არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბაო - მარიამ წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Sep 13, 2009 1:47 pm

Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Sep 13, 2009 1:49 pm

ეს მე ვარ, Rolling Eyes
32 წლის წინ, ვაიმე, თუ შინა ვარ, დავიღუპეეეეეეეე.... რას ვმეცადინეობდი ამდენს, აბიტურიენტი ვარ აქ Sad


Last edited by bao on Wed Sep 16, 2009 2:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Sep 13, 2009 1:55 pm

Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Sep 13, 2009 1:56 pm

ეს დისკია(მხატვარი გია ცხადაია), რომელსაც მთელი ინფორმაცია ზედვე აწერია და გამიხარდება, თუ თქვენამდეც მოაღწევს ოდესმე. Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Sep 16, 2009 11:33 am

bao wrote:
flower


ნეტავი ღმერთო

რაც ამ მიწაზე ყვავილი ყვავის,
რაც ამ ყანებში მზეკაბანია,
მწყემსი ბავშვივით, ასე მგონია,
უფალო, შენგან მეც მაბარია.
რაც აქ სიტყვაა ნათქვამ-უთქმელი,
რაც ნისლებს მთებზე ცვარ-ნამად დასდით,
ასე მგონია, მეც უნდა ვზიდო
ბედნიერებად მაგათი დარდი.
სულში მიყვავის სისხლის ყაყაჩო
ანგელოზების ნამოსახლარის,
ასე მგონია, უსაზღვროდ მწყალობ,
როცა თენდება დილა ახალი
და ყველა ჩიტი ჩემთვის ლოცულობს,
მზე მაწვდის რძეს და თაფლიან ფიჭას.
გამჭვირვალე ვარ, როგორც ჰაერი,
გული კერიის ცეცხლივით მიჩანს.
შემოეფიცხოს დაღლილი მგზავრი,
გვაქვს სიხარულის ღვინოც და პურიც.
შენს განთიადებს რომ ვაყურადებ,
მესმის მწუხრის ხმაც, სევდაგაბმული.
დილის ნიავი შენი სუნთქვაა,
ფილტვებს სიცოცხლის ძალით რომ ბერავს.
ვიცი, სიკვდილიც სადღაც აქვეა,
მოახლოვებას ვერაფრით ბედავს.
უთვალავ ყვავილს გაუშლი მიწას,
უთვალავ დილას ცას შეაშუქებ.
დიდი მაგითაც ხარ, სახიერო,
მე რომ სიცოცხლეს კიდევ მაჩუქებ.
არც ჩემი გული გეცოტავება,
რომ ცნობ და კარგად გესმის ჩემი ხმაც.
ნეტავი ღმერთო, ვით ეს ქვეყანა,
ორთავ სოფელში მარტო შენი მქნა.


როგორ მომნატრებია ..... I love you
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Sep 16, 2009 12:51 pm

ქადაგიძეს მადლობა პირად სარკმელში შეტანით!
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Oct 08, 2009 12:24 pm

სიზმარი


ალბათ ამ ღამეს,
მატარებლის მწვანე ნეკნიდან
გამოუთლიან ჩონგურებს, აკვნებს
ზღვისკენ გაქცეულ გვიმრიან მინდვრებს.
შემოდგომას წვიმიან ნაკვთებს ჩამოუქნიან.
სევდას ექნება იმდენი საქმე,
თითქოს წუხელის ვაჟი ეყოლა.
სახვევებივით მოესალტება მგზავრს ძველი სახლი.
ეზოში ყვითლად სასოება მოილოგინებს.
მოვლენ ფიქრები, როგორც მოგვები,
ხელისმომკიდედ
და ბროწეულებს მომაშტერებენ.
გათენების ფეშხუმები დაეფინება
ნისლით მოღობილ ზეცის ეზოებს,
სიყვარულის ზვინებით სავსეს,
თვალებს გავახელ.
აქ არც სტუმარი გაუკვირდებათ,
ჩადგება წვიმა - გუბეებში,
სიტყვებში - სული,
მოშივდებათ ხვალინდელი დღეები მგზავრებს -
სინანულის მღვიმეების სველი კედლები.
სახლში მოსულნი შემოდგომის ცეცხლის გზით წავლენ.
ბილიკს შერჩება ხმელი ფოთლის მიმქრალი ნავლი.
გაზაფხულამდე ქარი სევდით აგვივსებს საბძლებს.
თითქოს წუხელის მომაძიძა ელიამ შვილი
და ჩვილ სინათლეს ვარწევ ხელებით,
რძე ჩამდგომია მზისთვალივით გამშრალ ძუძუში,
მათენდება ხეებიდან ნათელი ღვარი.
მთებს აჯაგვრიათ ბალანივით თეთრი ნისლები,
ცის გეში აქვთ დაბადებიდან.
მეც გამომთალეს წუხელ სიზმრიდან,
მეც მიმახატეს კედელს მგლისფერი,
ამომეხავსა უშენობით მწვანედ თვალები.
დღე-ღამეების გასაყარზე, ფიქრის ყანაში,
მოდით ჩიტებო, არ დაგაფრთხობთ,
შიმშილი კენკეთ,
სანამ საბრალოდ არ მოიწყენდეს ჩემი სიკვდილი,
სანამ უფალი ამოაცლიდეს გვერდიდან ნეკნებს
და სიცოცხლეს შეუქმნიდეს თავისმართლებად.
ნანა, პატარავ, დაიძინე,
ყოველთვის მოდის, ვისაც ელიან.
გაზაფხულს,
ზაფხულს,
შემოდგომას
ჩვენს ფიქრზე მეტი ფოთოლი რომ აქვთ,
ჩვენს ფიქრზე მეტი ფიფქები აქვს ზამთარსაც,
მაგრამ...
და რამდენი სიზმარია ჯერ სანახავი.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Oct 08, 2009 12:29 pm



მკითხველის სიხარული:

მოვა ბაოს ლექსი და შენთან დარჩება.
king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Oct 08, 2009 1:21 pm

მადლობა, ბატონო ვაჟა Smile
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Dec 10, 2009 11:58 am

თეთრი ირემი

თოვლი მოდიოდა, როგორც ღვთისმშობელი,
როგორც ღვთისმშობელი - თეთრად მოყვავილე.
უკან თეთრი ირმის ჯოგი მოყვებოდა,
დილას მომწყემსავდა სევდით მოარილე.
ჩემი ბედისწერაც თეთრი ირემია,
თვალი მოარიდეთ, აფრთხობს დილის ჩქამი
და რომც გადაუხსნათ ამ თოვლს გულისპირი,
ვერსად მიაკვლიოთ მისი ნაჩლიქარი.
ვიცი, მდუმარება მთებზე დაეშვება,
მთებზე დაეშვება ზვავის ნაწნავებად.
ირმად მიმახატავს კლდეზე ანგელოზიც -
დარდი დახავსილი, მე რომ მაწვალებდა.
ცეცხლის რქატოტიანს უცხო მზერა მისდვს,
მზერა, ტყვიასავით ბრმა და მუხანათი.
მოგდევს ირმის ჯოგი, ჩემო ხვთისმშობელო,
გზებიც ისეთია - მშვიდი, უღალატო.
ბედზე ბურსეულის ბურუსს მომაბლონდავ,
სულზე, ნაეკლარზე, სიტყვად დამეკმევი.
ჩაივლის მარიამი თეთრი ირმის ჯოგით.
ვარსკვლავის ბირკები კაბაზე აეკვრება.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Dec 10, 2009 2:23 pm

flower


Last edited by bao on Mon Dec 14, 2009 12:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Dec 10, 2009 2:44 pm

ვაიმე, მარიამო, ეს ჩემზე თქვიიიი?
მე ვფიქრობდი ახლა მწიფე და სავსე ლიმონებზე, მათი ჩახჩახი ვინმეებისთვის რომ არაფერს ნიშნავს ხოლმე და მე კიდევ წარმოდგენაც მკმარაააა sunny


Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Dec 16, 2009 2:27 pm

***
თოვლია მთებზე.
ღამეებიც თოვლივით დნება.
ამოდის დილა მთის კალთაზე _
თეთრი შროშანი.
ვერასოდეს
შევიგრძენი მისი სურნელი.
სანამდე ბილიკს სწრაფად ავივლი,
ჭკნება ყვავილი,
ღამდება ისევ.
ყვავილობა ჩავლილია,
დილამდე კი ისე შორს არი.



გვისმენენ
ნ-ს

ფეხდაფეხ ჩამოგვყვა მცხეთიდან საღამო.
ატმისფრად ათოვდა არმაზს და ზედაზენს.
არაგვში თეთრ ჩიტებს ჩაეყოთ ნისკარტი,
ვით სახე _ საფლავის იებში _ მე და შენ.
აქ ჟამი არ ბრუნავს, აქ მყუდრო ყურეა,
ფოთოლი არ სცვივა ხესა და მაყვლოვანს.
აქ მთელი სამყარო ცალ მუჭში გეტევა,
ღმერთამდე იმდენად, იმდენად ახლოა.
და თითქოს ხედავდე იმ ხილვებს, უძველესს _
ჯერ ელის ზედაზნის მთა წმინდანს, მდუმარედ,
ჯერ სძინავს მის გულში წყაროებს, საკვირველს,
ტყეებს კი აშფოთებს წარმართი სტუმარი.
ხედავ რომ, ფრთოსნების გუნდს გასცქერს ქალწული,
იქ, სადაც მტკვარი და არაგვი ერთდება,
სხეულზე იცხებენ წყალს შავი ჩიტები
და უმალ ხდებიან თოვლივით თეთრფრთება.
ხედავ, რომ უსველებს კაბას და ნაწნავებს
არაგვი ქალწულს და მიჰყვები მორჩილად,
შენც გნათლავს, იქ სადაც უღმერთოდ სიცოცხლე
კაცზე წინ ჩიტებს და ყვავილებს მოსწყინდათ.
ვინ იცის, ატმისფრად რად ათოვს ზედაზენს,
რად ირევს ზამთრის ცა იებს და გვირილებს?
წყალს რომ სვამს ბეღურა იმ ბერის საფლავზე,
ქვა ჩიტის მადლიერ მზერას რად ირიდებს?
მთის ფერდზე ნისლივით მოჩანან ნუკრები,
კარსანში ბუბუნებს მეფეთა სამარე,
ექოს ხმას ქარივით გაატან,საცაა
მარადისობისკენ საკუთარ ანარეკლს.
ვინ იცის, რა მადლი მოგვყვება მცხეთიდან?!
არაგვში თეთრ ჩიტებს ჩაეყოთ ნისკარტი _
დღე არ უღამდება ღამეს თუ მეჩვენა _
ბინდს ნინოს მზიანი თვალები ისხლეტენ.
და მზე არსად ჩადის,
მწუხრიც ნათელია,
მოვდივართ,
სიჩუმეს ვსაუბრობთ,
გვისმენენ……






დასაწყისი

რადგან არ ვიცით, თუ როგორი იქნება ბოლო,
სჯობს დასაწყისი იქცეს ზეიმად,
დასაწყისი არაფრობისა!

თორემ ბოლოსკენ
მარადისად გიმწუხარებენ ჩემი ფიქრის კვიპაროსები.

ვერც რტოებზე ქარებს შევიბამთ,
ვერც ნატვრის ხის ფერადი ხორკლი დაგვეყრება
ჭრელი გირჩივით.

ვერც ჩემ კოცნებს ჩამოიმარცვლავს
შენი თვალების კრიალოსანი.


ჩვენ ვიქნებით ჭაობებიდან თავაღერილი ევკალიპტები.
ჩვენ სიმაღლეს შეფარებული პაწია ჩიტი როცა ფრთას გაშლის,
გვეგონება გულში გავივლეთ ერთმანეთიო.


ვიქნებით ასე, უდაბნოს ლურჯი აქლემებივით,
სხეულის კუზი რომ აზით სულზე
და იების ლურჯი ნაცარი გვეყრება ნავლად,
როცა თოვლის გულისპირსაც გაგვიქექავენ.

იქნებ სიყვარულს ჩავუდგეთ კვალში?!
სიყვარული იმიტომაა ასეთი გამძლე,
რომ სალოსივით თავის ჭკუით დააბოტებს მარტოობაში
და არავინ, სულ არავინ სჭირდბა ქვეყნად!
მე კი ვერასდროს დავისიზმრე ეგ სიმარტოვე.

სულ მინდოდა გუბესავით ჩადგომა შენში
რომ ჩემი თვალით გეყურებინა სამყაროსათვის,
რომ ჩემი პეშვით აგეკრიფა წვიმის წვეთები.

მე მინდოდა ჩადგომა შენში
ხავსის კაბებით და შიშველი ცივი ტერფებით,
ფრჩხილებზე რომ არასოდეს წაუსვამთ ლაქი,
არ უვლიათ განგის ნაპირზე,
არც გოლგოთაზე,
არც ნილოსის წყლით უბანიათ უდაბნოს მტვერი.

მე მინდოდა შენში ყოფნა, როგორც ქვაბულში,
მარტოდმარტოს,
როგორც ბერი ემალება ხალხს და ცდუნებას.

ახლა ისღა დამრჩენია, არ დაველოდო დასასრულს
და ისე დავიწყო,
ზეიმივით,
თითქოს არც კი მიცხოვრია და ვერცა ვხვდები,
რატომ იციან გადადება დღესასწაულის
სულ ბოლო დღისთვის?!

ან სულ ბოლოდან დავიწყოთ ის, რაც,
დასაწყისად უკვე არც ვარგა.

ვიზეიმოთ მარტოსულობა,
ერთმანეთი ვიზეიმოთ უერთმანეთოდ!



სამი ლიმონი

სამი ლიმონი დევს მაგიდაზე,
სამადსამი სავსე ლიმონი,
ყვითლად მღუარი.
კანზე გულიდან გამოსული
სხივიანი ცვარი უბრწყინავთ,
მწვანე ჭიპებით მიულურსმავთ ბაღების ხსოვნა.
იქვე ზაფრანა,
რამდენიმე კარალიოკი.
თვალებს მოჭუტავს ამ სინათლეზე
ოთხი დღის ჩვილიც...
ირგვლივ მინდვრები გადაჭიმულა სიჩუმისა.
არადა, ზოგჯერ,
ერთი ღერი ხმელი ბალახიც საკმარისია,
ალაპარაკდე.
არც სინათლეა ამდენი და არც სიხარული,
მაგრამ ჟამია ხოლმე ასეთი,
სიტყვა მოდგება, მოქუჩდება,
აიკეცავს მინდვრის ბოლოებს
თავი მარანი გგონია და
ჭრიალ-ჭრიალით ხსნი ქუთუთოებს,
რომ დაიხვავო კუთხეებში
რასაც შენად დაიგულებ.
სიჩუმე კი,
მთელი სოფელი თითქოს მაგას ამუნათებდეს,
აქ რა გინდაო,
თვალებს გარიდებს ცოდვიანივით.
არც შენ გცალია, დაამშვიდო,
გავიწყდება ერთგულება მისი ასეთ დროს,
ცეცხლის ენებზე შეკიდული ჭანასავით გამურული,
სულ შინ მყოფი,
სულ მომლოდინე,
ჭერს შემდგარი დედაბოძივით
სანდო სიჩუმე _
სიტყვის აკვანი.


Last edited by bao on Wed Dec 16, 2009 4:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Dec 16, 2009 2:30 pm

***
ყანა,
ნიავზე მზეკაბანს რომ შლის,
ვეებერთელა პეპელაა _
მიწის გულზე დაფრენილი ოცნების წამი,
სამოთხიდან გამოპარული,
მე რომ ოდესღაც
ხელისგულზე მეტეოდა,
შენამდე კი
ვერასოდეს მოვაღწევინე.




***
ციცინათელავ,
აბა, როგორ დავიჯერო, რომ
მთელი შენი სილამაზე
მხოლოდ შენს ირგვლივ გამეფებული
ბნელის ხიბლია?






შენ მაინც წერე

წერე, პოეტო,
შენ მაინც წერე,
რომ სიყვარული არის მარადი!
თორემ, რითიღა უნდა გავმართლდე,
უფალს საკუთარ თავს რომ ვპარავდი
და ავაზაკებს ვატანდი ლუკმად
ბედნიერების ხვავრიელ ალაფს.
განა იკმარეს?! დღემდე სხეულზე
ცეცხლით მოხატულ სვირინგებს ვმალავ.
ჩემმა ფასკუნჯმაც მკორტნა და მკორტნა,
ტკბილი ყოფილა ხორცი ადამის.
საზღვარი აღარ ემჩნევათ სკნელებს,
ვერ მივაკვლიე წყაროს სათავეც.
პეშვი წყალივით ვარ და არცა ვარ,
გზა-გზა და ბილიკ-ბილიკ ვილევი.
რომელ ჭალაში გაიხლართება
ჩემი იმედის თეთრი ირემი?
წერე პოეტო, უფრო თამამად
შემოუძახე მარადისობას,
თორემ რაღა ვქნა, რომ დავიჯერო
წარმავლობა და არავისობა...
ან რანაირად ახერხებ ამას,
სიმწირე ჩვენი აქციო განძად
და სულ გიყვარდეს ადამიანი
ასე სათუთად და ასე მკაცრად?
როგორ გვაჯერებ ბედნიერებას,
რომ არ დაგვტოვებს არასდროს ღმერთი,
რომ ვერასოდეს ვიქნებით ქვეყნად
საკუთარ თავზე მისხლითაც მეტი!
სწორედ ამიტომ წერე, პოეტო,
დაგიჯერებ და გენდობი კიდეც,
რომ ერთადეთმა შენ იცი, როგორ
მიმადგმევინო ზეცაზე კიბე.
უჟამო ჟამის ყანაში ვდგავარ,
ჩემი ცოდვილი წამის პურს ვიმკი.
მოხვალ და ყველას აჯობებს, შენ რომ
ჩემს სადარდელზე ლამაზად იტყვი.
Back to top Go down
View user profile
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Dec 16, 2009 2:43 pm

მწვანე ჭიპებით მიულურსმავთ ბაღების ხსოვნა. (აქ - ყიჟინის ღიმილაკი)
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Dec 16, 2009 3:57 pm

ეგ რომელია? scratch
Back to top Go down
View user profile
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Dec 16, 2009 4:25 pm

სამი ლიმონი

სამი ლიმონი დევს მაგიდაზე,
სამადსამი სავსე ლიმონი,
ყვითლად მღუარი.
კანზე გულიდან გამოსული
სხივიანი ცვარი უბრწყინავთ,
მწვანე ჭიპებით მიულურსმავთ ბაღების ხსოვნა.
იქვე ზაფრანა,
რამდენიმე კარალიოკი.
თვალებს მოჭუტავს ამ სინათლეზე
ოთხი დღის ჩვილიც...
ირგვლივ მინდვრები გადაჭიმულა სიჩუმისა.
არადა, ზოგჯერ,
ერთი ღერი ხმელი ბალახიც საკმარისია,
ალაპარაკდე.
არც სინათლეა ამდენი და არც სიხარული,
მაგრამ ჟამია ხოლმე ასეთი,
სიტყვა მოდგება, მოქუჩდება,
აიკეცავს მინდვრის ბოლოებს
თავი მარანი გგონია და
ჭრიალ-ჭრიალით ხსნი ქუთუთოებს,
რომ დაიხვავო კუთხეებში
რასაც შენად დაიგულებ.
სიჩუმე კი,
მთელი სოფელი თითქოს მაგას ამუნათებდეს,
აქ რა გინდაო,
თვალებს გარიდებს ცოდვიანივით.
არც შენ გცალია, დაამშვიდო,
გავიწყდება ერთგულება მისი ასეთ დროს,
ცეცხლის ენებზე შეკიდული ჭანასავით გამურული,
სულ შინ მყოფი,
სულ მომლოდინე,
ჭერს შემდგარი დედაბოძივით
სანდო სიჩუმე _
სიტყვის აკვანი.

ჩემი ლექსია ეს, დავიჩემე...
ზოგჯერ მართლა რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის, რა ცოტა უნდა პოეტს როცა გრძნობები შია...
ესეც მცხეთა Smile მიყვარხარ მარი
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Dec 16, 2009 4:32 pm

მადლობა, თეკლე,
მაგრამ მე მარი არ მქვია,
მე მაიკო ვარ ან მარიამი, დამიმახსოვრე geek
ისე მარუსაც შეგიძლია დამიძახო, კიდევ - მაროოო, კიდევ - წიკო, ბავშვობაში ასე მეძახდნენ
Back to top Go down
View user profile
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Dec 16, 2009 4:40 pm

bao wrote:
ეგ რომელია? scratch

არ ვიცი მარიამო და იმიტომ ჩავწერე ასე. ეს ვიცი ხოლმე მხოლოდ, რომ შენი ახალი ლექსის კითხვისას მუდამ მელოდება სიურპრიზი, გულის შეფართქალებით გამოხატული.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Dec 16, 2009 4:45 pm

ალალი იყოს!!!! Very Happy
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Dec 25, 2009 6:30 pm

dres yofila "Tavebis gadaxotvris saertaSoriso dre", romelic afrikis erterti tomis sapativsacemod dauarsebiat 1998wlis 25 dekembers! ar vicodi da rogorc ki gavige,avdeqi da
Tmebi gadaviparse nolze!!!
rom SemxvdebiT, qucaSi, qudi ar wamazzrot tavidan Shocked Shocked Shocked

lol!
ras ar gaigebs adamiani scratch
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Dec 25, 2009 10:21 pm

აუუუუუ!

დილასვე ვერ მითხარიიიი? ეხლა სად ვიარო პარიკმახერთან ?


Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Dec 25, 2009 10:25 pm

12-mde egeba sadme sadreramiso saloni naxo da moaswro? scratch
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Dec 25, 2009 10:31 pm

გოგოოოოო

სარკეში რომ ვიყურები, თვალს ვერ ვწყვეტ და ჩემი რომაა ძლივს ვიჯერებ, ისეთი თავი მაქვს და "სადმე სადღეღამისაოს" ვანდოოოობ?
ეგ როგორ შეგეშალა აემტოლა დეპუტატ ქალსა?

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Dec 26, 2009 3:24 pm

mariamo, xom ulamazesi leqsebi dagidevs, magram ai, es limnebze ise momewonaaa....
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ბაო - მარიამ წიკლაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: