არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 სამხედრო

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:44 pm

Arrow

აქ დავდოთ სამხდრო- პატრიოტული ნაწარმოებები.

Idea
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:45 pm

გრიგოლ აბაშიძე

ჯაჭვგაუხდელი

თავმოძულებულს თათრის ბეგარით,
გაალმასებულს სპარსთა უღელით
ძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი,
სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი.

უკანასკნელი თურქთა ასკერის
ასჯერ ხომ მაინც მოხვდა მახვილი,
წყლულს იშუშებდა შუბლდანასერი,
დარბაზებს დგამდა ომგადახდილი!

ცხარე ბრძოლიდან მობრუნებული,
გაგრილებული რკინის პერანგით,
თვალს აგელებდა, რომ უნებური
არ დასცემოდა მზირი ვერაგი.

ხნავდა თუ ვენახს ხარდანს უცვლიდა,
გარჯა თუ ლხინი ჰქონდა ახალი, -
თანდაყოლილი დედის მუცლიდან
ყველგან თან ჰქონდა ქართველს ფარ-ხმალი.

რწმენა და ენა ბევრმა იცვალა,
მხოლოდ ის დარჩა მარად უცვლელი,
ტაძარს აგებდა, - ეცვა წვრილთვალა,
ვეფხის წიგნს სწერდა ჯაჭვგაუხდელი.

თავმოძულებულს თათრის ბეგარით,
გაალმასებულს სპარსთა უღელით
ძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი,
სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი.

1945
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:48 pm

სიმონ ჩიქოვანი

ქართველი დედა

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! –
ქარში რეკავს საქართველოს დედა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:50 pm

სიმონ ჩიქოვანი

მამელუკები

ტალღას ავლია ფირუზის ქაფი,
ხმელთაშუა ზღვაზე ბაცი ბინდია,
ცაზე ჰკიდია კოლხური ჭრაქი
თუ მე ეს ჭრაქი სულში მინთია.
შორს მეჩვენება ჭრელი ჭადრები,
კაკლის ჩრდილი და ვიწრო შუკები,
ზღვის მიწურულში თრთიან ლანდები
თუ მე მელიან მემელუკები.
ნაპერწკლებს ყრიან ცხენთა ნალები,
კლდიან ნაპირზე დაჰკრეს ბუკები,
სამშობლოს ვერსად დაემალები
და მე მიხმობენ მამელუკები.
ტყვირში შეზრდილებს ურა ჭაკებზე,
როგორ შეცვლიათ თვალთა გუგები
და მზით მორუჯულ უცხო ვაკეზე
ფუძეს ეძებენ მამელუკები.
დედებზე ფიქრი მათი ხვედრია,
ადრე მორეკეს როგორც ნუკრები,
ახლა არაბულ კვიცებს ხედნიან,
ჩელას მღერიან მამელუკები.
თუ აგონდებათ სოფლის ჭიშკრები,
ღომის ყანა და წნელის ფაცხები,
მეც ჩემი ქვეყნის ბედში ვიჭრები
და ფიქრთა ნაპირს მივენარცხები.
ნუთუ სამარით ადგნენ ლანდები,
მთვარის შუქზე სჩანს სოფლის შუკები,
მე მეჩვენება შავი ნაბდები
და შავ ცხენებზე მამელუკები.

1955
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:53 pm

ლადო ასათიანი

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, -
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, -
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ –
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, -
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები:

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

1939
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:54 pm

ლადო ასათიანი

კრწანისის ყაყაჩოები

(სამასი არაგველის სხოვნას)

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღვრიალა?
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

1940
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:57 pm

ირაკლი აბაშიძე

სამშობლო იყოს ჩვენი დიდება

სიცოცხლეს ვაშა,
მაგრამ სიკვდილიც
ქართლისთვის მე არ გამიჭირდება,
ვინც მისთვის წვანან მარადის ძილით,
საქართველოა მათი დიდება

მისთვის რქმევია ქართველს ქართველი,
რომ მისი ხვედრი ბრძოლა ყოფილა,
არვინ ჰყოლია ხელგამმართველი,
მაგრამ მტრის მონად არ დამხობილა.

მისი ყოფილა ცრემლი ყოველი,
რაც ქვეყნად ვისმე უნდა სდენოდა.
მისთვის გათლილა ხმალი ყოველი,
რომ ქართველს მკერდზე არ დასცდენოდა.

მაგრამ ვინ მოჰკლა ჩვენი „ვარადა“,
ვინ ამოშანთა ქართლში ვარძია.
გმირი კვდებოდა, მაგრამ მარადი
დედამ აკვანი დღემდე არწია.

არ გაცვეთილა იმ აკვნის ძირი,
ჩუქურთმა, ხანჯლით ამოქარგული,
და დღესაც ჰყივის ქართველი გმირი,
ფრონტზე ტრიალებს მკლავი ქართული.

სიცოცხლეს ვაშა,
მაგრამ სიკვდილიც
ქართლისთვის როგორ გამიჭირდება...
ვინც დღეს დავეცეთ მარადი ძილით,
სამშობლო იყოს ჩვენი დიდება.

1941
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:59 pm

ვიქტორ გაბესკირია

ორნი

ეწადათ ვაჟკაცთ მოსულ მტერთან ბრძოლა ქებული,
ახლა კი რა ქნან! არ ასვენებთ ფიქრი და იჭვი,
სხედან გზის პირად ნაღვლიანნი, ჩაფიქრებულნი
მახლობელ სოფლის გლეხნი - ვეფხო და დედას ბიჭი.
შემუსრა მტერმა მათი რაზმი, გადარჩნენ მხოლოდ
ორნი და მტრები იქნებ უკვე მამულში ქრიან,
ვისთან გამოჩნდნენ, სატანჯველი ვის გაუმხილონ,
ღმერთმა იცოდეს, გადარჩენა არ უფიქრიათ.
უცებ ყიჟინა შემზარავი მოესმათ შორით,
უახლოვდება მტერი, რისხვით მთას გადმოსული,
გამოეთხოვნენ ერთმანეთს და ეკვეთნენ ორნივ
მტრებს და ბრძოლაში ვაჟკაცურად დალიეს სული.
მინდორზე წვანან, ყვავილებით უბე ევსებათ
უთანასწორო ომში გასულ სოფლის ფალავნებს,
მინდვრის ბალახი და ნიავი ეალერსება
იმათ ხუჭუჭ თმებს და ქართულად შეკრულ ქალამნებს.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 1:59 pm

ვიქტორ გაბესკირია

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ყანაში, მინდვრად ძმები მუდამ ყოფილან ერთად,
ერთად შეუკრავთ ბულულები და პურის ძნები;
და ახლაც ველზე მარაბდისა, მრისხანე მტერთან
შესაბრძოლებლად ისევ ერთად მოსულან ძმები.
აი, გამოკრთა ცის ტატნობზე სხივები დილის,
ინათა ველზე და გაბრწინდა დროშები, ჯვარი;
დაჰკრეს ნაღარა და უეცრად ხმალამოწვდილი
დაეშვა ველზე საბრძოლველად ქართველი ჯარი.
ისმის ყიჟინა: „ჰკა მაგას!“ და „ქართლზე მშვიდობა!“
იბრძვიან ძმებიც ურიცხვ მტერთან, არა კრთებიან.
არ ჩამოგვრჩესო და ბრძოლაში არ შეშინდესო,
ყველაზე უმცროსს, გამოუცდელს აკვირდებიან.
გადასძახებენ, ამხნევებენ, ისიც აღარ ჰგავს
შემკრთალ მეომარს, მტრის მრისხანე იერიშს უძლებს,
წინ მიიწევენ მეომრები მტრის ჯარში, მაგრამ
ოთხი მოაკლდათ ომში ცხრა ძმა ხერხხეულიძეთ.
შეირყა, გატყდა ურიცხვ მტერთან რაზმები რკინის,
დროშა ბრძოლისა მიაქვს მთებში ფერმიხდილ მხედარს;
უკანასკნელი ძმათაგანი მტრის ჯარში ჰკივის,
მოუხმობს ძმებს და მეომრებში მათ ვეღარ ხედავს.
ისიც დაეცა, მწუხრში მკრთალი მზე ანთებს ლამპარს,
მტერი კი სთელავს ველს დაღუპულ მეომრის ნათესს,
მდუმარე ველზე წამომდგარა დაჭრილი პაპა
და ამბობს: „ძმებო, ზეცას თქვები სული განათდეს!“

1934
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 2:02 pm

გიორგი ლეონიძე

ნუ გათათრდები

„ნუ გათათრდები, - ეგვიპტის მტრედი, მომცრო ფრინველი, მსგავსი გვრიტისა; მისირსა (ეგვიპტე) და შირაზში (ირანი) ცხოვრობს. ესენი ოდეს მგზავრს კაცს ნახავენ, იწყებენ ძახილს ქართულის ენით: ნუ გათათრდები! და ამ მიზეზით თათარნი უწოდებენ გიაურყუში, ვითომც უსჯულო ფრინველი“.

საბას ლექსიკონი


„ნუ გათათრდები“ - გერქვა სახელად
შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა,
მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!

შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო,
ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო,
ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!

მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი,
გიმხნევებია შენი ქართულით,
აზიის გზებზე, უდაბნოებში,
ვინც კი ყოფილა გადაკარგული!

შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი
ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს,
იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში,
სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.

თვალით დახვრიტეთ ჭოროხის მხარე,
არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი,
ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს
ისევ მოესმით შენი ყივილი!

იფრინე სულ იქ და იტრიალე,
დაძებნე ჩვენი ძმები და დები,
შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე:
- ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!

გამაგრდით, კერას ნუ დაივიწყებთ,
მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ,
გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე
და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!

შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე,
მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი,
იქაც სცემს გული საქართველოსი,
შავი ზღვასავით გადამდუღარი!

და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი,
მწარი მონობის დამამხობელი,
ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების,
შენვე იყავი მახარობელიც!

1948
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 2:20 pm

მიხა ხელაშვილი

ქაქუცა ჩოლოყაშვილს

ჯერ ისევ არის ზაფხული, არ დათოვლინან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნიცა ჰქონდა ფხანია,
შიგ ვცხოვრობთ ფშავნი-ხევსურნი, სალი კლდის შვილნი-ძმანია,
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონაგანია,
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროლავს როგორც ქარია,
თან ახლავს ქართლის შვილები - თითო ლომისა დარია.
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია,
ქალაქით მოჰყვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია,
პურის ჭამაზე ნასხდომებს დაგვხვიეს თოფის ალია,
ჰაი გიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსო, ხარ მარდი კამანდარია,
მკვდარი შეჰყარე მკვდარზედა, რო თივის საბინდარია,
ფშავლებს გადაეც ნადავლი იმათგან ანაყარია,
სიკვდილზე ნუ დაფიქრდები, ყველა იქ მიმავალია,
იქ დაგხვდებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 2:24 pm

მირზა გელოვანი

* * *

იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ
სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში,
მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას,
რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში.

და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს,
ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად,
მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს,
როგორც უცოდველ მშვენიერებას.

ხანძრებს, ღამეთა კალთაზე გაშლილთ,
გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს,
მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის,
რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.

1943
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 2:25 pm

მირზა გელოვანი

მთაწმინდიდან სმოლენსკამდე

მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი,
უფრო შორი – გზა ბრძოლის და მწუხარების,
გახსოვს ღამე? _ გავუძვერით ნაღმებს ორნი
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები.

გახსოვს დნეპრი? _ მღვრიე, როგორც გათენება.
დნეპრზე მღვრიე _ შემოდგომის მღვრიე ქარი,
დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა,
ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი.

მე დედაშენს არ ვუამბობ შესაწუხარს,
ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება,
ვეტყვი, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა,
როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრება.

გული დარჩა და, როდესაც ხელჩართული
დნეპრს გადაღმა ჩადგა ომის მქუხარება,
მე ვიგრძენი საგულეში შენი გული
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები.

1943
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 2:26 pm

მირზა გელოვანი

ნუ მწერ

თ.მ. . . .ს

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბროლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

1943
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 2:27 pm

მირზა გელოვანი

* * *

სახეში გვათოვს, მტერი არა ჩანს,
სიკვდილის ნატვრა გამიხდა დარდად,
ვდგევარ სხვებივით, სველი ფარაჯა
არაფერს მაძლევს, სიცივის გარდა.

რა სასტიკია, რა სატირალი
სხვის ქვეყანაში თოვლი პირველი

...მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოტებს
მეზობლის ბიჭი ამზადებს მარხილს.
ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს,
თოვლის სიმძიმით მიწაზე დახრილს.

გუზგუზებს, ოხრავს ჩვენი ბუხარი,
ფანჯრის მახლობლად ჭყივის ბეღურა,
ჩემს დაკარგვაზე დედა მწუხარებს,
ცხოვრება მაინც ფეთქს ძველებურად.

და მამაჩემი, კარგი, კეთილი,
შრომობს ჩუმი და გულდაკეტილი.

მინდა იქ ვიყო: გაყინულს, დაღლილს
მათრობდეს ბუხრის მახლობლად წოლა,
მესმოდეს ყეფა მეზობლის ძაღლის
და უნებურად მივლიდეს ჟრჟოლა.

ან ვიყო ბავშვი, ტკბილი ფიქრებით
ბეღურასავით ვაგებდე ბინას.
ან ვუცქეროდე: თოვლის ფიფქები
როგორ ადნება ფანჯარის მინას.

მაგრამ ომია. დღენი წავლიან,
მე კი ვე ვიგრძნობ მშობლიურ სითბოს.
იქ, ჩვენს ეზოში, ძაღლი ჯავრია
ჯავრობს, ყმუის და ეს მე ვარ თითქოს.

1944
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 2:28 pm

მირზა გელოვანი

ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და, როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნებ
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 2:34 pm

ვაჟა-ფშაველა

მხედართა ძველი სიმღერა

მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა –
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათას-გვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი – სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზდის-ღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულ-დამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
„მშობელი მოკვდეს, რა უშავს
შვილები ჰრჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაჰბედავს
შინ შამოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი – სისხლით ბანასა.
აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!“

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთს დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივსცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკე მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე,
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
ესევ ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდის-ღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?

1904
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 6:11 pm

ვაჟა-ფშაველა

სამშობლოს მცველნო

(სიმღერა)

სამშობლოს მცვენლო, სადა ხართ?!
ერთხელ ვერ გნახეთ თვალითა,
სახე ნათელით, აბჯარში
და მადლიანის მკლავითა.
რა ძლიერ შეგყვარებიათ
თავისი მშვიდი სადგური...
ადექით, ერთხელ გვეჩვენეთ,
ერთხელ დაგვიგდეთ ჩვენც ყური!
გვეჩვენეთ, თორემ ეს არი
გაყინა ტვინი და გული,
ხვალ აღარ გვეცოდინება
ანდერძი თქვენი და რჯული.
ნეტავი ერთხელ ჩემს თვალთა,
მწყურვალთ გმირების ნახვითა,
თქვენ მაინც დაუდგებოდით,
სრულის ჯანით და სახითა,
რომ გამძღარიყო, ბეჩავი,
მხოლოდა თქვენის ცქერითა
და მაშინ გულის ნაგრძნობი
მე კი მეუბნა ენითა.
არ უწყით? ავიკრიფენით
თქვენს ნაანდერძევს კერითა,
დავიარებით სოფლადა
თავზე წაყრილის მტვერითა.
მე კი გულს ვიფხან კიდევა
თქვენთან წერილის წერისა.
ხან, როგორც ეხლა, გემდურით,
ხან გიხსენიებთ ქებითა,
თქვენგან პასუხი არ მესმის,
კაცნო, რად მაგრე ჰშვრებითა?
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jul 01, 2009 6:13 pm

ვაჟა-ფშაველა

ჩივილი ხმლისა

- დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში.
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
- სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალია ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ...
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
„არშინის“, „ჩოთქის“ გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია:
„გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო!“

1890
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Fri Jul 17, 2009 9:56 am

Arrow

”სამხედრო” - ბლოგი სამხედროებზე - http://samkhedro.blogspot.com/

pirat
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Fri Sep 11, 2009 1:37 pm



2009 წლის 11 სექტემბერი - ჟურნალ "სამხედროს" დაბადების დღეა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Tue Oct 06, 2009 2:31 pm

გიორგი ლეონიძე

არ დაიდარდო, დედაო...

1943 წლის ნოემბერში ტამანის ნახევარკუნძულზე
ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი,
ლევანი რქმეოდა.


ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...

ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.

მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...

ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს
დამხურეს მუზარადები.

თუ გაუჭირდა სამშობლოს,
კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,
ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.

არ დაიდარდო, დედაო,
ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!

1944
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Dec 30, 2009 5:56 pm

Idea

სამხედროები ლიტერატურულ ნაწარმოებებს არ უნდა კითხულობდნენ, არაფერში სჭირდებათ და იმიტომო... - ამას რომ მეუბნებიან, ირონიულად მეცინება...
აი, ნახეთ გენერალ გიორგი კვინიტაძის - "მხედრის ფიქრები" (აკაკი წერეთლის ”თორნიკე ერისთავის” შესახებ), რომელიც პარიზში გამომავალ ქართულ ჟურნალ ”მხედარში” დაიბეჭდა გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში... - ”მხედრის ფიქრები”

cheers
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Wed Jan 13, 2010 6:46 pm

მურმან ლებანიძე

***
მეტეხის კლდეში სწერია
ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე:
- რა უფრო მშვენიერია:
დიაცი - უბემჩინარე,
თმადათოვლილი მოხუცი,
ჩვილი - აკვნიდან მცინარე,
ვაჟკაცი - ომში გასული,
მამულისათვის მძვინვარე,
თუ უკვე შუბლგაჩეხილი -
გაუღვიძებლად მძინარე?!
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სამხედრო   Tue Feb 02, 2010 9:37 am

სალ კლდეში ორბი ბუდობდა

სალ კლდეში ორბი ბუდობდა,
სალი კლდის თავზე – არწივი.
ორბი შესძახებს: "ამიშვი!"
"არ ამოგიშვებ!" - არწივი.
ერთურთის სისხლსა ნუ დავღვრით,
ნებისად მივცეთ ადგილი.
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: სამხედრო   

Back to top Go down
 
სამხედრო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: