არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო

View previous topic View next topic Go down 

საჭირო იყო თუ არა ლიტერატურული გაზეთი?
1. არა, გაზეთები ისედაც ბევრია.
0%
 0% [ 0 ]
2. რა ვიცი, აბა?..
0%
 0% [ 0 ]
3. საჭირო კი არა, აუცილებელი იყო.
100%
 100% [ 7 ]
Total Votes : 7
 

AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4031
Registration date : 09.11.08

PostSubject: ”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო   Fri May 29, 2009 12:00 am

დღეს ’’ლიტერატურული გაზეთის” პრეზენტაცია გაიმართება
May 14,2009 00:00

კულტურის სამინისტროში დღეს ’’ლიტერატურული გაზეთის” პრეზენტაცია გაიმართება.

“ლიტერატურული გაზეთის” გამოცემის იდეა კულტურის სამინისტროსა და სამინისტროსთან არსებულ მწერალთა სამეურვეო საბჭოს ერთობლივი იდეაა.

გამოცემას მთლიანად კულტურის სამინისტრო დააფინანსებს. “ლიტერატურული გაზეთი” ყოველ მეორე პარასკევს გამოვა და მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.
დასაწყისისთვის გაზეთის ტირაჟი 1000 ეგზემპლარი იქნება და 50 თეთრი ეღირება.
“ლიტერატურული გაზეთის” კონცეფციიდან გამომდინარე, ყოველ ნომერში შევა როგორც ცნობილი ავტორების, ასევე _ დებიუტანტთა ნაწარმოებები.

პროზასა და პოეზიასთან ერთად გაზეთში დაიბეჭდება კრიტიკული ლიტერატურული წერილები, დრამატურგიული ნაწარმოებები, ინტერვიუები მწერლებთან, პოეტებთან და გამომცემლებთან. ვრცელი ადგილი დაეთმობა უცხოელ ავტორთა თარგმანებს. ასევე, გაშუქდება მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურული პროცესები.

გაზეთის პრინციპი იქნება - დაბეჭდოს მხოლოდ გამოუქვეყნებელი ორიგინალური ნაწარმოებები.

“ლიტერატურული გაზეთის” პირველი ნომერი, რომელიც 2009 წლის 15 მაისს გამოვა, მკითხველს სთავაზობს: ანა კალანდაძის უკანასკნელ გამოუქვეყნებელ ლექსს ავტოგრაფის სახით; ჭაბუა ამირეჯიბის სამადლობელ სიტყვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ მწერლობაში შეტანილი წვლილისა და სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს, წმიდა გიორგის ორდენის, მინიჭების გამო; ტარიელ ჭანტურიას პოეზიას; ბესიკ ხარანაულის პოეტურ პროზას; დავით ქართველიშვილის ესსეს; ზაზა ბიბილაშვილის ლექსებს; მიხო მოსულიშვილის მინიატურებს; ზაზა გოგიას კრიტიკულ წერილს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაზე; ინტერვიუს ნობელიანტ თურქ მწერალთან ორჰან ფამუქთან, რომელიც გაზეთ “შპიგელში” დაიბეჭდა; ინტერვიუებს დრამატურგ ირაკლი სოლომანაშვილთან და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორთან თინა მამულაშვილთან.

“ლიტერატურული გაზეთის” რედაქტორია მწერალი ირაკლი ჯავახაძე.

გადმოტანილია - http://www.medianews.ge/geo/print/43125.html

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო   Fri May 29, 2009 12:22 am

თეთრი ფურცლიდან დაწყებული საქმე


მისი გამოცემის იდეა ამ სამინისტროსა და მასთან არსებულ მწერალთა სამეურვეო საბჭოს ეკუთვნის. პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ ახალი გაზეთის გამოშვების აუცილებლობა ლიტერატურული პერიოდიკის სივრცეში ბოლო წლებში წარმოქმნილმა ვაკუუმმა გამოიწვია.

ეს გამოცემა მიზნად, სახელმოხვეჭილ ავტორებთან ერთად, ახალგაზრდებისა და დებიუტანტების წარმოჩენას ისახავს. გვპირდებიან, რომ შემოგვთავაზებენ პროზისა და პოეზიის ნიმუშებს, კრიტიკულ ლიტერატურულ წერილებს, დრამატურგიულ ნაწარმოებებს, ინტერვიუებს (მწერლებთან, პოეტებთან, გამომცემლობებთან, მკითხველებთან), უცხოელ ავტორთა შემოქმედების თარგმანებს თუ მსოფლიოსი მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს. "ლიტერატურლი გაზეთის” რედაქტორია ირაკლი ჯავახაძე, რედაქტორის მოადგილე - უჩა შერაზადაშვილი, ჟურნალისტები: ხათუნა ალხაზიშვილი, თამარ ჟურული.

პრეზენტაცია მინისტრმა - ნიკოლოზ რურუამ გახსნა. ვიდრე ის სიტყვას წარმოთქვამდა, სამინისტროში შეკრებილმა მწერლებმა და ჟურნალისტებმა ახალი გაზეთის გადათვალიერება მოასწრეს. რას გვთავაზობს საპრეზენტაციო ნომერი? რას და, ანა კალანდაძის უკანასკნელ გამოუქვეყნებელ ლექსს (ავტოგრაფის სახით), ჭაბუა ამირეჯიბის სამადლობელო სიტყვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისადმი (უწმინდესმა ამ მწერალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ორდენი მწერლობაში შეტანილი წვლილისა და სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის გადასცა), ტარიელ ჭანტურიას პოეზიას, ბესიკ ხარანაულის პოეტურ პროზას, დავით ქართველიშვილის ესსეს, ზაზა ბიბილაშვილის ლექსებს, მიხო მოსულიშვილის მინიატურებს, ზაზა გოგიას კრიტიკულ წერილს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაზე, ინტერვიუებს ნობელიანტ თურქ მწერალ ორჰან ფამუქთან (დაიბეჭდა გაზეთში "შპიგელ”), დრამატურგ ირაკლი სოლომონაშვილთან და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორთან, თინა მამულაშვილთან.

"ჩემთვის რაიმე ორიგინალურის თქმა, ცოტა არ იყოს, რთულია. იმედი მაქვს, ეს ჟურნალი ორიგინალურს თვითონ იტყვის. მჯერა, რომ ამ გაზეთის დაარსება ლიტერატურული პროცესების აღდგენას შეუწყობს ხელს. მასთან სხვადასხვა ასაკის ადამიანები ითანამშრომლებენ. იქ ყველა სახის ლიტერატურა დაიბეჭდება და ჩვენთვის საყვარელი მწერლების გვერდით, ვფიქრობ ახალგაზრდებიც სათანადოდ წარმოჩინდებიან. ერთი სიტყვის, ეს იქნება გაზეთი მათთვის, ვისაც ლიტერატურასთან პროფესია აკავშირებს”, - გვითხრა ნიკოლოზ რურუამ და სიტყვა გაზეთის დაარსების იდეის თანაავტორს გადასცა.

ზაალ სამადაშვილი: -”მინდა ამ გაზეთის დაბადება ყველას მივულოცო. მართალია ის ორ კვირაში ერთხელ გამოვა, მაგრამ თუ საჭირო გახდა თექვსმეტგვერდიანი გამოცემის პერიოდიკის შემცირებაც შეიძლება. ამის მზაობა, როგორც ვიცი, კულტურის სამინისტროს აქვს. ვფიქრობ, ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში ეს გაზეთი დიდ როლს შეიტანს. ამ თვალსაზრისით, ის პირველი მერცხალია, რომელსაც შემდეგ სხვებიც მოჰყვებიან. მაღალი ხარისხის პროდუქცია მხოლოდ კონკურენციაში იბადება. ეს გამოცემა ისეთი ადამიანების ხელშია, რომ უკეთესი და უკეთესი იქნება”.

რეზო ჭეიშვილი: - "ლიტერატურლი გაზეთის” გამოცემის შესახებ ვიცოდი და ველოდებოდი. დღეს ის პირველად მიჭირავს ხელში… მისი პირველი გვერდი ორ პატივცემულ პიროვნებას ეთმობა… მთავარია "სექტის” გაზეთი არ გამოვიდეს, ანუ ხელმისაწვდომი გარკვეული წრისთვის… ის, უპირველესად, მწერლისთვის უნდა იყოს, ნამდვილი მწერლისთვის…”.

ტარიელ ჭანტურია: - "ახალი ლიტერატურული გაზეთის გამოცემა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია. დღეს მასკულტურას კულტურა ყველგან კედელთან ყავს დაყენებული, მაგრამ დიდი და წარმატებული ქვეყნები კულტურას მასკულტურისგან იცავენ, ამაში, უხეშად რომ ვთქვათ, ფულს ხარჯავენ. ამასწინათ წავიკითხე, რომ პარიზი წიგნის გამოცემაზე ყოველწლიურად, თურმე, 350 მილიონს ხარჯავს… გამეხარდა, რომ კულტურის სამინისტრომ ასეთი ინიცატივა გამოიჩინა, ფული გამონახა და ამ გაზეთის სახით, მშვენიერი ბავშვი გააჩინა. თუ როგორი იქნება ის, მომავლის საქმეა. მე დაველოდები მის მეასე ნომერს, რომელიც იქნება მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი გაიზარდა ეს პატარა ბავშვი…”.

ზაზა აბზიანიძე: - "ასე მგონია, რომ დიდი ხნის განმავლობაში გაზეთის უქონლობამ ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას ძალიან მძიმე კვალი დაამჩნია. მიმაჩნია, რომ ახლად დაბადებული "ლიტერატურული გაზეთი” მწერლების გამყოფი და მათი დამაცალკავებელი კი არ იქნება, არამედ ჩვენს კოლეგებს გააერთიანებს და ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში ახალ იმპულსს შეიტანს და არ გათიშავს ჩვენს ისედაც ძალიან გაძნელებულ ცხოვრებას, კლანებად და პარტიებად დაყოფილ საზოგადოებას… ახლა ჩვენ ერთიანი სულისკვეთება გვჭირდება, რადგან ის ტრიბუნა, რომელიც ოდითგანვე იყო მწერლობა და ის მისია, რომელიც ქართველ მწერალს ჰქონდა, მე მგონია, რომ ხშირად გვავიწყდება… ამ მისიას შესატყვისი პრესა სჭირდება და მიუხედავად რამდენიმე კარგი ჟურნალისა, ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურული გაზეთი არ გვქონდა. პირადად მე მზაობა მაქვს იმისა, რომ ვითანამშრომო თეთრი ფურცლიდან დაწყებულ ქართულ ლიტერატურულ გამოცემასთან.

"ლიტერატურული გაზეთის” ტირაჟია ათასი ეგზემპლარი. ის 50 თეთრი ეღირება. ასე რომ, ნახეთ და გაეცანით გამოცემას, რომელმაც ხელი ლიტერატურული პროცესების წინსვლას უნდა შეუწყოს.


გადმოტანილია - http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21&info_id=47965
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო   Mon Jun 08, 2009 7:56 pm

მესამე მოვნიშნე არჩევანში. აუცილებელის რა ვთქვა მაგრამ საჭირო ნამდვილად იყო, მთავარია რას შესთავაზებს მომხმარებელს (მკითხველს). თუმცა არამგონია ბაზარი გააფართოვოს და პოეზიის პოპულარიზაცია მოახდინოს. კონკრეტულად ამ გაზეთს არ ვგულისხმობ, საერთოდ ისეთი მდგომარეობაა.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო   Tue Jun 09, 2009 12:18 am

Question

"ბაზრის გაფართოებაში" რა იგულისხმება, მინდიავ?
და "პოეზიის პოპულარიზაციაში"?

ლიტერატურულ გაზეთს, წესით და რიგით, ეგ ისედაც ევალება და...

Neutral
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო   Tue Jun 09, 2009 2:08 pm

მართალია ბატონო მიხო ევალება მაგრამ მთელ საქართველოში დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 2-3 ათასი კაცი ყიდულობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთს, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ პოპულარიაციას ვერცერთი ვერ ანხორციელებს
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო   Wed Jul 15, 2009 8:39 pm

ნუციკო კითხულობდა დღეს და იქნებ სხვებსაც სჭირდებათ:

”ლიტერატურული გაზეთი”
რედაქტორი - ირაკლი ჯავახაძე
რედაქტორის მოადგილე - უჩა შერაზადიშვილი
ჟურნალისტები - ხათუნა ალხაზიშვილი, თამარ ჟურული

ტელეფონი - 29 21 96
მობ. ტელ. - 877 74 22 77, 899 26 98 52
e-mail - litgazeti@yahoo.com

ლიტგაზეთის ნომრები ნახეთ შემდეგ ბმულზე – http://www.mcs.gov.ge/index.php?page=newspaper&lang=geo
Back to top Go down
eyeqido



Male
Number of posts : 1
Age : 37
Location : Kaliningrad
Job/hobbies : Nothing
Humor : Humor *
Registration date : 14.03.16

PostSubject: საინტერესო აზრებია   Mon Mar 14, 2016 2:11 am

საინტერესო აზრებია
Back to top Go down
View user profile http://www.eyeqido.ru
Sponsored content




PostSubject: Re: ”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო   

Back to top Go down
 
”ლიტერატურული გაზეთი”-ს გამო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ვეძებთ ნამდვილ ლიტერატურას - სტუმრად ”ლიტერატურულ გაზეთთან”-
Jump to: