არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ვმსჯელობთ ჟურნალის ნომრებზე და პუბლიკაციებზე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ვმსჯელობთ ჟურნალის ნომრებზე და პუბლიკაციებზე   Thu Jun 11, 2009 8:34 pm

Arrow

ჩვენი გვანცა ჯობავა - სარედაქციო ჯგუფის წევრი ყოფილა და წარმოგვიდგინოს ხოლმე ზოგი პუბლიკაცია განსახილველად...

ჰა?

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვმსჯელობთ ჟურნალის ნომრებზე და პუბლიკაციებზე   Sun Mar 21, 2010 11:56 am



ქართული მწერლობა, #2, 2010

პოეზია

რეზო ჭეიშვილი. ლექსები . . . 5

მხატვრული პროზა

ცირა ყურაშვილი.მინიატურები ...9
ოლესია თავაძე. გადამცდარნი . . . 12

დებიუტი

ნიკა ლაშხია. ლექსები ... 25

მწერლის არქივიდან

ნიკოლო მიწიშვილი. ჩანაწერები . . . 28

ესეისტიკა / დოკუმენტური პროზა

ემზარ კვიტაიშვილი. ცენზურა და უცენზურობა ... 29

კრიტიკა

ნიკა სერგია. უკომპლექსობის ბიკინიში
გახვეული კომპლექსის ჩადრი ... 35

რექტორი

გივი შეყილაძე. მსახურება ჟამსა უმძიმესსა ... 40

თეატრი

თამარ კიკნაველიძეგორდონ კრეგისეული ზღაპარი ... 43

ახალი თარგმანები

ენ სექსტონი. ლექსები (თარგმანი ანი კოპალიანისა) ...51
ბერნჰარდ შლინკი. შაქრის მუხუდო (თარგმანი ბელა სურგულაძისა) ... 57

ერთი ლექსის ისტორია

იზა ორჯონიკიძე. მაისი, ქართლი ... 72

უკვდავი სახელები

ზაქარია ჭიჭინაძე. იონა მიხეილის ძე მეუნარგია ...74

წიგნები ...76

alien
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვმსჯელობთ ჟურნალის ნომრებზე და პუბლიკაციებზე   Sun Feb 13, 2011 12:44 am

სამი წლის იუბილე

ჟურნალმა „ქართულმა მწერლობამ" სამი წლის იუბილე 2010 წლის 25 დეკემბერს
ლიტერატურის მუზეუმში აღნიშნა. საღამოზე ავტორებსა და მკითხველებს 2010 წლის
განმავლობაში გამოცემული თორმეტივე ნომერი წარუდგინეს. იქვე ჩაეყარა საფუძველი
ახალ ტრადიციასაც – ყოველწლიურ დაჯილდოებას.

საღამო ჟურნალის რედაქტორმა ლევან ბრეგაძემ და რედაქტორის მოადგილემ ზვიად
კვარაცხელიამ გახსნეს. მათ თავიანთ გამოსვლებში ჟურნალის მიერ ბოლო ერთი წლის
განმავლობაში გაწეული შრომა შეაჯამეს და შეკრებილ საზოგადოებას ახალი რუბრიკები
და სხვა სიახლეები გააცნეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

"ქართული მწერლობის" სარედაქციო ჯგუფისგან შემდგარმა ჟიურიმ 2010 წლის
განმავლობაში ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილ ავტორებს შორის გამარჯვებულები
ხუთ ნომინაციაში გამოავლინა:

* წლის საუკეთესო პოეტური პუბლიკაცია – გიორგი ზანგური,
* საუკეთესო პროზაული პუბლიკაცია – ირაკლი ლომოური (მოთხრობისთვის
"შოკორთველოს ბორჯღალადი"),
* საუკეთესო თარგმანი – ნანა გოგოლაშვილი (ფრიდრიჰ დიურენმატის პიესის – "გვიანი შემოდგომის საღამოს" თარგმანისთვის),
* საუკეთესო ესეისტიკა/დოკუმენტური პროზა – ნესტან ფიფია (ლიტერატურული წერილებისთვის ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაზე),
* საუკეთესო დებიუტი – თამარ თოლორაია (ნოველისთვის "კაპელა").

გამარჯვებულები სარედაქციო ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს და დააჯილდოვეს ჟურნალ „ქართული მწერლობის" საპატიო სიგელებითა და სპეციალური პრიზებით, რომლებიც „თელიანმა ველმა", კომპანია „ბილაინმა", „ისი პარიმ", თუმანიშვილის თეატრმა, „ლიტერატურულმა კაფემ" და წიგნის მაღაზიებმა – "ლატერნამ", „ბიბლუსმა" და "ინტელექტმა" დააწესეს.

ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას კი საშუალება ჰქონდა ჟურნალ „ქართული მწერლობის" 2010 წლის თორმეტივე ნომერი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეეძინა.

ჟურნალი „ქართული მწერლობა" 2011 წლიდან ყოველი თვის დასაწყისში გამოვა და
მკითხველს კვლავაც უამრავ სიახლეს და კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო
მასალებს პირდება.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ვმსჯელობთ ჟურნალის ნომრებზე და პუბლიკაციებზე   

Back to top Go down
 
ვმსჯელობთ ჟურნალის ნომრებზე და პუბლიკაციებზე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ყოველთა ქართველთა სალიტერატურო ჟურნალი - სტუმრად ”ქართულ მწერლობასთან”-
Jump to: