არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3 ... 5, 6, 7 ... 9, 10, 11  Next
AuthorMessage
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 51
Age : 52
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ქართული   Tue Jul 27, 2010 10:04 am

***
ღმერთის მზერა თუ არ ეხება,
არ დაიბადება
ყვავილზე ნამი,ფურცელზე სტრიქონი.

***
ადამიანს ვაზი შეუყვარდა,
ვაზს_ადამიანი
და ერთმანეთს დაემსგავსნენ
გული და მტევანი.

!!! - ...მენატრება თქვენი ლექსი -
იდუმალი ამბობანი...
და - სრულქმნილი პოეზიის
სასწაულის განდობანი...
flower
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Aug 23, 2010 6:01 pm








ახალი წიგნიდან

"სიყვარულის ძაფზე ჩამოქნილი სიცოცხლის სანთელი"

(გამომცემლობა "თობალისი",2010)



***

გარდაცვალებისას ერთნაირად

მშვიდდებიან და ფერმკრთალდებიან

ადამიანი და ყვავილი...



***

ვით მზიდან სითბო

მისი გულიდან

სიყვარულის ხმა მოეფინება.



***

ხის ბედნიერება:

ფრინველი ცამ მოსწყვიტა

ნაყოფი-დედამიწამ.



***

ჩრდილი-

მზისა და დედამიწის

სევდიანი,ჩუმი სიმღერა.



***

სივრცეში აისის სითბო შემოვიდა

და ძილში გაეღიმათ

ჩვილსა და ყვავილს...



***

ვარსკვლავი ჩაქრება

და ძილში შეკრთები

და სივრცე დაგამშვიდებს.



***

სიმწვანე იბადება

და სიხარულისაგან

მაღლდება სილურჯე.



***

შპალერის ყვავილს

ლურსმანი მოარიდა

და უკვე იცი არავის გაწირავს.



***

ნიავი-

ჰაერის მელოდია

სინათლის დობილი.



***

როგორც მელოდია

ბაღიდან ბაღში

სიცოცხლიდან

სიკვდილში გადადის.



***

რა მშვენიერია სიცოცხლე

როდესაც სამშობლო

სახეა გულისა...



***

ჯაგებმა ვერც ახლა შეამჩნიეს

მოჭრილ ხეში

სინათლის ჩაქრობა.



***

სამოთხის სამანთან

ფეხი საკუთარ

ჩრდილზე მოუცურდა.



***

როგორც სურნელება ყვავილში

შენშია

და მაინც გენატრება...



***

ვით გამთენიისას ვარსკვლავები

სიმღერაში

სიტყვები ქრებიან...



***

ცა თითქოს სამძიმარს მეუბნება-

ღრუბლის ჩრდილი მოვიდა

დედის სამარესთან...



***

ჰაეს ანი შეჰყვარებია...

"ქალის ასე შორიდან მოყვანა?!"-

გაოცებულან რაე და სანი.



შ ე ხ ვ ე დ რ ა

-------------------

მტრედებივით უახლოვდებიან

მაგიდაზე ხელები ერთმანეთს.



***

წამიერად გამოჩნდა

როგორც ნიავის გადავლისას

ყანაში ყვავილი...



***

"ხელი ჩამკიდე"

იქ გაისმის

სადაც სიყვარული არაა.



***

იქ სადაც ჩვენი ხმები

ერთმანეთს შეხვდნენ

სივრცემ ფერი იცვალა.













Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Sep 28, 2010 10:26 am


***
სოკოები-
თეთრბერეტიანი,
გულუბრყვილო ლილიპუტები.

***
რა ქნას ბალახმა-ნამის წვეთებით
ვით მოიგერიოს
რკინისა და შუშის მახვილები?!

***
ერთ სიტყვას ამბობენ
სანთლის ალი
და ქალის თვალები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Oct 01, 2010 10:23 am

***
სიმღერა-ნათელი
და ხალისიანი
როგორც სანერგეში ჰაერი.

***
უთქმელი სიტყვების ექო-
გულის სიღრმეში გამოვლილი,
სიზმრის მელოდიად ქცეული.

***
დღისა და ღამის ბედნიერება-
ერთმანეთისაკენ გადახრილი
გულების ღიმილი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Oct 07, 2010 4:55 pm

***

ისევ ისა ხარ-

დეკემბრის სივრცის ნაპირებზე

მაისის ყვავილების მკრეფელი.


***

ესაც ცოდვაა-ენის წვერზე

ეშმაკის ნაპერწკალი

რომ გაგირბენს და შეიგინები.


***

ღმერთის სიჩუმიდან გესაუბრებიან

ზეცა და დედამიწა

და უფრო მშვენიერი

ნაპირები ნათდება სამყაროში.


***

სინათლე იბადება

გიშრის მარცვლებივით

ბზინავენ ხოჭოები.


***

ერთმანეთს შეხარიან

როგორც ერთი

ნაქარგის ყვავილები.


***

დროშა-სევდით დამძიმებული-

ვით დედა დაჭრილ შვილზე

სამშობლოს ნანგრევებზე დახრილი.


***

ხელადა სოფლიდან წამოიღეს

და ქალაქში რკინის მილს შეუდგეს

და უკვე აღარ ბრწყინავდა წყალი

და უკვე აღარ მღეროდა ხელადა.


***

სამარის ნაპირთან

ერთადერთმგზავრიანი

ნავივით მომდგარი კუბო.


***

ადრე მზესა და ვარსკვლავებს

შევხაროდი

ახლა მე მზე და ვარსკვლავები

სამყაროს შევხარით.


ღამის დასასრული

-------------------

ქუთუთოები

ნაპირებს დაუბრუნდნენ

და ღმერთის სითბოს

ხედავენ ერთმანეთში

სივრცე და თვალები.


***

ღამეს ვაცილებთ

მე და დედამიწა

და დილას ვეგებებით.


***

მდინარის შუაგულში

ერთ ქვაზე

თბებიან კრაზანა და ფუტკარი.


***

უცნაურად შრიალებს მდინარე-

თითქოს ახსენდება

პირველი წვიმა და პირველი ელვით

განათებული ცა და მწვერვალები.


***

წაიქცა სახლი და მზეს ესმოდა

როგორ კვნესოდა წინაპრის ჩრდილი

ლოდქვეშ მოყოლილი...


***

მწვერვალები.კიდევ მწვერვალები-

თითქოს საკუთარ თავს გასჯიბრებია

დედამიწა ზეცის სიყვარულში.


***

ცეცხლწაკიდებული წიგნიდან

თანხმოვნებმა

ჯერ ხმოვნები გამოიყვანეს

და მერე-ერთმანეთი.


***

და შიგნიდან დააკაკუნა.

"მობრძანდით",-სამყაროს ხმა

შემონათდა პატარა ოთახში.


***

სევდა-ლამაზი და ნათელი

როგორც ბინდი

ვარსკვლავებს შორის.


***

სიცოცხლე წავიდა და დარჩა ხმა

თავის მშვენიერ ძუძუმტესთან

დუმილთან ერთად...


***

შენში ცუდი ხმები არაა

როგორც აბლაბუდა

ვარსკვლავებს შორის.


***

ნისლიდან სინათლეში გავიდა

და დასალიერზე

გამოჩნდა ცას შებმული ზარივით.


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Dec 06, 2010 10:08 am

სამშობლოში დაბრუნება
------------------------------
ერთმანეთის გადასწრებას
ცდილობენ თითქოს
მგზავრი და მისი ჩრდილი.

***
მათი დაშორება ვინა თქვა?!
ლოცვის სიტყვებივით არიან.

***
დასრულდა სიმღერა
და სიმებს
ერთმანეთი გაახსენდათ.

***
გგონია თითქოს კართან ვიღაცა
გამოაღებ
და დაგხვდება ნათელი დილისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Dec 16, 2010 7:23 pm

***
პირველი კოცნისაგან
ერთნაირად შეჩერებული
სუნთქვა და ღიმილი.

***
სიყვარულის აღმართს შეუდგა
და მაშინ დაინახა
ცამ მისი ფიქრები...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Dec 27, 2010 8:35 pm

***
მგზავრი აღარა ჩანს,
მაგრამ მწვერვალთან
ცა ისე განათდა,
რომ მივხვდი:ავიდა!

***
სივრცეს მინდობილი,
ყვავილს განდობილი,
დედამიწასავით
ერთ ადგილზე ვერგაჩერებული.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Jan 01, 2011 11:12 am

გ ა ნ ქ ო რ წ ი ნ ე ბ ა
----------------
მათ ღმერთს ვერ გაუგეს
და არა-ერთმანეთს...

***
გონების საიდუმლო შენია,
გულის საიდუმლო
ღმერთს ესაუბრება...

***
ღამე სიყვარულის დროშაა,
მაღალი,
ოქროს ნაპერწკლებიანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jan 09, 2011 12:52 pm


***
სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში
დედის ხსენებაზე
ცრემლით ენამებათ თვალები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jan 14, 2011 5:35 pm

***
ქალი გარედან გაწვალებდა
და ლექსი-შიგნიდან
და ერთმანეთს ადგილი გაუცვალეს.

...***
ერთმანეთზე ლოყამიდებული
ჩიტები ვერა გრძნობენ,
წვიმა როგორ უსველებთ ბოლოებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Jan 17, 2011 10:41 pm

***
რაც უფრო პატარავდებიან
მით უფრო ამშვენებენ ქვეყანას
ტყუპები-სანთელი და ფანქარი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jan 20, 2011 11:55 am

***
სამყაროს საზღვარი-
დასაწყისი
ღვთის უსასრულობის.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jan 28, 2011 12:15 pm

***
მზის მოახლოებას
იგრძნობს გული
და გაგეღვიძება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Feb 25, 2011 1:22 pm

‎***
ვარსკვლავი ჩაქრება
და ძილში შეკრთები
და სივრცე დაგამშვიდებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ლელა ცუცქირიძე

avatar

Female
Number of posts : 8
Age : 53
Location : Tbilisi
Job/hobbies : litewrature
Humor : :)
Registration date : 07.02.11

PostSubject: Re: ქართული   Wed Mar 02, 2011 12:09 am

***
გაზაფხულია.
მინდორს ამოსდის ენძელების თეთრი კიჭები.
მზეს სიხარულით შეჰკიკინებს,
როგორც არვე ურჩი თიკნების – ტყემლის კვირტები.



***
დგას სევდიანად საფრთხობელა

შვილიშვილებმა გადააცვეს
ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი პაპის პერანგი.
Back to top Go down
View user profile http://lela cucqiridze facebook.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Mar 05, 2011 5:22 pm

***
ისეთი ხმა მოისმის გულიდან
თითქოს მზე და შველი
მიდიან ყვავილოვან ბალახში.
...
***
უთქმელი სიტყვები-
ახლოს მყოფნი და შეუმჩნეველნი
როგორც ვარსკვლავები დღისით.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 82
Age : 29
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ქართული   Sun Mar 06, 2011 7:19 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
***
ვეფხისა და მოყმისა
არ იყოს,_
პოეტი და სიკვდილი
ერთადა კვდებიან..

ეს გიორგი გიგაურზე უნდა ითქვას Sad Sad Sad Neutral I love you
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Mar 08, 2011 3:35 pm


***
ღრუბლის ჩრდილი აყვავებულ
კუნძულთან შეჩერდა
და ღრუბელიც შეჩერდა სივრცეში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Mar 23, 2011 11:54 am

***

ფანდური-ღვთაებრივი კუნძული
ყველაზე მშვენიერი,
ყველაზე ბედნიერი სამების.


დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა

ჯერ ჰორიზონტები დაინახა
და მერე-სახეები
და უფრო შეებრალა ქვეყანა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sat Mar 26, 2011 11:02 am


***
ნისლიდან ნახევრად გამოსული
კუნძულივით მოჩანს ლექსი
დაუსრულებელი...

***
გულის სითბოდან
ამოზრდილი
ტყუპები არიან ფრთები.

ჩვენი სიმღერები-ქედნები
სიყვარულის
ელვისაგან ფრთააცრილები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Apr 10, 2011 10:54 am

‎***
გული
სიყვარულის ფაილში-
ათასი დელეტეც ვერ გაეკარება.



***
მიწასთან მიახლოებისას
თვითმფრინავმა ბორბლები ჩამოუშვა
და ბავშვმა დაიძახა:"მამალი ყოფილა!"

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Apr 19, 2011 3:05 pm

***
მამის სამარეში
მახვილის ფერფლი
დედის სამარეში კელაპტრის სითბო.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Apr 24, 2011 11:41 am

‎***
შვილი ძალიან,ძალიან იგვიანებს
და ლამის სიხარულით ატირდეს
დედა იმ ქვეყანაში...


***
გაილია,დაპატარავდა ზვავი-
თითქოს თეთრი ზურგჩანთაა,
ზამთარს რომ დაავიწყდა წასვლისას.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue May 31, 2011 6:19 pm

ს ი გ ა რ ე ტ ი
-------------------
ეშმაკის თეთრი ყლორტი
ჯოჯოხეთის წითელი ყვავილით.

***
მობიბინე ფერდობზე ნერგები
როგორც მწვანეფრთიანი ისრები
ამურისგან ზეციდან ნასროლი.

***
ზონრების გახსნისას გაიფიქრა:
"ვინ თავისუფლდება-
ფეხები თუ ფეხსაცმელები?"
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 6 of 11Go to page : Previous  1, 2, 3 ... 5, 6, 7 ... 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: