არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3 ... , 9, 10, 11  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jul 29, 2014 11:39 am

***
ფარდა გადაწეული
ყვავილოვან
ტოტზე ვარსკვლავი_
სამოთხის ფუტკარივით.
***
ქარმა მკლავზე გადაიწვინა
ნისლის ბალერინა
და გაუჩინარდა
მწვანე კულისებში.
***
ადამიანში
შეიჭრა ალკოჰოლი
და ბავშვი გააძევა.
***
მიწას გაექცა
და ღრუბელზე აუსხლტა ფეხი
და ჩრდილთან ერთად
გაქრა სივრცეში…

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Sep 08, 2014 9:57 am

***
და ჩუმად იტანჯება
როგორც ბალახი
კედელსა და მდინარეს შორის.

***
ტალღები არა ჩანან
ოკეანე სიღრმეში ღელავს
მზე როცა ამოდის.

***
უდაბნოში რომ გაგეღვიძება
და გარშემო
უნაპირო სიმწვანეს იხილავ_
ესაა უფალი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Sep 27, 2014 1:18 pm


***
ხის კენწეროდან
ნისლზე გადაცოცდა
და მზესთან
წავიდა ჭიანჭველა.

***
ხმებმა_ვერა
ექოებმა იცნეს ერთმანეთი
შორეულ სიჩუმეში.

***
დედას შეუძლია
მოიხსნას ჩრდილი
და შვილს მოახვიოს.

***
სიყვარული
არ დამთავრებულა_
თითქოს ცას მოეფარა დროებით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Oct 04, 2014 2:10 pm

***
“ამას აქ რა უნდა?!”-
კითხვა,რომელიც ხშირად ისმის
სამოთხესა და ჯოჯოხეთში.

***
მაგრამ ზოგჯერ ხომ ბედნიერი ხარ,
როგორც ჰაერი-
გარმონის წყვდიადიდან
სიყვარულის მუსიკად გამოსული.

***
ახლოს,ტყეში,ქედანი ღუღუნებს,
გულმა ხმა შეუწყო
და ფიქრი ბედნიერი მსმენელია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Oct 07, 2014 9:52 am

***
მთელ სამყაროს უღიმის ღმერთი-
მწვერვალებზე
თენება გამოჩნდა…

***
როგორც ბაღს ფრინველები,
გულს შეჰფარებიან
დარდი და სიხარული.

***
სინათლის სიჩუმით იკარგები
და ფურცელზე
ლექსად ამოდიხარ…
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Oct 11, 2014 4:58 pm

***
დარდმა გზა გაუნათა სიხარულს
და მეორე ნაპირზე გავიდნენ.

***
ქარაფის ჩრდილში
წყაროს წყალს სვამდა
მგალობელი ბულბულივით
თვალდახუჭული…

***
დედა როცა მღერის
მზეში ოქრო უფრო ყვავილობს
და სიჩუმეს თვალები უბრწყინდება.

***
მამის გაცრეცილი ხალათი
დაახურა მძინარე ობლებს
და მკრთალი ბინდიდან
უფრო მშვიდი სუნთქვა მოისმა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Nov 19, 2014 10:41 am

***
რატომ არ გებრალებით
ამდენს რატომ ალაპარაკებ?-
უჩურჩულეს ყურებმა ენას.

***
სულ სხვა სითბო და სიჩუმეა
შანდალთან რომელზედაც
ერთადერთი სანთელი ანთია.

***
სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში
დედის ხსენებაზე
ცრემლით ენამებათ თვალები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Dec 17, 2014 9:07 pm

***
შვილის თმაში ჭაღარა შენიშნა
და მის ცხოვრებაში დაიწყო
დრო წელში მოხრისა…
***
ჰაერის ხელი
ჩამჭიდა სინათლემ
და ცისკენ მივდივართ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Dec 18, 2014 10:26 am

***
ბაღს ქალი ალამაზებს
უღრანს_კაცი
უდაბნოს_ორივე.
***
ხეები_ერთმანეთს მინდობილნი
და ჩაჭიდებულნი
ვით ფერხულის მოცეკვავენი.
***
იმ ტოტზე
რომელსაც ნათურა ჰკიდია
ბუდეს არ მოიწნავს ფრინველი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Dec 18, 2014 10:29 am

***
კვამლის ციყვებმა
თამაშ-თამაშით
აირბინეს კოცონის ტოტები.
***
პატარძლის მძივი_
ბედნიერი
წუთების ასხმულა.
***
გემი მუცელგამობზეკილი-
ფეხმძიმე ქალივით…
***
თვალებიც საოცარი_
ტყის ჰაერივით
ლამაზად დაბინდული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Dec 21, 2014 11:00 am

***
ისეთი მგზავრია_
ღრუბელი დაუცდის
და ჩრდილით გაათბობს.

***
მზე და ობობა
ზოგჯერ ქსელში
ერთადა ჩანან
და ღმერთს ეღიმება.

***
ქარიდან გამოსულმა
ღრუბელში დაისვენა
და მზესთან მივიდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Dec 24, 2014 11:45 am

***
ერთმანეთის კვალში
ლამაზად ჩამდგარნი
საათის ციფრებივით.
***
შუაღამისას წვიმა აშრიალდა
და კარადიდან გაიპარა
თეფშზე მიხატული ყვავილი.
***
ღმერთო
რა ლამაზია ცამყარი
ერთმანეთს
საფეთქლებმიდებული
მტრედების თვალებში.
*
ახალი წიგნიდან-"მზესთან ერთად მავალი".
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Dec 29, 2014 11:47 am


***
ფრთამოტეხილ
ფრინველს მოგაგონებს
ფანჯარა_
ნახევრად მოღიავებული.

***
აყვავებულ ხეობაში
ნისლის ტყუპებს
შეუძღვა ნიავი.

***
როცა ქარში საყელოს აიწევ_
ღმერთსა და ბუნებას
უკვე აღარ ეკუთვნი მთლიანად.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ***   Mon Jan 05, 2015 12:46 pm

ვულკანის მეზობელი
------------------------

***
ცა უფრო განათდა
როდესაც ღმერთმა
დაგიძახა ადამიანიდან.

***
გარდაიცვალა მეფე
და იმ ქვეყანაში
აჩრდილები
შეკრიბა საომრად.

***
გაღუნულ_დაჟანგული
ქარქაშიდან გამოძვრა ხოჭო
აბლაბუდის ბერეტით.

***
ნათქვამი_არა
უთქმელი
ახსოვდა სიკვდილამდე.

***
უცნობი ყვავილი_
მერცხლის ლოყასავით
თბილი და პატარა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jan 11, 2015 12:48 pm

***
გაღუნულ-დაჟანგული
ქარქაშიდან გამოძვრა ხოჭო
აბლაბუდის ბერეტით.

***
ნათქვამი-არა
უთქმელი
ახსოვდა სიკვდილამდე.

***
უცნობი ყვავილი-
მერცხლის ლოყასავით
თბილი და პატარა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Feb 27, 2015 6:55 pm

***
სინათლე სახლში შემოვიდა
მზე გარეთ დარჩა
როგორც ბედნიერი მშობელი
უმშვენიერესი შვილისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Mar 01, 2015 6:45 pm

***
როგორც ბაღიდან სურნელება
ლექსი გამოვიდა გულიდან.

***
სხვაგვარად ამშვენებ
ცასა და დედამიწას
ჰორიზონტზე რომ დაგათენდება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Mar 04, 2015 7:18 pm

***
სინათლის
სარკმლებიდან მოისმის
ჰაერის გალობა…
***
დედა აღარაა…
სამყარო უფრო მშობლიური
ხმით მესაუბრება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Mar 10, 2015 7:36 pm

***
ლექსი იბადება
და ხარობენ გული და გონება
როგორც ერთი ვენახის წყაროები.
***
სიყვარულისთვის გულგახელილი
ტაძრის ზარივით ლამაზხმიანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Mar 24, 2015 9:30 am

***
სივრცეს მინდობილი
ყვავილს განდობილი
დედამიწასავით
ერთ ადგილზე ვერგაჩერებული.

***
საღამოს სახსოვარი_
ჩრდილის ხალათი
სინათლის ღილებით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri May 01, 2015 6:25 pm

გამოვიდა ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" ახალი,მე-9 ნომერი,რომელშიც თქვენი მონა-მორჩილის ლექსებიცაა გამოქვეყნებული.გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
***
ჩრდილი-
ზეცის ბარათი
რომელშიც ღმერთის
სითბოა გახვეული.
***
დღის ბოლოს სარკეში
უკვე ის აღარა ხარ
რაც მზის
ამოსვლისას იყავი.
***
ხარობენ ნაპირები
მდინარის შოლტებით
და მუჯლუგუნებით.
***
და ლექსი იბადება
ვით ფერი თენებისა
მწვერვალებს შორის.
***
უერთმანეთოდ
სევდა და სიხარული
ღარიბნი არიან-
დღისა და ღამისა არ იყოს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu May 07, 2015 9:27 am

***
ანტენები-
რკინის სარეველა
საუკუნის სიცივით
მორწყული.

***
ფეხები წამდაუწუმ
ასწრებენ ერთმანეთს
და მაინც
სულ ერთად არიან.

***
მტრის ნასახლართან
გაფერმკრთალდა
და თავი დახარა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri May 22, 2015 10:56 am

***
მამამ-წამლებით
ხოლო დედამ
თვალებით უმკურნალა.


***
ღრუბლის ჩრდილი
გამოდის მდინარიდან
და მინდორზე
იშლება მანდილებად.


***
ნელი ქარისაგან
გადახრილ ყანას
გაგონებს ნაწერი
გაკრული ხელით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ***   Fri Oct 30, 2015 6:26 pm

***
სიზმარში გნახა_
მდინარეს მიჰქონდი
და ცხადში გამოვარდა საშველად.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ***   Mon Mar 07, 2016 9:20 am


***
ერთი ჯოჯოხეთიდან
აიჭრა სილურჯეში
მეორე-სამოთხიდან
და ბუდე მოიწნეს
მეშვიდე ცაზე...

***
ბედნიერი თაგვივით
ფუსფუსებს მაუსი
და ხალისიანობს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 10 of 11Go to page : Previous  1, 2, 3 ... , 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: