არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6 ... 9, 10, 11  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Dec 23, 2009 10:06 am

***
სიკვდილის წინ იხილა სასწაული,
მაგრამ გულმა
გაოცება ვეღარ მოასწრო.

***
სანაგვე ყუთის ფსკერზე
ერთმანეთს დანასისხლად გადაკიდებული
ძაღლისა და მათხოვრის თვალები.


შემოდგომის მიწურული


ფერმკრთალი ჰაერის სიჩუმეში
მოისმის წყაროს ხმა,
როგორც ანგელოზის სამძიმარი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Dec 27, 2009 10:39 am


***
მწვერვალზე ავალთ და დილის მზეს
შუაში ჩავიყენებთ
და სივრცე ულამაზეს სამებას იხილავს.

***
სიცოცხლეც ძნელია და სიკვდილიც,
როდესაც მზის ფიქრები
არ გესმის...

***
გაგიძღვა წინაპრის აჩრდილი,
იარეთ,იარეთ და აღმოჩნდით
ბალახში ჩაძირულ სალოცავთან.

***
გულში სამუდამოდ ჩაგრჩება ლექსი,
რომელშიც არაა ზედმეტი სიტყვა,
ვით ცაზე ვარსკვლავები...

***
მთები არა-წყარო ედარდება,
იმ მთების ჩრდილში
ობლად დარჩენილი...

***
მდინარე დაშრა
და ხმადაკარგულ
მომღერალს დაემსგავსა ხეობა.

***
ქალი დილას შეხარის,
კაცს ერთი სული აქვს,
როდის დაღამდება...

***
ბრძოლის ველიდან გამოქცეულებს
მუხლებში ამაოდ ჩაუვარდათ
წინაპრის აჩრდილი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Feb 05, 2010 6:58 pm





ქართული ანბანი

გამოჩნდა ოცდარვა მზეჭაბუკი
და ხუთი ანგელოზი
და უდაბნო ამწვანდა,აყვავდა.

***
და ღმერთს ისე ასტკივდა ფატმანი,
რომ წუთით დაავიწყდა ნესტანი,
თინათინიც-მამის ტახტიანად.

***
ზედმეტი სიტყვა-
როგორც ხელზე მეექვსე თითი,
თანაც სხვა ფერისა...

***
ერთმანეთს ატკბობენ ბაგეები-
თითქოს ღმერთისგან გამოწვდილი
ყურძნის მარცვალს ინაწილებენ.

***
ყველა რომ მიწას მიაჩერდეს,
ცა ჩამოიქცევა...


***
შვილი მწვერვალებთან მიგიყვანს,
შვილიშვილი-ვარსკვლავებამდე.

***
როგორ ნათდება ცის სიღრმეები,
როდესაც ვარსკვლავებს გადაუვლის
ჩრდილი სიყვარულის ფრთებისა.

უსიტყვო ფიცი
------------------
ერთმანეთს ჩაწნული ღიმილა თითები,
ხელები თაიგულად შეკონილი
და გულთან მიტანილი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
დადა
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 62
Age : 34
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ქართული   Sun Feb 07, 2010 2:28 pm

***
ხანგრძლივად ემუქრებოდნენ მოსაკლავად
და ყველაზე დიდხანს იცოცხლა...

***
უნდოდა მელია დაეჭირა
და ქათმებთან ერთად იღვიძებდა...

***
თუ ქალი არ გელაპარაკება
მას აუცილებლად აქვს სათქმელი შენთვის...

***
მხედველობის ნაკლებობას უჩიოდა
და სათვალეც ვერ დაეხმარა...

***
ჩრდილში იდგა და უკვირდა
მზე აღარ ანათებსო...
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 62
Age : 34
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: ავტორი: ვაჟა ხორნაული   Sun Feb 07, 2010 2:30 pm

***
ახალი ჰორიზონტი-ახალი ტაძარი
და უფლისთვის სათქმელი სიტყვები-
გულის სითბოში განწმენდილი
გონების მტვრისაგან...

***
წარსულის ელვა
მომავლის ცაზე-
წინაპრის ტკივილი.

***
პირველი სიყვარულისათვის
ღმერთის მზერით გავლებული
პირველი ბილიკი-
სამყაროს შექმნაზე დიდი სასწაული.

***
სიყვარული შემოდის სახლში
და მისი სარკმლები,
მანამდე დაბინდული,
ღმერთის თვალებივით ნათდება.

***
ფერმკრთალს და დაღლილს ჩაეძინა,
მაგრამ მის გულში მოკიაფე
ცრემლები გხედავენ...

***
გულის სიღრმეებში ვარსკვლავებიანი
უნთია სიჩუმე,საიდანაც
სიყვარულის გალობა მოისმის.

***
მოვა...ჰაერი გალამაზდება
და,ბედნიერებით ფრთაშესხმული,
მეშვიდე ცას დახედავ ზემოდან.

***
შვილის სამარეზე ღმერთის ფიქრი
ამოვა ბალახად
და დედის სევდიან მონატრებას
მოისხამს იებად...

***
ქალი და კაცი დაემსგავსა
სახლს,მკრთალად განათებულს,
რომლის სარკმლებიდან,
გაზაფხულის ქარების ნაცვლად,
თბილი და სევდიანი ნიავი უბერავს.



bounce bounce bounce bounce bounce bounce
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Feb 14, 2010 5:41 pm

"გადაუარა ბალახმა საფლავს,
სიცოცხლის წერტილს.
ჩემთვის შენ როგორ არა ხარ,
მე აღარა ვარ შენთვის."

ავტორი არ ვიციSad
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Feb 17, 2010 9:22 pm


***
გარდაცვალებისას ერთნაირად
მშვიდდებიან და ფერმკრთალდებიან
ადამიანი და ყვავილი...

***
უსიყვარულო ადამიანი
წამიერი ბზარია დროისა.

***
ჩემი სიტყვა შენშია ბედნიერი,
ვით წყარო
ყვავილოვან ბალახში.

***
ცა თითქოს სამძიმარს მეუბნება-
ღრუბლის ჩრდილი მოვიდა
დედის სამარესთან...

***
ჯერ ნასახლარზე,
მერე სხვაგან
გამოჩნდა ბალახი.

***
მისი აზროვნება იქიდან იწყება,
სადაც ხალათი და შარვალი
ხვდებიან ერთმანეთს...

***
მშვენიერ სახეზე
ნიღაბი მშვენიერი-
გამოცანა სიყვარულისა.

***
სხვადასხვა კედელთან განმარტოვდნენ
ერთმანეთს შეზრდილი საწოლები.
ბუხარში ცეცხლმა მოიწყინა,
ეზოში-წყარომ...

***
და იგრძნო კედელმა:
მძიმდება და ცივდება საათი,
რომელიც გაჩერდა.

***
ექოს ტალღებზე-ჰაერის სიხარული
და გზების შესაყართან
დედამიწის სხვაგვარი ნათება.

***
რა ლამაზად ინაწილებენ
ადამიანს ცა და დედამიწა
სიცოცხლეში,სიცოცხლის შემდეგაც.



Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
დადა
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 62
Age : 34
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ქართული   Sat Feb 20, 2010 1:38 pm


ორი მოჩხუბარი ადამიანის შემყურე
მესამე სიხარულით ტაშს უკრავს...


ფეხშიშველი დადიოდა
და უხაროდა, დედამიწა
მისი ეგონა...


არასოდეს ქონდა ის, რაც უყვარდა...
და შეიყვარა ის რაც ქონდა...


მზე ზევიდან დანათოდა,
ვარსკვლავების მკრთალი ნათება
გადაივიწყა...


ვერაფერს ხედავდა და
არაფერი ესმოდა,
გულის ტკივილსაც არასოდეს შეუწუხებია...


king study cheers
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Feb 26, 2010 1:16 pm

* * *
შენი გულის ქვეშ
ნეკნად მმალავდი,
ღმერთმა მიპოვა და
გამომიყვანა.

* * *
გულში
ერთი წვეთი
სინანულით გიპოვე
ღმერთო!

დილის საუზმე

ნისკარტით წამოკენკა
დილამ ვარსკვლავები და
დაპურდა.

ფოთოლი

ალვის ხის
ხმელი სურვილი -"ნუ დამტოვებო"
ქარმა წაიღო...
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Feb 26, 2010 1:51 pm

* * *

რად მოიწყინე...
ვფიქრობ ახლა, რით გაგახარო,
გინდა კვლავ მკითხე :
- თუ გიყვარვარო?

ლოცვა

ცრემლში დამბალი
სინანული
მიბევრე ღმერთო!

* * *

ღმერთმა - თიხით,
მე - ლექსებით
გამოგძერწე.


* * *
ვერ შევიცვალე,
დავრჩი თავნება...
რა ვქნა თუ შენზე
მელექსზღაპრება?!


* * *
ახალნაპოვნი ხელნაწერივით...
მაკვირდები და ვერა მკითხულობ,
რა გიყო, რა ვქნა...
შენს ანბანზე არა ვწერივარ.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Feb 26, 2010 3:38 pm



* * *
ახალნაპოვნი ხელნაწერივით...
მაკვირდები და ვერა მკითხულობ,
რა გიყო, რა ვქნა...
შენს ანბანზე არა ვწერივარ...
queen flower cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Mar 07, 2010 11:28 am



***
დედას ისე უჭირავს ჩვილი,
თითქოს ეს-ესაა,
შეაგება ხელისგულები
თაიგულს,ღმერთისაგან გამოწვდილს.

***
სიჩუმე ამღერდა
და ხმები დადუმდნენ.

***
სად გაიქცეოდა!-
ცა ჩაჰყვა ქვესკნელში.

***
ხმებმა სივრცეში
სითბო დაინახეს-
გაზაფხული კარზეა მომდგარი.

მ ი წ ი ს ძ ვ რ ა
------------
"გამაგრდით,ძმებო,თქვენთანა ვარ!"-
დაიძახა მეხუთე კედელმა.
მეხუთე კედელი ღმერთი იყო,
გადარჩა სახლი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Wed Mar 10, 2010 10:00 am



***


სიკვდილის მერეც ცალ-ცალკე დარჩნენ
და სხვადასხვა სასაფლაოზე
ამწვანდა მათი სამარეები...
ხოლო ცელი და საჩეჩელი
ერთად ბერდებიან სხვენში.

***
ჩვილს გულმკერდის
სითბოში ჩაეძინა
და დედას ისეთი გრძნობა ეუფლება,
თითქოს ეს-ესაა შეიქმნა სამყარო
და ისმის სიხარული ღმერთისა.

***
საბედნიეროდ,ეს არ მოხდება,
სივრცე ჩვენს თვალებში
რომ ჩამოიცალოს
და ვარსკვლავები დაემსგავსონ
დამშრალ ფსკერზე დარჩენილ კალმახებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Mar 12, 2010 12:01 pm

* * *
საყდარში
ვითომ აპნიე,
კირივით თეთრი
ღიმილები.
ჯვარს იწერ...
გაღმა ნაპირზე,
თითებს იმტვრევენ
ბილილები.

* * *

ჩრდილი დავკარგე,
(ესეც ფრთებია?)
მერე გავიგე,
შენ ერთადერთს
აგდევნებია...

* * *

მზითნახავერდებ
ატმის ბაღში,
ფიქრებს სულ ვეღარ
ვიმორჩილებ...
შენზე თუ ჯვარი
არ დამწერეს,
ატმებზე მაინც
ვიქორწინებ.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Mar 12, 2010 2:57 pm

რა არის ცოდვა ?
მაგალითი...
ფრჩხილებში ჩასმულ მოქმედებას
ვასრულებთ ჯერ და
მერე ვამრავლებთ.
ჩვენივე ხელით ვუწერთ პასუხს,
ღმერთს რომ ვაბარებთ.
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Mar 12, 2010 3:07 pm

ლოცვა

ასე...
გულდაჩოქილი,
შემივედრე უფალო!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Mar 12, 2010 3:12 pm



ლოცვა

ასე...
გულდაჩოქილი,
შემივედრე უფალო
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Apr 02, 2010 8:43 pm

***
წინაპრის სევდიანი სიცილი
ელვასავით ამოჰყვა მახვილს,
მაგრამ მუზეუმში ვერავინ შენიშნა.

***
არ მოიწყინოთ,ყვავილებო,
აუცილებლად
შევხვდებით სამოთხეში.

***
სამძიმარზე ღრუბლებიც მოვიდნენ,
მათ გამოხედვაში
უფრო მეტი თანაგრძნობაა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ქართული   Mon Apr 05, 2010 2:28 pm

(გვიანი შემოდგომა)

რა მსუბუქი ხარ, რტოსაც ვერ ღუნავ
ვეება სევდავ-მამის საფლავთან
მსხლის შიშველ წვერზე მჯდარო ბეღურავ.

(ზაფხულის ცხელი ღამე)

თავს ძლივ გვახსენებს, ძალა არ ყოფნის
ქარს. აყვავებულ სიმინდებში კი
ცვივა პანტა მსხლის მწიფე ნაყოფი.

(უკაცრიელ პორტთან)

ჭრიალებს ანძა. ხელს აფათურებს
ქარი პალმებში. და ორთქლავს წვიმა,
ღამის პეპლებით დასვრილ ნათურებს.

(ელვა)

წვიმს. მოციმციმე სივცის ქვეშ ვხედავ,
ელ-სადენებზე შარაგზის გაღმა
დაბრმავებული ჩიტები სხედან.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Apr 05, 2010 4:39 pm

(ელვა)

წვიმს. მოციმციმე სივცის ქვეშ ვხედავ,
ელ-სადენებზე შარაგზის გაღმა
დაბრმავებული ჩიტები სხედან..


king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ქართული   Fri Apr 09, 2010 3:27 pm

ކެރެކްޓަރު

გაქრისტიანდა, მაცო ბისაო
და ჩაასწორა:
"მოგვეც უფალო! ბრინჯი ჩვენი არსობისაო"
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Apr 23, 2010 11:00 am



ახალი წიგნიდან(გამომცემლობა "თობალისი").

***
შპალერის ყვავილს
ლურსმანი მოარიდა
და უკვე იცი,არავის გაწირავს.

***
როგორც სურნელება ყვავილში,
შენშია
და მაინც გენატრება.

***
მოსროლილ,თავახდილ ჩემოდანთან
დგას,როგორც სამარესთან,
და უთრთის თითები...

***
მადლობა ღმერთს,
შეუძლებელია
ღრუბელზე დასახლება.

***
ქალაქის ადგილზე სოფელი
და სოფლის ადგილზე წყარო
ყოფილა ოდესღაც...

***
პრიალებს ნაჯახი და ხეები
მწვანე ზარებივით
სწყდებიან ზეცას...

***
ქედების თავზე ცისარტყელა,
როგორც ლექსი,შვიდსტრიქონიანი,
ღმერთის ნაკალმარი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu May 13, 2010 9:13 am

***
გულს არასოდეს მოსწყდებიან
სიტყვები დედისა,
ვით ზეცას ვარსკვლავები.

***
ადამიანი რომ გადაერჩინა,
ბავშვი მოავლინა ღმერთმა,
მაგრამ ბავშვი
სულ ბავშვი ხომ არ იქნებოდა!

***
კარი-
სიყვარულის სურათი,
ქვის უბრალო ჩარჩოში ჩასმული.

***
ნიავი-
ჰაერის მელოდია,
სინათლის დობილი.

***
ჩრდილ-ნათელის
აიწონა-დაიწონაა
სიყვარული...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 03, 2010 5:35 pm

***
ჩვენი სურათები ალბომის შუაგულში
როდის მოვათავსე,არ მახსოვს...
იქნებ თვითონ მივიდნენ ერთმანეთთან.

ო მ ი

დაცლილი სახლი.მორყეულ ჩარჩოს
დაჭრილი მებრძოლივით
ჰკიდია კარი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jul 27, 2010 9:50 am

***
სამყარო შექმნა.ვერ მოისვენა,
მერე შექმნა ადამიანი
და,საერთოდ,დაკარგა მოსვენება.


მემანქანის სიზმარი

მწვანე რელსებზე მიცურავენ
ღრუბლის ვაგონები
და ყვავილი ანთია სემაფორად.

***
ქალი გარედან გაწვალებდა
და ლექსი-შიგნიდან
და ერთმანეთს ადგილი გაუცვალეს.

***
ხიფათები დროშია შემალული,
როგორც ქვები აქა-იქ
ყვავილოვან სათიბში...

***
ერთმანეთზე ლოყამიდებული
ჩიტები ვერა გრძნობენ,
წვიმა როგორ უსველებთ ბოლოებს.

***
დღე და ღამე-ძუძუმტეები
და დრო-დედა მარადიული.

***
პროლოგი და ეპილოგი-
ბრძენი მოწმეები
ლამაზი,სევდიანი ამბისა.

***
ლამაზად წავიდა სიხარული-
თითქოს გულში ვარსკვლავებიანმა
ცამ ჩაიშრიალა...

***
პირველი კოცნა-ბაგეებით
და უკანასკნელი-თვალებით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 11Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6 ... 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: