არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3 ... 9, 10, 11  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ქართული   Sun Jun 07, 2009 7:51 pm

ბესიკ ხარანაული

***
მეჩვენა,
თითქოს ხრიოკ ზეგანზე
შეფენილიყვნენ
ბლომად ქვისმთლელნი
და ჩემ დარდს
დინჯად აქუცმაცებდნენ.


study
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 07, 2009 8:31 pm

კkარგია ამ სარკმელის გახსნა.

შევატყობინებ თამარ გაბროშვილს და იქნებ რამე დადოს აქ თავისი პოეზიიდან.
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 07, 2009 8:34 pm

გაუ!

ვაუ! რა მაგარ! cheers
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 07, 2009 8:40 pm

bao wrote:
კkარგია ამ სარკმელის გახსნა.

შევატყობინებ თამარ გაბროშვილს და იქნებ რამე დადოს აქ თავისი პოეზიიდან.

Idea

ესა, ბაო, რენუარის შეკვეთაა და შენი არ იყოს, "იდეებ რა ვუყო!" გამოდგა ეგეც...

flower
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 07, 2009 9:01 pm

თამარ გაბროშვილი.


***
მირქმის დღე არის
და შენს კარზე
მომყავს ლექსები-
სულის ხუნდები.
შეიწირე, უფალო ჩემო.

***
სამძიმარი-
მოჭრილ ხეს
ჩიტების გუნდი შეფენია.

***
ჩვენ გვეგონა,
არავის ესმოდა-
სატელეფონო ხაზზე
იჯდა ჩიტი და
ჩვენს საუბარს
აჭიკჭიკებდა.

***
გულმავიწყობას ისე ვარ ჩვეული,
სადმე დამრჩება
სულის ყავარჯენი-
სხეული.


Last edited by renuari on Sun Jun 07, 2009 9:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 07, 2009 9:03 pm

[quote="renuari"]თამარ გაბროშვილი.

***
თავს ვუფრთხილდები:
არ აგტკივდეს,
ძვირფასო,
ნეკნი...

***
ქსოვ და
რას მოქსოვ?
სულ ერთმანეთში აგბურდია
ფერადი ძაფები:
ციცქნა ლექსები და
შვილები.
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Sun Jun 07, 2009 9:25 pm

რა უმწეოა
მარტის კამუფლიაჟი-
ენძელა-თოვლზე.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Jun 08, 2009 8:05 am




***
სიტყვები_უცნაურად გასხივოსნებული,
როგორც ტაძრის
სარკმელში ვარსკვლავები...

***
ყვავილის ფურცლებივით
პატარა ლექსები,
სიკვდილ-სიცოცხლის
სასწაულებს რომ გაგრძნობინებენ.

***
ძაღლი თვალს მისწორებს,
პატრონი_ვერა...

***
თითქოს შვილს
ცრემლები შეუმშრალა,
დაფაზე ისე წაშალა რიცხვები.

***
ბოლოს მათ შორის
თეთრი მანდილი
ჩააგდო სინანულმა
და ზეცა დამშვიდდა.

***
მზის სიჩუმე შევიდა ოთახში,
ჩვილმა გაიღვიძა
და დედა ამღერდა...

***
მთამსვლელს სიზმარშიაც ჩაესმის
მზის ფეთქვა და მწვერვალის სიჩუმე.

***
ცაზე რამდენი ვარსკვლავიცაა,
იმდენჯერ უგალობა სიყვარულს
და მაინც ვერ მოიკლა წყურვილი.

***
ხარობენ შენთვის სათქმელი სიტყვები
პირველად აყვავებულ
ხის ყვავილებივით...

***
ამომავალ მზესთან შესახვედრად
მტრედი გუმბათიდან აფრინდა,
ყორანი_ნისლიდან...

***
უბედნიერესი მყვინთავი_
კალამი...

***
რომ არა შვილობა
პატარა და ტანჯული ქვეყნისა,_
ყაზბეგი ხანჯლებით არ აცეკვდებოდა.

***
ადამიანი დასალიერზე_
სხვა სივრცის კარივით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ქართული   Mon Jun 08, 2009 7:40 pm

რას მოვაგენი cheers
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jun 09, 2009 12:26 am

***
ახლა რომ ჩავწვე გაზაფხულამდე
და ლოყის ქვეშ თათებივით
ლექსი დავიდო.
ჩემი ქოთნის ყვავილები,
მე რომ ვუვლიდი-
თუ მომივლიან?




***
ზამთრის სეზონურ დეპრესიას
ოთახში ვატევ.
ვანთებ ბუხარს-ასე ვერთობი.
ჯოხით ნაცარზე მიგახატე,
ღამე ერთად რომ გაგვეთია...
რა დარდიანი შეყვარებული
ყოფილა თურმე
ნაცარქექია.

***
დაგროვდა ხორხთან
შენი სახელი-
გავაღებ სარკმელს-
ამოგიყვირებ უმისამართოდ.

***
ჩემი აქამდე დუმილის ოქრო,
არათითზე მინდა დაგიდნო.
-ავიდეთ ჯვარზე?

***
არ არსებობენ ნიუანსები.
დღეს დილით,
პარკში აკრეფილი ხმელი ფოთლები,
საქმიანი შეხვედრების დღიურში ჩავდე-
და თითქმის ყველგან დამაგვიანდა...

***
მწერ -აცივდაო,
თურმე ქარიც დაქრის ვერაგი.
აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და მოვახურე ჩემი პერანგი.

***
აგარაკზეა ჩემი პატარა...
ამ ცხელ ქალაქში,
წუხელის
მისი დათუნია
მეწვა კალთაში.

***
ლაზერის სხივი
უმზერს ტურინის სუდარას,
თითქოს ურწმუნო მოციქული იცქირება
გახვრეტილი ხელისგულიდან.

***
სისხლის წარმოქმნას-
"ჰემოპოეზი" ჰქვია...
მაშ, პოეზია-სისხლში გვქონია.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jun 09, 2009 12:35 am

კkარგია აქ, კი

flower
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jun 09, 2009 12:45 am

რობერტ მესხი

***
დუღს ფელამუში,
მოხუცები კაკალს კინძავენ-
ძველი წლებივით,
მაგრამ რა ჰქნან-
ძაფია მოკლე...


ოპელ-მინიმა
--------------
ხელი მკრა უცხომ.
მუხლისთავთან შედგა "ოპელი'
გამიფრინდა ლექსი ჩიტივით.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jun 09, 2009 4:12 pm

უცნობი ავტორი(მე-10
საუკუნე)
---------------------------------

ატენის სიონის
კედლებზე მიწერილი
ლექსებიდან

*
იხილეთ ესე ჟამი:
წავა,ვითარცა წამი.
აწვე გავწმიდოთ გვამი,
მერმის არა გვაქვს ქრთამი.

ნიკოლოზ ბარათაშვილი
------------------------
კნიაზ ბარათაევის
აზარფეშაზედ

ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით.
შესვი?გაამოს.


შოთა ჩანტლაძე
--------------------
წავიდა თოვლი.
მოვიდა მიწა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Tue Jun 09, 2009 4:23 pm

***
ვეფხისა და მოყმისა
არ იყოს,_
პოეტი და სიკვდილი
ერთადა კვდებიან.

***
გაზაფხული
ჩვენს თვალწინ იბადება
და ბაღები ამშვენებს დედამიწას,
როგორც ტაძარს საგალობლები.

***
როგორ არ გაიხარებს არწივი,
უფრო მაღლიდან სხვა არწივის
ჩრდილი რომ დაეცემა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 11, 2009 11:06 am

***
ქალმა ღმერთს გაუღიმა ისე ტკბილად,
როგორც არასოდეს,
რადგან მის წიაღში შეირხა ჩვილი,
მის წიაღში-უჩრდილო ტაძარში
ახალი სიცოცხლე მოინათლა...

***
ბილიკი ჰორიზონტთან
არ დასრულებულა_
სივრცეში გაგრძელდა
და ჩვენი ფიქრები
გაუყვნენ მგზავრებად.

***
ზოგ მარჯვენას მახვილი უხდება,
ზოგს-საკრავი,ზოგსაც-კალამი,
ხოლო სანთელი-ყველას ერთნაირად.

***
მაისა საბანსა და ლეიბს შორის
მოხტუნავე ჭუჭრუტანებიდან
სამოთხის მელოდიად იღვრება
ტყუპების სიხარული...

***
თვალები ოდნავ გახელილი,
ბაგეები ოდნავ გახსნილი...
და იხრები და უახლოვდები,
როგორც წყაროს უკვდავებისას.

***
გოგო ცერებზე აწეული,
ვაჟი თავდახრილი.
სუნთქვა,როგორც ნიავი გულისა.

***
როდესაც ბოლო კელაპტარი
ჩაქრება სიყვარულის,_
მზე აღარ ამოვა
და დედამიწა გაჩერდება,
ვით წისქვილი,წყალგადაგდებული.

***
მწვერვალებს გადაევლო,
ვარსკვლავებს შეერია
და შენთან მოვიდა
ფიქრი-გაზაფხული გულისა.

***
დღე და ღამე ჰგვანან მეუღლეებს,
მუდამ ერთმანეთის
გზას რომ გასცქერიან,
ერთად რომ ვერასოდეს იძინებენ.

***
რომელი უფრო ტანჯულია_
ოტელო თუ ფერმკრთალი ყვავილი,
ლიანდაგებს შორის ამოსული?

***
თვითონ რაც არ გითხრა,_
მის ჩრდილს აწერია,
მოწყენით მიმავალს...

***
და დიდმა დარდმა პატარა სიხარული
მგლებს გადარჩენილი ბატკანივით
ჩაიკრა გულში...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 11, 2009 11:49 am

მადლობა.. ვინსენტს.. რომ.. მომიყვანა აქ.. დავტოვებ ხოლმე მეც.. ჩემს "ერთ წვეთ სითბოს"
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 11, 2009 11:49 am

ისევ ვიხრჩობი,
ამაოა ყველა მცდელობა,
დგას ოთახებში უშენობის უჰაერობა.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 11, 2009 11:50 am

შენც ჩემნაირი ფარვანა ხარ,
სიკვდილის ლუკმა,
ვკვდებით მაინც და...
რაღა ბნელმა,
მიგვიწვას შუქმა.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 11, 2009 12:24 pm

ბომჟის მინიმა
------------------
გამშობლიურებულ ტროტუარზე
ასვენია-
გასხვისებული
სახლ-კარის სევდა.


***
დევს ჰორიზონტზე
სიცოცხლის ილუზია-
სიკვდილის შემდეგ...


ტრაგედიის ჰაიკუ
-----------------
ტრასასთან ახლოს, პარკში,
ნამსხვრევებს ჰკრეფენ...
ჯიპის და საქანელის.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Thu Jun 11, 2009 8:21 pm

შოთა ჩანტლაძე
---------------------

***
რადიომიმღებში უკრავენ ბახს.მე მეჩქარება.
მე პატივი ვეცი ბახს და წასვლის წინ რადიომიმღები
არ გამომირთავს...

***
უცნობი ქალ-ვაჟი ტროლეიბუსის გაჩერებასთან...
ქალმა ვაჟს აღუთქვა მოსვლა პაემანზე.
მე ცრემლიანმა შევუხვიე ბაღში.

***
მე შორიდან გავცქერი
ხიდის მშენებლობას
და დაღლილი ამოვდივარ
ამ ხიდზე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 12, 2009 9:06 am

რა ვარ უშენოდ -
შორს მავალი მწირი უსაგზლოდ...
შენი საზღვრები მინდა გავხსნა -
გავხდე უსაზღვრო.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 12, 2009 9:07 am

შენს გზას მოვყვები,
გთხოვ,
ისუნთქე,
მოვალ ბოლომდე,
მომაქვს სიცოცხლე,
რომ სიკვდილით არ დაბოლოვდე.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 12, 2009 9:46 am

ასაკი
------------
-რად გინდა სარკე?
შეხე, ციცქნა მეზობლის გოგო-
როგორ დაქალდა....
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 12, 2009 2:28 pm

***
დაეცა.ჩაიცინეს.
წამოდგა.გაუცინეს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქართული   Fri Jun 12, 2009 4:37 pm

დაეცა. ჩაიცინეს.
წამოდგა.გაუცინეს.

Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული   

Back to top Go down
 
ქართული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 11Go to page : 1, 2, 3 ... 9, 10, 11  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: