არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ეთერ თათარაიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 01, 2008 11:39 am




ეთერ თათარაიძე

დაბ. თარიღი: 1956 წლის 15 მარტი

ბმულები:
* https://www.facebook.com/eter.tataraidze
* http://lib.ge/books.php?author=165
* http://literatura.mcvane.ge/main/literatura/poezia/559-bbbbbbbbb-bbbb.html
* http://litklubi.ge/tataradze-eter.html
* http://gf.ghn.ge/author.php?name=თათარაიძე ეთერ






study


Last edited by Admin on Thu Mar 03, 2016 7:25 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 01, 2008 11:48 am

რამდენ რამე თან გიყოლ ...
ისევ ილო ფხოველს

ბრძენთსადარო, ჭკვიანო,
საარაგვოს ზეცაში —
ხატის ზარის ხმიანო,
ზოგთად თვალლურჯ შალანო —
ფოთოლმსუსხო, ცვრიანო,
ბევრ აქ დამრჩალებისად —
სევდავ თვალებწყლიანო,
შენდარ კაცების სიკვდილ —
ცის დაქცევად თქვიანო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:33 pm

თოვს.ქანაობს ჩემ ხსოვნაში სიყმაწვილის ჩამოთოილ მთაი.
ქარი. ქარს წაქვ ნანაობით
მიმინოსად ძალით წართმულ ფრთაი.
თოვსად თეთრდებ ჩემ ხსოვნაში
უბაჭისაკ წამოალა გზაი.
ქრისად ქარს აქვ ტანდახვეულ
გორგლად ნაქცევ ბზაი.
თოვს.ქანაობს ჩემ ხსოვნაში
სიყმაწვილის კვალშლადშემდგარ გზაი.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:33 pm

ჩემ გაჩენას ღმერთ არ იყვ,
ჩემ წილ მასკვლავს ძაძებ ეცვ,
ჩემზე გვამანატკივარ
დედას გარ-მირგვლ გველებ ეწვ.
ჩემ გაჩენასეშმაკ იჯდ,
ნაღმეჭ პირში ერთ კმილ ეშჭვ,
იცოდ, ღმერთ დაძალულ ხყვანდ,
არ ეპარვოდ სულბნელს ეჭვ.
საქსლოს თვალებ ჩაწყვ-მოწყვეტილ
ხამლ ფარდაგში ჩეჩარ ბეჭ,
მელნად დაღვრილ ღურბლებში
გად-გადმემალ მასკვლავთ კენჭ.
ჩემ გაჩენას ღმერთ მკვდარ იყვ,
ჩემ მასკვლავ -მგლოვ,მთვარე-ბერწ.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:35 pm

ორივ,
ოთხივ
ექვსივ,
ვითვლიდ შლილ ფთებს მერცხლის,
ჭიკ-ჭიკ,
ჭიკ-ჭიკ,
ჭიკავ,
წყლად გადიქცნეს ვერცხლის.
ერთივ,
ორივ,
სამივ,
მარცვლებს ვუბნევ ცვერცის,
ფრია,
ფრია,
ფრიავ,
ცას შენარცხნეს ცეცხლის.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:35 pm

უქმ იქნების თქვენ ბჭობაი
ჩემ არ ყოფნის მემრ,
საიქიოს ცრეც ბილიკს
რო შემავლებს მგებრ
ტქვენ ჩემ დანანებაიც,
თვალით ცრემლიც მჩქეფრ.
....................


ყანამკაშიხელეურ
ამებურკვა-დ დამებურკვ.
........


მე ღუმელსთან ვფიქრობა-დ
ჩემ ფიქრს ძაღლებ ხყეფენ.
.......


რაი,მოვალთ მზესავით,
რაი,ჩავალთ მზესავით
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:36 pm

ხან ბეწვის ხიდს გამკიდებ...)

ხან ბეწვის ხიდს გამკიდებ,
ხან გზა-ბაწრებს ამახვევ,
თავს ხან მქრქალ სხივთ მაფევად,
ხან ჭექვ-ელვ-დელგმთ დამახვევ.

მაჩქანჩქალებ, მაცხროებ,
უცბად ფითრ კვართს გამახვევ,
შენ ზნე-ხასიეთს ნატარს
ბოლოს მიწას ჩამახვევ.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:36 pm

ფიქრზე ერთგულ არაფერს,
არ გაუჩენავ უფალს
ფიქრით ცა-მყარს შემიფრენ,
იმედს მიხვევ მფუთავს.
ფიქრით სამზეოს გავლევ,
ვისთანაც გულს უხარს,
ვისთანაც გინდ ჭერს იფარ,
გიჟიკჟიკებ ბუხარს.
ვისთანაც გინდ ლამაზად-
სოფელს გავლევ უქარს,
ფიქრზე ერთგულ არაფერ,
არ გაუჩენავ უფალს..
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:37 pm

ცის ძირ ერთ შენ მეგულებ
ტკივილების მწამლებელ,
ცის ძირ ერთ შენა მყევხარ
ჩემი ნანატრის მკარვებელ.
ცის ძირ ერთ შენ მყევხარი-დ
ცხვა არც მინ დ ბინად მქარვებელ,
გვერდიდ-გვერდ არ, ცხვა-ცხვა ჭერ
გვაქვის ორთავ მფარებელ...
მე შენად, ვერ ვიც, ვინ ვარი-დ
შენ ჩემად წყლულ ხარ მწამებელ.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:37 pm

სიყვარულიმ სიდაღა...)

სიყვარულიმ სიდაღა,
ბებო დაგენაცვლების,
ვისაღ სცალის მაგიზდ?

ცეცხლ არის გასაღვივა,
მისანთოიდ საფიცხო
ემბაზ მდუღე ქვაბიზდ.

თვალ-მარგალიტი საძღვნელ,
ნახარბალად ნახოტრალ,
ღვთისმშობლის მრეშ კაბიზდ —

თვარ ეს მიწა დიღუპებ...
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:39 pm

http://diaspora.ge/ge/kultura/audio.phpაუდიო ლიტერატურა

ეთერ თათარაიძე
დედას

ხმით მოთქმაიდ ტირილ,
სუ ხოცვამ მასწავლავ,
სუ ცხვათ კერაზედავ
დეზდების დათვლამავ,
ცხვათ სარომა გზებზედ,
სუ ვარდის დაყრავამ,
ჩემ კიპორჩხაებზედ
ქვა და ხეთ დაყრამავ
იალაღითამავ,
ცხვარ-ძროხად აყრამავ,
სხვათ ძველმალებშიავ —
მკლავების გაყრავამ.
შიმშილ დაოხებად
ხოტ-ყვა ის ნაყრა მავ
მამის სახ-ოისამავ
დაგულვამ, დაყრამავ
ჩემ ნანდობისამავ —
ნდობიზდ ხელაკვრამავ,
ცხვ ჩემდ ძნელ ფიქრისამ,
დათიკვამ, დაწვნამავ.
მე იეს ხმით ტირილივ
ძნელყოფამ მასწავლავ,
სიღარიბემაო-დ
ცხოვრებამ ნასწავლმავ...
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:40 pm

გოეთეს ლექსი ''მგზავრის ღამეული სიმღერა '' ,თარგმნილი თუშურ დიალექტზე ეთეროს მიერ,/2002 წელი/


* * *
წკვარამში დგენან მთა, მთის მწვერვალებ,
სიბუქა სიო ხფიავ ველს ზეწრად,
არც ფრინველთ ჩქამი, არც რაის ცხროი,
გვიანა მგზავრიი უჩუმრად, კენტად...
შედოდგოვდ, გაგუვდ ცოტაიც კიდენ,
შენაც გადიქცევ უენო ბელტად.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Dec 22, 2008 10:40 pm

დამქანც იამ მზისქვეშ ყოფნამ,
სიცივემა დ ყინულმ
სულ გულღონვიდ ღიმილმა დ
ცრემლის ლოლო წკირულმ
სიყვარულის გულის კარ
გადაგმანულ კირულ.


მინდიას (ეთეროს შვილია)
გუშ ჩამოთოვ, დღეს შეჭროლდ
იც შენ რაგვეც იცის,
ამინდ ადამიანს ღგავ
ჩქარად მტეხელს ფიცის.
გუშ ჩამოთოვ, დღეს შეჭროლდ
იც შენ რაგვეც იცის,

* * * (მინიმალისტურებიდან)
მე ღუმელთან ვფიქრობა დ
ჩემ ფიქრის ძაღლებ ხყეფენ
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Wed Jun 17, 2009 2:08 pm

ძალიან მიყვარს ეთეროს ლექსები.... flower


თენგიზს

ზუგრა აღარ გასონსა, _
იასავით მარცხვინა,
თავზე მანდილ დახვეულ...
ობოლ ქალსა’ ლეკისა,
ტანს გძელ წითელ კაბიან,
გულ-ნისლებში გახვეულ...
ემაგთაივ სევდიან,
დედა თან დატანებულ,
ფიქრ-ჯანღებში ჩახვეულ...
ზუგრა აღარ გასონსა, _
თავის ლეკეთისკ წაის
ბილიკს რო ედგ გახმეულს...


თენგიზ მირზაშვილს

გაკვირებით მიყურებენ შენ ყაყაჩონ,
შავ ბატკანა’ ნაღველნაჭარბ მხედავს,
ყვავილ გახყრი ეკლესიის წინათით ხეს,
ფთა მოსტეხი ქედანს.
ჩირთს დაღმლევი გავაგანიერა ცხენი-დ’
ცხვა ვერც ვერას ხედავს,
გაწირული-დ ჩქამჩამარხულ სოფლის თავზე
შავ ჯანღ გძლოანს სჩეჩავს...
ღიმნაფენებ შემომხედვენ შენ ყაყაჩონ,
ფთა ეკურნებ ქადანს.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Thu Sep 17, 2009 12:02 pm

* * *
წესიმც იყვის, ავაგებდ
დარდის დიდრონ დარბაზთ,
შიგ ჯავრისას დავაგებდ
ხალიჩათა–დ ფარდაგთ.
ცხელ ცრემლისას დარბაზიზდ
მარმაშ ფარდათ ვხქარგავ,
შიგ დარდუცოდნელაებს
თითო დღითა ვხკარგავდ.

ეთეროს ლექსების 2002 წლის მინიატურული გამოცემა სულ ახლოს მაქვს ხოლმე. ხელთანაც... და გულთან ხომ და ხომ flower
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Guest
Guest



PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Sun Jan 17, 2010 11:40 am

***
ჩვენ ეზოსაც უარ-ჩუარ
მიქელ გაბრიელის სიამ.
ზოგ სახლითა ბერ გარეკად
ზოგთ ჯეილებს დუბნელ მზიან,
ზოგს პატარძალ გაწირვიად
ზოგს პატარა შვილ პირზიან.
ზოგს თეოზე არგუნ სიკვდილ,
შინ მაყვანი შავნაბდიან.
ზოგის ალაზანს ჰკიდ ცოდვაი-დ’
თავქვ ჩამაჩინ შავ ამბიან.
ზოგს მტერ გულაღ ხევში გადაგდვ,
შინ მაყვანი თვალნამიან.
ზოგს სულ მოსტაც საუბრის დროს,
გზა მისც სულეთს ბაღნარიან.
ზოგს საწამლავ მიაწვადად
შარა გუშალ შავ ნარიან.
ზოგს არ არგუნ ძეძირ მზეზე,
სახლკარ გუწირ შამბნარიან.
ჩვენ უბანსაც უარ-ჩუარ
მიქელ გაბრიელის სიამ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Sun Jan 17, 2010 11:41 am

***
ვინაც ინატრ, დაგეკარგ,
ვინც არ გინდოდ მოგესი,
მზე ინატრე-დ’ გაგიავდრდ
ღრუბლის მანდილ მოგეხვი,
ერთ დროს ლაღსად უდარდელს
წუხილ გეძმო-დ’ მოგეჩვი.
დამთავრდებ სამზეოი
სუაც ვეღარ შევხვდებით.
საიქიოს მომიხვიდ,
ცხვათ კარ ნუსი შევხვდებით.
ხო იც, იქაც რო ავცდნეთ
ორნივ ჭკვითებ შევცდებით.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Sun Jan 09, 2011 11:31 pm

ეთერ თათარაიძე

ვუძღვნი თენგიზ მირზაშვილის ხსოვნას

ზუგრას

დილაბინდზე ყინულის
წყაროზე პირს ჩამიბანდ,
ძირგაგლეჯილ მრეშ უნჩას
ელჩქარა ხკემსდ-გამიბლანდდ,
ახალგადაფქულ ბურნითს
მეზობელსთან გადიტანდ,
ქება-სმენას დანარცხვენ
ღვრილ თმაზე ელს გადისვამდ,
შინ გადმოსვლით გულნაცხროვ
ლეკურ ქათიბს გადიცვამდ,
ნატეხა მიჭვრიტანში
თავის აღეს გადიტანდ,
აბრეშუმის ელსაოცს
სკივრითას მაღლ ამიტანდ,
ნარ-ნარით მრომ, ფიქრბურვილ
ბანზე მზის სხივს გამიტანდ...


* * *
დედა, ალბათ, ასწავლიდ
ბალახ-ბულახში ბაწართ
ათასფერად ღებვას,
რვალის ცვეთილ დიდ ჩხუტში
ყველა ადათის დაცვით
შეგდებულ ზის დღვებას,
წყაროთა შინამდ დუმჯდარ
ყმედ აღმართზე განაჭიმ
წელთუნგით წყლის ღებას,
დილით წუხრამდ ყანის მკას,
ამინდისად შურებას,
შიმშილ-დაღლის ძლებას,
შინ მოსვლით საქონ მბასად
ზე-წველისად მიხედვას,
არვიზდ რაის კლებას,
როდის- როდის კერასთან
თავის თავიზდ მოცლასად
ნატვრიზდ ელის ხლებას,
დედა, ალბათ, ასწავლიდ
ლეკურა უნჩათ ქსოვას,
ფერთ ხამება- ნქრებას,
ცისიდ მიწის ხასიეთს,
ლოცვის არ დავიწყებას,
მასკვლავთ კრებიზდ სწრებას,
მემრ მორჩილად ცოლობას,
არაფერზე გმინყრასად
თავის წილთ სუ კლებას,
უფროს – უმცროსობასად
ადათ – წესიზდ სიმთხილეს
სავიწყოსიც წყებას,
ურჩევს ბევრ შვილის ყოლას,
ცხვა არაით სიხარბეს,
ალახსთან ლაღ ხლებას,
ზუგრა, ალბათ, მორჩილად
თავხრით პირობას აძლევს
დასტურმლოდნე დედას.

* * *
თვალს-თვალში რო ვერ გვიყრიდ,
ატმის ყვავილს სადარო
ანამწვან მთებს ხედავდ,
თამაქოს ჩითილების
ქუჩუმას რო აწვალებდ,
ფესვებს მიწას სწებავდ,
ხის ცოცხებზე შენარჩენ
ნამჭკნარ არყის მელ ფოთლებს
ხფშვნიდა-დ ყუნწებს სწყვეტავდ,
ჩვენით განაპარალა
განაკვირალ ლურჯ თვალებს
თავის დედას სწებავდ,
ამათ ჩემგან რა უნდავ?


* * *
გარევ-გარევ ვბრუნდები-დ
ფიჭეხისკ წამოალა ბილიკაზე ვდგებ,
ჭეროთ მომდინარაებს ზუგრასად იმის დედას
დანამშვრალებს ვხვდებ,
ზუგრას ოქროს დალალებს, ნაფირუზალ შვლის
თვალებს
ელნაკანკალ ვსწვდებ,
გარევ-გარევ ანაბრუნ, ფიჭეხისკ წამოალა
ბილიკაზე ვდგებ.


* * *
სანამ არ გადეფარნეს
შავით მოსილ დედაიდ
წითელკაბა ქალა,
თვალ მეჭირა-დ მენამვოდ
თავაც ვერ ვიც,
რადამ?
შვლის ნუკრსავით წინ წუხტოდ
სტუმრად ჭირით ნაჭერალ,
ახლ განალაღ ქალა,
გზაზე იმათთან ერთად
უხვად მიწრიალებდეს
ბუბუნაებ, ქამან...
ცას თავნაწვდენ მწვანე მთებს
წითელ წერტილ ასკივებდ,-
ეს იყვ ზუგრა ქალა.


* * *
ზუგრა ზვავზე წედინებ
ორთქლავარდნილ მოებსთან,
წყლევნად წუდის, თენგიზ,
ჩვენ ვბერდებით, ის ალბათ
ვარდის კოკობს ეფერებ,
მჩქვეფელ ტალღას თერგის,
ზუგრა ლურჯ ცას
ლურჯ თვალებს
დიდხან აპყრობს, თენგიზ,
ხვალედ-ზეგე აშინებს,
ძალადა გათხოვებენ
თვალმგელ ლეკზე, თენგიზ,
ზუგრა ხო გარევ გასონს,
ობოლ ქალა ლეკისა,
ყვავილს სადრელ, თენგიზ, 
ალბათ ნაჩუმ წყაროთა
ნარწყულებ მოთ მოსწკეპლავს,
ზვავს გადმაცილ, თენგიზ,
ხვალ-ზეგ ვარდად გიფურჩნებ,
ჩვენ სიბერე დაგვძალავს,
ვღნახავთაღა, თენგიზ?..


* * *
შვილასავით მენატრებ
ლეკეთის აულებში
ნამწყვდევ თეთრ ვარდ, უფალო.
ქათქათა კან, ლურჯ თვალებ,
თხელა თითებ, დაღვრილ თმა,
მორჩილ, ალღო უქარო.
ცხვათ ნაცვეთა- ნაცვამა
წითელ კაბა ფარფარით
უფორმოი-დ უქამრო.
შინა ცას მინაკერებ,
უფრო ბუნაგს მინამგვან,
უეტლოი-დ უკარო...
ზუგრაზე ვამბობ, თენგიზ...


* * *
იქნებ გულიც მუიდეს,
მე რას გადამეკიდავ,
ზუგრა იქნებ გაჯავრდეს.
თავ დედოფალს ნაფერებმ
თავის ნაოცნებრებში
შურ ამართვას, გამჯაბრდეს.
ზუგრა გთა არ იქნებ...
აღარ იქნებ პატარა,
ქალობაში ფენადგამს
ეტლიც ნაცვალ ექნების,
ლეკურ განიერ კაბას
ნაოჭებად წელს ნაყარს
მკერდს ძველ ჟღარლებ ეყრების,
ლურჯ თვალების სადარო
სიბუქ აბრეშუმის თმებს
თავსაკრავა ერქმების,
კესანეს მგვანს თავადაც
ბუბუნაის სურნელი-დ
სისიბუქე ენქრევის...


* * *
შენ ზუგრას ნუ ეხუმრებ,
საზღვარგარეთ ნამყოფიი,-
თუშეთ უნახავ,
იც, რაგვერთ გზა-ბაწრები,
ნიავნია რო დიან,
ფეით უნაყავ,
ათას ჯურის ბუბუნა-ბუჩქით
ნაქარგ ბილიკებ
ბუქვნით ულაავ...
შენ ზუგრას ნუ ეხუმრებ,
საზღვარგარეთ ნამყოფიი,-
დიკლო უნახავ!..

* * *
ფთათ ფლაშუნით, ოხვრაყრით
სვავ თვალით სჭამდ აულებს,
ვერაით ლიბო ნაძრავთ,
ვერ შენარევთ ნაუღელს,
ნადავლ ვერ მოელთებულ
ოხვრას ყრანტალს გაურევს,
სანამ ზუგრა გულს ხკემსავ,
ბზარს რა გუჩენს ცხაურებს,
ფექარიან ლეკ ბიჭებს
საშეჯიბროს რა ულევს,
სანამ ზუგრა იქ ნათობს,
ბნელს რა მუყვანს აულებს...


* * *
ზუგრა ქალა იჯდების
თოვლით ნაჩუმქრ სოფელში,
ფარღალალა შინაში.
გადამჭვარტლულ კედლებში
ბატკანასავით მნათე,
რაგვერც ყამარ მინაში.
რაგვერც საყდრის წერილა,
ანგელოზებიზდ თან მყოლ,
ნამწყვდევ სინა-კინაში...
ზუგრა ქალა იჯდების
თოვლით ნაჩუმქრ სოფელში,
ფარღალალა შინაში...


* * *
ზუგრა აღარ გასონსა,-
იასავით მარცხვინა,
თავზე მანდილდახვეულ...
ობოლ ქალა ლეკისა,
ტანს გძელ, წითელ კაბიან,
გულ-ნისლებში გახვეულ...
ემაგთაივ სევდიან
დედა თან დატანებულ,
ფიქრ-ჯანღებში ჩახვეულ...
ზუგრა აღარ გასონსა,-
თავის ლეკეთისკ წაის
ბილიკს რო ედგ გახმეულს...


* * *
კართანასავ აწყვია
ზუგრას დედის მოღებულ
ხის კოხტად კრულ ცოცხებ,
ლეკეთისი-დ თუშეთის
შუა ჩაყრილ სასევდოს
პირწმიდად მგველ-მფოცხველ,
ანად თამაქოს ნერგებთ
გიხარესა ნაქორფლებთ,
დარდისაივ მომკვლელთ...
ზუგრას დედის მოღებულ
კართანასავ აწყვია
არყის ხისა ცოცხებ?..


* * *
წელს რო ვიყავ, დიდხან ვხედ
დაღესტნის მთის წვერებს,
შენ ჩუმ ლოდნას ვიჭირ თავ,
წითელს ვიკვლევდ ფერებს.
არწივმ, ირაონაკრავმ
ღურბელნ გახი მჩქერედ,
შენ აულის თავს წრე კრა,
ფთებ წინ განაფენე...
ზუგრა, ახალ რა არის?


* * *
ზუგრა, მოქუჩდებოდეს
შენ აულის გარშემო
ნაცრეცალა ქირსლებ,
ალაგ წვიმის მცრელაებ,
ალაგ შრიალით მპარენ,
ალაგ სისუ მბირძგლენ.
ელში რას ატრიალებ,
უნჩათ ქსოა ისწავლე,
ადათ უცვეთ, ძირძველ.
ზუგრა, დრო არ ჩერდების,
შენაც თავის კვალს გადებს,
შეგღერები წვრილ წელ.
ანდის ყოისუ ჩადის
ძველებურად მდუდუნე,
ძველივ აქვის წინწელ...


* * *
დედამ რაივ, ზუგრაო,
სიყვარულს არ ელოდოვ,-
გარიგა-დ გმოძღვრა?
თვალმგელ ლეკის ბიჭასავ
ვერავინ აჯობებსავ,
ღელვით დაფორთქლა?
შენ გულს ნანახ იდუმალ
ვიღაცაზე ნათენ –ბინდმ
გაგთქვა-დ დაგფოთლა?
დედამ, რაივ ზუგრაო,
სიყვარულს არ ელოდოვ,-
ყინჩად დაგმოძღვრა?


* * *
გარევ არ გადმიარე
პირბასრ, ნამუქ კდეებ,
ა-ჯაუნა აღმ-დაღმენ,
მთის წვერნ დანაჭკდევნ,
დედას კიდევ ასწრებდი
ფერცრეცს, თვალნაჩერს,
მანდის ანდის ყოისუ,
მთის აქისაკ ალაზან
ზვერე თვალნაშტერმ...


* * *
იჯდად გლიმ არ დუძრავის,
თვალ არვიზდ თვალთ არ შუყრი,
პატარა კალოშიან ფეებ მიწკაპულ,
თხელა თითების ფალანგნ,
პეშვად გულაღმ ნატრიალნ,
ნაღალ-მისნაპულ,
თავზე მანდილ ქალურად
ყელ-ყურს დანახურალი-დ
კისრისკ მიკვანძულ,
იჯდ პატარა დედოფალ
ფეთ კალოშებ ჩანაცვამ
ზედ მტვერ მიფანტულ,
ჩემ თვალ-გულით გუსვლელა
ობოლ ქალა ლეკისა
ზუგრა- ხვთის ქალწულ...


* * *
ფეთ ზოლიან შარვალი-დ
თეთრ, მოხატულ წინდაებ,
უფრ გარეთისკ კალოშებ,
თავს მანდილ კოხტად ნაჭუჭკ,
ერთ ელ გულაღმ ნატრიალ,
ნასევდ თვალებ ნაოცებ,
გვერდს დიკლოელ ბალღების
ჩემდ მრით მონაღებ ყვავილნ,
დილის ცვარ ზედ ნამოსებ,
ბელადიანთ ბეღვაში
ჩვენ გულს ნაკონ ლეკ ქალა,
ღვთის წყალობა ნაონჩქრებ...
ზუგრა ხო სუ გესომებ?...



* * *
...ერთხელაც შვეულმფრენით ფრანგ სტუმრებთან
ერთად შევერიეთ თუშეთის ცას.
თითქმის ყველა ხეობა მოვიფრინეთ და რამდენიმე
მნიშვნელოვან “პუნქტშიც” დავსხედით...
პირიქითის ხეობიდან ლაშარის ჯვრის გვერდზე
გავიარეთ და სასაზღვრო სოფელ დიკლოში ღამის-
თევით დავბანაკდით.
შემგლისფერდა და ულევი სითბო მივიღეთ დიკლოელთაგან.
საღამოზე, რომელიც ვარდიძეების გრძელ აივანზე
ანთებულ ბუკვნის შუქზე ჩემი ლექსების კითხვით
დაიწყო და კაი ხანს ვეღარ დასრულდა, სხვა დროს
გიამბობთ...
დილით ისევ მოჰქონდათ დიკლოელ ბალღებს მხარზე
დაწყობილი ყვავილების კონები... ვთხოვდი, მეტი
აღარ მოეწყვიტათ. თან ვეუბნებოდი:
მე ისინი უფრო მიყვარდნენ, ამ თაიგულთა შორის
მდგარნი...
ხოლო დაღესტნიდან მოსულ შაოსან დედას უგამორჩეულესი
ყვავილი წითელკაბიანი ზუგრას (ზუხრაი)
სახით მოჰყვა; მოჰყვა და ეს მორცხვი, უსუფთავესი
არსება იმ დღიდან იქცა ჩემი ფიქრის მუდმივ თანამგზავრად...
მერე თენგიზ მირზაშვილიც ხშირად მახსენებდა
ხოლმე დაღესტნელ ზუხრაის. თავის უჩვეულო, უკანასკნელ
წიგნშიც მიუჩინა ადგილი ზუგრასთან ერ-
თად გადაღებულ ჩვენს ფოტოსურათს...
ზუგრამ, რა თქმა უნდა, არც ის იცის, ვინ იყო თენგიზ
მირზაშვილი და არც ის, ვინაა მასზე მოფიქრალი
ამ სტრიქონების ავტორი.
და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გაიგებს, როგორ
ფიქრობდნენ და ფიქრობენ დღესაც მასზე საქართველოში.
ე.თ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Nov 28, 2011 9:52 pm

ეთერ თათარაიძე

***
ნიჩაფ ხყუდავ ღრმა თოვლში,
ბოსლით ხუმფელ გამოდის,
თბილა თოვლის ძირითაჲ
წვეთებ მღერით ჩამოდის.
წყალნაწინწლებ ბანითაჲ
ათას სურათ გამოდის,
კუნძურა დევს ბოხარში,
სქელ ბოლ ხვნეშით ამოდის...
გვერდზე თავგადაგდებულ
ლელას მღერა გამოდის.

–––
ხუმფელი – ორთქლია და – ლელას მღერა გამოდისო, – თავის დაზე ამბობს ეთერო... დანარჩენს მიხვდებით... Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Sun Jan 29, 2012 9:07 pm




ეთერ თათარაიძე

***
ჩიხრიხზე დავგრ–მოვგრიხ ჩემ ნებისყოფაი–დ
ჯარანზე დავძ–მოვძახ თხორად,
საქსლოს ქსელ დავიდგი–დ მღიე, ბინდ–ლურჯ ბაწრით
ლექსებ ამოგიქარგ მკობად.

study


Last edited by Admin on Thu Mar 03, 2016 7:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Fri Feb 03, 2012 5:10 pm

•••
დე’, მომიკითხიდ
•••

დედო, რა მეტა’ ვსწუხდებ, რო იცოდ,
რა’გვერემ შეზძლებ მთათ გადალახვას,
ვინა–დ ან როდის ჩამომიტანენ
მა შენ მგზავრობის თავგადანავალს.
მაინც კი, დედო, ქალ ვარი–დ წუხილ,
უჭკო–მაჭკო ფიქრ ფითრად წვებ გულში.
რა’სამ იქ ნეტა, რა’გვერემ ახვალ,
დარდებ მერევის ჲამ უჭკო სულში.
დე’, ჩემ სამყაროს ავან–ჩავანო,
ხატო, წყაროო, ცაო მასკვლავა’ვ,
ჩემ სიხარულო, ცეცხლო, მზის სხივო,
იმედო–დ ბევრჯელ დარდის საკლავა’ვ.
მთხილად იარიდ, თბილადა’ ჩი’ცვიდ,
საცხვრე ხორხოსაღ ჩემ მოკითხვა უთხრიდ,
მშვიდობით ასრულმ, აშტო–წყაროგორს
ხსენის კალტისა ხმიადებ უცხვიდ.
მომიკითხიდიღ ქუთითამ, დედო,
გომეწრის კოხტა, მზიან ხეობაჲ,
უთხრიდ, მაბარავ, ამოგივალივ,
არ გამა’პაროვ გოგრულთ დღეობაჲ.
დე’, მომიკითხიდ ღელის ყვავილებ,
ფიჭვისი–დ არყის ლამაზ გრილოებ,
მომიკითხიდიღ ქორბუდა’ სოფლებ
დუ’ღლელა’ წყარონ, გულსაგრილოებ.
დე’, მომიკითხიდ, ბერდედის თუნგი–დ
საჩეჩელ, ხოკერ, აკაზმებ, ხის ცოცხ,
პაპის წოდგელ–ცელ, გუთან, ფარცხ–დ სახლ,
სიაც თუშეთის სიძველემ იცოცხლ.
დე’, მომიკითხიდ ჭიმიან ბილიკ,
შრატდაღვრილ ფერდი–დ ძროხიან ბაშტეჲ,
დე’, მომიკითხიდ ქალთსასხდომა’ გორ,
ცხროებით აშლილ შებუან ფშატეჲ.
დე’, მომიკითხიდ კდეებ, პირმზეებ,
დანოს წინ ჩქეფით ჩამოღვრილ ხევებ,
დე’, მომიკითხიდ ნაზამთრალ თუშის
დაკოჟრილ, დაღლილ, დაშაულ ხელებ.
დე’, მომიკითხიდ ყავრიან ჭერი–დ
შარშ დაბარგებულ დაკეტილ შუაჲ,
დე’, მომიკითხიდ სამციხის ღამეჲ,
მოყვრის ლხენაი–დ მტრიზდ შესაშურა’.
დე’, მომიკითხიდ გომეწრის მთვარეჲ,
მიქელვარეს რო და’დგების თავზე.
დე’, მომიკითხიდ დიკლოს შავ ღრუბელ,
ცრემლებ მოსწმიდიდ მტირალა’ თვალზე.
დე’, მომიკითხიდ, თუ რამე შეგხვდებ,
თუ რა შეგეყრებ, იცოდ, მანდ, გზაზე.
დე’, მომიკითხიდ, გეხვეწებ, ჰოაჲ,
რა’იც სიამედ გეჩვენებ თვალზე.
დე’, მომიკითხიდ ცხვარით აპენტილ მთაჲ,
ნაწიდრის ღოლოჲ, პირდაღებულ ეხ,
დე’, მომიკითხიდ დაქანცულ წისქვილ,
რაშ მუ’თმენელი–დ მაღალა’, ფეხთეთრ.
დე’, მომიკითხიდ ყაღიან სიპებ,
მატყლის ბარდნებით ამსვებულ საპარს,
დე’, მომიკითხიდ ცქრიატ საღამოჲ,
ქორენა’, დურა’ საამურ საბან.
დე’, მომიკითხიდ ჭერხოს ატანილ
ჩემ ყრმობის ჭრეხილ, ფრთიან აკავან,
დე’, მომიკითხიდ ხევგაღმა მდგომარე
დანოელების სამკვდრო აკლდამა’.
ჰაბა, ჩემ დედო, შენ იმედ მექნებ,
არავინ გამიწირავ ი’ქ გულსშეკლებულ,
სუ მომიკითხიდ, სუ მე’ფერაიდ,
ჩემგნითებ იყვნენ ყველა’ნ შექებულნ.
დე’, მომიკითხიდ შეთეს ციხეი–დ
დანოს ჩემ პაპა–ბებოთ სამარეჲ,
დე’, მომიკითხიდ ოქროსყანაი–დ
პატარა ღელე ყვავილ–სანარეჲ.
დე’, მომიკითხიდ საჯიხვეებ–დ
მაკრატელა’ის არწივთ სილაღეჲ.


|ეთერ თათარაიძე|


ბმული - http://gf.ghn.ge/view.php?post=146

study
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Sat Feb 11, 2012 7:11 pm


* * *
წელს რო ვიყავ, დიდხან ვხედ
დაღესტნის მთის წვერებს,
შენ ჩუმ ლოდნას ვიჭირ თავ,
წითელს ვიკვლევდ ფერებს.
არწივმ, ირაონაკრავმ
ღურბელნ გახი მჩქერედ,
შენ აულის თავს წრე კრა,
ფთებ წინ განაფენე...
ზუგრა, ახალ რა არის?
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Mon Jan 28, 2013 3:43 pm

ეთერ თათარაიძე


***
მართლ ბერებულ ხორც, თვარამ
სულ სუ ჯეილ რჩენილ,
ნელ-ნელა ნათბილარ ცას
წვიმა-თოვა ფენილ.
თვალთმაქც, მოკლი’ა სოფელ
მფთხალ ჩიტსავით ფრენილ...

***
ტატანა’თ სია’მ აჩინდ
ქალა’ წითელ კაბიან,
მზემ ჩამოხედ ღიმნაშალმ
მთას თავს ღურბლის ქვაბიანს.
ტაშ-გარმუნა’თ ჩი’არეს
ბილიკ-გრეხილ, ტკვაფიან,
_ გწყალობდესთავ! _ მომედინ
ხევისბრის ხმა ხაფიან...
პეპელა’სავით მოფრინდ
ქალა’ წითელ კაბიან...
ეთერო იყვ, ვიცან...

***
წუხრიც შრაშუნით თოვდა-დ
შარა-შუკა-შუკუმა’ნ
უფრ ფითრ-თეთრდებოდა?
სიმარტოვით გაღალულ,
ჩანაჩუმარ გრძელ ღამე£,
ნაფითრ თენდებოდა?
კარ-სარკმელ ნახურ სახლებ,
კერა’ ჩამქვრალ-ჩანაცრულნ
ზირწუთ შტერდებოდა?
არ დამიმალვ, ალალად
მითხარი-დ გულ გამიხეთქ,
თუშეთ ბერდებოდა?..

***
თავითა რო შემეძლოს £ამ ქვეყანას შემოსვლა£,
ზეწრისფერ სამოსის მეტს ტანს არ გავიკარებდ,
დიდ სარკმლიან ერთ ოთახს მთის ტატნობზე დავიდგემდ,
ფარდს არ გავიფარებდ...
თუნგით ვივლიდ წყლის ღებად, ჭიჭილა’ს ვიტანებდ...
გრძელ, სქელ, ნაგრეხ დალალებს მკერდზე დავიქანებდ,
საავო ფიქრს ვიძირკვევდ, სულს არ გავიკარებდ,
გულს სიყვარულით ვიღლიდ, გავსცვეთდ-გავიჭარებდ,
მზეს არ გუ’შვებდ ცაზე მდგარს, დღეს არ დავიღამებდ,
ყვავილის ლოგინს ვიშლიდ, ზედ ხავსს დავიფარებდ,
ლექსის საქსლოებს დავზდგემდ, სიტყვის ბეჭს ვიფხავებდ,
უჩერებელ ქსოვაში £ელებს დავიტყავებდ...
ლექსად ქცეულ ლექსთ ქსელში შიგ თავს გავიქვავებდ...


***
თქვენ ნახვად მანდ ამოსრულს
ნეტა ერთ რა დამმართ,
ჩემ ფე£დუ’დგმელა’ მთებო,
თქვენიმც გულში დამმარხ...


***
დედამიწამ შემომგმინ _
„მიგალობევ ეთეროვ”...
ღონე რა’გვერ ვიკრიფვ?..


***
ბინდ გადე’ფარ ჩემ სარკმელს
იგრეა’ეც ნაბუნდრევს...
გულში დარდ-დარდზე დალაგდ
იგრეა’ეც ნასუდრელს...


***
უშენოდ გამოვიარ
აუუ ! _ რა გრძელ სოფელ,
ვერ ვიჯერებ, ვერ, ვერ, ვერ,
არ ვარ ჭკუასმყოფელ...
პატრიარქს
ცასა-დ მზესამც გასწვდების
ჩვენ პატრიარქ, უფალო,
სენ-სარიჯელს აგვირიდ
ჩვენ უწმიდეს, უფალო,
დღეებ ბადაგად უქცი
უმაცილო£ -უქარო£,
ფეხქვეშ ვარდ-ყვავილ უფინ _
სურნელოვან, უმჭკნარო£,
ცასა-დ მზესაღ გაგვიწვდინ
ჩვენ პატრიარქ, უფალო!
თუშის ქალებ ილოცდეს...
ბერდია’ცებ
_ თუ სუ£ ეს იყო-დ დამთავრდ,
ვა ჩემს თავსა-დ ქვა£.
_ ზოგ თვალის ახედვასაც
ვერ ესწრების , ქა.
_ ადამიან ხარბ ყოფილ ,
£ამას არ უნდ თქმა.
_ ბოლოს ყველა’თ ერთ გზა გვაქვ,
არ სწყდებ საფლავთ თხრა£.
_ მოგვაქუჩ-წაგვაქუჩებს,
არ დამთავრდებ ნთქმა£...


***
ჩემ დამშვრალო-დ დაღლილო,
ჩემ ფესვებღრმა სამშობლო,
როდის დაგიდგებ მცხრალ მზე£
უშბას, მყინვარს ,სამცორნოს.
როდის ამოშლი-დ ამოხყრ
დანათმენარ გოდებას,
როდის ინებებს უფალ
შენდ სიმშვიდის ბოძებას.
ჩემ ნატკივნო-დ ნაქანცო,
ჩემ უტკმილეს მამულო,
მტრიანობით დამშვრალო,
სუ თვალ გადანამულო...


***
არ დამიწყვ მიდ-მოდება£
უჭკოდა’ ჩემ მშვიდება£!
მე უმძიმეს გზა მიძ წინ,
გარიდებულ ფლიდებას,
არ მიკვლიავ, არც ვიკვლევ
საამქვეყნო დიდებას...


***
ზოგჯერ ცისაკ მივფრინავთ,
ზოგხან უფსკრულს ვიყრებით,
ხან მზესავით მშვიდად ვართ,
ხანთხან ქარად ვიფხვრებით.
ზოგჯერ ხეებად ვყვავით,
ზოგხან ყლორტში ვიმტვრევით,
ხან ხვავმდიდარ ყანებ ვართ,
ხან ნაგვალევნ ვიმჭნევით.
ზოგჯერ ცის კიდურს ვსწვდებით,
ზოგხან ჯურღმულს ვიმწყვდევით,
ბოლოს ცად ნაბინავარნ
ზეცითა ცვრად ვიმცვრევით.
£ამ უწყვეტელ წვალებით
ვიბადებით-ვინთქმებით,
მითა, ადამისძენ რო
სოფლის სტუმრად ვითქმებით...


***
უჰ, რა დაღლილმ გავიღვიძ,
სი არ მაფრინ -მაფთხიალ
ლურჯ ჩიტად ქნილ ,უფალო,
ცა-მყარ ფერადად ნაფენ
მიმავლიე-დ მომავლი
უსამანო-უკარო£,
რა მეტა’ მადლობელ ვარ,
ჩემდ არაფერს არ ღნანობ,
ჩემ უტკმილეს უფალო,
£ეგ კიდე მქონდ მოსახილ,
ჰოა-დ £ეგეც მახილვი
ლურჯ ჩიტად ქნილს, უფალო!


***
გარევ დი’ზარდებიან
£მა-£აფ თუშის ბიჭებ,
გარევ გამრავლდებიან
ნამეჩხერალ ფიჭვებ,
გარევ ირონინებენ
პირხიბლ თუშის ქალებ,
გარევ გად-გადმე’დინებ
მთებს თეთრ ცხვრების ფარებ,
მიწას მწოლელ მოალი-დ
ლოცვით გადაგფარდებ...


***
აშექალი-დ სამძიმარ,
ინან ქალი-დ მინან,
განატეხ ქაჯავეთით
გამონატაცნ, მკივანნ,
£ახლ ბან-კარ-კურთ მონაფენნ,
რიბი-რაბონ-მჭვივანნ,
ქაჯთ წეს-რიგის მაცოდარნ,
გულთმისანნი-დ ჭკვიანნ,
ათასდარ ისტორიას
დღესაც მდიდრად სჭრიან...


***
რაგვერ მოვიქც, ვეღარ ვიც ,
მეხ-დელგმაში მონაყოლ
ჩიტს ვარ დანამგვან,
ჩამომშლი, მიწას მრევი
ოცნებებით ნასარკალ
კოშკ, ცას დანადგამ,
მოდ, უფალო, £ელ მომხვი,
ანაბურდალ-დანაფლეთ
ჩემ თავს დამამგვან,
სულს ჩამეფინ იმედით,
კიდევ ერთხელ გამამდიდრ,
კიდევ გამამყარ...
ბერდია’ცებ
_ იქის უფრ ბევრებ მყვანან,
ერთ სულ მაქვის, როდის შევხ£სნ
საიქიოს კარებს._
_ აუ, დაგწყია გამჩენმ,
სიკვდილ ი’სრ მაშინებს, რო
მაგრ ვიწუხავ თვალებს.
_ რამდენიც გინდ იწუხე-დ
რამდენიც გინდ ემალა’,
მაინც გაწვდენს ალებს,
ვერავინ გადარშჩენი
ი’მის გრძლად განაზარდალ
ნაალმასარ მჭყალებს...


***
სუ ერთ დრო არ შერშჩენი
ადამიანს, უფალო,
წლებ წადენილ, უნანრად
დღეებ დამდგარ უდარო£,
შენ სიცოცხლე გწყურები,
მზიან დღეებ ,უქარო£,
სიმღერა ბაგეს გშრობი,
გულს დანა გრტყმი უტარო£,
მართლ არავის შერშჩენი
სუ ერთ დრო ,ტკმილ უფალო...


***
მე ვარდის ბაღ გაგიშენ,
შენ ცით სეტყვა დამიშინ,
მე მზეს მიმწვდარ კოშკ აგიგ,
შენ ბარდ-ეკალ დამიფინ,
რა’იც გტკიოდ, მოგირჩინ,
უკურნელ სენ გამიჩინ,
მე ცისკ სავალ გზებ გილოც,
ლაფღვრილ ბილიკ გამიფინ,
ვაი, ვაი, ეთეროვ,
შე სულელოვ, გამიცინ...


***
ნუ დამჯდარხარი-დ აწყობ
სახვალიო დავთრებს,
არ ზძინავის გულღრძოებს,
ეშმაკად ქნილ აფთრებს,
მოვა-დ ქარამტვრად გაგყრის,
ცხენის ძუით გათრევს,
სულს ამოგ£დის წამებით,
ვაიმევ არ გათქმევს..
.

***
„რო ჩიტი გაზაფხულზედა,
მაქცეული მაქვ ენაო...”
ხალხური

ჰო, დილითივ ვფხანკალებ,
ჩემ თავწილა ბარტყებიზდ
ბუდე მაქვის სალაგებ,
მემრ სარჩოსად მოსავლელ
ხეებზე, ხის ძირებში
ჭია-ღუათ ქალაქებ,
ტანნამძიმარ მოვფრინავ
შვილებისაკ ქანცგამწყდარ,
თან მომაქვის ნაალფევ...
რა’გვერც ჩიტ გაზაფხულზე
ენა ჭიკ-ჭიკად ქცეულ,
ბუდეს ვზივარ ნაალქნევ...

***
ზოგ დღე შხამი-დ ლიგმოტიი,
ზოგ დღე თაფლი-დ ბადაგიი,
ზოგჯერ სიტყვას ფას არ აქვ,
დუმილ ზოგჯერ ქადაგიი,
ზოგ მძიმე დღე ბუმბულდებ,
ზოგ დღე გი’ვლის წვა-დაგვით,
£ამ დღეების ტყვეებ ვართ,
ი’ქისკ წამსვლელნ ბარგ-ბანდით.


***
სუ ცოტა’ ხან ვიარეთ
ერთად, ანა’მ არც,
აღმართზე გავიყარენთ,
ორთავ გაგვიწყდ ქანც.
შენ გომეწრისაკ წახვედ,
მე დანოს გზა ვქანც,
შენ შენ წყაროს ჩე’წაფე-დ,
მე საგრილა’ ვცარცვ,
თავ-თავიზდ გმინყრით გაგვთელ
სამზეომა-დ გვფარცხ...


***
ზღავებისი-დ ზღავებს შუ
ბალახ ამომწვანდ,
ნასვენ საცეცხლურა’ით
სქელ ბოლ ამომწვავდ,
ჩამიჩუმ ჩანაკრეფალ
ნიავ ამოქანდ,
შენაგუბარ ნაკადულ
თავქვისკ ჩამოქანდ,
ვაიმეე , ჩემ თუშეთო,
მანდ უნდ ამოვქანდ...


***
წავ-მოალი-დ ქანცწყვეტილ
მოგივალი-დ ჩაგემხობ
ჩემ უტკმილეს დანოო,
არაფერს შესადრელო,
არც ვისაში საშლელო,
არც არავის მგვანოო,
დედამიწაზე დიდო,
მთის ქიმზე ბუდედ დგმულო,
ჩემ უტკმილეს დანოო.


***
შავ, ტანმძიმე ღურბლად ქნილ
ლურჯ ცას გლოვად ვეფარ,
არავინ არ გავიკარ,
ვერავინ ვერ მეკარ,
გავჭექაქუხილდი-დ მემრ
მიწისკ სეტყვად ვეფარ,
გზადაგზა მზე დამეწი,
მიწას წვიმად ვეშალ,
გამომეღვიძ გულნახეთქს,
სახეს ცრემლებ მეყარ...


***
არე-მარე ნასუდრიი
ალა-ბულა-ბულულა’,
ტანანამჩატ ნისლით...


***
ფერბინდ კაბის საგულე
ვერ გავი£ად ტანითა£,
თეთრკრავლიან ბატკანა’
ავსულმ გამტაც ფარითა£,
ადამიზდ ერთგულება£
ვერ ამოვძირკვ £არითა£,
ვერავინ ვნახ ზდობნიყოს
დაბრუნება მთვარითა£,
ან მზის ბურჯღუმს ემჯობნოს
უღონო სხივნ, მქრქალიც თან,
სასევდოს არ ეჭარბოს
ღიღინ, იმედ მტანიც თან.


***
სიჯეილეს რო მაბრუნ,
ცხვა ეთეროდ გავითქმოდ,
წამს უქმედ არ დავხკარგევდ,
დღე-ღამ შრომას დავითქმოდ,
სიმღერად გადაქცეულ
ლურჯ ცისკ ნქრევით წავიდოდ,
გაზაფხულ იად მოსრულ
მიწას ავიდ-ჩავიდოდ,
ყველა’ ტკივილს ავიტანდ,
ყველა’ ჯავრს გულს ჩავიდნობდ,
უდაბნოში მწყურვალთად
გრილ-გრილ ,ღრმა ჭად ჩავიდგმოდ,
მწვერვალად ქნილ , თოვლ ზედ ცრილ
ყინულს ვიყრიდ ,დავიდნობდ,
სიჯეილეს რო მაბრუნ,
სიტყვის საყდარს დავიდგმოდ,
საპყართი-დ უქონელთად
საშველ ფესვებს გავიდგმოდ,
ლექსის ეკლესიაში
სიტყვის გვირგვინს დავიდგმოდ.
ლურჯ ფრინველად ნაქცევარ
ფერლურჯ ცისაკ ავიდოდ,
მზე-მთვარე-მასკვლავებსთან
დღეთ შუ სტუმრად დავიდოდ,
მიწა სუუ მიყვავილევ , _
უფალს ვვედრებდ, დაგვინდობდ.
სიჯეილეს რო მაბრუნ,
ცხვა ეთეროდ გავითქმოდ...


***
წუხრ ფრიალონ ფრიალით
ერთი უცებ გავიფრინ,
სადღაც შორს ნაყვავილარ
მინდორ ფეხქვეშ გავიფინ,
სურნელშლილ ბუჩქების ძირ
დანაქანცარმ დავიძინ,
ერთი უცებ ნათელ £მამ
მაღვიძ, ცისკ გზა გამიმძივ,
ავფრინდი-დ ნათელმშლოარ
ბილიკ ცისაკ გამიჭიმ,
ი’ს £მა მი£მობდ- მომყევივ,
გულს სიხარულ გამიწვიმ,
ზეცას მდგარ თეთრ საყდარში
მტრედს სამყოფლო გამიჩინ,
გუმბათითა£ მაცხოვარმ
უთბილესად გამიღიმ...


***
მძიმე ჯაჭვებ ფეხებს მბულ
ყმედ აღმართზე ავდიოდ,
ერთ ნაბიჯ რო მაღლ ავდგიდ,
სამით ქვე-ქვე ჩავდიოდ.
ხელში ჯვარი-დ კვარ მეჭირ,
მ£არზე მზის ცვარ დამდიოდ,
შუ’წყვეტელად ვლოცულობდ,
ცხვა არაფერ ჩამდიოდ.
წვალების მემრ ცერს ავედ,
ფეხით სისხლებ გამდიოდ,
ლურჯ ცას წითელ მზე ეღვარ,
მე უწონოდ დავდიოდ.
სხეულითას სულს ვიძვრენდ,
ცხვა სამყოფლოს გავდიოდ,
რა’ს მახილვევ ,უფალო,
სი ნამყოფ სი წავდიოდ!..


***
დამიჯერ, ძნელზე-ძნელიი
უერთგულეს მეგობარ როცა მოგიკვდების,
იმას ღგავის, ხეზე რო დიიდ
ტოტ მოგიტყდების.
ი’ს ტოტია’ რო ყვაოდ, ი’ს ტოტია’
რო ისხმოდ, ძირს რო მოგისქდების,
ჩიტადავ ქნილ მსმენელ
რო გვერდზე მოგიჯდების:
ვეღარც რო შენ შეშჩივლებ,
ვეღარც თავის სადარდელს ი’ს ვერ მოგიყვების,
იცი ,თავადა’ რო რშჩებ ,მეგობარ რო მოგიკვდებ,
მზე ვერ მოგითბების,
ფუძე ეცლებ სამზეოს, როცა ი’მას წაგართვამს,
ვინც შენ მოგიკვდების...


***
მე რა’იც მინდ, ი’ს არა£,
რა’იც არ მინდ-ისი,
შენ რაიც გინდ, არც ი’სი,
რა’იც არ გინდ-ისი.
რა’იც შენ საკუთვნო£,
სუყველაფერ მტრისი,
მე რა’იც არ მინდ, ჩემიი,
რა’იც ვინატრ, ცხვისიი.
წყალ მინდოდა-დ ზღვისაი,
ლურჯ ფერ მინდოდ, ცისიი.
სითბო მინდოდ ,მზისია-დ
ნისლ მინდოდა-დ მთისიი,
უწყვეტ დენა მინდოდა-დ
£ეგეც არაგვისიი.
სამზეო მილევას მაქვ,
ან კი რაიღ თქმისიი,
რაიც მინდოდ, ი’ს არა,
რაიც არ მინდ _ ისიი...

***
წვიმა-წყლიან დღეები,
განაქირსლარ, ნისლიან,
ფიქრიც ძაძა ჩანაცვამ,
შიშის მომგვრელ, ფიწლიან.
ზამთრისპირის წინაი
იმედლეულ, ფითრიან,
ნისლმხვევ ცის ძირ წეროებ
სველ, ნამძიმ მ£რებს მისთრიან...
წამდინარა’ მტკვრის ტალღებ
აღარყოფნას მისთქმიან.

***
ჩემ გულის კარ რო გაგეღვ,
ჩამოგეხედ მჭახედ,
ანაწეწარ ჯანღის მეტს
ვერაფერს ვერ ღნახევდ.
აუუ, რა’იზდ გიძლიავ, _
გმინვა მომდის მკვახედ.
ჩემ გულის კარ რო გაგეხსნ,
ცრემლის გუბეს ღნახევდ...

"ლიტერატურული გაზეთი", 18 - 31 იანვარი 2013, # 90
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Tue Feb 19, 2013 6:43 pm



წიგნის დასახელება – „ჩიტ რო იძახს, წიავ“ (ლექსები)
ავტორი – ეთერ თათარაიძე
რედაქტორი – მარიამ წიკლაური
მხატვარი - მარიამ (თუთი) არაბული
დიზაინი - თეა აკობია
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ნიკა ხვედელიძე
გამომცემლობა - „საუნჯე“
ISBN 978-9941-
გვერდების რაოდენობა – 216
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი - 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ეთერ თათარაიძე   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ეთერ თათარაიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: