არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4 ... 9, 10, 11  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 12, 2009 9:12 am

შოთა ნიშნიანიძე
----------------------
ბავშვის სიბრძნე
-------------------
ალბათ არც ერთ ბავშვს არ უფიქრია,
არც არასოდეს შეშინებია:
რატოა თვითონ პატარა და სხვა რატომ დიდი?

***
თავს ისე ვიჭერ,
ვითომ ბრმა ვარ,ვითომ მუნჯი ვარ,
არც არვინ მერჩის,
არხეინად თავი ქუდში მაქვს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 12, 2009 9:20 am

თამაზ ბაძაღუა
------------------

***
ცრემლი კი როგორც მესამე თვალი
ბნელით ავსებულ ოთახს მინათებს,
მე იმ თვალიდან ამოვყურებ
შენს გულგრილობას.

***
ნუ მიენდობი ჩემს ცრუ ღიმილს,იგი კარია,
რომლის იქით ცივ სიბნელეში
მაგიდას უზის მობუზული კაცი და,როგორც
ჰორიზონტზე ჩამავალი მზე,
მხოლოდ საკუთარ თავს ანათებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 12, 2009 9:35 am

***
როგორ არ ვუგალობო ცას,
ზოგჯერ რომ შენს თვალებს გამოისხამს
და ზოგჯერ_ვარსკვლავებს...

***
ანგელოზის ჩრდილივით
ნათელი და ლამაზი სევდა.

***
ენატრებოდი...
შენი ფიქრის ექო ესმოდა.

***
სადღაა მეზობლობა შეხმატკბილებული,
როგორც შარვლისა და ხალათის.

***
არავინაა ქვეყნად ობოლი_
დედა რომ მიდის,მისი სითბო
არ ქრება სამყაროში...

** *
გულის სივრცეში შენი სიმღერა,
ვით წვიმა მზიანი...

***
ბავშვები_
კითხვები,ბრძენთაგან აუხსნელი,
რომელთა პასუხიც ღმერთის ღიმილშია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 26, 2009 8:45 am

გიორგი კეკელიძე


სიყვარულის სირთულეები
------------------------------

წამწამი წამწამზე მომადე
_
ახლა ჩვენს შორის ბეწვის ხიდია.


გასეირნება სევდის ბაღიდან
--------------------------------

ფერადმა მინდვრებმა გამიტყუეს
და
მომდგარი ცრემლი ჩავაბრუნე
_
თვალს წყალი დავალევინე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 26, 2009 8:57 am

***
საათის,კალენდრის,
კომპასის გარეშე.

***
ექოს მერე სიჩუმის ამაღლება_
პოეზია ცისა და მიწისა.

***
რაღაც თბილი და უნაზესი
იგრძნეს თვალებმა_
ყვავილის ფიქრი იყო?

***
ერთმანეთს სახეების სითბოთი
ესაუბრებიან...

***
”როგორ უხდება ჩემს ძმადნაფიცს
მეექვსე თითი”,_
გაიფიქრა მარცხენა ხელმა,
როდესაც მარჯვენამ ფანქარი აიღო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 26, 2009 2:33 pm

(მარტოსული გეოგრაფი)

რაც გამაჩნია, სულ ეგაა ჩემო საურმან!
ძველი მაგიდა, სავარძელი და კედლის რუკა...
რომელზეც ახლა, ობობა თუ დამოგზაურობს.



(ვარსკვლავები)

\"სულით ავადმყოფის სიმღერა\"

ჩემს უნაყოფო ოცნებებში რომ დახუნძლულა,
გარინდებული უსასრულობა....
და დედა დათვი შხამს მაწოვებს მიმხმარ ძუძუდან.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 26, 2009 4:36 pm


(მარტოსული გეოგრაფი)

რაც გამაჩნია, სულ ეგაა ჩემო საურმან!
ძველი მაგიდა, სავარძელი და კედლის რუკა...
რომელზეც ახლა, ობობა თუ დამოგზაურობს.



(ვარსკვლავები)

\"სულით ავადმყოფის სიმღერა\"

ჩემს უნაყოფო ოცნებებში რომ დახუნძლულა,
გარინდებული უსასრულობა....
და დედა დათვი შხამს მაწოვებს მიმხმარ ძუძუდან.

...
ორივე ლექსი მშვენიერია,
მკითხველს ასევე ძალიან მოეწონება
”პოეტების ქვეყანაში” გამოქვეყნებული სოსო მეშველიანის ლექსები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jul 28, 2009 1:23 pm

***
რა მიზეზია,
დღეს დილიდან,
ახლად მოოქროვილ ძველ ბეჭედს ვგავარ...
.........................................................
ალბათ გულში გამივლე!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jul 29, 2009 11:53 am



შოთა ჩანტლაძე
---------------------------------

***
აი,კვლავ მოვიდა გაზაფხული
და ჩემში იგი აღარ იწვევს სიახლის გრძნობას
და მე ვგრძნობ,_
თუ ვით იბადება ჩემში არყოფნის სურვილი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jul 29, 2009 11:59 am

renuari wrote:
***
რა მიზეზია,
დღეს დილიდან,
ახლად მოოქროვილ ძველ ბეჭედს ვგავარ...
.........................................................
ალბათ გულში გამივლე!



***
შენმა ხაიკუმ მკითხველი
წყალგაღმაც მოინადირა. bounce

მაღლიდან ჩიტი იძახის:
”ალბათ” კი არა,_ნამდვილად.
lol! flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jul 29, 2009 12:06 pm



***

კომედიაში ტრაგედიის
ნიავი უბერავს...


***

ქალი იმ კარს უნდა გაგონებდეს,
რომელიც
ერთ გასაღებს შეაბერდა.


***
წვიმასთან ერთად გადაიარა
მწვანე ჰორიზონტი.
”რა ლამაზი და-ძმანი არიან”,_
გაისმა სივრცეში...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jul 31, 2009 7:08 am




რამაზ ბერეკაშვილი
--------------------------


***
საკვები ხმაურობს_
გაიფიქრა კატამ,
როცა ბულბულის გალობა ესმა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Aug 02, 2009 12:52 pm



***
დედამიწა_
ზეცის ნაწილს აფარებული,
მოლოდინი ახალი ხმებისა,
მოლოდინი ახალი ვარსკვლავების.

***
მოვედი,კიდევ ერთხელ ვიმღეროთო,_
გაუცინა სინათლემ ჰაერს...

***
ლომის ბუნაგში არწივის ბუმბული-
როგორც სახსოვარი,
მწვერვალების ქარისგან მოტანილი.

***
აგერ,გაზაფხულიც_
კიდევ ერთი ნოველა ღმერთისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Aug 05, 2009 8:42 am



ჯარჯი ფხოველი


***
ზღვას სანაპიროს ქვიშა უყვარს:
გადმოჰყრის
და ისევ იბრუნებს...

თითებსველი და თმებგაშლილი ეთამაშება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Aug 05, 2009 7:03 pm

* * *

ტალღების ქიმზე ბილიკი გავჭერი,
შენსკენ მომავალი -
უფალო



დომინო

უგზოუკვლოდ ამოტრიალებულები
და არეულები,
ვლაგდებით ერთმანეთის ხელებში...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Aug 05, 2009 7:54 pm

მინდია wrote:
* * *

ტალღების ქიმზე ბილიკი გავჭერი,
შენსკენ მომავალი -
უფალო



დომინო

უგზოუკვლოდ ამოტრიალებულები
და არეულები,
ვლაგდებით ერთმანეთის ხელებში...

ორივე ლექსი მშვენიერია. cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Aug 05, 2009 8:00 pm



ბორენა ჯაჭვლიანი

----------------------------


***
რად არ ჩერდება დრო,
როცა ერთადა ვართ?!
ან უფრო სწრაფად
რად არ გადის,_
როცა ვერ ვხედავ?!

***
გინდა,წავალ,წავალ და
აღარასოდეს დავუბრუნდები
ჩემს თავს?!

***
არ შეგეშინდეს!_
მიწად ვიქცევი
და მაშინაც ფეხს დამაბიჯებ!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Aug 05, 2009 11:29 pm

ჯარჯი ფხოველი

ფურცელი მწარედ ამოიკვნესებს,
იმის ხორკლიან პირისახეზე
ცივსისხლიანი სტრიქონი რომ გაიკლაკნება...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Aug 06, 2009 10:04 am




***
ბიჭი დაიბადა და თოფის ქუხილმა
უკვე უბიძგა
ცოდვიანი ცხოვრებისაკენ...


მიწისძვრა

ტაძრის ნანგრევებში დაიღუპა
გულდაგონებადაჩრდილული ფანატიკოსი,
ხოლო გარეთ გადარჩა მთიბავი,
რომელიც ცელით ალამაზებდა
ტაძრისაკენ მიმავალ გზას...

***
სოფლის ნახევარი ქალაქში გადასახლდა,
ნახევარიც_სასაფლაოზე...
დავიწყებული წიგნის პწკარებივით
მკრთალია ბილიკები.

***
გაფრინდა სიყვარულის მერცხალი
და ვარსკვლავებს შორის აიშენა
ბუდე,ღმერთის პეშვივით უბრალო,
და მანამდე შეუმჩნეველი
ვარსკვლავები გამოჩნდა ცაზე.

***
ზმნა_ღვთაებრივი მომღერალი,
ზღაპრიდან მოვლენილი,
ქვემდებარე_ძუძუმტე მისი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Aug 06, 2009 8:33 pm



ჯარჯი ფხოველი

-------------------------

პ ი რ უ კ უ

კაცი ცას მოსწყდა:
გაფრინდა მიწაში...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Aug 07, 2009 8:31 am

დავით მჭედლური

***
დავეხეტები ქუჩა-ქუჩა,
დღეს არის ჩემი დაბადების დღე,
დედაჩემო!
შენი ჯვარი
დღეს უთუოდ შეირხეოდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Aug 07, 2009 8:45 am



თამარ გაბროშვილი


***
თოვს...
გაზაფხულთან საზიარებლად
უკვალავ თოვლში
შენკენ გამორბის ჩემი გული-
სპეტაკი გუნდა.

***
სიარულს სწავლობს ბავშვი,
მიწას კი არა,
ზეცას შეჰღიმის:
ღრუბლის ქულაც
ტაატით მიდის.

***
მზეზე გაუშლიათ
დედას პურები:
გულები რომ არ დაგვიობდეს,
ჩვენც ერთმანეთს
ვეფიცხებით.

***
კლდეთა პირდაპირ
დავდგები,რადგან
სიყვარულს ექო სჭირდება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Aug 07, 2009 8:47 am

ბატონო ვაჟაააა!

ჩვენ ლამის დავწყვიტეთ ერთმანეთი და თქვენ, ეს ტოროლა კაცი, პოეზიაში მძინართ ეკუთვნით თუ მღვიძართ, რატომ არ გაგვიმხელთ? Smile

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Aug 07, 2009 9:25 am



ქალბატონო სანათა,დილა მშვიდობისა.
ეს-ესაა,მივიღე მესიჯი შუმერის აღმოსავლეთიდან,
რომ ყველაზე ჭკვიანი ტოროლები ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფრინავენ...
ლამის ერთმანეთი დავწყვიტეთო,ამბობთ_თუ მწერლებმა ერთმანეთი დავწყვიტეთ,მართლაც,ცუდად ყოფილა საქართველოს საქმე.ნათელი აზრი იქ იმარჯვებს,სადაც კამათში ერთმანეთის სიყვარული იგრძნობა. sunny
...
გალაკტიონის შემდეგ საქართველოში დიდი პოეტი არ გამოჩენილა.გალას მერე მოვიდა რამდენიმე ძალიან კარგი და საკმაოდ ბევრი საშუალო დონის პოეტი.ალბათ,ეს გარემოებაცაა ივანე ამირხანაშვილის წერილის ერთ-ერთი მიზეზი.აქვე დიდ შვიდეულსაც შეგახსენებთ:შოთა რუსთველი,დავით გურამიშვილი,ნიკოლოზ ბარათაშვილი,ილია,აკაკი,ვაჟა და გალაკტიონი.თქვენ,რა თქმა უნდა,გეცოდინებათ,რომ დიდი პოეტი ისაა,ვინც ახალი,მანამდე უხილავი სივრცეები გადაგვიშალა-არსებობს ასეთი პოეტი დღევანდელ საქართველოში? Question Exclamation
...
გვყავს რამდენიმე გამოგონებული ”დიდი პოეტი”_დღეს ყველა საძმოს თავისი ”გენიოსი” გააჩნია.ამის შესახებ ხმას არავინ იღებს.
...
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,თქვენი კაფიების გადამკიდე(ძალიან ლამაზად ვიხსენებ იმ დროს)Smile მძინარე ვერ ვიქნები. king cheers queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Aug 10, 2009 8:35 am

ჯარჯი ფხოველი

მზის დაბნელება

მხატვარმა
ნახშირით დახატა
მზე...


სურათის ფრაგმენტი

ნისლის ქულა,
დილის ცაზე ამოჭორფლილი,
თმას შეიჭრის
მთვარის ნალევზე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 11Go to page : Previous  1, 2, 3, 4 ... 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: