არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლიტგაზეთის პუბლიკაციები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Feb 25, 2011 11:22 am

"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 44-ე ნომერში (25 თებერვალი - 10 მარტი) წაიკითხავთ:

როსტომ ჩხეიძე - "ოთარ ჭილაძის დღიურის ფურცლები"
ანდრო ბუაჩიძე - ლექსები
ნინო გუგეშაშვილი - "ენაი კვიმატი" (მოთხრობა)
კატო ჯავახიშვილი - ლექსები
ლელა ცუცქირიძე - ლექსები
ბექა ქურხული - "ორი მთვარის ამბავი" (ვრცელი მოთხრობის გაგრძელება)
ვახტანგ ჯავახაძე - "ლექსიდან ლექსამდე (ჩანაწერები)
ნანა კობაიძის ინტერვიუ ირმა ტაველიძესთან - "ჩემი მთავარი საქმე წერაა"
თამარ ჟურულის ინტერვიუს ლაშა ბაქრაძესთან - "ეს არის XIX-XX საუკუნეების ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდი არქივი"
გიგი ხორნაული - "გალაკტიონი" (მოგონებათა წიგნიდან)


study

კატო ჯავახიშვილი

ალილო

თეთრია ჩემი სამოსი. ვზეიმობ. ვგლოვობ.
ძაძებგახდილი. თავი კედელს. სუნთქვა ჰაერში.
ძირს, ჩემს ფეხებთან, დაუმწვარი სანთლების გროვა.
ზევით ღრუბლებში ორნამენტი. კვერცხი. ფაბერჟე.
ნატურმონტივით მიდევს თავი. გიხსენებ. ვფიქრობ.
ხმაურით არა. ჩუმი ელდით. მოდის სიჩუმე.
ვიცი, რომ ამ დროს ეშინიათ. მე გელი. იქნებ,
მოხვიდე. მითხრა, რომ ტკივილი ამოვიჩემე.

ალილო და აქა შობა.
ალილო და აქა ალილო.
მანამ, უჩემობამ დაგშუბა
მანამ უშენობამ გამივლო
გულში, გაუთიბავ საძოვრებს
ზარი უხმიანე სამრეკლო,
თორემ ევა ვარ და კვლავ გავუძლებ,
შარაგზას. ეკლიანს თუ უეკლოს.
ალილო და აქა პური.
ალილო და სისხლი აქა.
სხეული ჩემი დავაპურე,
სხეული ჩემი სულს მისხლავდა.
ნაწნავს ჩემსას გადმოგდებულს,
იდგნენ, ასფალტს ქვევით ფლავდნენ,
მანამ უშენობა გადამაგეს
მანამ ჩამომაფარეს ფარდა.
ალილო და აქა შობა.
ალილო და ალილო აქა.

გზებია ისე ჩაკეტილი. ნაჭუჭი თხილის.
გათავისუფლებ. გული მარცხნივ. ისმის ტკაცუნი.
თვალებში ნაცარს მაყრიან და მე კი, სიფრთხილეს.
ყველა რომ ირგებს, ვიხდი. ვაგდებ. ფეხქვეშ გიცურებ
სიტყვას, რომელიც ჯერ არ მითქვამს და ვიტყვი ახლა.
სიტყვას, რომელიც ვეღარ გასწვდა ჩემს უშენობას.
და რა მარტივად შემიძლია გითხრა: მიყვარხარ.
და რა რთულია, ჩამოშლილი სულის შენება.

ალილო და აქა შობა.
ალილო და ალილო აქა.
მიწა დამიმოკლდა, დამშორდა,
კიდურებს შორის გამიქვავდა.
თვალი ისე გამომთხარეს,
დამნაშავეც არსად ჩანდა.
მანამ უშენობა მოვიდა ხვალე,
მანამ, უჩემობა ჩამოდგა კართან.
ალილო და აქა პური.
ალილო და სისხლი აქა.
მშიერი ვარ და დამაპურე.
მწყურვალი ვარ და მიმყევ წყალთან.
ევა ვარ და კვლავ გავუძლებ
ათას ედემს...
-ალილო აქა.

თეთრია ჩემი სამოსი. ვზეიმობ. ვგლოვობ.
ძაძებგახდილი. თავი კედელს. სუნთქვა ჰაერში.
ძირს, ჩემს ფეხებთან, დაღვენთილი სანთლების გროვა.
ზევით ღრუბლებში ორნამენტი კვერცხი. ფაბერჟე.

Idea

ლელა ცუცქირიძე

ლიზა კითხულობს მარკ ტვენს

იცი, ჩემი სახლის სარდაფშიც ცხოვრობდა
ეგ საყვარელი მაწანწალა_ჰეკლბერი ფინი,
იქ ახლაც დგას მოწეული თამბაქოს სუნი
და საფეხურებზე შერჩენილია
ტალახიანი ნაფეხური–
ჭორფლიანი, პატარა ბიჭის.

იცი, ჩემი სოფლის ოდაში დღესაც იმალება
ინდიელი ჯო,
სწორედ ამიტომ ვერ მიმყავხარ,
მეშინია, რამე არ გავნოს.
არ გჯერა, ხო?
როცა იქნება, აუცილებლად გაჩვენებთ იმ სახლს
შენ, ტომს და ჰეკის,
განძსაც იპოვით, ბავშვობაში რომ დავმალე შენთვის,
და ბეკი? ბეკი აქ დარჩეს მარტო,
ტომს შენ მოსწონხარ, მე ასე ვატყობ,
შუშის ბურთულებს სულ შენ არ გჩუქნის?
ვერ მომატყუებ, აბა გაშალე პატარა მუჭი.

იცი, ჩვენი სახლის ოთახებში
დღესაც დაეძებს ტომს დეიდა.
_ტომ!
პასუხი არ არის.
ტომ!
პასუხი არ არის.
_ რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!
ტომს არაფერი არ დამართნია,
უყვარს დამალვა, ხანაც გაპარვა,
და თანაც, შენზე მეტად ცელქია.

შენ კი ტომივით არ დამემალო,
_ელისაბეედ, ლიზიკოო, ლიზიი!_
რომ დაგიძახებ ახლაც და მერეც,
როცა უკვე იქნები დიდი
და შენი სახლის ოთახებში
დაგემალება ტომივით შვილი,
_ ბატონო დედიკოო, _ გამაგონე,
როგორც ყოველთვის და მოდი ჩემთან,
მე დავმშვიდდები, ჩაგეხუტები და
გული ისევ დაიწყებს ფეთქვას...

ახლა კი წადი, წადი ტომთან,
რომელიც გელის,
დღეს შენ მიყავხარ ჰეკთან ერთად
ახალი განძის
აღმოსაჩენად.

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Mar 11, 2011 9:51 am



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 45-ე ნომერში (11 – 24 მარტი მარტი) წაიკითხავთ:

გივი შაჰნაზარი – "იქნებ..."
კოტე გაბაშვილი – "ჩვენ, გლობალიზაცია და ენა"
ტარიელ ჭანტურია – წიგნიდან: "საიტ.უმლო ბარათი – 2" (ლექსები)
ბექა ქურხული - "ორი მთვარის ამბავი" (ვრცელი მოთხრობის გაგრძელება)
ბესო ხვედელიძე – "სველზე სველი" (მოთხრობა)
ირმა ბერიძე – ლექსები
ლადო კილასონია – "ამაბავი მიხას პაპისა" (მოთხრობა)
ნანა კობაიძის ინტერვიუ მიხო მოსულიშვილთან - "არასდროს ვიცი, საით წამიყვანს ამბავი"
ეკა ცხადაძე – "რომანი 2008 წლის მოვლენებზე" (წერილი გურამ მეგრელიშვილის და თამაზ დემეტრაშვილის რომანზე iratta.ru)
ზაზა გოგია - "ქეთევან შენგელია (შტრიხები პორტრეტისათვის)
ბასიოს, ბუსონის, ისას და სიკის ჰაიკუების ლელა მეტრეველისეული თარგმანები.
ანდრო ბუჩიძე - "ცისკარი". 1. 2011." (რეცენზია)
ერთი მოთხრობის კონკურსი


study

სიკი

თარგმნა ლელა მეტრეველმა

***
გაზაფხულის დღე, გაწელილი.
აუჩქარებლად მუსაიფობს
ნავი ნაპირთან.

***
მოკლეა ღამე.
ჩემი სიცოცხლე ნეტავ მასზე
ბევრად გრძელია?!

***
გთხოვ, როცა წახვალ,
არ დაგავიწყდეს – ეს მოწყენილი
შემოდგომაც თან წაიყვანე.



Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლიტგაზეთი "ნესკაფესთან" ერთად   Fri Mar 25, 2011 9:20 am


Literature Newspaper with Nescafe

"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 46-ე ნომერში (25 მარტი – 7 აპრილი)
წაიკითხავთ:

ლია სტურუა – "თებერვლის ბოლო"
გურამ დოჩანაშვილი – "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება"
დავით ქართველიშვილი - "ელენე და ტატო"
ლია სტურუა - ლექსები
გურამ დოჩანაშვილი - "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგოდება"
ბექა ქურხული - "ორი მთვარის ამბავი" (ვრცელი მოთხრობის გაგრძელება)
შალვა საბაშვილი - ლექსები
ნინო სადღობელაშვილი - "მეოთხე განზომილება"
ლალი ავალიანი - "დღეს მე ვმღეროდი გადარჩენისას"
ნანა კობაიძის ინტერვიუ თამაზ ჭილაძესთან - "მწერლობა სასიცოცხლო სივრცეა"
თამარ ჟურულის ინტერვიუ ალექსანდრე კვიტაშვილთან - "მე უფრო პროზის მოყვარული კაცი ვარ"
ირმა ტაველიძის თარგმნილ სანდრა სისნეროსის ნოველა "თერთმეტს" და ჯულია ალვარესის "თოვლს".
ლელა კოდალაშვილის წერილებს - "ისევ პაატა შამუგიას კრებულის თაობაზე", "ეკა ქევანიშვილის აჯანყებული პოეზია", "დიანა ანფიმიადის შემდგარი ეტაპის დასასრული".
ერთი მოთხრობის კონკურსი


study

ერთი მოთხრობის კონკურსი

"ლიტერატურული გაზეთი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს ერთი მოთხრობის კონკურსს 18-დან 30 წლამდე პროზაიკოსებისთვის.
ავტორებმა ერთი გამოუქვეყნებელი მოთხრობა, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 25 000 კომპიუტერულ ასო-ნიშანს, უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე konkursi2011@yahoo.com
მოთხრობას თან უნდა ერთვოდეს ავტორის პირადობის მოწმობის ასლი და ტელეფონის ნომერი.
მოთხრობის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 აპრილი.
ხუთი გამარჯვებული ავტორი დასახელდება მაისში.
გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთი პროზაიკოსისგან შემდგარი ჟიური.
გამარჯვებული ნაწარმოები "ლიტერატურულ გაზეთში".

I პრემია _ 1500 ლარი.
II პრემია _ 1200 ლარი.
III პრემია _ 1000 ლარი.
IV პრემია _ 600 ლარი.
V პრემია _ 500 ლარი.


როგორც ხედავთ, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია პრემიების სიდიდე და რაოდენობა - ამიტომ წარმოდგენილი მოთხრობების ხარისხმაც უნდა მოიმატოს, ალბათ...


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Apr 22, 2011 1:42 pm



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 48-ე ნომერში (22 აპრილი – 5 მაისი)
წაიკითხავთ:

* მიხო მოსულიშვილი – "ერთი ციდა მოთხორბები"
* ვაჟა ხორნაული – ლექსები
* ლელა მეტრეველი – ლექსები
* მამუკა წიკლაური – გაუფილტრავი აზრები
* ნინო სადღობელაშვილი – ლექსები
* ვახტანგ გოგოლაშვილი – ლექსები
* ემზარ კვიტაიშვილი – დღიური
* ომარ თურმანაული – "წერას ხელახლა ვიწყებ" (ესაუბრა ხათუნა ალხაზიშვილი)
* თამაზ ყურაშვილი – მდიდარი ბიბლიოთეკა და მისი ათვისება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ნოვატორი გახდე, რაღაც ახალი თქვა" (ესაუბრა თამარ ჟურული)
* ლელა კოდალაშვილი – პოზიცია
* სონია ქართველიშვილი – კატო ჯავახიშვილის ლექსი "რღვევა"
* სარკმელი – ლიტერატურული მოზაიკა


study

ვაჟა ხორნაული


‎***
შვილი ძალიან,ძალიან იგვიანებს
და ლამის სიხარულით ატირდეს
დედა იმ ქვეყანაში...


***
გაილია,დაპატარავდა ზვავი-
თითქოს თეთრი ზურგჩანთაა,
ზამთარს რომ დაავიწყდა წასვლისას.


***
ხატების წინ დახარა თავი
და წელში მოიხრა,
ვით ნიავგადავლილი ყვავილი.




Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri May 06, 2011 8:23 pm



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 49-ე ნომერში (6-19 მაისი)
წაიკითხავთ:

* ზაალ სამადაშვილი - "ხაზის რადიოსა" და მზესუმზირის ამბავი
* ირმა ტაველიძე - სამოთხის ფლორა და ფაუნა
* გიგი სულაკაური – ლექსები
* შოთა იათაშვილი – ლექსი
* შოთა ქავთარაზე - ლექსები
* ნინო ქოქოსაძე – ლექსები
* მამუკა წიკლაური - გაუფილტრავი აზრები
* რატი რატიანი - ლენდ-არტი
* გიგი ხორნაული - გოდერძი ჩოხელი (მოგონებათა წიგნიდან)
* გურამ მეგრელისვილი – "მე და წიგნი ერთ სივრცეში ვარსებობთ" (ესაუბრა ნანა კობაიძე)
* ზურაბ ნიჟარაძე – მასას აკმაყოფილებს ის, რასაც ბაზარი სთავაზობს (ესაუბრა თამარ ჟურული)
* ლევონ ანანიანი - ლექსები (თარგმნა გივი შაჰნაზარმა)
* ნინო ჩხიკვიშვილი - გამოხმაურება - ღია წერილი ვანო ჩხიკვაძეს.


study

გიგი სულაკაური

პიუ
ბორხესის თემა

ყელის გამოჭრა, სახრჩობელები,
სისხლით გამტყვრალი ხომალდები,
ოქროს ძიება, წანწალი ზღვებზე,
აბორდაჟები დაუსრულებლად...
ყველაფერ ამას მარადიულ
სიბნელეში, წყვდიადში ხედავ
მეხსიერების ხილული თვალით,
რომელსაც უკვე წარსული ჰქვია...
მომავალი აღარ არსებობს და
სხვას ვერაფერს ვერ დაინახავ,
განგებას შენთვის არ მოუცია
მზისა და ოქროს ყურების ნება _
მხოლოდ ხანდახან, იშვიათად
ხურდის ჩხრიალი თუ ჩაგესმება...
სიავისა და სიბოროტისგან
გაგიჟებულმა,
მარტომყოფმა და დაფურთხებულმა,
ჩხირი თითებით და ბნელი გულით
გინდა იხსნა მომავალი, _
რომ ოქრო მაინც გაიგონო _
შენი მზე მაინც ოქრო არის,
ეგ არი შენი ბედისწერის
შავი ნიშანი...
და დაყეფილი, აკიდებული
უბნისა და ქვეყნის ძაღლებით,
ბრმა ავაზაკი ადგახარ შარას.



Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Jun 03, 2011 12:35 pm



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 51-ე ნომერში (3–16 ივნისი, 2011)
წაიკითხავთ:
* ჯემალ ქარჩხაძე – "დაბრუნება" (დიდი მწერლის დღემდე გამოუქვეყნებელი მოთხრობა)
* რითი შეიძლება მიიზიდოს ქართულმა ლიტერატურამ უცხოელი მკითხველი?!
* ტარიელ ხარხელაური – აღსარება მეუღლეს
* მამუკა წიკლაური – გაუფილტრავი ფიქრები
* რეზო გეთიაშვილი: "ყველაზე ხშირად გალაკტიონს ვუსმენდი" (ესაუბრა ხათუნა ალხაზიშვილი)
* გიგი თევზაძე: "ქართული კლასიკიდან ვკითხულობდი იმას, რასაც სკოლაში
არ გვასწავლიდნენ" (ესაუბრა თამარ ჟურული)
* "ექსპო ჯორჯიას" პავილიონი ოთხი დღით წიგნისა და მკითხველის ქალაქად იქცა
* 5 ეპიზოდი ახალგაზრდა პროზაიკოსების ცხოვრებიდან (ერთი მოთხრობის კონკურსის დაჯილდოება)


ჯემალ ქარჩხაძე


study

ტარიელ ხარხელაური

* * *
მარიამ წიკლაურს

რა ხდება ბურსაჭირელო
მანდ ბურსაჭირის ღელესა?!
დადიან შავი ნისლები,
ბალახზე ჰშლიან ცრემლებსა,
ისევ უყვავით პირიმზე
კლდეებს მწვერვალთა მცველებსა,
ისევ ჰლოკავენ ღრუბელნი
შავად ჩამომდგარ სერებსა.
მზე თუ ჰყავთ ხშირი სტუმარი
ჯიხვების მოსასვენებსა,
თუ ადგა მთვარის ნათელი
კავკასიონის წვერებსა,
ბარტყებს თუ სჩეკენ არწივნი
აზრდევინებენ გველებსა,
ყორანთა თუ ჰყეფს ლაშქარი
ბნელს ჩადაბლებულ ხევებსა.
მტერს კიდევ თუ სჭრით მარჯვენას
და აკორტნინებთ ძერებსა,
ასწავლით ლომთა ნაშიერთ
მამა-პაპათა ჩვევებსა,
თუ ბანზე სწევხართ, იცოხნით
ჯავრს ძნელად მოსანელებელს,
დაკოჟრილ ხელით ივარცხნით
ხშირ დაყვითლებულ წვერებსა.
აღარ ჰფენთ ხატისკარს სუფრას
სულეთის მოსახსენებსა,
არ იწერთ მთების ნაუბართ
ბრძნულს რომ გაძლევენთ რჩევებსა,
კარგია რომ ვერ სწურთნიან
შენფერად სვილისფერებსა.
მადლობა გამჩენს _ არ ულევს
ჩემს ბედკრულ მამულს მცველებსა,
იქროლოს თავის ჭკვაზედა _
ქარს რაღა შეაჩერებსა.


Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Jun 03, 2011 11:45 pm

გაბაასება ტარიელ ხარხელაურისა და მარიამ წიკლაურისა

ტარიელ ხარხელაური

* * *
მარიამ წიკლაურს

რა ხდება ბურსაჭირელო
მანდ ბურსაჭირის ღელესა?!
დადიან შავი ნისლები,
ბალახზე ჰშლიან ცრემლებსა,
ისევ უყვავით პირიმზე
კლდეებს მწვერვალთა მცველებსა,
ისევ ჰლოკავენ ღრუბელნი
შავად ჩამომდგარ სერებსა.
მზე თუ ჰყავთ ხშირი სტუმარი
ჯიხვების მოსასვენებსა,
თუ ადგა მთვარის ნათელი
კავკასიონის წვერებსა,
ბარტყებს თუ სჩეკენ არწივნი
აზრდევინებენ გველებსა,
ყორანთა თუ ჰყეფს ლაშქარი
ბნელს ჩადაბლებულ ხევებსა.
მტერს კიდევ თუ სჭრით მარჯვენას
და აკორტნინებთ ძერებსა,
ასწავლით ლომთა ნაშიერთ
მამა-პაპათა ჩვევებსა,
თუ ბანზე სწევხართ, იცოხნით
ჯავრს ძნელად მოსანელებელს,
დაკოჟრილ ხელით ივარცხნით
ხშირ დაყვითლებულ წვერებსა.
აღარ ჰფენთ ხატისკარს სუფრას
სულეთის მოსახსენებსა,
არ იწერთ მთების ნაუბართ
ბრძნულს რომ გაძლევენთ რჩევებსა,
კარგია რომ ვერ სწურთნიან
შენფერად სვილისფერებსა.
მადლობა გამჩენს _ არ ულევს
ჩემს ბედკრულ მამულს მცველებსა,
იქროლოს თავის ჭკვაზედა _
ქარს რაღა შეაჩერებსა.



Idea

მარიამ წიკლაური

***
(პასუხად ტარიელ ხარხელაურს)

ჩემო ძმაო და ძმისფერო,
ჩემივე სისხლის მტევანო,
თავადაც იცი, ქარები
მთის წვერზე რასა მღერანო.
ნიავს ხევებში ატანენ
შავ ნისლის ნაქადაგარებს
ძველ სოფლებს თუ დაეძებენ,
წეწავენ ჟამის საფარველს.
კაცის გული რას მისწვდება
იმათ ფიქრსა და ჯავარსა:
ვაი, დაცლილო სათემოვ,
შენ წილ ვინ სადა დავალსა?
მზეც მზეობს, წყარონიც დიან,
დროშასაც ცვარავს ცისნამი
არწივიცა ზრდის მართვეებს,
ერდოს ჩასცქერის მზისთვალი.
საჯიხვეც ისევ იქაა,
მარტო ყორნები ტირიან:
რამდენი ხანი გასულა
ლეში არ გაგვიჯიჯგნია.
პირიმზეც იმასვე ჰყვავის,
რასაც ჰყვაოდა ჟამსუკან _
ორთავ სოფლისთვის ანათებს
ნისლის კოტორის ნაქუსლარს.
ქარიც ქრის, თუმც ვერ უგრილებს
ნაოფლარ სახეს ქადაგსა,
ვერც გმირთა ნაომარ გულ-მკერდს
შეუშრობს სისხლის სართავსა.
ყველაფერია! ჩვენ არ ვართ!
კერას ვერ ღვივის ნავლია.
ქარებს რა დალევს, ქარები
ნასოფლარების დარდია.
მიწას რა სტკივა? სიმჩატე
ჩვენი უდგმელი ნაბიჯის.
გულს სტკივა უმოყვასობა,
დროშას _ სიმცირე ნაფიცის,
ჩვენ უჩვენობა გვახელებს,
ვერ ვყოფნით ღმერთის დიდ მადლსა.
ეჰ, ჩემო სისხლის მტევანო,
შენ ვინ გასწავლის მთის დარდსა?

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Sep 16, 2011 3:02 pm



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 55-ე ნომერში (16-29 სექტემბერი, 2011)
წაიკითხავთ:

* "როდის შეიქმნა სამყარო - ზაფხულში თუ ზამთარში? (საუბრობენ ბესიკ ხარანაული და ივანე ამირხანაშვილი)
* ტარიელ ჭანტურია - "წიგნიდან: დასასრული" (ლექსები)
* ზაალ სამადაშვილი - "კალამს მიდევნებით დაწერილები" (მინიატურები)
* ლადო კილასონია - "სიკვდილი დიდგორის ველზე" (მოთხრობა)
* ზაზა ბიბილაშვილი - ლექსები
* ლელა ცუცქირიძე - "წიწკანა" (მოთხრობა)
* ლაშა იმედაშვილი - "ქართული მაწონი"
* "როცა რაღაც ძალიან მოგწონს, გამოგდის კიდეც" (ნანა კობაიძის ინტერვიუ ნინო ქაჯაიასთან)
* "წიგნს ვერაფერი შემიცვლის" (თამარ ჟურული ესაუბრება ჯუმბერ ლომინაძეს)
* ო'ჰენრი - "არია და პოლიციის სერჟანტი" (თარგმნა მაია ცერცვაძემ)
* ალექს პეტროვსკი - ""როგორ არ შემადარეს საფერფლეს" (თარგმნა ნუცა თოფჩისვილმა)
* გულბად ამირანაშვილი - "სტუმრად ექვთიმე თაყაიშვილთან" (მოგონება)


study

ზაალ სამადაშვილი

ციკლიდან: "კალამს მიდევნებით დაწერილები"

ერთი ჯგუფი ადამიანებისა ცხოვრობს და თან წერს. მეორე ჯგუფი კი, ცხოვრობს იმისათვის, რომ წეროს. მე პირველების სიაში ვწერივარ.


Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Oct 14, 2011 10:25 am



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, მე–60 ნომერში (14 – 27 ოქტომბერი, 2011)
წაიკითხავთ:

* ზაალ სამადაშვილი - "კალამს მიდევნებით დაწერილები" (მინიატურები)
* ტარიელ ჭანტურია – "ჭკვიანი რითმების ლექსიკონიდან"
* ვახტანგ ჯავახაძე – ლექსები
* გურამ დოჩანაშვილი – "კაცი, სახელად ნოე" (რომანი გაგრძელებით)
* პაატა შამუგია – ლექსები
* ქეთი გზირიშვილი – ლექსები
* ბექა ქურხული – "სიბნელე სხვის ფანჯრებში" (პიესა)
* "შუშანიკის შვილები არავის უყვარს" (ნანა კობაიძის ინტერვიუ ანა კორაია–სამადაშვილთან)
* "ქართული პროზა წინ მიდის" (თამარ ჟურული ესაუბრება კოტე გაბაშვილს)
* ლევან გელაშვილი – "კვერცხი" (მოთხრობა)
* მწერლებისა და წიგნების ზეიმი (ნინო კობახიძის რეპორტაჟი ლიტერატურული პრემია "გალას" დაჯილდოების ცერემონიალიდან)


study

ვახტანგ ჯავახაძე

***
რაც ძველებმა იზარალეს
და რაც არ დაიზარეს, –
მე რომ მინდა, ის არ არის,
შენ რომ გინდა, ის არის.
ყურს მიიპყრობს მისი ქება,
ყურად იღებს ნიჟარა:
შენ რომ გინდა, ის იქნება,
მე რომ მინდა, ის არა.
ვიწვევ ლუვრის შენობიდან
მონა ლიზა – ლიზიკოს:
მე რომ მინდა,
შენ რომ გინდა,
ჩვენ რომ გვინდა, ის იყოს!
აგე, ყველა სიონიდან
თავს გვაწონებს დიანა –
თავის რუბენსიანა და
თავის რემბრანტიანა.
მოუხმობენ არენდართა
და მემატიანეთა
დასებს – ანტუანეტა და
ანტი–ანტუანეტა.
და მე მინდა,
მოდასეთა
დარბაზს მოვუბოდიშო:
მხოლოდ ერთხელ მოდისო და
მხოლოდ ერთხელ მოდისო!

Idea

‎"საიუბილეო "გალამ" სასიამოვნოდ ჩაიარა, განსაკუთრებით – გამარჯვებულთათვის. ემოცია იმდენად დადებითი იყო, რომ როლში შეჭრილმა წამყვანმა, ზურა ყიფშიძემ, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩამონათვალი ეცოტავა, შემდგომი ნომინაციის გამოცხადება მოინდომა. სამწუხაროდ, უშედეგოდ. წლევანდელ "გალას" მერვე ნომინაცია აღარ ჰქონდა, თუმცა დავიტოვოთ იმედი, რომ სამომავლოდ კონკურსის არეალი კიდევ უფრო გაიზრდება და ნომინაციებიც დაემატება. ერთი სიტყვით, "გალა" დასრულდა, მაგრამ, როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, გაგრძელება იქნება. მომავალ "გალამდე"

– ნინო კობახიძე, "წიგნებისა და მწერლების ზეიმი".

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Nov 25, 2011 11:59 am



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, მე–63 ნომერში (25 ნოემბერი - 8 დეკემბერი), 2011
წაიკითხავთ:

* გურამ მეგრელიშვილი – "მოდელი 18/12" (ფრაგმენტები რომანიდან)
* ნიკა ჯორჯანელი – ლექსები
* გივი ბოჯგუა – "ისევ ქართული "ყორანი" ედგარო პოესი"
* გურამ დოჩანაშვილი – "კაცი, სახელად ნოე" (რომანი გაგრძელებით)
* კატო ჯავახიშვილი – ლექსები
* მიხო მოსულიშვილი – "სა-ლა-მან-დრა" (ნოველა ოფორტებად)
* "ავტორებს თავად ვარჩევ" (ნანა კობაიძე ესაუბრება მთარგმნელ ქეთი ქანთარიას)
* "ლიტერატურა სუბიექტური ფაქტორია" (ნინო კობახიძის ინტერვიუ ანდრო ბედუკაძესთან)
* ნინო ვახანია – "მერანისებური ტრაგედიის გმირი" (რეცენზია)
* თამარ ჩიჯავაძე – "ღია წერილი ტარიელ ჭანტურიას" (გამოხმაურება)
* ტარიელ ჭანტურია – "ჭკვიანი რითმების ლექსიკონიდან" (ჩანაწერები)





Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Jul 06, 2012 6:24 pm



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 78-ე ნომერში (6-19 ივლისი), 2012
წაიკითხავთ:

* მაია ჯალიაშვილი – "ზნეობის გარდამოხსნა" (ლიტერატურული კონკურსის "პუბლიცისტიკა, კრიტიკა, ესეისტიკა" გამარჯვებული, მეორე პრემია)
* გივი ალხაზიშვილი - ლექსები
* ნინო სადღობელაშვილი - ლექსები
* თამარ იაშვილი – "ორმოცდამეათე" (მოთხრობა)
* ნანა ქელეხიძე – ლექსები
* ზურაბ ლეჟავა - "შაკო, წადი!" (მოთხრობა)
* თემურ გაბუნია - "აპოკალიფსური სამყარო ოდნავ შეშლილი, აჩქარებული ცხოვრების რიტმით" (ესსე)
* "წერა ერთგვარი თამაშია" (ირაკლი ლომოურს ესაუბრება ხათუნა ალხაზიშვილი)
* "მთავარი მკითხველის შეფასებაა" (ხათუნა ცხადაძეს ესაუბრება ნანა კობაიძე)
* გიორგი კაკაბაძე – რეცენზიები: "დაბრუნება" (მარიამ წიკლაურის წიგნზე "მარადისობის რიტუალი") და "უცნობი საქართველო" (მიხო მოსულისვილის კინო-რომანზე "ჰელესა)




study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Oct 19, 2012 12:51 pm



"ლიტერატურული გაზეთის" დღევანდელ, 84-ე ნომერში (19 ოქტომბერი - 1 ნოემბერი), 2012
წაიკითხავთ:

* თამარ იაშვილი – "როგორ შემიყვარდა ჰენრი მილერი"
* გოჩა ხარანაული - ლექსები
* ნინო სადღობელაშვილი - "ცხოვრება შემოქმედებაში და პირიქით" (არჩილ ქიქოძის მოთხრობების კრებულზე "ამანათი")
* მიხო მოსულიშვილი – "სულის ცხენი" (A film treatment)
* "ყოველთვის ჩემთვის ვწერდი" (დოდო ჭუმბურიძეს ესაუბრება თამარ ჟურული)
* "ტკივილს ლექსში გამოვხატავ" (ლელა ცუცქირიძეს ესაუბრება ნანა კობაიძე)
* ცირა ბარბაქაძე – ლექსები
* ზურაბ ლეჟავა - "ქოჩორა კაცი" (მოთხრობა)
* 2012 წლის ლიტერატურული მოსავალი (რეპორტაჟი "გალას" დაჯილდოებიდან)

წავიკითხოთ აქ - http://www.mcs.gov.ge/misc/topic/1351084783.pdf



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Mar 15, 2013 12:03 pm



გამოვიდა „ლიტერატურული გაზეთის“ მორიგი ნომერი, სადაც გაეცნობით ლევან ლორიას მოთხრობებს - „ორშაბათი სტუმართა მიღების დღეა“ და „კაცი, რომელმაც მფარველი ანგელოზი დაკარგა“, პაატა ნაცვლიშვილის „სუმბურებსა და კალამბურებს“, გივი ალხაზიშვილს თავის ლექსებთან ერთად თქვენს სამსჯავროზე საკუთარი ჩანაწერებიც გამოაქვს, ლალი ავალიანის რეცენზია კი ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის წიგნს - „აღათოს“ - ეხება. პოეზიის გვერდები კატო ჯავახიშვილის, ლელა ცუცქირიძის, ენი სექსტონის ქეთი გზირიშვილისეულ თარგმანსა და რობერტ მესხის მიერ თარგმნილ მარინა ცვეტაევას ლექსებს ეთმობა. აქვეა ინტერვიუ მწერალ თამრი ფხაკაძესთან, რომლისთვისაც წერა ქრონიკულ დაავადებად იქცა. მოიკითხეთ „ლიტერატურული გაზეთი“ მთელი საქართველოს მასშტაბით პრესის ჯიხურებში.



პაატა ნაცვლიშვილი

„სუმბურებიდან და კალამბურებიდან“

* * *
წიგნებისთვის „(არა)ჩვეულებრივი გამოფენა“ და „რეფლექსები“

მთვარეა თითქოს მედალიონი,
ვართ დეფილეზე მე და ლიანა.

ის პარიზს აქებს საღამოიანს,
მეძვირფასება მე დილიანი!

პოდიუმზე დგას მოდელი ანა _
ო, რა დროს მოკვდა მოდილიანი!

ხოლო ამ ლექსის ფრანციცულ თარგმანს
დააფინანსებს „კრედი ლიონე“.

1998

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   

Back to top Go down
 
ლიტგაზეთის პუბლიკაციები
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ვეძებთ ნამდვილ ლიტერატურას - სტუმრად ”ლიტერატურულ გაზეთთან”-
Jump to: