არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ანა კალანდაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:07 pm


Ana Kalandadze

ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 11 მარტი, 2008, თბილისი) — ქართველი პოეტი.
ანა კალანდაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრისს სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.

წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ ”მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია სტეფან მალარმეს, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები და მოგონებები.

კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მისი შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხადდება და უაღრესი ინტიმურობის ელფერს იძენს. ასე აჟღერდა მის ლექსებში მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისის თემა (“კარში გამო ჭიაჭია მარია”,1946); ბუნების განცდა (“თუთა”, 1945; “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”, 1946; “ბეთანიის გზაზე”, 1954). ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანადროულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას (“შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“, “ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, ორივე 1945; “ღრუბლები”,1953). ანა კალანდაძის პატრიოტიზმი გამოხატავს ერის არსებით თვისებათა - სიკეთის, ქედუხრელობიის, სიდიადის, შეწყალების - ორგანულ განცდას (“საქართველოო ლამაზო”, ”მრავალლჟამიერ”, 1952, “ფეხი დამადგით”, ”მას ალავერდის დიდებულ ტაძარს” 1959). მისი ლექსის ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა და ამაღლების დაცვას (“ნუ მიმცემ ეჭვთა”, 1957; “ისევ გახსენი გული ჩემი”, 1961). სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი კდემით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდაა (“რისად არ მომხედავ “, 1945, “შეყვარებული ოდეს ქარები”, 1954). კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა.

ანა კალანდაძის პოეზია აისახება მუსიკალურ ხელოვნებაში. კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა და ჟურნალისტმა თეიმურაზ ნაცვლიშვილმა პირველებმა მიმართეს ანა კალანდაძის პოეზიას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, შექმნეს რა ვოკალური ნაწარმოებები: სიმღერა “საქართველოო ლამაზო“ , რომანსები “არაბი ხარ“ და “თუთა“. ანა კალანდაძის ლექსებზე დაწერეს სიმღერები აგრეთვე გივი ციციშვილმა, ტარიელ ბაქრაძემ, ჯემალ ბეგლარიშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა.

ანა კალანდაძე დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იყო, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის მისია შესრულებული იყო.

ბმული - https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_კალანდაძე


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:12 pm

ანა კალანდაძე


ამ სურით სვამენ

"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა,დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
სურები შექმნეს შენი ტალახით,
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...
შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი
ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.
გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,
ხეებს შეარხევს ქარი ავყია...
ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით
და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..
ლოყაწითელი ვარდის ყვავილი
ფხიზლობს?!ჩურჩულებს,როგორც მისანი..
ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებრ ტიროდა თურმე ნიზამი...
ეს სურა შექმნეს შენი ტალახით,-
ქართულ მარანში დანახანია
ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...
და,რა ხანია,
ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები,
ომარ ხაიამ!!.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:13 pm

ანა კალანდაძე

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა..

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა..


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:16 pm

ანა კალანდაძე


ლაჰილზე

ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა...
ლაშთხვერში კახთა აწვე უენო,
მუნჯი ზარია...
ქარები მისთა ჩუმთა ნაღველთა
განეკრძალვიან..
იმათ გვირგვინებს ძველთა რაინდთა
შუქი ავლია...
ტაძრის კედელზე ბადრი, ამირან,
სეფედავლეა...
ლაღამის შვლისაც აწ სილამაზე
თვალს მიფარვია...
ლაჰილზე, ალბათ, დიდებული და
სავსე მთვარეა,
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი კოშკები, უშბა, თეთნულდი
და ლამარია....


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:16 pm

ანა კალანდაძე


მოხუცი ხევსური ქალის ხუმრობანარევი საყვედური

ჩვენც გვყავდნენ კარგი გმირები,
შვენოდათ ჩაჩქან-თორები,
გულოვნობით და სიფიცხით
გაფრინდაულის ტოლები
(რადა ღირს ხოშარეული!
ლამის ცრემლთ დამწვან ღაწვები...)
მათ ნაკლებ მოიხსენებენ
თქვენი ნასწავლი კაცები!
უთხარი,ვუთვლი მტერობას
(თუმცა მათ კალამს ვესალ,ები!):
არ გაიარონ ჩემ გზაზე,-
ჩუმად ფრანგულსა ვლესავო..


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:21 pm

ანა კალანდაძე


მწვერვალო, შალშავს შემოვყევ..

მწვერვალო, შალშავს შემოვყევ,
ნისლს და ქარს მომაძალებო...
შავ ბურუსს ირგვლივ შემომხვევ,
უგზოდ, უკვალოდ მარებო...
მინდოდი?
არად მინდოდი,
ზესკნელ-ქვესკნელის კარებო!
„ჩემ ღმერთის არ მეშინოდეს“,
ფეხსაც არ დაგაკარებო!
.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:23 pm

ანა კალანდაძე


ნათელა ბალიაურის მონაწერი

ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არჩევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს!):
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს
ამ წმინდა ძალით, -
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი, -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს, ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი...
ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა!.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:27 pm

ანა კალანდაძე

როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:28 pm

ანა კალანდაძე


სამხრეთით - არაგვის სათავე..

სამხრეთით - არაგვის სათავე,
ჩრდილოით - სხვა წყალნი დიანო.
გადივლის ცისფერი ღრუბელი
ბუბაისშვილივით ხმიანი.
წყალგამყოფ ქედს კავკასიისა
ფარა ჩამოუდის ისევე...
პირჩამოღარული ხევები
კვლავ განახლებისას ისმენენ.
ო, თვალშეუდგამო ქედებო,
კვლავაც ძლიერებით გნახავდეთ!
ბანს მაძლევს ბებერი გუდანი,
გუგუნებს ბებერი ხახმატი...
მიჰყვება მწყემსების ბუბუნი
ორბთა და არწივთა ყივილსა...
ადგება მარადი ნათელი
წყალგამყოფ ქედს კავკასიისა..


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:30 pm

ანა კალანდაძე


უცხო ჩვენება თოვლიან მთების

თოვლიან მთების შორეულ კალთებს
ყოველდღიურად
მზის ჩასვლის შემდეგ ნათელი ადგას
მარადიული...
გოლიათები ჭექენ და ქუხან
წარსულის ფერფლით...
საქართველოზე მოდის მაჰმად-ხან,
ქუდზე კაცს კრეფენ...
ლაშქარს მიუძღვის ხმალჩაუგები
ერეკლე მეფე...
და იმ მთებიდან
მძიმედ ეშვება თორღვა მთიული...
თოვლიან მთებზე ნათელი დგება
მარადიული....


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue May 05, 2009 3:32 pm

ანა კალანდაძე


ფეხი დამადგით, გულზე დამადგით..

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
--ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“....
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
--ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა....


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Fri May 15, 2009 9:46 pm

დედას

შენ გაგითეთრდა თმები მას უკან,
ძვირფასო კაბას კი...
ერთი მორჩი შერჩა სუსაუბრის...
დეზთა წკარუნით
გაგიწვევდა ქალწულთ ჰუსარნი
და დიდ დარბაზში ჭექდა მაზურკა...
როკავდნენ წყვილნი,
ვით გედები, იისფერ ტბაში...
ბრწყინვალე კანდელთა
ჰგავდა ბრწყინვას ვარსკვლავთ მირიადთ...
შმაგი სინათლე
თვალს სჭრიდა მკერდზე ბრილიანტს
და იაგუნდა ტიროდა თმაში...
ლამაზი კაბა იასამნის სურნელს აკმენდა,
ეცილებოდა
თვით სანთელთაც უბრწყინვალეს შუქს...
მაღალი მხრები იმშვენებდნენ ინდურ აბრეშუმს...
ბრინჯაოს ქალია
სულ შიშველი იდგა სარკესთან...
შენ გაგითეთრდა თმები მას უკან
და ძვირფასი კაბას
ერთი მორჩი შერჩა სუსამბის...



an romeli erti......sigijemde vinc miyvars mxolod anaa
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Sun May 31, 2009 5:16 pm

თოვლი აჭარა-გურიის მთების,
ჩემეულ მთათა...
მცირე წისქვილი გუბაზოულზე,
ჩემს ეზოს კართან...
წყავის ფოთოლი, ნამს რომ ფრთხილად
ინახავს, თრთოლვით...
თოვლი აჭარა-გურიის მთების,
ნისლი და თოვლი.
1954
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Sun May 31, 2009 5:18 pm

გასრიალდება ხევში ზმორებით
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ალბათ,ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა,
რომ იდუმალებს,
სევდიან თვალებს
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით...
გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი
შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი
და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა,
ნაიდუმალებს
როს მზეს აჩვენებს დაწინწკნულ ტანს და
სევდიან თვალებს?
ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით,
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი
ხელში დაირით
ველებს დაივლის
და უზუნდარას იცეკვებს გველი...
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Sun May 31, 2009 5:20 pm

თითქოს კუნძული სადმე, -
ქართა სტვენას და ძახილს
ეხმაურება ცის ქვეშ
ეს... ერთადერთი სახლი.
სოფელი რიგით ყოვლით:
კაკლის ხეების კარვით...
უვით ცხვარი და ძროხა,
ძაღლი ყეფს, ადის კვამლი...
იქვე ძველისძველ ციხეს
სული წინაპრის ზვაობს, -
მტერს ჩაუკეტოს ქართლი...
რაზე ირჯები, ძმაო?
შენც გაიგონე, ბიჭო,
ჩასანგრებულო სანგრებს:
რასაც შესწირე თავი,
ჩვენვე ვნაცრავთ და ვანგრევთ!
თითქოს კუნძული სადმე,
ქართა სტვენას და ძახილს
ეხმაურება ცის ქვეშ
ეს პაწაწინა სახლი...

1978
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue Jun 02, 2009 9:19 am



***

_თქვი,არჯაკელო ხვიარა, flower
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
_რა ვი,ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა... drunken
_მეც...სხვათაშორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა...
cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
beqa_



Male
Number of posts : 19
Age : 30
Location : tbilisi
Job/hobbies : net developer
Humor : ...
Registration date : 27.02.09

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue Jun 02, 2009 9:51 am

(ვაჟაო, დილის მზის სხივო...)

ანა კალანდაძე

ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და... გამეხარდები!

1955
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Tue Jun 02, 2009 11:08 am

სოფელ ჭიმღასთან და, კერძოდ, გაბურების გვართან დაკავშირებით ეგეთი ლეგენდა არსებობს:
ჭიმღაში გაბურთა გვარი ცხოვრობდა.
დიდი ხნის წინათ გაბურთა წინაპარს სათიბში ეშმა დაუჭერია და სახლში მიუყვანია. ფრჩხილები დაუჭრია, რომ სახლიდან არ გაქცეოდა და ხმლის ქარქაშში შეუნახავს, რახან ეშმა ხმალს ვერ ეკარებოდა.
კარგა ხანს ემსახურებოდა ეს ეშმა ამ ოჯახს – როგორც გადმოცემა ამბობს, ეს ქაჯი სულს შეუბერავდა ხოლმე და ერთ წამში კარაქი მზადდებოდა. ერთხელაც სხვა სოფელში ვიღაცა კაცი მომკვდარა და ეს გაბურებიც იქ წასულან.
ეშმას უთქვამს, – მე არ წამიყვანოთ, თორემ გამეცინებაო, მაგრამ მაინც წაუყვანიათ. შუა ტირილში აუტეხავს ამ ქაჯს სიცილი, რომ ეჩხუბნენ, – რა გაცინებსო! – უთქვამს, – წეღან რომ კაცი შემოვიდა სამძიმარზე, ჭირისუფალს (გარდაცვლილის ცოლს) ამ კაცზე გაუფიქრებია, – ნეტა ეს მაინც არ წამიყვანს ცოლადაო.
ჰოოდა, გამოუგდიათ.
მისულა ეს ქაჯი სახლში და გაბურების უფროსი ბიჭისთვის უხოვია, – ხმლის ქარქაშიდან ფრჩხილები ამოიღე და მიმოეციო, მაგრამ ბიჭმა არ მისცა.
ახლა იმ ბიჭის დისთვის უთხოვია და იმას კი გადმოუყრია ქარქაშიდან ფრჩხილები და ეშმასთვის დაუბრუნებია.
ჰოდა, ამ ეშმას კიდევ დაუწყევლია გაბურების გვარი: კაცები შვიდი თაობის მეტი ნუ გამრავლდებითო, ხოლო ქალები ლამაზები გყავდეთო.
დღემდე მართლა ეგრეა, – მამაკაცები შვიდი თაობის მეტი არ მრავლდებიან და ყველა ან ჭკუიდან იშლება ან ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლეს, ხოლო ქალები კი მართლა ლამაზები ჰყავთ.
ანა კალანდაძემ 1968 წელს იმოგზაურა ამ სოფელში და ამ მითზე ლექსიც დაწერა:

***
ჭიმღის კლდეს ეშმა ბინადრობს,
ტირის, დაეძებს გაბურებს,
ხან დიყ-ჟალტამში გორაობს,
ხანაც წყალს შეაჩქაფუნებს.
ავა, აირბენს გორაკზე
და ნასახლარებს დასძახებს…
ხირჩლაის ძაღლი შეუღრენს
და ნიავივით ცახცახებს…
ერთი ხირჩლაა სოფელში-
სახლს ყორე მაინც ავლია,
ეშმა დაუდის მეზობლად -
მარტოობაში დამლია…
ჭიმღის კლდეებში იზამთრებს,
ტირის, ქვა-ლოდებს აგორებს…
წასულა, ხალხი აყრილა,
ვერცრას ვერავის აგონებს…
სოფელში დიყი ყვავილობს,
ფოლიო ცისფრად ირთვება,
ობლად დათესილ სვილაზე
წიპრანა გადაფრინდება…
შორს შეგიტყუებს შალშავი,
რაღაც გათრობს და გაბრუებს…
დარბის ეშმაკი გზაწვრილზე,
დარდობს, დაეძებს გაბურებს.




Idea
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Sat Jun 06, 2009 6:57 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Sat Jun 06, 2009 7:43 pm

ანა გათხოვილი იყო და,თუ არ ვცდები,მერე გაშორდა ქმარს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Sun Jun 07, 2009 7:15 pm

zevsis daqali wrote:
ანა გათხოვილი იყო?

რატომღაც ბიოგრაფიებში მსგავს ინფორმაციებს ვერ ვაწყდები ხოლმე.

მისი პირადი ცხოვრების შესახებ მაინტერესებს

Arrow

როგორც მე ვიცი, ანა კალანდაძის პირველი ქმარი იყო ექიმი და პოეტი შალვა მჭედლიშვილი...

ეს ჩემი მეუღლის ოჯახიდან გამიგონია...
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Sun Jun 07, 2009 7:20 pm

მართალი ხარ.
შალვას ერთხელ უხუმრია_იმით მაინც დავრჩები ისტორიაში,
რომ ანა კალანდაძეს ვეფერებედიო(მიხვდები:”ვეფერებოდიო” ნაცვლად სხვა სიტყვაა იქ და ასეა ეს...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Wed Apr 14, 2010 10:40 am

ღრუბლები

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ,ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები...კვლავ საით მიდიან
ღრუბლები?
რა ვიცი...მიდიან...




როგორ მიყვარს,როგორ!...

დღეს მეც,მისი ლექსის ციცქნა ღრუბელი ვარ,
მეც იქით მივდივარ...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Thu Dec 17, 2015 4:16 pm

ანა კალანდაძე

ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ანა კალანდაძე   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ანა კალანდაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: