არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები). * მიხო მოსულიშვილი"ჰელესა" (კინორომანი). * ირაკლი ლომოური"ავტონეკროლოგი" (მოთხრობები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* ლია ლიქოკელი"დევის ცოლის სიცილი" (ლექსები). * ნუციკო დეკანოზიშვილი"ნამსხვრევები" (ლექსები). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები). * მარიამ წიკლაური"მარადისობის რიტუალი" (პოემა).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები). * ირმა რატიანი"ასი უძველესი იაპონური ლექსი" (თარგმანი იაპონურიდან).
* გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული) * ზურაბ სამადაშვილი"ხმაურიანი დღეები" (რომანი)
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - "Camino Real" (პიესა).
* ირაკლი ჯავახაძე – "სამი ძველი მოთხრობა". * მიხო მოსულიშვილი – "ჩემო მეჟოლია" (სევდიანზე სევდიანი კომედია). * ნინო სადღობელაშვილი – "ბამბაზიის სამოთხე" (მოთხრობები).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | .
 

 ბაო - მარიამ წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 119
Age: 52
Location: Tbilisi
Registration date: 17.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Jul 05, 2009 10:28 pm

flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Mon Jul 06, 2009 9:05 pm

აივსე კალთა, დედაკაცო!

მეტს რომ ვერაფერს ეღირსო, რად ღირს,
გათენებას და დაბინდებას რომ ნახულობ ყოველდღე კაცი?!
თითქოს სამყაროს მამაშენის ვალი ემართა,
მოაგორებენ სინათლის ზვინებს
ჭიკჭიკშებმული ჩიტის ურმები
და ეზოში სასწაულს სტვენენ.
სასწაული იმოდენაა, ვერც იტევს ეზო,
სამკვიდრელი ევიწროვება,
ჰოდა, დინჯად გადაალაჯებს ღობეებს და
მთა-მთა ნათდება.
ყველა შეჰხარის ღამის სიშიშვლეს,
ყველას უნდა, სინათლეს რომ ხელი წაავლოს და ბედი სცადოს.
ვერცა ხვდებიან, ვინც დღეებს ასე ეთამამება,
არაფერი შერჩება ხელში.
უნდა ეკრძალო!
ნათელი კვალი ჰქონია ღამეს,
ნაფეხურებში ჩამდგარ სინათლეს შესცქერი და ისე იკვირვებ,
თითქოს გარედან შენს თავს უყურებ.
ვერც იჯერებ, ეს რა მოგსვლია, როგორ ჩაზრდილხარ,
მოსდებიხარ არარსებობას.
სანამ დღის ქვევრში ჩაიწრიტება გალობის სიტკბო,
სანამ მზით ამ ქვევრს თავსაც მჭიდროდ გაუგოზავენ
და ხმაურიც ცამდე აივლის,
კოჭებამდეღა შემოგწვდებიან ჰორიზონტები შენი აივნის.
გაიკვირვებენ, როგორ გაზრდილხარ,
სულ რაღაც გუშინ მაგ აივნის ჭვირებიდან იჭყიტებოდა
სტრიქონის ბოლო,
დასალიერი რომ გეგონა და გიკვირს ახლა,
შენი ეზო ღობეს ისე გაშორებულა,
თითქოს აპირებს დედამიწის პალოს მორყევას,
იქნებ გაწყვიტოს კიდევაც თოკი,
აიშვას და დაბინდებამდე დაიაროს დარანთა კიდე.
დამთქნარებასაც ვერ მოასწრებ, ცხოვრებას - უფრო,
ხედავ ბრუნდება ბინდი ძაღლივით,
უხმაუროდ, კუდის ქიცინით შემოიყოლებს უკანვე სივრცეს,
ვიღაცის ხელი მიწას ალურსმავს ცეცხლისფერ მწუხრებს –
ჭრიჭინების ჩაქუჩის ხმაა.
ხეებზე გაკრულ შიშს ფერდიდან დასდინდება ციცინათელა.
სიმღერას იწყებ და მღერი, მღერი, რომ გაიტანო სული დილამდე,
ეზოს ბოლოში დახუჭავ თვალებს,
აკვიატებულ ფრაზასავით უკითხავად მთავრდება ძილი
და საკუთარ თავს იწყებ ისევ:
ჩიტის ნისკარტით დაკვალული დილის ბოსტანიც მოსარწყავია,
ბალახებში გახლართული ნიავიც ხომ უნდა გამოხსნა,
რა დროს ძილია, დედაკაცო,
გადაიცვი გაცვეთილი პერანგი და კალთა აივსე,აივსე კალთა!
ისე ასხია სიხარული ამ დილის ბაღებს,
ხელის აწევაც არ დაგჭირდება,
აიკეცე კალთა და დადექ!
აგევსება, დაგიმძიმდება
ვერც ვერავინ დაიჩემებს – ჩემი მოწყვიტა!
შენი იქნება შენი კალთის ტკბილი სიმძიმე.
ღამეები მხოლოდ შენთვის გათენდებიან,
აივსე კალთა, დედაკაცო!
ფეხშიშველი გააბოტე ცისკრის ნაპირზე,
დაასწარი სიხარული საკუთარ თავსაც,
დაიჩემე მთელი სამყარო!
არაუშავს, ნეტაი შენ, არასწორად შეგიკრავს ღილი,
ვინ დაგინახავს,
ჯერ ადრეა გათენებამდე,
სიყვარული კი თვალგახელილი არასდროს დადის…
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 119
Age: 52
Location: Tbilisi
Registration date: 17.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Tue Jul 07, 2009 2:34 pm

გამოვიდა მარიამის წიგნი ,უსინათლოთათვის-ბრაილის შრიფტით!

უცნაურად - გასახარელი მოვლენაა!

ხომ ასეა?
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Jul 08, 2009 3:18 pm

თოვლით გამოლოცვა


შობამდე შორია… მაცალე,
თოვლით გამოლოცვას გასწავლი.
მერე რა, ბერდედა რომ არ ვარ,
არც შენად თავმკვდარი წაწალი.
ოღონდ, სათიბებში, იცოდე,
სისხლი გაუშრება ყაყაჩოს,
სულის დაწრეტილი მდინარეც
ცრემლის ზვირთებისგან დაგვახრჩობს.
მწუხრსაც შეუშრება, ჩვენსავით,
მკერდზე ცეცხლისფერი მზის ცვარი,
ტუჩიდან გაქრება ნაცნობი
გემო – კოცნისაგან მიმწვარის.
თოვლით გამოლოცვას გასწავლი,
ძმებად გავეფიცოთ ლოლოებს,
ჩვენი სიყვარული, იცოდე,
უკნასკნელი და ბოლოა.
მერე რა, თუ თოვლი უთეთრეს
ვნებებს კოცონივით გვიკიდებს.
"არ მიყვარს! არ მიყვარს! არ მიყვარს!" _
შენც გაიმეორე იგივე.
მერე ფიფქებივით ჩავადნეთ
ჩვენი გულის მზეებს ხელებში,
ვით ნისლს შეასხეპენ მზერაზე,
ჩაჩეხილ მთამსვლელებს, ხევები.
შობამდე შორია… მარტში კი,
იქნება სიცოცხლე პირიქით _
უფალი სათიბში გვირილად
მომიყვანს ქვესკნელის პილიგრიმს.
გულიც გამისკდება, შენს ცელზე
სათივე ღერად რომ შერჩება
ამდენი უშენო სიზმრის და
უშენო სიკვდილის შეჩვევა.


Last edited by bao on Wed Jul 08, 2009 10:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 127
Age: 27
Registration date: 27.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Jul 08, 2009 4:40 pm

...ან ცას არ სტკივა სილურჯე, როცა
წამოედება მთების წვეროებს?..


flower
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 340
Age: 53
Registration date: 10.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jul 09, 2009 12:03 am

bao wrote:
თოვლით გამოლოცვა


შობამდე შორია… მაცალე,
თოვლით გამოლოცვას გასწავლი.
მერე რა, ბერდედა რომ არ ვარ,
არც შენად თავმკვდარი წაწალი.


მარიამოოო!

ვახ, რა ცრემლები მაყრევინე დილას! ალალ შენი!

lol!

cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jul 09, 2009 12:09 am

Very Happy


Last edited by bao on Thu Jul 09, 2009 11:20 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jul 09, 2009 12:19 am

Rolling Eyes



დედაციცინათელა

"სინათლის დედა" დამაქვს მუცლით და
სკნელის ჭერხოზე დავალ კარდაკარ.
ღამე კი არა, ათასწლეულიც
ჩემს სიფრიფანა ფრთებზე გადატყდა.
ან შარავანდედს მე რას ვზიდავდი,
უფალი ირჩევს ნათლისთვის შუბლებს.
სიტყვის ბალახში დავღოღავ მღილი,
სკნელებს ციმციმით პერანგებს ვუბნევ.
ღამეულ მინდვრებს ისე ვუხდები,
თითქოს ცას ვმღერდე, ვარსკვლავქარიანს,
როგორც ქადაგის დაყურსულ ფიქრში,
ჩემშიც საუფლო ნათლის კვალია.
მე ვარ, მე... დედაციცინათელა.
ტანის აზიდვა მიჭირს მიწიდან,
სინათლის ფესვი გავიდგი ბნელში.
სიხარული რომ ფრთიდან მიცვივა,
ნათლის ცვარ-ნამად ვაქუჩებ აქვე,
რომ ცას ემსგავსოს მიწაც, ღამეში,
მე და სიბნელე ერთმანეთს ვშვენით,
როგორც – ენქიდუ და გილგამეში.
სხივის სკვნილივით ვკიდივარ მთვარეს,
სიჩუმის ქნარზე სიმს ვარხევ, ნათლის,
ღამე რომ ცისკრად იძვრება ხოლმე,
ერთ მზის სალამურს ჩემგანაც გათლის
და შეეხება, ვით პირველ საკრავს _
სიკვდილს! კენწერო დრიკონ კედრებმა...
ეს ღამეც, ვით სხვა ღამე ათასი,
თენდება, კვდება, ისევ თენდება...
ბალახის ნიკბზე მიცდება ფეხი,
ბალახიც სინას მთა არის ჩემთვის.
მე ცეცხლის ერთი კურცხალი დამაქვს,
ეზოს ბოლოშიც მიპოვის ღმერთი.




მარტოობის სტუმარი

ანგელოსების ნამოსახლარს
მუხლისთავამდე მოსდებია
სანთლები –
ცეცხლის ბილილები.

ნაბიჯს მიბორკავენ ალუბლები,
თითქოს კიდობანში მაცხოვარმა
თეთრი ნუკრის ფარა
შემორეკა.

"წვიმის უქმეა" და გადიკარა,
ღრუბლები ფეხაკრეფით მიმოდიან.
ნისლის ჭინჭარია
ბილიკებზე.

სჯულმა არაფრობა ამიკრძალა,
ჩემი მარტოობის დაწურვა მსურს
ცარიელი სულის
საწნახელში.

წუხელ ღამეს ვხნავდი სხივის გუთნით,
მიწად ვყნოსავდი და
ბნელსა ვსვამდი.
მღვიძარებაში თუ დამესიზმრე.

ჩემი მარტოობის სტუმარი ვარ.
გარეთ გამოდის და მეგებება,
დები სიხარულით
მოტირიან.

ოთხი დღის მკვდარივით მორჩილი ვარ,
მაგრამ მეჩვენება, თითქოს ჩემში
არასდროს ესახლა
გაზაფხული.

ჩემმა სევდიანმა მაცხოვარმა იცის -
მარტოობის სტუმარი ვარ!
იცის, რომ სიჩუმის
მეშინია.


Last edited by bao on Thu Aug 20, 2009 10:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 119
Age: 52
Location: Tbilisi
Registration date: 17.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jul 09, 2009 2:37 pm

ბრავოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!


flower flower flower
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts: 98
Registration date: 28.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jul 09, 2009 3:54 pm

ვაი, მარიამ, ეს რა არაცვეულებრივი ლექსები დაგიდია და მე კიდევ დაგხედე, იმიტომ, რომ დამესიზმრე ვითომ ფსავ-ხევსურეთში მიგყავდი და ვიფიქრე მოვიკითხავ-მეთქი sunny
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jul 09, 2009 4:13 pm

flower
კესო, იმად დაგესიზმრებოდი, რო შენზე ვფიქრობდი, სად დაიკარგა ნეტა-მეთქი და ეტყობა, ჩემმა ფიქრის საცეცმა "შეგიღუტუნა" Very Happy ეგეთ ცელQი და მოუსვენარი ფიქრები ვიცი, სუ წინ-წინ მისწრებენ ხოლმე Very Happy Very Happy

ისე, ნეტა ახდეს ეგ სიზმარი, და თუ გინდა შენ წამიყვანე Very Happy
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts: 98
Registration date: 28.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jul 09, 2009 4:36 pm

კარგი, თუ გინდა, ეგრე იყოს... flower flower flower flower
მარიამო, მათხოვებ შენი ლექსის სტრიქონებს სტატუსად რომ დავიყენო?
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Jul 09, 2009 10:09 pm

კესო, სტატუსად კი არა, თუ გინდა პაგონებად წაიღე, რა თხოვნა მაგას უნდა, პირიქით გამიხარდება
bounce
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts: 98
Registration date: 28.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Jul 10, 2009 9:27 am

sunny sunny sunny
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 53
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Jul 15, 2009 10:53 am

Crying or Very sad

ომის ვერლიბრი

იმ ზაფხულს ატამს სიტკბო აკლდა,
სამშობლოს - მიწა,
მე სატრფოს ვყავდი,
როგორც ქრისტეს - მკვდარი ლაზარე,
ასიათასი სიყვარულის მოწყენისათვის
მონადირემ რომ მიწაში ჩაფლა,
აზარივით გულს დაიწმენდსო.
და ჰა, მესიჯი: "გამოველო",
გავახილე ომში თვალები.
ჩემი მართა და მარიამი,
დები, დედები - გმირიანები
ცრემლის ზარებს ასლოკინებდნენ ტელეფონებით,
ეკრანებიდან ცხრა პურითა და ორი ძეხვით
აპურებდნენ დამფრთხალ სამშობლოს.
გზადაგზა ჭურვის ჰერბარიუმებს
ფუთავდნენ ფრთხილად,
ერთმანეთის ტკივილების მთებზე სხდებოდნენ
და ქადაგებდნენ.
მე სათამაშო ჯარისკაცი მიყვებოდა,
როგორ ჩაემტვრა ტანკით ნეკნები
და ვეღარასდროს გამაჩენდა მისგან უფალი.
მიყვებოდა გაუთავებლად,
რომ ომსა ჭამდა, ომსა სვამდა,
ამვლელ-ჩამვლელს უნაწილებდა,
სამხრე კი არა, მზე ენთო მხარზე
და ვერ ამჩნევდა, ტუჩის კუთხესთან
"კოკა-კოლის" გემო დაჰკრავდა.
ჭრილობებიდან სისხლი კი არა,
ბატი-ბუტი უცვიოდა ჭურვის ტკაცანით.
გმირობასავით
ჩამაკვდა ხელში.
მღვიძარებაში მესიზმრებოდა,
ჩემს შემოხსნილ სახვევებში ფეხებგაბლანდულს,
როგორ ეგონა,
დედის ნამზეურ ლოგინს ეღირსა,
უმტკივნეულოდ გაილია სიკვდილში ისე,
ბავშვობის ზღაპარს რომ შეაფარებ ხოლმე დიდობას .
მღვიძარებაში სხვაც ბევრი ვნახე:
მაცხოვარი იწვა მინდორში,
შუაგულ ომში,
ცეცხლმოდებულ პურის ყანებში,
ტყვიის პეპლები ეხვეოდნენ,
ალბათ სინათლე ეგონა ყველას ცეცხლის პარპალი.
არადა იწვა მაცხოვარი,
ჩამქრალი იწვა...
აბა, ვინ მიხმო, "გამოველო",
ვინ დამარწმუნა,სიყვარულში ისე შედი, როგორც ომშიო?
ღრუბლის ძებნა დავიწყე ცაზე,
ზედ რომ შემეგდო ჩემი იმედი,
სანგრის ძაფებით ამოგლეჯილი
კბილივით რომ მეჭირა ხელში.
რომ ამეგდო ანგელოზისთვის,
რომ მემუდარა ატირებულს:
- ჰა, ანგელოზო, ჩემი ჭიანი იმედები,
მომეცი შენი გამძლეობა!
ღრუბელი რაა, ერთი ღრუბელიც ვერსად დავლანდე.
სანამ გრძნობებით სახელს ვდებდით ომს და სიყვარულს,
სანამ შევთანხმდით, რომ ჩვენ გმირებად არ გავჩენილვართ,
მტერს გაერეკა თავის მამულში.
და ეს ომიც, სათამაშო ჯარისკაცებიც, ჩემი უფალიც
იმ უგემური და ლამაზი ატმებივით ვეკიდეთ ხეებს.
ცაში ვეკიდეთ, ფესვებს მიწას ვეღარ ვაწვდენდით,
სიტკბო გვინდოდა ამოგვეწოვა არაფრობიდან.
არადა სიტკბო მიწაშია,
საფლავებივით, მიწაშია სიტკბო, ვიცოდით,
მაგრამ ცეცხლს თურმე ვეებერთელა ფრთები ჰქონია,
აგვიტაცა და ცადატყორცნილებს
გადმოვარდნა შეგვეშინდა ჩვენი სიზმრიდან
ჰოდა, მორჩილად, ნება-ნება ავუყევით არარსებობას.
ნუ დაგვიძახებთ, სულერთია, ვერ დავბრუნდებით!
ნუღარ ამსგავსებ შენს ხმას, სამშობლოვ, მაცხოვარისას!
ნურც სიყვარულს ეგონება, რაღა ჩემი ხმა, რაღა უფლისო!


Last edited by bao on Mon Aug 03, 2009 6:05 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile
 

ბაო - მარიამ წიკლაური

View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-