არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, ... 9, 10, 11  Next
AuthorMessage
irinka
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 110
Age : 30
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 12, 2009 6:43 pm

კარგია აქ Smile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Jun 13, 2009 1:33 pm

შოთა ჩანტლაძე
-----------------
***
დღეს ჩემი დაბადების დღეა.
მაგრამ დღეს ხომ სხვების დაბადების დღეც არის. sunny
ვინ არიან ნეტა ისინი? Question
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Jun 13, 2009 9:10 pm

***
გაუჩინარებულ ვარსკვლავთა სიჩუმით
ცა გამოგაღვიძებს...

***
პასუხმა ისე დაიგვიანა,
რომ კითხვა დაბერდა
და გარდაიცვალა...

***
ბაღი გახუნებულ სიმწვანეში,
ვით ალბომში დედის სურათი.

***
ხმალს ხმალი მოეწონა,
სიკვდილის სუსხი
ნაპერწკლებად სცვიოდათ ფხებიდან.
წაიქცნენ მტრები და მათი აჩრდილები
სამოთხეში ძმებივით შევიდნენ.

ა ვ ტ ო პ ო რ ტ რ ე ტ ი
-----------------------
კალამი სანთელივით აიღო
და,როგორც სამოთხის კარს,
შეხედა ფურცელს...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jun 17, 2009 8:29 am

ბესიკ ხარანაული
---------------------

***
დედა_მარად გატრუნული
და მარად მოარული თითის წვერებზე_
იქნება შვილმა რამე კარგი მოიმოქმედოს.

***
ესაა ჩვენი ქართველობა!
ერთ პანაშვიდზე ნახავ ყველას
და ერთ კონცერტზე.

***
და განა ბერს არ წარმოუთქვამს:
_”ფუი,მაინც გავიფიქრეო”!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 18, 2009 6:36 pm

იეთიმ გურჯი
-----------------

დარდიანად დამიწყია მღერა,
ცოცხალი ვარ,მე კი არა მჯერა.
............
მე ახალი დარდი მიყიდნია,
წყალში ვდგევარ,ცეცხლი მიკიდია.


შოთა ჩანტლაძე
---------------------

***
ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს
და ჩემი თვალები გახდნენ მშვენიერნი,
რადგან ჩემს თვალებში
შენი სახის
ჩანდა ანარეკლი.

***
ხეებს ეწვივნენ ჩიტები_
თვალებში მოსვლის სიხარული და...
მომავალი განშორების სევდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 18, 2009 7:00 pm

***
დასალიერს
ჰკიდია ღრუბელი,
ვით ლეგა ხურჯინი,
მზის წითელი ქვებით გავსებული.

***
პირველი სიტყვა რომ გამოჩნდება,
თითქოს ფურცელსაც უხარია_
უფლის სახესავით ნათდება.

გაზაფხული

შენი სახლი თითქოს მწვანე ტალღებს
გამოჰყოლია სამოთხიდან
და აქ,მთის ძირას,
სალოცავების სიახლოვეს გარინდებულა.

***
ყვავილოვან მინდორზე დაფენილი
ჩრდილი დედისა და შვილისა_
როგორც დედამიწის ღიმილი.

***
გამოჩნდა გველი და ხვლიკის წიაღში
კიდევ ერთხელ ჩაირთო
პირფერობის კომპიუტერი.

მტრედი

როდესაც ფრთებს გაშლის,_
თითქოს სივრცემ გაიცინაო
და ფრთებდაკეცილი ემსგავსება
გულსა და მტევანს.

***
სიყვარულისთვის თუა ალესილი,
ერთ ქარქაშში ორი კა არა,_
ორასი მახვილი ჩაიგება...

***
ცოლ-ქმარი გაიყარა_
ერთი სიმი გაიყო ორად,
საკრავი დადუმდა.

***
ქალი_
მიმზიდველი და ძნელად მისადგომი,
როგორც ყვავილი,ანთებული
ჯეჯილის შუაგულში...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 57
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 18, 2009 8:57 pm

***
"აღუ...აღუო"-ღუღუნებს ჩვილი,
ანათებს ოთახს...
.................
ღმერთთან პირველად სიტყვა იყო...
-ეგ იქნებოდა!


Last edited by renuari on Thu Jun 25, 2009 6:35 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 18, 2009 9:21 pm


პირველად იყო....
------------------------
აღუ...აღუო- ღუღუნებს ჩვილი
და ჩემთვის ვფიქრობ:
ალბათ ეს იყო სიტყვა -პირველად
ღმერთთან რომ იყო...

...
მშვენიერია.
რატომღაც მგონია,რომ უსათაურობა მოუხდებოდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 21, 2009 1:05 pm

შოთა ჩანტლაძე
--------------------
მზე.ირგვლივ ხე არ არის.არ არის ჩრდილიც.
ჩემს გვერდით დგას მაღალი კაცი და მე მისი სხეულის
ჩრდილს შევეფარე.

***
მე შევახტი გაქანებულ ტრამვაის.შევვარდი შიგ.
ხალხმა შემომხედა,როგორც შემოხედავენ მოულოდნელ
სტუმარს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 21, 2009 11:33 pm

”შენ ხარ ვენახი” - შუა საუკუნეების ქართული იამბიკო და გალობა, დაწერილი საქართველოს მეფე დემეტრე I-ის (1097-1156) მიერ. კომპოზიტორი გალობისა უცნობია და ხალხურადაა მიჩნეული. „შენ ხარ ვენახი“ ერთ-ერთია იამბიკოების სერიიდან - „ღმრთისმშობელისადმი“, რომელიც დემეტრემ, სავარაუდოდ დავით გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნისას დაწერა. საკუთრივ გალობა, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია შუა საუკუნეების ქართული მრავალხმიანი მუსიკისა.


შენ ხარ ვენახი


შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.


Idea

http://ka.wikipedia.org/wiki/შენ_ხარ_ვენახი

Exclamation
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Jun 22, 2009 8:55 am

დიმიტრი მეფე
-----------------
მე-12 ს.

ღმრთისმშობლისა

ღმრთისმშობელი და ყოვლად პატიოსანი
დედა,ქალწული,შვენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი:
შენგან იშვების მეფე გვირგვინოსანი
და მას ჰმონებდეს მეფე მრავალ-ყმოსანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ქართული   Mon Jun 22, 2009 10:00 pm

მომეცით ჯოხი,უბრალო ჯოხი
მაწანწალას.
და გზა გამავალი ჰორიზონტზე.

*******


(სოფელი)

სრულყოფილებით დაშაქრული ზაფხულის ღამე.
ზეცას რომ გადამწიფებული ვარსკვლავი მოწყდა,
ჩაიშხუილა,
მსხლის ნაყოფმა ბნელ სიმინდებში.
შეირხა ფიქრი, შეტორტმანდნენ წარმოსახვები
და ათასწლიან დუმილიდან ამოვტივტივდი.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jun 23, 2009 9:18 am

სახრჩობელასთან
------------------
_თქვი რამე სიკვდილის წინ.
_იქ უფრო მეყვარება.

***
ცა და ფიქრი
ერთ ხმაზე დუმან.
გული და დედამიწა
ერთ ხმაზე ფეთქავენ.

***
ფერდობის ერთ ადგილზე ბალახი
სხვაგვარად მწვანეა,სხვაგვარად ბიბინებს,
მიუახლოვდები
და წყაროს იხილავ.

***
ბოლო ფოთლები.პირველი ფანტელები.
შეხვედრა ყველაზე მართალი წმინდანების.

***
გულიდან მონაბერი ნიავი
მტვერს აშორებს,
სიცოცხლეს უხანგრძლივებს
გონების ყვავილებს...

***
ყველაზე მართალი და
სასტიკი მაცნეები_
სარკე და საათი.

***
სიცოცხლე ქარის გავლით ფრენაა,
სიკვდილი_ამ ფრენის გაგრძელება
უხილავ სივრცეში...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 57
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jun 23, 2009 10:02 pm

ბრავო!
cheers
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 32
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jun 24, 2009 5:04 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
შოთა ჩანტლაძე
--------------------
მზე.ირგვლივ ხე არ არის.არ არის ჩრდილიც.
ჩემს გვერდით დგას მაღალი კაცი და მე მისი სხეულის
ჩრდილს შევეფარე.

cheers ძალიან
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jun 24, 2009 5:32 pm

შ ო თ ა ჩ ა ნ ტ ლ ა ძ ე
----------------------------

არწივი დაფრინავს მაღლა.იქნებ არ უნდა არწივს
მაღლა იფრინოს,მაგრამ მას არ შეუძლია მაღლა არ
იფრინოს,რადგან შეუძლია მაღლა იფრინოს,იქნებ
შენც ასე,სულო ჩემო,არ გსურს გიყვარდეს,მაგრამ
რადგან...

...

დიდი მადლობა მინდიას გამოხმაურებისათვის.

საოცარი პოეტია შოთა ჩანტლაძე,თანაც_ძალიან ტრაგიკული ბედისა...კარგი იქნებოდა,თუ ”პოეტების ქვეყანაში” გამოჩნდებოდა და მის ლექსებს ავახმიანებდით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 25, 2009 8:35 pm


თამაზ ბაძაღუა
------------------

ტვინგამოღლილი,
მუხლზე ხელებჩამოწყობილი,
ზიხარ მოწყენით არაფერი აღარ გაწუხებს,
გადაყვითლებულ გორაკიდან მოჟონავს ხმები_
სხვა გაზაფხულში გალობს შაშვი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 26, 2009 6:50 pm

შოთა ნიშნიანიძე
--------------------
ვლადიმერ მაიაკოვსკი
-----------------------
მისი სტრიქონი
საყვირია იერიქონის,
მეფე-ზარბაზნის იერის მქონე.

დონ-კიხოტის ასოციაცია
------------------------
ვიღაც ცხენდაცხენ ეხეთქება ქარის წისქვილებს,
თითქოს გიგანტი ბაბაჭუა ქსელავს ცის კიდეს.

გაზაფხული
--------------
როგორც ბიბილო მამლისა,
სოკო პარპალებს ალისფრად,
პატარა სოკო მზვერავად
გამოუშვია აპრილსა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 26, 2009 6:59 pm

შოთა ჩანტლაძე
----------------

***
როდესაც მე ვიცქირებოდი წარსულში,აწმყოში მოვიდა
ახალი წელი და იგი მე დავინახე წარსულში.

***
ჩემი რადიომიმღები ძლიერ მარტივია.
ღამღამობით იჭერს მხოლოდ აღმოსავლეთს
(სახლში ეხლაც ნარდს თამაშობენ და მე ვერ
ვამთავრებ ამ ლექსს).
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 28, 2009 9:00 am



***
ფესვების საუბარში უფრო მეტი
სითბო და ტკივილია.
რტოები ხშირად კოხტაობენ,დარდიმანდობენ
(განსაკუთრებით ყვავილობისას)
და ხე ავიწყდებათ...

***
როგორ არა...რედაქტორს ვახსოვარ,
მაგრამ(სამწუხაროდ)_
მხოლოდ გონებაში.

***
მგზავრები მიდიან თოვლში_
თითქოს ცას უახლოვდებიან
სითეთრის ბზარები...

***
ამ მწვერვალზე მზე იდგა წეღან,
ნაბიჯით გაგვასწრო და სახსოვრად
ოქროგარეული ნამი დაგვიტოვა.

***
ღრუბელთა შეერთების ხმამ გამოგაღვიძა
და თითქოს მეორედ დაიბადე,
თანაც_სამოთხეში...

***
ცისა და მიწის მუსიკასავით
წყარო მოწკრიალებს ზვავიდან
და თოვლს
მწვანე ჭაღარა ამშვენებს.

***
ფანქარი ისე ჩაუშვა ჯიბეში,
ვით ორმოში ფესვი ნერგისა.

***
სიკვდილ-სიცოცხლის მწვანე ორღობეში
მიდიან,შეხმატკბილებულად
საუბრობენ გული და გონება.
რა მოხდა მერე-კიდევაც უხდებათ,
ხანდახან ერთმანეთს რომ აუხირდებიან.

***
თუ არ განგიცდია,როგორ ფეთქავს
ფრინველი გულთან ახლოს,უბეში,
მეშვიდე ციდან ვერ დაგინახავენ.

***
ჩემი სიცოცხლე მტევანია,
მარცვალ-მარცვალ
შენთვის მოძღვნილი.

***
”ლ”-სთან კარგია,”ჰ”-სთან_უკეთესი,
მაგრამ ”ჭ”-სთან მგზავრობისა
რა მოგახსენოთო,_
ჩიოდნენ ხმოვნები,”ა”-განსაკუთრებით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Jun 29, 2009 9:25 am

შოთა ჩანტლაძე
------------------

***
მე უჯრიან ქაღალდზე დავწერე ლექსი.
უჯრებში სიტყვები თავს გრძნობენ,ვით ციხეში.
მერე ეს სიტყვები წავუკითხე ხალხს და სიტყვები ვიხსენ
ციხისაგან.
***

მწერალი წერს.მწერალს კალმიან ხელზე დააჯდა ბუზი.
აიქნია ხელი და ბუზი გაფრინდა.შემდეგ დახედა ნაწერს
და ხელი ჩაიქნია.

***
მაგიდაზე დევს სამელნე.
სამელნეში არ არის მელანი,
ან რა საჭიროა?..


Last edited by ვაჟა ხორნაული on Sun Aug 02, 2009 5:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Jul 04, 2009 9:21 am

***
იქ,უდაბნოში,მხეცთა შორის,
უფრო მეტი მადლი ყოფილაო,_
უთხრა ჭაღარა ტარიელმა
ჭაღარა ნესტანს...

***
დარდის ყვითელ ფერდობზე ამავალი
სიხარულის მწვანე ბილიკი_
ჰორიზონტთან რომ არა მათავრდება
და ცაში გრძელდება...

***
მონატრების მწვანე ტოტზე
გული და გონება
სამოთხის მტრედებივით ღუღუნებენ.

***
რა სევდიანად იღიმება
დედამიწა
სამშობლოს ჩრდილით.

***
ბოლო ვარსკვლავივით
ჩუმად და ლამაზად.

***
სასტუმროს სარკესავით
ივიწყებს სახეებს...

***
გულში ჩრდილი მანათობელი_
ნაკვალევი შენი დარდისა...

***
აღარც ცა.აღარც დედამიწა.
სიყვარულის ნათებაში
გამქრალა ორივე...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 05, 2009 6:21 pm

შოთა ჩანტლაძე
-------------------
***
არყის ზღვაში ვარ,
გამიტაცა ღვინის მდინარემ,
წვიმს წვიმა ხაშის
და უწინარეს
თოვს პური თონის,ფართე და თეთრი... cheers

***
ღამე,დარდები სიკვდილის დარი,
აღარც ღმერთი და აღარც ვედრება
და დარაბების მიჯნური_ ქარი_
ქალაქის ქუჩებს შეეკედლება.

***
ქარი ერეკება ტალღებს,
ტალღები მიაქროლებს გემს,
გემი ერეკება ტალღებს
და ქარი აფრებს სცემს,
სალამი ასეთ აფრებს,
სალამი ასეთ გემს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jul 08, 2009 8:11 am

***
დარდი და სიხარული_
ნაპირები მარადიული,
მდინარე ციდან მომავალი,
ჩვენ_მისი ტალღები...


***
ახალი დღის სარკმლებიდანაც sunny queen
შენი ხმა შემომხარის...

***
ქვეყანა_
მონატრების სითბოში გახვეული
და სიჩუმე,ვით ფიქრი გულისა.

***
მზის ამოსვლისას ვარსკვლავები
ისე გალამაზდნენ,
რომ ვეღარ ვხედავდით... cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jul 12, 2009 8:46 am

შოთა ჩანტლაძე
------------------

***
ჩემი სიმპატია_ქერა დალალები,
ქერა,იშვიათად ქერა.
ქერა დალალები და ვიწრო თვალები,
თვალები_გაჭრილი ცერად.
თვალები ცისფერი ფერად.

***
არ გსურდა სიცოცხლე და მაინც იცოცხლე,
არ გსურდა სიკვდილი და მოკვდი მაინც
და შენ აღარა გაქვს ეხლა სურვილები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 11Go to page : Previous  1, 2, 3, ... 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: