არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...   Thu Jun 04, 2009 7:54 pm

Arrow


ნიკო სამადაშვილი

ბევრს ეს ლექსი ხალხური ჰგონია და მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ სტრიქონები ნიკო სამადაშვილს ეკუთვნის.

***
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.


Exclamation

ეს თენგიზ ვერულავამ დაწერა თავის ბლოგ ”ბურუსზე” - http://burusi.wordpress.com/2009/06/04/ნიკო-სამადაშვილი-ბინდის/

აბა, რას იტყვით ამაზე?

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...   Sun Jun 07, 2009 12:57 pm

არ ვიცოდი მართლა და სულ მაინტერესებდა ავტორი, ხალხური რომ არ იყო-ვხვდებოდი.

ბევრი ასეთი გახალხურებული ლექსია ქართულ პოეზიაში და მე მგონი, ეს საპატიოცაა.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...   Wed Jun 10, 2009 8:51 pm

ნnაწილობრივია ეს სიმარტლეც
ანუ ლექსის ნაწილი ხომ არის ხალხური?
არის!
თუმცა არც ილია ამბობს უარს ამ სტრიქონებზე...


Last edited by bao on Wed Nov 25, 2009 12:31 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...   Thu Jun 11, 2009 12:14 am

bao wrote:
ნnაწილობრივია ეს სიმარტლეც
ანუ ლექსის ნაწილი ხომ არის ხალხური?
არის!
თუმცა არც ილია ამბობს უარს ამ სტრიქონებზე...

sunny

ბაოოო!
რომელი ნაწილია აქა ხალხური - ჩვენც გვითხარი...
და
რა მიამატა ნიკომა?
Back to top Go down
გაგა
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 148
Age : 106
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...   Tue Nov 24, 2009 11:57 pm

ნამყოფი ვარ ნიკო სამადაშვილის მეუღლის მარიამის სახლში (დიდ დიღომში). მაშინ ვნახე ეს ლექსი – ნიკოს ხელნაწერი.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ვიღაცა

avatar

Female
Number of posts : 11
Age : 116
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

PostSubject: Re: ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...   Tue Feb 23, 2010 5:21 pm

ნიკო სამადაშვილი პირველად „ლიტერატურის მატიანეთი“ აღმოვაჩინე (მგონი 1987 წლის გამოცემაა, აკადემწიგნში ვიყიდე, ვნახავ სახლში და დავაზუსტებ) და შემიყვარდა. მატიანეში იყო პროზაც და პოეზიაც. 1991 წელს წიგნიც გამოვიდა. „ძალიან მიყვარს“ – ისეთი სასაცილო შეფასებაა, რომ ვერც წარმოიდგენთ. ნიკო სამადაშვილის პოეზია, პროზაც, უფრო მეტია ვიდრე საკუთრად პროზა ან პოეზია, ის ჩემი ნაწილია.
Back to top Go down
View user profile http://www.armuri.4forum.biz
gugua

avatar

Male
Number of posts : 4
Age : 61
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : კერძო მშენებლობა
Humor : რა თქმა უნდა
Registration date : 28.05.10

PostSubject: Re: ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...   Sat May 29, 2010 11:49 am

"ბინდისფერია სოფელი" − ლექსი, რომელიც
ხალხური ჰგონიათ, ნიკო სამადაშვილმა დაწერა

ჟურნალი ”სარკე” N13; 26.III-01.IV 2008

ქართული პოეზიის ფიროსმანი კომუნისტურმა ეპოქამ შეიწირა

პოეტ ნიკო სამადაშვილს კომუნისტებმა სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს. მთელი ცხოვრება სდევნიდნენ, ავიწროებდნენ. საბჭოთა იდეოლოგიის მეხოტბეებმა არც გარდაცვალების შემდეგ დააკლეს ხელი. ამიტომაცაა, რომ ნიკოს შემოქმედება ქართველმა ხალხმა გვიან, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნო.
„ათი წლისა ვიყავი, დედამ ლამაზი, ცისფერი ფეხსაცმელები მიყიდა. მერე ისინი დაიხა. როცა პირს დააღებდა, დედა გულომდგინედ მიკერებდა ხოლმე. კარგი ოსტატი ვერ იყო, ამიტომ ფეხსაცმელს დაკერება ხშირად სჭირდებოდა. ერთხელ ჩემმა თანაკლასელმა გოგონამ მკითხა: „მზია, დახეული ფეხსაცმელი რატომ გაცვია?“ ამ შეკითხვამ გული მომიკლა. ცრემლები შევიკავე და ამაყად ვუპასუხე: „ჩემს მშობლებს საშუალება არა აქვთ, რომ ახალი მიყიდონ“, − იხსენებს პოეტის ქალიშვილი, მზია სამადაშვილი. ასე უჭირდა პოეტს, რომელსაც დღეს კრიტიკოსები უკვე გალაკტიონის გვერდით აყენებენ და პოეზიის ტიტანს, მეოცე საუკუნის ქართველ გენიას უწოდებენ. დუხჭირი ცხოვრების გამო მას ქართული პოეზიის ფიროსმანიც შეარქვეს. საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მისი მთაწმინდაზე გადასვენება სურდა, მაგრამ აღარ დასცალდა. მერაბ კოსტავას სასთუმლის ქვეშ თურმე ნიკო სამადაშვილის პოეზიის კრებული ედო. ვინც მის ლექსებს ისე ეცნობა, რომ პოეტის ბიოგრაფია არ იცის, ვერასოდეს წარმოიდგენს, რომ ნიკო რევიზორ-ბუღალტერი იყო. თითქოს დაუჯერებელია, რომ ბუღალტრის თავში ასეთი ლექსები იბადებოდა, მაგრამ ეს მართლა ხდებოდა. პოეტის მეუღლემ, ქალბატონმა მარიამმა გვიამბო, ერთხელ ნიკოს სამსახურში პოეზიის საღამო დიდი ზარ-ზეიმით მოაწყვეს, მწერლები და მუსიკოსები მიიწვიეს, ნიკო კი იმ საღამოზე არ მივიდა. მეორე დღეს უფროსმა უსაყვედურა, ნიკო, კარგი კაცი ხარ, მაგრამ პოეზია რომ არ გიყვარს, ამაში იჭრებიო.
ნიკო სამადაშვილის პოეზია მისმა მეუღლემ გადაარჩინა. იგი პოეტის მუზა გახლდათ. ქალბატონი მარიამი დღესაც სათუთად ინახავს მეუღლის არქივს.
„სარკე“ სამადაშვილების ოჯახს შინ ესტუმრა და პოეტის ქალიშვილს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მზია სამადაშვილს ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მამის „ასი ლექსი“ გამოსცა.
* * *
მზია სამადაშვილი:
− ნიკო დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე ტრაგიკული პიროვნება გახლდათ. ტრაგიკული იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრებაც, რადგან ნიკო კომუნისტური რეჟიმის მიერ დევნილი იყო. მან კომუნისტებს თავი არ დაუხარა. მათ, არამარტო ნიკო, მთელი მისი ოჯახი შეიწირეს. ჯერ მამას მასწავლებელი, მისი სულიერი მოძღვარი, ერეკლე ტატიშვილი დაიჭირეს. ერეკლეს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული. სწავლობდა ლაიფციგის, პარიზისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურის კათედრა. შვიდ ენას ფლობდა. უნივერსიტეტში ინგლისურსა და იურისპრუდენციას ასწავლიდა. ხშირად ცკ-ში იბარებდნენ და მათ იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა. ერეკლე, როგორც ანტისაბჭოთა ელემენტი, დააპატიმრეს.
ერეკლე რომ გამოუშვეს, 1943 წელს იმავე საქმეზე მამა დაიჭირეს. მასაც ანტისაბჭოთა მოღვაწეობა დასწამეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. არადა ამ დროს არავითარ პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყო ჩართული. მამა ხშირად იტყოდა ხოლმე, 30-იან წლებში ლექსები რომ გამომექვეყნებინა, 1937 წლის რეპრესიებს ვერ გადავურჩებოდი, აუცილებლად დამხვრეტდნენო. ბუღალტერ-რევიზორი რომ იყო, ამან უშველა, გარკვეულწილად ჩრდილში იდგა. ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მაგრამ გამოსვლის შემდეგ განუწყვეტლივ, სიცოცხლის ბოლომდე სდევნიდნენ.
− ეს დევნა რითი გამოიხატებოდა?
− უშიშროების თანამშრომლების განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ისინი ჩვენს ოჯახს ხშირად აკითხავდნენ. მათი ყოველი მოსვლის შემდეგ კი მამა სამსახურს კარგავდა, იქ აღარ აჩერებდნენ, ათავისუფლებდნენ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ერთ-ერთი „სტუმრობის“ შემდეგ დიდედა ოლღას ვკითხე, ჩვენს სახლში ვინ დადის-მეთქი. მან დაუფიქრებლად მიპასუხა: „კაციჭამიები!“. ვიდრე წამოვიზრდებოდი, მართლა ასე მჯეროდა, მეგობარს ვუმტკიცებდი, ჩვენს სახლში ნამდვილი კაციჭამიები დადიან-მეთქი. ჩემს და ჩემი ძმების ბავშვობას ამან დიდი დაღი დაასვა. სახლს რომ ჩხრეკდნენ, ჩვენს ოჯახში ისეთი სიღარიბე ხვდებოდათ, რომ უშიშროების თანამშრომლებიც შეცბებოდნენ ხოლმე. რატომღაც ყველას ეგონა, რადგან ბუღალტერ-რევიზორი იყო, ბევრი ფული ჰქონდა. არადა მამა უპატიოსნესი ადამიანი იყო. რომ გარდაიცვალა, ოჯახში მხოლოდ ოთხი მანეთი გვქონდა.
ერთხელ ნიკომ კახეთში დიდი დანაკლისი აღმოაჩინა. მას დიდი ოდენობის ქრთამი შესთავაზეს, რომ ეს ფაქტი არ გაეხმაურებინა. ფული არ აიღო, სამაგიეროდ, ქრთამი მისმა უფროსმა აიღო. საბოლოოდ კი ნიკო, როგორც ცუდი რევიზორი, სამსახურიდან მოხსნეს. ამგვარი შემთხვევა ბევრჯერ ჰქონდა.
− როგორი გახსოვთ მამა, რა მოგონებები დაგრჩათ მისგან?
− მოსიყვარულე და თბილი იყო. ხშირად მასეირნებდა. ზოგჯერ დედას ჩუმად კაბას შემიკერავდა და სახლში ლამაზი კაბით მომიყვანდა. ვიოლინოზე დავდიოდი და მამას ზოგჯერ თავად დავყავდი მუსიკაზე. ერთხელ ჩემმა ძმებმა სახლიდან კაკალი გაზიდეს. ისინი მამასთან დავაბეზღე. მამამ მითხრა, როგორ მძულს ენისმიმტანი ბავშვებიო. იმის შემდეგ ენის მიტანაზე არასოდეს მიფიქრია. ძალიან უნდოდა, შვილებს კარგი განათლება მიგვეღო და ამას რომ ვერ ახერხებდა, დარდობდა. მუსიკალური სასწავლებლიდან გამომიყვანეს, რადგან მშობლებმა საფასურის გადახდა ვერ შეძლეს. შვილები მამას, როგორც ღმერთს, ისე ვეპყრობოდით. ეს კი, პირველ რიგში, დედის, მარიამის დამსახურებაა. დედა გვეუბნებოდა, ნიკო არის დიდი პოეტი და რომ გაიზრდებით, ამას მერე მიხვდებითო.
ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. მამა სუფრასთან თავის ლექსებს კითხულობდა. უაღრესად კეთილი ადამიანი იყო. მისი ერთ-ერთი მეგობარი დაიჭირეს. მამა ოჯახის სანოვაგეს ყოფდა და მეგობრის ოჯახში მიჰქონდა. მის არქივში ერთ მინაწერსაც კი ვერ ნახავთ, სადაც ვინმეს აუგს ამბვობს, ყველას მიუტევებდა. ჩვენს ოჯახს ბევრმა მიაყენა ტკივილი, მაგრამ მამასავით ჩვენც ყველას ვაპატიეთ. მინდა, კონკრეტულ ადამიანებს მივმართო: ნიკოს არქივიდან წაღებული უნიკალური წიგნები, ხელნაწერები დააბრუნონ! ნიკო სამადაშვილი დღემდე იძარცვება და განმკითხავი არა ჰყავს.
− როგორი ბავშვობა ჰქონდა, სად იზრდებოდა?
− ნიკო მამით ობოლი იყო. მამა რომ გარდაეცვალა, სამი წლის იყო. მაშინ ბაქოში ცხოვრობდნენ. მამის დედამ რძალს ბაქოში ჩააკითხა და ნიკო გორში წამოიყვანა. ცოტა ხანში დედამ შვილს ჩააკითხა, მაგრამ დედამთილმა ბავშვი დაუმალა. ნიკოს ორი წლით უმცროსი და, ელენე, ჰყავდა, რომელიც პირველად 16 წლის ასაკში ნახა. ელენე საქართველოში მეორედ რომ ჩამოვიდა, იმ დროს დიდი მიწისძვრა მოხდა, და-ძმა ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ სახლ-კარი დაენგრათ. გორში დედის ძმამ ჩააკითხა და ბავშვები თბილისში წამოიყვანა. ელენეს თვითონ ზრდიდა, ნიკო კი უპატრონო ბავშვთა სახლში მიაბარა.
ერეკლე ტატიშვილმა ნიკოს ბავშვთა სახლში მიაკითხა, იქიდან გამოიყვანა და ინგლისურ პანსიონატში მიაბარა. სწავლის ქირას ერეკლე უხდიდა. პანსიონატის დირექტორმა, ეროვნებით ინგლისელმა ქალბატონმა, ნიკოს სთხოვა, ინგლისში გამომყევი, გიშვილებო, მაგრამ არ წაჰყვა. ნიკოს არ შეეძლო თავისი ქვეყნის დატოვება. სანამ თბილისში წამოიყვანდნენ, გორის გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც გერმანულ ენას ერეკლე ტატიშვილი ასწავლიდა. როცა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ერეკლე მამას უნივერსიტეტშიც ასწავლიდა. ასე რომ, ერეკლე მთელი ცხოვრება მამას გვერდში უდგა, მისი სულიერი მოძღვარი იყო.
− სტუდენტს ვინ პატრონობდა?
− ნიკო თითქმის მშიერი იყო. ხელმოკლე სტუდენტებთან ერთად მასაც უფასოდ ეძლეოდა ყოველდღიური საკვები ულუფა. ერთხელ თურმე შალვა ნუცუბიძის გამოცდისთვის ერთი კვირა ემზადებოდა. მაშინდელ კიროვის ბაღში დადიოდა, საფლავის ლოდზე იჯდა და სწავლობდა. საგანი ფრიადზე ჩააბარა, მაგრამ გამოცდიდან რომ გამოვიდა, შიმშილისგან გული წაუვიდა. სწავლის პარალელურად მოანგარიშედ მუშაობდა. სტუდენტობისას მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის პირველ სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციაში, რომელსაც ვახტანგ კოტეტიშვილი ხელმძღვანელობდა. ნიკოს მიერ ქართლში სხვა მასალებთან ერთად შეკრებილი სამასამდე შაირი დაიკარგა. სხვათა შორის, ლექსი „ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება...“ ნიკომ დაწერა, ვახტანგ კოტეტიშვილთან მიიტანა და დატოვა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ეს ლექსი ხალხურად ჩათვალეს. ამის შესახებ ბევრმა მწერალმა იცის, თუმცა დღემდე ხალხურად მოიხსენიებენ.
ბუნებით უშიშარი გახლდათ. ვახტანგ კოტეტიშვილი რომ დააპატიმრეს, მათ სახლში მისვლას ყველა ერიდებოდა. ვახტანგის შვილებთან მხოლოდ ნიკო სამადაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი (ცნობილი კომპოზიტორი) მიდიოდნენ. ვახუშტი იგონებდა, გვიხაროდა, ძია ნიკო რომ მოდიოდა, რადგან ვიცოდით, პური უნდა მოეტანა, შემდეგ უკვე სულიერი პური მომიტანა, რასაც მისი პოეზია ჰქვიაო.
− ცნობილია, რომ ნიკო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ეს როგორ მოხდა?
− მიზეზი ისევ ხელმოკლეობა და შიმშილი გახდა. მან საგნები დროზე ვერ ჩააბარა. მამამ თბილისი დატოვა და ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში დაწყებითი სკოლის დირექტორად დაიწყო მუშაობა, სადაც ყველა საგანს თავად ასწავლიდა. საღამოს სკოლა გახსნა, სადაც მოსახლეობას წერა-კითხვას ასწავლიდა, მათთვის წიგნები ჩაჰქონდა. ნიკო ამბობდა, სოფელში ყაზბეგს ისე არჩევენ, ვერც ერთი კრიტიკოსი რომ ვერ გაარჩევსო. სპექტაკლებსაც დგამდა. იქ ნიკო ძალიან უყვარდათ.
− ერეკლე ტატიშვილის „მრევლზე“ გვიამბეთ.
− ერეკლე ბუმბერაზი ადამიანი გახლდათ. დიდი „მრევლი“ ჰყავდა. განსაკუთრებით კი ნიკო უყვარდა. სწორედ მისი თხოვნა იყო, ნიკოს ლექსები არ დაებეჭდა. ეუბნებოდა, რომ დავბეჭდო, მერე კომუნისტები დაგავალებენ ლექსების წერასო. გალაკტიონიც იმავეს ურჩევდა. ეუბნებოდა, ლექსები არ გამოაქვეყნო, თორემ ბოლშევიკები შენც გაგრყვნიანო. ერეკლეს სწორედ ამისი ეშინოდა, რომ ნიკოსაც რაღაცეებს დაავალებდნენ. ეუბნებოდა, როგორც პოეტი, აღიგვებიო. ერეკლესთან ხშირად იკრიბებოდნენ. ისინი ნიცშეს მიმდევრები იყვნენ. ერეკლეს გამორჩეულად ნიკო უყვარდა. მისი „მრევლიდან“ სხვები მასწავლებელთან მისვლას ვერ ბედავდნენ, ნიკო კი მასთან შუაღამითაც მიდიოდა.
ერთხელ ღამე ერეკლეს კარი ჯაჭვით ჰქონდა დაკეტილი და არ აღებდა. ეუბნებოდა, წადი, დაიძინე, გვიანიაო. ნიკო არ მოეშვა, ერეკლე საცვლების ამარა გამოიყვანა, ფაეტონში ჩასვა და ტანსაცმელი იქ ჩააცვა. ერეკლე თავის „მრევლს“ ცოლის მოყვანას უშლიდა. თურმე ახალგაზრდობისას იგი ერთი ქალით იყო გატაცებული. იმ ქალმა კი უღალატა. იმის შემდეგ ქალები დაგმო და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. უსპეტაკესი ადამიანი იყო. მოსწავლეებმა არ დაუჯერეს და ოჯახები შექმნეს.
− ნიკოს და მარიამის სიყვარულის ისტორია გვიამბეთ.
− ერთმანეთი სადგერში გაიცნეს. მამა იქიდან რომ წამოვიდა, სადგერში ყოველ ზაფხულს მაინც ჩადიოდა. მარიამის ოჯახი იქ ცხოვრობდა და მათი ნაცნობობაც იქ შედგა. მარიამი 14 წლის იყო, როცა ნიკომ მშობლებს მისი ხელი სთხოვა. უპასუხეს, ჯერ პატარააო. მეორე წელს კი მიათხოვეს. მაშინ მარიამი 15 წლის იყო, ნიკო − 31 წლის. მარიამს მთელი ცხოვრება აღმერთებდა. ოჯახი მისთვის ყველაფერს ნიშნავდა, წმინდად მიაჩნდა. ერთხელ ჩვენს სახლში სუფრასთან მამას ერთ-ერთმა მეგობარმა ჩვენს სტუმარ ქალბატონს თვალი ჩაუკრა, ნიკომ მეგობარი სახლიდან დაითხოვა და ორი წელი არ ელაპარაკებოდა. ეუბნებოდა, ჩემს ოჯახში ეს როგორ გაბედეო. ნიკო ქალებს თაყვანს სცემდა. ის ნამდვილი რაინდი იყო.
ნიკოს პირველი მეუღლე ულამაზესი ბერძენი ქალი, ევა ჩაკალიდი გახლდათ. ისინი ერთმანეთს მალე დაშორდნენ. ევას ნიკო მთელი ცხოვრება უყვარდა და, როგორც მისმა დამ, თინამ მითხრა, სულ ელოდებოდა, რომ პოეტი დაუბრუნდებოდა. ევას ოჯახი აღარ შეუქმნია. ჩვენს მშობლებს სამი შვილი გაუჩნდათ − ჩემი ძმები თამაზი და ნუგზარი და მე. ნიკოს უკვე შვილთაშვილი ჰყავს, ულამაზესი ლუკა.
− როცა ნიკო უმუშევარი რჩებოდა, ოჯახს თავი როგორ გაჰქონდა?
− დედა სამკერვალოში მუშაობდა. ჩვენ მეზობლად ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილი თამარი (ციცნა) ჩოლოყაშვილი ცხოვრობდა, რომელიც კერავდა. მას „ფინგანი“ დასდევდა და ამიტომ ერთი პერიოდი ჩვენთან კერავდა. დედა ეხმარებოდა, ის კი ფულს აძლევდა. ციცნა კეთილშობილი ადამიანი იყო. ყველას ეხმარებოდა. მას ძალიან ვუყვარდი. მიყვებოდა, მამაჩემი საფრანგეთში გმირად არის აღიარებული, იქ ძეგლი დაუდგესო. მისი მჯეროდა, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით ვუყურებდი. მერე დედამ დამოუკიდებლად დაიწყო კერვა. მასთან ულამაზესი ქალბატონები იმოსებოდნენ. დედა მუშაობაში ღამეებს ათენებდა. მამამ ამდენ გაჭირვებას ვერ გაუძლო და 52 წლის ასაკში დამბლა დაეცა. ერთხელ დედამ ღამით ქვითინი გაიგონა. შევიდა და ნახა, რომ ნიკო ტიროდა. მანამდე მისი ცრემლები არასოდეს ენახა. ნიკომ უთხრა, რას მოვესწარი, ჩემს მეუღლეს ასეთ დღეში ვაყენებო. ტრაგიკული პიროვნება იყო და ამ ტრაგედიის თანამონაწილე ჩვენც ვიყავით.
გვიჭირდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ამაყები ვიყავით, გაჭირვებას არ ვიმჩნევდით. დღემდე ასე მოვდივართ. მამა მძიმედ რომ გახდა ავად, მეგობრები შემოეცალნენ, მხოლოდ რამდენიმეს ახსოვდა. მათ შორის იყო ჩვენი პრეზიდენტის პაპა, შესანიშნავი ექიმი, მიხეილ სააკაშვილი.
− როგორი იყო პოეტის ცხოვრების დასასრული?
− მეორედაც დაემართა სისხლის ჩაქცევა და, სამწუხაროდ, ეს სასიკვდილო აღმოჩნდა. 1963 წლის პირველი მაისი იყო. დედამ თავი დააბანინა, მამა გამოეწყო და მეგობართან წავიდა. იქ შეუძლოდ გახდა და შინ წამოვიდა, ქუჩაში ცუდად გახდა და დაეცა. უცნობმა ახალგაზრდებმა „პობედაში“ ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. დღემდე არ ვიცი იმ ორი ახალგაზრდის ვინაობა, რომლებმაც მამას უპატრონეს. დედა საავადმყოფოში რომ მივიდა, მამას ორჯერ შეუტოკდა გული, თითქოს მარიამის დანახვას ელოდაო და სული დალია. მაშინ 57 წლის იყო.
ირინე მჭედლიძე.
Back to top Go down
View user profile http://www.fereidani.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...   

Back to top Go down
 
ჩვენ რომ გვეგონა, ეგრე არა ყოფილა...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება-
Jump to: