არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლიტგაზეთის პუბლიკაციები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri May 29, 2009 12:11 am



“ლიტერატურული გაზეთის” პირველი ნომერი, რომელიც 2009 წლის 15 მაისს გამოვიდა, მკითხველს სთავაზობს:

ანა კალანდაძის უკანასკნელ გამოუქვეყნებელ ლექსს ავტოგრაფის სახით;
ჭაბუა ამირეჯიბის სამადლობელ სიტყვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ მწერლობაში შეტანილი წვლილისა და სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს, წმიდა გიორგის ორდენის, მინიჭების გამო;
ტარიელ ჭანტურიას პოეზიას;
ბესიკ ხარანაულის პოეტურ პროზას;
დავით ქართველიშვილის ესსეს;
ზაზა ბიბილაშვილის ლექსებს;
მიხო მოსულიშვილის მინიატურებს;
ზაზა გოგიას კრიტიკულ წერილს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაზე;
ინტერვიუს ნობელიანტ თურქ მწერალთან ორჰან ფამუქთან, რომელიც გაზეთ “შპიგელში” დაიბეჭდა;
ინტერვიუებს დრამატურგ ირაკლი სოლომანაშვილთან და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორთან თინა მამულაშვილთან.


Last edited by Admin on Fri Mar 25, 2011 3:14 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jun 03, 2009 9:05 am



"ლიტერატურული გაზეთის" მეორე ნომერი.



ეს მეორე ნომერი პირველზე უკეთესია, სხვათაშორის...
ყოველი მომდევნო ნომრის გაუმჯობესება - ეს კარგი რედაქტორების თვისება არის.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jun 03, 2009 9:25 am

"ლიტერატურული გაზეთის" მეორე ნომრიდან შემოგთავაზებთ მურმან ლებანიზის დღემდე გამოუქვეყნებელ ბალადას:



მურმან ლებანიძე

ბალადა

უთორ-უაბჯროდ, უდროშოდ,
უყმოდ და უხმლოდ მამაცობს, -
თელავის ციხის ყუდროში
ერეკლე ჭადრაკს თამაშობს...

ივრის იქეთ და აქეთი
სამეფო თოვლში ჩაფლულა,
თოვლში თეთრდება კახეთი,
თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად...

მეფე ქიშს ეტყვის სოლომონს,
სოლომან - მარჯვედ დახვდება,
სიცილით ჰკადრებს: "ბატონო,
ქიშისგან მეფე არ კვდება!"

ერეკლე ნათქვამს უხვდება,
ულვაშში ჟღალი უხდება:
"არ კვდება, მაგრამ, ვიცი მე,
ქიშისგან მეფეც სწუხდება,

ამდენი ვაი-ვიშისგან,
ლეკის და სპარსის ჯიშისგან,
შავღონდი, ჩემო მსაჯულო,
ყოველის მხრიდამ ქიშისგან!"

თოვს ამ ოცდახუთ დეკემბერს,
თონეში შოთებს აკრავენ,
ძირს თოვლი სისხლით შეღებეს -
სამზადის კართან ტახს კლავენ.

სოლომონ ჰყვება: "მეფეო,
რაც ლეკს კისერი სხეპეო,
რამ შაგაღონა, - სახელი
შენი მთელ ევროპს ვყეფეო...

რაც ჯარი შეჰქმენ მორიგე,
ვეღარ გვაკადრეს აკლება,
ლეკი ხომ მივრეკ-მოვრეკეთ,
სპარსიც გვიბედავს ნაკლებად..."

ეს თქვა და ციხის ჭიშკართან
უცბათ ჩოჩქოლი შეიქმნა,
"შესდექო!" - მეციხოვნეთა
გუნდი ერთ მუშტად შეიკრა,

ლეკი ხო ხსენებაზეა!
ეს ვინ მოვარდა, ვინ არი?
თელავის ციხის კარზეა
კაცი ცხენდაცხენ მყვირალი.

ბეჭში ნახმლევი შენიშნეს:
- ვინ ხარ? - შილდელი გლეხია,
საბუეს, შილდა-ენისელს
ლეკს გლეხი წაულეკია...

მეფე ჯაჭვს იცვამს საჩქაროდ,
სოლომონს - ტყავქვეშ აცვია,
შენც თავს დაგირქმევს, ჩაჩქანო,
ვერ თქვან, რომ წიგნის კაცია.

ოციოდ მხედრით გზას მოჭრის,
ცხენს მეფე გრემში გამოცვლის,
დაბადებიდან სამოცის
მორიგე ლაშქარს წამოშლის:
- შილდისკენ! ენისელისკენ! -
გააფთრებული გამოსცრის...


...
ივრის იქეთ და აქეთი
სამეფო თოვლში ჩაფლულა,
თოვლში თეთერდება კახეთი,
თოვს დაღესტნისკენ ზღაპრულად.

ჩვენ - თვლით ფარი და ჩაჩქანი!
მტერი - ყოვლის მხრით მრავალი!
ღმერთო, დალოცე ლაშქარი
ერაკლეს დროშით მავალი!

კურთხეულ იყავ, შიშველო
ხმალო, შენ უნდა მიშველო.
უბრალო, რიგით სპასავით,
მეფევ, ხმალდახმალ მიმსვლელო!

ბრძნად მოუბარნი ენანი,
თითზე კბენანი რაღა დროს?!.
წყეულიმც იყოს, - შევძახებ, -
შენს სულს, შენს ხმალს და შენ სახელს
ვინც საყვედური აკადროს!

1997





მხატვარი გიორგი გეგეჭკორი - "მეფე ერეკლე" (ზეთი, ტილო. 100x75 სმ. 1995).
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jun 03, 2009 10:11 am

მიხო, დიდი მადლობა!

დღეის დღე გამილამაზე
.
cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jun 03, 2009 10:17 am

"ლიტერატურული გაზეთის" პირველი ნომრიდან ჩემი პუბლიკაცია, ნინო დარბაისელმა მითხრა, ვერ ვნახე გაზეთიო და...


ზაალ სულაკაური - მიხო მოსულიშვილის კარიკატურა

ათი რამე, რაც უნდა გააკეთო თბილისში
თითქმის მინიატურები

(დაწერილია როგორც ერთი მოსკოვური გამომცემლობის წიგნის - “თბილისი, ილუსტრირებული გზამკვლევი”-ს შესავალი. ჩაშლილი პროექტი).


1. პირველივე დღეს უნდა წახვიდე აბანოთუბანში, სადაც გოგირდის წყლისა და იქაური მექისეების დახმარებით ენით უწერელ სიამოვნებას იგრძნობთ, რასაც ბანაობას ეძახიან შეცდომით. იქ ყოფნისას რომელიმე კარგი წარმოსახვის მექისემ შეიძლება ისიც გიამბოთ, რომ ამ აბანოში კარგა ხანია დახეტიალობს ცხვირმოჭრილი მექისის, ჰასანას აჩრდილი, ვისაც თავის დროზე ალექსანდრ სერგეევიჩ პუშკინი ქისით გაუხეხია და ისე გაუხეხია, რომ ასეთი სტრიქონები დაუწერინებია: «Отроду не встречал я ни в России, ни в Турции ничего роскошнее тифлисских бань». ხოლო წამოსვლისას თუკი ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ ამ აბანოში ყოფნის შემდეგ ეგონა ალექსანდრ დიუმას, რომ გაშლილი ხელებით მთელ კავკასიას ასწევდა.

2. ზემელიდან საბაგირო გზით ავიდეთ ფუნიკულიორზე, სასურველია საღამოს, რათა მტრედის გაფრენიდან დავათვალიეროთ ქალაქის ძველი და უფრო შორს ახალი უბნებიც. არის მეორე ვარიანტიც - ვაგონეტითაც შეიძლება ასვლა. ხოლო მთაწმინდიდან არაფრისდიდებით არ დაბრუნდეთ ტრანსპორტით, არამედ ვაგონეტს უნდა ჩამოჰყვეთ მამადავითის ეკლესიამდე, სადაც საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიც არის და მოინახულოთ სახელგანთქმული კომედიის “ვაი ჭკუისაგან” ავტორისა და დიპლომატის, ალექსანდრ სერგეევიჩ გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის საფლავი, როგორც ნიშანი უკვდავი სიყვარულისა. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ქართველი რობერტ ბერნსის, ანუ ვაჟა-ფშაველას და სხვა ქართველი კლასიკოსი მწერლების საფლავები.

3. ზაფხულში, შუადღის მწველ თბილისურ სიცხეს რომ გაერიდოთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ კუს ტბას, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა - პლიაჟიდან ბარებამდე, და სადაც კარგად ჩაციებული ლუდითა და გემრიელი ნაყინით გაგიმასპნძლდებიან.

4. სასურველია დილის ბინდბუნდისას მიხვიდე მეტეხის ტაძართან, რომლის წინ, მდინარე მტკვრის სანაპირო კლდეზე დგას ქალაქის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასალის ძეგლი. ეს იმ მიზნით უნდა გააკეთო, რომ მდინარის გაღმა თვალით მოძებნო ის აბანო, სადაც შენ უკვე იყავი და წარმოიდგინო, რომ ქრისტეს აქეთ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარია და იმ აბანოების ადგილას მდუღარე გოგირდიანი წყალი ამოდის მიწიდან, რასაც სწორედ აქედან, უფრო სწორად მეფის ცერიდან აფრენილი, ხოხობს გამოდევნებული და იმ ხოხობთან ერთად მუღარე წყაროში ჩავარდნილი და მოხარშული მონადირე მიმინო გააგებინებს მეფეს, და ისიც ბრძანებს, რომ ამ ადგილას ქალაქი დაარსდეს. და ვახტანგ გორგასლის გადასახედიდან გაშლილი პანორამა - მთაწმინდა და მეტეხის ციხე-სიმაგრის ხედები იმასაც მიგახვედრებთ, მართალი იყო თუ არა პოეტი ოსიპ ემილევიჩ მანდელშტამი, როცა დაწერა - «Мне Тифлис горбатий снится...».

5. თბილისიდან ხინკლის და მწვადის გაუსინჯავად წასვლა გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა თქვენი მხრიდან. ქართული სამზარეულოს ამ უგემრიელესი კერძებით ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაგიმასპინძლდებიან, მაგრამ თუ გინდათ გაიგოთ ნამდვილი ხინკლის განუმეორებელი გემო, უნდა ესტუმროთ “ხინკლის სამყაროს” შალვა დადიანის ქუჩა # 12-ში, სადაც ათნაირი დასახელების ხინკლითა და ამდენივე დასახელების მწვადით გაგიმასპინძლდებიან. ამ დასახელებების ჩამოთვლას აქ არ შევუდგებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხინკალი გამოიგონეს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში - ხევსურეთში, ხევში, თუშეთში, ამიტომ თქვენს მიერ შეკვეთილი ხინკლის დასახელებაში ეს სიტყვები უნდა დომინირებდნენ. ამასთან ხინკალი ლუდთან ერთად უნდა მიირთვათ, ხოლო თუ ეფრო მეტად აპირებთ შეზარხოშებას, მაშინ ღვინო კი არა, არაყიც უნდა მიაყოლოთ.


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by ბობო on Wed Jun 03, 2009 10:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jun 03, 2009 10:19 am

ათი რამე, რაც უნდა გააკეთო თბილისში
თითქმის მინიატურები

(დაწერილია როგორც ერთი მოსკოვური გამომცემლობის წიგნის - “თბილისი, ილუსტრირებული გზამკვლევი”-ს შესავალი. ჩაშლილი პროექტი).

(გაგრძელება)

6. თბილისში ყოფნისას ერთხელ მაინც კარგად რომ არ შეზარხოშდეთ ქართული ღვინით, არ შეიძლება, რადგან ეს საშუალებას მოგცემთ სხვა თვალით დაინახოთ საკუთარი თავი. ამის გასაკეთებლად ესტუმრეთ რესტორან “მუხრანთუბანს” ბარათაშვილის ქუჩა 23-ში. ანდა რესტორან “თავადურს” მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (აქ არის კუპეები, რომელიც პირდაპირ მტკვარს გადაჰყურებს და სადაც ნარდის თამაშით შეგიძლიათ შეიქციოთ თავი სუფრის გაშლამდე). საჭმელების შეკვეთისას მეგრული ან იმერული ხაჭაპურთან ერთად აუცილებლად მოითხივეთ ქართული ნიგვზიანი კერძები - ქათმის ან ინდაურის საცივი გურულად ან ბაჟე. ნიგვზის ცივად დამუშავების ტექნიკა უნიკალურია და მთელ მსოფლიოში ვერსად გასინჯავთ ასე გაკეთებულ კერძებს. ამჟამად საქართველოში იწარმოება 216 დასახელების ღვინო და მათი სახელებით რომ არ დავიბნეთ, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ ღვინოების ძირითადი მწარმოებელი არის კახეთის ზონა და ღვინის დასახელებებშიც იმ სოფლის სახელები დომინირებს, სადაც შესაბამისი ჯიშის ვაზი მოჰყავთ. თუკი მშრალი ღვინო გსურთ, მაშინ მოითხოვეთ “წინანდალი” ან “გურჯაანი” - ეს ღვინოები იწარმოება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან და რეალიზაციამდე სამი წელი ინახება მუხის კასრებში, რაც მათ განსაკუთრებულ არომატს და მრავალ ოქროს მედალს განაპირობებს საერთაშორისო გამოფენებზე. ხოლო თუ წითელი ღვინო გსურთ, მაშინ კი - “მუკუზანი” ანდა “საფერავი”. კარგი იქნება თუ გავსინჯავთ “ალაზნის ველს” და “ძველ თბილისს” - როგორც წითელი, ასევე თეთრი სახეობის მშრალ, ნახევრადმშრალ, ნახევრადტკბილ ღვინოებს, რომლებმაც ბოლო დროს მოიპოვეს საერთაშორისო წარმატება.

7. თუ მეორე დღეს ნაბახუსევზე თავი გტკივათ და ცუდ გუნებაზე ხართ, “ზარმაცების ხაში” (“ზარმაცების ხაში” არის უკვე კარგად გათენებულზე ხაშის საჭმელად წასვლა, რადგან ხაში კეთდება და იჭმევა დილაუთენია) რომ არ შეგხვდეთ, დილაუთენია, შვიდ-რვა საათზე უნდა ესტუმროთ რესტორან “თამადას” (გრიგოლ ორბელიანის ქუჩა # 37) და მოითხოვოთ ხაში, ხოლო ხაშის მოლოდინში უყუროთ, თუ როგორ იხდება ჭაჭის არაყი თქვენს თვალწინ, და უსმინოთ მოხუც მეარღნე ვანო პაპას თავისი ბებერი მეზურნეებით, სევდიან ჰანგებს რომ აკვნესებენ მეცხრამეტე საუკუნიდან.
ხოლო თუ ევროპულად მოგინდათ განავარდება, მაშინ ელენე ახვლედიანის ქუჩას უნდა ეწვიოთ, რომელსაც ყველა ძველებურად პეროვსკაიას ქუჩას ეძახის და სადაც ევროპული პაბებია.

8. ყველა ქალაქს ჰყავს თავისი იდუმალი მეპატრონე და მფლობელი ხელოვანი - ასეთებად შეიძლება ჩავთვალოთ დუბლინისთვის ჯეიმს ჯოისი, სანკტ-პეტერბურგისთვის - ფიოდორ მიხაილოვოჩ დოსტოევსკი, თბილისის იდუმალი მფლობელის ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში უნდა ვნახოთ, გუდიაშვილის ქუჩა # 1-ში. სწორედ აქ არის თავმოყრილი ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატები, რომლებიც “მილიონ, მილიონ, მილიონ წითელ ვარდად” დარჩება ყველა მნახველის გულში. ამ გამოფენიდან გამოსვლის შემდეგ, გავიაროთ ზემელზე (რუსთაველის პროსპექტი) ანდა ვორონცოვის ხიდთან თავშეყრილ მხატვართა ბაზრობებზე და ქართული სუვენირები შევიძინოთ. აქ შეგხვდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქუდები: კახური (იგივე თუშური), სვანური, ხევსურული... წინათ ამ ქუდებს მუზარადის ქვეშ იხურავდნენ, რათა ხმლის დარტყმის ძალა შეემცირებინათ. მუზარადები აღარ გამოიყენება, მაგრამ ეს ქუდები შემოინახეს - ალბათ, იმიტომ, რომ ამ ქუდებმა ყველანაირი დარტყმისაგან დაიცვან დამხურავის ჭკუაცა და გონებაც. რაკი ეს დღე კულტურას მიუძღვენით, შეუკვეთეთ თქვენი კარიკატურა მხატვარ-კარიკატურისტ ზაალ სულაკაურს მერაბ კოსტავას ქუჩა # 17-ში. შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ მის ნამუშევრებს ვებ-გვერდზე - http://www.zaliko.com/
და საღამოს კი, თუ გაგიმართლათ და რობერტ სტურუას ანდა თემურ ჩხეიძის დადგმული სპექტაკლის ბილეთი იშოვეთ, ხომ კარგი, თუ არადა, ყველაფერი უნდა დააგვირგვინოთ შავთელის ქუჩა # 13-ში სტუმრობით, სადაც რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის რომელიმე ფანტასტიკური წარმოდგენა იქნება და ამ თეატრთან არსებული ბარშიც არ მოგაწყენენ.

9. მოვინახულოთ წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც 1995-2003 წლებში შენდებოდა და ერთ-ერთი უდიდესია მართლმადიდებლურ სამყაროში.
ამ ტაძრის მიწისქვეშა ნაწილში ხუთი ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში კი ოთხი. ტაძრის გუმბათი და ზედ აღმართული ჯვარი მოოქროვილია, რაც ახლი სიტყვაა ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში. თუმცა ამ ტაძრის გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება - წმინდა ელიას მთაზე მდებარე ეს საკათედრო ტაძარი ზუსტად მამადავითის ეკლესიის აღმოსავლეთ ღერძზეა განლაგებული, რითაც ის მთელ ამ სივრცეს იპყრობს. მოვუსმინოთ სამების ლავრის რვა ზარის რეკვას, რომლებიც გერმანიაში ჩამოისხა კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით და რომლებსაც სპეციფიკური ქართული ჟღერადობა აქვთ - ეს ხმა, ისევე როგორც მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერები და ფიროსმანის ნახატები, ქართული სულის სიღრმეში ჩაგახედებთ.

10. ფეხით ვიხეტიალოთ ძველი თბილისის ქუჩებში და ქუჩაბანდებში - ორთაჭალაში, სადაც სერგეი ესენინს დაპატიჟებდნენ ხოლმე თავისი მეგობარი ქართველი პოეტები - ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი, ასევე მეიდანში და ანჩისხატის უბანში, კონკასთან და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქვაფენილიან ქუჩაზე, რომელიც აქ ჩამოსულ ფრანგებს მონმარტრს აგონებს. აქვეა ტარიელის ქუჩა, სადაც სერგო ფარაჯანოვთან ხშირად სტუმრობდა ბელა ახმადულინა, და ის ამბები, რაც მარჩელო მასტროიანის და ფარაჯანოვს გადახდენიათ მთაწმინდის უბანში. ფეხით ან მანქანით ავიდეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეში და იქიდანაც დავათვალიეროთ ქალაქი, ოღონდ იქ ასვლის წინ ან იქ ყოფნისას არ დალიოთ ალკოჰოლიანი სასმელები და არ გასცდეთ ციხე-სიმაგრის კედლებს.

P.S. და თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ, თბილისიდან წასლისას ოდნავ, სულ ოდნავ დაგწყდებათ გული, რადგან ეს ქალაქი მარტო აქაურების კი არა, ცოტათი თქვენიც გამხდარა და იმას ინატრებთ, ნეტავი აქ მალე დავბრუნდებოდეო.



დასასრული
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jun 03, 2009 10:20 am

ნინოს გაზეთს მე მივცემ. მე ხომ პირველი ნომერი 10 ცალი მქონდა და დავარიგე, მაგრამ კიდევ შემომრჩა.


Last edited by სანათა on Fri Jun 19, 2009 7:44 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Jun 19, 2009 2:51 am

Arrow



მესამე ნომერი ეს არის - ძლივს დავძებნე პლეხანო... დავით აღმაშენებლის პროსპექტზე...



რა მომეწონა, რა მომეწონა და - მარიო ვარგას ლიოსას მოთხრობა, თარგმნილი არჩილ ქიქოძის მიერ...
ვახტანგ ჯავახაძის ლექსი... გივი გეგეჭკორის დაუბეჭდავებიც...
ზეზვა მედულაშვილის თარგმანები აზერბაიჯანული ბაიათებისა.
ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობა...
ბაჩა მალაზონიას ინტერვიუ - კარგი მკითხველი ყოფილა... არც მაგას ჰყვარებია, ჩემი არ იყოს, კოელიო და მურაკამი - ორივე ეს ეგრეთ წოდებული "მწერალი" - მე დასაბმელი უნიჭოები მგონია და, რა ვიცი...

Wink

გაგა ნახუცრიშვილის და ნიკა ჯორჯანელის ლექსებია კიდევ და...

მოკლედ, აუცილებლად წასაკითხი ნომერია ესეც...

Idea
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jul 01, 2009 9:19 am



გამოვიდა ლიტგაზეთის მეოთხე ნომერი.
თანამედროვე პოეზიაზე ძალიან საინტერესო ესეი არის ივანე ამირხანაშვილისა. ცოტა გამოსადავებელიც კია, მაგრამ მაინც კარგია.
გიგი სულაკაურის კარგი ლექსებია.
ნამეტანი გაგრძელდა დავით ქართველიშვილის ნაწარმოები, მე მგონი... და გაზეთი ამას ვერ იტანს.
მილორად პავიჩის ინტერვიუ არის ფრანგ ჟურნალისტებთან, ნინო ქაჯაიას თარგმნილი.
და რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ქვემოთ დამოწმებული ლექსი და ნუგზარ შატაიძის კიდევ სხვა ლექსებია - თურმე, ლექსებსაც წერდა და არსად აქვეყნებდა...

დავბერდი

დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა,
შინ ჯალაფთ მოვძულებივარ,
გარეს ვუნდივარ აღარა.
ხალხური


მაღლიდან წვიმა მოასხამს -
მიწისა არი, არ ცისა,
სახეს მისველებს ტიალი,
შამღონებელი კაცისა.

ჟამი გასულა რამდენი,
ნურავინ იტყვის - წამია,
გახუნებულა ყოველი,
აქამდე რაც მიწამია.

ვზივარ და ჩუმად ვიგონებ
ჩავლილ-გამოვლილ ყოფასა -
სულ მუდამ ჯაჭვით დაბმულსა
იმ ღრჯოლებიან ქოფაკსა.

ფანდურიც დამძველებია,
ვეღარ გავუბი ლარები,
რა თავში ვიხლი - გამოჩნდა
შავეთის შავი კარები.

უცხონი დამწკრივებულან,
მიაწითლებენ ქვიშასა,
სხვათა სიმღერებს მღერიან,
ლაპარაკობენ სხვისასა.

2008


Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jul 01, 2009 9:23 am

Arrow

როგორც ვატყობ, ჩემს გარდა არავინ კითხულობს "ლიტერატურულ გაზეთს", ისე არიან გაჩუმებულები აქ მომსვლელები.
ან კითხულობენ, მაგრამ არაფრის თქმა არ უნდათ - ეს უარესია...

მოკლედ, ისე გამოდის, რომ - საკუთარ თავს ველაპარაკები... Neutral
როცა მარტო ხარ, მეტი რა გზა გაქვს რო?

What a Face
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jul 15, 2009 9:06 pm



რაკი ისევ ძალაშია ის ეჭვი, რომ ჩემს გარდა არავინ კითხულობს ამ გაზეთს, ისევ საკუთარ თავს დაველაპარაკები:

ამ მეხუთე ნომერში არის -

დავით ქართველიშვილის ესეის "პროზისა და საკუთარი თავის შესახებ" გაგრძელება - ამდენი გაგრძელებებით ბეჭდვა გაზეთს კარგს არაფერს მოუტანს.
ლაშა ბუღაძის - "სტილის ძიებაში" (ნაწყვეტი რომანიდან).
ემზარ კვიტაიშვილის ლექსები.
გამოხმაურებების გვერდია მერე - ტარიელ ჭანტურისა ეპასუხებიან ცოტნე და სანდრო თვარაძეები. ვანო ამირხანაშვილს მახვილგონივრულ პასუხს უწერს გივი ალხაზიშვილი, ტარიელ ჭანტურიასვე ეპასუხება იოსებ ჭუმბურიძე.
მერე მოდის წერილები გალაკტიონ ტაბიძის ოცდახუთტომეულის გამოცემის დასრულების გამო და გალაკტიონის ნახატები.
"მონატრებული დღეები" - წიგნის ფესტივალზეა რეპორტაჟი.
ლევან წულაძესთან ინტერვიუა - თამარ ჟურულის, კარგი საკითხავია.
მანანა დუმბაძის თარგმნილი გიუნტერ შტაინის "მხურვალე მასპინძლობა" - კარგია.
ანდრო ბუაჩიძის თარგმნილი ალექსანდრ ბლოკის "სიკვდილზე თქმული".
ბოლოს კი - რეპორტაჟი "საბას" დაჯილდოების ცერემონიალიდან.

ვფიქრობ, ძალიან სუსტი ნომერია და მე ეს იმის ბრალი მგონია, რომ რედაქტორი აქ არ იყო და ისე გაკეთდა.

Shocked

სიმკაცრე უნდა, მეტი სიმკაცრე...
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jul 15, 2009 9:31 pm

რა ვთქვა, კაცო, ერთი ნომერი მაქვს მარტო წაკითხული, Embarassed მაგრამ რადგან ხმის გამცემი ინატრე-აჰა, მეორე ხმაც მოვედი cheers
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Wed Jul 15, 2009 9:48 pm

renuari wrote:
რა ვთქვა, კაცო, ერთი ნომერი მაქვს მარტო წაკითხული, Embarassed მაგრამ რადგან ხმის გამცემი ინატრე-აჰა, მეორე ხმაც მოვედი cheers

Very Happy

მე ვყიდულობ ხოლმე პლეხანოვზე, სულ თავში რომ კიოსკია, იქ...
არა გვხვდებაო, - ამას ჩივიან...

და აბა, რენუ, მითხარი - იმ ერთი ნომრიდან რა დაგამახსოვრდა?
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Thu Jul 16, 2009 4:45 am

კაი რა,ბობო...გუშინ რა ვჭამე- ის არ მახსოვსSmile))
ვჭამე რო საერთოდSmile)))

მარტო დამტოვეს სახლში, დასასვენებლად წავიდნენ ბალღები და საჭმლის გაკეთებისთვის მოვცდები?

ვიყიდი მაგ გაზეთს და წავიკითხავ lol!
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Jul 17, 2009 10:24 am

ხალხ-ებ-ო! Very Happy

რა დაუწერია იმ კარგ ვანო ამირხანშვილს ქართულ პოეზიაზე?
როგორც ჩემი ახლობლის ბავშვი იტყოდა ხოლმე: "გავგვიჟდი" და "გადვირიე"! არაფერი არა ხდებაო, სუ ეგოცენტრიკებით აივსოო, სუ ერთმანეთის გამეორებააო, სუ გალაკტიონის იქით ვერ წავიდნენო, ვინ არიან ესენიო, რო სუ დააძინეს ქართული პოეზიაო, ესაო, ისაო... ძალიან გამიკვირდა ვანოსაგან, რომ ასე დაიყრუა ყური და დაიბრმავა თვალი, ასე ერთ ქვაბში მოხარშა ყველაფერი, ასე 50 წლის პოეტის აქეთ არავინ აღარ ახსენა და არავის არაფრად ჩაუთვალა შემოქმედებითი შრომა-გარჯილობა... Crying or Very sad

მართალია, პოეტი გივი ალხაზიშვილი შესანიშნავ პასუხს უწერს და ვითომ ხუმრობითა და იუმორით კაი გვარიანადაც ამუნათებს, თავად გძინავსო, მაგრამ მე მაინც კიდევ მეტი მინდა ითქვეს ზოგადად პოეზიაზე თანამედროვე საქართველოში!

თუ ეს ბატონმა ვანომ შეგნებულად"დააბრეხვა", რათა პოლემიკა აგორდეს, მაშინ ხო კარგი, მაგრამ თუ მართლა ასე ფიქრობს, არც მეტი და არც ნაკლები, ვანო ამირხანაშვილი, ერთი კარგად მოვიფშვნიტოთ თვალები, მართლა ხო არა გვძინავს ერთმანეთის პოეზიის ყურთბალიშებზე და სიზმარში ხო არა ვხედავთ, რო ოსმალეტში ვიყავით ან ლექსებს ვწერთ და სულც არა ვართ ეგოცენტრიკები, არამედ მთელი ქვეყნის დარდები გვაღელვებს ?
იქნებ მკითხველ-შემფასებელს ეჩვენება ასე?
იქნებ გაჩერება "პოეზია"' ჯერ შორსაა და თავს უფლება მისცა, ტკბილად ჩაეთვლიმა, ვიდრე გადაეშალა და ეკითხა იმ გაჩერებამდე? lol!
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Jul 17, 2009 10:56 am

კიდევ ბევრს ვიტყოდი, მაგრამ ზრდილობას რა ვუყო geek
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Mon Aug 10, 2009 9:22 am



”ლიტერატურული გაზეთის” მე_7 ნომერში გამოქვეყნებული მასალებიდან ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მანანა ჩიტიშვილის ლექსებმა,
ანდრო ბუაჩიძის წერილმა ”ქვეყნად რაიმე ქარის გარდა არ არსებულა”(შტრიხები ვახუშტი კოტეტიშვილის პორტრეტისათვის) და სერგეი დოვლატოვის ლექციამ ”რუსული ლიტერატურის ბრწყინვალება და სიღატაკე”(ნიკოლოზ რურუას მშვენიერი თარგმანი).
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Sat Sep 19, 2009 3:32 pm


აი, როგორ გამიმართლა და რა კარგი ფოტო გადავუღე ამ კარგ ნომერს...

”ლიტერატურული გაზეთის” მეათე ნომერი, 18 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

ეს კარგი ნომერი გამოვიდა:

ზაალ სამადაშვილის სადა მოთხრობა - იტალიელი ნეორეალისტების ნამუშევრებს რომ გახსენებს...
ირაკლი ლომოურის კომიკურ-აბსურდული ნოველა, თავის ჩვეულ, ”გამომგონებლურ” სტილში...
ბაღათერ არაბულის ”ლექს-ანდრეზები” - ხევსურულ კილოკავზე... სულ დარდიანები...
დავით რობაქიძის უჩვეულო ხედვის ლექსები...
აკა მორჩილაძის ქემერას ამბების დასაწყისი - ალბათ, ესეც ჩქარი რომანი გამოუვა...
ლადო ასათიანის უცნობი ლექსები.
მარიამ წიკლაურის დაბრძენებულ-დაჭკვიანებული ლექსები...
ივანე ამირხანაშვილი ისევ საინტერესოდ წერს - ამჯერად არჩილ ქიქოძის მოთხრობების კრებულ ”მყუდროზე”.
კარგია ინტერვიუ გია ქარჩხაძესთან - ”ქარჩხაძის გამომცემლობაზე” არის იქ პრინციპული პოზიცია გამომცემლისა...
ნაჰაპეტ ქუჩაკის გივი შაჰნაზარისეული თარგმანებიც საინტერესოა - ხომ უნდა ვიცნობდეთ ამისთანა ავტორსაც?..
და ირაკლი აბაშიძის წერილიც, ნახევარი საუკუნის წინათ იალტიდან მიწერილი ნიკა აგიაშვილისადმი...

მოკლედ, იყიდეთ ორმოცდაათ თეთრად და თავად ნახეთ...

Back to top Go down
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Sun Sep 27, 2009 11:36 am

ამჯერად მე შეგეცვლებით, ბოლო ნომერში გამოქვეყნებულია ბაღათერ (ბაღო) არაბულის ლექსები, ასევე დავით რობაქიძის და ჩვენი მარიამ წიკლაირის პოეზია. და კიდევ ლადო ასათიანის გამოუქვეყნებელი ლექსები და წერილები, კიდევ ბევრი რამ საინტერესო, ანუ, ერთი სიტყვით ეს ნომერი ძალიან მომეწონა
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Sun Sep 27, 2009 11:37 am

ახლა ვნახე და ბობოს დაუსწრია თქმა, მოკლედ იყოს მაინც არ წავშლი Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Guest
Guest



PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Oct 16, 2009 11:42 am

Arrow

ისე მოხდა, რომ ”ლიტერატურული გაზეთის” დღევანდელ, მეთორმეტე ნომერში (16 - 29 ოქტომბერი, 2009), საერთო სათაურით ”ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს...” ოთარ ჭილაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი მწერლის გამოსათხოვარი დაიბეჭდა - ჭაბუა ამირეჯიბის, თამაზ ჩხენკელის, ვახტანგ ჯავახაძის, გივი შაჰნაზარის, ბესიკ ხარანაულის, გურამ დოჩანაშვილის, ლია სტურუას, მამუკა წიკლაურის, ჯემალ აჯიაშვილის, გივი ალხაზიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გიგი სულაკაურის, ივანე ამირხანაშვილის, შოთა იათაშვილის, აკა მორჩილაძის, ზაზა ბიბილაშვილის, არჩილ ქიქოძის, ბესო ხვედელიძის, მალხაზ ხარბედიას, დავით ქართველიშვილის, ლაშა ბუღაძის - და რედაქციამ, რაკი ამოვარდნილი იქნებოდა მთლიანი დიზაინიდან, იქ დაბეჭდილ ჩემ პატარა წერილს ეს ფოტოები ვეღარ დაურთო...
ჰოდა, ვეცადე, ეს მდგომარეობა ჩემ ბლოგში მაინც გამომესწორებინა, რომ გასაგები გამხდარიყო, რას ვგულისხმობდი ”ტელ ასმარის გორაკის მლოცველებში”...

კითხვა განაგრძეთ აქ...

დიდი მადლობელი ვარ რედაქციისა, ამ მწერლების გვერდით მეც რომ მოვხვდი...
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Fri Oct 16, 2009 3:13 pm

არაჩვეულებრივი წერილ დაბეჭდა ოთარ ჭილაძეზე ნინო სადღობელაშვილმა ჯურნალ "გუმბათში".

არ ვიცოდი სად დამეწერა ეს და აქ დავდე.
იმდენად კარგი წერილია, იქნებ მოიძოთ
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Sun Jul 04, 2010 11:07 am

ლიტგაზეთის ახალი ნომერი (დაუწკაპე და წაიკითხე).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Sun Feb 13, 2011 12:26 am

ლელა მეტრეველი

ჰაიკუს ოთხი პოეტი

ლიტერატურული გაზეთი, 11-24 თებერვალი, 2011

იაპონური ჰაიკუ _ წარმოშობიდან მე-20 საუკუნემდე _ ოთხ დედაბოძს, ოთხ დიდ პოეტს ეყრდნობა. ეს პოეტებია: ბასიო, ბუსონი, ისა და სიკი.
ყველა ეს სახელი ფსევდონიმია, რადგან, იაპონური ჩვეულებისამებრ, როცა რომელიმე სკოლას მიეკედლებოდა და ლექსების გამოქვეყნებას იწყებდა, პოეტი აუცილებლად იღებდა ფსევდონიმს, რომელიც შეიძლება რამდენჯერმე შეცვლილიყო.
XVII საუკუნის იაპონიაში, როცა ჰაიკუ პოეზიის დამოუკიდებელ ჟანრად ჩამოყალიბებას
იწყებდა, ბევრი პოეტური სკოლა არსებობდა, სადაც ახალბედებს რენგასა და ჰაიკუს თხზვას ასწავლიდნენ. ამ სკოლებს შორის გამოირჩეოდა ტეიმონისა და დანრინის სკოლები. პირველი მათგანი დაარსა პოეტმა მაცუნაგა ტეიტოკუმ (1571-1653). მანვე შექმნა ჰაიკაის თეორიული სახელმძღვანელო. დანრინის სკოლა დაარსა ნისიამა სოინმა (1605-1682), შთამომავლობით სამურაიმ.
დანრინის სკოლამ ტეიტოკუს სკოლის აკადემიზმს დაუპირისპირა უშუალობა, შთაგონების, ექსპრომტის უპირატესობა.
ორ სკოლას შორის გაჩაღებულ კამათში ბოლოს დანრინის სკოლამ გაიმარჯვა.
ამასობაში გამოიკვეთა და გაძლიერდა რენგას საწყისი სტროფი _ ჰოკუ, რომელიც თავიდან იუმორისტულ ელფერს ატარებდა. ის ლირიკული პოეზიის დამოუკიდებელ ჟანრად აქცია და აყვავების გზაზე დააყენა ბასიომ (1644-1694).
ბასიო ითვლება ჰოკუს (თანამედროვე ტერმინოლოგიით _ ჰაიკუს) ესთეტიკის შემქმნელადაც.
მაცუო ბასიო, რომლის ნამდვილი სახელის შესახებ სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა
ცნობაა, დაიბადა ხელმოკლე სამურაის ოჯახში, სავარაუდოდ, იგას პროვინციაში. მამამისი და უფროსი ძმა კალიგრაფიას ასწავლიდნენ, ამიტომ ბასიომ ოჯახშივე კარგი განათლება მიიღო. 1644 წლიდან ის მსახურობდა მდიდარ და ცნობილ სამურაისთან _ ტოდო იოსიტადისთან, რომელიც თვითონვე ჰაიკაით იყო გატაცებული. ის ხშირად გზავნიდა ბასიოს
კიოტოში, ტეიმონის სკოლაში, სადაც ბასიოს მასწავლებელი იყო ტეიტოკუს მიერ გამოზრდილი კიგინი. იოსიტადის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ბასიო გაემგზავრა ედოში (ახლანდელი ტოკიო) და შევიდა სახელმწიფო სამსახურში. მალე ეს სამსახური მიატოვა და პოეზიის მასწავლებელი გახდა. ედოში ბასიო დაუახლოვდა დანრინის სკოლის პოეტებს. მალე ის ცნობილი გახდა, როგორც რენგას ოსტატი.
ორივე სკოლის შემოქმედებითი პრინციპების შედარებისას ბასიომ ნათლად იგრძნო მათი შეზღუდულობა და საკუთარი გზის ძებნა დაიწყო. პოეტის როლი მისთვის გამოიკვეთა ტანას ეპოქის ჩინური პოეზიის შესწავლის შემდეგ. ბასიო დიდად აფასებდა ჩინელ პოეტებს: დუ ფუსა და ლი ბოს.
ბასიომ ღრმად შეისწავლა არა მარტო იაპონური და ჩინური პოეზია, არამედ დაოსიზმიც, რომელიც არსით ენათესავება ბუდისტურ ფილოსოფიურ მიმდინარეობას _ ძენ-ბუდიზმს. საბოლოოდ ბასიომ ძენ-ბუდიზმის შესწავლა დაიწყო და მთელი მისი (და არა მარტო მისი!) შემდგომი შემოქმედება ამ ნიშნითაა აღბეჭდილი.
ხელმძღვანელობდა რა ძენის მოძღვრებით, ბასიომ ჰაიკუს თხზვას სათავედ დაუდო გასხივოსნების პრინციპი (სატორი). სატორი ღრმა მედიტაციის შედეგად მიიღწევა და წარმოადგენს გზას, რომლითაც ადამიანს შეუძლია, ყოფიერებით გამოწვეულ ტანჯვას თავი დააღწიოს.
ბასიომ იპოვა საკუთარი ადგილი პოეზიაში. მის თითქოს ერთი ამოსუნთქვით დაწერილ
უზადო ლექსებში ავტორის დიდი შრომაა ჩადებული.
მივმართოთ ბასიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰაიკუს "ბებერი ტბორი", რომელზედაც რამდენიმე ტომია დაწერილი. მიჩნეულია, რომ ამ ლექსში ბასიომ გამოხატა შუა საუკუნეების
იაპონურ ხელოვნებაში გაბატონებული პრინციპი ავარე _ საგნების ნაღვლიანი
მომხიბვლელობა და ადამიანის ბუნებასთან ერთიანობა:

ბებერი ტბორი.
წყალში ჩახტა უცებ ბაყაყი.
სიჩუმეში ჩქამი გაისმა.


სხვადასხვა მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ ჰაიკუს წაკითხვისას იაპონელი მაშინვე წარმოიდგენს ბუდისტურ ტაძარს ან თუნდაც ქოხს, რომლის შორიახლოსაც ტბორი გარინდებულა. სიჩუმე იმდენად ღრმაა, რომ ბაყაყის წყალში ჩახტომის ხმაც კი ისმის და ა.შ. მაგრამ ეს ჰაიკუ ერთბაშად არ დაწერილა: ბასიომ ჯერ ბოლო ორ სტრიქონს მიაგნო და მოწაფეებთან ერთად დიდხანს ეძებდა პირველს. უარყოფილი იქნა ყველა სტრიქონი, რომელიც ჰაიკუს ნაღვლიან მომხიბლაობაში დისონანსს შეიტანდა. რამდენიმე დღის შემდეგ
მიაგნეს გამოთქმას: ბებერი ტბორი. აუცილებელი არაა, ყოველ ჰაიკუში ფარული სიმბოლური აზრიც იყოს ჩადებული, მაგრამ ბასიოს ბევრი ჰაიკუ ნამდვილად არ წარმოადგენს მხოლოდ ბუნების სურათს.

მოდით, იხილეთ მარტოობა!
ხეზე ფოთოლი.
ერთადერთი ფოთოლი მხოლოდ
, –

კითხულობ ამ ჰაიკუს, ეცნობი ბასიოს ცხოვრებას და ბუნებრივად ჩნდება აზრი: პოეტიც ფოთოლივით მარტოა, საკუთარ მარტოობაზე წერს.
ბასიოს პოეზიის მთავარი პრინციპებია:
_ საბი. ეს სიტყვა პირდაპირ არ ითარგმნება. ის მარტოობით გამოწვეულ
ნაღველსაც ნიშნავს, მაგრამ გულისხმობს აგრეთვე სილამაზის გამოვლინებას უბრალო,
მკაცრ ფორმებში, ანუ დახვეწილ უბრალოებას _ სწორედ ასეთია ჰაიკუ.
_ სიორი ნიშნავს საბის უშუალო გამოვლენას ლექსში, მაგრამ არ ღიად, არამედ როგორღაც ფარულად, თვით ლექსის წყობაში, სიტყვიერ ქსოვილში.
_ ხოსომი წარმოადგენს აგრეთვე ლექსის შინაგან მახასიათებელს. ლექსს
აქვს ხოსომი, თუ ის მსმენელში აღძრავს თანაგრძნობას, თანალმობას.
_ ფეუკირუკო ჰაიკუს მთავარი პრინციპია, რომელიც ბასიომ სიცოცხლის ბოლო წლებში ჩამოაყალიბა. ის ნიშნავს მდგრადობასა და ცვალებადობას ერთდროულად,
ანუ _ პოეზიასთან მიმართებაში _ ლექსის ცვალებად ფორმაში ტრადიციის მყარად შენარჩუნებას.
_ კარუმი ნიშნავს სიმსუბუქეს, ბუნებრიობას, რომელიც ჩნდება ლექსის სიტყვიერ
სტრუქტურაში პოეტის მიერ სამყაროს ბუნებრივი აღქმის შედეგად. ეს ცნებაც ბასიომ სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიტანა.
ბასიოს ლირიკა ასახავს იმდროინდელი იაპონიის სულს. ამას ხელი შეუწყო ბასიოს
მოხეტიალე ცხოვრებამაც. მოხეტიალე ცხოვრება კი შემდეგნაირად დაიწყო: ედოში ბასიო ცხოვრობდა უბრალო ქოხში, რომელიც ერთ-ერთმა მოწაფემ აჩუქა. სახლთან ახლოს თვითონვე დარგო ბანანის პალმა და აქედანვე აიღო ფსევდონიმი: ბასიო "ბანანის ხეს" ნიშნავს. ეს ბანანი არაერთგზის გაიელვებს ბასიოს პოეზიაში:

ბანანი დავრგე
და შემზიზღდა
უკვე შამბნარი.


1662 წელს ბასიოს ქოხი ედოში გაჩენილი დიდი ხანძრის მსხვერპლი გახდა. ერთი წლის შემდეგ მან, მოწაფეების დახმარებით, ახალი ქოხი ააშენა და ბანანიც ისევ დარგო, მაგრამ ეს არ იყო მკვიდრ ცხოვრებასთან დაბრუნება: აქედან სიცოცხლის ბოლომდე ბასიო მოხეტიალე პოეტად იქცა. მოგზაურობდა მარტო, ან ორ–სამ მოსწავლესთან ერთად. მისი პირველი
მოგზაურობა 1664 წელს დაიწყო, როცა პოეტი უკვე 40 წლისა იყო. გარეგნულად
ბუდისტ მომლოცველსა ჰგავდა: განუყრელად ეხურა ჭილის ქუდი, ეცვა ღია-ყავისფერი ბამბის ლაბადა, ხელში კი არგანი და კრიალოსანი ეჭირა. თან დაატარებდა აბგას, რომელშიც რამდენიმე ჩინური და იაპონური ანთოლოგია, აგრეთვე ფლეიტა და ხის გონგი იდო.
თუ მოღვაწეობის პირველ პერიოდში ბასიო ფილოსოფიურ პოეზიას ანიჭებდა უპირატესობას, მოგზაურობის დაწყების შემდეგ კი ის წერდა მოხეტიალე პოეტებზე,
მხატვრებზე, ვაჭრებზე _ მოკლედ, გზად შეხვედრილ ადამიანებზე. უკუაგდო რა ტანკას არქაული სტილი, ბასიომ გააფართოვა ჰაიკუს ლექსიკა. სასიყვარულო თემებს ბასიოს პოეზიაში ვერ შევხვდებით _ ამას ენაცვლება ბუნების მშვიდი, ობიექტური აღწერა. ბასიო არ მორიდებია დაწესებული ჩარჩოების რღვევასაც _ მას აქვს ბევრი ჰაიკუ, რომლებშიც
მარცვალთა კანონიკური თანაფარდობა დაცული არაა.
ბასიოს მოგზაურობა ხელს უწყობდა მისი სტილის გავრცელებას, რადგან იაპონიის ყველა კუთხეში პოეტები და არისტოკრატები მას პატიჟებდნენ, ყველგან ხვდებოდა გლეხებისა და სამურაების აღტაცებული კრებული, თვითონ კი ბუნებიდან იღებდა ძალას, შთაბეჭდილებებს.
ბასიო პოეზიის თავისებური ელჩი იყო იაპონიის გზებზე.
1694 წელს, როცა პოეტი იმედოვნებდა, გაეგრძელებინა მოგზაურობა ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთითისაკენ, ის უეცრად შეუძლოდ გახდა და 12 ოქტომბერს ოსაკაში გარდაიცვალა. იაპონური ჩვეულებისამებრ, სიკვდილის წინ მოწაფეებმა სთხოვეს ბასიოს, შეეთხზა უკანასკნელი ჰაიკუ. პოეტის პასუხი იყო, რომ ყველა ლექსი უკანასკნელია, რადგან
არავინ იცის, სად წამოეწევა სიკვდილი. და მაინც, მან უკარნახა უკანასკნელი ქმნილება:

გზად ავად გავხდი.
გადამწვარ მინდვრებს
დასტრიალებენ სიზმრები ჩემი.


ბასიოს წერილებიდან გამოაქვთ დასკვნა, რომ ის იყო მშვიდი, ზომიერი, გაწონასწორებული ადამიანი, ერთგული ნათესავებისა და მეგობრებისა. ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ ბუდისტური ფილოსოფიის გავლენით, ამ მდგომარეობას არ განიცდიდა. ჰქონდა სუსტი ჯანმრთელობა.
ბასიოს ლიტერატული მემკვიდრეობა დიდი და მრავალფეროვანია: საკუთარი და მოწაფეების მიერ შედგენილი 7 ანთოლოგია, ლირიკული დღიურები პოეზიის
ჩანართებით, წიგნებისა და ლექსების წინასიტყვაობები, წერილები. ითვლება, რომ
ბასიომ ხელი შეუწყო საგზაო დღიურების ჟანრის აყვავებასაც.
ბასიომ უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეებისა და ახალი დროის პოეტებზე.
მისი პოპულარობა იაპონიაში ისეთივეა, როგორც ჩვენში _ რუსთაველისა.
ბასიოს სიკვდილის შემდეგ მისი სკოლა რამდენიმე მეტოქე ჯგუფად დაიშალა. ჰაიკუს დონე გაუარესდა, ამავდროულად, ცენტრიდან პროვინციებშიც გავრცელდა. სწორედ ეს უკანასკნელი მოვლენა გახდა ჰაიკუს აღორძინების ხელშემწყობი.
ახალი სიცოცხლე ჰაიკუმ შეიძინა იოსა (პსა) ბუსონის (1716-1783) მეშვეობით, რომელიც სიცოცხლეში უფრო ცნობილი იყო, როგორც მხატვარი და არა _ როგორც პოეტი.
იოსა ბუსონი (ტანიგუტი) დაიბადა ოსაკას ახლოს, სოფელ კემაში. ბუსონის ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა. მომავალი პოეტი და მხატვარი კითხულობდა ჩინელ და იაპონელ კლასიკოსებს, სწავლობდა ფერწერას. ბუსონმა ადრე დაკარგა მშობლები და 16 თუ 17 წლის ასაკში ედოში გაემგზავრა. შემდეგ დიდხანს ცხოვრობდა კიოტოში, მაგრამ მშობლიურ
სოფელში დროებითაც კი აღარასოდეს დაბრუნებულა. რატომ? ეს მისი საიდუმლოა,
თანაც, არა ერთადერთი საიდუმლო.
ედოში ბუსონი შეურთდა ხანძინის სკოლას, რომელიც იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად ითვლებოდა. ხანძინი იყო კიკაკუსა და რანსეცუს მოსწავლე, ისინი კი, თავის მხრივ _ ბასიოსი. 1742 წელს ხანძინი გარდაიცვალა. ბუსონმა ედო დატოვა და 10 წელი ხეტიალში გაატარა. მას არ დაუტოვებია საგზაო დღიურები, მაგრამ თავისი შთაბეჭდილებები
გამოხატა ესეში.
1753 წელს ბუსონი კიოტოში დასახლდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა. კიოტოში ის იყო ცენტრალური ფიგურა ე.წ. "მხატვარი ინტელექტუალთა" შორის. მხატვარი ინტელექტუალები არსად მუშაობდნენ, თავისუფლად ცხოვრობდნენ და ხელოვნების ხუთივე სახეში (პოეზია, პროზა, კალიგრაფია, ფერწერა, ბეჭდების ტვიფრა) ცდიდნენ ძალებს. ამ პირობებში, ლოგიკურად მოსალოდნელი ზედაპირულობის ნაცვლად, მათ ნამუშევრებში იგრძნობა პროფესიონალიზმი.
ბუსონის დროს აყვავების გზაზე იდგა ჰაიგა _ ტუშით ნახატი ზედ დაწერილი ჰაიკუთი. ჰაიგა ითვლებოდა ნახატისა და იეროგლიფის ერთიანობის გამოხატულებად და აადვილებდა ორივე მათგანის აღქმას. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ჰაიგას შექმნიდა ბუსონი.
ნახატებზე შეკვეთებმა უზრუნველყო ბუსონის სტაბილური მატერიალური მდგომარეობა და 44 წლის ასაკში ის დაქორწინდა. ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი _ კუნო.
პოეზია ბუსონისათვის მთავარ საქმედ მხოლოდ 50 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ გახდა. 1770 წელს ის გამოაცხადეს 28 წლის წინ გარდაცვლილი ხანძინის მემკვიდრედ. სკოლის სათავეში ჩადგომისას მან მიიღო უფლება, ყოფილიყო მსაჯული პოეტურ შეკრებებზე. ასე შევიდა ბუსონი ცნობილი ოსტატების რიცხვში. ბუსონი ასწავლიდა და წერდა ჩაის სახლში,
რომელიც დღემდე არსებობს.
ბუსონის დროს ჰაიკუ გადაქცეული იყო სავარჯიშოებად მოცემულ თემაზე. ამიტომაც მის შემოქმედებაში ხშირია წინათქმა: "შემხვდა თემა..." აუცილებელი იყო ჰაიკუს განახლება, რაც იაპონიაში ტრადიციასთან ახლებურად დაბრუნებას ნიშნავს. სწორედ ეს გახდა ბუსონის
მისია.
თანდათანობით ბუსონი გახდა სული და გული მოძრაობისა "დაბრუნება ბასიოსთან!".
1776 წელს ბუსონმა მეგობრებთან ერთად აღადგინა ე.წ. ბასიოს ქოხი1 და იქ პოეტურ შეხვედრებს ატარებდა. ამან ბევრად შეუწყო ხელი ბასიოს იდეალიზაციასა და მის პოეტურ ესთეტიკასთან დაბრუნებას.
თვით ბუსონის პოეზია გამოირჩევა შინაგანი განცდების ჩვენებით:

გული დამეწვა.
საწოლ ოთახში მკვდარი მეუღლის
სავარცხელზე დამედგა ფეხი.


ყოფის ასახვით:

თესლიან ტომრებს
გაზაფხულის
ასველებს წვიმა.


მხატვრის ხედვით:

ბატების მწკრივი _ ცაზე სტრიქონი,
დაბლა ბეჭედი _
მთის წვერზე მთვარე.


აგრეთვე ბასიოსებრი ლაკონიზმითა და სისადავით.
ხშირად მეჩვენება, რომ ბუსონის ერთი ჰაიკუ საკმაოდ ვრცელი მოთხრობის 17-მარცვლიანი
კონცენტრატია. მაგალითად, ჩვენც ხომ ბევრ რამეს გვახსენებს თითქოს სრულიად მარტივი ლექსი:

თავსხმა წვიმაა გაზაფხულის.
თვით უსახელო, შეუმჩნეველი ნაკადული
გახდა საშიში.


ბუსონისა და მისის სკოლის მეშვეობით ჰაიკუმ შეიძინა ლირიულობა, რომანტიულობა.
სამსტრიქონედში დამკვიდრდა სიყვარულის თემა, რაც ბასიოსათვის წარმოუდგენელი
იყო. ამდენად, მიჩნეულია, რომ ბასიოს მზერა მიმართულია გარედან შიგნით, ბუსონისა _ შიგნიდან გარეთ.
ბუსონი ახერხებს, არ იყოს ბერივით ასკეტური, მაგრამ უბრალო მოვლენაშიც კი უსასრულობამდე განზოგადებული სახე დაგვანახოს. მაგალითად, ითვლება, რომ მისი ჰაიკუ:

პეპელა მუჭში.
ცხადია იგი,
თუ სული არის სიზმარეული?


არის ერთდროულად: ნატურალური სურათი; ცხოვრების წარმავალობის გამოხატულება; გამოძახილი თქმულებისა ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსის, ჩენ-ძის (ჩვენს ერამდე IV-III სს.) შესახებ, რომელსაც დაესიზმრა, რომ პეპელაა, გამოღვიძებულმა კი ვეღარ გაარკვია _
ის ჩენ-ძი იყო, რომელსაც დაესიზმრა, თითქოს პეპელა იყო, თუ პეპელაა, რომელსაც დაესიზმრა, თითქოს ჩენ-ძი იყო.
ბუსონმა ჰაიკუში შემოიტანა პრინციპი: "დაშორება ვულგარულთან", რაც, ძენის მოძღვრების მიხედვით, ნიშნავდა არა ვულგარულისგან გაქცევას, არამედ მის განსულიერებას. ბუსონი უბრალოებასაც თავისებურად განმარტავდა: არა ის, რასაც ყოველ წუთს ვამბობთ ან ვაკეთებთ, არამედ ის, რასაც შთაგონების წუთებში ვგრძნობთ.
ბუსონის პოეზიაც მხოლოდ ძენის მოძღვრების საფუძველზე გაიგება. ის ქადაგებდა დაპირისპირებულთა ერთიანობას (რაც "ინისა" და "იანის" ერთიანობაში აისახება), აგრეთვე აწმყოთი ცხოვრების პრინციპს. "...სადაა ზღვარი სუფთასა და ჭუჭყიანს, ნათელსა და
ბნელს შორის, რა არის კარგი და რა _ ცუდი?" _ წერდა ბუსონი. ჰაიკუს თხზვა, მისი აზრით, უნდა დაქვემდებარებოდა წამიერი შთაგონების პრინციპს, წარსულისა და მომავლისათვის ყურადღების მიუქცევლად.
ბუსონისდროინდელი იაპონია მაინცდამაინც დალხინებულად არ ცხოვრობდა; მოსახლეობა მკვეთრად დაიყო ფენებად, ხალხი უკიდურესად გაღატაკდა.
თვით ბუსონი ხშირად ავადმყოფობდა. მისი ქალიშვილის ოჯახური ცხოვრებაც არ აეწყო. ასე რომ, ბუსონი პოეზიასა და მხატვრობაში ეძებდა ჰარმონიას, რომელსაც სინამდვილეში ვერ პოულობდა. მან დატოვა აგრეთვე შესანიშნავი პროზაული ნაწარმოებები.
1780 წლიდან ბუსონი ლოგინად ჩავარდა.
1783 წლის ოქტომბერში, სიკვდილამდე ორიოდე თვით ადრე, მან სთხოვა ერთ–ერთ
მოსწავლეს, ჩაეწერა უკანასკნელი ჰაიკუ:

ზამთრის ჩიტუნა, მგალობელი.
დიდი ხნის წინათ, ვენ ვეის2 სახლთან
ის ასევე ტკბილად მღეროდა?!


25 დეკემბერს ბუსონი გარდაიცვალა. ის დაასაფლავეს კიოტოშივე, კომპუკუძის
ტაძარში, ზემოხსენებულ ბასიოს ქოხთან ახლოს.
ედოს ეპოქის უკანასკნელი დიდი პოეტი ისა იყო. კობაიასი ისა (იგივე იატარო) დაიბადა 1763 წელს, სინანოს პროვინციის სოფელ კასივაბარაში. ის გლეხის ოჯახის პირველი შვილი იყო. ისას ცხოვრებაში ერთ უბედურებას მეორე მოსდევს: დედა ადრე გარდაეცვალა და ავი
დედინაცვლის ხელში იზრდებოდა. მის ყოფას ალამაზებდა ბებია, რომლის სიკვდილის შემდეგ 14 წლის ისა სახლიდან მოიშორეს და ედოში გაგზავნეს. ისამ არ გაამართლა მამის იმედი, ვაჭრობა ან ხელობა შეესწავლა და პროფესიონალ პოეტად იქცა. ის მოგზაურობდა სხვადასხვა პროვინციაში და სარჩოს ჰაიკუს თხზვით შოულობდა. 39 წლის ასაკში ისა მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც მომაკვდავი მამა დაუხვდა. დაიწყო გრძელი და
მძიმე დავა დედინაცვალთან და ნახევარძმასთან მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.
მხოლოდ 12 წლის შემდეგ ისამ მიიღო საკუთარი წილი მამის ქონებიდან და, 50 წელს გადაცილებული, ახალგაზრდა ქალზე დაქორწინდა. სოფელში ნაკვეთს ამუშავებდა და ჰაიკუს გაკვეთილებს ატარებდა. გაუჩნდა 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი, მაგრამ ყველა მცირეწლოვანი გარდაიცვალა. მათ მიჰყვა კიკუც, ისას საყვარელი მეუღლე. ამის შემდეგ ისა ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ კიკუ არ დავიწყებია.
1827 წელს ისა გარდაიცვალა კასივაბარაში. პოეტის სიკვდილის შემდეგ დაიბადა მისი ქალიშვილი იატა. ისას პირველი ნაწარმოებები სხვადასხვა წიგნში 1790 წელს შეიტანეს. მათ
ერთ-ერთი მეცენატის ყურადღება მიიქციეს და ისას აღმასვლაც დაიწყო. დაიწყო მისი მოგზაურობაც ქვეყნის სხვადასხვა რაიონში. 1792 წელს პოეტმა ფსევდონიმი იატარო ისათი შეცვალა. ისა "ფინჯან ჩაის" ნიშნავს.
ძველ იაპონელ პოეტებს შორის ისა გამონაკლისია: მან ჰაიკუში შემოიტანა მოქალაქეობრივი მოტივები, დემოკრატიული გახადა ჰაიკუს თემატიკა. ისას პოეზიაში ყველა სხვა პოეტზე მეტად აისახა საკუთარი პიროვნული ხვედრი. საერთოდ, იაპონური კლასიკური პოეზია გაურბოდა უშუალობასა და კონკრეტულობას სინამდვილის ასახვისას. მისი გზა იყო
გულიდან სიტყვისკენ და არა სინამდვილიდან სიტყვისკენ. პოეტის ხელოვნება
მდგომარეობდა უნარში, კანონიკურ სახეებში აესახა სულის კანონიკური მდგომარეობა.
ინდივიდუალობა გამოიხატებოდა მხოლოდ უფაქიზეს ნიუანსებში.
ისას პოეზია გამოირჩევა იუმორით, სიყვარულით ყოველივე სულიერისადმი. მისი ლექსები მცენარეებზე, ცხოველებსა და მწერებზე ყველა იაპონელმა მოსწავლემ იცის. აი, როგორ "უფრთხილდება" ისა მწიფე ნესვს:

თუ ახლა ვინმე უცაბედად
სტუმრად გვეწვია,
სასწრაფოდ თავი მოაჩვენე ბაყაყად, ნესვო!


ისამ ჰაიკუში შეიტანა აგრეთვე დიალექტი, პოეზია დაუახლოვა რეალურ ყოფას. ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის უცხოა ფილოსოფიური განსჯა ცხოვრების შესახებ. როცა ვკითხულობთ:

გზად ბევრმა ვინმემ
გადამისწრო. დაბინდდა უკვე.
საღამოა შემოდგომისა
,_

ცხადი ხდება, რომ პოეტის გამონათქვამი ორმაგი აზრის მატარებელია _ ისა საკუთარ შემოდგომაზეც წუხს, საკუთარ მწარე ხვედრზე დარდობს.
ისა პროზასაც წერდა. მან დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა: 20 000-ზე მეტი ჰაიკუ, ასეულობით ტანკა, შესანიშნავი პროზა ჰაიბუნის ჟანრში.
ისა არა მარტო ედოს ეპოქის, არამედ საერთოდ ფეოდალური იაპონიის ჰაიკუს პოეტების უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი აღმოჩნდა.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იაპონიაში დაიწყო ე.წ. მეიძის ეპოქა, რომელიც მთელი სისტემის რეორგანიზაციით გამოირჩეოდა. კარჩაკეტილი ფეოდალური იაპონია თანდათანობით გადაიქცა განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნად. გზა გაეხსნა ქვეყანაში
დასავლური კულტურის გავრცელებას. 1894-1895 წწ. ჩინეთ-იაპონიის ომის შემდეგ
მთელი იაპონური ხელოვნება ორ ნაწილად გაიყო: ტრადიციული და ევროპული
მიმართულებისა. ასე გრძელდება დღემდე.
სწორედ ამ გარდამავალ ეპოქაში გამოჩნდა ჰაიკუს მეოთხე დიდი პოეტი _ მასაოკა სიკი, რომელიც ერთდროულად გამოჩენილი ფილოლოგი იყო. მან არა მარტო ახალი სიცოცხლე შესძინა ჰაიკუსა და ტანკას, არამედ შეისწავლა და გადააფასა წარსულის მემკვიდრეობაც.
სწორედ ამიტომ იაპონურ კლასიკურ პოეზიაზე ლაპარაკისას სიკის გვერდს ვერ ავუვლით.
მასაოკა სიკი (მასაოკა ცუნენორი) დაიბადა ღარიბი გადამდგარი სამურაის ოჯახში, პატარა ქალაქ მაცუიამაში, 1867 წელს. სიკიმ 6 წლის ასაკში დაკარგა მამა. სწავლობდა ადგილობრივი ტაძრის სამრევლო სკოლაში. დედამისი მასწავლებელი იყო. სიკიმ ჯერ კიდევ რვა წლისამ გადაწყვიტა, რომ მეცნიერი-ფილოლოგი გამხდარიყო, ხოლო 12 წლისამ ლექსების წერა დაიწყო ჩინურ ენაზე. ის ხელით იწერდა ძველ ჩინურ ტექსტებს. მათი გაგება კი იოლი არაა. ასე რომ, მოსწავლეობის ასაკშივე სიკი შესაშურ შეუპოვრობასა და
შრომისმოყვარეობას ამჟღავნებდა.
16 წლის სიკი ტოკიოში გაემგზავრა და საიმპერატორო უნივერსიტეტის მოსამზადებელ
განყოფილებაზე დაიწყო სწავლა. 1890 წელს მან ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა მისაღები გამოცდები. ამ დროს იგი უკვე ტუბერკულოზითა იყო დაავადებული. მასაოკა
ცუნენორიმ სწორედ ამ ფაქტის გამო აირჩია ფსევდონიმი _ სიკი, რაც "მთის გუგულს"
ნიშნავს. თქმულება ამბობს, რომ მთის გუგულს გალობისას ყელიდან სისხლი მოსდის. სასიკვდილო სენით შეპყრობილი სიკი ფარხმალს არ ყრიდა: წერდა სხვადასხვა ჟანრის ლექსებს, სამგზავრო დღიურებს, ხატავდა, მოგზაურობდა, ეცნობოდა დედაქალაქის წამყვან პოეტებსა თუ კრიტიკოსებს.
1892 წელს სიკი პირველად დასახლდა საკუთარ სახლში. ეს ერთსართულიანი პატარა სახლი მაშინ ტოკიოს გარეუბანში იდგა, ბუნების წიაღში. სიკის მოსწონდა ბუნების წიაღში ცხოვრება, მოსწონდა ცხარე პოეტური ტურნირებიც, ყველაზე მეტად კი წიგნები უყვარდა. ის გახლდათ წიგნის კულტურის ადამიანი, ფუნჯისა და პოეტური სიტყვის დიდოსტატი. მაგრამ ეს ყველაფერი სიკისთვის ცოტა იყო: მას სჭირდებოდა მრავალათასიანი აუდიტორია,
რათა გამოეთქვა თავისი მოსაზრებები.
1892 წელს, ისე რომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი არაფერი ჰქონდა გაკეთებული, სიკიმ გააცხადა განზრახვა, გახდეს პოეტი. საოცარია, მაგრამ თითქოს ზეცაში ვიღაც უხილავმა გადაწყვიტა, რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო: კონსერვატულ იაპონიაში სიკის ავანსად უბოძეს პოეტური გვერდის რედაქტორის თანამდებობა ცენტრალურ გაზეთში "ნიპონ სიმბუნი". ამ დროს ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. მიღებული თანამდებობა ნიშანი იყო,
რომელმაც სიკის პოეზიის რეფორმებისკენ უბიძგა.
1895 წელს სიკი ფრონტზე წავიდა და ჩინეთ-იაპონიის ომის ბატალიებს აღწერდა თანამემამულეთათვის, მაგრამ მისთვის მთავარი საქმე მაინც ეროვნული ლიტერატურის აღორძინება იყო. ფრონტიდან დაბრუნებულ სიკის ტუბერკულოზი გაუმწვავდა და იძულებული გახდა, სამი თვე მაცუიამაში გაეტარებინა. სწორედ ამ დროს მან შეკრიბა თანამოაზრეები და შექმნა ჰაიკუს საკუთარი სკოლა.
ეს ტრადიცია გაგრძელდა ტოკიოში, სიკის პატარა სახლში, სადაც იკრიბებოდნენ
პოეტები, კრიტიკოსები თუ ლიტერატურის უბრალო მოყვარულები. აქ დაიწერა ათასობით ლექსი, ათეულობით სტატია და ესე, ასეულობით გამოხმაურება და რეცენზია. დღეს ეს სახლი უზარმაზარი მემორიალური მუზეუმის ნაწილს შეადგენს.
"ნიპონში" მუშაობის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში სიკიმ დაამთავრა ორი მნიშვნელოვანი შრომა: "ჰაიკუს კლასიფიკაცია" და "ჰაიკუს ქრონოლოგია". მისი აზრით, ჰაიკუმ და ტანკამ, შესაძლო კომბინაციათა ამოწურვის გამო, ზღვარს მიაღწიეს. სიკი მაინც უშვებდა ამ ორი ჟანრის აღორძინების შესაძლებლობას და სწორედ ამაში ხედავდა საკუთარ
მისიას.
სიკიმ შეისწავლა უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში დაწერილი ყველა ჰაიკუ, გააერთიანა ისინი სეზონურ ციკლებად და გამოავლინა მათი ლექსიკური და ტროპული თავისებურებანი. გააკრიტიკა უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და შაბლონები, აგრეთვე ავტორები, რომლებიც ავტორიტეტებად მიჩნეული კერპების გზას მიჰყვებოდნენ და ერთსა და იმავეს იმეორებდნენ.
26 წლის სიკიმ გამოაქვეყნა "საუბრები ბასიოზე", სტატიების ციკლი, რომლებშიც თამამად დააყენა ეჭვქვეშ დიდი პოეტის ავტორიტეტი. სიკი მიიჩნევდა, რომ ბასიო დიდი პოეტია, მაგრამ ეს ეხება მისი შემოქმედების მცირე ნაწილს _ 200 თუ 300 ჰაიკუს. ამგვარად, ბასიო, რომელიც გვევლინება ჰაიკაის რელიგიური სექტის პატრიარქად, ექვივალენტური არაა ბასიო-ლიტერატორისა. მისმა ადეპტებმა კი საკრალურად და ხელშეუხებლად აქციეს
ბასიოს ყოველი სიტყვა. ამან მხოლოდ ზიანი მოუტანა ლიტერატურას.
სიკი თავის მსჯელობაში იყო იმდენად თანმიმდევრული, გაანალიზებული ჰქონდა იმდენად მრავალრიცხოვანი მასალა, იმდენად კარგად ასაბუთებდა თავის თვალსაზრისს, რომ მასთან შედავება არავის გაუბედავს.
საბოლოოდ სიკიმ ვერ შეძლო, ბასიოსთვის ჩამოეცილებინა დიდების შარავანდედი, მაგრამ შეძლო, შეერყია კულტისადმი თაყვანისცემის ატმოსფერო და იაპონელთა ყურადღება მიაპყრო ბუსონისკენ, რომელიც უსამართლოდ იყო მივიწყებული. მან არა მარტო ხელახლა აღმოაჩინა ბუსონის ლირიკა, არამედ ბასიოზე მაღლაც დააყენა. სიკი თვლიდა, რომ: ბუსონი არის რომანტიული, პოზიტიური, ბასიო კი _ თავშეკავებული, ჩაკეტილი, ზოგჯერ _ ხელოვნური; თავის დროზე ბუსონმა დიდება ვერ მოიპოვა იმიტომ, რომ მისი პოეზია ფართო მასებისთვის არაა განკუთვნილი, მის შემდგომ მოსული ჰაიკუს პოეტები კი განურჩევლები იყვნენ; ბუსონმა შეძლო, 17 მარცვალში მოქცეული ნებისმიერი თემისათვის
ნოსტალგიური ჟღერადობა მიენიჭებინა. მის პოეზიას საოცრად ავსებს მისივე მხატვრობა.
სიკი არ უარყოფდა ჰაიკუს თხზვის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა: ბოლომდე ართქმა, მრავალმნიშვნელოვნება, სუგესტიურობა, მაგრამ მან გადააფასა ძველი, შეცვალა ლიტერატურული იერარქია, უარყო ჟანრის მკაცრი ფორმალური შეზღუდულობა.
სიკი ძველსა და ახლის შუა შუამავლად მოგვევლინა და ჰაიკუს წინაშე ახალი პერსპექტივა
დასახა _ სინამდვილის რეალური ასახვა. მან განასხვავა სილამაზის ორი სახე:
1) აღმოსავლური, პასიური, ჩინური და იაპონური პოეზიისათვის დამახასიათებელი
და
2) აქტიური, ევროპული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი.
1894 წელს ევროპული მიმართულების მხატვარმა ნაკამურა ფუსეცუმ სიკის გააცნო დასავლური რეალისტური ხელოვნების საფუძვლები. მანვე (ფუსეცუმ) სუნის დინასტიის დროინდელი ჩინური ტრაქტატებიდან ფერწერის თეორიის შესახებ ისესხა ტერმინი სასეი, რაც "ნატურიდან გადახატვას" ნიშნავს.
ამის შემდეგ სასეი გახდა სიკისა და მისი სკოლის წამყვანი მხატვრული პრინციპი.
ამ პრინციპით დიდადაა დავალებული თანამედროვე ჰაიკუცა და ტანკაც.
სიკიმ ობიექტურობის პრინციპი გამოაცხადა ჰაიკუს თხზვის ძირითად პრინციპად.
ჰაიკუ აღებული უნდა ყოფილიყო რეალობიდან და არა _ წარმოსახვიდან. პოეტის განცდები, მოგონილი ეპითეტები ჰაიკუში არ უნდა გამოჩენილიყო.
სიკიმ გააფართოვა ტანკასა და ჰაიკუს თემატიკა და ლექსიკა. პოეზიაში გაჩნდა "არაპოეტური" სიტყვები:

ორთქმავალი, მიწაზე ყრია
ტელეგრაფის ბოძები უხვად.
ქარიშხალია შემოდგომისა.


წლების განმავლობაში სასეის პრინციპი რთულდებოდა და ზუსტდებოდა. 90-იანი წლების შუაში სიკიმ თავის მოძღვრებას დაამატა ხეიტანის ანუ უბრალოებისა და სირბილის პრინციპი. დამკვიდრდა უშუალო შთაბეჭდილებისა და გადმოცემის სიზუსტის უპირატესობა სილამაზესთან შედარებით.
სწორედ მასაოკა სიკიმ შემოიტანა ტერმინი ჰაიკუ, რითაც ოფიციალურად გამიჯნა სამსტრიქონედი რენგას თუ ტანკას დასაწყისისაგან, როგორც დამოუკიდებელი ლექსი. მანვე ააღორძინა თითქმის ამოწურვამდე მისული ჰაიკუს ჟანრი.
მიუხედავად ყველაფრისა, ძველი ჩინური მხატვრობის პრინციპის მისადაგება მეიძის ეპოქის იაპონური პოეზიისთვის სრული წარმატებით ვერ დაგვირგვინდებოდა.
თვით სიკიც, რომლის ზოგიერთი ჰაიკუ მართლა საოცრად ზუსტადაა ნატურიდან
გადმოხატული:

დიდ ბუდას
მხოლოდ ერთი მხრიდან
შეადნა თოვლი.


გვევლინება იმ ჰაიკუთა ავტორადაც, რომლებიც მაინცდამაინც არ დასცილებია წინამორბედთა შემოქმედებას. მის პოეზიაში არის ბასიოს ძენ-ბუდიზმის, ბუსონის რომანტიკის, ისას დაჩაგრულისადმი თანაგრძნობის გამოძახილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის თვითირონიაში გამოხატული შეუპოვრობა, რომლითაც გამოირჩევა უკვე
სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული სიკი. ამ ფონზე სულაც აღარ ჩანს არაფრისმთქმელი
მისი ჰაიკუ, რომელსაც აქვს წინათქმა: "ჩემი სიკვდილის შემდეგ":

დე, ჩემზე მოყვნენ:
მას უყვარდა ჰაიკუს შეთხზვა
და ხურმის ჭამა.


და კიდევ: "დაუნდობელი" სიკი ის პოეტია, რომელსაც შეუძლია, გულწრფელად წუხდეს დამარცხებულზე:

დოღი. სულ ბოლოს
ჩამორჩენილ
მხედარზე ვდარდობ.


მიუხედავდა ლიბერალური შეხედულებებისა, სიკი სრულიად სერიოზულად ეკიდებოდა სკოლის შექმნასა და მოსწავლეების აღზრდას. მან დატოვა ტანკასა და ჰაიკუს ახალი სკოლა, ხოლო რენგას სიკი საერთოდ არ მიიჩნევდა ლიტერატურის სერიოზულ ჟანრად.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Sun Feb 13, 2011 10:39 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   Sun Feb 13, 2011 12:29 am

ლელა მეტრეველი

ჰაიკუს ოთხი პოეტი

ლიტერატურული გაზეთი, 11-24 თებერვალი, 2011

(დასასრული)

1902 წელს მასაოკა სიკი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ტუბერკულოზი
გახდა. სიკის გარეშე ჰაიკუ და ტანკა ფეოდალური იაპონიის ნაშთად თუ დარჩებოდა. მანვე თანამედროვეებს ხელახლა აღმოაჩენინა ბუსონი. ასე რომ, სიკის ღვაწლი ჰაიკუს განვითარებაში განუზომლად დიდია.
დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ჰაიკუს ოთხივე დიდი პოეტი ეროვნულ ტრადიციას აგრძელებდა... ტრადიციის გადასინჯვის საშუალებით. პოეზიისადმი სწორედ ამგვარი მიდგომა განაპირობებს უძველესი იაპონური ჟანრების საოცარ სიცოცხლისუნარიანობას. სიცოცხლისუნარიანობასთან ერთად, ჰაიკუ _ ეს უაღრესად ეროვნული ჟანრი _ ზოგადსაკაცობრიო სათქმელსაც შეიცავს.
სულ მარტივ მაგალითს მოვიყვან: 2010 წლის დადგომას ბათუმში შევხვდი. ახალწლის
ღამეს ზღვაზე ფრანი შევნიშნე და უმალვე თანამედროვე იაპონელი პოეტი, ტანაკა
გამახსენდა:

ახალწლის ზღვაზე
რუხ ბინდბუნდში
ფარფატებს ფრანი.


მაშინ გავიფიქრე, რომ ჰაიკუ შეჩერებული წამია, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს.
რაც შეეხება ჰაიკუს ოთხი დიდი პოეტის ჩემეულ თარგმანებს, ისინი სპონტანურად
გაჩნდა (თუმცა, როგორც ამბობენ, ქვეყნად არაფერი ხდება უმიზეზოდ!): არც ისე დიდი ხნის წინათ გამაოცა "აღმოჩენამ", რომ იაპონური პოეზიის ქართული თარგმანები რუსული ენიდან სრულდება. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ირმა რატიანის მიერ ორიგინალიდან
ნათარგმნი "ასი უძველესი იაპონური ლექსი". ჰოდა, იმის გასარკვევად, თუ როგორ წერდნენ იაპონელები, რაკი იაპონური არ ვიცი, ჩემთვის გასაგებ ენებზე (რუსულზე, ფრანგულზე, ინგლისურზე) არსებული თარგმანების ურთიერთშედარება და შეჯერება დავიწყე. აღმოჩნდა, რომ თარგმანებში არსებითი განსხვავებაა გამომსახველობითი საშუალებების, ემოციების გადმოცემისა და თვით შინაარსის მხრივაც კი, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარი სახელების ორთოგრაფიაზე (ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია).
ამასობაში ბევრი ჰაიკუ და შედარებით ნაკლები ტანკა ჩემს გონებაში ქართულად
გახმოვანდა. განსაკუთრებით "ჩემიანი" აღმოჩნდა ბუსონი.
ჰაიკუს ბევრი ჩემეული თარგმანი პირველი ქართული თარგმანია, მცირე ნაწილი კი _ მხოლოდ ერთ-ერთი ვერსია. ჰაიკუს ბევრი ვერსიის არსებობაც ბუნებრივი პროცესი მგონია: თითოეული მთარგმნელი ამ გზით მონაწილეობს იაპონური სამსტრიქონედის ჭეშმარიტებასთან მიახლოებულ წაკითხვაში.
----
1კიოტოს აღმოსავლეთით, ბუდისტური მონასტრის ახლოს იყო ადგილი, რომელსაც ყველა "ბასიოს ქოხს" ეძახდა. ბუსონი თვითონვე წერს, რომ სინამდვილეში არავინ იცის, ცხოვრობდა თუ არა ოდესმე ამ ქოხში ბასიო.
2 ვან ვეი _ ჩინელი პოეტი (701-761), რომელსაც ბუსონი დიდად აფასებდა.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლიტგაზეთის პუბლიკაციები   

Back to top Go down
 
ლიტგაზეთის პუბლიკაციები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ვეძებთ ნამდვილ ლიტერატურას - სტუმრად ”ლიტერატურულ გაზეთთან”-
Jump to: