არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Thu Jun 04, 2009 7:49 pm



დიდი ხანია, მინდოდა ამ თემის გასხნა, მაგრამ სულ ის მაჩერებდა, რომ ადრეა მეთქი...

და ეგრე - სულ ადრე იქნება, თუ არაფერი ვთქვით ამაზე...

რას ნიშნავს ამ განყოფილების სათაური?

იმას, რომ ჩვენ ვტოვებთ საკუთარ თავში ჩვენ შეხედულებებს, აზრებს და ყველაფერს...
და ვცდილობთ, სხვისი თვალით, სხვისი ხედვის კუთხით დავინახოთ ამბები, მოვლენები თუ პერსონაჟები...
ეს კი სულაც არ არის ადვილი...

მოდით, ვცადოთ...

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Tue Jun 09, 2009 1:40 pm

''დიდი ხანია, მინდოდა ამ თემის გასხნა, მაგრამ სულ ის მაჩერებდა, რომ ადრეა მეთქი...

და ეგრე - სულ ადრე იქნება, თუ არაფერი ვთქვით ამაზე...

რას ნიშნავს ამ განყოფილების სათაური?

იმას, რომ ჩვენ ვტოვებთ საკუთარ თავში ჩვენ შეხედულებებს, აზრებს და ყველაფერს...
და ვცდილობთ, სხვისი თვალით, სხვისი ხედვის კუთხით დავინახოთ ამბები, მოვლენები თუ პერსონაჟები...
ეს კი სულაც არ არის ადვილი...

მოდით, ვცადოთ...''


ბატონო მიხო,მე ჩემი მოკლე ჭკუით ასე მგონია.
გონიერ ადამიანს უნდა ეყოს ჭკუა,რომ სუბიექტური შეფასებები საკუთარი თავის ,სიტუაციის,გარემოებების და ასე შემდეგ უკანა პლანზე გადადოს და შეძლოს განსხვავებული რაკურსით ხედვა ..
ადამიანი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვითარდება, შინაგანად მრავალფეროვნდება .ხდება ღირებულებების,პრიორიტეტების ცვლილებები შეფასების შკალაზე, ხშირად რადიკალური გადაფასებაც.
ესეც ცოტა სხვაა..
მე ასე მგონია თქვნ ახლა ადამიანის ნიჭზე ლაპარაკობთ- იგივე შემოქმედებით ჭრილში - არიან ადამიანები არასტანდრული,ფართო აზროვნებით,განსხვავებული ხედვით, საინტერესო რაკურსით. მე ასე მგონია,რომ გარკვეულ ეტაპზე ნიჭიერი ერფეროვნება , სტანდარულობა,ერთვაროვნება,მონოტონურობა ქართული ლიტერატურის სენი იყო გასულ საუკუნეში.

საერთოდ მწერლის ხელში დიდი იდეოლოგიური იარაღია. Smile
თუ ერთ დონეზეა ლაპარაკი,გინდაც ლიტერატურულ დონეზე დაშტამპული აზროვნების ავტორს მე არაშაბლონური,არატრივიალური ,არაბანალურია შემომქმედი მირჩევნია.
ცხადია ,შემოქმედებითი თუ პიროვნული კრეატიულობის სურვილმა კომიკური და უგემოვნო,(გოიმური)ფორმები არ უნდა მიიღოს.
მე მომწონს ახალგაზრდა ლიტერატორები-ეს თაობა უფრო ''თავისუფლად სუნთქავს''Smile


Last edited by nini on Tue Jun 09, 2009 11:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Tue Jun 09, 2009 1:46 pm

''საოცარი ხედვა'' და ''მოულოდნელი მიგნებები''- ბატონ ვაჟას დაუკომენტარებია მინდიას ერთ ლექსზე.
არაჩვეულებრივი შეფასებაა ეს ავტორისთვისSmile
დაახლოებით ამას ვამბობდი მე.

მაინც მგონია რომ ბატონი მიხო რაღაც უფრო დიდს ამბობს ...
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 32
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Tue Jun 09, 2009 2:12 pm

nini wrote:
''საოცარი ხედვა'' და ''მოულოდნელი მიგნებები''- ბატონ ვაჟას დაუკომენტარებია მინდიას ერთ ლექსზე.
არაჩვეულებრივი შეფასებაა ეს ავტორისთვისSmile
დაახლოებით ამას ვამბობდი მე.

მაინც მგონია რომ ბატონი მიხო რაღაც უფრო დიდს ამბობს ...

გეთანხმები ნინი მართლაც არაჩვეულებრივი კომენტარია პირადად ჩემთვის Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Tue Jun 09, 2009 11:30 pm

nini wrote:

მე ასე მგონია,რომ გარკვეულ ეტაპზე ნიჭიერი ერფეროვნება , სტანდარულობა,ერთვაროვნება,მონოტონურობა ქართული ლიტერატურის სენი იყო გასულ საუკუნეში.

Arrow

მე ეს თამაში იმიტომ წამოვიწყე, რომ ვიწრო კუთხით, ეს კითხვისთვის არის საჭირო და უფრო ფართოდ კი - პიროვნების თვითსრულყოფისთვის.
ანუ რას ვამბობ:
ადამიანში ყველანაირი შესაძლებლობა არის მოცემული, სძინავთ ამ შესაძლებლობებს და როცა საკუთარი თავიდან გამოსვლას იწყებ, მართლა კი არ გამოდიხარ, ისე საკუთარ თავში ხარ და მაშინ პოულობ იქ საინტერესო შესაძლებლობებს.
მე ამაში კითხვა მეხმარება - სწორედ ამ დროს გამოვდივარ საკუთარი თავიდან და ვცდილობ რამდენიმე პერსონაჟი ვიყო ერთდროულად - ისიც და ესეც... და აბა ეს ოხერი მიხო როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში? დ'არტანიანი უფრო იქნებოდა თუ ათოსი? შეძლებდა ლუარსაბ თათქარიძეობას? მინდიას გადმოსახედიდან თუ დაინახავდა სამყაროს?..
ამ დროს კათარზისი - არა მგონია... ეს პიროვნების დახვეწის ერთ-ერთი გზაა...

კათარზისი მაშინ იყო, როცა 1987 წელს ფშავის ერთი კლდიდან ჩამოვვარდი, ვერ უნდა გადავრჩენილიყავი, რატომღაც გადავრჩი და ოდნავ უკეთესად რომ ვიგრძენი თავი, თავზარდაცემულმა აღმოვაჩინე, რომ ეს გადარჩენა არ მომხდარა "რატომღაც"...
აი, ეგეთ დროს იცვლება ადამიანი.

მონოტონურობა და შტამპები, რაც ლიტერატურული პროცესის თანამდევი ავადმყოფობებია, ამგვარი თამაშებით იკურნება ხოლმე, როგორც მე მგონია...

მკითხველისთვისაც კარგია ეს ვარჯიში და მწერლისთვის ხომ - მით უმეტეს...


Last edited by ბობო on Thu Jun 11, 2009 1:42 am; edited 1 time in total
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 32
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Wed Jun 10, 2009 12:48 am

თითქმის ყოველთვის სხვისი თვალით ვუყურებ სამყაროს და ჩემ თავს განსაკუთრებით. ესე ყველაფერი გაცილებით იოლია და თითქმის ყველას ვუგებ და მესმის. მე რას მაძლევს? არ ვიცი, ალბათ კმაყოფილებას
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Wed Jun 10, 2009 8:30 am


"ჩემში უამრავი ქალია საშენო"-მეთქი და ეს "საშენო" რომ ჩამოვაცილოთ, მაინც იმდენი ქალია, იმდენი ადამიანია... და თავისთავზე უფრო საკვირველს ადამიანი მაინც (ალბათ)ვერც ვერაფერს ნახავს. ასე გასინჯეთ - ქალი შვილი (ღმერთო, დიდხანს!), ქალი ცოლი, ქალი დედა, ქალი და, ქალი მეგობარი, ქალი მეზობელი, ქალი თანამგზავრი(საზოგადოებრივ ტრანსპორტში) ქალი თანამშრომელი და ა.შ. უსასრულოდ. და რა ძალიან საინტერესოა, ამათზე გარედან შეხედვა-დაკვირვება... რამდენი თემაა...

ერთხელ ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ, 1997 წლის შემოდგომა იქნებოდა, წვიმიან დილას სად იყო მაშინ ამდენი ტრანსპორტი და მეტრო "სარაჯიშვილიდან" ფეხით მივუყვებოდი გლდანის გამგეობისა და სასამართლოსაკენ ამავალ გორაკს. მოულოდნელად უკანიდან წამოწეულმა მანქანამ ისეთი სისწრაფით ამიარა გვერდი, რომ ხორცისფერი ლაბადა თავიდან-ფეხამდე შემიწუწა. თან მძღოლმა მინა ჩასწია და კაი მამა-პაპურიც გამომიგზავნა. ძალიან გავმწარდი. იმის ნაცვლად(არც მქონია ილუზია მაგრამ მე ხომ ასე მზრდიდნენ და ვზრდი!) შემოეთავაზებინა, აგიყვანთ ზემოთამდეო, შემწუწუა და გვარიანადაც შემომაგინა. გორაკზე ასულმა, დავინახე, რომ ეს მანქანა ჩემი სამსახურის წინ იდგა და ლამის სირბილით ავედი მესამე სართულზე. სასწრაფოდ მოვიხმე ჩვენი ერთ-ერთი აღმასრულებელი და ვთხოვე, იმ მანქანის მძღოლი ჩემთან მოეყვანა და თან პირობა ჩამოვართვი, თვითონ არაფერი ეთქვა. მოიყვანა ის მძღოლი, რომელმაც დანახვისთანავე მიცნო და ისე მწარედ გავლანძღე, უამრავი ხალხის წინაშე, იმდენი ტალახი ვასხი და ქვა ვაყარე, სულ გული ვიმხე ჩემსა და იმ დღეს მთელ თბილისში ყველა შეწუწულ-შეგინებული ქალების ნაცვლად...

და ახლა, რატომაც ვყვები ამ ამბავს... უცებ ასე გაწიწმატებულ ჩემს თავს დედაჩემის თვალით შევხედე და კაი ხანს ვიჯექი სახეზე ხელებაფარებული...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Wed Jun 10, 2009 8:49 pm

ვvახ,ვახ,ვახ,
ეს რა კაი სარკმელი ვიპოვნე

მაგრამ რა ვთქვა ან არის აუცილებელი რისიმე თქმა?
ეხლა შესაბამის სმაილიკს დავდებ, რომ დავინახო გარედან ცემი ტავი, დაახლოებით რა გამომეხატება სახეზე affraid
პირველი შემოსვლისათვის საკმარია
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Wed Jun 10, 2009 11:12 pm

''პიროვნული თვითსრულყოფა.''

flower


Last edited by nini on Thu Jun 11, 2009 2:03 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Thu Jun 11, 2009 12:34 am

ვინც იცის, ვინ არის ვ-ანუცა, იმათ გასაგონად ვამბობ, რომ ჩემი გიას, არგანაშვილის შვილი - ანი გვინდა ჩვენ აქა!
იმიტომ გვინდა, რომ ის ფსიქოლოგია და ნამდვილია თანაც...
და
დაგვიწერდა აქ კარგ რამეებსა!..

რახან ვ-ანუცა არ მოდის აქა, ეხლა მე მოვყვები:

ჩემი და, ნინო სულ უბრალო გოგო იყო, ჯერ გათხოვილი არ იყო და - სიზმარს მიყვება თავისას.
უკვე ვიცხოვრე მე მთელი ეს ცხოვრებებიო - მამაჩემისაო, დედაჩემისაო, პაპა-ბებოსიო, ხეებისაო, ბუჩქებისაო და ცხოველებისაო...
ყველას ცხოვრება ვიცხოვრე ჩემ სიზმარშიო...
მარტო სიკვდილის ცხოვრება არ მიცხოვრიაო და...

და კიდე თუ მოვალ ამ დედამიწაზე, ყველად და ყველაფრად მოვალო, მაგრამ რატომ ვერ მოვალ სიკვდილადო?
რატო იქ არ მიშვებს ისაო, ვინც მაღლიდან დაგვყურებს ყველასაო?

რა იქნებოდა, რო სიკვდილი ვყოფილიყავი როდისმეო?..
რა იქნებოდაო?..

ანუ -

სიზმარმა მიიყვანა იქამდე, რომ - სიკვდილის გაგება მოუნდა... სულ პატარა გოგოს, მეცხრე კლასელს...

და მაშინ შემეშინდა მე იმისი ლაპარაკისა.
ნინომ მაშინ არა იცოდა რა ბუდისტური გარდასახვებისა, რომ სხვა ცხოვრებით უნდა მოხვიდე, გაჩნია როგორ იცხოვრე წინა ცხოვრებაში...
არაფერი იცოდა ამისა, მართლა არაფერი...

ეტყობა, სიკვდილს უტრიალებდა იმისი გონება, სიკვდილის ამოხსნა უნდოდა...

და ჩვენი გენიალური ხალხურებიც უტრიალებს სიკვდილის საიდუმლოს, უტრიალებს და ისეთ შედევრებს გვიტოვებს, რომ სტანდარტული და დაშტამპული გონება იმას ბოლომდე ვერ ჩახვდება, თუ თავდაყირა არ დააყენა თავისი აზროვნება...

საკუთარ ტყავზე გამომიცდია და თამამად ვიტყვი - სიკვდილთან მიახლოება სუუულ სხვანაირ აზროვნებას გვასწავლის...

Exclamation

იქითა იბერიელებს, პირენეის ნახევარკუნძულზე რომ ცხოვრობენ, იმათ აქვთ, ესპანელებს - "დანსა დე ლა მუერტე" - "სიკვდილის ცეკვა" და ეს უბრალო რამე სულაც არ არის...

study

ეეე...

ნეტა, ვ-ანუცა მოვიდოდეს აქ...

Idea
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Thu Jun 11, 2009 1:11 am

ასე ვიტყოდი...
მთელი ჩემი ლექსები, რომლებმაც კაცად "გამასაღეს" საიტებზე-მზერის გადანაცვლება იყო კონკრეტული მიზნით-შემექმნა ჩემი მეუღლის სიცოცხლის გაგრძელების ილუზია.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Thu Jun 11, 2009 1:52 am

ვ-ანუცა

მე ვიცნობ.
.
ძალიან ნიჭიერია .
flower


Last edited by nini on Sat Jun 13, 2009 3:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Fri Jun 12, 2009 12:00 am

მომენატრა ვანუცა და მისი საუბრები.... ებლიტფოდან ვიცნობ
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
keso
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Sat Jun 13, 2009 9:40 pm

ეჰ, მე კიდევ სულ ისე ვცხოვრობ, როგორც სხვებს უნდათ, დედას, ქმარს, შვილებს, ნათესავებს, ახლობლებს და ჩემი ცხოვრება კი... გავიდა, მე იქნებ პირიქით მეცადა, ჰა, რას იტყვით Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Sun Jun 14, 2009 12:04 am

ახლა მე, კესოს თვალით შევხედავ....ალბათ ძნელია, თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანის ჭკუაზე ცხოვრება...მაგრამ სულ მარტო-არავის ჭკუაზე ცხოვრებას-ნამდვილად სჯობია...თანაც თუ სასწორი ხარ და გადაწყვეტილების მიღებისას სულ ჭოჭმანობ.
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Sun Jun 14, 2009 11:44 pm

კესოს სიტყვებმა დამაფიქრა... ჰო, მეც არასოდეს მიცხოვრია საკუთარი თავისათვის...არც ახლა ვცხოვრობ, მე უბრალოდ ვარსებობ.....

აი ახლაც....

დაღლილი საკუტარ თავს ვეუბნები: წადი, დაიძინე, დახუჭე თვალები და არ იფიქრო არაფერზე....

უფ, არ გამომდის.... სარეცხი მანქანა გაჩერდა, უნდა ავდგე....

რა ცუდი ხარ ნელ....ერთხელ მაინც იფიქრე იმაზე, რომ უნდა დაისვენო...


ნელ....მინდა ჩემზეც ზრუნავდნენ... Crying or Very sad
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Sun Jun 21, 2009 10:10 pm

lol!

მოგცლიათ ერთი!
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Sun Jul 05, 2009 4:21 pm



რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის აქ შემოსვლიდან არც ერთი თაობა არ დარჩენილა საქართველოში, მისი უკეთესი და დაუმორჩილებელი ნაწილი რომ არ მოჰყოლოდა ორთავიანი არწივის კლანჭებში - ან შეტაკებაში არ მოეკლათ, ან არ დაეხვრიტათ, ან არ გადაესახლებინოთ, ამ მკვლელი არ მიეგზავნათ, ან არ მოეწამლათ და ასე შემდეგ...
კი, რიცხვობრივად ბევრად მეტნი არიან ჩვენზე.
კი, უკეთესი არმია ჰყავთ - თუ ტექნიკით ახლოსაც ვერ მივლენ ამერიკულთან, აკი ვთქვი, რიცხობრივად მაინც...
მაგრამ, როგორ გგონიათ, იმ დაუმორჩილებელმა ქართველებმა, ვინც ამ ველურებს შეეწირნენ, არ იცოდნენ, ვის უპირისპირდებოდნენ?
მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ მაინც იბძოდნენ...
რაც არ უნდა ძლიერი იყოს შენზე წამოსული მტერი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ის აზრი, რომ ამ ბრძოლით მე ჩემი ქვეყნის რომელიმე ხელისუფალს კი არ ვიცავ, საკუთარ თავს, ოჯახს და სანათესაოს თუ სამეგობროს არ ვაქელინებ მტერს...
და როცა ვკვდები, ეგრეც არის საჭირო...
ხომ ამბობდა პაპა ჰემი, რომ კაცი ლოგინში არ უნდა მოკვდესო და როდემდე გინდა იცოცხლო, მართლა და მართლა, როდემდე გინდა უყურო ამ მრუდე წუთისოფლის ოღრო-ჩოღროებს...
რადგან ეს ჩვენი მიწა - მართლა მიწა კი არ არის, ლეგენდა არის სისხლზე - დაუმორჩილებელი ქართველების დაღვრილ სისხლზე და სულ სისხლს მოითხოვს... იმ დაღვრილი სისხლით აფხიზლებს ყველას და ახსენებს, ვისი გორისანი არიან...
და,
იმას ვფიქრობდი წინა წლის აგვისტოში, რომ -
კარგი, ცხინვალში ვერ მოვხვდი და ვერა ამ ჩემი ასაკის გამო - ორმოცდაექვსი წლისა ხარ და დიდი ხარო...
თუ თბილისში შემოვიდა რუსი, ისე არ უნდა წახვიდე კაცი ამქვეყნიდან, რომ სამი-ოთხი მათგანი მაინც არ წაიძღოლიო წინ - წინდა რომ გაგიკემსონ იქ, წყალი გიზიდონ და გემსახურონ, ჩვენი დიდი ვაჟა-ფშაველასი არ იყოს.
და, მიძახეთ ომის ნიადაგზე გარეკილი, რამდენიც გინდათ...
იძახეთ, მწერალი ხარ და ჰუმანურობა გმართებს და არა ომის აპოლოგიაო...
ესა ვარ, რაცა ვარ...
ჩემი გვარი ეგ იყო - რუსების წინააღმდეგ ეჭირათ იარაღი და ისე მიდიოდნენ ამქვეყნიდან, რომ წინდების დამკემსავ-შემჯღანავების მთელ ფაბრიკას თუ ვერა, ერთ საამქროს მაინც მიიძღოლიებდნენ ხოლმე წინ და წინ...
ომზე კიდე - ის უნდა ითქვას, რომ მე არ მივდივარ რუსეთის დასაპყრობად, რუსი მოდის აქ საქართველოს დასაშლელად და - თავი უნდა დაიცვა კაცმა, გინდა ქუჩაში გირტყამდნენ და გინდა ბრძოლაში გესროდნენ...

სულ ეს არის და საკუთარი თავიდან გამოსვლა იქნებ არც ერქვას ამას, რაც ზემოთ დავწერე.
მე ჯერ ესა ვარ და მერე ვარ დანარჩენი ვინმეები...

affraid
Back to top Go down
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Sun Aug 23, 2009 6:03 pm

გამრიგე wrote:


დიდი ხანია, მინდოდა ამ თემის გასხნა, მაგრამ სულ ის მაჩერებდა, რომ ადრეა მეთქი...

და ეგრე - სულ ადრე იქნება, თუ არაფერი ვთქვით ამაზე...

რას ნიშნავს ამ განყოფილების სათაური?

იმას, რომ ჩვენ ვტოვებთ საკუთარ თავში ჩვენ შეხედულებებს, აზრებს და ყველაფერს...
და ვცდილობთ, სხვისი თვალით, სხვისი ხედვის კუთხით დავინახოთ ამბები, მოვლენები თუ პერსონაჟები...
ეს კი სულაც არ არის ადვილი...

მოდით, ვცადოთ...

Idea


გამრიგევ,
მე ვცადე ერთი ხერხი ამ მიზნით. ავდექი და ჩვენს ყოფა-ქცევას ჩემივე პერსოაჟის, სომეხი მეწაღის თვალით დავუწყე ცქერა.
შედეგად ის მივიღე, რომ იმისკენ გადავიხარე, პერსონაჟმა მაჯობა ანუ.
თავიდან მისი აზრი მინდოდა სასაცილო ყოფილიყო და მერე პირიქით მოხდა.
კარგი ყოფილა საკუთარი თავის უცხო თვალით დანახვა.
მერე უკვე, ამ გარდასახვაში გაწაფულმა, ერთხელაც ვცადე ჩემი ამერიკელი ნაცნობი მეზიარებინა ქართული კულტურისთვის და ცეკვა ვერ ავარჩიე ისეთი, რომ ხაზი გამესვა ჩემი განსხვავებულობისთვის აღმოსავლური კულტურისგან.
ბუში რო იყო სტუმრად, კინტოს ცეკვით უნდა დახვედროდა საქართველო? და მსოფლიო ნიუსების იშვიათი შანსი ასე გამოვიყენეთ, რომ უზნეო წლაწვნით გავეცანით ქვეყნიერებას. ბარაქალა!
მართლა ჰაერივით საჭიროა ამ თემაზე მსჯელობა და რაღაც კრიტიკული პოზიციის გამოძერწვა იმ ყალბი ფასეულობებისგან თავის დასაძვრენად, ფითრივით როა ჩვენში ჩაწნული, თორემ მალე შალახოს მეტი არაფერი შეგვრჩება.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Wed Sep 02, 2009 8:44 am



დალაი ლამა

რა არის სიყვარული?
(პასუხად ბავშვებს)

ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობენ რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემტხვევაშიც იგივე ხდება. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: "გაგიმარჯოთ! გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი".

ჩემის აზრით, საუკეთესო გზა გათავისებაა, ანუ ნიჭი სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და ტკივილების წარმოდგენის შეძლებისა. ჩვენ, ბერები, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ სხვათა შეგრძნებების აღქმის უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში. მაგალითად, ვფიქრობთ იმ მდგომარეობაზე, თუ რას განიცდის ესა თუ ის არსება, როგორიცაა დასაკლავად გამზადებული ცხვარისადმი სიბრალულის გრძნობა და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ მისი ტანჯვა: სიკვდილის შიში, ტკივილი, სისხლი. ანაც გვესახება საყვარელი ადამიანის სიმძიმილი და განვიხილავთ ჩვენს რეაქციას მისდამი. ამგვარად, შევისწავლით სხვათა შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას და ვაუმჯობესებთ ჩვენი აღქმისა და მათთან ურთიერთობის უნარს. სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ სხვათა გათავისება და მათ ადგილზე საკუთარი თავის მოაზრება, რაც ამავე დროს, ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც დიდ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცეს, წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს სხვის მდგომარეობაში ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში, ეს გვეხმარება ერთმანეთისადმი დაპირისპირების შერბილებაში, რითაც სხვათა გრძნობებს ვითავისებთ და ვსწავლობთ მათ პატივისცემას.

თარგმანი იტალიურიდან - კონსტანტინე ვეკუასი.


Exclamation

აი, როგორ რამეებს ამბობს ეს დიდი კაცი - ალაბედზე კი არ არაკუნებს რაღაცას, რახან ეგრე უნდა, არა, - ეგრე ცხოვრობს და როგორც ცხოვრობს, იმას ამბობს აქ...

აი, ეგრე ვიცი მე მოსვლა!..

lol!
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   Sun Sep 27, 2009 1:13 pm



ბრძენია დალაი ლამა_ღმერთი ალაპარაკებს,
ხოლო მის სათქმელს,
ასე ჭკვიანურად და უბრალოდ გადმოცემულს,
შოთა რუსთველი ორი სიტყვით ამოაბრწყინებს:
"სიყვარული აღგვამაღლებს..." sunny sunny sunny
...
გალაკტიონი გამახსენდა:
"მითხარ,როგორ არ ვიამაყო..." cheers cheers cheers

...
არჩანდა კედლებს აშენებს
და თან საიტსაც ამშვენებს!

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო   

Back to top Go down
 
მზერის გადანაცვლების და საკუთარი თავიდან გამოსვლის გამო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება-
Jump to: