არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სერ ართურ კონან დოილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: სერ ართურ კონან დოილი   Thu May 07, 2009 12:03 am



არტურ კონან დოილი დაიბადა 1859წ. 22 მაისს ედინბურგში, შოტლანდიაში, ირლანდიელი ჩარლზ ალთამონდ დოილისა და მერი დოილის ოჯახში. ის გააგზავნეს რომაულ კათოლიკურAიეზიტურ სკოლაში, წმ. მარიამის კოლეჯში 9 წლის ასაკში. შემდეგ გადავიდა სთოუნი ჰარსტის კოლეჯში, მაგრამ 1875 წლისათვის, სანამ სკოლას დაამთავრებდა, მან უარყო ქრისტიანობა.
1876-1881 წლებში ის სწავლობდა მედიცინას ედინბურგის უნივერსიტეტში, თან მუშაობდა ექიმად აფრიკის სანაპიროსკენ მიმავალ გემზე. შემდეგ 1882წ. დაიწყო პრაქტიკა პლიმეტში. მან მიაღწია დოქტორის ხარისხს 1885წ. მისი სამედიცინო პრაქტიკა არ იყო წარმატებული; პაციენტების მილოდინში დაიწყო მოთხრობების წერა. მისი პირველი ლიტერატურული ექსპერიმენტი დაიწყო ჩჰამბერ’ს ედინბურგის ჟურნალში, სანამ ოცი წლის გახდებოდა.
მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო “ მეწამული კაბინეტი”, რომელიც გამოჩნდა ბიტონის საშობაო ყოველწლიურში 1887 წელს და პირველად იქნა ნახსენები შერლოკ ჰოლმსი, რომლის პროტოტიპი იყო კონან დოილის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ჯოზეფ ბილი.
საინტერესოა, რომ რედიარდ კიპლინგმა მიულოცა კონან დოილს წარმატება და ჰკითხა “შეიძლება ეს იყოს ჩემი ძველი მეგობარი, ექიმი ჯო”? შერლოკ ჰოლმსი უფრო ჰგავდა ედგარ ალან პოს გმირს ავგუსტ დაფინს. საუთსიში ცხოვრების დროს ის ეხმარებოდა პორტსმეტის მთავარ საფეხბურთო კლუბს AFჩ. არსებობს მითი, რომ კონან დოილი თამაშობდა ამ გუნდში მეკარედ. სინამდვილეში იგი თამაშობდა მოყვარულთა გუნდში, რომელიც დაიშალა 1894წ. და არ ჰქონია არანაირი კავშირი პორთსმეტის A.F.ჩ.-თან, რომელიც მხოლოდ 1898 წელს ჩამოყალიბდა.
1885 წელს იგი დაქორწინდა ლუიზა ჰოკინზე, რომელიც ტუბერკულიოზით დაავადდა და 1906 წელს გარდაიცვალა. შემდეგ 1907 წელს დაქორწინდა ჯინ ლექიზზე, რომელსაც პირველად შეხვდა 1897 წელს და შეუყვარდა, თუმცა მასთან პლატონური ურთიერთობა ჰქონდა. კონან დოილს ხუთი შვილი ჰყავდა: ორი პირველი ქორწინებიდან (მერი და ქინგსლი), ხოლო სამი_მეორე ქორწინებიდან (ჯინნი, დენისი, ადრიანი)
1890 წელს კონან დოილმა შეისწავლა ოფთალმოლოგია. საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და 1891 წელს იგი შეუდგა პრაქტიკას. თავის ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ არც ერთ პაციენტს მისი კაბინეტის კარი არ გაუღია და მას წერისთვის ბევრი დრო ჰქონდა.
1893 წელს იგი შეუდგა მისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას_ისტორიული ნოველების წერას, ჰოლმსის სახელმა გაიჟღერა 54 მოკლე მოთხრობაში.
კონან დოილმა დაწერა პამფლეტი სათაურით “ომი სამხრეთ აფრიკაში”, რომელიც კიცხავს დიდ ბრიტანეთს ამ ომში მონაწილეობისათვის. იგი თარგმნილი იქნა სხვადასხვა ენაზე. ასევე დაწერა უფრო დიდი პამფლეტი 1900 წელს.
კონან დოილს სჯეროდა, რომ პამფლეტი გახდა მიზეზი იმისა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში მან ორჯერ იყარა კენჭი პარლამენტში ლიბერალური კავშირიდან, ერთხელ ედინბურგში და მეორედ ჰავიკბურში და, მიუხედავად იმისა, რომ ხმათა დიდი რაოდენობა მიიღო, ის არ იქნა არჩეული დეპუტატად.
კონან დოილი შეუერთდა მოძრაობას კონგოს სახელმწიფო თავისუფლებისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი ე. მორელი და დიპლომატი რ. ქეისმენტი. 1909 წელს მან დაწერა პამფლეტი “კონგოს დანაშაული”, სადაც გაახმაურა საშინელებები, რომლებიც ქვეყანაში ხდებოდა. კოილმა გაწყვიტა კავშირი მორელთან მას შემდეგ, რაც ის გახდა ერთ-ერთი ლედერი პაციფისტების მოძრაობისა პირველი მსოფლიო ომის დროს და ასევე დაშორდა ქეის მენთს, რომელიც თავისი ირლანდიური ეროვნული მსოფლმხედველობის გამო განუდგა ბრიტანეთს. კონან დოილმა სცადა ეხსნა ქეისმენთი სასიკვდილო სასჯელისაგან იმ საბაბით, რომ ქეისმენთი იყო შეურაცხადი და პასუხს არ აგებდა მის საქციელზე.
კონან დოილი სამართლის თავგამოდებული დამცველი იყო. მან გამოიარა ორი პატიმრის საქმე. მათ შორის ინდოელ მოსამართლის ჯორჯ ედალისა. ეს შემთხვევა აისახა მის მოთხრობაში “არტუსი და ჯორჯი”.
პირველ მსოფლიო ომში დაიღუპნენ კონან დოილის შვილი კინგსლი, მისი ძმა, ორი სიძე და ორი დისშვილი. 1906 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე ლუიზა. ამ დანაკარგმა მწერალი დეპრესიაში ჩააგდო. მან გამოსავალი ჰპოვა სპირიტიზმში და დაინტერესდა სააქაო ცხოვრების მეცნიერული გამოკვლევებით. სპირიტიზმი საფუძვლად დაედო მისი მოთხრობების კრებულს “შერლოკ ჰომსის თავგადასავალი”. მწერალი დაუმეგობრდა ამერიკელ მაგს ჰარი ჰუდინის, რომელიც სპირიტუალისტების მოძრაობას უჭერდა მხარს. კონან დოილს სჯეროდა, რომ ჰუდინი ფლობდა ზებუნებრივ ძალას და ეს დამოკიდებულება ჩანს მის ნაწარმოებში “შეუცნობადის ზღვარი”. ჰუდინი კი უბრალოდ ფოკუსების დიდოსტატი გახლდათ. მწერალი უსაზღვროდ გაოცდა, როცა ჰუდინმა მოიკვეთა თითი და შემდეგ ისევ აღიდგინა.
კონან დოილმა სახლი აიშენა ჰაინდბედის მახლობლად ლონდონის სამხრეთში და ცხოვრობდა იქ სულ ცოტა 10 წელი, რაც შემდეგ 1924-2004წწ. გადაკეთდა სასტუმროდ და რესტორნად. შემდეგ იგი შეიძინა დეველოპერმა დამ მას შემდეგ არ ფუნქციონერებდა, სანამ კონსერვატორებმა და კონან დოილის ფანებმა არ დაიბრუნეს უკან. კონან დოილის საპატივცემულოდ ქრომორიში (აღმოსავლეთ საქსესი, ინგლისი) აღიმართა მისი ძეგლი, სადაც სერ არტური ცხოვრობდა 30 წლის მანძილზე. პიკარდის სასახლეში (ედინბურგი, შოტლანდია) იმ სახლის მახლობლად სადაც კონან დოილი დაიბადა, დგას შერლოკ ჰომსის ძეგლი.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სერ ართურ კონან დოილი   Thu May 07, 2009 12:03 am

რჩეული ბიბლიოგრაფია
• წითელი (მეწამული) კაბინეტი (1887)
• ოთხთა ნიშანი (1890)
• ტუჩმოღრეცილი კაცი (1891)
• შერლოკ ჰომსის თავგადასავალი (1892)
• შერლოკ ჰომსის გახსენება (1894)
• ბასკერვილების ძაღლი (1902)
• შერლოკ ჰომსის დაბრუნება (1904)
• შიშის ველი (1914)
• უკანასკნელი ისარი (1917)
• შერლოკ ჰომსის ბლოკნოტი (1927)

პროფესორი ჩელენჯერის მოთხრობები
• დაკარგული სამყარო (1912)
• მოწამლული ქამარი (1913)
• ნისლიანი მიწა (1926)
• როცა სამყარო კიოდა (1928)

ისტორიული ნოველები
• მიკა კლარკი (1888)
• თეთრი კლარკი (1891)
• დიდი აჩრდილი (1892)
• ლტოლვილები (გამოქვეყნდა 1893, დაიწერა 1892)
• როდნის ქვა (1896)
• ბიძია ბერკანი (1897)
• სერ ნიგელი (1906)
• ბრიტანული კომპანია საფრანგეთსა და ფლანდრიაში (1914-1916)


სხვა ნამუშევრები

• “ჯ. ჰაბაკუკ ჯეფსონის განცხადება”- მოთხრობა დაფუძვნებულია “მარია სელესტეს” უბედურებაზე (1884)
• კლუმბერის საიდუმლო (1889)
• კაპიტანი პოლესტერი და სხვა მოთხრობები (1890)
• რაფელს პოუს საგმირო საქმეები (1891)
• ქალაქის მიღმა (1892)
• ჯეინ ანა ანუ კარგი საქციელის პრიზი (1893)
• ჩემი მეგობარი მკვლელი და სხვა საიდუმლოებები და თავგადასავლები (1893)
• წითელი ნათურის ამბავი (1894)
• პარაზიტი (1894)
• სარტ მონროს წერილები (1895)
• დიდი კეინპლაცის ექსპერიმენტი (1895?)
• კოროსკოს ტრაგედია (1898)
• დუეტი (1899)
• ბერების დიდი ომი (1900)
• ბრიგადირ ჯერარდის გამოკვლევები (1903)
• ჯადოსნურ კარში (1907)
• ცეცხლთან მოთხრობილი ამბები (1908)
• კონგოს დანაშაული (1909)
• სახიფათოა! და სხვა მოთხრობები (1918)
• სიმაღლის შიში (1918)
• სასიცოცხლო შეტყობინება (1919)
• მოთხრობები საშინელებებსა და საიდუმლოებებზე და შავი ექიმი და სხვა ამბები საშინელებებზე და საიდუმლოებებზე (1925)
• კაცი მთავარ ანგელოზებიდან და სხვა სათავგადასავლო ამბები (1925)
• სპირიტუალიზმის ისტორია (1926)
• მარაკოტის სიღრმე (1929)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სერ ართურ კონან დოილი   Thu May 07, 2009 12:04 am

ვებ-გვერდი ქართულად - http://publish.dlf.ge/vaxtangvi/konandoili/

Arrow

ვებ-გვერდი ინგლისურად - http://www.sherlockholmesonline.org/
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სერ ართურ კონან დოილი   Sat Jan 22, 2011 11:48 am



11:47 / 20-01-2011
დიდ ბრიტანეტში შერლოკ ჰოლმსის შესახებ ახალ წიგნს დაწერენ

დიდ ბრიტანეთში გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვატსონის შესახებ ახალი წიგნი გამოდის. არტურ კონან დოილის საკულტო პერსონაჟების გაცოცხლების უფლება ინგლისელ მწერალს ენტონ ჰოროვიტცს (Anthony Horowitz) მიანიჭეს.

1915 წლის შემდეგ პირველად, ცნობილი მწერლის მემკვიდრეებმა ჰოროვიტცს ჰოლმსის შესახებ რომანის დაწერის ნებართვა ოფიციალურად მისცეს. თავად ჰოროვიტცის თქმით, მას არ შეეძლო უარი ეთქვა ამ შესაძლებლობაზე.

"კონან დოილის შემოქმედება 16 წლის ასაკში შემიყვარდა, - აღნიშნა მწერალმა "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მას შემდეგ ჰოლმსის თავგადასავლების შესახებ წიგნები მრავალჯერ გადავიკითხე და მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ის გავაცოცხლო".

როგორც მოსალოდნელია, რომანს ბრიტანული საგამომცემლო სახლი "ორიონი" 2011 წლის სექტემბერში გამოაქვეყნებს. ენტონი ჰოროვიტცმა უკვე განაცხადა, რომ "მკითხველთა ახალი თაობისთვის განკუთვნილ ისტორიას შექმნის", თუმცა ამასთან არტურ კონან დოილის ნაწარმოების ორიგინალურ სტილს დაიცავს.

წყარო - http://www.ambebi.ge/books/31042-did-britanetshi-sherlok-holmsis-shesakheb-akhal-tsigns-datseren.html


Anthony Horowitz
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სერ ართურ კონან დოილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
სერ ართურ კონან დოილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: