არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო   Thu Jun 11, 2009 9:46 am



თამარ შაიშმელაშვილი

"საქართველოს რესპუბლიკა " # 4
შაბათი, 10 იანვარი, 2009 წელი


ამქვეყნად მესამედ მოვლენილი... "ქართული მწერლობა" "ინტელექტის" პირმშოა

სალიტერატურო ჟურნალი "ქართული მწერლობა" მესამედ მოევლინა ამ ქვეყანას. ჟურნალის სულისჩამდგმელია გამომცემლობა "ინტელექტის" თავკაცი კახმეგ კუდავა. სწორედ "ინტელექტის" ეგიდით, უკვე გამოიცა ჟურნალის ხუთი ნომერი.

"ქართული მწერლობა" 1926 წელს დაარსდა, როგორც სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველთვიური ორგანო. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი რედაქტორი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლო მიწიშვილი იყო. პირველივე ნომერში გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, პავლე ინგოროყვას, მემედ აბაშიძის, გერონტი ქიქოძის ნაწარმოებები.

1990 წელს ლიტერატურის ასპარეზზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ორთვიური ლიტერატურულ-კრიტიკული ალმანახი "ქართული მწერლობა" (რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი), რომელმაც ალმანახი "კრიტიკა" ჩაანაცვლა.

18 წლის შემდეგ კი სალიტერატურო ჟურნალმა მესამე ცხოვრება დაიწყო.

წინასიტყვაობა გვამცნობს, რომ ჟურნალი შეეცდება წინამორბედ "ქართულ მწერლობათა" უკეთესი ტრადიციები გააგრძელოს და ახალიც დააფუძნოს.

"ძალიან გვინდა, ეს იყოს ყოველთა ქართველთა ჟურნალი, ანუ ჟურნალი, რომელიც ამჟამინდელი საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებთა და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაშრიყ-მაღრიბის მახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში დამკვიდრებული ყველა ქართველის ინტერესებს გაითვალისწინებს და მოემსახურება.

რუბრიკით პოეზია ჟურნალმა წარმოგვიდგინა - ნინო სადღობელაშვილის, ემზარ კვიტაიშვილის, სელმა კოჩივას, გიორგი კეკელიძის, ნათია ნაცვლიშვილის, ნინო ნეკერიშვილის ლექსები. მხატვრულ პროზაში გაეცნობით ზაირა არსენიშვილის რომანს "სამთა კავშირი", ელგუჯა ბერძენიშვილის, ვანო ჩხიკვაძის, ზოსქარო (ზურაბ ლეჟავას) მოთხრობებს, ზვიად კვარაცხელიას "გამოცხადებას".

ჟურნალის ხუთივე ნომერში რუბრიკით "ესეისტიკა. დოკუმენტური პროზა" გამოქვეყნებულია ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის დღიურები "ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო".

"ქართულ მწერლობაში" გაეცნობით ახალ თარგმანებს: იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტის" დავით წერედიანისეულ თარგმანს, ალექსანდრ სოლჟენიცინის "ასე ჯობია საქმისთვის" (თარგმნა ვახტანგ პაიკიძემ), ვლადიმერ ნაბოკოვის "ლოლიტას" (თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა).

საინტერესო ნარკვევებს გაეცნობით რუბრიკით "ქართველები შინ და გარეთ", "კერძო კოლექციები", "ნობელიანტები", "წარწერიანი ეგზემპლარები", "პორტრეტები", "ერთი ლექსის ისტორია", "რეცენზია", "ინტერპრეტაცია", "წიგნები".

იკითხეთ "ქართული მწერლობა" და აუცილებლად გაიგებთ "რატომ წერს მწერალი", რატომ დგას ანა კალანდაძის შემოქმედება მსოფლიო კულტურის ისეთი შედევრების გვერდით, როგორიცაა "ვეფხისტყაოსანი", ალავერდის ტაძარი თუ ყინწვისის ანგელოზი, გაეცნობით მარტინ ვალზერის წიგნის კითხვის აუცილებლობის შესახებ, გალაკტიონ ტაბიძის წინასწარმეტყველურ ლექსს "გზა გამარჯვების", რომელიც თითქოსდა, აგვისტოს ომის მძიმე დღეების შთაბეჭდილებით დაიწერა...

"ქართული მწერლობა" პაატა ნაცვლიშვილის ორიგინალური კონცეფციითა და დიზაინით გამოირჩევა, რედაქტორია ლევან ბრეგაძე, სარედაქციო ჯგუფი: მაია კუდავა, ნინო მიწიშვილი, მეგი ობოლაშვილი, ნინო ყულოშვილი, გვანცა ჯობავა.

ჟურნალი ორ თვეში ერთხელ გამოდის და "ინტელექტისა" და "არტანუჯის" მიერ გამოცემულ ახალ წიგნებსაც გაგაცნობთ.


Last edited by გამრიგე on Sun Mar 21, 2010 11:51 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო   Mon Aug 03, 2009 5:05 pm

ბოoბო, შSეeნnაa დdიiდdიi კkაaცcიi ხxაaრr დdაa ეeგgეeბb აaმm ჯjუuრrნnაaლlიiსs რrაaმmეe აaნnაaკkრrეeფfეeბbიi დdაaსsდdოoთT აaქq, აaიi, აaნnაa კkაaლlაaნnდdაaძZიiსs პpოoეeზzიiაaზzეe ,ზzაaლlიiაaნn მmაaიiნnტtეeრrეeსsეeბbსs
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო   Sun Aug 16, 2009 3:24 pm

და ჩემთვის ძალიან ახლობელი ჟურნალი, მისი კოლექტივის ახლოს ცნობისა და იმის გამოც, რომ ჩემი დებიუტი ქართულ სალიტერატურო პრესაში ამ ჟურნალში შედგა... Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო   Tue Feb 16, 2010 5:09 pm

[url=][url=http://www.radikal.ru][img]


esec "qarTuli mwerlobis" axali nomeri..
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო   Tue Feb 16, 2010 5:10 pm

ჟურნალ ,,ქართული მწერლობის" ახალ ნომერში წაიკითხავთ:

ოთარ ჭილაძე. გამოუქვეყნებელი ჩანაწერები.

პაატა ნაცვლიშვილი. 44 პოსტმოდერნისტული 4-თანხმოვ(ა)ნება ახალი (ძველი) კოლექციიდან.
ოლესია თავაძე. გადამცდარნი.

დებიუტი - თამარ თოლორაია. კაპელა.

ზურაბ ცხონდია. რაც უნდა დუმილით მეთქვა.

ნიკო ნიკოლაძე. რუსეთის დამხობა და საქართველოს ბედი

ბერნჰარდ შლინკი. შაქრის მუხუდო (თარგმანი ბელა სურგულაძისა).

რენე კალანდია. ღვინისფერი პოეტის სევდა (ზურაბ გორგილაძის შესახებ).

წმიდა ალექსი შუშანია. საზომი სულიერი თავისუფლებისა (წერილი იონა მეუნარგიასადმი).

წიგნის პრეზენტაციები - ლიტერატურული ალილობა არტ-კაფე „ქარავანში“; პასტერნაკის ლექსები ქართულად.

წიგნები - „ინტელექტი“ გთავაზობთ; „არტანუჯი“ გთავაზობთ.

2010 წლიდან – იკითხეთ ყოველთვიური ჟურნალი ,,ქართული მწერლობა" წიგნის მაღაზიებსა და პრესის ჯიხურებში.
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო   Tue Feb 16, 2010 5:14 pm

ჟურნალი "ქართული მწერლობა" უკვე ყოველთვიური გახდაა..
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო   

Back to top Go down
 
სალიტერატურო ჟურნალ ”ქართული მწერლობის” გამო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ყოველთა ქართველთა სალიტერატურო ჟურნალი - სტუმრად ”ქართულ მწერლობასთან”-
Jump to: