არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები). * მიხო მოსულიშვილი"ჰელესა" (კინორომანი). * ირაკლი ლომოური"ავტონეკროლოგი" (მოთხრობები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* ლია ლიქოკელი"დევის ცოლის სიცილი" (ლექსები). * ნუციკო დეკანოზიშვილი"ნამსხვრევები" (ლექსები). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები). * მარიამ წიკლაური"მარადისობის რიტუალი" (პოემა).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები). * ირმა რატიანი"ასი უძველესი იაპონური ლექსი" (თარგმანი იაპონურიდან).
* გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული) * ზურაბ სამადაშვილი"ხმაურიანი დღეები" (რომანი)
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - "Camino Real" (პიესა).
* ირაკლი ჯავახაძე – "სამი ძველი მოთხრობა". * მიხო მოსულიშვილი – "ჩემო მეჟოლია" (სევდიანზე სევდიანი კომედია). * ნინო სადღობელაშვილი – "ბამბაზიის სამოთხე" (მოთხრობები).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | .
 

 ბაო - მარიამ წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Jan 03, 2010 6:01 pm

უცხოს

მხარი გეცვალოს, ლამისაა,
მარტოობისგან.
ჟამის ნაპირი მიილამა.
გეგონება, ჩასთვლიმაო
იერუსალიმმა.
ხეებში სძინავს სიყვარულსაც
და ზამთრის გაღმა
თეთრი უდაბნოს მირაჟივით ჩანს
ნისლის ბაღები.
მდუმარებაა.
მაგრამ მაინც,
ამ სიჩუმის უკანა მხრიდან
გეძახის ვიღაც,
და როგორც ჩიტის
უცაბედი შეფრთხიალება -
საკუთარი გულისხმა გესმის.
სევდა ხიდან ჩამოვარდნილ
თოვლივით გწყდება,
ჩათვლემილი სიხარულიც კრთება და ძილში
უცაბედად წამოიყვირებს სახელს,
რომელიც არ ავიწყდება.
ამოიფერთხო, მზად ხარ, სულიდან ტანჯვა, მაგრამ
სულს ვერ პოულობ -
ხორბლის მარცვალს დამსგავსებია:
გამოფიტულა და ზედ ლორთქო ღერი ტკივილის
ახლა აპირებს მკლავების გაშლას,
თითქოს ქორწილი ჰქონდეს მიწაში.
მაგრამ არა ხარ ბოლო მგზავრი,
არც მარტო არ ხარ.
შენს გარშემო ფშვინავს სამყარო
და მის სიზმრებში იზმორებიან
შენი თოთო ოცნებები და
პირველ სიტყვებს დაეძებენ თავისმართლებად.
გრძნობ, სადაცაა გავთენდებით
უსიყვარულო ღამეებიდან.
სადაცაა, უცხოს, სულ უცხოს
მივახარებთ ჩვენს გულისძგერას.
და წამი-წამზე დაგვათენდება
სიყვარული, უკანასკნელი,
მათუსალას ბოლო დღესავით...
მხოლოდ შენ, ზამთრის თეთრო მზეო,
თეთრო მზეო მარადისობის,
არაფერი გენაღვლება,
შენ ხომ ტახტი,ტახტი გიდგას იერუსალიმში
და მის მოსვლამდე, ვისაც იგი მართლა ეკუთვნის,
ყველას რთავ ნებას, ავიდეს და
ერთხელ მაინც იმ ტახტიდან გადმოხედოს
სიყვარულის მომლოდინე ქვეყნიერებას...
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Jan 20, 2010 12:48 pm

თებერვლისპირი

წკრიალებს წვიმის უწყვეტი მწკრივი, არ იწრიტება,
მწუხრის ბაღი, მხრიდან რომ არ ჩამოუცურდეს,
სველ ნისლებს ნასკვავს.
ვარსკვლავს რას ნახავ?!
დაბინავდა მოსავალი კარგა ხანია.
აღარც მთვარეა, აღარც მზეა და ცის მინდვრებში
კოჭლი ყვავიც არსად დაფორთხავს.
თეთრი ზეცა ისე დაბლაა,
იაღმსარებლებ სულ ადვილად
ცის და მიწის ერთარსებობას.
მე შენ გეტყვი, ამბიონებს ვერსად დალანდავ,
ან მდუმარების საკმეველი გამოგელევა.
მხოლოდ მტრედების გუნდი აპობს ცერად ბურუსს
ფრთებს სივრცეების ზეიმს ახსენებს.
რამდენი გარჯა გჭირდება მაინც,
ამ უთვალავი ცხად-სიზმარიდან
რომ არ გამოგრჩეს არცერთი დილა.
საქმეს რა დალევს თებერვლისპირზე.
შეხედეთ ნაძვებს, ზამთრის ერთგულ ძიძებს შეხედეთ,
გადიების მთელი გუნდი რა სიმშვიდით უვარცხნის ხოლმე
სინაცრისფრეს კვამლის კულულებს.
თავადაც როგორ ირთვებიან?!
წვრილი წიწვების ქინძისთავებით
ცის სარჩულზე იმაგრებენ თოვლის ჩიხტიკოპს,
დედონაძვები კენწეროებით არწევენ ღრუბლის
ფუმფულა აკვნებს.
ვეღარც ეტევა იქ ზამთარი.
ხვალ აკვნიდანაც ამოიყვანენ,
ხვალ ნათლისღების ოქროვან ყინვას
ზანზალაკივით გააწკრიალებს ზამთარი-ბალღი.
გაიბადრება ბედნიერებით.
ხვალ ყველა ნაძვი საზეიმო მანდილს მოიხვევს
და შედგება წყლის ლურჯ ქუსლებზე,
რომ სულ, სულ მალე,
როცა ზამთარს კალთიდანაც გადმოისვამენ,
დაიფერთხავენ ზამთრის ნალოღნი სიმწვანის ფინჩხებს,
გაზაფხულის წირვაზე წავლენ.
მერე კი უკან მობრუნებულნი,
მოიღეღავენ შილიფად ბაღებს, ტყეებს და ქუჩებს,
რომ სურნელი ყველამ იგრძნოს ნამარხულევი ნეშოსი და
ენძელების გამოწვეთილი რძეც,
გულისპირზე ლაქად რომ სცხია,
ანგელოსის თვალი ეგონოთ.
ჩვენს გაზაფხულს კი, ამ ფაციფუცში, მუცელიც ისე დაეტყობა,
მზე წესიერად ადგომასაც ვერ მოასწრებს მის სარეცლიდან
და ვერც ამაყად ირგვლივეთზე ელვის მოვლებას,
ჰა, ნეტა ხომ არ დაგავიწყდითო?!
ან როგორ გინდა მიატოვო
ხაფხის ხავერდში ჩაძინებული გაზაფხულის სიშიშვლე, როგორ?
და აბრძანდე ცაზე, ვითომ
არაფერი მომხდარიყოს მთელი ზამთარი?!
ეჰ, მზეო, მზეო, საბრალოა ბედნიერება,
თითქოს არ ღირდეს ამდენ ლოდინად, ისე ექცევი...


Last edited by bao on Mon Jan 25, 2010 11:31 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 108
Age: 26
Registration date: 30.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jan 21, 2010 8:01 pm

თქვენთან სიყვარულია...

flower flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 222
Registration date: 11.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Mon Mar 15, 2010 12:26 pm

თეთრი ხბორები
სადი ნიმარს – ჩემს უსაყვარლეს პოეტს


სასუფევლის წნული ღობეა შენი წამწამები.
მოვადგები დაღლილი და ვიყურები გადაღმიდან,
აყვავებულ ვაშლის ხესავით.
მწვანიანზე თეთრი ხბორები დაკუნტრუშობენ,
მცნობენ უკვე და რომ დამლანდავენ,
ღობეს ერთბაშად მოაწყდებიან.
მომაშტერებენ ნისლიან თვალებს.
იმათ დრუნჩებს კი,
სულ ახლახან მოძოვილი ბალახის სუნით
და ცვრიან ცურის გეშით მოსვრილებს,
მოეკითხებათ განა სხვა სიბრძნე ზმუილის გარდა - დედა, დედაო?
ასე მიმზერ, შენც, მეგობარო.
აღარც მიკვირს, რატომ მომენდე.
ერთმანეთის საიდუმლოთა ლოცვანის ფურცლებს
ისე ფრთხილად ვშლით, ისე რიდით,
თითქოს ვშიშობთ,
ზედმეტი დილა ანდა ღამე არ გადავფურცლოთ ამ სამყაროში,
ღმერთს რომ ჯერაც არ შეუქმნია.
მე კი მეგონა, ადამიანს თუ ცეცხლი არ სდის თმის ძირებიდან,
არც ნაჭრილობევ ტუჩით მელანს არ ეწაფება,
არ შეიძლება მისი ნდობა, როგორც პოეტის!
მე ხომ არასდროს ჩამიბნევია ღილკილოში ალის მიხაკიც.
არც გრძელ ყალიონს ვაბოლებდი,
ჩემს სამოსსაც არასოდეს შერჩენია ღვინის სურნელი.
მანიფესტებიც არ შემიქმნია.
რატომ მომენდე?
ვერსად მიპოვნი დასერილ ვენებს,
არც რევოლვერი, არც მარყუჟი, არც ქარვის მძივი,
ჩემს მეწამულ მოსასხამზე დაცვენილი ხმელი ფოთოლი,
დიდიხნის წინათ, მეწამულ ზღვის მეწამულ ფსკერზე რომ გადავმალე
და პალატების გასაღებთა მთელი აცმაც იქვე ჩავფალი,
შეურაცხადებს კარი ფართოდ რომ გავუხსენი
და მერცხლებივით გავყარე გარეთ,
სად დაინახე?
სასუფევლის კარის ძებნაში დღესაც ასე
უღამდებათ ხრამის პირზე თამაშით გართულთ.
სად დაინახე ან ის ცეცხლი, ის კოცონი,
ზედ რომ არავის დავუწვივარ?
გამოვისყიდე ჩემი თავი შენს გაჩენამდე.
და როცა ჩემი მარტოობის ფსალმუნებს ვმღერი,
ცხვრის ფარასავით მივუყვები საკუთარ თავს,
როცა ბიბლიურ ხრიოკ მინდვრებს ჩავუვლი ხოლმე,
სულ მახსენდება ტყვია, რომელიც დაიჭირე პეპლის საჭერით
და ბავშვური, მიამიტური ფოკუსებით გვირილებად გადამიქციე,
გადააპნიე მერე ჩემს მინდვრებს და
ბედნიერი შეექეცი ტკბილ "მამალოს",
მე რომ ღამეებს მითენებდა
და ყივილით ზეცის კიდეს ბათქაშს ამსხვრევდა.
რა პატარა იყავი მაშინ, ან როგორ მენდე?
ჩვენ ორიდან ერთ-ერთი ხომ მერე გავჩნდით,
ამ ამბების უხნესად მერე.
მაგრამ სიბრძნე დაგვყვა მამიდან,
რომ გვერწმუნა სრულად სოფელი.
ორთავე მხარე ჩვენთვის ისე მშობლიურია,
როგორც ფურცლის ორივე გვერდი, როცა ვკითხულობთ
და ყდა როცა ზეცასავით გვახურავს თავზე.
ზღვის ზვირთების მწყემსებივით -
ან ვის უნახავს დაბადება ჩვენი ამქვეყნად?
დედ-მამისათვის ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით და ვიარსებებთ,
სხვებისთვის კი ხვალინდელი ამინდივით ვართ,
ან გავამართლებთ ან გავწვიმდებით და
ლაფით მოვთხვრით მაღალ ქუსლზე შემდგარ ცხოვრებას.
მაინც მენდობი, მეგობარო,
მე კი ჩემი ბასკი დედაც ვერ გაგაცანი.
გაუჩენელი შვილებივით,
ვერც ზანდუკები გაგიხსენი ფურცლებით სავსე.
იმ ქაღალდების ცოცხალი კლიტე,
სიტყვები რომ აღებდნენ მხოლოდ,
შემეშინდა ჩემზე არავის მოერგო და ისიც დავმალე.
თეთრ კაბაზე აფარებულ სადაგობის დიდ ჯიბეებში
გადამალული სუფთა ფურცლის
ნახევიღა გიწილადე თამბაქოსავით,
რომ შენს ჩიბუხში, აკვანს რომ ჰგავდა,
წვალებ-წვალებით ამოგეწვა მარტოობის დღესასწაული,
შენ კი მაინც ბოლომდე მენდე,
და ისე თქვი "ღმერთით, ღმერთითო",
გათენების მაუწყებელი
ჟივჟივი გედგა რტოებში, ხეო!
გაყურადებდი და ვიცოდი,
რომ ჩიტები არ ჟღურტულებდნენ,
ეს, ხე გალობდა, ხე გალობდა,
ფრთოსნები კი, ანგელოზები იყვნენ ამ ხისა.
სიზმრების ხაოს ხელს რომ უსვამ,
ხავერდების კვლებს რომ მიჰყვები,
შიგ რომ თესავ მტრედების ღუღუნს,
ნეტა თუ გრძნობ, უკან რომ მოგდევ,
რომ არ წამოკრა ფეხი ნისლის ბელტს, არ დაეცე,
ფრთებით მიჭირავს შენი ნაბიჯი.
შენ კი ამ დროს ატატებული გყავარ თურმე აღმაფრენებით.
რა ერთნაირად გვიყვარს ხოლმე სევდის ჭის ფსკერზე ყურება და
როცა ერთად მივადგებით ჭის ოქროვან გვიმს,
გვეშინია, არ ჩაიქცეს და
ერთდროულად ერთამნეთის კიბეც ვხდებით,
ფრთებიც გვესხმება,
ერთმანეთის სტრიქონს ვებმებით
და ნუგეშ-ნუგეშ სიყვარულს ვმღერით,
ღამეში მარტოობას რომ მღერიან შიშის მგზავრები.
მე ხომ არასდროს მიწერია დღიურები მომავლისათვის,
შენ კი სულ მფურცლავ,
მარჩიელობ ჩემს ვარსკვლავებზე,
წეროების გუნდებს მიჰყვები.
ამ უსასრულო გადაფრენაში შემომიცვითე შფოთვაც თანდათან,
რადგან უკვე ზეპირად ვიცით ჩვენი ფრთის ძალაც.
ცის ბილიკებიც, როგორც მიწისა, გაკვალულია.
ჩვენ გზებიც ვიცით, უსახელო შესახვევებიც.
ყველა სტიქია მოვიცისმარეთ, მოვიმზისნამეთ, მოვიქარიშხლეთ,
და უძირო მწვერვალებზე, თოვლი რომ ჰყვავის,
შენ ნაფეხურთა ედელვაისებს,
ისე ვპოულობ, არც კი გითქვამს, რომ მსტუმრებიხარ.
ალბათ მეძინა ჩათვლემილს მშვიდად,
შენ კი ისე გეძვირფასება ჩემი სიმშვიდე,
ფეხაკრეფით მოგივლია ჩემი შინ და წასულხარ შენთან
ჰოდა, ახლა ამ სიზმრიდან როცა ავდგები
და მოვადგები სასუფევლის წნულ ღობეს ისევ,
სადაც ჩემი თეთრი ხბორები მეგულებიან
სადაც სიწრფელე სუფთა ფურცლის ისე გაღელვებს,
თითქოს ბილილებს გადათელავს შენი ნაწერი,
მოვალ და გკითხავ, როგორ მენდე და დამემგზავრე?
შენ კი თეთრ ხბორებს ხელს აუქნევ და ჩაიცინებ -
"ღმერთით, ღმერთითო"...



ოთხი დღის უკან წავიკითხე ეს ლექსი,და მას შემდეგ მგონი ჯერ ვერ დავმშვიდდი...Smile
მარიამო,შე,მარიამო!...Smile
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 106
Age: 27
Location: თბილისი
Job/hobbies: მუსიკა, კითხვა...
Humor: მყოფნის... :)
Registration date: 21.01.09

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Mon Mar 15, 2010 8:43 pm

ღმერთი გაწერინებთ ასეთ ”სათნოებებს”...

ღმერთმა სულ გაწერინოთ...
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 222
Registration date: 11.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Apr 16, 2010 11:49 am

ელი

ღამის მწყემსები -
ჭრიჭინები არ გეგნოთ,
ჩაქუჩის ხმაა.
ზოგჯერ ჩაქუჩსაც ხმა აქვს ასეთი,
ტაშსა ჰგავს,
მაგრამ არც ტაშია –
ზეთისხილის ტოტი ჭრიალებს,
ქარმა იცის საით წაიღოს.
ელი,
ე-ლი,
ე-ლი და არ ჩანს.
თქვენც ასე ხართ?
მოწაფეები შეგპირდებიან,
მაგრამ მოსვლას აგვიანებენ,
დიდებასავით,
დგახარ და ელი,
ელი, ელი.
კი არ ე-ლი,
ელოდები,
ე-ლოდები,
ე-ლოდები, მაგრამ არ ჩანან.
დათქმული დრო რომ აღესრულება,
გამოილევა საათები,
ბედისწერაც ვარსკვლავივით დაიყვავილებს,
ცვივა ფოთოლი,
ხან იელვებს, ხან გრიგალია,
დღეებია, ღამეებია,
და არის კიდევ იმათ შორის რაღაც, რომელსაც
ეპატრონები და სახელი ჯერ არც კი იცი.
ე-ლოდები, ე-ლოდები,
და ამ ლოდინით შეეზრდები კიდეც სამყაროს.
ბოლოს კი, როცა მოვლენ ისინი,
ძეგლი ხარ უკვე,
უკვარცხლბეკო,
ძეგლი ხარ მძიმე.
აბა, მერეც დაგკრან ხელი მხარზე - ვა, ძმაო,-
გითხრან, - ჩაიწი, დავსხდეთ, დავლიოთ.
გითხრან - რაბი, ასე არ იყო?
გითხრან - რატომ შენ და ჩვენ - არა?
როდის ყოფილა კიტხვას პასუხიც ჰქონიყო ქვეყნად?!
მერე რა, რომ მოიყოლეს არაყიც, პურიც.
მერე რა რომ თუთუნით აქვთ სავსე ქისები,
იშინაურონ, რამდენიც სურდეთ,
იშინაურონ.
მტრედს და ბეღურას დაუყარონ საკენკი უხვად,
ძეგლის მხრებზე რომ ათენებენ ნათლის ღამეებს.
ჩამოსხდნენ, ჩვენ რა?!
დედამიწა ყველას დაიტევს,
დროც დაიტევს,
სიტყვაც დაიტევს.
თვითონ ისინი რას დაიტევენ, თორემ
ძეგლებს, დარაჯებად, ჩიტებიც ჰყოფნით.
ღამეებს კი, სავსე რომ აქვთ მუჭი ვარსკვლავით,
ისე აქვთ ყური გაჩვეული მარტოობაზე,
რას გააკვირვებ?!
რაში სჭირდებათ საფლავებს მეხრე?
უკვე ვიცი, მეგობრები მხოლოდ იმას გაიხსენებენ,
რაც შენ არც გახსოვს.
თქვენც ასე ხართ? აგვიანებენ?
მაინც რა გაბმით, რა უწყვეტად
ურტყამენ ჩაქუჩს,
ან რატომ ვიცით ხოლმე ასე ხმების არევა?
სად ჭრიჭინები,
სად დახეთქება,
სად ზეთისხილი,
სად ცისკრისძვრა,
სად გარდამოხსნა.
ე-ლი, ე-ლი, ე-ლი და მაინც
არავის სჯერა.
არადა გზები გახსნილია ოთხივე მხარეს,
ბიჯის წადგმაც არა გჭირდება,
ფრთის გაშლას ვინ გთხოვს?!
მხოლოდ თავი მიაბრუნე,
ხმა თუ მოგესმა...
ხმა იცანი,
ხმა იცანი,
შენც, სულ რომ ელი,
ხმა იცანი იმ წამებისა,
წა-მე-ბი-სა, წა-მე-ბი-სა -
მარადისობის ნამცეცებად რომ აპნევს ქარი.
ის სიჩუმის ხმაც არ გეცნობა,
ლოდის ქვემოდან ბალახივით რომ მოგუგუნებს?
ანგელოზებს თავის საქმე აქვთ.
ჩვენ რა ვქნათ, თორემ,
რაში სჭირდება ამ დღე-ღამეებს დათვლა, აღწერა,
როდის იყო, ვინმემ იცოდა,
ზუსტად რამდენჯერ გათენდა და დაღამდა ქვეყნად,
ზუსტად რამდენჯერ თქვა უფალმა,
მომეშველეთო,
ზუსტად რამდენჯერ უყვარდათ და რატომღაც მაინც
არ მივიდნენ,
არ მივიდნენ იმ ხმაზე,
ელი.







დავდე ლექსი და გავუჩუმდი... sunny
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 222
Registration date: 11.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Mon Oct 25, 2010 12:14 pm

http://www.mcs.gov.ge/download/Newspaper/35.pdf
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3237
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Tue Dec 21, 2010 9:37 pm



დრო – 2010 წლის 25 დეკემბერი, შაბათი; 18:00 - 21:00

მდებარეობა – ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრი (აღმაშენებლის 99/1)

ავტორი – გამომცემლობა "პეგასი"

რა ხდება? – მარიამ წიკლაურის პოეტური კრებულის "თეთრი ხბორები" წარდგინება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3237
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Feb 17, 2011 10:40 pm



წიგნის დასახელება – "თეთრი ხბორები"
სერია – "ახალი ლიტერატურა"
ავტორი – მარიამ წიკლაური
კატეგორია – პოეზია
გამომცემლობა – "პეგასი"
გამოცემის თარიღი – 2010
ყდის ტიპი – რბილი
ყდის ზომა – 145X200
გვერების რაოდენობა – 200
ISBN 978-9941-9146-5-2
ფასი – 8.00 L.

study

თეთრი ხბორები

სადი ნიმარს – ჩემს უსაყვარლეს პოეტს

სასუფევლის წნული ღობეა შენი წამწამები.
მოვადგები დაღლილი და ვიყურები გადაღმიდან,
აყვავებულ ვაშლის ხესავით.
მწვანიანზე თეთრი ხბორები დაკუნტრუშობენ,
მცნობენ უკვე და რომ დამლანდავენ,
ღობეს ერთბაშად მოაწყდებიან.
მომაშტერებენ ნისლიან თვალებს.
იმათ დრუნჩებს კი,
სულ ახლახან მოძოვილი ბალახის სუნით
და ცვრიან ცურის გეშით მოსვრილებს,
მოეკითხებათ განა სხვა სიბრძნე ზმუილის გარდა - დედა, დედაო?
ასე მიმზერ, შენც, მეგობარო.
აღარც მიკვირს, რატომ მომენდე.
ერთმანეთის საიდუმლოთა ლოცვანის ფურცლებს
ისე ფრთხილად ვშლით, ისე რიდით,
თითქოს ვშიშობთ,
ზედმეტი დილა ანდა ღამე არ გადავფურცლოთ ამ სამყაროში,
ღმერთს რომ ჯერაც არ შეუქმნია.
მე კი მეგონა, ადამიანს თუ ცეცხლი არ სდის თმის ძირებიდან,
არც ნაჭრილობევ ტუჩით მელანს არ ეწაფება,
არ შეიძლება მისი ნდობა, როგორც პოეტის!
მე ხომ არასდროს ჩამიბნევია ღილკილოში ალის მიხაკიც.
არც გრძელ ყალიონს ვაბოლებდი,
ჩემს სამოსსაც არასოდეს შერჩენია ღვინის სურნელი.
მანიფესტებიც არ შემიქმნია.
რატომ მომენდე?
ვერსად მიპოვნი დასერილ ვენებს,
არც რევოლვერი, არც მარყუჟი, არც ქარვის მძივი,
ჩემს მეწამულ მოსასხამზე დაცვენილი ხმელი ფოთოლი,
დიდიხნის წინათ, მეწამულ ზღვის მეწამულ ფსკერზე რომ გადავმალე
და პალატების გასაღებთა მთელი აცმაც იქვე ჩავფალი,
შეურაცხადებს კარი ფართოდ რომ გავუხსენი
და მერცხლებივით გავყარე გარეთ,
სად დაინახე?
სასუფევლის კარის ძებნაში დღესაც ასე
უღამდებათ ხრამის პირზე თამაშით გართულთ.
სად დაინახე ან ის ცეცხლი, ის კოცონი,
ზედ რომ არავის დავუწვივარ?
გამოვისყიდე ჩემი თავი შენს გაჩენამდე.
და როცა ჩემი მარტოობის ფსალმუნებს ვმღერი,
ცხვრის ფარასავით მივუყვები საკუთარ თავს,
როცა ბიბლიურ ხრიოკ მინდვრებს ჩავუვლი ხოლმე,
სულ მახსენდება ტყვია, რომელიც დაიჭირე პეპლის საჭერით
და ბავშვური, მიამიტური ფოკუსებით გვირილებად გადამიქციე,
გადააპნიე მერე ჩემს მინდვრებს და
ბედნიერი შეექეცი ტკბილ "მამალოს",
მე რომ ღამეებს მითენებდა
და ყივილით ზეცის კიდეს ბათქაშს ამსხვრევდა.
რა პატარა იყავი მაშინ, ან როგორ მენდე?
ჩვენ ორიდან ერთ-ერთი ხომ მერე გავჩნდით,
ამ ამბების უხნესად მერე.
მაგრამ სიბრძნე დაგვყვა მამიდან,
რომ გვერწმუნა სრულად სოფელი.
ორთავე მხარე ჩვენთვის ისე მშობლიურია,
როგორც ფურცლის ორივე გვერდი, როცა ვკითხულობთ
და ყდა როცა ზეცასავით გვახურავს თავზე.
ზღვის ზვირთების მწყემსებივით -
ან ვის უნახავს დაბადება ჩვენი ამქვეყნად?
დედ-მამისათვის ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით და ვიარსებებთ,
სხვებისთვის კი ხვალინდელი ამინდივით ვართ,
ან გავამართლებთ ან გავწვიმდებით და
ლაფით მოვთხვრით მაღალ ქუსლზე შემდგარ ცხოვრებას.
მაინც მენდობი, მეგობარო,
მე კი ჩემი ბასკი დედაც ვერ გაგაცანი.
გაუჩენელი შვილებივით,
ვერც ზანდუკები გაგიხსენი ფურცლებით სავსე.
იმ ქაღალდების ცოცხალი კლიტე,
სიტყვები რომ აღებდნენ მხოლოდ,
შემეშინდა ჩემზე არავის მოერგო და ისიც დავმალე.
თეთრ კაბაზე აფარებულ სადაგობის დიდ ჯიბეებში
გადამალული სუფთა ფურცლის
ნახევიღა გიწილადე თამბაქოსავით,
რომ შენს ჩიბუხში, აკვანს რომ ჰგავდა,
წვალებ-წვალებით ამოგეწვა მარტოობის დღესასწაული,
შენ კი მაინც ბოლომდე მენდე,
და ისე თქვი "ღმერთით, ღმერთითო",
გათენების მაუწყებელი
ჟივჟივი გედგა რტოებში, ხეო!
გაყურადებდი და ვიცოდი,
რომ ჩიტები არ ჟღურტულებდნენ,
ეს, ხე გალობდა, ხე გალობდა,
ფრთოსნები კი, ანგელოზები იყვნენ ამ ხისა.
სიზმრების ხაოს ხელს რომ უსვამ,
ხავერდების კვლებს რომ მიჰყვები,
შიგ რომ თესავ მტრედების ღუღუნს,
ნეტა თუ გრძნობ, უკან რომ მოგდევ,
რომ არ წამოკრა ფეხი ნისლის ბელტს, არ დაეცე,
ფრთებით მიჭირავს შენი ნაბიჯი.
შენ კი ამ დროს ატატებული გყავარ თურმე აღმაფრენებით.
რა ერთნაირად გვიყვარს ხოლმე სევდის ჭის ფსკერზე ყურება და
როცა ერთად მივადგებით ჭის ოქროვან გვიმს,
გვეშინია, არ ჩაიქცეს და
ერთდროულად ერთამნეთის კიბეც ვხდებით,
ფრთებიც გვესხმება,
ერთმანეთის სტრიქონს ვებმებით
და ნუგეშ-ნუგეშ სიყვარულს ვმღერით,
ღამეში მარტოობას რომ მღერიან შიშის მგზავრები.
მე ხომ არასდროს მიწერია დღიურები მომავლისათვის,
შენ კი სულ მფურცლავ,
მარჩიელობ ჩემს ვარსკვლავებზე,
წეროების გუნდებს მიჰყვები.
ამ უსასრულო გადაფრენაში შემომიცვითე შფოთვაც თანდათან,
რადგან უკვე ზეპირად ვიცით ჩვენი ფრთის ძალაც.
ცის ბილიკებიც, როგორც მიწისა, გაკვალულია.
ჩვენ გზებიც ვიცით, უსახელო შესახვევებიც.
ყველა სტიქია მოვიცისმარეთ, მოვიმზისნამეთ, მოვიქარიშხლეთ,
და უძირო მწვერვალებზე, თოვლი რომ ჰყვავის,
შენ ნაფეხურთა ედელვაისებს,
ისე ვპოულობ, არც კი გითქვამს, რომ მსტუმრებიხარ.
ალბათ მეძინა ჩათვლემილს მშვიდად,
შენ კი ისე გეძვირფასება ჩემი სიმშვიდე,
ფეხაკრეფით მოგივლია ჩემი შინ და წასულხარ შენთან
ჰოდა, ახლა ამ სიზმრიდან როცა ავდგები
და მოვადგები სასუფევლის წნულ ღობეს ისევ,
სადაც ჩემი თეთრი ხბორები მეგულებიან
სადაც სიწრფელე სუფთა ფურცლის ისე გაღელვებს,
თითქოს ბილილებს გადათელავს შენი ნაწერი,
მოვალ და გკითხავ, როგორ მენდე და დამემგზავრე?
შენ კი თეთრ ხბორებს ხელს აუქნევ და ჩაიცინებ -
"ღმერთით, ღმერთითო"...

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Feb 20, 2011 12:21 pm

მალეეეეეეეეეეეეე

სულ,სულ მალეეეეეეეეეეეეე

ჩემი ახალი საბავშვო წიგნი

ჭ ი ჭ ი ტ ა

cheers

გამომცემლობა "ანბანი", 76გვერდი, სქელი ყდა, ფერადი ილუსტრაციები,
მხატვარი რუსუდან ჩიკვაიძე-ველლავერრე

flower flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3237
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Feb 20, 2011 12:32 pm

თეთრი ხბორები ხო "პეგასიდან" ჩამოსალალი გამიხადე და ეგ მაინც აღარ მაძებნინო...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3237
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Mon Jun 13, 2011 10:40 am

მარიამ წიკლაური

"ეშმაკს რად ვაქებ..."
(ვაჟა–ფშაველას ერთი ლექსის გამო)

ვაჟა ფშაველას გენიალურობას დიდი ხანია არავინ ეჭვობს. დრო-ჟამი თავისებურად ახმიანებს მის საოცარ სულიერ სამყაროს. ვაჟა ფშაველას გრძნობასა და გონებაში გამოტარებულმა აზრებმა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო აზროვნებას განუმეორებელი სიღრმე და სიმბოლურობა შესძინეს. მისმა სულის ღვთიურმა სხივმა გაამჟღავნა და გამოსახა მთელი სამყაროს, ყველა სკნელის და მხარის მარადიული, უცვლელი სახე, პირველარსი, რომელიც არ ექვემდებარება რელიგიურ-კულტურულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ-სოციალურ ფაქტორთა ზემოქმედებას.

ვაჟა ფშაველამ დაგვიხატა და აგვიღწერა არა მხოლოდ მარადიული სამყაროს სახე-სიმბოლო მისი მარადიული მატერიით, დაბადებით, ადამიანით, სიცოცხლით, ბრძოლით, სიკვდილით და ხელახლა აღდგენის სასოებით, არამედ სწრაფლწარმავალი და ცვალებადი მატერიალური და სოციალური კატეგორიების მიღმა დაგვანახვა უცვლელი სუბსტანცია, როგორც უხილავ სულიერ, ასევე ხილულ, ნივთიერ პლანში.

ვაჟას დანისლული თვალის სულიერი ხედვა, როგორც ჩანს, ერთ წერტილში აფოკუსირებდა წარსულის, აწმყოსა და მომავლის ხატსა და სურათებს, თავისი საფიქრალით, ჭირით, იმედით...

"ბუნება სულის სიმბოლოა", _ წერდა ამერიკელი მწერალი ემერსონი. ვაჟასთან ბუნება არა მხოლოდ სულის სიმბოლოა, არამედ იმ ქმედების, ცვლილებების, გარდაქმნებისა და მარადიული გზისა, რომელსაც სული გადის სამყაროში ქვესკნელიდან ზესკნელამდე, ხილულიდან არახილულამდე, კაციდან ღმერთამდე და პირიქით.

ვაჟასთვის სამყარო ჰარმონიული, მთლიანი და მარადიულია არა მხოლოდ ნათელის და კეთილის წყალობითა და მეშვეობით, არა მხოლოდ დადებითი ენერგიის შემწეობით, არამედ სწორედ სინათლე-სიბნელის, სიკვდილ-სიცოცხლის, სიკეთე-ბოროტების, ზამთარ-ზაფხულის, დღე-ღამის, ხევი-მწვერვალის, გველი-იის, არწივ-ყორნის, დევი-კაცის და ა. შ. დაუსრულებლად. ღვთისა და ეშმაკის ანტიარსობრივი დუალიზმის წყალობით! Aამ დიპოლური (+ და – ) სახითაა გაცხადებული და გააზრებული უმაღლესი ჭეშმარიტებაც, ღვთაებრივი სამართლიანობაც, სიცოცხლის მარადიულობაც, ადამიანის უმთავრესი დანიშნულებაც და არსიც. სამყაროსა და ანტისამყაროს ურთიერთობებზეა მიყურადებული მწერალი და თავისი სათქმელიც ამ ურთულესი მექანიზმის მიზეზ-შედეგობრივი პროცესის განჭვრეტისა და ამოხსნის მიზანს უნდა დაუქვემდებაროს და გააცხადოს.

აქედან იღებს სათავეს ვაჟასეული რწმენაც, ჰუმანიზმიც, სიმბოლურობაც, ზნეობრიობაც. ის ბუნების გადაშლილ წიგნს კითხულობს სულის თვალით და ხედავს, რომ ანტისამყაროს სტიქია (ქარიშხლის, ღვარცოფის, ღამისეული სიბნელის, ზვავის, დევების, მტრის...) ზებუნებრივი ღვთაებრივი ძალისა და მადლის წყალობით მხოლოდ სიცოცხლის მარადიულობას ემსახურება და სიკვდილივით `სიცოცხლის გამკვებელია~, მაგრამ გასაკვირი და გულდასაწყვეტი ისაა, რომ რაც თანდაყოლილი მადლისა და ბუნების გამო არ ატარებს ანტისამყაროს, მინუსის ნიშანთვისებას, რასაც ბუნებითად შეუძლია იყოს კარგი, დადებითი, რაღატომ ამჟღავნებს თავის თავს უარყოფითის თანამონაწილედ. რატომ არ ემიჯნება ბოროტს? რატომ ღალატობს თავის პირველარსს?

ვნახოთ, როგორ ცდილობს მწერალი ადამიანებს აჩვენოს, როგორი უანგარონი უნდა იყვნენ ისინი სიკეთისა და სიყვარულისთვის მსახურების გზაზე. და რა საოცარია, რომ აქაც, იგი ცდილობს, დადებითის სასარგებლოდ მოიხმოს. მოამსახუროს უარყოფითი დადებითს. ფსევდოდიონისე არეოპაგელის მსგავსად, "განმღრთობის გზას" გაუყენოს ყველაფერი. "ღვთაებრივი ტრფიალების" საოცარი უნარით გაგვაკვირვოს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს, რომ ბოროტება შეიძლება ჩააყენო სიკეთის სამსახურში.

ამის სამაგალითოდ ერთ ნაკლებად ცნობილ ლექსს მოვიტან, რომელიც 1895 წლითაა დათარიღებული. მივყვეთ ლექსის სტრიქონებს:

"ეშმაკს რად ვაქებ, იცოდეთ,
საცოდნელია სწორედა,
ხომ ეშმაკია ბოროტი,
ფულიც დაუდო ყორედა,_
ქრთამს არ აიღებს არასდროს,
თავის გზას მისდევს სწორედა".

ის, რომ ეშმაკი "თავისი გზის სწორედ მიმდევნებელია" და არ იქრთამება ადამიანივით, არ ღალატობს ეშმაკისეულ არსს, "ქებასაც" კი ათქმევინებს ავტორს:

"ჯოჯოხეთისა მიდამო
იმას ეკუთვნის სრულადა.
წმინდანთა მისი საქმენი
გვამცნეს და იცნეს კრულადა..."

მაგრამ ეს უშიშარი სულის ვაჟა ფშაველა წმინდანთა სწავლებისა და რელიგიური დოგმების გამო როდი წყევლის ეშმაკს, მეტიც...

მაგრამ მე ისე არ ვცანი,
რაც მათ სდებიათ გულადაო,

ამბობს და ეს "ის არ ცნობა" პოეტის ახირებულობა ან რაღაც მოდური რამ ნუ გეგონებათ. ვაჟა ასეთ მოდაზე და მით უფრო მოდას აყოლილ პოეტებზე რა აზრისაც ბრძანდება, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ("მოდამ ქავილი გაუჩინა კაცთა მოდგმის ოცნებასაო"). ეს ვაჟასთვის დამახასიათებელი ფიქრიანობის, ძირის ძირში და არსის საწყისში მიმდევნებელი მაძიებელი სულის გამოძახილია. ვაჟას სულმა და ფიქრმა უნდა მოახერხოს და ეშმაკშიც კი იპოვოს და აღმოაჩინოს ის, რაც საბოლოო სიკეთეს მოემსახურება (რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს)!

მივყვეთ ლექსს:

"ეშმაკი ეშმაკი არის,
ბოროტი სული წყეული,
ცოდვების ჩასადენადა
კაცთათვის გამოსეული..."

ვაჟასეული აზრის სითამამეც, სიღრმეც, აქედან იწყებს მთავარ სათქმელს და სულიერის გარდა სოციალურ პლანშიც შლის პრობლემას. "ჩოთქითა და არშინით" გაზომილ ცხოვრებაში იმდენი სიმახინჯე, სიცრუე, პირფერობა, მლიქვნელობა დასადგურებულა, რომ პოეტი არც მეტი, არც ნაკლები, ეშმაკის (ყველაზე დიდი ცოდვილის) პატიოსნებაზე, მოუსყიდველობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამითღა ამუნათებს ადამიანებს. ვაჟა "ამართლებს" ეშმაკს იმის გამო, რომ ცოდვას მადლად არ ჩაგითვლის, თავის ბუნებას არ უღალატებს და იმას გააკეთებს, რაც მისადაა დაწესებული:

"მაგრამ ბოროტი ცოდვასა
არ დაგისახავს მადლადა,
თუნდ ურმით ოქრო მიართო
თავის ცოდვების სახსრადა.
მაინც ჯოჯოხეთს უჩვენებს
ამას ამბობენ, სწორია,
ცხვარს არას ერჩის, მას უყვარს
კაცი, რომელიც ღორია".

ვაჟას იმედი აქვს, რომ ასე დახასიათებული მოუსყიდველი საქმიანობა ეშმაკისა შეარცხვენს და ჩააფიქრებს იმ ადამიანს, რომელიც ფულის, სკამის და ათასი სარგებლისა თუ ვაისარგებლის გამო ყველას და ყველაფერს ჰყიდის საკუთარ სულთან ერთად: ვაჟა "რეაბილიტაციას" ახდენს ეშმაკისას ერთი ფაქტის გამოც, რომ მხოლოდ მას შეუძლია ავსული კაცის ჯავრი არ შეარჩინოს ვაჟას:

"აბა, რისთვის ვაძაგო
ამისთვის გასაჭორია?
ავსულთა ჯავრი ჩემს გულზე
მარტო მას მოუფონია.
არც უნამუსო ყოფილა
არცა ჰკლებია გონია,
მაინც ჩვენ ეშმაკს ვუწოდებთ
ქვეყნისთვის დამაღონია..."

ასე სრულდება ეს ლექსი, რომელმაც რატომღაც თავი არ დამანება და თქვენთვისაც გამაზიარებინა სათქმელი. ისეთი უბრალოებით საუბრობს ვაჟა ფშაველა ამ ურთულეს ცოდვა-მადლიან საკითხზე, რომ ალბათ ბევრ მორწმუნეს გააკვირვებს რწმენის სიდიდითაც. ვფიქრობ, რომ მხოლოდ რწმენა კი არა, ნიჭი უნდა დაგყვეს ქრისტიანობის, რომ ასე გაიაზრო ეშმაკის "საქმიანობა".

ვაჟასთვის ესოდენ დამახასიათებელი მტრის ღირსების დამფასებელი მოტივიც ჟღერს ამ ლექსში, ნამდვილი ქრისტიანის სიმტკიცე და უშიშარობაც მოჩანს, კარგი პედაგოგის დიდაქტიკაც გამოსჭვივის, როცა ზუსტად მოხმობილი მაგალითის წყალობით მოსწავლის გონებას უადვილებს ურთულესი საკითხის შესწავლასა და დამახსოვრებას, და რაც არსებითია, გამოხატავს შეურიგებლობას ყოველგვარი არაკაცობის, უზნეობის, "ღორობის" მიმართ. საოცარია, რომ ამ ზნეობრივ ომში პოეტი ახერხებს და ეშმაკსაც თავის მხარეზე აბრძოლებს, ეშმაკსაც სიკეთის საქმეს აკეთებინებს.

არც კი ვეჭვობ, რომ ვაჟა ფშაველას მხოლოდ იმაზე წყდებოდა გული, ჩვენ რად ვაძლევდით და ვაძლევთ ეშმაკს ამდენ საზრდოს და ჯოჯოხეთის გამოსაკვებ ლუკმას ჩვენი უგუნურებით? რატომ გვგონია, რომ სიცოცხლე სიკვდილამდე გრძელდება, რატომ ვიტანთ ჩვენს გარშემო ამდენ სიცრუეს, სიმახინჯეს, უზნეობას და რატომ ვივიწყებთ, რომ ყველა შეიძლება მოისყიდო ეშმაკის გარდა?

პ.ს. ვაჟა ფშაველა ერთ-ერთ წერილში წერს, რომ მე დავიბადე 1862 წელს და არა 1861-შიო, როგორც შეცდომით წერენო. ესე იგი, გამოდის, რომ ვაჟა ფშაველას დაბადების 145 წელი წლეულს სრულდება და არა შარშან, ვაჟაობა რომ აღინიშნა და ითქვა 145 წლის იუბილეაო.

2007 წელი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3237
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Oct 19, 2011 10:42 am



Gala (literary prize) winner: The best book - 2011
Mariam Tsiklauri for poetry book 'White calves' (Pegasi publishing)

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3237
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jan 14, 2012 6:28 pm



წიგნის სახელწოდება - "მარადისობის რიტუალი" (ლექსების ციკლი ფშავზე)
ავტორი - მარიამ წიკლაური
რედაქტორი - მარიამ ხუცურაული
გარეკანი და ილუსტრაციები - ნანიკო ბურდული
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
ISBN 978-99941-9242-9-3
გვერდების რაოდენობა – 136
გამომცემლობა - "საუნჯე"
გამოცემის წელი - 2012



საგზალი
(ავტორის წინათქმა)

ვინ გვაპატიოს, ვინა თქვას
ჩვენი ცოდვების შენდობა?



"მარადისობის რიტუალი" ლექსების ციკლია, რომელსაც შესაძლებელია, პოემაც დარქმეოდა და ეძღვნება გზას, შინ რომ მიყავხარ...

*
საქართველოსთვის მთა იგივეა, რაც ხატისთვის _ კვრივი... სამყაროსთვისაც –ასეა... განსაკუთრებულია მთის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულება: კრძალვა, მოწიწება, აღფრთოვანება, იდუმალება... სისხლით და გულით შეგრძნება იმისა, რომ მთა არის იდუმალი ადგილი უფალთან მიახლებისა... მთა ჰგავს კიდეც ტაძარს, ან უფრო _ პირიქითაც... მთა მიწის გუმბათია. მთა არის ჭეშმარიტების შეცნობის ადგილი, ძველი სიბრძნისა და მადლის სამყოფელი, კაცობრიობის ხსოვნის საძვალეც და განახლების აკვანიც, ერთდროულად. წყლის უდაბურებიდან ამოსული მთა სამყაროს განახლების მისტიური წინათქმაა. მთა არის ჩვენი უძველესი სამშობლო... ვინ არ შემდგარა მთის გზაზე... მთა სულიერი თავისუფლების, დაუმორჩილებლობის, სიმხნევის, ვაჟკაცობის, ზნეობის სინონიმად ითვლებოდა... განსაკუთრებული იყო მთის ენა... მთის ბგერა.. მთის ფერი... სხვა იყო მთის წესრიგიანობა, ხატის სამართალი, უხილავი სამყაროს ხილული შეგრძნება...
ახლა განლეულივითაა ყველაფერი საჩინო, მაგრამ ულეველია მადლი და მიზეზი მთისადმი სიყვარულისა, ფიქრისა... ეგაა, ჩვენ თავად არ და ვერ ვყოფნით აქაურობას _ ღვთის უდიდეს მადლს...

*
ჩემი მამა-პაპის კერა გუდამაყრის ლამაზ სოფელ ლუთხუბშია... თუმცა ყველა გუდამაყრელმა წიკლაურმა იცის, რომ ისინი ხევსურეთიდან, როშკიდან არიან გადმოსულები აქ. წიკლაურები იმასაც გეტყვიან, როშკის გორზე დიდი ხნის წინათ `დევებს~ სამჭედლოები ჰქონიათ გამართული და მათი `ნაჯღან ცულების~ ხმა სად არ ისმოდაო... როდესაც მაშარიდან მოსულმა ლომნიურისძემ როშკა `საკარგყმოში~ აიღო, იგი უკვე გაუკაცრიელებული და ტყით დაფარული იყოო.
`ხევიდან მოსულ~ თურმანაულს დაუარსებია ქმოსტელ-როშკიონთა სათემო სალოცავი – დიდგორის ჯვარი.
ძველ დროში როშკაში მდგარან ჩურთაულები, კალაურები, სინდაურები… სხვადასხვა დროს როშკასა და ქმოსტ-ღელისვაკეს მდგარ სხვადასხვა წარმოშობის გვარებს ერთი გვარი მიუღიათ – წიკლაური (როშკივნებს) და ბურდული (ბურდვიაული) ან ველთაური (ქმოსტელ-ღელისვაკივნებს).
სოფელ ღელისვაკესთან ძველ დროს მდებარეობდა ფხოველთა უმთავრესი სალოცავი – “ხთისკარი”...
თანგულა წიკლაურს, კოშკებისა და ციხეების მაშენებელსაც გაიხსენებენ, გიორგი წიკლაურსაც-კარგ მოლექსეს, და იმასაც სიამაყით იტყვიან, გოდერძი ცოხელი დედით წიკლაური იყოო (`ყმა დედულეთით გამოდის~). ივანე წიკლაური, მამუკა წიკლაური, დიმიტრი წიკლაური, ჯურხათ ივანე და სხვანიც არიან იმის დასტურნი, რომ წიკლაურები დრემდე, სისხლიტაც და სიტყვიტაც `მოდიან, მოიძახიან~!

*
თუ სამეცნიერო-ეთნოლოგიურ გამოკვლევებს მოვიშველიებთ (ქართულ–კავკასიური კულტურის, ისტორიის და ეთნოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი ალექსანდრე ნაზღაიძე, 1994): `წიკლაურთა გვარი დაიბადა ბუდეხევსურეთში, წყალსიქითის თემში იქ სადაც ეხლა ნასოფლარი ფაფარენა მდებარეობს. ფაფარენაში მიმოფანტულ ქვებზე დღესაც ანთებენ სანთლებს როშკიონი წიკლაურები.
„წიკლაური“ ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო საკუთარი სახელები: წიკია, წიკლა, წიკო, და სხვა.
გადმოცემით წიკლაურების წინაპარი უკანა ფშავის სოფელ მაშარაში ცხოვრობდა, მაგრამ იახსრის ხატმა ამოწყვიტა მათი ოჯახი. ერთი ბავშვი გადარჩენილა და ხევსურეთში გაზრდილა. იმედა რქმევია. იმედა წიკლაური ფაფარენაში დაუსახლებიათ, ხევსურეთში. იმ ერთ ბიჭზე მოდიან წიკლაურები. (რ. თოფჩიშვილის ცნობა).
ფაფარენადან წიკლაურების ერთი შტო იმავე თემის სოფელ გაღმროშკაში გადასახლებულა. მეორე შტო არხოტში გადასულა, სოფელ ამღაში. კიდევ ერთი შტო წიკლაურებისა ბუდახევსურეთის ჩირდილის ხევში დამკვიდრებულა, სოფელ უკანახოში. ფაფარენადან წიკლაურთა სამი მიმართულებით განსახლება აისახა ხალხურ ლექსშიც:

ერთი მყვირალი არხოტსა ვარო,
მეორე როშკას წიკლაურიო,
მესამე უკანახოშიაო,
ხირჩლაი ძმათა უარესიო.

შემდგომი გამრავლების შედეგად ამღიონი და როშკიონი წიკლაურების ნაწილი ხევში გადასახლდა, ნაწილი ბარად ჩასახლდა, ნაწილიც ადგილზე დარჩა, ხოლო უკანახოელი წიკლაურები, ფხიტურის უღელტეხილის გადაღმა _ გუდამაყარში გადაიკრიფნენ. ყოველ ახოობის დღესასწაულზე გუდამაყრელი წიკლაურები ისევ აკითხავენ წინაპართა ფუძის ანგელოზს უკანახოში. გუდამაყრიდან წიკლაურების ნაწილი მთიულეთში, ხევში, ქსნის ხეობაში, თრიალეთის მთებში, ნაწილიც _ ბარად ჩასახლდა.
რთული სტრუქტურა აქვს წიკლაურების გვარს. გვარსახელი „წიკლაური“ რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებს.
გადმოცემების მიხედვით, არხოტში, ამღელი წიკლაურების გვარზე შემომდგარან დამხვდური ჭოლიკაურები, აგრეთვე მოსული ბახალაურები (თუშეთიდან) და ქარჩაიძეები (მთიულეთიდან).
გუდამაყარში წიკლაურების გვარზე შემომდგარან: დამხვდური თოთიაურები, იგრიაულები, ჭოჭოლაურები, თლოშიაურები, და ჩობალაურები, აგრეთვე მოსული ჭინჭარაულები, ხარხელაურები, თამნიაურები, ხევსურეთიდან, წითელაურები, ფშავიდან და ბუბუნაურები, ხევსურეთიდან ან ფშავიდან.
როშკელი წიკლაურებში მსგავსი გადმოცემები არ დასტურდება. გამოდის, რომ როშკელი წიკლაურები ნამდვილი წიკლაურები არიან, ხოლო არხოტელი და გუდამაყრელი წიკლაურებიდან ზოგი კომობა–მამიშვილობა ნამდვილი წიკლაურია და ზოგიც წიკლაურების გვარზე შემომდგარ–შემოფიცულნი.
ამღელი წიკლაურების მამიშვილობებია: ბერდიშვილნი, გაგანი, ნისლაურნი, ბაიანი, აბაისძენი, ჩაჩაურნი, გიორგანი, ბახანი, ჭოლიკაურნი, უთურგანი, მარაისძენი, ქარჩანი და სხვანი.
გუდამაყრელი წიკლაურების კომობებია: ლომიანი, შივიანი, ლეგიანი, ბუდღუნანი, ბერიძიანი, ბაწაწუნიანი, ვაზდეგიანი, ჭაიანი, დათვეენი, ლეგუშიანი, ბეწინიანი, ღერენიანი, ციფანი, ხიზანიანი, ჩამილიანი, აბეენი, ჯანგირანი, თორელანი, მერაბიანი, ბოლონანი, თანგულანი, მარტიანი, ალექსიანი, თამნიაურნი, ხარხელაურნი, ბუბუნაურნი, და სხვანი.
სხვადასვა დროს წიკლაურების გვარს გამოეყვნენ: გუდამაყრელი ბექაურები, მთიული გვიანიშვილები, ქარჩოხელი ქაწაშვილები და წიპტაურები, ცხრაზმელი ბაშარულები, ერწო–თიანელი ჯანგირაშვილები და ბასილაურები, ატენისხეველი თოფჩიშვილები, ორბეთელი ხელაშვილები, ლაგოდეხელი წიკლაშვილები და ალბათ სხვა გვარებიც.
ეთნოგრაფიული მონაცემებით როშკელ წიკლაურებს საერთო ჯვარისყმობა აკავშირებდათ ქმოსტელ ბურდულებთან.
როშკელმა წიკლაურებმა შეიფარეს, თავის მამულში დაასახლეს და თავისი ქალიც მისცეს შემოხიზნულ ხორნაულთა წინაპარს. ხორნაულები დღემდე დადიან წიკლაურთა, როგორ მათი დიდი დედის – გვარის დედის, სალოცავში.
როშკელი წიკლაურები გორშეღელ არაბულებს მიხმარებიან ქისტებთან მტრობაში. მას აქეთ ყოველ ათანგენობას გორშეღმის არაბულების მთავარ სალოცავში, ბაცალიგოს პირქუშის ჯვარში, საკარგყმო ლუდი დუღს წიკლაურების სადღეგრძელოდ~.

*
სხვა ბევრი რამეცაა სათქმელი, მაგრამ აი, ასეთია მოკლე ისტორია და დასტური იმისა, რომ წიკლაურებს აქ, ამ მთებში უდევთ ფესვიცა და მომავალიც... დრო იყო, ხევსურეთი და ფშავი ერთიანი იყო და ფხოვი ერქვა, თუმცა დროც ცვალებადია და დროსთან ერთად ცხოვრებაც... ჯერ ფხოვი დაიყო, მერე ანდრეზებიც, მერე გვარებიც, მაგრამ ფაქტია, რომ წიკლაურების წინაპრებს ფშავში, მაშარაზე ჰქონიათ კერა. გამრავლებულან, მოძლიერებულან, გაბუდაყებულან კიდეც... და ერთხელაც, ერთ იმათთაგანს უთქვამს: `იმდენი კაცი მყავს ნადში, ხატის ყანას არ მკის ამდენიო~. ჰოდა, გასწყრომია იახსარიც, ამოუჟლეტია ლამის მთელი ოჯახი, მხოლოდ ერთი ორსული რძალი გადაურჩენია და ისღა დაბრუნებულა მამის კერაზე, როშკას... იქ დაბადებულა წიკლაური იმედა, იქ გამრავლებულა... იქ გაუდგამთ ღონიერი ბორჯი...

*
სულ მაწვალებდა ის ფიქრი, რომ მოუზომავი სიტყვისთვის დაგვსაჯა ხატმა... ალბათ, ოდესმე უნდა დამდგარიყო შენდობისა და პატიების დღეც... სიტყვის თქმას ბევრი რამ შეუძლია... ნიშანიც ბევრი გეძლევა... ორთავე სოფლიდან....
ასე იყო თუ ისე, ფშავი ჩემ სამშობლოდ არ და ვეღარ ითვლებოდა... მაგრამ ბედისწერა თავისი გზით დაატარებს ადამიანს... ჩემი შვილი დაოჯახდა... მის ახალ ოჯახს კი შუაფხოში აღმოაჩნდა სახლი... ზაფხულში ფეხმძიმე შვილს მეც გავყევი ფშავში... განცდა ამ ულამაზესი მხარისა, ეტყობა, მეტად აცხოველებდა ნებისმიერ შთაბეჭდილებას... ჩინთთან არაგვში წმინდა ნინოს მიერ ქართველთა ნათლობა დაგიდგება თვალწინ, მერე ჟინვალის წყალსაცავს გახედავ და წყლის ქვეშ დაფლულ ლამაზ სოფელს, ეკლესიასა და ციხეს წარმოიდგენ... მამაჩემმა პატარები მოგვიყვანა აქ მე და ჩემი ძმა და გვითხრა, დაიმახსოვრეთ ეს ადგილები, მალე წყალი დაგუბდება აქ და აღარაფერი იქნებაო... ახლაც მახსოვს ჟინვალის დაცლილი სახლები და ეზოები... სიჩუმე, რომელიც იქ ჩაგუბულიყო, ალბათ ენაამოგლეჟილი სიმართლის ხმა იყო... მერე, ჩემი დიდი ბებო მაგდანას სახლამდე, ანანურში რომ ავიდა წყალი... რამდენი სოფელი დაიმარხა ამ წყლის საფლავში, რამდენჯერ ამოდის გუმბათის ჯვრები ჰაერში ჩვენს გასაფხიზლებლად...
მერე თვალივთან შანიძის დუქანს ჩაუვლი და იტყვი, აი, ვაჟა ამ გზაზე დადიოდაო... არაგვს გახედავ და უნებურად აღმოგხდება: `დაწუხებულმა არაგვო, რო გნახე, გავიხარიაო~... პირველად `სულის წყაროსთან~ შევჩერდით. პირველი ვინც შემხვდა აქაურ მიწაზე და სიტყვა მითხრა, ფშავლისქალი იყო... კეთილად დამლოცა და მკითხა, იახსრობაზე მიხვალთო? ავისგორზე იმ დღეს დაკლულიყო საკლავი... ეს ის ადგილია, სადაც იახსარმა დევები დაამარცხა.

*
ის დღე იახსრისა ყოფილა... რაღაც მენიშნა... კართანას შევდექით, კოპალას სალოცავს გავხედეთ... ავყევით ულამაზეს გზას ორწყლამდე... მაგრამ მთავარი წინ მელოდა... ჩვენ ხომ სწორედ იმ სოფელში მივდიოდით, სადაც ჩვენი სახლის გადასწვრივ ავისგორზე, იახსრის ხატობა იმართება... ლურჯი კვამლი შორიდანვე გამოჩნდა ხატიონით სავსე გორაზე... აჰა, ხატის დღეს მოვბრძანდით ფშავში, ორსული ქალით... სახლი კი, რომელშიც ამჟამად ჩემები ცხოვრობენ ჩემი გვარის ქალის, ბერდედული წიკლაურის აშენებული აღმოჩნდა. მერე ჩვენს მზისთმიან თამარ ჯაყელს რომ შეუძენია, უმთოდ ვერ ვიცხოვრებ და, იმიტომო... ამ სამოსახლო ბერდედულისთვის ცნობილ ხევისბერს, ბადრი ბიჭურიშვილი გამოუყვია. ეს ის ბიჭურთ ბადრია, ხატის განძი რომ გადაუმალა კომუნისტებს... რომ დაბრმავდა და ნამდვილი ქადაგი იყო... ამ ადგილს `ნაქუსლარს“ ეძახიან... ავისგორიდან დაშვებული ხატი აქ დაჰკრავდა ქუსლს და ისე აბრძანდებოდა კარატის თავს... ეს უკვე ჩვენი ეზოს სულ მაღლაა, უკან, მაგრამ ამ ყველაფერს არც ეზო ჰქვია, არც სახლ-კარი, ეს `საფხიზლებელია~, ეს `მამისსახლია~, ესაა `შინ~...

*
აქ საკრალური გარემოა, აქ გონებაც გიფხიზლდება, ხსოვნაც, სულიც, იმედიც.... სულ მალე ბიჭურთ ბადრის შვილსაც გავიცნობ, თეკლე ბებოს, მერცხლების მწყემსი რომ დავარქვი... ხბორებსაც მოვულალავ სახლში, მის მოწველილ რძესაც დავლევ, მის გამომცხვარ ქადასაც მივირთმევ... ათას ამბავს გამოვკითხავ... მერე ძველ შუაფხოს დავივლი, არაგვს გაღმა. სოფელი ხომ, კარგა ხანია უკვე, არაგვს გამოღმა ცხოვრობს... დევის ჩამოსასვლელ ადგილსაც ვნახავ, ხევისბრის ძველ ქვის სახლსა და სალოცავს... მიწისძვრით დანგრეულ ნაშალს... `ოჩიაურთა კარასა~ დღეში ცხრაჯერ ავუვლ-ჩავუვლი _ ჩემი დიდი მოგვარის, ბერდედო ლელა წიკლაურის სამკვიდროს, ბალიაურებისა და ოჩიაურების, ხევსურეთიდან გამოდევნილ დაქორწინებულ სწორფერთა საცხოვრისს... ამ ეზოში, ამ სახლში ხომ ანა კალანდაძეს რამდენი ღამე გაუთენებია _ აქაურობაზე შეყვარებული პოეტი, საოცარი ლექსების ავტორი... ზევიდან ცაბაურთა დაგვცქერს: მარადიული სიფხიზლით... ღამეც უთვალავჯერ დადგება აქ და მზეც უთვალავჯერ ამოვა, მაგრამ ცაბაურთა არასდროს მოხუჭავს თვალს... ცაბაურთა სასწაულია... მთავარანგელოზის მზერაა... გვერდით თხილიანაა, იქ ილო ფხოველი ცხოვრობდა... დაკრძალვის დრეს მის ეზოში მოწყვეტილი ვარდი წამოუღია ცვენს ეტეროს _ ეტერ თათარაიძეს.მაგრამ ვერ გავბედე და დრესაც ანას წიგნში ჩადებული დღესაც შინ მაქვსო _ასე მიტხრა, როცა ფშავზე ვსაუბრობდით და ჩარგლისაკენ მივდიოდით, დიდი პაპის კარს... გაღმით, მაღალზე, ირემთკალოა... უძილაურთა... აგე, იქ იმ ერთადერთ სახლში ხევისბერი პაპა იოსები ცხოვრობს, ვიცით... ამიტომაც სხვანაირი რიდით გავცქერით იქაურობას... მარჯვნივ კი ბორბალოს მთაა, იქ შორს, მუქოსკენაც ლაჟვარდის ნისლია... მათურის ზეით, უფრო შორს, ჩვენი მეფუტკრე პაპა ცხოვრობს თავის ზღაპარში და გულის ანგელოზს აყურადებს...

*
რა თქმა უნდა, სხვა დროსაც შეიძლებოდა ფშავს მოვსულიყავით, არა იახსრობაზე, არა ორსული ქალით, რა თქმა უნდა, სხვა დროსაც აღმეძრებოდა სურვილი, ოჩიაურთას ანას ნაცხოვრი სახლი მუზეუმად გამოცხადდეს და ყველა ლექსის მოყვარული თუ ტურისტი აქ ამოვიდეს, აქ იმართებოდეს ლექსისა და კაფიის დღესასწაულები... ეჰ, რამდენ რამეზე გვისაუბრია მე და ჩემს მეგობარს, ფშავლისქალ სანათას... რა თქმა უნდა, ისედაც დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ხელახლა ავაშენოთ ამ გზაზე და ამ სოფლებში ის ჩაძირული და წყალში დაფლული ტაძრები, რომლებიც უხვად მიმობნეულან ჟინვალჰესის, სიონის, წალკის წყალსაცავთა ფსკერზე, მაგრამ სულ სხვა ფიქრით განმაწყო ამ კონკრეტულმა დღემ... ამ გზამ, რომელზეც ახლა ჩემთან ერთად მინდა გაგიყოლიოთ, ჩემთან ერთად ჩაგახედოთ ჟინვალის ფსკერზე, რომელშიაც აბუდელაურის (ფშავლები `წაწადას ტბას~ ამბობენ) ტბის მსგავსად, ვინძლო, რამდენი წელია მხარშეკრული ღთისშვილივით ეკლესია დგას და ფრთა-მხრის გახსნას ელის არა წმინდა ზვარაკის სისხლით, არამედ ჩვენი მონანიე ცრემლით, რომ ამოვიდეს, ამოფრინდეს ამ წყალსაცავის ფსკერიდან და ლამაზ მთაზე შემოჯდეს ეკლესიის აღით... ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი კი არა, ოთხმაგი მოწადინებით და ღვთის ჭეშმარიტი რწმენით აძრული საქართველო სჭირდება აქაურობის დაცლილობისა და დაბეჩავების უკეთურის ხელიდან გამოხსნას! განა ტყუილა ასახლებდნენ და ცლიდნენ მთას ისინი, ვისაც შეუძლებელია, საქართველოს მოკეთე უწოდო?!

*
ასეთი გზა გავიარე `შინისკენ~... არ ვიცი, რა არის ამ ბედნიერების საფასური, რასაც ჩვენი საქართველო და მისი ულამაზესი მიწა-წყალი ჰქვია, ჩვენი საარაგვო... ცოცხალი ლეგენდა და მითი...
პაპაჩემი, არაგვისპირში, გზად, უეცრად გადმომხტარმა თეთრმა ირემმა იმსხვერპლა...უფიქრია, მანქანას ავაცდენო... ირემი გადარჩა, ომგამოვლილი 41 წლის პაპა კი, დაიღუპა... მგონია, ეს ლეგენდაა, რომელიც გრძელდება... ის ირემი, პაპას სული რომ გაიყოლია, ვინ იცის, დღესაც საარაგვოს ტყეს ეფარება... ვინ იცის, ხილულის თუ უხილავის მხრისას... მინდა მჯეროდეს, რომ ყველა საფლავის ქვა სიცოცხლის ფესვია... აქაურობა თავად არის სიცოცხლე... სიცოცხლის მადლი მარადიულია, ჩვენ მარადისობის აღმსარებლები ვართ... ჩვენ შვიდსხივა არაგვის შვილები ვართ... და როგორც თეთრი და შავი არაგვი ერთდება, ასე ერთდება ჩვენში ორთავე სოფლისა და ყველა სკნელის მადლი... და ვდივართ... ვდივართ და ვხმიანობთ...

*
რამდენი საოცარი ადამიანი მინდა, ვახსენო: ქადაგი ქალი სანათა, სამუკათ ხვარამზე, გულქან რაზიკაშვილი, პელაგია ხელაშვილი _ მიხა ხელაშვილის და, მაყვალა მრევლიშვილი, ეთერ სახვაძე, ანა კალანდაძე, ნათელა ბალიაური, ლელა წიკლაური, თინა და დედიკა ოჩიაურები, თეო ქუმსიაშვილი. და უთვალავი სხვაც, რომელთა სახელები და სულები სამყარომ შეიერთა... სავსენი იყვნენ და არიან მთის მადლით... ეს მხოლოდ ქალები! და ვაჟკაცები?! რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: გმირები? პოეტები? მოლექსენი? მათქვამები? სწავლულები? მკურნალები? ქადაგნი? ამბობენ ბესარიონ გაბუურის ნაჯდომ-ნამყოფ ადგილს ადვილად იპოვიდი სოფელშიც, საფიხვნოშიც, ყანაშიცო, რადგან სულ წერდა და სუყველაფერზე წერდაო: ხვნა-თესვის დროსაც კი, შესვენებისას ნახნავში ჩაიმუხლავდა, კალმის მაგიერ იყენებდა ჩალის ღერს (ჭყუმს), წკირს, ქვას, ხან საკუთარ ხელზეც წერდა, ხან _ მიწაზე, ხან ფიქალზეც... ეს ნაწერი იყო მისი კვალიო...
დე, ეს ნაწერიც ჩვენი ფიქრის კვალი იყოს... აქ მოგვაკვლევთ.... ესაა ჩვენი საარსო...

*
ჩვენი წინაპრების შინაგანი მრწამსი _ აღსრულება წმიდათაწმინდა მოვალეობისა, ერთგულება და, რაც უმთავრესია, მთლიანობისა და ერთიანობის შეგრძნება, ერთიანი პასუხისმგებლობა როგორც წარსულის, ასევე მომავლის წინაშე ქმნიდა იმას, რასაც დღეს `ქართულ სულიერებას~ ვუწოდებთ. რასაც უპირობოდ, ყოველთვის გააჩნდა ნიშანი განახლებისა! მათი ფიქრი სამყაროს სწვდებოდა... მათი ცხოვრების წესი მარადისობის რიტუალი იყო...

*
მთის მადლი და გონიერება, კაცთმოყვარეობა და სულის სისავსე დაუბედე ყველას...
ღმერთო, კეთილად ისმინე ეს სიტყვები; ღმერთო, კეთილად გვაცხოვრე ჩვენს ძველ მიწაზე, გაგვამრავლე, აავსე აქაურობა მადლიანი ადამიანებით, ჯალაბით, საქონ-საყოლით, უფლისა და საქართველოს სადიდებლად!
2012 წელი


მარიამ წიკლაური






Last edited by Admin on Sat Mar 31, 2012 12:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3237
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Mar 25, 2012 12:05 am

მარიამ წიკლაური

ქართული საბავშვო ლიტერატურა – ისტორია და თანამედროვეობა
(წერილი მწიგნობართა ასოციაციის ყოველწლიური ალმანახისათვის)

უცნაური ბედი დაჰყვა საბავშვო მწერლობას. საბავშვო წიგნზე, ლიტერატურა იქნება ეს, ილუსტრაცია, მეთოდოლოგია თუ სხვა ასპექტი, არავინ საუბრობს და არასდროს მიმიოხილავს, თუმც ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანს უწოდებს ამ სფეროს. უიშვიათესი გამონაკლისის გარდა დღევანდელი ცოცხალი ლიტერატურული პროცესის ასახვა არსად მიმდინარეობს, შესწავლა-ანალიზზე რომ არაფერი ვთქვათ. მოგეხსენებათ ლიტერატურული პერიოდიკა ამ დარგს არ წყალობს და თავად საბავშვო ლიტერატურული გამოცემები ხომ საერთოდ არ არსებობს. არადა ქართულ საბავშვო პერიოდიკას, 130 წელზე მეტი ხნის ისტორია რომ აქვს, ისეთი დროც ახსოვს, 10-ზე მეტი დასახელების გამოცემა ერთდროულად რომ გააჩნდა. ეს ცალკე წერილის თემაა და აქ არ შევეხები.
რადგან `მწიგნობართა ასოციაციას~ გაუჩნდა სურვილი, თავის მკითხველთან ერთად თვალი გადაავლოს ბოლო ათწლეულის საბავშვო მწერლობასა და წიგნებს, თავი ვალდებულად ჩავთვალე მესაუბრა იმ ძირითადზე, რასაც ერთი საჟურნალე სტატია დაიტევს და რასაც ჩემი თვალსაწიერი გასწვდება. თუმც აქვე ვიტყოდი, რომ ასეთი წერილები ათ წელიწადში ერთხელ კი არა, წელიწადში ათჯერ მაინც უნდა იწერებოდეს და თანაც ამ საქმის მცოდნენი და მკვლევარები უნდა წერდნენ და არა ჩემნაირი მოყვარულები. და, რადგან საქართველო Yყველა თვალსაზრისით განიცდის საბავშვო ლიტერატურის მკვლევართა დეფიციტს, რადგან საბავშვო წიგნიც განიცდის უყურადღებობას და მხოლოდ წიგნის ბაზრის მოთხოვნებზეა დამოკიდებული, ვფიქრობ, ზედმეტი მაინც არ იქნება ეს სტატია. სათქმელიც, მე, როგორც თავადვე საბავშვო მწერლობასთან ახლოს მდგომ ადამიანს აუცილებლად აღმომაჩნდება.
თუ ხის სიმაღლე ფესვიდან იზომება, ლიტერატურამ რაღა დაგვიშავა? ის ჩვენით არ დაწყებულა და საბედნიეროდ, ქართული ლიტერატურა და მწერლობა მრავალსაუკუნოვან მთლიანობასა და უწყვეტობას რომ ინარჩუნებს, როგორც ენობრივი, ასევე ღირებულებების თვალსაზრისით, ეს ჩვენი, როგორც ერის, ცნობიერების, ფსიქიკის, ზნეობისა და გონიერების სიჯანსაღის შედეგი და თავისებური გარანტიაცაა. ეს `ლიტერატურული იმუნიტეტი~ როგორც მთლიან ერს, ასევე ცალკეულ პიროვნებას ეხმარება გაერკვეს საკუთარ გარემოსთან და მთლიან სამყაროსთან თუ მსოფლიოსთან ურთიერთობაში, იქონიოს ცოცხალ, არაცოცხალ, სულიერ, უსულო ბუნებასთან, რაც მთავარია ადამიანებთან, ღმერთთან, ხილულ და უხილავ სამყაროსთან, წარსულთან, თუ მომავალთან თავისი პირადი დამოკიდებულებათა მთელი სისტემა, დაფუძნებული ზოგადკაცობრიულ ფასეულობებზე. მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორი და ლიტერატურა, კულტურის ყველა სხვა დარგთან ერთად ქმნის ერის სულიერ სიძლიერეს, ქმნის და აყალიბებს პიროვნებებს. ეს ორჯერ ორი ყველასთვის ოთხია! ეს ყველამ ვიცით! მით უფრო ქრისტიანული აღმსარებლობის ხალხებმა, რომელთათვისაც წერილობითი ძეგლები, წიგნები სიწმინდედ მოიაზრებოდა: ბიბლია, სახარება, ფსალმუნები, წმინდანტა ცხოვრებანი და სწავლებანი. წიგნისადმი, როგორც სიწმინდისადმი დამოკიდებულება, არც მარტო ქრისტიანული იყო, თუ გავითვალისწინებთ წინარექრისტიანულ დაამოკიდებულებას, როცა ტექსტის ფლობა, წაკიტხვა მხოლოდ ქურუმთა პრიორიტეტი იყო, როცა თუნდაც ზღაპრები საკრალური ტექსტებს წარმოადგენდა და მასზე და მის თხრობაზეც კი, ხელი ყველას როდი მიუწვდებოდა. ეს შორეული ისტორიული წიაღსვლა იმისათვის მოვიხმე, რომ წიგნისადმი პატივისცემა, მოწიწება, მოკრძალება არც იდეოლოგიის ხათრით კომუნისტების მოგონილია და არც ჩვენი აღმოჩენილი. ეს კოდი საუკუნეებია დევს ხალხში და ძალიანაც კარგი, რომ ასეა. შევთანხმდეთ, რომ წიგნებს ყველა იდეოლოგია თავის სასარგებლოდ იყენებს, მაგრამ, ლიტერატურა განუმეორებელი თვისებებით აღჭურვილი ფენომენი, ყოველთვის ახერხებს დარჩეს ისეთივე სუფთა და ისეთივე მარადიული, როგორიც ცაა. სიტყვიერებასაც, ღვინოსავით, თვითდაწმენდის საკრალური უნარი აქვს.

*
საბავშვო ლიტერატურა ფოლკლორიდან ამოიზარდა. მისი გადამუშავებისათვის არაერთ ადამიანს უღვაწია ყველა კულტურულ ქვეყანაში. სხვა ხალხთა ფოლკლორის გამოუყენებიათ და ასე ნელ-ნელა ჩამოყალიბებულა ლიტერატურის ერთ-ერთ დარგად საბავშვო მწერლობა. საქართველოში ამ დარგის ფუძემდებლად ილია ჭავჭავაძე იაკობ გოგებაშვილს მიიჩნევდა. ქართული და სხვა ხალხთა ფოლკლორის ლიტერატურულ ჩარჩოებში გადმონერგვის, მისი ახალი ნაწარმოებებით გამდიდრების, მისი ახალი ფუნქციებითა და მათ შორის უმთავრესის _ აღმზრდელობითი-პედაგოგიური დანიშნულებით გამოყენების, სამყაროს შემეცნების, ზნეობრივი ფასეულობების ჩამოყალიბების, ერთიანი ეროვნული თვითშეგნებისა და სალიტერატურო ენის განმტკიცების სამსახურში სწორედ ლიტერატურა და საბავშვო წიგნი ჩააყენა იაკობ გოგებაშვილმა და იმ დროის ყველა მწერალი დაიყენა გვერდით ამ კუთხით რომ ემუშავათ, ეწერათ თუ ეთარგმნათ. მაშინდელი საბავშვო პერიოდიკა, ხელს უწყობდა ლიტერატურის განვითარებას და თვისობრივად ახალი დარგის გაძლიერებას. `ჯეჯილი~, `ნობათი~, `ნაკადული~ ამ საქმის ავანგარდში იდგნენ. ამას დამატებული წერა-კიტხვის გამავრცელებელი ორგანიზაცია და ადამიანები რომლებიც ყველაფერს აკეტებდნენ, რომ ბავშვებს მშობლიიური ცნობიერება და ენა არ დაეკარგათ დამონებულ სამშობლოში. ის, რომ იაკობ გოგებაშვილმა `დედაენითა~ და `ბუნების კარით~ ერთხელდასამუდამოდ დასაზღვრა საბავსვო ლიტერატურის სივრცე და გზა, ამაზე დღეს საუბარიც კი ზედმეტია. ის რომ მან ბავშვებისათვის უბრალო ენით შეძლო ურთულესი რელიგიური ტექსტების, ბიბლიის, სახარების დაწერა და გამოცემა, ისტორიული თემატიკის, ყოფა-ცხოვრების ამსახველი, ბუნებისა და სამყაროს შემეცნების ადვილი, სადა და გასაგები ტექსტის წერის კულტურის დამკვიდრება, ესეც ცალკე წერილის თემაა. ან კი რა უნდა გასჭირვებოდა ლიტერატურას, რომლის პატარა მკითხველებისათვის წერდნენ და იღწვოდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, ეკატერინე გაბაშვილი, შიო მღვიმელი? დიახ, ჩვენ გვაქვს ტრადიციები, რომლიც შემდეგ კომუნისტური იდეოლოგიის პირობებში ქართველი მწერლების სასახელოდ უნდა ითქვას, კი არ დაკნინდა, არამედ განვითარდა და მსოფლიო ლიტერატურას უსწორებდა მხარს. თუმცა ბევრი რამ იყო საკამათოც, დროების ვალიც, მაგრამ ფაქტია, რომ საბავშვო მწერლობას ემსახურებოდა ნიჭიერი მწერლები, რომლებმაც ქვეყნის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო _ რუსთაველის სახელობის პრემია სამჯერ დაიმსახურეს საბავსვო ლიტერატურისათვის: არჩილ სულაკაური, მაყვალა მრევლიშვილი და რეზო ინანიშვილი გახდნენ ამ ჯილდოს მფლობელები. ამას გარდა საბავშვო ლიტერატურას დაუმსახურებია სახელმწიფო პრემია და შიომღვიმელის სახელობის პრემიები და გასახარია, რომ გასულ წელს მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემიაც დაარსდა თბილისის მერიის და მწერალთა კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით და ჩამოისხა კიდეც ულამაზესი მედალი (თუმცა ყველა საქმეს თავისი შუქ-ჩრდილები აქვს და დასანანია, რომ მაყვალა მრევლიშვილის გარდაცვალების თარიღი ამ მედალზე შეცდომით ამოიტვიფრა. იმედია ეს სამომავლოდ გასწორდება). სანამ დღევანდელ პრობლემატიკას შევეხებით, მსურს წარსულისაკენ მიგაქცევინოთ ყურადღება, რათა ამ პრობლემებისა თუ წარმატება-წარუმატებლობის გარკვეული გენეზისი დავინახოთ და უფრო ჩავუღრმავდეთ საბავშვო მწერლობის წინაშე არსებულ საკითხებს.
1869 წელს ჟურნალ `მნათობში~ წერდნენ: `თბილისში თქვენ შეხვდებით მედუქნეებს, რომელნიც გულმოდგინედ კითხულობენ `ბეჟანიანს~, `ბარამიანს~, `ქალვაჟიანს~ და გადაწერაში ერთი ორად ფასს აძლევენო~. მაგრამ დრომ თავისი მოიტანა და თბილისშიც მრავლად გაჩნდნენ იაფფასიანი პატარა წიგნების გამომცემლები. ისინი ბეჭდავდნენ აღმოსავლეთის ფანტასტიურ ზღაპრულ მოთხრობებსა და სახალხო მთქმელების პოპულარულ ლექსებს. ამ ხალხურ სიტყვიერებას მფარველობდა და პატრონობდა არაჩვეულებრივი მოღვაწე პეტრე უმიკაშვილი, რომლის მიერ ფოლკლორისადმი გაღებული ღვაწლი ძალიან დასაფასებელია. აი, რას წერს იგი თავის ავტობიოგრაფიაში: `1875-77 წლებში სხვათა გამოცემებით, მაგრამ ჩემი რედაქტორობით დაიბეჭდა `ბეჟანიანი~, `ქალ-ვაჟიანი~, `ალექსიანი~, მეფე თეიმურაზის `ვარდ-ბულბულიანი~. ამ წვრილ მოთხრობათა და ლექსთა ბეჭდვა მრავალი იყო და არც კი ვიცი, ვინ ბეჭდავდა და რამდენს... ზოგი ასეთი გამოცემა მეოცე და მეორმოცეც კი ხორციელდებოდა და ათი-ათასობით ტირაჟით ვრცელდებოდა მდაბიო ხალხში. ვინ იცის `არსენას ლექსმა~ ან `ქალვაჟიანმა~ რამდენ ადამიანს სურვილი აღუძრა და ასწავლა კიდეც წერა-კითხვა... ნაკლულევანება ამ წიგნებისა კარგად ვიცოდი, მაგრამ ჩემი საყვედური და სხვებისაც იმით გამიქარვებია, რომ ეს პირველი ნაკადული იყო, რომელიც დაიძრა და თუ ჭუჭყიც მოჰყვა, ამას უსათუოდ დრო წარეცხავდა”. ასეთ წიგნებს, ხშირ შემთხვევაში, არა მარტო წერა-კითხვის უცოდინარი გამომცემლები ბეჭდავდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით!!! მაგალითად, ცნობილია, რომ გამომცემელმა შახბარათოვმა საკუთარი გვარ-სახელის მოწერაც კი არ იცოდა!), არამედ ისეთი მოღვაწე ლიტერატორებიც, როგორიც თუნდაც ზაქარია ჭიჭინაძე იყო, რომელიც წიგნის წინასიტყვაობაში ხშირად თავს ასე იმართლებდა ხოლმე: `ჩემთვის დიდად სამწუხაროა, რომ ამ წიგნსა ვბეჭდავ, მაგრამ რასა იქმს კაცი, როცა ეს წიგნი ხალხში ძლიერ არის გავრცელებულიო~. ხალხს, რომელშიც მართლაც გაღვიძებული იყო კითხვის სურვილი, რასაც აწვდიდნენ, იმას კითხულობდა. მიწოდების ძალზე სპეციფიკური ფორმაც კი არსებობდა ძველ თბილისში: იყო ასეთი ყარაჩოღელი ესაღოვი, რომელიც დადიოდა თბილისის ქუჩებში და მოწნული კალათით ჰყიდდა წიგნებს. ანუ ძველი თბილისის ბაზარს საკუთარი მწერლების, მხატვრებისა და გამომცემლების გარდა, ჰყავდა საკუთარივე წიაღში აღმოცენებული მოხეტიალე ბუკინისტებიც. ხელით ვაჭრობა დღესაც ძალიან პოპულარულია და საკმაოდ დიდი გამავრცელებელთა ქსელი მუშაობს თბილისსა და სხვა ქალაქებში, მთელი მსოფლიოს მსგავსად.
იაფფასიან (!) გამოცემებს ხშირად მოსწავლე ბავშვებიც ეტანებოდნენ. ეგებ დღევანდელმა წიგნის მაღაზიებმა დააწესონ კვირაში (ან თვეში მაინც) ერთი დღე, როცა ბავშვებისათვის ყველა წიგნი დიდიფასდაკლებით გაიყიდება? რომ წიგნის ყიდვის უნარიც გამოვუმუშავოთ ბავშვებს ამგვარი წახალისების საფუძველზე.
ყველაზე პოპულარული იყო `ქალ-ვაჟიანი~, `ყარამანიანი~ და `შვიდვეზირიანი~. ამ წიგნებს ბევრი არა მარტო კითხულობდა, ისმენდა კიდეც, რადგან მაშინ არსებობდა ოჯახური კითხვის ტრადიცია, ანუ სახლში ერთი კითხულობდა და მის ირგვლივ შეკრებილი ოჯახის სხვა წევრები სულგანაბულნი ისხდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახებში უწინ დღევანდელთან შედარებით ბევრი შვილი ჰყავდათ, ეს უტოლდებოდა ხშირ შემთხვევაში ერთი კლასის ოდენ ბავშვებსაც კი, თავისი მოსამსახურეებითა და სტუმრებით: როგორ წაიყვანეს ფერიებმა პაპის საძებნელად `ჰაიართუხუცესი~, რომელიც რამდენიმე დღის ფრენისას ჰაერში ბალთას სწოვდა და ისე იკვებებოდა. ან როგორ ეჭირა სამი დღე ხელში ყარამანს `ყაფის მთა~, რომ თავისი ლაშქარი ქვეშ გაეტარებინა, ან როგორ შესხდნენ ვეშაპებზე სეილან-ჯადო და ქელან-ჯადო და გველები მათრახებად დაიჭირეს, ან ათასგვარი სხვა რამ, რაც დიდ-პატარას აღაფრთოვანებდა და ერთი სულით ელოდებოდნენ ამდაგვარი ზღაპრების გაგრძელებასა თუ ახალ თავგადასავლებს.
სამართლიანად აღნიშნავდა ექვთიმე თაყაიშვილი, რომ ქართულ ენაზე არ არის წიგნი, რომელიც მდაბიო ხალხში ისე იყო გავრცელებული, როგორც `ყარამანიანი~. ის კი არადა, იმდენად პოპულარული იყო კითხვა, რომ ალბათ ღირს გავიხსენოთ თვით აკაკის როგორ სჯიდა დედამისი ცუდი ბავშვური საქციელის გამო: მას კითხვას უკრძალავდა! დღევანდელი ადამიანის დამოკიდებულება წიგნისა და კითხვის მიმართ რაგვარადაა შეცვლილი, თუნდაც ეს ერთი ფაქტიც ადასტურებს. შეიძლება დღეს ბავშვი იმით დასაჯო, რომ “კოკა-კოლა” არ დაალევინო, `მაკდონალდსში” არ წაიყვანო, ბურთის სათამაშოდ არ გაუშვა, კომპიუტერთან არ დასვა, მაგრამ იმით, რომ წიგნი არ წააკითხო? ეს ხომ არარსებულია! ოჯახებში ასევე იკითხებოდა `ბიბლია~, `სახარება~, წმინდანთა ცხოვრებანი, `ვეფხისტყაოსანი~ და არა მხოლოდ კითხულობდნენ, იზეპირებდნენ კიდეც. ამ მარადიულმა წიგნებმა დროს გაუძლეს და დღევანდელ კომერციულ საგამომცემლო მოთხოვნებსაც აკმაყოფილებენ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი ვარიანტი გამოიცემა მათი ბავშვებისათვის: საბავშვო ბიბლიას, სახარებებს, იგავ-არაკებს სახარებიდან თუ ამბებს ვხვდებით სხვადასხვა გამომცემელთა პროდუქციაში, რომ არაფერი ვთქვათ `ვეფხისტყაოსანზე~, რომლის ადაპტირების ურთულეს საქმესაც შებედეს ქართველმა გამომცემლებმა და ალბათ, სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე. ისე უნდა ითქვას, რომ ასეთი ადაპტირების პროგრამებიც არახალია საქართველოში და მას დიდიხანია მიმართავდნენ გამომცემლები. ვინ კარგად, ვინ ცუდად. ჩვენ ხელთ გვაქვს ცნობილი მეცნიერისა და მწერლის, არჩილ ჯანაშვილის 1911 წლის წერილი, რომელშიც ის სასტიკად ილაშქრებს ცნობილი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის `ელისოს~ ტექსტის ცუდად ადაპტირების გამო. ეს წიგნი გამოუცია `საყმაწვილო წიგნების გამომცემელთა წრეს~ ქალაქ ქუთაისში. `ყაზბეგის მაგივრადო, _ წერს ჯანაშვილი, _ ხელში შემრჩა ვიღაცის ნაცოდვილარი დამახინჯებული და გადაგვარებული და ფალსიფიცირებული ნაწარმოები. დღეს ყაზბეგი გაგვისწორეს, ხვალ ილია ჭავჭავაძეს გაგვისწორებენ და ზეგ შეიძლება, `ვეფხისტყაოსანსაც~ შებედონო! – აპროტესტებს ადაპტირებას ჯანაშვილი. თუმცა გავიდა თითქმის საუკუნე და დღევანდლი ქართველი გამომცემლები მართლა სერიოზულად ფიქრობენ თვით `ვეფხისტყაოსნის~ ადაპტირების ვერსიებზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. აღმოჩნდა, რომ არც `ვეფხისტყაოსნის” ადაპტირებაა ახალი საქმე. აი, რას წერს `კვალში~ 1893 გიორგი იოსელიანი `ივერიაში” გამოქვეყებული იმ კრიტიკული წერილის საპასუხოდ, რომელიც აპროტესტებს ასეთ პროექტებს: ასეთი ადაპტირებული ტექსტები არსებობს ყველა განათლებულ ხალხთა ენებზე: ფრანგული, ინგლისური, რუსული, ნემენცური. ჰომეროსის `ილიადა და ოდისეი”, შექსპირის შესანიშნავი ტრაგედიები და მრავალი სხვა კლასიკურ მწერალთა ნაწარმოებები გადმოღებულია ყმაწვილთათვის საკითხავად. მათ შესახებ ქება ხშირად წაგვიკითხავს პედაგოგიურ ჟურნალებში და ლანძღვა არასოდესო. და თუ კი იმ ქვეყნებში, სადაც ყმაწვილებს პატარაობიდანვე მშობლიურ დედა-ენაზე ასწავლიან სკოლებშიც და ოჯახებშიც, ეს ესაჭიროებათ, მაშინ რამდენად მნიშვნელოვანია იგივეს გაკეთება ქართველი ბავშვებისათვის, თუნდაც მიმბაძველობით, რომ მათ ასე მაინც შევაჩვიოთ დედაენაზე კითხვაო? კარგა ხანია, წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაცია სთხოვს მწერლებს, რომ ვინმემ მაინც ითაოს `ვეფხისტყაოსნის” საბავშვოდ გადაწერა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათო”.
ადაპტირებული ნაწარმოებების გამოცემის პირველი ყველაზე გაბედული და ორგინალური ვერსია შემოგვთავაზა რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა `ლიტერამ~. მათ ბავშვებს მსოფლიო კლასიკა შესტავაზეს. თუმცა ადაპტირებულმა წიგნებმა სხვა პრობლემის წინაშე დააყენა საზოგადოება: ძალიან ხელოვნურად დაჩეხილი და ცუდად თარგმნილი ტექსტები, რაც უნდა ლამაზი ილუსტრაციებით გაამშვენიერო, იგი ვერასდროს ასწავლის ბავშვს ვერც კარგ მეტყველებას, ვერც სიტყვათა მარაგს და ვერც ფანტაზიას განუვითარებს.. უამრავი კოპირაიტული პროდუქტი სწორედ ასეთი უხარისხო ტექსტებით და ლამაზი ნახატებით გამოირჩევა. ზედმეტად გამარტივებული ტექსტები, ვითომ, წიგნისადმი შიშს გაუფანტავენ პატარა მკითხველებსო, მაგრამ ეს საკითხი აშკარად საკამათოა და ცალკე წერილის თემაა.
როგორც ვხედავთ, საბავშვო წიგნთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ჰგავს ერთმანეთს ყველა დროში. ისიც ფაქტია, რომ ფანტასტიკური ლიტერატურისადმი ინტერესი ძალიან დიდია მაშინაც და ახლაც. ერთი მხრივ საინტერესოა, როგორ მიიღებდა ძველ `ბესთსელერებს~ ახლანდელი მკითხველი, რომელიმე გამომცემლობას რომ ეთავა `ყარამანიანის~ ახლებური გამოცემა? ძალიან გასახარია, რომ თავისუფლებისა და საკუთარი თავის ძიების გზაზე უამრავჯერ მიუმართავთ ქართველ მწერლებს, ისევე როგორც უცხოელ მწერლებს, საკუთარი ფოლკლორისათვის. მათი დასახელებაც კი საკმარისია, გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი მწერლები იღვწოდნენ საკუთარი სათქმელის გამოსახატავად რომ შეერჩიათ, გამოეყენებინათ და სალიტერატურო სივრცეში გადმოეტანათ უძველესი ფოლკორული მასალები. რა თქმა უნდა მუშავდებოდა ეს ფოლკლორი და თანდათან ამდიდრებდა საბავშვო ლიტერატურასაც: მარტო რაზიკაშვილების ოჯახი რომ ვახსენოთ: ლუკა, თედო, ბაჩანა რაზიკაშვილები, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ნინო ნაკაშიძე, ლეო ქიაჩელი, შიო მღვიმელი, გიორგი შატბერაშვილი, მაყვალა მრევლიშვილი და კიდევ, ვინ მოთვლის.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 

ბაო - მარიამ წიკლაური

View previous topic View next topic Back to top 
Page 6 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-