არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რეზო გეთიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: რეზო გეთიაშვილი   Mon Dec 01, 2008 1:59 pm


Rezo Getiashvili


რეზო გეთიაშვილი

დაიბადა 1976 წლის 14 აპრილს.
არის "აღმოაჩინე საქართველო-ჟურნალისტური ცენტრი"-ს გამგეობის თავმჯდომარე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მედია-კონსულტანტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტების კოორდინატორი.
ჰობი: გზა

განათლება

* 1992 - 1997 წ.წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
* 2007 წ. - ინფორმაციის თავისუფლება, როგორც საზოგადოების კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისათვის.(OSCE. Mission to Georgia).
* 2006 წ. -მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის გარემოსდაცვით სფეროში. (UNEP/GRID-arendal,CENN,Bennet & Assosiations, ზურაბ ჟვანიას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი).

სამუშაო გამოცდილება

* კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი.(CENN). პროექტების კოორდინატორი.
* 2007 წლიდან დღემდე - "აღმოაჩინე საქართველო-ჟურნალისტური ცენტრი". გამგეობის თავმჯდომარე.
* 2007 წლიდან დღემდე - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი. მედია-კონსულტანტი.
* 2005 - 2007 წ.წ. - ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა". საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

წარმატებები


* არის ლიტერატურული გაერთიანება "ბებერი პოეტების ორდენი"-ს გამოცემის თანაავტორი - "ომი პროზად", "Airlite".

გამოცემული აქვს ლიტერატურული კრებულები:

* "არტ-ყვავილები 2007",
* "არტ-ყვავილები",
* "ბილიკი შენამდე".

რეზო გეთიაშვილი ლიბ.ჯი-ზე - http://lib.ge/authors.php?420



ზამთრის დივერსია

სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი
ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს,
მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის
და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან

ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია,
ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში,
სიკვდილის მოძებნა უმარტივესია
(ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).

ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია,
ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი
და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან,
ეს კი საშველია, შენი ბადალი კი

არ არის, არ არის, არ არის, არ არის
და კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო,
რადგან სამარიდან ასე მისავალი,
სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.

ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვის
ასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯეს
სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა,
ჯვრების ეგზოტიკა კიდევ ზოგისათვის.

ახლა სისრულეში მოდის განაჩენი,
რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ,
ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით,
ზამთრის პროლოგია ახლა შენებური

და შენს სიბნელეში სველი ხეებიდან
სიკვდილის დანახვა უმარტივესია
და სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით,
ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია.


Last edited by Admin on Mon Feb 14, 2011 9:01 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Mon Dec 01, 2008 2:00 pm

***
ცაც კი დაძველდა (დაუფიქრდი,
უკვე რამხელა
დროა გასული), მიაცოცებს
ღრუბლებად ხავსებს,
გყავს არაფერი (არაფერი),
თუმცა, ნახე რა
მშვენიერია _ სიცოცხლით და
სიკვდილით სავსე.

ბინდდება, რჩება, აღარ გრჩება
ალტერნატივა,
გრჩება ქალაქი (მისაღები
უკვე სრულებით)
სამოგზაუროდ, განაჩენად,
თანაც ნახე რა
მშვენიერია – ღალატებით,
სიყვარულებით.

რა მოხდა, თუკი აღარა ჰგავს
ღმერთის ნახელავს,
ღმერთი (მაღალი), იცი, სადაც
შეასასაბამო,
გიშენებს სიზმრებს (აგარაკად),
თანაც ნახე რა
მშვენიერია - შიშისა და
სიმშვიდის გამო.

მიიღე!
მიდი!
სიმბოლურად, ჩუმად, ნახევრად,
ფიცად, ხუმრობად, გამოწვევად, თხოვნად, ძახილად,
შეურაცხყოფად, კომპლიმენტად, სახედ, სახელად
(მშვიდად), კანონად, დასაცავად, გადასახევად,
დოზად, გრადუსად, სუბოტექსად, ოღონდ ისეთი,
როგორიც არის, უპირობოდ, თანაც ნახე რა
მშვენიერია - ცოდვისა და შენდობისათვის.

ცაც კი დაძველდა, დაუფიქრდი,
უკვე რამხელა
დროა გასული, მიაცოცებს
ღრუბლებად ხავსებს.
გაქვს დასაკარგი არაფერი,
თუმცა, ნახე რა
მშვენიერია - სიცოცხლით და
სიკვდილით სავსე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Mon Dec 01, 2008 2:03 pm

Exegi monumentum

"Я памятник себе воздвиг нерукотворный"


რუსეთს

კარგი. მე შენი ტრიბუნა ვარ. веленью (გარდა
ამისა - შენი ანჰიდრიდი) бoжию. აჩვენე.
მოიშველიე მოწყვეტილი და მაინც ალბათ
ჩემი ხელები. თვითონვე რომ შემოგაშველე

აქ ამოსვლისთვის. სხვა. о муза. ილაპარაკე.
მიწა კი არა ცაც წიაღე. თქვი. იმიტომ რომ
გაიმეორო. будь послушна. კარგი. არა ღირს.
აი წასვლით კი. ძალიანაც რომ მოინდომო

ვეღარსად წახვალ. უნდა იდგე. მუდამ. აქ. თითქოს
მონუმენტური. დაწყევლილი. შინმიუსვლელი.
რადგან მე შენი კვარცხლბეკი ვარ. მიდი: "აგვისტო.


2008. საქართველო.

© სიკვდილი ცელით".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Mon Dec 01, 2008 8:06 pm

გოქსუ

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Tue Dec 09, 2008 2:49 pm

სახლში

ვინც სარეცელზე ჩამოგისხედით,
ხანდახან წყალი რომ მოგაწოდოთ
(თავის მართლება),
ან, პირიქით, არ მოგაწოდოთ
(თავის მართლება),
პასუხებს ვითხოვთ:
შენს ჩატეხილ საფეხურებს რა ეშველება?
ჩვენ?
პირჯვარს უკან გაყუჩებულებს
(გარედან მგონი ისე ჩანს, რომ შიშის გამოა).
და შენს ღამეებს?
უფრო სწორედ, შენი ძაღლების,
რომლებიც დღისით სად არიან - არავინ იცის.
სხვა? ვითომ მართლა გყავდა ქალი?
და მასზე წერდი?
მერე ორივე დაგავიწყდა?
ბუნდოვნად გახსოვს?
ღმერთიც ბუნდოვნად?
შენს ცას რა გახსნის?
ან შენს კედლებში ჩაშენებულ სიცარიელეს?
წყალს და უწყლობას ერთნაირად როგორ ინელებ?
წერა მაინც რამ დაგავიწყა?
ჩვენ – რაღა, მაგრამ შენს სიმართლეს რა ეშველება?
ან შენს სიბრძნეს, ან შენს სიბრიყვეს?
რით ვეღარ მოკვდი?
ერთხელ მკვდარს ერთხელ მოგიგლოვებდით -
შენ კი ხარაკირს წელიწადში ორჯერ იტარებ -
აღარც თავი გაქვს, აღარც ბოლო,
ხერხემალში ყველგან გადატყდი
და დიდი თევზის ნაჭერივით აგრძელებ თრთოლას.
ვიღას უყვარხარ?
ვერ წავედით, არსად გაგვიშვეს
და სარეცელზე ამიტომაც ჩამოგისხედით.
თან შენსავით ბებრები გავჩნდით -
მშრალი სხეულით, მშრალი ცრემლით, მშრალი ღიმილით,
მშრალი სისხლით, მშრალი სიტყვებით
და ზედ გახოცავთ,
ნერვებსაც, დროსაც (შავ-თეთრ დღეებს),
ზოგჯერ - შვილებსაც...
მეტი რა გზაა?
თუ მაინც დარჩა სიყვარული, იმის წყალობით,
რომ კისტად იქცა
და იქ იღვიძებს, სადაც არ ხარ,
ანუ მათში,
ვინც მიგატოვა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Wed Dec 17, 2008 10:39 pm

http://literatura.ge/index.php?author=848ესეც რეზო გეთიაშვილის საავტორო გვერდი
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Sun Mar 01, 2009 1:16 pm

საბა 2007

გული დამწყდა, რომ პოეზიის ნომინაციაში რეზო გეთიაშვილის "ARTყვავილებმა" (გამომცემლობა "მერიდიანი" – ცალკე აღნიშვნის ღირსია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი) არ გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ პოეტად ვთვლი მაია სარიშვილს.
მაგრამ, როგორც ზაზა შათირიშვილი ამბობს (და რომ არც ამბობდეს), რეზო დიდი პოეტია. დიდი პოეტები კი ყოველ 5 წელიწადში არ იბადებიან..
გამარჯვებულებზე დადებითი თუ არც ისე დადებითი აზრი მაქვს და კიდევ, "ბატონი" ჟიური..
ო–ლა–ლა..

საერთოდ კი, ჩემი აზრი საქართველოში ჩატარებულ და ზოგადად, კონკურსებზე, ყოველთვის უარყოფითია. ჩვენში განსაკუთრებით, რადგან ტენდენციურობის, ახლობლობისა და ასეთების მიღმა ვერ ვდგებით. ეს ზოგადი შედეგების გამო. ისე კი, თუ ვინმე რაიმე სახით (მეცენატობას ვგულისხმობ) დაეხმარება ლიტერატურის განვითარებას, ცუდი არ იქნება.

Arrow

გადმოტანილია ამ ბლოგიდან - http://ketigzirishvili.blogspot.com/2008/07/2007.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Fri Mar 13, 2009 11:45 pm

მწვანე პარკის გაგრძელება
პოეზია
2009.03.09
------------------------------------------------


გაფრენას. ოდესმე გარდაცვლილ ფერიას.
თან ახლავს ფოთლები. და მათი შრიალი.
ისინი. ფოთლები. ვერაფერს შველიან
სიჩუმეს. შრიალში. სიცარიელეში

გაფრენას. გარდაცვლილ ჰაერში. მე ახლა.
მეორედ. მე ახლა არაფერს ვაპირებ.
მაღელვებს. ხელები როგორმე შევახო.
ვუსმინო ფოთლების საბრალო ლაბირინთს.

ღიმილი. სამყარო აქეთკენ გატაყდა.
აქ თვითონ ღამდები. შავი. ნუჟრიანი
სიმაღლით. რომელშიც ხანდახან გადასვლას
თან ახლავს ფოთლები. და მათი შრიალი.


მძიმეები

ასეთი განწყობა შენამდეც ყოფილა.
რატომ. ამაზე ვიფიქრებ. დილიდან
დადიან ზურგზე ხელებდაწყობილი
წუთები საკუთარ ბაღში. რამდენიმე

ღამით გავეცალე დღეებს. მაწუხებდა
სპლინი. გავეცალე ფერებს. სადამდეა
მათი მოფერება. ვზივარ და წუთები
დადიან. დადიან. დადიან. დადიან

წრეზე. ათიოდე. მძიმე. და ესაა
სრული ჰარმონია ჩემთვის. სულ არ არის
ცოტა. ძლიერ მომწონს მათი დეპრესია
მძიმე. ძლიერ მომწონს მათი სიარული

მძიმე. რა თქმა უნდა შენამდეც ყოფილან
წუთები ზურგზე ხელებდაწყობილი.


ვიოლინო

სიზმრებში თოვაა გამოცხადებული.
შენ ივლი. ჩვენ ვივლით სიზმარში და თოვლში.
ქროლვაში. შრიალში ქროლვის და შებურვის
მოშლილი დღეების ნაკვალევს ამოვშლით

მზერიდან. თოვიდან. სიმშვიდე. მილორდი.
თავიდან ჩადგება ბაღებში ბოლომდე
და გრძნობა რომელსაც სიტყვებით ტიროდი
და მერე უსიტყვოდ ბოლავდა. ბოლავდა.

ჩემში. უნაზესი ფიფქებით შენავლა
სიზმრები. გადაღმა სხვების და ქვიშებში
რამდენი დახრჩობის. და ახლა შენ ივლი.
სიცოცხლის. ამინდის. ყველაფრის მიზეზი.
Back to top Go down
View user profile
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Mon Mar 23, 2009 6:57 am

ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე,
ვნახე რომ სიტყვები წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.

ჩენდლერს, ჩემი სალამი!
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
Guest
Guest



PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Sat Apr 25, 2009 11:30 pm

მტვერი

წუთშესვენებისთვის აიღე სოფლიდან
ეს წუთი, რომელიც მორჩა, ეს წუთია
და მტვერი აიღე, რომელიც ოფლივით
შიგნიდან გამოდის, ამბობდი, ცუდია,

ცხადია, წააგე,

გათავდი, გათოვდა, გარშემო კი შენი
ფერია, რომელიც ყველაფერს დაედო,
მძიმეა, აიღე, სასვენი ნიშანი,
პაუზა, აკორდი, პაუზა, გარედან

ცხრიანს რომ წააგავს

და მტვერი აიღე სხეულზე (ელექსირს
ტუჩებით იღებენ) სატკენად, სათქმელად
და კანზე სრიალით გადაღლილ ხელებში
მათზე გადაღლილი ხელების ჩათვლემა,

რომ ისევ წააგო...

რადგან რაც წერია, სულ მტვერზე წერია,
რაც კი სახელია, სახეა, წიგნია,
რადგან ზედაპირის იქითაც მტვერია,
რომელიც ოფლივით გამოდის შიგნიდან.

Arrow
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Sun Apr 26, 2009 10:55 am

მწვანე პარკის გაგრძელება

გაფრენას. ოდესმე გარდაცვლილ ფერიას.
თან ახლავს ფოთლები. და მათი შრიალი.
ისინი. ფოთლები. ვერაფერს შველიან
სიჩუმეს. შრიალში. სიცარიელეში

გაფრენას. გარდაცვლილ ჰაერში. მე ახლა.
მეორედ. მე ახლა არაფერს ვაპირებ.
მაღელვებს. ხელები როგორმე შევახო.
ვუსმინო ფოთლების საბრალო ლაბირინთს.

ღიმილი. სამყარო აქეთკენ გადატყდა.
აქ თვითონ ღამდები. შავი. ნუჟრიანი
სიმაღლით. რომელშიც ხანდახან გადასვლას
თან ახლავს ფოთლები. და მათი შრიალი.


მძიმეები

ასეთი განწყობა შენამდეც ყოფილა.
რატომ. ამაზე ვიფიქრებ. დილიდან
დადიან ზურგზე ხელებდაწყობილი
წუთები საკუთარ ბაღში. რამდენიმე

ღამით გავეცალე დღეებს. მაწუხებდა
სპლინი. გავეცალე ფერებს. სადამდეა
მათი მოფერება. ვზივარ და წუთები
დადიან. დადიან. დადიან. დადიან

წრეზე. ათიოდე. მძიმე. და ესაა
სრული ჰარმონია ჩემთვის. სულ არ არის
ცოტა. ძლიერ მომწონს მათი დეპრესია
მძიმე. ძლიერ მომწონს მათი სიარული

მძიმე. რა თქმა უნდა შენამდეც ყოფილან
წუთები ზურგზე ხელებდაწყობილი.


ვიოლინო

სიზმრებში თოვაა გამოცხადებული.
შენ ივლი. ჩვენ ვივლით სიზმარში და თოვლში.
ქროლვაში. შრიალში ქროლვის და შებურვის
მოშლილი დღეების ნაკვალევს ამოვშლით

მზერიდან. თოვიდან. სიმშვიდე. მილორდი.
თავიდან ჩადგება ბაღებში ბოლომდე
და გრძნობა რომელსაც სიტყვებით ტიროდი
და მერე უსიტყვოდ ბოლავდა. ბოლავდა.

ჩემში. უნაზესი ფიფქებით შენავლა
სიზმრები. გადაღმა სხვების და ქვიშებში
რამდენი დახრჩობის. და ახლა შენ ივლი.
სიცოცხლის. ამინდის. ყველაფრის მიზეზი.


cyclops
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Sun Apr 26, 2009 10:56 am

რეზო გეთიაშვილის ლექსები

მეკუბოვე


ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე,
ვნახე რომ სიტყვები წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.

ხანდახან გქონდა სიჩუმის მწველი ხმა,
ყველა სხვასიტყვა რომ შეასახლეს,
მერე სიჩუმესაც ვუპოვე ის შენი მწველი ხმა,
ვნახე რომ ჩემი სამყაროს წვენი ხარ და
მე კი ამ ყველაფრის მეარაფრე,
ვიფიქრე, კარგია, შენ მისი წვენი ხარ.

საკუთარ თავს ვუვლი, გარშემო, წლებია,
მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,
ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათცნებიანს,
სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
ყველა იმ ნანახის მეკუბოვე,
ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.
Back to top Go down
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Sun Apr 26, 2009 11:28 am

გოქსუ

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

sunny cheers sunny flower
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Thu May 14, 2009 10:51 am

ნევრიტი

გამარჯობა, ბელა, მე რეზო ვარ,
ახალგაზრდა ჩარლზის სეკუნდანტი,
სიყვარულის კარის მეეზოვე,
მონატრების ექვსი მეხუთედი.

სიჩუმეა, ბელა, რა შორია
სანდალოზი სიზმრის სირენამდე,
ჭრიჭინების მანტო-მაჟორია,
მარტოობის ძველი მარინადი.

კონიაკი ბიჭებს დაელიათ
(გამიცნო და ცოტა გამიბრაზდე),
დამთენიას დაშნით დაელიან,
მიზეზი კი რაღაც სკაბრეზული.

მაპატიე პატი ბალაგანი,
მოჩაჩული სპლინის მოჩეჩება,
ღამეების ხიბლი გარეგანი,
ეტკინება, მაგრამ მოგირჩება.

სიბნელეა, ბელა, სიბერეა,
მერე რა, რომ შენიც დაიტოვე,
გუშინდელი ქარის სიბერეა,
მერე რა, რომ ჩემსას დავიტოვებ.

წაგებულთა მჩატე დუელია,
ნაძვნარებში ბედის მოგირჩება,
დაელოდე, დილას დაელოდე,
მეტკინება, მაგრამ მოგირჩება.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Mon May 25, 2009 10:23 am

გადაფრენა

"ამბობ ძველებურად არის ყველაფერიო,
მე კი, ძველებურად როგორ იყო, ისიც დამავიწყდა" გ. ა.


ასეთი წესია,
8:50-ზე ბაღს უნდა ჩაუარო,
სადაც ფანტანია,
ფანტანთან - სკამები, სკამებთან - ურნებიდან
გუშინდელ დღეს ცლიან
და რაც სათუოა მასში და საუარო,
უნდა გაატანო
(ეს - რაც შედარებით იოლად იკურნება).

უფრო მძიმედაა
საქმე აივანზე და ამის გამოცაა
დარდიან სახეზე
ფერთა ერთდროული კვდომა, ანდა უკვე
ქრობა, იმედია,
რომ ეს დიდხანს გასტანს, დიდია გამოწვევა
და დიასახლისი
ნელა დაბერდება. აქ მარჯვნივ გადაუხვევ,

სადაც სახლებს შორის
აქა-იქ დარჩენილ პატარა მონაკვეთებს
(ჩინურტიტრიანებს)
ჩქარ-ჩქარა გადაჭრის ტაძარი და ეს კადრი
(სხივებმოხრეშილი)
ახლო კადრებს შორის გადასვლას რომ აკეთებს,
ასე იტრიალებს,
ასე, ცხრა საათზე ზარების დარეკვამდე.

არაფერი უჭირს,
ორი-სამი წუთით აიღე შუალედი,
როგორ ახმაურდა
ქალაქი - როგორღაც ასეთი და ამგვარად,
რაღაც პერიოდში
თითქმის ყველაფერზე გულწრფელი უარი გაქვს,
რასაც, რა თქმა უნდა,
მერერამოხდამდეც იოლად დაამრგვალებ.

მერე რომ დაჯდე და
იჯდე და 18:30 საათამდე
მონიტორს უყურო,
ხანაც ფანჯარაში ბატების გადაფრენას,
ვიდრე შენს ფანჯრებთან
ამოსულ კორპუსს ერთ სართულსაც დაადგამენ,
ან ვიდრე უკანა
გზას ათვლი შავებად, თეთრებად, არაფრებად.
Back to top Go down
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Sun May 31, 2009 1:49 pm

როცა პროფესიოლალები კამათობენ, არის თუ არა რეზო გეთიაშვილი დიდი პოეტი. და ეს მაშინ როცა პოეტი ასეთი ახალგაზრდაა, უდაოა რომ ახლა თუ არა შემდეგისთვის ქართულ პოეზიას დიდი პოეტი შეემატება. რაც ჩემტვის პირადად ძალიან სასიხარულო მოვლენაა
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Mon Feb 14, 2011 9:07 pm



რეზო გეთიაშვილი

ბილიკი შენამდე

1994-1991


***
ჰო, მართლა, ყველას არ გაუღო კარები,
ისეთი კარგი ხარ, ღმერთსაც ვერ ვენდობი,
იმ უშნო წუთებსაც ნუ აეკარები,
რა იცი, უმიზნოდ სად დაგვათენდება
და წადი და მხოლოდ უთქმელად, უფიქროდ,
მას მერე მე ისე მაშინებს ფიქრები,
ჰო, მართლა, თუ შევხვდით, უბრალოდ, ვუცდი-თქო,
ვიღაცას ვუცდი-თქო
და ალბათ, ჩაქრება ჯიუტი იმედი
და წამომინდება
საღამო სიკვდილის, სიცხის და წვალების,
სულშიც რომ შემოდის მტვრიანი ამინდი
და შენი თვალები, სიზმრები, თვალები
და წადი, შენ წადი, მე უნდა გიყურო,
მე უნდა გიყურო თვალების დათხრამდე,
რომ გზაში ნიავიც არ გადაგეყაროს,
რომ ყველა ტკივილი მორჩეს და გათავდეს.
შენ წადი.. კარგია, როდესაც მიდიხარ
და ქარი თმებსა და სურვილებს ედება,
ახლა მე ვიცინებ, ვიცინებ დიდი ხმით
და აიშლებიან დამფრთხალი მტრედები.
ჰო, მართლა, სიცილი არ გადაგეყაროს,
როგორმე ავიტან უმიზნო მოლოდინს
და წადი, შენ წადი, მე უნდა გიყურო,
მე უნდა გიყურო, გიყურო ბოლომდე.


***
მზეში ყოველთვის რაღაცას ვკარგავთ,
სხვა არის ღამე..
მე შემიძლია დავუგდო ყური
შენს დუმილს, სადღაც, ქალაქის იქით,
სხვა არის ღამე ეჭვის და შურის
თითო ნატეხის და ღვინის ჭიქის
და როცა ვიცი, რომ ფიქრობ სხვაზე,
როცა გგონია, რომ ფიქრობ ჩემზე,
სხვა არის ღამე, შენსავით ნაზი,
შენსავით ბავშვი,
მენდე, ძვირფასო,
მე შემიძლია დავუგდო ყური
გაყინულ ქარში ფოთლები თოვას
და თქვი, რაც გინდა, შხამად თუ პურად,
დღეს ყველაფერი ჩემამდე მოვა
და თქვი, რაც გინდა, არ ვღირვარ იმად,
რომ შენ იფხიზლო ქალაქის იქით,
რა შუაშია ქარი და წვიმა,
ეს სხვა ღამეა - დაცლილი ჭიქით.
არ შეუშვირო მუჭები წუთებს
და არ მიადო სიცივეს ლოყა,
არ მაგრძნობინო, ძვირფასო, უცებ
რომ ჩვენი სევდა ერთ ქარში მოყვა,
თორემ ხვალ დილით რაც გინდა, ის თქვი,
თუნდაც ღამეზე მოყევი რამე,
ოღონდ დილამდე თუ გამყვა ფიქრი,
ოღონდ დილამდე თუ იქნა ღამე.


***
რა თანაგრძნობა, დიდი ხანია,
ბედნიერი ვარ ყველა გლახაკზე,
ახლა ქარია და მიხარია,
რომ ღვინო ძენძავს სულის ნახაზებს

და უცხო ქალი ისევ მაორებს
და ღიმილს მაყრის, როგორც ნაფთალინს,
რომ მოგონების სასაფლაოებს
დღეს უღვთოდ მოთხრის ღამე - აფთარი.

არ გამახსენდე, ახლა ქარია
და აყოლილი თვალის ზვირთები,
შენი ბრალია, ჩემი ბრალია
და გვიანია - ვერ ავინთები.


***
მაშინაც წვიმდა, თუმცა, ნაძვებში,
მხოლოდ ნაძვებში, მხოლოდ ქუჩებში,
მე ხელზე მედგა შენი ალერსი
და წვიმა იყო ჩემზე უხეში.

მერე დამითმე ცივი თითები,
მერე მაჯები, მზერა, ღიმილი
და ისევ წვიმდა, ალბათ, ბევრისთვის
ცოტა უაზროდ და სიმძიმილით.

ჩვენ კი წვეთების ხმებზე ვცეკვავდით,
სულს მიკაწრავდი თვალის წიწვებით,
მარჯვენა ხელში წვიმა მეკავა,
მარცხენა მკლავზე ზაფხულს ვიწვენდი.

შევცდი კიდევაც, ერთგან თუ ორგან,
მერე უეცრად აგვებნა გზები,
ერთად გახსენი შუბლი და ქოლგა,
წვიმას კი სურდა შუბლიც და თმებიც.

მაშინაც წვიმდა, თუმცა, ნაძვებში
და მე ვფიქრობდი სულ სხვა წვიმაზე,
წვიმს, მომენატრა შენი ალერსი,
წვიმს, იმის მერე, ალბათ, მეასედ.


***
ირიბად გახევენ სამოთხის ყორნები
თვალებში ნოემბრის ნაცრისფერ ცდუნებებს,
მე ვიცი, რომ მოხვალ ეჭვებით, ყოვნებით,
მე ვიცი, სიზმრები კვლავ დაგაბრუნებენ.

დაგვათრობს ყორანთა ძახილის ჯავარი,
დავყვებით ხეივნებს, რომ ისევ შეღამდეს,
მეტყვი, რომ რაღაცა დაკარგე მთავარი,
რომ ისევ შენა ხარ ბილიკი შენამდე.

მთვარე კი ამოვა რაღაცით ახალი
და უფრო ლამაზი, ან უფრო თავხედი,
რომ გულში ჩვენც ვიგრძნოთ ყორნების ფართხალი,
რომ ბოლოს ერთმანეთს სიშიშვლეც გავხადოთ

და თმებად ჩამოვლენ ზეციდან ყორნები
და უხმოდ დავყვებით სამოთხის ცდუნებებს,
ცხადია, რომ მოხვალ ეჭვებით, ყოვნებით,
ცხადია, სიზმრები კვლავ დაგაბრუნებენ.


***
მშიშარა ცრემლი - შემომჯდარი ჩალის ღეროზე,
ქარი და ქარის მოტანილი ქარი - გამჭოლი,
წაიღე სული, დემონი ხარ თუ ანგელოზი,
თუნდაც გაყიდე, თუნდაც დაგმე, თუნდაც გაჭორე.

რაკი ღამეა და სიკვდილზე ადრე მოხვედი,
რაკი მოხვედი და ჩალაზე მეტად მაფასებ,
არ მაპატიო, სამოთხე ხარ თუ ჯოჯოხეთი,
შენი ბოროტი სილამაზის ერთი ნაფაზიც.

ვიცი, ეს გრძნობაც ძალიან ჰგავს ქარის მოტანილს
და ეს ვნებები ხვალინდელზე ოდნავ მეტია,
მომწყინდა სული, ფერია ხარ თუ ჯადოქარი,
ერთი წამითაც არ დაგიშლი მასში ხეტიალს.

მაინც არ გჯერა, თუ არ გჯერა, ალბათ, არც არის
საჭირო, არც ეგ და არც ცრემლი - ჩალის ღეროზე,
დარჩი ჩემს სახლში, გინდა ყალბი, გინდა მართალი,
დარჩი ჩემს სულში, დემონი ხარ თუ ანგელოზი.


***
გარშემო ღამეა, ღამე და ღმერთები,
მე - გარეთ დამტოვა ჩემივე ოთახმა,
შენ - სიზმრის უცნობი ფერებით ერთობი
და მაინც ჩემი ხარ და მაინც შორსა ხარ.

აქ სადღაც სული და სხეული ერთდება,
იწყება სიჩუმის მტვრიანი ამინდი,
მე მინდა, ეს ღამეც იწამონ ღმერთებმა,
მე მინდა, დღეს შენი სიზმრები გამანდო,

გაღვიძებ, ძალიან მაღლიდან ეშვები,
თვალებს რომ გაახელ, იქნება გვიანი,
უკან ფერებია, შენს თმებს რომ შეშვენის
და მე მაქვს მიზეზი, რომ ვიეჭვიანო.


***
ადიხარ მაღლა, დაბლა ეშვები
და თმა კი თითქოს მკვდარი ქარია,
ადიხარ მაღლა, არ მოგეშვები,
ეშვები ისევ და გიხარია.

იცინი, ახლა არაფერს მალავ,
ისე წრფელია შენი განცდები,
ეს სიზმარია, ცხადია, არა,
ეს საზღვარია, ნუ გადასცდები.

უჯერებ ფეხებს, უჯერებ თვალებს,
აფრენაც გინდა და ძირს დაცემაც,
მტვრიანი გზებიც დგანან და მალე
თავბრუდახვეულს გაგიტაცებენ.

შენ კი იცინი, ადიხარ მაღლა
და მეშინია, ჰო, მეშინია,
აქედან ისე ახლოა დაღლა,
შენი ანთებაც დაღლის ჟინია.

ძირს კი ცხოვრება არაფერს მალავს
და გიცდის თეთრი გზებით - ეშვებით,
იფრინე, მიდი, თავიდან, არა,
შეჩერდი, ფრთხილად, დაბლა ეშვები.


***
როგორ წავიდნენ, როგორ მიმაგდეს,
ტუჩზე დაცლილი ღვინის ბოთლივით,
თუკი დავიცდი, ვიცი, დილამდე
იშრიალებენ ალვის ფოთლები.

მე მეტი ღვინო სულ არ მინდოდა,
აღარ ვუნდოდი, ალბათ, ღვინოსაც,
ისე წამიღო უამინდობამ,
ლამის დაკარგულ სულზე ვილოცო,

ლამის ვინანო, ლამის ვიტირო,
ანდა დავწყევლო შენი გაჩენა,
ანდა ციებამ შემომიტიოს
შენი სიკვდილის გადასარჩენად.

ცალკე ეს თოვლი, ეს ქარი ცალკე,
როგორ დავღონდე, რაღა ვიღონო,
იქნებ ფიცივით გავტეხო სარკე
და ვინმე სხვაში გამოგიგონო

და ვინმე სხვაში ვიძიო შური
თვალებზე, თმებზე, თმებზე, თვალებზე
და დავუბრუნდე დაგმობილ ფიქრებს
და დაკარგული სულის ხარვეზებს.

უბრალოდ, რაღაც გასართობს ვეძებ,
როგორ წავიდნენ, როგორ მიმაგდეს,
თუკი დავიცდი, ფოთლები ხეზე
იშრიალებენ, ვიცი, დილამდე.

თოვლი

თითქოს კვლავ ვხვდებით საათით ადრე
და ხვდები, წუხელ რომ შემაცია,
რომ ავეკარი ბაღებზე ფანჯრებს,
რომ ბაღებს შენი კაბა აცვია.

თოვლში მოვალო, არასდროს გითქვამს,
მე ყველა ფანტელს ვენაცვალები,
ჰაერი შენი კაბაა თითქოს
და ფანჯრებს სტკივა შენი თვალები.

ცხადია, სადღაც მაინც მიწყრები,
დილაა თოვლის და ცოტა ღვინის,
მინდა, გავიქცე და ცივ ფიფქებში
მოვიკლა შენი თითების ჟინი.

ფიქრები ფიქრებს ხელს რომ უშლიან
ალბათ, თოვლისთვის არის სულერთი,
ალბათ, ეს თოვლიც ჩიტის გულშია,
ალბათ, ვოცნებობ ჩიტის გულისთვის,

მაგრამ თუ გაწყდა დღეების ზოლი,
გულში გაჟონავს სიცივის გესლი,
ოთახში მოვა მუხლამდე თოვლი
და ჩემს სიცოცხლეს თოვლივით გესვრი.

იცოდე, თუკი შემომრჩა რამე,
სულ ერთიანად წავაგო მინდა,
რომ შევარჩიო ერთ-ერთი ღამე
და შენს თეთრ კაბას დავაჩნდე ბინდად.

თოვლად მოვალო, არასდროს გითქვამს,
მე ყველა ფანტელს ვენაცვალები,
ჰაერი შენი კაბაა თითქოს
და ფანჯრებს სტკივა შენი თვალები.

***
დღეს ვრჩები შენთან და ყველა წამთან,
ცხადია ყველა სიზმარი ხვალის,
დღეს სახლში შენი სურნელი წამყვა
და გულზე - შენი თითების კვალი.

რამდენი დამრჩა უთქმელი სიტყვა,
თუმცა, სიტყვები ვერაფერს შველის,
რომ უშენობაც საოცრად მიყვარს
და უშენობაც სავსეა შენით.

დღეს რჩები ჩემთან და ვყვები წამთა
უბრალო რიტმებს და სიზმრებს ხვალის,
დღეს სახლში შენი სურნელი წამყვა
და გულზე - შენი თითების კვალი.

***
საღამო და სანთლით დასვრილი მაგიდა
და შენი სახელი, ბედმა რომ დაწერა,
და შენი თვალები, ცისკენ რომ მაქეზებს
სრულიად უცნობი ფერების მიგნებით,
ფარდებთან ცა არის და ცაში დაგეძებ,
ყველაზე ბრდღვიალა ვარსკვლავი იქნები
დღეიდან, ბინას რომ დაიდებს ბაგეზე
სახელი, სიჩუმემ ყველგან რომ დაწერა.

ნელ-ნელა გაიხდის ჰორიზონტს, დაწვება
ქალაქი, ცას სარკის ნატეხად გაიხდის,
დღეიდან ყველაზე ვარდისფერღაწვება,
ყველაზე ბრდღვიალა ვარსკვლავი იქნები,
სანთელში ამოსვრილ და სანთლით საძებარ
სიზმრებში ჩნდები და ხელებში მიქრები,
შენს სახელს, სიჩუმემ ყველგან რომ დაწერა
და სარკის ნატეხებს კერპებად გავიხდი.


***
მე მინდა, მხოლოდ შენს ღამისფერ თმებზე ვფიქრობდე,
ასეთი სევდა, ალბათ, აღარც შეგეფერება,
მაგრამ გავა დრო, ეს დროც გავა მალე, იცოდე,
მე მოვალ შენთან და უაზროდ მოგეფერები.
გავა, გასული გაზაფხული აგივსებს თვალებს,
მკრთალი ღიმილი ვარდისფერად შეგეფერება,
ვიცი, იტირებ, მაგრამ მაინც მე მოვალ მალე,
მე მოვალ შენთან და უაზროდ მოგეფერები.


***
მიდის სიცოცხლე, მთვრალი უნდა შევება სიკვდილს,
გაივლის წლები და დარჩება ჩვენგან მტვერიღა,
დაასხით ღვინო, ვიდრე გული იწვის და იწვის,
გაავსეთ ჭიქა, რომ არ ვიქცეთ დარდის ხეიბრად.

უსასრულოა თეთრი ღამის ლურჯი თაღები,
ბიჭებო, ჭიქებს ერთი წვეთიც არ შეარჩინოთ,
ამ წუთისოფლის ციხესაც ხომ აქვს გასაღები,
როცა გულებში ნელა-ნელა იჭრება ღვინო.

ეს გაფრენაა! რა გაქცევა, გამქცევებს ვგავართ?
რად გვინდა თავი, თუ ოცნებაც ოცნებად გვექცა.
დრომ თვითომ იცის, უჩვენოდაც მშვენივრად გავა,
გავა წლები და მტვერი ჩვენი იქცევა ლექსად.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Sat Feb 19, 2011 7:54 pm

ლი

შეღამებაა. მაშინდელი. წიფლნარია.
ლი. მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.
გაღიმებაა. ქუჩა-ქუჩა. მიფლანგული.
ურნებიცაა. მავთულები. ამბები.

სისულელეა. ან რა სევდა. ან რა ჟინი.
ლი. დაბრუნებაა. გაქცევაა. ამბოხი.
შენი კანია დაქცეული არაჟანი.
შენი მზერაა გატეხილი ზამბახი.

ღამეებია. სათითაოდ. გასავლელი.
ლი. არაფერია. არაფერი. არავინ.
ოდნავ სიცივე. აქცენტია დასავლური.
ნაბიჯებია. თვლაა გადასარევი.

აფიორაა. სურვილები. სარეველა.
ლი. დედამიწაა. წარსულია. ამბოხი.
უცნაურია. სიტყვებია. ცარიელი.
მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.





სიყვარულით

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ

წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან _ მშობლიურზე უცხოდ.

არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.

Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Tue Jun 07, 2011 12:05 pm

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან...


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Aug 27, 2013 12:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Mon Jul 16, 2012 4:57 pm

რეზო გეთიაშვილი


შვედური ზღაპრები


წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი,
არც შენი კაბები, ერთად რომ დასველდნენ, მოწყენა, კაპრალი.
გშვენოდა, იცოდი, თვალებში პატარა ცრემლები მონახე
და მერე თვალებით, თითებით მიამბე შვედური ზღაპარი.

ეს იყო სულერთი, სულ ორი, სულ ცოტა, სიზმრები, ღმერთები,
რადგანაც უაზროდ, უარად ხმარობდი ღიმილის ილეთებს,
ისედაც, საერთოდ, ყოველთვის ვტყუოდით ჩვენ ორში ერთ-ერთი,
წვიმამ არ იცოდა მარტივი ტკივილი წერტილთა, მძიმეთა...

შენ კაბებს იხდიდი და სადღაც გარბოდი, იხდიდი ქალაქებს,
რომ უცებ ჩაგვერთო თითების თითებთან შეხების მუსიკა
და წლების გადაღმა წუთები, წამები, წვიმებით დალაქე
და შენი არყოფნაც მოფინე წვეთების მსუბუქი მუსლინით.

ეს იყო სულერთი და ავტო ლოშნიდა, ნივა, ავენიუს,
კეთრი პასეიზმი და გლიცინიები და საპირფარეშო,
რადგანაც მოგვართვეს წითელი, ყვითელი ტუჩების მენიუ
და ჩუმად გვფურცლავდა ნაპირთან მჯდომარე ვიღაცა გარეშე

და რადგან გშვენოდა, საშინლად გშვენოდა, ცრემლები მონახე,
ეს იყო სულერთი, სულ ცოტა, ღალატი და კაფე "მედუზა",
წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი,
არც შენი კაბები, სპლინი, მით უმეტეს, ზღაპრები, შვედური.

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Tue Jul 17, 2012 12:20 pm

მე არ ვიცი ვინ რას კამათობს, ჩემო სოსო, მაგრამ მე ვთვლი, რომ რეზო ძალიან დიდი პოეტია და შენი არ იყოს, მე ეს მახარებს.
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Wed Sep 19, 2012 2:34 pm

რეზო გეთიაშვილი

მკვდრების მანიფესტი


"მიდით, დახოცეთ ერთმანეთი"


ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქუჩა, ჩვენი საკანი,
აკლდამა, სადაც ამოქოლვას შობა ეწოდა,
უკვე ღიაა, უკვე იტევს უკვე საკმარის
სიმართლეს, რომლის გასასინჯად კუჭი გვეწვოდა

და უკვე ვიცით, როგორ უნდა, ანდა სად უნდა
წავიღოთ ჩვენი სულები და სად დავუმალოთ
თვალებს სამყარო - გამოხრული ასე სათუთად,
ხსოვნას დღეები - განვლილი თუ გარდაუვალი,

რადგან დაგვსაჯეს სამუდამო თავისუფლებით,
უადვოკატოდ, უცერბეროდ, უსერაფიმოდ,
რადგან ყველანი ერთმანეთით დავითხუპნებით -
უკვე დაიწყო, უკვე აქ ვარ, უკვე ვნადირობ

თქვენზე, წამები მთავარ როლებს ითამაშებენ,
სად მოგვიტანენ ცოდვა-მადლის მომთენთავ ჩეფირს,
გადაგვარჩევენ ჩვენს ნარჩენებს და დანარჩენებს
და სანამ მორგში პოლიციის დამპალი შეფი,

ალკოჰოლიკი ყასაბი და ბრექინგ-ნიუსთა
რეპორტიორი საქართველოს ჰიმნს იმღერებენ,
სალხინებელში მამა-პაპურ სუფრას მივუსხდეთ
ძმებით, ცოლებით, გამვლელებით, გამომვლელებით...

ჯერ ტყვიებია, ჯერ ქვებია, ჯერ ეკლებია,
მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, ბჭენი განიხვნენ,
ჯოჯოხეთიდან დღეს ისინი გვერეკებიან,
სულ რომ გვდევნიდნენ, სულ რომ იყვნენ და ყველგან იყვნენ.

ძველი კურსია ოცდაათი ოქრო და ლივრი,
ყველა ერთნი ვართ, მინუს ერთი რაოდენობით,
პანაშვიდებზე, რა თქმა უნდა, ვარდებით ვივლით,
ვარდებით მოვა პროზექტურის სამი ტენორი,

რომ დაამშვენოს ჭირის სუფრა და ჭირის არტი,
"ჩემი ხატია", ჰოდა იყოს, ან ვინ იდავებს,
თუ ჩვენს გაძეძგილ საფლავებზე აკრეფილ ვარდებს
თავისუფლების მოედანზე გადაზიდავენ.

მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება,
სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს - დასიცხულს,
სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად,
შენ სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო...

ვინც გადარჩება, ჩაიბარებს სულ ყველას ცოდვას,
ჩვენი სულების საუკუნოდ განსასვენებლად,
ჩვენ უკვე მზად ვართ ვემსახუროთ სამშობლოს, ჰოდა,
ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Wed Jul 03, 2013 9:01 am

რეზო გეთიაშვილი

ბაისიკლი


ადოლფ ეიხმან, ყველაფერი იოლია.
ადოლფ, ხანდახან სინდისია... არც არი.
ჩვენი ცხოვრება მოწამლული იორია,
ივრის ზემოდან ვაჭრობაა საცალო.

ახლა თბილისი ქვეყანაა ყვავილების,
უფრო ნაზია სანაპირო მარცხენა,
ხოლო სიკვდილი - საშინაო დავალება,
იასამნებთან იდიოტი დარცხვენა.

ადოლფ ეიხმან, მარშრუტია სანეტარო,
მატარებელი უცნაური რამაა,
ფრთხილად, გიყურებს ბაქოელი აიტანი,
მერე ტენანტი წითელქუდა რომეო.

ახლა მსოფლიო წაგებული თამაშია,
ხოლო პოეტი - გამოთქმაა ასეთი.
ჯამში დაისხამს დაბოღმილი მამაშენი,
ღამე ნომერი ორიათას ასერთი.

დიდებულია დაწოლის წინ მონტესკიე,
დადებულია კავშირები საშური,
მატარებელიც საუცხოო პროტესტია,
ხოლო შემდეგი სადგურია ხაშური.

შენი სისხლია დედამიწის ბრიოლინი.
მაუზერია, ნაძვნარია, აცალე.
ადოლფ ეიხმან. ყველაფერი იოლია.
ადოლფ.

ხანდახან სინდისია. არც არი..

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Sun Dec 15, 2013 1:51 am

http://youtu.be/TbFCSQeI7WE

საკუთარ ლექსებს კითხულობს რეზო გეთიაშვილი

"ტრაგედია"; "როცა თვალებში შემოდიან თბილი ნისლები"; "დაკოჭლება"; "ქავე გელ";

ლიტერატურული რადიოკაფე

Published on Oct 31, 2013


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რეზო გეთიაშვილი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
რეზო გეთიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: