არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3 ... 7, 8, 9, 10, 11  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Feb 09, 2012 12:20 pm


***
და უცებ:თვითმფრინავი
როგორც ცის ერთი ნაპირიდან
მეორისკენ ნასროლი ქვა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Feb 28, 2012 4:28 pm

***
ელვისაგან დახანჯლულ ჰორიზონტზე
უფრო დიდხანს ცოცხლობენ ყვავილები
და ბოლოს ზეზეურად კვდებიან.

***
ტალღებს მიაქვთ ყვავილის ფურცლები
და შენი ლექსები გახსენდება
ბავშვობის დროინდელი...

***
სულ შენშია
ვით სითბო ყვავილში
და მაინც გენატრება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Mar 07, 2012 9:11 pm

***
სევდა-ლამაზი და ნათელი
როგორც ბინდი
ვარსკვლავებს შორის.

***
სიცოცხლე წავიდა და დარჩა ხმა
თავის მშვენიერ ძუძუმტესთან
დუმილთან ერთად...

***
შენში ცუდი ხმები არაა
როგორც აბლაბუდა
ვარსკვლავებს შორის.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Mar 27, 2012 6:40 pm

***
როგორ გიყვარდა...
გაზაფხულის
ცასთან ერთად გესიზმრებოდა.

***
შენ ახლა შორსა ხარ
და გულის ულამაზეს ნაწილად
ქცეულა შორეთი...

***
სიკვდილი_ხიდი სინათლისა
სიცოცხლის მხარეებს
შორის გადებული...

ხ ა ტ ო ბ ა
----------
ადამიანი_
იასავით თავდახრილი
ღმერთის წინაშე...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue May 08, 2012 10:07 am

***
როგორ არ ამღერდება ფიქრი,
ღრუბლებს რომ ასცდები
და მწვერვალი შენით ამაღლდება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Jun 04, 2012 9:57 am

***

ქალი და კაცი დაიღალნენ

ერთს ხელი ჩასჭიდა ღმერთმა

მეორე უბეში შეიფარა...



***

და ლამაზად გარდაიცვალა

როგორც ჰორიზონტზე

მზიანი წვიმა...



***

ჩაკეტილი ონკანი გაგონებს ადამიანს

რომელსაც პირზე ხელი ააფარეს

და სათქმელი არ დაასრულებინეს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Jun 13, 2012 10:23 am

***
ტალღები არა ჩანან
ოკეანე სიღრმეში ღელავს
მზე როცა ამოდის.

***
ყვავილის გაშლის ხმას
უფრო გაიგონებ
ვიდრე დედის ნაბიჯებისას
აკვნის სიახლოვეს.

***
რამდენი რამე გავიწყდება
რამდენი რამე გახსენდება
წაქცეული ხე როცა ყვავილობს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 22, 2012 2:27 pm

***
რომელი უფრო ტანჯულია_
ოტელო თუ ფერმკრთალი ყვავილი,
ლიანდაგებს შორის ამოსული?

***
თვითონ რაც არ გითხრა,_
მის ჩრდილს აწერია,
მოწყენით მიმავალს...

***
და დიდმა დარდმა პატარა სიხარული
მგლებს გადარჩენილი ბატკანივით
ჩაიკრა გულში...

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Sep 23, 2012 9:58 pm

***
მზის ამოსვლისას დაიბადა
პირველი სიყვარული
და ფეხი აიდგა დედამიწამ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Oct 06, 2012 5:32 pm

***
სიკვდილი მეორე ტაიმია
რომელსაც მოჰყვება
დრო დამატებითი…

***
აყვავებულ ნერგს
მხარი მოარიდა
და ბაღმა დალოცა.

***
ქარს რომ არ დაებერა,_
სიმწვანეში მოკიაფე
ყვავილებს ვერ დაინახავდი.

***
გვალვაში საკუთარ
ჩრდილს მოიხსნის
და გადაგაფარებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Oct 18, 2012 9:56 pm

მერცხლის თვალებში ცა სევდიანია_
მისი ბუდე შორსაა დარჩენილი
გაბზარულ კედელზე…
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Oct 25, 2012 3:44 pm

***
რა მშვენიერია სიცოცხლე
როდესაც სამშობლო
სახეა გულისა…

***
ქართული ანბანი-თითქოს ფურცელზე
სამოთხის ყვავილებს დარჩენიათ
ერთმანეთზე ლამაზი ჩრდილები.

***
ქორწილი სიჩუმის და გალობის-
კიდევ ერთი
ღვთაებრივი ხმა დაიბადება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Oct 31, 2012 9:40 am

***
სითბო და სინათლე_
სიყვარულის
ძირძველი ნათლიები.

***
სიკვდილმა სავალი გაუწმინდა
და მწვერვალზე ავიდა სიცოცხლე
უკვდავების ყვავილის ასანთებად.

***
ცის
სიჩუმით იგრძნობ
როგორ მენატრები…

ვ ა ჟ ა_ფ შ ა ვ ე ლ ა
-----------------
მოცელა სიმწვანე იონჯებიანი
სათიბის მეორე ნაპირიდან
თვალცრემლიანმა ლანდმა გამოხედა
და იცნო:მინდია…

***
ჩამოვარდნილი
ბუდის ადგილზე
ჰაერი გაბზარული.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Jan 12, 2013 7:19 pm

***
მამის სიცილი
ელვას გახსენებს
დედისა-ვარსკვლავებს.

***
თვალების სიღრმეში
აუმღვრეველი ბინდის მიღმა
ნათება უცნაური...

***
მაგრამ ხშირად ვერ შეგიმჩნევია
ნათება უთქმელი სიტყვებისა
ნათქვამი სიტყვების ჩრდილში.

***
საკრავი დუმს
სიმებს ერთმანეთის
მუსიკა ესიზმრებათ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jan 25, 2013 6:29 pm

***
ვარსკვლავები ამაღლდნენ
და მათ შორის მანძილები
დარჩა უცვლელი...

***
როდესაც ცისარტყელამ მონათლა
სიხარულისაგან შვიდი თვალი
გაეხსნა სალამურს...

***
წყაროს ირგვლივ
ჩამომსხდარ მგზავრებს
გაგონებენ საათის ისრები.

***
უბედნიერესი სამეზობლო-
ფურცლები
სიყვარულის წიგნში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Feb 01, 2013 1:45 pm

***
ფერდობზე მწვანე სტრიქონები
ზედ კრავები
ვით ღმერთის სიტყვები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Feb 10, 2013 7:21 pm

***
სამყაროში
პირველმა ღამემ
პირველი დღის ნაკვალევს გახედა
და გაიფიქრა:"არ გამეორდება."
მაშინ დაიბადა პირველი სევდა.

***
არც სივრცის ხმაურმა
არც ბაღის შრიალმა-
გულის ფიქრმა გამოაღვიძა.

***
იების ჯგუფი
ხრიოკის შუაგულში-
აქ ალბათ ოდესღაც
წყარო კამკამებდა.

***
ნისლიდან
ირემი გამოვიდა
და ნისლი გამკრთალდა-
თითქოს მის წიაღში
სანთელი ჩაქრაო...

***
დედამიწის
ბზარიდან ჭიანჭველამ
სხივის ნაწყვეტი ამოიტანა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Mar 13, 2013 10:41 am

***
სიყვარული
ასი წლის შემდეგ
იმ ხეს ხომ არ დაემსგავსება
ორიოდე ფოთილიღა
რომ შემორჩენია...

***
სიცოცხლე
სასწაულზე მეტია
როდესაც გულები
ერთმანეთში
ვარსკვლავებს ხედავენ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ქართული   Sat Mar 16, 2013 12:43 pm

ნოემბრის წვიმა ჩამორეცხავს სიყვითლეს წიფელს,
ერთობ ტკბილია შთაგონება, მჟავეც და მწიფეც.
ნისლში ჩაყვინთა ვაშლის ბაღმა და შემოდგომა
ფოთლების ფერად, რბილ ხალიჩას, სასახლის წინ ფენს.


* * * *

ამ ციცქნა ლექსში, ხან პატარა სევდას ჩატევ, ხან
ნაწვიმარ ფოთლს, დაშლილ ბუდეს. დღე თუ მჩატე ხარ
ფიქრო, ამ ღამის სიშავეში ისე მძიმდები,
მგონია მამის სამარესთან მიწას ჩატეხავ.


* * * *
ეს დასეტყვილი ფოთლებია, ჭარხლის, ბოლოკის,
ტყე გაირინდა, დატბორილი მინდვრის ბოლო კი
ჩამავალ მზეზე ალაპლაპდა და იწყებოდა
ანდალუსია, ჩემი გრძელი სიზმრის პროლოგი.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Apr 02, 2013 12:11 pm

***
ბზარი
ჩუქურთმასთან გაჩერდა
გადარჩა ტაძარი.

***
უთანასწორო
ჭიდილში დაღუპული
მებრძოლივით აგდია ქვიშაზე
გამორიყული ხიდი.

***
თითქოს ვიღაცამ დაუძახაო
შემობრუნდა
და მზე დაინახა
ღრუბლიდან გამოსული.

***
ისევ გადაურჩა
ქარიშხალს ყვავილი_
ნასახლარის ქვას მოფარებული.

***
სათვალეს მრავალი
წიგნი თუ ხელნაწერი
გაუქრა ხსოვნაში
მაგრამ გარდაცვლილი პატრონის
ცრემლის სითბო არ დავიწყებია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
lukkoo

avatar

Male
Number of posts : 14
Age : 25
Location : .........
Job/hobbies : ........
Humor : ........
Registration date : 19.05.12

PostSubject: Re: ქართული   Sat Apr 06, 2013 4:31 am

ლიპიდური ცვლის დარღვევა -ცხიმოვანი ცვლის მოშლა.
შედეგია უმაძღრობის, სისხლის აღრევიანობის.
ქართველმა საჯიჯგნად, რომ ისევ ქართველს ხელო მოკრა
გამოუდო ფეხზე-ფეხი
და სიცოცხლე უკმარისი კიდევ უფრო შეუმოკლა.
(ნახევარზე მეტის მეტი,
ღაღაბგადმოგდებულები)
ასეთია შემზარავი რეალობის პეიზაჯი.
(ნახევარზე მეტის მეტი
თითმის ორი მესამედი)
ლიპიდური ცვლის დარღვევას ებრძვის მედიკამენტებით.
ამ დროს სადღაც ქუჩის ბოლოს
შიმშილს ებრძვის ბავშვთან - დედა
და ასეთი ქუჩის რიგებს
ყოველდღე და ყოველწუთას -განუწყვეტლივ ემატება.
დედა შვილებს იმედებით,
სამოწყალო ხურდის ქისით აპურებს და
თითქმის ორი მესამედი
ნახევარზე მეტის მეტი და უფალიც, მწყალობელი
მშიერთ შიმშილს აყურებდა.







აზრი მაინტერესებს, ამაზე თქვენი და დამიწერეთ თუ ძალიან არ შეწუხდებით.
Back to top Go down
View user profile http://........
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Apr 14, 2013 10:10 pm

***
როგორ არ გაიხარებს არწივი
უფრო მაღლიდან სხვა არწივის
ჩრდილი რომ დაეცემა...

***
სიყვარული
ასი წლის შემდეგ
იმ ხეს ხომ არ დაემსგავსება
ორიოდე ფოთოლიღა
რომ შემორჩენია...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed May 29, 2013 7:30 pm

***
ოჯახი- წიგნია
მამა-
ყდები და თავფურცელი
დედა-
სითბო ყოველი გვერდისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 07, 2013 6:55 pm

***
თოვლის
მწვანე თვალებში ცრემლია
და მწვერვალზე
ყინული მიკრთალდება.

***
მოწყენილი ბუებივით
მოჩანან კირჩხაზე
შარშანდელი თივის ნარჩენები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 14, 2013 10:47 am

***
გოგომ საიდუმლო
გაანდო ტალღებს
და ზღვაში მდინარეს
უცნაური ნათება შემოჰყვა.

***
ზღვა როცა მშვიდია
ხეები უფრო ანათებენ
და ბინდი
მკრთალდება ღრუბელში.

***
მაგრამ რომელიღაც თაიგულს
სამოთხეში
კრაზანა შემოჰყვა...

***
ღმერთმა
იცის იმ ფერის სახელი
სიმღერისას
გულზე რომ გადაგდის.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 8 of 11Go to page : Previous  1, 2, 3 ... 7, 8, 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: