არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3 ... 8, 9, 10, 11  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 16, 2013 11:22 am

***
დედის წიაღიდან
დროულად გამოდის
ხოლო შემდეგ...

***
არადა_
რა ადვილი სათქმელია
“ზის კაცი მაგიდასთან.”

***
ბოლო ღერები და წვეთები
ბუდე მოწნულია
ხარობენ_ერთმანეთში დაფრინავენ.

***
ცის სიჩუმე ჩაერია
ხეების საუბარში
უცნაურად განათდა უღრანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 27, 2013 7:20 pm


***
ცა უფრო განათდა
როდესაც ღმერთმა
დაგიძახა ადამიანიდან.

***
გარდაიცვალა მეფე
და იმ ქვეყანაში
აჩრდილები შეკრიბა საომრად.

***
გაღუნულ_დაჟანგული
ქარქაშიდან გამოძვრა ხოჭო
აბლაბუდის ბერეტით.

***
ნათქვამი_არა
უთქმელი
ახსოვდა სიკვდილამდე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 30, 2013 8:55 pm

***
დედის სამოსს გაგონებს
შემოდგომის ღრუბელი
მზით გახუნებული.

***
ყვავილს ხელისგულის
სითბო გადაუსვა
და მათ შორის
ფუტკარი გაირინდა.

***
ან იმ სასწაულს
როგორ გადმოსცემ
ღრუბლები რომ
ნათდება ქვემოდან
და მზე ჯერ არა ჩანს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jul 02, 2013 10:57 am

მიწისძვრა
----------
ყვავილიდან ფრთანატკენი
ფუტკარი ჩამოვარდა
მდინარემ წაიღო
ჩრდილის ღილი
სინათლეს აწყვეტილი.

***
“რატომ?” იქ გაისმის
სადაც არ იცნობენ
ერთმანეთს გულები.

***
სიცრუემ
მშიერი ფრინველივით
სიმართლის ნამცეცები აკენკა.

***
საიქიოში იგრძნო დედამ
შემოსვლა შვილისა
და ჩრდილი გაებზარა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jul 09, 2013 12:29 pm

***
ღმერთის თითებივით
სხვადასხვა ზომის
და ერთმანეთზე მშვენიერი
სალამურები…

***
როდესაც ცისარტყელამ მონათლა
სიხარულისაგან შვიდი თვალი
გაეხსნა სალამურს…

***
რომელი უფრო მშვენიერია
ღვთისმშობელი თუ
სამოთხის გაზაფხული?

***
გუშინ გუშინწინ
ამასწინათ_
თითქოს ჭაში ჩადიხარ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jul 18, 2013 3:04 pm

***
ღრუბელი დაიბინდა_
თითქოს მის სიღრმეში
ლამპას ჩაუწიეს.

***
ყვავილები მხოლოდ ერთხელ_
გარდაცვალებისას
ხუჭავენ თვალებს…

***
ჰორიზონტების იქით და მაღლა
სინათლე გალამაზდა_
გაზაფხულის დღეები მოდიან.

***
განსაცდელის დროს
უფრო ახლოს
მივდივართ ერთმანეთთან
როგორც ზამთარში
მდინარის ნაპირები.

***
დედა აკვანთან
ვით წყაროსთან
ხე აყვავებული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Aug 11, 2013 9:55 pm

***
ვარსკვლავების მოყვასი თუა
მეხიც რომ დაეცეს
უფრო გაბრწყინდება გული.

***
და შიგნიდან დააკაკუნა.
“მობრძანდით”,-სამყაროს ხმა
შემონათდა პატარა ოთახში.

***
სევდა-ლამაზი და ნათელი
როგორც ბინდი
ვარსკვლავებს შორის.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Aug 19, 2013 4:35 pm

***
პოეტის ხალათი-ძველისძველი,
ძმობილის ნაჩუქარი,
თითქოს შემოდგომის
ჩრდილისგან შეკერილი.

***
ფანდური-ღვთაებრივი კუნძული
ყველაზე მშვენიერი,
ყველაზე ბედნიერი სამების.

***
როცა ქარიშხალია,
არწივი მაღლა-მაღლა მიფრინავს,
ყორანი დაბლა-დაბლა ეშვება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Sep 09, 2013 8:26 pm

***

ბავშვი დაიბადა-
ჯერ ღმერთმა დალოცა
და მერე-
სიცოცხლემ და სიკვდილმა.

***
ცა,გულში ანთებული,
დედის წიაღიდან გამოგყვა-
უამისოდ ბრმა იქნებოდი…

***
ორწერტილი- ყველაზე უბრალო,
ყველაზე უანგარო,
ყველაზე გულახდილი ტყუპები.

***
წერტილებმა და მძიმეებმა
ტირესა და ძახილის ნიშნისგან
ჯვარი შეკრეს
და კითხვის ნიშნის სამარეს დაადგეს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Oct 10, 2013 7:05 pm

***
იმ ქვეყანაშიაც
გავათბობთ ერთმანეთს
საძირკვლის ქვებივით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Oct 23, 2013 7:45 pm

***
ბაბუაწვერაზე მძიმე
არასოდეს ყოფილა
საფულე დედისა.

***
მაგრამ ზოგი მწვერვალი
იმისთვის არსებობს
რომ მზერით შეეხო მხოლოდ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Nov 01, 2013 7:37 pm

***
წიგნი დაიხურა
ლოგინი გაიშალა
დადუმდა ონკანი
და გაუჩინარდა ბნელში
ნათურა თავდახრილი.

***
უცებ მქისე ხმაურით
გაიღო ფანჯარა
და კედელს მეზობლისას
სილასავით შემოჰკრა
სინათლის ანარეკლი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Dec 02, 2013 12:50 pm

***
პასუხმა სივრცე გაუნათა
და კითხვის ნიშანი
გაიშალა და სანთელს დაემსგავსა.

***
ბიჭმა შორიდან გაუღიმა
და სანთლის ალივით
შეირხა გოგო...

***
აიწონა-დაიწონა:
დარდი და სიხარული
სიყვარულის საქანელაზე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Mar 19, 2014 9:52 am

***
როგორ გაიხარებს
გამოღვიძებისას
ფრინველი
რომელსაც დაესიზმრა
რომ ფრთები აღარა აქვს.


***
თოკი გაუწყდა
ფიქრი_არა
და იმ ფიქრთან ერთად
წინაპრებთან
მივიდა მთამსვლელი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Mar 24, 2014 9:49 am

***
დადუმდა სივრცე
და უფრო გალამაზდა
ხმები და ექოები.

***
იცინის როგორც იასამანი_
მწვანე საყელოში
მზის წვეთები რომ ჩაუცვივდება.

***
ვის ახსოვს წვიმა
ერთი ღრუბლისაგან
ან_სიტყვა
ერთი ბაგით ნათქვამი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Apr 03, 2014 3:08 pm

***
ცხოვრება-ხანჯალი
დარდი და სიხარული-
ვით ხანჯლის პირები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Apr 16, 2014 11:31 am

***
სამკაულები_
მზიან წვიმას
რომ მოგაგონებენ
და გვირილასავით
მბზინავი საათი.

***
ზომითა თუ ხასიათით
სხვადასხვანი არიან
საათის ისრები
მაგრამ ერთ ფუძეზე
შეხმატკბილებულად ცხოვრობენ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Apr 30, 2014 10:20 am

***
ხე ბედნიერია-
ქარისაგან
ნატკენ კენწეროზე
შეყვარებული ფრინველები
რომ ჩამოსხდებიან.

***
ხვლიკი ზვინის
სიღრმიდან გამოძვრა
თბილ ქვაზე წამოგორდა
და ტკბილად ჩაეძინა-
მოსულა გაზაფხული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon May 05, 2014 9:32 am

***
ყოველთვის
როცა ფურცელთან მიდის
ქუდს იხდის კალამი.

***
დედის მანდილი-
ღმერთის სითბო
ქსოვილად ქცეული.

***
მდინარეში-ნავი
ნავში-ადამიანი
ადამიანში-ოკეანე
ცეცხლწაკიდებული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 01, 2014 1:38 pm

***
ზურგს უკან
ხელებდაწყობილი
უსაქმური ადამიანივით
დაბაჯბაჯებს
ფრინველი ქვიშაზე.
***
მრავალწერტილი
ცრემლს გაგონებს:
ხან-სიხარულისას
ხან...
***
პოეზიის მწვანე ხელებში
სიყვარულის
თეთრი ჩირაღდანი
ერთად მგალობელი
ჩრდილი და სინათლე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Jun 07, 2014 3:05 pm

***
ჩრდილი ჩრდილს მოეხვია
და სინათლის სამკაულები
უსახსოვრეს ერთმანეთს.

***
ღრუბელი
ერთ ადგილზე მოძრაობს
დამშვიდდნენ ხეები
ბუმბული დალაგდა.

მტრედები
------------
ჯერ თავები შეახეს ერთმანეთს
მერე-ნისკარტები
თვალებად თითქოს სიხარულის
ცრემლები ასხიათ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jun 11, 2014 9:48 am

***
ზოგი ექო
გულში იძირება
და ზოგი-სივრცეში.

***
მზე და გვირილები
იქარგება
ქათქათა ტილოზე
და სიხარულისაგან ციმციმებს
ნემსი-შვილიშვილი შუბისა.

მიწისძვრა
-------
ჰაერს ბუდე ეტკინა
ფეხქვეშ
კენწერო გამოეცალათ
და ღრუბელში
შეფრინდნენ ჩიტები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Jun 16, 2014 9:48 am

***
ქარმა ხეს აქა-იქ
შერჩენილი
ნაყოფი მოსწყვიტა
ხოლო შეყვარებული
ფრინველები-ვერა.

***
სადღაც თოფმა იჭექა
და სტრიქონი შეჩერდა
იმ ნაკადულივით
კალაპოტში
ლოდი რომ ჩაუდგეს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Jun 30, 2014 10:49 am

***
ფრთები რომ ჰქონდეს_
სივრცეს შერჩებოდა
სიცოცხლის ბოლომდე.

***
ხე წაიქცა მაგრამ ბუდე
ჰაერში დარჩა
ღმერთის ხელისგულზე.

***
გაწვიმდა…წამოდგა
გაშალა ფრთები
და ბუდის
გუმბათივით მოჩანდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jul 09, 2014 7:03 pm

***
ლომი მზეს უყურებდა
და არ გაუგია
როგორ გადაახტა კალია.

***
საერთო ტკივილი
როგორც ბზარი
ფრესკისა და კედლისთვის.

***
ყვავილოვან მინდორზე
იჩხუბეს
და ზვავზე გადავლისას
შერიგდნენ.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 9 of 11Go to page : Previous  1, 2, 3 ... 8, 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: