, ამქვეყნად დიდხანსამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქომნო სიტყვანო, ნეტავი, გახქვეყნდებოდე
და ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე,
გულო დარდითა, წყეულო, ნეტავ, არ დაშავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გასთხოვდებოდე!
ნეტავინ, გულო კაცისავ, ძრიელ არ დაღონდებოდე,
ფიქრო, შენ არა მტანჯავდე, როდესაც ჩავგონდებოდე.
სუყველას გაუხარდება, რომ უდროვოდა ვკვდებოდე?
იქნება, იყოს მისთანა, რომ მას არ ვავიწყდებოდე,
ჩემზედ იტიროს მწარედა, ყოველთვის ვაგონდებოდე,
ბევრჯელ მიტიროს გულითა, მანამდის დავმიწდებოდე?!
ერთ ეგეც უნდა ვიფიქრო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა?
მე ამას ვამბობ და ფიქრიც უთუოდ მინამდვილებსა,
დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა,
ბოლოს კი დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა.
თუმც ცოლიც კარგა მიტირებს, ქვეყანას გააკვირებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიც კი სხვას ვისმე გაუცინებსა.
მეზობელებიც მიტირებს, ძალად დაჰკრეჭენ კბილებსა,
კიდევაც ვიტყვი, დედის გულს მე ვერვინ გამაცილებსა,
სუ იმის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა.
და სხვას მე ვის რა მოვკითხო? სუყველა მოილხინებსა,
მალე დაუსმენ თითებსა თავის ფანდურის სიმებსა.
ვენაცვლე ძუძუთ გამზდელსა, გულით ის დამიტირებსა!
დედას ვუყვარვართ და დედა არ გვაგონდება შვილებსა,
იმითა გვტანჯავს უფალი,ყოველთვის გვაცოდვილებსა.

1919 წელი, ბარისახო
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sun Jul 05, 2009 11:45 pm



***
რა არის ჩემი სიცოცხლე?მუდამ პურსა ვჭამ მწარესა,
ვერც თავსა ვშველი,ვერც სხვასა,ვაბნევ ცრემლებსა ცხარესა,
გულამოსკვნილი დავყურებ ჩემსა სამშობლოს მხარესა,
ვეღარც მზეს ვატყობ სიცხოვლეს,ვერც სინათლესა მთვარესა,
მე კი ვსტირივარ,ჩემს გარდა,სულდგმულთა გაიხარესა,
ვაი! მე არა შემიძლავ,კარგს ვზივარ არემარესა,
მზემ თავის სხივნი მოჰფინა,ღრუბელთაც გაიდარესა,
მე მაინც ეჭვიანი ვარ,ვერავინ გამახარებსა.

1918 წელი, ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jul 06, 2009 8:14 am

მადლობა გაგას მიხა ხელაშვილის სურათისათვის.
მიხა არამარტო სულიერად,გარეგნულადაც საოცრად მშვენიერია.
იმედი გვაქვს,რომ გაგა(თვითონაც ნიჭიერი პოეტი)ამ სურათს მიხას ლექსებსაც მოაყოლებს. Exclamation

king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jul 06, 2009 8:29 pm

ვედრება

ღმერთო, დიდო და მაღალო,
მარადის მყოფო ცაშია
გადმოიხედე უფალო,
ქვეყანა დაინახია.
აკურთხე, განაძლიერე,
მშვიდობით შაინახია.
შენ განატკიცე მთა-გორნი,
მაღლა აწვდილნი ცაშია,
და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ
შენს მადიდებელს მთაშია.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 07, 2009 8:50 am




***
გულში მაქვს გადაწყვეტილი,ახლა კი სიკვდილს ველია,
ვაუბნებ ჩემსა ენასა,სანამდის არის სველია,
როდესღაც გამითავდება,გადამიშრების ყელია,
სუყველა ახლა მოვიდა ჩემი ახალი-დ ძველია,
მანამდისა ვარ ცოცხალი,ვარ ბევრის გამამთქმელია.

1918 წელი,ბარისახო.

...
მიხა ხელაშვილი დაიბადა 1900 წლის 25 იანვარს,მოკლეს 1925 წლის 25 იანვარს_ასე ”მიულოცეს” დიდ პოეტს დაბადების დღე ღმერთის მოძულე ნაძირალა კომუნისტებმა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Fri Jul 10, 2009 1:44 am

მოვქუჩდეთ დედაქალაქსა

მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი.
კიდევ იხილოს ქალაქმა, ფშავ-ხევსურთ აბჯართ ჟღერანი,
თუკი წაგვართმენ სამშობლოს, რად გვინდა თვალთა ცქერანი,
მივალთ იქ, საცა რომ უჭირს, შორით არ გვიყვარს მზერანი,
სუყოველთვისინ ომი გვაქვს, ჭრილობა, სისხლის დენანი.
თვალითა ვხედავთ, რა ცხადად, რად გვინდა წარმოდგენანი,
მივხედ-მოვხედოთ ქართველთა, მტერნი გვყავს რაოდენანი!
ჩვენ წაქცეული უფლება, უკვდავად აღვადინოთა,
ისევ ძველნი ვართ ქართველნი, სუყველას ვაგრძნობინოთა,
მტერს დავხვდეთ მამა-პაპურად, ცხვირს სისხლი დავადინოთა,
დაუძინებელ მტერთათვის ცოტა ოფლ მოვიდინოთა.
მოვსპოთ იმათი ძალ-ღონე, სამუდამოდ მოვილხინოთა,
მოვბრუნდეთ, დროშა ქართული ამაყად გადმოვფინოთა.
ქართლისა კათალიკოსსა სიონში ვაწირვინოთა,
ღვთისმშობელს, ივერთა მცველსა, გალობა აღუვლინოთა,
მცხეთას, ერეკლეს კუბოსა, ლამპრები აღუტყინოთა,
ბნელში ნამყოფი სამარე, სანთლებით გაუბრწყინოთა.
ერთგულთა ქება შავასხათ, ორგულთა შავაგინოთა,
დავსხდეთ, ქეიფი გავწიოთ თავისუფლების ღვინითა,
სხვის სამეფოსა ძმურადა პასუხი მოუსმინოთა,
ჩვენზე ამაყი სიტყვის თქმა, არავის დაუთმინოთა.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Fri Jul 10, 2009 1:45 am

ლაშარის ჯვარი

გეყოფა ქარი და თოვლი
შაო ღრუბელო ცისაო,
იკმარე ღმერთო, ზარალი
ფშავეთში ფშავლებისაო,
აღართუ გაქვისთ შეძლება,
სალოცავებო მთისაო?!
აღართუ გვწყალობს დავლათი
ლაღის ლაშარის ჯვრისაო!
ცოდვით და სისხლით აგავსეს,
ნაპირი არაგვისაო...
წინავაც აგრე ყოფილა
ჩვენზე მოსევა მტრისაო,
მრავალნი იხოცებოდნენ
თოფებითა და ხმლითაო...
აიმართიან დროშები
ხატს უკითხავენ პირსაო,
ნათქომთა ხევისბრისასა
არ ჩააგდებენ ძირსაო,
ეხლა ამბადღა დამრჩალა
დროება წინა ხნისაო.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Fri Jul 10, 2009 2:02 am


ავი სიზმარი

აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ, ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს გამოსროლილი მტრებისა,
ანდა გამრიყავ ჭალაზე ზოვი დაღესტნის მთებისა,
სალეკოს მონათოსდება ნაძოძი ჩემი ძვლებისა,
ჩამამყვებიან ყორნები ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის ცელქი ჩარჩქერი მთებისა,
რა მამა დამიღონდება რა დედა ატირდებისა.
შენ მაინც დამიტიროდი ჩემებრ ტანჯულო ბედისა.
ჩემს გულში, ჩემო მნათობო მჩაგვრელო ვარსკვლავებისა.
მე ჩემს გეძახი, არ ვიცი, იქნება გახდე სხვებისა,
მშვიდობით, მენაც მივდივარ, დრო არის გამგზავრებისა.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Fri Jul 10, 2009 2:02 am

დედას

რა სავალალოდ ვშობილვარ
უბედურ მასკვლავზედაო,
შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე,
ძუძუთ გამზრდელო დედაო.
ვიცი მე შენი და სხვისცა,
მე სუყველასა ვხედაო,
გულში ბევრი რამ მიწყვია
მაგრამ თქმას ვერა ვბედაო.
გულს დაჩაგრულსა დარდითა
ლოდ დამედების ზედაო,
სხვა კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო.
არ ვიცი რას რა მოველი,
რამ რარა ამაყბედაო.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Fri Jul 10, 2009 2:04 am

იმედი


უკვდავი არის იმედი
თუმც ზამთარია ტიალი,
ეს თოვლი ადრე დადნება
წყლებმა გაიღოს ჩხრიალი,
თეთრმა მანდილმა მთებისამ
მწვანედ დაიწყოს ციალი,
და თბილისისკე ქართულმა
ჯარმა მოიღოს გრიალი;
ამ დროსთვის ვიყვე გმირულად
იდგეს ხმალ-ხანჯრის ტრიალი,
ვუჩვენოთ მტერთა - ორგულთა
ეროვნულ დროშის ფრიალი.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Fri Jul 10, 2009 2:07 am

ამ გენიალური ლექსით დავამთავრებ ეხლა და მერე დრო რო მექნება კიდევ მოვიტან ხოლმე...


დედის სიკვდილზედ

სინათლის სხივი გამიქრა, ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო მხარეო არაგვისაო;
გეწია ფშავის არეო, დროება წინა ჟმისაო,
როდესაც დედის კალთაზე ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.
შორს მიდიოდა ტყვიაი სალეკო ბილიკისაო,
იხოცებოდა მრავალი, კრებოდა შუქი მზისაო.
ხან კი გადავდის კაცის ძე დასამარხავად მკვდრისაო.
მაგრამ არ იყო ანდერძი მოკვლაი დიაცისაო.
ეხლა აღარვის სცხვენია, აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო,
ჩემ სამუქრაოდ მოდიან ყმები ლაშარის ჯვრისაო,
არვისთვის რა მიწყენია, ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?
ღმერთმა ხომ იცის, ფშავშია ვცხოვრობდი სინდისითაო.
ქურდობით არ ვაწუხებდი, არც არავისა ცრცვითაო.
დედა მამიკლეს მოხუცი, სამოც-ოთხმოცი წლისაო,
ავადმყოფ მოკლეს, დედაო, შაჰბრალდი აღარვისაო,
ფშავლები გბანენ სისხლითა ცრემლით დაბანილ პირსაო.
რო დაგკრეს, დაიკვნესებდი, დაინატრებდი შვილსაო!
მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი, როცა შენ გაგიჭირდაო...
რად მინდა ქუდი თავზედა ან თოფს რაადა ვზიდაო?!
ან გავლა ვაჟკაცურადა, იმედი მაუზრისაო?!
მამკლავსა თავის დედისას რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
მტერი არ შამხვდა მტრისფერი, მყოფილვარ შავი დღისაო.
შინაურების დათოფვა არ ეკადრების გმირსაო!
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Fri Jul 10, 2009 8:05 am

მადლობა გიოს მიხას ლექსების დადებისათვის.
მომავალში უფრო მეტს მოველით.


king cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sat Jul 11, 2009 4:10 pm

მთანო მაღალნო!
------------------------
მთანო მაღალნო,რას მიცქერთ?ვარ გაუტეხის გულითა,
ხან ვიჩაგრები თქვენს ცქერით,ხან ვჰფრთოვანდები სულითა.
გამხიარულდით,ლამაზნო,რად შემოსილხართ ბურითა?
ხართ გმირნი შაუპოვარნი დასაწყის-დასასრულითა.
ანკარა ცრემლი გადმოგდისთ_ნადენი ოქროს ლულითა,
თავს კი ვერ დაგამეტებენთ ბაღნი,ნახვევნი წნულითა,
ამაყობთ გაზაფხულის პირს მკერდყვავილაღკაზმულითა.

1919 წელი,ბარისახო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jul 13, 2009 8:12 am

მოვა სიკვდილი უჩინო
------------------------
შუქს ბნელი შესჭამს,ვარდს_ჭია,
კაცის გულს_ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jul 13, 2009 7:31 pm

1993 წელს გამოიცა წიგნი ”ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა”(საგამომცემლო ფირმა ”კრიალოსანი”).
ედიშერ გიორგაძე(შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი) ერთგან წერს:
”მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის.მისი მხილველნი გვამცნობენ:”არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკანიდან შეხედავდით_წინ გადაღუნულსა ჰგავდა,თუ კი წინიდან,მაშინ_უკან გადახრილს,რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი,ზურგზ კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო”.მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და, როგორც თავად იტყოდა,უკან გადაესროლა მუთაქასავით;ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და,როგორც თავად იტყოდა,იქვე გააციებდა.”
...
ეს საოცარი ენერგია მიხა ხელაშვილის პოეზიაშიც იგრძნობა. king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Sat Jul 18, 2009 8:08 pm

შვილისა არა ბრალია
------------------------
დავტოვე ჩემი სამშობლო,გავწირე სახლი,კარია,
ერთი შვილი მყავ,უფალო,შენივე ნაბოძარია.
შური არა აქვს ჩემს მტერსა ჩემს შვილთან საძებარია,
მე მქონდეს დანაშაული,შვილისა არა ბრალია,
მოვკვდები,იქაც მიმელის საცოდვო სამართალია.
ღმერთო,შენა ხარ პირველი,ბრძანდები დაუმცდარია,
შენ შექმენ ზღვა და ხმელეთი,მინდორი,მთა და ბარია,
ცა გადაჰხურე თავზედა,იმაზედ მზე და მთვარია,
იმასთან დაუსაზღვრავი ვარსკვლავებისა ჯარია.
წყალი მწყუროდა,საწუთრომ მასვა ნაღველი მწარია,
აღარ მინდარის სიცოცხლე,ნეტავი ვიყო მკვდარია!

1924 წელი,ხევისჭალა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Wed Jul 22, 2009 9:40 am

ეგრე ყოფილა ცხოვრება
-----------------------------
ძალიან დაღონებული ვედები ღადე-ღუდესა,
ვისაც მივენდე გულითა,მათ უფრო გამაცუდესა,
მე ვენდობოდი გულითა,იმათ კი გამამრუდესა.
ვჯდები,ვაქუჩებ ბურდოსა,კარგს ვერ ვიკეთებ ბუდესა,
თამამად ვეღარ გამივლავ ჩემი სახლ-კარის ზღუდესა,
კარჩი კაცნ არ მასვენებენ,შინ ფიქრებმ შამაწუხესა.
ეგრე ყოფილა ცხოვრება,გვანილა ავდრის გუბესა:
როცა მოვალის ავდარი,აავსებს იმის სრუტესა,
რო გაიდარებს,გაშრება,ცოტასღა წირავს მტუტესა.

1923 წელი,ხევისჭალა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Mon Jul 27, 2009 4:33 pm



ს ა ტ რ ფ ი ა ლ ო
-----------------------
ვაიმე,ჩემო ნადობო,სად-რა-რა იმყოფებიო,
ყვავილო,მთათა მშვენებავ,ვისის ეშხითა სჭკნებიო,
ნეტარ,პურს ვის-რა მაუტან,ვის კერას ჩამასჯდებიო,
ვის გაუღიმებ წყნარადა,მკლავზე ვის დაუწვებიო,
სრულო,თეთრს კელაპტარივით ვის ხელში ჩამოსდნებიო,
მოუწყენ,საყურებელო,ვის თვალებს დაუტკბებიო?
და მე კი,შენი მგონები,ჭკვაზეით გადვვარდებიო,
დამიბაროდი,ლამაზო,თუ კიდევ გავხარდებიო.
თუ კიდევ გნახავ,წამოვალ,შორ გზას არ დავზარდებიო,
მოვჰკვდები შენის ტრფობითა,სამარეს დავიდებიო.
მოვკვდები,ტურფავ,შენს ნახვას მე ვეღარ ვეღირსებიო!

1917 წელი,მკათათვის 30-ს,სოფელი ბარისახო.
...
ამ დროს მიხა ხელაშვილი 17 წლისაა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 8:10 am

ამ დილას სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩვენგან უდროოდ წასული კარგი ჟურნალისტის, ნიჭიერი შემოქმედის და უბრალოდ სულლამაზი ადამიანის თინიკო მგელიაშვილის ადრინდელი პუბლიკაცია მიხა ხელაშვილზე, რომელსაც აქ გთავაზობთ. ძალიან მეამაყება, რომ თინიკო ჩემი ახლობელი იყო.



"ჩემგან ნათქომო სიტყვაო"


„ჩემი წარსული ცხოვრება ისე არ აიწერება,
როგორც დაგლეჯილ მთათ მკერდი ძაფით არ დაიკერება“.
მიხა ხელაშვილი


მაინც რა წარსული გქონდა ასეთი, ფშაურ, ლეგა ჩოხაში გამოწყობილ 25 წლის მხარბეჭიან ძალოვან და გულოვან ვაჟკაცს?!
შენმა ბავშვობამ ახადის მთებში გაიარა. ბერად დაყუდებული მოსანთლიშვილის შეგირდი იყავი, იმ მოსანთლიშვილისა, მთელი სიცოცხლე დარაჯად რომ ედგა ღვთისა და ვერდავიწყებულ ”ცისთვალა ფშავლის ქალას” პირველ სიყვარულს. ვეება ლოდიდან მისი ფიგურა გამოკვეთა, ირგვლივ მასავით ტანმაღალი კელაპტრები აუნთო და ხმადაუძვრელად შესთხოვდა ღმერთს იმ სოფელში მყოფი სათაყვანებელი სულის ცხონებას. ალბათ, მოსანთლიშვილმა შთაგბერა და დაგანათლა შენი მიწის, შენი ხალხის სიყვარულის საოცარი ნიჭი.
შენი ცხოვრება შფოთიან 1917 წელს დაემთხვა. ვერ შეურიგდი მთაში სისხლითა და აწიოკებით შემოსულ ”წითელ ჩეკისტებს”, ძალმომრეობას. ტყეში ყაჩაღად გავარდი, ნაბადი და იარაღი იქცა შენს მეგობრად და მესაიდუმლედ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ძმად შეეფიცე და დაიფიცე, საქართველოს თავისუფლებას შესწირავდი ყველაზე ძვირფასს, უფლისაგან ნაბოძებს.

პოეტი იყავი, ხელაშვილო, ფანქარმომარჯვებული, ტყის სიღრმეში ხეზე მიყრდნობილი ლექსებად კინძავდი შენს ნაფიქრალსა და განცდილს, ლურჯ იებსა და ეკლიან ასკილებს ეფერებოდი. გტანჯავდა ძლიერი ადამიანური გრძნობა სიცოცხლის სიყვარულისა, მონატრებისა, ისევ და ისევ სამშობლოს თავისუფლებისა.
წინასწარმეტყველური იერი, როგორც ყველა პოეტს, მუდამ თან გდევდა, აკი უთხარი კიდეც ერთ ლექსში დედას:
”სხვას კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო”.
სულ მალე, ”ახალი ცხოვრების” დასამკვიდრებლად მებრძოლი ხელისუფალნი წამებით ამოხდიან სულს შენს მოხუც დედას.

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 8:13 am

სველ მიწაზე პირქვე დამხობილს, უსაშველოდ გტკიოდა ამაყი სული და დედის ნაწამები სხეული. დასაფლავების დღეს ჩარგალში თავმოყრილ ხალხში, სადაც ”წითელი ჩეკისტები” ერჩეოდნენ, ქარივით მივარდი თოფ-იარაღში ჩამჯდარი, უხმოდ ტიროდი, ემთხვიე დედას, ვერავინ გაბედა წინ გადაგდგომოდა. უცბადვე შეერიე ტყეს, მთელი ღამე მიაქროლებდი ცხენს, ბორგავდა შენი შეგინებული, გამწარებული სული, არაადამიანურ ტკივილს განიცდიდი. ტყის ექო გეხმიანებოდა:
”დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ წუთისოფელი
გვტანჯავს და გვაცოდვილებსა”.
თანდათან მცირდებოდა შეფიცულთა რაზმი. ჩოლოყაშვილმა საზღვარგარეთ გაპარვა გადაწყვიტა.
ჩარგლის თავს შეხვდით ერთმანეთს შენ და ქაქუცა. შემოდგომა იყო, ისლებსა და წვიმას აევსო არაგვის ხეობა. ფერი გასცრეცოდათ ლოყაწითელ ასკილებს, ნავლისფერი სევდით ავსილი იდექით ვეება ხის ქვეშ.
– უნდა წამოხვიდე, მიხავ! აქ დარჩენას აზრი არა აქვს, ძაღლებივით ჩაგვახრჩობენ ”ახალ დროებისანი”, – ბოღმიანად მარცვლავდა ქაქუცა. წვიმით დასველებული ნაბდის ქვეშ ჩამოტეხილივით მოუჩანდა მხრები ტანხმელ ვაჟკაცს.
სიტყვას ვერ ძრავდი, მიხა. მდუმარედ იდექი, ვეღარც წვიმას გრძნობდი, ვეღარც ჟამისფერი ხვალინდელი დღის შიშს. ლაშარის გორზე ანთებული ცეცხლის კვამლის სუნი გიწვავდა ნესტოებს, ცადატყორცნილი იფნების ქვეშ ანთებული კელაპტრების შუქმა მოგჭრა თვალი წამიერ, წითლად იელვა არჯალათ პარასკოს თავჩითამ, შემთვრალი ფშავლების შემღერება შემოგესმა, დროშა დაირწა ხევისბერის ხელში, ცას უწია ყელმოღერებული კელაპტრის ალმა, გარმონს გაუწია ხთისოთ გოდერძიმ, იფნის კენწეროებს შემოეჭდო ნაგზირალაანთ თამარის ხმარბილი სიმღერა, შორიდან შემოესმა ხევისბერის მოზომილად, დინჯად ნათქვამი სიტყვები: ”გადიდოს, გაძლიეროს ღმერთმა პირქუშო ყაწიმმშვენიერო, ზინზილიანო, დევ-დედაბერთ ამომწყვეტო…” და იგრძენი ხელაშვილო, რომ ვერ იცოცხლებდი იქ, სხვაგან ”აემ სულყველას” გარეშე. სხვაგან ტყის მარწყვს და ცაცხვის ყვავილს არ ექნებოდა ასეთი სურნელი. შეხედე ქაქუცას, უხმოდ მოგეხვია ჩოლოყაშვილი. დიდხანს იდექით ასე მუხის ქვეშ, ვერ გრძნობდით წვიმის წვეთები თუ შემთხვევით წამწამსგამოცილებული ცრემლი გისველებდათ ღაწვებს.
იცოდი, ხელაშვილო, სიკვდილის პირისპირ რჩებოდი, აკი თქვი კიდევაც, ”მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი”.
ხატების შემმუსრავმა, ეშმაკის თანაზიარმა ადამიანებმა მოისყიდეს სულმოკლე კაცუნები, შენს მეგობრებად რომ ასაღებდნენ თავს, შენთან ლუკმა გატეხეს, მერე კი მძინარეს ტყვიები დაგახალეს. შენი სხეული ერთ კვირას დუშეთის მოედანზე ეკიდა. შენი სული კი ცისკენ მიჰყვებოდა გზაწვრილებს, მადლიანმა კაცმა მოიპარა ღამით შენი სხეულის ნაწილები, შენს დას, პელაგიას, ხელით ნაქსოვ, ფშაურ ჭრელ ხურჯინში ჩაულაგა და შენი მზის მოფიცარ პელაგიასვე გადასცა.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 8:15 am

თოვლიან ბილიკებს მიჰყვებოდა ზურგზე ხურჯინმოკიდებული პელაგია ჩარგლისკენ, ზურგით მიჰქონდა ცოდო-ბრალი ”იმ დროებისა”, ზვავები სწყდებოდა მთის წვერებს, ბრაზიანად მოშხუოდა არაგვი. ხმით მოსთქვამდა პელაგია, ქარი პასუხს უბრუნებდა. ხელაშვილის სული კი უკუნს კაფავდა, მტრედისფერში და ცისფერში ნიათობდა, საქართველოსთვის ლოცულობდა, დედამიწაზე ეშმაკი ხარხარებდა, ზვავის ხმაზე გნიასობდა. პელაგიას ხურჯინი არ ამძიმებდა, აკი ბავშვობაშიც ასე იცოდა, მოგიკიდებდა ზურგზე და ქარივით დაჰქროდა ღელე-ღულეებზე.
მარტომ გზიდა, მარტომ გაგითხარა საფლავი ”ხალხის მტერს”, სათუთად აყრიდა მიწას ცრემლებში დამბალ შენ ძვლებს. ბევრს გაბარებდა ბევრი ჭირ-ვარამის დამტევი, გაუტეხელი ფშავლის დედაკაცი იმ სოფლის ბინადრებთან. რამდენი ცრემლიც დაგეცა, იმდენმა იამ ამოყო თავი შენს წილ მიწაზე. უკვდავება ნიშნავს, კაცი კვდება, სიცოცხლე რჩება. შენი სიცოცხლე შენს ლექსებში დარჩა. იმ სიყვარულში დარჩა, რომელიც უწყვეტი და მარადიული სიცოცხლის მკვებავი წყაროა, გოდერძათ ნაციხარზე ამოსულ ტყის ყვავილებში დარჩა, შენსავით რომ ვერ ელევა თავის ფუძე-კერას, არაგვში მტევნისფერი მზის ცხუნვით დამთვრალი კალმახების ბორიალს, თეთრ თექამოსხმული მთების სიზვიადესა და გაზაფხულის მოახლოებით გულშეძრული ჭალების ყოჩივარდების ცრემლებით ატირებას.
შენთვის სიცოცხლის საზომი სიყვარული იყო, სიკვდილის შიშს რომ სჯობნის. სიკვდილს ამარცხებს და მასზე ძლიერია და თუ კაცის ღირსება მის არჩევანშია, შენ ყველაზე ღირსეული კაცი ყოფილხარ, ხელაშვილო, რადგან შენს არჩევანს ”სამშობლო”, ”სიყვარული” და ”ერთგულება” ერქვა.

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 8:37 am

ამ მცირე პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, გიგი ხორნაულის შედგენილ და სანდრო შანიძის მცდელობით 2006 წელს გამოცემულ მიხა ხელაშვილის ლექსების ყველაზე სრულ კრებულს რომ გადაიკითხავ(ვინ იცის მერამდენედ!), წიგნების თაროდან რომ ულამაზესი, ლეგაჩოხიანი ვაჟკაცის სურათი დაგყურებს, კომპიუტერის ეკრანზე რომ ახადისწვერიდან დანახული უკანაფშავის ზღაპრული პეიზაჟი გხვევს წაწადას ადენილ ნისლებში და "დედას ვუყვარვართ შვილები..." გიცრემლებს თვალს, სულ ნახევარი ნაბიჯი გრჩება რეალობას აცდნილმა დაინახო
"ახადის მთით (როგორ) მოივაკებს,
პოეტი და დიაკონი..."

მოდი და, გაუძელი! მოდი და, ნუ იქნები ამაყი!

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 9:40 am



მიხო მოსულიშვილი

ახადს უნისლოდ, დარდიანს...
(მიხა ხელაშვილის სულის სახლისათვის)

მივალ, გადმოვიღებ და წავიკითხავ მიხას ლექსებს, გამახსენდება გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ჩემგან დავლილი და მაშინ უკვე მიტოვებული, მაღალახადის ბანჩაქცეული და ჭინჭარმოდებული, ნისლებში გამოხვეული ნასახლარები და ჩამამიგორდება ობოლი ცრემლი...
ავაჰმე, მიხა ხელაშვილო, რომელი არის ამათგან შენი ნაფუძვარი, ნეტავი...
რომელი არის, რომ...
აღვადგინოთ ის სახლი და შიგ შენი მოსაგონარი ნივთები დავაწყოთ...
შენი სულის სახლი ის იქნება, მიხავ - შე ნაწილიანო, შე სახელიანო და შე კარგუნახავადამც დაკარგულო...
შენ რო სამშობლო იცოდი, შენ რო იმისი ფიქრი სულ ნისლებად გეფიქრებოდა და გეწერინებოდა, აბა, ისე ვისა? - აქ სიკვდილი ირჩიე და აქა ტრიალებ ახლაც, თანაც გვთხოვ, - მამისსახლს მაინც მიმიხედეთაო...
ავაჰმე, მიხავ...
ვერ ვივარგეთ, თორემ...
რა იმდენი დასჭირდებისა იმ შენი კალობნიანი პატარა სახლის აღდგენას, რომ ვერა და ვერ მოგვიხერხებია...
არადა, გეკუთვნის, მიხავ, შენი სულის სახლი გეკუთვნის და მარტო შენ კი არა, ჩვენ უფრო გვეკუთვნის...
ის შენი ნაფიქრი ნისლები მაინც არ მიატოვებენ იმ შენ ჩამოშლილ ნასახლარს, დასტრიალებენ სულ და...
ავაჰმე, მიხავ...
სიზმარად ნანახ ახადის ნისლებს რომ გაიხსნებ კაცი, მარტო ამასღა თუ ამოიგმინებ:

“ახადს უნისლოდ, დარდიანს,
დარჩენა არა სწადიან...”

ავაჰმე, მიხავ...
ავაჰმე...
შაიწყალოდე, პირქუშო - მჭედელო მაღალახადისაო, მკლავცეცხლო და ლაღის იახსრის დახსნილო დევთა ტყვეობიდანა, ლაღის იახსრისთვის დედო-ზარის ჩამამსხმელო, ხრმალ-ხანჯლების, ქვაბ-ჯამების და თას-ფიალების გამამჭედო ოქრო-ვერცხლისაგანა...
მიხა შაიწყალოდე, პირქუშო, მიხა ხელაშვილი...


წიგნიდან: "არსაიდან არსაითკენ", გამომცემლობა "საუნჯე", 2012

study


Last edited by ბობო on Tue Jul 28, 2009 5:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Tue Jul 28, 2009 1:03 pm



დიდი ხანია,არა ვყოფილვარ ისეთი სევდიანი და ლამაზი დუმილის ”ტყვეობაში”,როგორშიც აღმოვჩნდი ახლა_თინიკო მგელიაშვილის,სანათასა და ბობოს პუბლიკაციების წაკითხვის შემდეგ.
...
სამივეს(ღმერთმა ქვემოურთა ქვეყანაში გაანათლოს თინიკოს სული და სამზეოზე დიდხანს,ძალიან დიდხანს ატაროს სანათა და ბობო)მიხა ხელაშვილის ლექსებით შევეხმიანები...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
მიხა ხელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: