არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 აღმოსავლური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: აღმოსავლური   Sun Jun 07, 2009 7:42 pm

ტიო-ნი

ჩემი პატარა ბიჭის სიკვდილზე

ო, კალიების მდევნელო ჩემო,
აწ რა უცნაურ ქვეყანაში
შეგირბენია?


მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ხოკუ.

თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Sun Jun 07, 2009 9:17 pm

ისიკავა ტაკობუკო

ხუმრობით
დედა შევისვი მხარზე,
მაგრამ მეჩვენა ისე მსუბუქი,
ცრემლმორეულმა
ძლივს გადავდგი სამი ნაბიჯი.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Sun Jun 07, 2009 10:55 pm




16_18 საუკუნეების ხოკუ
---------------------------
*
ჭასთან ბადიას
ღამით სურო შემოხვევია...
მე მეზობლისას მივდივარ წყალზე.

*
თბილი შხაპუნა.
გზად მიდიან და მისაუბრობენ
ქოლგა და ”მინო.” (მინო_იაპონური მოსასხამი).

*
ანკარა წყარო.
უზალთუნები ბრწყინავენ ფსკერზე...
მგზავრს მოწყურებულს შიგ ჩაბნევია.

*
შემოდგომის წვიმა და მწუხრი!
ჩემთან კი არა,
მეზობლისას დაჰკეცეს ქოლგა.

*
ჰოი,განგებავ უმოწყალო!
ამ დიდებული მუზარადის ქვეშ
ახლა პატარა მწერი ჭრიჭინებს!

*
აჰა,საცაა ხე წაიქცევა!
ზედ კი ჩიტები კვლავ უზრუნველად
თხზავენ ბუდეებს.

*
ეს ველები და მთა-გორები
შეუმჩნევლად გაქურდა თოვლმა...
დაცარიელდა უცებ მიდამო.

...
თარგმანი თამაზ ჩხენკელისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Mon Jun 08, 2009 7:44 pm

renuari wrote:
ისიკავა ტაკობუკო

ხუმრობით
დედა შევისვი მხარზე,
მაგრამ მეჩვენა ისე მსუბუქი,
ცრემლმორეულმა
ძლივს გადავდგი სამი ნაბიჯი.

silent
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Mon Jun 08, 2009 8:49 pm

რაბინდრანათ თაგორი
------------------------
ჩუმად,გულო ჩემო,ჩუმად:
ეს დიდი ხეები ლოცვებია ცად აწეული.

***
წუთისოფელი არ იწრიტება,
რადგან სიკვდილი ბზარი არ არის.

.
თარგმანი თამაზ ჩხენკელისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Mon Jun 08, 2009 11:18 pm

ისიკავა ტაკუბოკუ Rolling Eyes I love you

ბინდია, ვზივარ,
არ ანთია კერაზე ცეცხლი.
ვხედავ, კედლიდან გადმოდიან
დედა და მამა
ჯოხს დაყრდნობილნი.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: აღმოსავლური   Tue Jun 09, 2009 12:22 am

მინდია wrote:
ისიკავა ტაკუბოკუ Rolling Eyes I love you

ბინდია, ვზივარ,
არ ანთია კერაზე ცეცხლი.
ვხედავ, კედლიდან გადმოდიან
დედა და მამა
ჯოხს დაყრდნობილნი.

Question

მინდიავ, მთარგმნელი მიაწერე ამასაც და ყველასაც, რასაც მოიტან აქ...

study
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Tue Jun 09, 2009 10:06 am

ბობო wrote:
მინდია wrote:
ისიკავა ტაკუბოკუ Rolling Eyes I love you

ბინდია, ვზივარ,
არ ანთია კერაზე ცეცხლი.
ვხედავ, კედლიდან გადმოდიან
დედა და მამა
ჯოხს დაყრდნობილნი.

Question

მინდიავ, მთარგმნელი მიაწერე ამასაც და ყველასაც, რასაც მოიტან აქ...

study

ვერ მოვიძიე უბრალოდ
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Wed Jun 10, 2009 8:59 am

რაბინდრანათ თაგორი
-----------------------

***
უცხოელივით გადმოვედი მე შენს ნაპირზე,
სტუმარივით ვიცხოვრე მე შენს სახლში,
მაგრამ გეთხოვები,როგორც მეგობარს,წუთისოფელო.

***
ღრუბლები ანიჭებენ მდინარეებს წყალთა სიუხვეს,
ხოლო თავად მთების იქით იმალებიან.

***
ვარსკვლავებს არ ეშინიათ,ციცინათელებად მიგვიჩნევენო.

...
თარგმანი თამაზ ჩხენკელისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Thu Jun 11, 2009 12:51 am

ისიკავა ტაკუბოკუ (1885-1912)


***
უშნო,
პოეტი, მეოცნებე,
აი, რას ფიქრობს ჩემზე იგი.
სწორედ მისგან
ვისესხე ფული.


***
როდესაც თავხედს
და თავნებას ემსახურები,
რა შემზარავი გეჩვენება
სამყარო მაშინ.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Thu Jun 11, 2009 8:05 pm

10-12 საუკუნეების ტანკა
---------------------------

უცნობი ავტორი
------------------

როგორ დავიპყრო მისი გული,როგორ დავტოვო
ჩემს ახლოს იგი_მომზირალი მუდამ პირიქით.
ო,ალუბლებო,
ყვავილებით მიწა დათოვეთ,
დაფარეთ ჩემგან წასასვლელი ყველა ბილიკი.

გიასონ
--------
***
ჩემო კეთილო ალუბალო,მარტო რომ ხარობ
ამ აყვავებულ მთის კალთაზე_ყრუ და ოხერი...
მეცა ვარ შენებრ:
უმეგობრო და უმოყვარო
და მე ჭირთაგან მოყვრიანი ვზი მარტოხელი.

.
თარგმანი თამაზ ჩხენკელისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: აღმოსავლური   Mon Jun 22, 2009 10:14 pm

სოძიო ჰინო


(ჰაიკუ)


* * *
ზღვაზე შტორმია.
თუმცა მთვარე
არ იძირება.

* * *
სულ წვალობს ცოლი
და თვალს არ ხუჭავს.
გასულ წელს. . . წელსაც.

* * *
ვუმზერ ტილოს
შიშველ ქალისას.
მაძღარია წუთისოფელი.

* * *
მზეთუნახავები
აღარსად ჩანან.
გაუფერულდა გაზაფხული.

* * *
ნავთსაყუდელი.
გემის სახელი
მთვარის შუქზე ამოვიკითხე.

* * *
მცივანა ჩანჩქერი
ალისფერ ნეკერჩხალს
თავზე დაემხო.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Mon Jun 22, 2009 11:41 pm

ისიკავა ტაკუბოკუ

***
რა გაიფიქრა ისეთი ნეტავ?
დაყარა სათამაშოები
გოგონამ ჩემმა,
წყნარად
მომიჯდა გვერდით.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Tue Jun 23, 2009 7:29 pm

10-12 საუკუნეების ტანკა

მ ა ს ა ფ უ ს ა

კვირტები ჩუმად გამოაღო და,ჰა,აყვავდა
მთის ფერდობებზე ალუბალი მაღალი მთისა.
დასცალდეს ნეტავ_
არ მობუროს ჩემთა თვალთაგან,
არ მომიჩრდილოს ჭალებიდან ამდგარმა ნისლმა.


თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Mon Jul 20, 2009 8:26 am

რაბინდრანათ თაგორი
----------------------

ხეები მაღლდებიან და მოიწევენ ჩემი სარკმლისაკენ,
როგორც წადილითა და მწუხარებით აღტყინებული
ხმები მუნჯი დედამიწისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Tue Aug 11, 2009 3:35 pm



რაბინდრანათ თაგორი

ქებამ შემარცხვინა მე,რამეთუ იდუმალ მისურვია იგი.


თარგმანი თამაზ ჩხენკელისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: აღმოსავლური   Thu Aug 20, 2009 12:54 am

მდინარის ამომშრალ კალაპოტს
მადლობის გრძნობა არა აქვს წარსულის მიმართ.

*****

უბრალოდ ბალახის მეოხეობით ხდება
უზარმაზარი დედამიწა სტუმართმოყვარე.

*****

იგი რაც შენ ხარ-მას შენ ვერა სჭვრეტ.
მას, რასაც ხედავ-შენი ჩრდილია.


პ.ს მოკლედ გენიალურია თაგორი, ყველა მიყვარს ვისაც თაგოგი უყვარს....
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: აღმოსავლური   Fri Sep 25, 2009 1:58 pm

ბუსონი

თარგმანი - ლელა მეტრეველი



***

ბორცვს მივუყვები სევდიანი
და, საოცრებავ,
უდარდელად ყვავის ასკილი!


***

ცივი ქარია.
მწუხრის ზარი
ცაზე მიცურავს.


***

დასავლეთიდან მონაქროლ ქარს
აღმოსავლეთით
მიაქვს გამხმარი ფოთლების გროვა.


***

შემოვიქნიე ნაჯახი და იქვე გავშეშდი:
დამათრობელი არომატი
გავრცელდა ტყეში.


***

ღამის სიგრილე.
ფეხქვეშ მეგება თავთხელ წყალში
ჩემივე ჩრდილი.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: აღმოსავლური   Wed Dec 23, 2009 1:40 pm

რაბინდრანათ თაგორი

ქებამ შემარცხვინა მე,
რამეთუ იდუმალ მისურვია იგი.

* * *

საწუთროს ხმაური დასცინის
მარადისობის გალობას.

* * *

მკვდარი სიტყვების მტვერმა სული დაგიბნელა,
მოყვასო ჩემო,
განიბანე მდუმარების წმინდა ნაკადულით.

* * *

სიბოროტეს არ ძალუძს თავი დასდოს დასათრგუნად.
სიკეთეს-ძალუძს.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აღმოსავლური   Tue Sep 15, 2015 7:24 pm

ისიკავა ტაკუბოკუ

***
თუკი მკითხავენ, რა არისო ჭმუნვა, ნაღველი,
მე ვუპასუხებ –
რომ ესაა საგანთა გემო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: აღმოსავლური   

Back to top Go down
 
აღმოსავლური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მინიმალისტური პოეზია-
Jump to: