არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5 ... 9, 10, 11  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Aug 10, 2009 9:03 am



***
ჩვილმა დაიძინა.დადუმდა დედა
და სახლში ვარსკვლავების
სიჩუმე შემოვიდა,
ვით ღმერთის გალობა...

***
სიყვარულის წიგნის ფურცლებივით
ანათებენ შენი ხელები...

***
ყოველი ლექსით ისე ხარობდა,
როგორც დედამიწა
ახალი ბილიკით...

***
და კრაზანებმა მაშინ გაწირეს,
ნისლზე ამოზრდილი ყვავილიდან
თაფლის წვეთი რომ ჩამოიტანა.

***
კოშკის ჩრდილისთვის
რომ არ დაებიჯა,
უფსკრულის ნაპირზე გაიარა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Aug 12, 2009 10:13 pm

სტოპკადრი

დგას ბიჭი,
როგორც ხორხთან- "მიყვარხარ!"
და წინდაწინ წითლდება გოგო.
სტვენს უდარდელად ბუჩქებში ჩიტი,
ელვის სისწრაფით იზრდება სოკო. . .
თვალებზე ჩადრით,
ქვავდება კადრი!

აგვისტო.
პარკი.
ნაგასაკი.(ან ხიროსიმა)
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Aug 13, 2009 7:33 pm



თამარ გაბროშვილი


***
ეჰ,ფრთები მომცეს,
რაღა ფასი აქვს
ახლა გაფრენას?!

***
ჩემი სიზმარი
ღრუბლისაკენ მიიპარება:
იწვიმებს ისევ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Aug 14, 2009 8:57 am



ჯარჯი ფხოველი


თ ი ხ ა

და მე
თქვენს შორის_
ცოდვილი თიხა,
ღმერთის ცრემლით მოზელილი,
სიტყვის ლოპრით შემკვრივებული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Aug 14, 2009 9:01 am

შოთა ჩანტლაძე

***
კრება.
აცხადებენ:_სიტყვა მოხსენებისათვის ეკუთვნის
ამახანაგ ხაჭაპურიძეს.მე ვგრძნობ შიმშილს და კრებას
ვტოვებ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Aug 14, 2009 9:05 am

ბესიკ ხარანაული

***
უცხო აზრი შენს შესახებ_
განა კეფა იმისთვის არ გვაქვს,
რომ მოვიფხანოთ!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ქართული   Thu Aug 20, 2009 12:58 am

თარგმანი

აპოლინერის ლექსის თარგმანი,
ვით ხელმეორედ,
გაცხელებული ფრანგული კეძი.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Aug 31, 2009 8:38 am



***
მხოლოდ ერთხელ-პირველი კოცნისას
იხსნება ყველაზე მშვენიერი
სარკმელი გულისა...

***
პოეტი და ბავშვები გავიდნენ,
სუფრაზე ხორხოცმა და
დანა-ჩანგლის წკრიალმა იმატა.

***
დიდი ხნის მერე მტრის სამარესთან
ატირებული ადამიანი_
სამყაროს მშვენება,ღვთის ბედნიერება.

***
და შეკრთა ქალი,
რადგან კაცის მკლავზე
სითბო იგრძნო სხვა სიხარულისა.

***
ღამიდან გადმოხრილმა
დღის მარგალიტები
მოკრიფა სივრცეში.

***
ისე უხდებიან სიტყვები ერთმანეთს,
მათ შორის ისეთი ნათებაა,_
მეცამეტე გოჭი გეგონება
სასვენი ნიშანი...

***
მთას მოეფარა ფრინველთა გუნდი_
თითქოს ცაზე გადაატარა
ნელმა ქარმა შიბი ვერცხლისა.

***
ერთად ნათდება ცა და დედამიწა,
ვით ტაძარში გული და გონება.

***
მწვერვალებს ასცდა
და გაუქრა
ტკივილი ფრთებისა.

***
"გულის ჯიბეში სალამური."
"კიდევ?" "ფურცელი და ფანქარი."
"ღირსია სამოთხისა,შევიდეს."

ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა
(სახლი სოფელში)

ჩვენ პირველ სართულზე,
მეორეზე სივრცე_
მეზობელი,მრავალშვილიანი.

***
და თვალებიდან შემოგხარიან
გულში დამალული ფიქრები.

***
პატარა ბიჭი პატარა ცელით
მოსათიბად პირველად გასული.
ახლაც მახსოვს მამის ღიმილი,
რატომღაც სევდიანი...

***
პოეტი შენ არა ხარ,
პოეტი შენშია...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Age : 44
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: ქართული   Mon Sep 14, 2009 11:07 pm

* * *
ითხოვს ხურდას, ითხოვს კაპიკს,
ერთ თეთრს ითხოვს – დიდხანს ნაფიქრს.
გენანება?
გიცვლის ადგილს...
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Sep 15, 2009 10:23 am



***
ხეს ცული შემოჰკრეს
და მის ტოტებში
მზემ ფერი დაკარგა.

***
ღრუბლების წასვლა ძილში იგრძნო,
გამსუბუქდა,გაფრენა მოუნდა
და გამოეღვიძა და იხილა
ცა ვარსკვლავებიანი...

***
ვიდრე ყვავილოვან მინდორზე,
ბილიკი ქვიშაზე უფრო ლამაზია_
იმდენად ლამაზი,რომ არა ჩანს.

***
ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან,
ხოლო მათი ჩრდილები
ცის სიღრმეში უჩინარდებიან,
სინათლედ ქცეულნი...

***
ვის ახსოვს სტილი,როდესაც ლექსი
გულიდან ისე ამონათდება,
როგორც მზე გაზაფხულის ღრუბლიდან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ქართული   Mon Sep 21, 2009 10:45 am

***

თოვს,
ზეცას უკეთესს
ნეტავ რას სთხოვ,
приятних снов,
let it snowwwwww...
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Sep 21, 2009 7:40 pm



***
დედამიწა_ ადამიანით,
ადამიანი_ბავშვით
და ბავშვი ყვავილით ამაღლდა.

***
და აღმართი,უკანასკნელი
და დაუსრულებელი,
სივრცეში დაიწყება...

***
ყვავილზე ბედნიერი ვინ არის?!_
ლოცვასა და გალობაში შემოეხარჯა
სიცოცხლე წუთისა...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ქართული   Fri Sep 25, 2009 2:02 pm

ეთერ თათარაიძე

(გვრიტო...)


გვრიტო, მითხარ
რა გლამნავს
ამ ღარიბულ ეზოში?

***
(მეაც ამინდს ველოდებ...)

მეაც ამინდს ველოდებ,
რაგვერც იის ფესვებ,
ანად საგაზაფხულოდ —
ყანებ გძლად ნათესებ.
გაზაფხულის ლოდნაში
მწყვეტი თვალებ-მყესებ.

***

წვიმა მე მგავ...)


წვიმა მე მგავ,
მე — იმას,
დარდით ღლილებ —
ვტირივართ.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ქართული   Fri Sep 25, 2009 2:16 pm

[quote="ვაჟა ხორნაული"][size=14]


***
ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან,
ხოლო მათი ჩრდილები
ცის სიღრმეში უჩინარდებიან,
სინათლედ ქცეულნი...



რაღა ვთქვა, ვიმეორებ მხოლოდ
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Sep 26, 2009 10:11 am

***
ეს უკვე სასწაულზე მეტია:
ცა და დედამიწა
გულში საუბრობენ.

***
საიქიოდან სააქაოში
გადმოსახლება რომ შეიძლებოდეს,
მხოლოდ მათხოვრები
და მონები დაბრუნდებოდნენ.

***
წვიმაში შევიდა,
წვიმის ლურჯი კარი
შრიალით მიიხურა
და გაუჩინარდა...

***
როგორ უხდება დედამიწას
ჩრდილის ფურცლებით დაბებკილი
სინათლის ხალათი...

***
სიყვარულის ფრთების სითბო
მოაკლდა სივრცეებს
და ქვეყენაზე სევდიანმა
სიცივემ იმატა...

***
ზოგიერთი ისე გაიცინებს,
თითქოს შენი სახის სიახლოვეს
ყინულის ნატეხმა
ან დანამ გაიელვა...

***
ჩრდილის შანდალში
მწვანე კელაპტარი,
რომელიც თეთრი ალით
ცას ესაუბრება...

***
როგორც გაზაფხულის
სივრცეში ფრინველები,
გულში შენი
სიტყვები ხარობენ.

***
შორიდან
ღმერთი
მოვიდა
შენთვის.

***
როდესაც სიმღერა
თავგანწირულ სიყვარულს ეძღვნება,
მაშინ წყდება გიტარის სიმი.


Last edited by ვაჟა ხორნაული on Sat Sep 26, 2009 11:58 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ქართული   Sat Sep 26, 2009 11:03 am

ვაჟა ხორნაული wrote:
***

***
საიქიოდან სააქაოში
გადმოსახლება რომ შეიძლებოდეს,
მხოლოდ მათხოვრები
და მონები დაბრუნდებოდნენ.


ამას ჰეგელი ტრაქტატად გაშლიდა.

ვაჟავ, ბოლო ლექსში სასწრაფოდ გაასწორე ორი კორექტურა, რომლებმაც ე.წ. "რელაქსაცია" ჩამიშალა.
კომენტარებს ვეღარ ვაკეთებ, რადგან კომენტარიც ხომ მეტნაკლებად ღირსი უნდა იყოს საკომენტაროსი
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Sep 28, 2009 6:33 pm





***
სამი სტრიქონიც საკმარისია,
როდესაც ზედმეტი
სიტყვების ჩამიჩუმი არ ისმის.

***
ხანდახან ისეთი სხივი გამოჩნდება
შუაღამის შორეულ სიღრმეში,-
დღე დაგავიწყდება...

***
ვარსკვლავთა მგალობელ სინათლეში
გული ქედანივით დაფრინავს...
რა ახლოს ყოფილან,ღმერთო,ვარსკვლავები!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Oct 15, 2009 9:37 am



***
წავიდა სოფელი,
ახლა ცარიელი
სახლები მიდიან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Oct 24, 2009 7:29 pm

***
გულმა იგრძნო გაზაფხულის
სითბო და ტკივილი
და უფრო განათდა სივრცე.

***
არ დაბერდება სიყვარული,
რომლის თვალებშიაც
დარდი და სიხარული ანთია ღმერთისა.

***
ერთადერთი,რასაც ღმერთი
ვერ ხედავს სამყაროში,
ესაა ბოლო დღე სიცოცხლისა.

***
ტკივილი აბრუნებს დედამიწას
და ამ ტკივილის ექოები
ერთურთის სიჩუმიდან ჩაგვესმის.

***
და არც ისაა შემთხვევითი,
ჯვარს რომ ემსგავსება
ფრინველი ფრთებგაშლილი.

***
სურნელი იის_და რა იისა!
ნიავი_დობილი დალალისა
და დარაიისა...

***
შედევრი ცისა და დედამიწის_
მდინარის ფსკერზე მოქანავე
ჩრდილი ორაგულის...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Oct 30, 2009 6:31 pm



***
ჩრდილ_ნათელის
აიწონა_დაიწონაა
სიყვარული...

წასვლა
-------------

მოსროლილ,თავახდილ ჩემოდანთან
დგას,როგორც სამარესთან,
და უთრთის თითები...

***
დამოკლდა ხმალი,
დაგრძელდა ყანწი
და უბედურება დაიწყო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Tekle

avatar

Female
Number of posts : 9
Age : 25
Location : Tbilisi
Job/hobbies : moscavle var :)
Humor : ...
Registration date : 29.09.09

PostSubject: Re: ქართული   Tue Nov 03, 2009 10:29 pm

I love you study
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Nov 05, 2009 10:31 am



***
გებრალებოდეს,ვისაც უდაბნოში
გაუშრა გული,ღმერთისგან მორწყული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Nov 06, 2009 12:33 am

Quote :
***
წავიდა სოფელი,
ახლა ცარიელი
სახლები მიდიან.

cheers
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Nov 12, 2009 9:39 am




***
მშვენიერი და შეუმჩნეველი,
როგორც ჩრდილი
ზარს შეფარებული...

***
მწვანე ქოხში მწვანე ლეიბი
ჰორიზონტთან მოთიბულ ბალახის,
საბნად ჰაერი სურნელოვანი
და ნიავს მოყოლილი სითბო ვარსკვლავების.

***
ღმერთის მზერა თუ არ ეხება,
არ დაიბადება
ყვავილზე ნამი,ფურცელზე სტრიქონი.

***
ადამიანს ვაზი შეუყვარდა,
ვაზს_ადამიანი
და ერთმანეთს დაემსგავსნენ
გული და მტევანი.

***
კაცმა სარკიდან ისე გამოხედა,
ქალმა იგრძნო,რომ აღარ უყვარდა,
და გულში კიდევ ერთი
ყვავილი ჩაუქრა...

***
მზესავით ჩუმად იარე ბაღში_
სადღაც ხიდან კვირტი გამოდის
და სადღაც კვირტიდან
გამოდის ყვავილი...


გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
---------------
მშვენიერი და მოულოდნელი,
როგორც უდაბნოში
ხე აყვავებული...

***
თვალებზე ღრუბლის ჩრდილი
გადაგივლის
და სევდას შეგატოვებს ზეცისას.

***
ფრენისას წამითაც რომ გაჩერდეს,
ფრინველი ცის ბზარი გეგონება.


მწვერვალთან ახლოს
------------------
და დიდხანს იდგა იმ ადგილას,
სადაც ერთმანეთს ეწვდებიან
თოვლი და ბალახი...

***
ის ღმერთზე ფიქრობდა
და ხატები აღარ ახსოვდა
და ხატები ხარობდნენ ამით.

***
ფერი_არა,
ხმა მახსოვს თვალების.

***
ხელი რომ დაგიქნია
უფსკრულში ვარდნისას,
შველა ითხოვა
თუ ამბორი გამოგიგზავნა?

***
მხოლოდ ერთხელ დააგვიანდა
და მაშინაც_
სიკვდილის მიზეზით...
და მერე სამუდამოდ მოვიდა.



Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Nov 30, 2009 9:28 pm



მუსიკალური სამკუთხედები
---------------------------------------

***
ყველას_უბრალოს და ბ რ ა ლ ი ა ნ ს
ძ ა ლ ი ა ნ უხარია,რომ ღმერთი ყველგანაა
და მზე სიყვარულის ზ ა რ ი ა.

***
გამოჩნდა ცა.განათდა მ თ ა წ მ ი ნ დ ა,
ტ ა ძ რ ი დ ა ნ გამოვედით
და გულში უფლის სიტყვა გ ა ბ რ წ ყ ი ნ დ ა.

***
ცის მელოდიები.დუმილი ქ ნ ა რ ე ბ ი ს.
ბ ზ ა რ ე ბი_სამყაროს შექმნის დროინდელი
და გულის სევდიანი თ ვ ა ლ ე ბ ი.

***
ბავშვობის დროინდელი კაბები_
ძაფების ლამაზი ფერმკრთალობა,
სურნელი შორეული ზღაპრების.

***
ღრუბელთა სიახლოვეს ავსება სურების,
გულები_უფლის სითბოთი დანამული,
მზის ნაპერწკლიანი ხნულები.

***
მოყვასი იმეტებდა,უფალი სწყალობდა,
გალობდა ხატში ამოსულ იასავით,
ცას ესაუბრებოდა წინაპრის კალოდან.

***
თვალები ფურცლისა_ინიციალები,
ივლისის ალები და ფიქრის ფორიაქი_
საიდუმლო ვინ იცის ზარების?

***
ფუჩეჩში გოჭებივით შემძვრალი ტაროები.
წყაროების ბროლი და მელოდია.
სურნელი ბეღლების.ნათება კალოების.

***
ბაღი მზესა და წყაროს ელის,
ნამო,ლელის სიხარული ხარ
და_მშვენიერება სამოსელის.

***
ლექსი,წყაროსავით მოქნილი
/ქორწილი გულისა და ზეცისა/,
უბრალო პაპისეულ დოქივით.

***
ბებერი ნივთები,წარსულის მტვრიანი,
ტიარის ფერფლი,წყალს გატანებული,
სიჩუმის სევდიანი შრიალი...

***
ბრკიალი ნაკადულის,კრიალა რკალები,
ზარების წკრიალი_მზის საგალობელი,
სიმშვიდე ქნარების...

***
თავდავიწყება თქორის,ხნულების,
მთრთოლი გულები და ყველგან,ყველგან
ფერები_ზეცის მოციქულები.

***
ბაღმა მოიწყინა დაღონდა წყალიო
ალიონს ვეკითხები(და მერე საღამოს)
სადაა ან როგორ არიო...

***
ბალახში სინაზე კრაველის
რაველის მუსიკა_სიჩუმის მშვენება
და მზესთან მოსაუბრე თაველი.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 11Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5 ... 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: