არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Fri Jun 12, 2009 11:46 pm

ემხვარს ებლიტფოდან ვიცნობ...მიყვარს მისი ჩანახატები: "გამარჯობა, ჩემო მეგობარო!", ამიტომ გადავწყვიტე მათი აქ მოტანა


დაგიბერდი

მოდი, მეგობარო შემომირბინე კაბინეტში
რომელიც ზუსტად 22 დღით მათხოვა მეგობარმა
და რომელიც ჩემი უფროსიცაა წელიწადში სამას დღემდე...

დაგიხვდება კაბინეტში მარტოსული
და გთხოვს რომ ჩაეხუტო...
და აკოცო…
მერე დაივიწყო სიტყვები რომელიც არ გინდოდა გეთქვა და მაინც თქვი თუ წარმოთქვი... "შენნააირი მეგობარი მჭირდებოდა, არ მიძებნია და ვიპოვე"
გთხოვს, რომ დაივიწყო კოცნა რომელიც აცდა მარცხენა ლოყას და ტუჩებს მიეკრო...
ის მობოდიშებაც დაივიწყე რომელიც მისმა თვალებმა წაგაკითხა...

მოდი, მეგობარო შემომირბინე კაბინეტში... სადაც მხოლოდ ლექსებზე საუბრობენ... და აღარ რითმავენ ლექსს და სექსს...
იმიტომ რომ ვნება-ნება ახლა მხოლოდ რიტმია და...
ლექსის მონატრება...

ნუღარ მოხვალ მეგობაროო... და ნურც მოსვლას გაიფიქრებ...
სამუშაო საათია და უნდა იმუშავო...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Fri Jun 12, 2009 11:47 pm

ავტომოპასუხე



მე მოვრბივარ..
ზუსტად ვიცი ლერმონტოვით...
სახლში მივირბენ...
მეორეზე მეზობელი შემხვდება -
ბედი მაქვს ასეთი...
ნელ-ნელა ავალ…
ფეხაკრეფით და ნაბიჯ-ნაბიჯ...
რა დროს ფინალია?!
წვიანსაც შევიყვარებ...
შენს გაკეთებულს...
მაცივრის კარები მივაჯახუნე და დავამტვრიე
გაქცევისას...
ფიქრები შავია და უჩვეულო...
მაცივრის კარები თეთრია,
ანჯამები აქვს სუსტი და ნიკელის...
მაცივარში:
არაყი,
ღვინო და
აბსეტია...
ლუდი?
გიყვარს და აღარ დამიტოვე?!
წვნიანი ავადუღე...
სუნიანი იყო
რა უნდა მექნა?
გადავადუღე...
მომშივდება და შევჭამ...
კიტრსა და პამიდორს ბუზები აჯდა...
დანები ვერ ვიპოვე...
ყველის ფული სასმელში შემომეხარჯა...
დღეს:
სარეცხის,
ბავშვის,
სიდედრის ამბებს აღარ მოგიყვები...
ჭიანჭველები მუჭში მყავს და ბზუიან...
ტელევიზორში ფეხბურთი იწყება...
ვიდეოჩანაწერია...
შალი ვერ ვიპოვე და საბანში გავეხვიე...
მაგიდა მივაჩოჩე და კარებთან ვხვრინავ...
15 მთხოვე და ნახევარი გავიდა....
გელოდები..
თენდება...
არაფერი მესიზმრება და შენზე ვფიქრობ...
გამეღვიძა...
კარებიდან გასაღები გამოვაძვრე...
მოხვალ?!
დრო დროა...
ხანდახან გრამატიკულიც...
რაღა მოგწერო?
ამელი წავიკითხე და ვრეკავ...


ხვალ 1 სექტემბერია...
ბინა აღარ დაგვჭირდება ...
ალბათ...

p.s
ჩანაწერი წაშლილია...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Fri Jun 12, 2009 11:47 pm

დასაწყისიც და ბოლოც

"ლალი და ემხვარი"

ჩვენ არ ვწერდით თქვენთვის…
ერთმანეთისთვის ვწერდით და დამთავრდა.

"სათქმელი ნათქვამია.
ნათქვამი გამოგონილია.
გავაგრძელოთ?
რისთვის?!

გუშინ გულახდილი ვიყავი

ვთქვი რასაც ვმალავდი…
ვთქვი…
ალბათ…
ნანობ?
არა...
უბრალოდ დავიღალე…
აქეთ ზღაპარში დარჩენაა,
იქით - ცხოვრებაა და სიცოცხლეც…
ვირჩევ?
ვერა...
ზღაპარი ლამაზია,
ჩემია...
ცხოვრება რეალობაა და ბრძოლა მიწევს…
ზღაპრიდანაც…
ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა,
საკუთარი თავიდან გაქცევის მცდელობაა…
და ვებრძვი…
ვამწყვდევ...
კარს ვურაზავ და ვუფრთხილდები...
ვუფრთხილდები და მაშინებს...
ასე ვერ იცოცხლებს...
ასე ვერ ისუნთქებ...
ასე ვერ დაინახავ...
ასე ვერ მოუსმენ…
სული მეხუთება…
არ ვიცი რა მინდა...
არ ვიცი ვისთვის მინდა...
არ ვიცი როგორ მინდა...
ვიცი… ცოტა დეპრესია მაქვს და აუტანელი ტკივილები…
თავისუფლება ვაჩუქე…
ჯერ ისევ ბავშვია და პატარა…
ცდება...
მარტოა და მარტოსული...
დაიკარგება
(ხომ შეიძლება დაიკარგოს?),
იტირებს,
იჯიუტებს და ვეღარ დავიბრუნებ...
მზე და სითბო,
ნათელი ფერები და ალერსი მოენატრა...
წვიმაც მოენატრა…
დაღლილს…
ბავშვია და უნდა დაიღალოს…
სიბნელეს ყველაფერი ურჩევნია…
ჯურღმულში გამოკეტვას ყველაფერი ურჩეევნია...
ვთხოვე და არ დაბრუნდა..
ვაიძულე და შევძელი?!…
დავსჯი…
ჯერ გაფრთხილებაა...
ჯერ ეგოიზმია
ჩემი…
მე მჭირდება სიცოცხლე…
მე მეშინია სიცოცხლის…
მე მძულს სიცოცხლე და…
მე ვუფრთხილდები ისე, როგორც შემიძლია…
დაიღუპება და მოვკვდები…
მისი გაფრთხილება ჩემი წერტილია…
ერთადერთი ზომასაცდენილი წერტილი…
უნდა მეცლია…
უნდა ეტკინა…
უნდა ეტირა
რამდენჯერ?!
ცრემლები დამავიწყდა...
ხელოვნური ცრემლი რომ ვაჩუქე ისიც დამავიწყდა...
ვის ვაჩუქე ისიც დამავიწყდა და ვნანობ…
რომელს გვჭირდებოდა…
მე თუ მას…
მას თუ მე…
მეც მე ვარ და ისიც...
მე ორი ვარ და ჯერ არ ვიცი რატომ...
მხოლობითია და მრავლობითიც…
ორი...
ცისარტყელა მოვინდომე,
წყლის ხმაური მოვინდომე,
ზღვა - არა
ზღვა შენია და მისი…
ზღვა ბობოქრობს...
შენ – ბობოქრობ…
მე მდინარე მჭირდება და მდინარის ატეხილი ხმაური…
ჩანჩქერი და ცისარტყელა…
ქვემოთ ჩანჩქერი და ზემოთ ცისარტყელა…
ფერადი...
სივრცე და ჰაერი…
ბნელა..
ყველას დავავიწყდი...
მეტირება...
ძლიერი ვარ და სუსტი...
ბრძენი ვარ და უგუნური...
მამაცი და მშიშარა...
მე ვარ მრავლობითი...
მრავლობითი და ორი!
იყავი გულახდილი...
იყავი გულახდილი...
აღარ მინდა...
ანდა აღა შემიძლია უკვე...
იკითხე უბრალოდ...
იკითხე მარტივად...
მინდოდა გაეგოთ...
მინდოდა წაეკითხათ...
უსიტყვოდ...

p.s.
მაპატიე…
არ მასვენებ...
მირღვევ სანატრელ მდუმარებას…
მოგისმენ...
არა, უნდა გაგაჩერო…
დაგატრიალო…
გაგანულო…?
ტირიხარ?!
ნელ-ნელა ნათდება…
ნათელი კადრები
ჯერ მხოლოდ ერთია…
ვარდისფერი სათვალე მოაზომეს…
ჯერ ისევ ბავშვია...
ლამაზი ვარდისფერი იყო…
ჩანდა ვარდისფერში 7 ფერი და იყო ვარდისფერში ცისარტყელა…
ზღაპარი შეაყვარეს...
ზღაპრები შეასწავლე...
ზღაპრები მოუგონეს…
რა ექნათ?
ზღაპრებით გაიზარდნენ და ზრდიან…

ატირეს...
მზეჭაბუკი მოუგონეს…
ცრემლები ჩამობანეს…
უვლიდნენ...
აი ია წაუკითხეს…
სიკეთე დაანახეს...
ბოროტი დაუმარცხეს...
იები მოუფინეს…
მერე კოშკი ააგო და…
დარჩა…
უფლისწულს დაელოდა...
ზღაპარ იყო და გრძელდება...
დასასრული ისევ მოჩანს – შორს!
ელოდა…
ელოდა…
დროც მოვიდა და უფლისწულიც…
ზღაპარ იყო…
ზღაპარ იყო და დამთავრადა…
ზღაპარს იგონებს და ითხოვს…
პატიებას…
უსასოობისა და უიმედობისთვის...
უნდობლობისა და დეპრესიისათვის…
სიცოცხლის სიმშვენიერისთვის…
მონიჭებული სიყვარულისთვის და
აღარ ყვება ზღაპარას…
აღარ იგონებს ამბავს და
ამბობს…
ესაა დასაწყისიც და ბოლოც…
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Fri Jun 12, 2009 11:48 pm

xedvis areali…



ჩემი ხედვის არეალი 17 დუიმია
და ფონი - შენი თვალები მწვანე ფერებში...

ჩემი ხედვის არეალი ერთი ფანჯარაა...
ფარდად ეფარება ტვინის ხვეულები...

ვირტუალური მხოლოდ მზერაა..
და მაინც გხედავ
ერთადერთი ფანჯრის ცქერისას...

ჩემი ფანჯრიდან ვერ გაიხედავ
სანამ იყოფა შენი ფანჯრები კვადრატებად…
და ცოცხალ კუბებად...

ჯერ არ მოვმკვდარვართ...
სიცოცხლისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით...
დავიწყებები რომ დავივიწყოთ,
მონატრებები გავცვალოთ ფიქრში...

წითელ ფერებში ვერაფერს ვხედავთ...
ყვითლად გაფრთხილებს თეთრი სიკვდილი...

ფოთოლცვენისას ყვითლდება მზერაც...

ვირტუალური გოგოს თვალები
მრავალწერტილად გარდაიქმნება
გაშავებული ფანჯრის შუაგულში...

არც გაწვიმდება...

ფრჩხილებში ჩასმულს ვნიშნავ და
ვაჭერ "Delete" ღილაკს...

ჩემი ხედვის არეალი ახლა მხოლოდ 15 დუიმია....

თავშესაფარი ახლა ქუჩაა...
ვირტუალური ობობის ქსელი რეალურდება გამოგონილი ურჩხულის ტვინში...

მიხუჭავ თვალებს, დაგავიწყდება სიზმრების ბოლო...
ვერ გადაგარჩენ და მაინც ვცოცხლობ...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Fri Jun 12, 2009 11:49 pm

ახლა...

"ქალი
კაცი
დიდი ოთახი
პატარა სავარძლები
მაგიდა...

იყო სკამები ფართო ლოგინი და
იყო მაგიდა ტახტი...
არაბული...
ყველაფერი იყო...
ახლა
"ლოგინსაც გაიტანდა ოთახსგარეთ..."
ახლა კრიზისია
ორი გავიდა თუ ოცდააათიც
იკლო ვნებამ
იკლო სექსმა
აღარ მოგწონს და აღარ მალავ...
გეჩვენება და ყვირი...
მლაშეა
უმარილოა
მწარეა
უშაქროა...
დაატკბე!
სახლი დაალაგე
მტვერი გადაწმინდე
მტვერიც?!
ყველაფერი თეთრად ქათქათებს და ყველაფერი თავის ადგილზეა...
ყველაფერი გავიწყდება
გიყვარდა და აღარ გიყვარს
მოგწონდა და აღარ მოგწონს...
დაგიბერდა
არა, არ გაზრდილა და ვეღარ აიტანე...
სიტყვები
სიტყვები
უაზრო სიტყვები და
უკვენათქვამს ნანობ
აღარ მიყვარხარო ეტყვი და გაიცინებს..
აღარ ინანებ და ცალ-ცალკე დაიძინებთ...
იქნებ მოგანატროსო... იტყვი...
ეჩვევი...
ნელ-ნელა ეჩვევი... და მოვა...
სხვასთან გაყოფილი სარეცელი
სხვასთან გაგლეჟილი სამოსელი...
მეორე...
თმენის დროა და ითმენ,
ითმენ და ამოხეთქავს...
სიტყვებად:
"ეს ის ქალია
ღიმილიანად რომ გიყვარდა და ახლა სოფლის ერთადერთ გიჟს მ გაგონებს"
აღარ უნდა დაწერო
აღარ უნდა იფიქრო...
აღარ უნდა დაისიზმრო და მიხვდე...
უყვარხარ და მორჩა!
ხელის გაწვდენა და ცაა
ხელის გაწვდენამდე ზღვაა...
ლუდი ისევ დუღს და იძინებ...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Fri Jun 12, 2009 11:53 pm

ანანა და სულა

თოვდა. გვირილებს ჰგავდნენ ლამაზი ფიფქები და ცვიოდნენ ციდან თავბრუდამხვევი სიჩქარით მიწისთვის საკოცნელად, მის ცხელ გულზე დასაფრქვევ_ დასადნობად და გასაქრობად.

ჩემი ჩახუტება, დათოვლილი თმების მოფერება მოინდომე და მიხვდი: თოვლიც მე გამოგიგზავნე და თოვლს მოყოლილი სითბოც....
`სულა ფანჯარასთან იდგა. გაყინულ მინაზე შუბლმიდებული და თვითონაც გაყინული. ციოდა გარეთ. ციოდა ოთახში და ციოდა გაყინულ სისხლსა და სხეულს~.

იმ დღეს გამიცანი და ყველა და ყველაფერი დაივიწყე.M ჩემი მრავალწერტილებით, თავის თავში ჩაკეტილობით, გაუღიმილობით ძალიან ვგავდი მას და სახითაც მიმამსგავსე თითქოს...

`ძველისძველ რადიოში ვივალდი უკრავდა და იღვრებოდა ვიოლინოს ჯადოსნური ჰანგები გაყინულ ოთახსა და ოდნავ გამთბარ სულში. იყო მუსიკა და საათნახევრის წინ გაჩერებული დრო დროდადრო შფოთავდა არარიტმულად მფეთქავ გაგულისებულ გულში. ანანა გაახსენდა და იგრძნო როგორ თბებოდა გაყინული შუბლი და როგორ ეშვებოდა ფეხაკრეფით სითბო გულისკენ და როგორ თბებოდა გაყინული სისხლი.

დღეს გაიცნო და მიხვდა გაყინულ ქალაქში იპოვა დიდხანს ნაძებნი თოვლსჩამოყოლილი ანგელოზი... თოვლით ავსებულმა თვალებმა გული ანანასკენ მოახედეს და შეჩერდა წამი და სანთლები აინთო დიდიხნის ნალოდინებ სულში.
`რა ლამაზია, ღმერთოოო...~ _ გაიფიქრე და ცას ახედე... \აცეკვდი და მთელი ხმით აყვირდი თეთრად დაფარულ, უკაცრიელ, ყველასგან მიტოვებულ ქუჩასა და ქალაქში...~

`ანანა ცეკვას განაგრძობდა... სულაზე კი არა, განვლილ ცხოვრებაზე, მეორედ დაბადებაზე, ზღვის სიგიჟეზე, უხილავი ლანდების ცეკვაზე ფიქრობდა და იბადებოდა `წითელი გვირილა~ თეთრი ასოებით დათოვლილ მიწაზე და ფიქრებით გამთბარ ფიქრში.

ფიქრობდა ანანა და წერდა სულა ერთამოსუნთქვას ამოყოლილ ანანასეულ ნაფიქრს.

`არ ვიცი რატომ და სავარძელში ღრმად ჩაფლული თვალებს მილულავდა, თხრობას კოელიოსავით დაიწყებდა, მერე თვალებს გაახელდა და ისე აგრძელებდა დაწყებულს. ერთ დროს პატარა, ძალიან ლამაზი ხუთოსანი გოგო იყო, ფიქრობდა სამყაროს მთავარი თუ ათვლის წერტილი იყო და მის ირგვლიც ტრიალებდა ყველაფერი და მათ შორის მეც უნდა მეტრიალა დილა-საღამოს ფიქრებსა და ღამით ძალად დასიზმრებულ თუ ნახევრად ფხიზლად გატარებულ წუთებში.

მერე მართლა დამინახა და მიხვდა რაღაც უკვე შევცვალე თუ შევცვლიდი მის ერთფეროვან ცხოვრებაში და მენდო. მენდო და დაინტერესდა. დაინტერესდა და გზა აებნა მისთვის ჯერ სახელდაურქმეველ უღრან თუ გაუვალ ტყეში.

გაჩერდა და მიხვდა უნდა ეხეტიალა და თავშესაფარი უნდა ეძება უკანდასაბრუნებელი გზის პოვნამდე.

იხეტიალა და ამ ხეტიალში ისწავლა ძირში დავარდნილი ფოთლების, ყვავილებზე შემომჯდარი მზის სხივების დანახვა და აღთქმა ჩემთვის ჯერაღუქვამ ფერებში. დაიღალა და გული ეტკინა _ თუ არ იცი გტკივა და იმიტომ. ეტკინა და მიხვდა, პატარაა და მიუსაფარი. ისიც მიხვდა მე ვცვლიდი მას და მან უკვე შემცვალა მე და შეცვალა გარემოც.

ტკივილით გაიზარდა და მიხვდა უტკივილოდ ვერ დაინახავდა, ვერ იგრძნობდა, ვერ ისუნთქებდა, დაიფერფლებოდა, მერე სფინქსივით ხელახლა დაიბადებოდა და დაიბადა ჩემთვის და მისთვისაც.

მომიყვა რაც წინა ცხოვრებიდან ახსოვს და დავუჯერე.

მიუსაფარს წვიმა უყვარდა, ახლაც უყვარს, ახალისებს, ადრე იარებს უშუშებდა, ეგონა, სადაც წვეთი ეცემოდა, იქ გვირილა იშლებოდა, ადრე გვირილა წითელი იყო, ახლა კი ოოო, ახლა ის ცისარტყელას ყველა ფერს ცალ-ცალკე ხედავს და ერთად...

ზოგისთვის ერთადერთია, ზოგისთვის _ განუმეორებელი, ზოგისთვის _ ხელშეუხებელი, ზოგისთვის _ მიუწვდომელი, ზოგისთვის გამოუთქმელია და მაინც, თუ მიიღო, იმისაა და არც არასოდეს დამთავრდება იმისთვის.

მერე ზღაპარი მოვუყევი, არაფერი მომწერა. ბავშვობაში თამაზ ჭილაძის ლექსები პროზად წაეკითხა და იმ სამყაროში მოვხვდით ორივე: მე _ მოხნულ, ცრემლით გაჟღენთილ მინდორზე, ის _ მთვარის შუქით განათებულ დაღლილ თუ დაუღლელ ზღვასთან.

ზღვამ შემაშინა და მივხვდი, ანანას მაგივრად ზღვიდან ქალი ამოვიდა. ქალი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი და ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა.

მივხვდი,
ანანასაც დავკარგავდი...
იმიტომ რომ, თვითონ ვისწავლიდი ტკივილს~...

შემოდგომა მოენატრა. მონატრებამ შემოდგომის გაყვითლებული ნეკერჩხლის ფოთოლი გაახსენა და დაიწერა შემოდგომის ნეკერჩხლის ფოთოლი ამწვანებულ მონატრებად.

`კოელიოსავით აღარ დაუწყია, ფოლკნერისეული იყო დასაწყისიც და ბოლოც. არც ჯეისონი უხსენებია და არც კვენტინა, ერთადერთხელ ახსენა კვენტინი და ისიც იმიტომ, სიკვდილის არსებობა შეეხსენებინა ჩემთვის და ეთქვა ჯერ არსათქმელი და განცდილი.

წერილების წერა არ უყვარდა და მაინც მწერდა, მაშინ იხსნებოდა და გახსნილ ასტრალში ჩანდა გათანგული დღე ღამის ორიდან დილის ექვსამდე.

ლექსებს წერდა, ლექსების კითხვაც მასწავლა და სიტყვების ლექსებად დაწურვაც. სიტყვები ყურძნის მტევნებს და\მამსგავსებინა და ნატიფი თითებით წნეხდა ჯერ კიდევ შაქარჩაუდგამ, წითელშეპარებულ ყურძნის მარცვლებს.

უხაროდა რომ ვყავდი, მიხაროდა რომ მყავდა. ვეძებე და ვიპოვე, არ მეძება და მნახა, დამიმეგობრა და დამიმარცხა მეგობრობის დამთავრების თუ უკვე დამთავრებული შიში.

ჩემზე რთულიც იყო და ჩემზე მარტივიც. უნდოდა და აღწევდა. ფიქრობდა და მაფიქრებდა, ნაწერებში მამეორებინებდა ათასჯერ ნათქვამსა და განცდილს. ზღვაც შემაყვარა და ბათუმიც. იღლებოდა და მღლიდა. ჩემეულ ერთფეროვან ცისარტყელას შვიდივე ფერში აღიქვამდა ნათლად და მკაფიოდ. შემოდგომა უყვარდა და ერთადერთხელ დამანახა მიწაზე დავარნილი შემოდგომის ნეკერჩხლის მრავალფერა ფოთოლი.\

`ლამაზი არის შემოდგომის ფოთოლი..., მწვანეც, წითელიც, კირაკიტისფერიც და ყვითელიც, ერთად არიან ლამაზები...~ და ლამაზია თვითონაც...

`...ყველაზე ლამაზი მაინც ნეკერჩხლის ფოთოლია, საკმარისია ერთი მაინც დაინახო და შემოდგომის სუნს იგრძნობ და ფერები აგავსებენ, ყველაფერს ერთად აღიქვამ და სიცოცხლით გაიხარებ... მერე ერთი კვირა გადაუღებლად იწვიმებს და ნეკერჩხლის ფოთლის სილამაზეს გაცრეცს და დაალპობს...

გვერდზე ჩაუვლი და თითქმის ვეღარაფერს შენიშნავ... ყველაფერი გაქრება და ჩაივლის...
მეგობრობა ვთხოვე და მოინდომა...
ცოტა ხნით ჩამეხუტა...
თმებზე ხელი გადამისვა და აკაშკაშდნენ მზე და მთვარე ცალ-ცალკე....
ანანა ცეკვას განაგრძობს...
სულა ფანჯარასთან დგას და ელოდება...~
თოვს...
დრო ისევ დროა და გაფიქრებული ფიქრებიც...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Fri Jun 12, 2009 11:53 pm

* * *
სულა, ჩემზე წერდი და სხვაზე ფიქრობდი...
მატკინე...
მაწყენინე და მივდივარ...
შენთვის დავწერე და გიტოვებ...

"ზღვა და მზე

გუშინ მწვანე კონცხზე ვიყავი,
თვალები მწვანე მაქვს და სიცოცხლეს აგიმწვანებ...
ფოტოები გადავიღე და გიგზავნი...
არაფერი დაწერო...
ზღვა ძალიან მაგარია.
ჰორიზონტზე მზის ჩასვლას ვუყურებ...

`ფანტაზიის ყველა ფერი ზღვაში ზოლებად ჩადიოდა,
ფირუზისფერ ზღვას კეკლუცი ქალი კოცნიდა...
ზღვა იყო ზღვა და მზე _ კეკლუცი ქალი...
საკუთარ თავთან აღარ საუბრობ...
ასე ვერაფერს შეამჩნევ...~

ცას ავხედე.
ცამ წარბები შეიკრა...
იხმაურა,
იჭექა,
იელვა,
ბოლოს მოეშვა და ახლა თეთრ გვირილებს აწვიმებს,
ჩემთვის წვიმს...
ცის ცრემლები მასველებენ...
ცა ტირის...
მინდა წუთი გავაჩერო...
და შემიყვარდეს...
ისევ ელავს,
ვითომ ბრაზობს...
გაბრაზება არ შეუძლია, კეთილია...
გვირილების წვიმა გადაიღებს...
ცა ეჭვიანია...
მზეს ზღვა უყვარს...
ზღვას - მზე...
შენ ჩემი ცოცხალი დღიური ხარ!
მე _ შენი ცოცხალი მუზა...
სიცოცხლე უკვე აგიმწვანე..."

სულა - ანანას

* * *
`თვალები მწვანე მაქვს და სიცოცხლეს აგიმწვანებ~
მომწერა და რაც მომწერა აღარაა ჩემი...

ჩემი თვითონაა... და აღარ უნდა მოვენატრო... "
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Fri Jun 12, 2009 11:53 pm

სულა - ანანას (დღეს მოვრჩი)

მწვანე თვალებსა და სხვაზეც

მწვანე წერილი მწვანე ფრაზებად დაწერა და
ჩათვალა რომ მოიპარა ანუ გახდა მისი და აღარაა ჩვენი...

თვალები მწვანე აქვს და
მჭვირვალდება,
ცისფერდება,
ხანდახან ჩვეულებრივდება და
ირეკლავენ მზეს,
ცას,
სითბოსა და ტალღებს,
ყვითელ ფოთლებსა და ცრემლებს,
სევდასა და მუსიკას,
ათრთოლებულ ხელებსა და
სინათლეს...

ფერს იცვლის აღქმულის გააზრებისას და ჩნდებიან ლამაზი აზრები ულამაზო ნაწერებსა და დაცარიელებულ საავტორო გვერდზე

მერე სიტყვები მოდიან,
თრთიან,
ფრთხებიან,
თვალებს არიდებს და
ივიწყებს...



ანანა - სულას

მოვენატრე და მომწერა...

`სადა ხარ ჩემო მეგობარო, სადა ხარ ახლა...
ნაიარევი ჩემი სული ისევ მიკივის და შენი ხმის გაგონებას ნატრობს...
ისევ და შეუწყვეტად...
ნეკერჩხლის პატარა და მიუსაფარ ფოთოლს დავემსგავსე.
ისევ აღარაფერი დამრჩა,
წვიმამ წაშალა და წალეკა ყველაფერი+.
მინდა მაპატიო...
ვერ პატიობისთვის,
ვერ დარჩენისათვის,
ვერ მიღებისათვის...
\მიგიღებდი და გატკენდი,
ტკიველს ვეღარ ავიტანდი შენსას,
შენ სხვა ცხოვრებით ცხოვრობ...
ემოციას ინახავ,
მე კი ცარიელი ემოცია ვარ და ემოციად დავრჩები...
ცხოვრებას ამწვანებას დაგპირდი და ვერ გაგიმეტე.
+მშიშარა ხარ და ვერ აიტანდი წამოყოლას და წასვლას...
ემოციას აგროვებ, სხვისებს,
შენი არ გაქვს და არც გექნება არასდროს!
ფანჯარაში ვიხედები.
ზღვას ვხედავ+.
ზღვა ახლა ჩემია და ჩემი არის მხოლოდ+...
მახსოვდა:
ზღვა,
ქვაფენილი,
თეთრი მაგიდა და კოცნა...
კოცნა შენია და აღარ მინდააააააააააააააააა ჩემთვის...
სხვას ვმკურნალობდი და თვითონ გავხდი სამკურნალო ახლა.
ყველაფერი გააუფერულე...
ყველაფერი გააუფერულე და რაც გააუფერულე ჩემი იყო მხოლოდ....
ვერასოდეს გნახავ!
დარწმუნებით ვამბობ...
არაფერი შეცვალო
რაც დაწერე /შენია და რაც შენ შექმენი შენი არის მხოლოდ...
არ დაიჯერო, მეტკინა და მატკენინე!
სწორია რასაც აკეთებ.
ის შენი ცხოვრებაა...
შენი არჩევანია,
რაც შენია შენია და უკვე აღარაა ჩემი,
სხვისი ფანჯარიდან ასხლეტილი ტკივილი ემოციაა...
ემოციაა და მეტი არაფერი+...
მაპატიე და მშვიდობით...
რამდენს ვუსმინე და რამდენი მოვაბრუნე,
ვერ მოვბრუნდი,
გვერდით აღარავინ მყავდა..
რთული იყო და მაინც მენდნენ...
მენდე?
ახლა ცოტა ხნით ჩაგეხუტები,
დროს ისევ გავაჩერებ,
ცოტა ხნით თმებზე მოგეფერები და წავალ.
მაპატიე...
ვეღარ გავჩერდები,
მადლობა რომ მაგრძნობინე...
მე ვიგრძენი.
შენ, ვერასოდეს იგრძნობ...
აღარ მეშინია...
არც მეშინოდა...
სამყარო ჩემს ირგვლივ იტრიალებს...
ოღონდ ახლა უშენოდ!
მაპატიე...
ვეღარ დაინახავ ჩემს გვირილებისწვიმიან მწვანე თვალებს...
მივხვდი,
შენსას კი არა, ჩემს ცხოვრებას ვიმწვანებდი მხოლოდ.

ვეღარაფერს მოგწერ...
ფოტოსურათს გიგზავნი... და ნახე...~
სულა - ანანას

"ჩემი წაკითხული...


ვერაფერს გწერ...
შენს ფოტოშედევრს ვკითხულობ...

...ფოტოსურათის წინა პლანზე პატარძალს ვხედავ.
პატარძალი ქვის სვეტზე დგას,
პატარძალს საქორწილო კაბა აცვია,
უფრო სწორედ საქორწილო კაბის ქვედაბოლო.
საქორწილო კაბის ქვედაბოლო გამჭირვალეა,
უფორმო და უპროპორციო ფეხებს ვერ მალავს,
ზღვასთან ყოფნის შეგრძნება მეუფლება,
ქვის სვეტი მომავალი შენობის საძირკველზე პირველი დანაშენია,
ბრმა ნაწლავი ანუ აპენდიქსია.
ასეთ საძირკველზე ტაძარს კი არა ერთნავიან ბაზილიკასაც ვერ დააშენებ.
საძირკველი სამსაფეხურიანია,
სამდონიანია,
მთელი ეს უფორმობა მეორე დონეზე დგას არამყარად და უსახოდ...

სურათის უკანა ხედი კიდევ უფრო ამაზრზენია.
უკანა ხედზე დანგრეული, ჯერარაშენებული შენობის ნაწილი მოჩანს,
შენობის ნაწილი საძირკველზე მყარია...
შენობის დასანგრევ და არდასანგრევ ნაწილებს შორის დიდი სივრცეა...

დრო ისევ ამერია,
დრო დროცა და გრამატიკულიც

სივრცეც უფორმოა,
უფორმოა სურათზე `დადუღებული~ პატარძალიც.
პატარძალს ხელში ბურთულები უჭირავს,
მარცხენაშიც ბურთულები უჭირავს,
ბურთი ორზე მეტია და კენტი...
ბურთულები ყრია პატარძლის ფეხებთანაც,
ბურთულები წლებია _ ზოგი ჩავლილია, ზოგიც ჩასავლელი ჯერაც.
მოშორებით ქვა გდია... სცენის კუთხეში ჩამოკიდებული თეატრალური თოფს მაგონებს და ჯვრისწერამდე მოისვრიან...
პატარძალი დაღლილია, წელში მოხრილა და ფეხებსაც ვეღარ მართავს,
ჩასავლელ წლებს მარცხენა და საშო ერთიანი ძალით აკავებენ
ასე არ იქნება და, წლები ერთბაშად ჩაივლიან ანდა ჩაირიხინებენ...
სურათი ჯვრისწერამდე გადაიღე და ამის გაცნობიერება ძალზე მნიშვნელოვანია,
შეიძლება მთავარიც.
პატარძალმა კაბა კი არ გაიხადა, ჩაცმასაც არ აპირებს.
მიაქციე ყურადღება _ არ წვიმს არ თოვს და წელს ზემოთ დასაფარიც არაფერია...
პატარძალი უხორცოა და უხორცობა სულაც არ არის მხოლოდ ბუკვალური.
პატარძალი ცვილის ან პლასტილინისაა და მარიონეტს მოგაგონებს...
ძაფებს ვერსად ვხედავ...

გენიალური ფოტოსურათია ფორმითა და შინაარსით
ფორმაზე უკვე გესაუბრე,
შინაარსი ჩემია და არასოდეს ვისაუბრებ...

ფოტოსურათს კიდევ ერთხელ დავხედე,
დავხედე მრავალჯერ და მივხვდი, მინდა შენნაირი ფოტოგრაფი ვიყო."


ანანა - სულას

ტკივილს მიშუშებს და ვუყვარვარ...

`წაგიკითხე.
შენი წერილიანად წაგიკითხე და მივხვდი
გაპატიე კი არა ყველაფერი გაპატიე და მაინც...
ლამაზი და სულისამპუტკვნელი ნელ-ნელა ნეგატივის ფოტოსავით გააუფერულე,
დაჭმუჭნე და გადააგდე...
სინანული მოიგონე და გიყვარვარ...

ფსიქოლოგი,
მეგობარი,
ქალი,
ერთი კი არა, ერთადერთი ფრაზით
მოკალი და დაამთავრე...
ტკივილი მოიგონე და გიყვარვარ...

მოკალი და რაც მოკალი ხელოვნური სუნქვით გააცოცხლე...
სიცოცხლე მაჩუქე და გიყვარვარ...

მსახიობობ...
სცენა პატარაა, რიტმი არის დიდი.
ტკენას,
წყენას,
ტირილს,
სცენაზე თამაშობ და გიყვარვარ...
მატკინე და დავივიწყე...
ზღვას ვგავარ _
ტკივილს მიშუშებს და ვუყვარვარ...~

პ.ს.
დღეს ზღვა გამებუტა _
აღარ მისმენს და მაღელვებს...

სულა - ანანას

ეგოიზმი

ზღვა გაებუტა ზღვისთვალა გოგოს,
ქარიშხალია და მაინც მომთხოვს
დამჭკნარ ყვავილებს ვაჩუქო კოცნა...
სტრიქონთა შორის ვიპოვო თხოვნა...
ატირებული ღრუბლების სევდის...

მოუწერელი წერილის ფიქრებს
თვალდახუჭული თვალებით ვისმენ...

ნუ გაიფიქრებ...
სტრიქონებს შორის
აღმოვაჩინე ტკივილი ორის...

ყველა ტკივილი ჩემია მხოლოდ...
ზღვა შეურიგდა ზღვისთვალა გოგოს...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
ემხვარი = გამარჯობა, ჩემო მეგობარო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: